Tbiliso City: გიორგი V ბრწყინვალე - Tbiliso City

Jump to content

  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2

გიორგი V ბრწყინვალე (1289-1346)

#1 მომხმარებელი გასულია   NACIONAL WARRIOR profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 19-December 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:GEORGIAN LEGION

გამოხმაურების ხატულა  დაწერილია 23 December 2007 - 09:23 PM

გიორგი V ბრწყინვალე (1289-1346)
დადებული სურათი

საქართველოს უდიდესი ხელმწიფე 1314-1346 წლებში. დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ძე (ბექა ჯაყელის ასეულის, ნათელასაგან), პირველად, 1299-1300 წლებში, როცა იგი 10-11 წლისა თუ იქნებოდა, მონღოლებმა დასვეს თბილისის ტახტზე, მისი უფროსი ნახევარძმის, დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მალე ყრმა გიორგი მონღოლებმა ვახტანგ II-ით შეცვალეს. 1311 წელს გიორგი თავისი ძმიშვილის - მცირეწლოვანი გიორგი VI ”მცირეს” რეგენტი გახდა, მალე გიორგი ”მცირე” გარდაიცვალა და ტახტზე გიორგი ბრწყივლავე ავიდა (1314 წელს). მისი მეფობა ფეხბედნიერი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მემკვიდრეობად მან მიიღო დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა “დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთსა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა და მრავალფერნი ულუსობანი”. არსად “სამართალი არად იყო-ღა”. 1315 წელს ოლჯაიტუ ყაენმა გიორგიV ქართული ჯარით მცირე აზიაში მომხდარი აჯანყების ჩასაქრობად გაიწვია. ქართველებიც წავიდნენ და ერთხელ კიდევ “განაკირვნეს” ქვეყანა თავის ვაჟკაცობით. ეს უკანასკნელი მონაწილეობა იყო ქართველებისა მონღოლთა დაუსრულებელ ლაშქრობათა სერიებში. გიორგიმ მონღოლთა დასუსტებული საყაენოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მხადრაჭერა მოიპოვა და მონღოლთა შემოსევისგან დაზღვეული საკუთარი ქვეყნის აღდგენას შეუდგა. გორიდან გარეკა და კავკასიონს გადაღმა გადარეკა მარბიელად შემოსეული ოსები (1320წ.). შეარიგა მტრად გადაკიდებული ქსნისა და არაგვის ხეობათა ქართველობა. სათათბიროდ შეჰყარა დარბაზი და მიაღებინა მისგანვე შედგენილი ახალი მკაცრი კანონმდებლობა – “ძეგლის დადება”. რაიც სასტიკი შეურყევლობით და დაუთმობლობით აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას. ამას მოაყოლა “ხელმწიფის კარის გარიგება” – ქართული სამეფო-სამართლებრივი “კონსტიტუცია”. მეფემ აღადგინა ტრადიციული სამეურნეო დარგები. გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული,” ყაზანური თეთრი”, შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით – “გიორგაული თეთრი”. გიორგი აშენებდა და აღადგენდა ასი წლის მანძილზე ნანგრევ-ნაოხარ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, გზებს, არხებს და დუქნებს. განაახლა დაქცეული ტაძრები – დადაბნისა, ფიტარეთისა, წუღრუღაშენისა, კაზრეთისა, დმანისისა. 1329 წელს გიორგიმ ისარგებლა ქუთათისის სასახლის კარზე ატეხილი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა და დასავლეთ საქართველო – იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი – ყოველივე ნიკოფსიამდე, კვლავ ტფილისის ტახტს დაუმორჩილა. მას უკან, მესხეთიც შემოიმტკიცა (1334წ.). ბოლოს 1335 წელს მეფე გიორგი V-მ საქართველოს კისრიდან გადააგდო ასწლოვანი მონღოლ-თათრული უღელი. ამ საოცნებო გამარჯვების აღსანიშნავად მეფემ ცივის მთაზე, საზაფხულო სასახლეში, ნადიმი გამართა და იქვე მიწვეულ სტუმართაგან, – ვისაც მონღოლთა წინააღმდეგ სამამულო ომში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, პირველ რიგში მხარგრძელებს – მეფის ბრძანებით თავები დააყრევინეს. მალე საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა – ოსმალ-თურქები, ორხანის მეთაურობით. შეეგება გიორგი, კლარჯეთი სსაზღვართან შეება, კვლავაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა და გააქცია მტერი. 1340-1341 წლებში გიორგიმ ჯარები შეიყვანა პონტოში და იქ, ტრაპიზონის სასახლეში, ძველი, თამარის დროინდელი ქართული ხელისუფლება ააღორძინა. მაშ, კვლავ აღდგენილ იქნა ერთიანობა საქართველოსი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის (ჩრდილოეთით) და სინოპიდან არდაველამდის (სამხრეთით), ანუ – კავკასიური “იმპერია” დავითისა და თამარის “ოქროს საუკუნისა”. კვლავაც გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში საქართველომ და მისმა ხელმწიფემ, გიორგი V ბრწყინვალემ. რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა. იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ეძლეოდათ უფლება, ცხენზე ამხედრებულებს და ეროვნული დროშების ფრიალით ევლოთ მის ქუჩებში. ასე იღვაწა გიორგი V ბრწყინვალემ, “ვითარცა აღმაშენებელმან”. ქართველმა ხალხმა უწოდა “ბრწყინვალე”, “რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...” 1346 წელს საქართველოს მოუკვდა გიორგი ბრწყინვალე. გამეფდა 24 წლისა, იმეფა 32 წელიწადი, აღესრულა 56 წლისა. დაიკრძალა გელათს.
0


  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2

გამოხმაურება

#21 მომხმარებელი შემოსულია   brother of fate profile  ხატულა

  • Golden One
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3237
  • რეგისტრ: 08-November 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:Temple of Lahkesis

დაწერილია 07 March 2010 - 12:16 PM

გამოხმაურების ნახვაbelusi, on 21st February 2010 - 11:15 AM, said:

კრება დაუნიშნა მოღალატე თავადობას და მოაწამლინა. 09.gif


გენიალურია :D ერეკლე II რატომ მოერიდა მსგავს საქციელს?
Lose your mind, lose it now
0

#22 მომხმარებელი გასულია   DenikO profile  ხატულა

  • საპატიო სტუმარი
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 135
  • რეგისტრ: 27-December 09
  • სქესი:Female
  • მდებარეობა:Dublin
  • ინტერესები:A R T <br />

დაწერილია 10 March 2010 - 03:26 PM

ყველაზე მაგარი მეფე საქართველოს ისტორიაში!

მართლაც რომ ბრწყინვალე. უძლიერესი პოლიტიკოსი იყო. !!!

გ ი ო რ გ ი - პ ი რ ვ ე ლ ი (1014 - 1027)

იყო: "სავსე ყოვლითა სიკეთითა"

"ახოვან და ყოვლითურთ უშიში ვითარცა უხორცო"
0

#23 მომხმარებელი გასულია   ♫♫♫ profile  ხატულა

  • სტუმარი
  • პიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 20
  • რეგისტრ: 23-July 09
  • სქესი:Female
  • ინტერესები:♫♫♫

დაწერილია 10 March 2010 - 11:54 PM

კაი მეფე იყო :)

გამოხმაურება რედაქტირებულია ♫♫♫: 10 March 2010 - 11:54 PM

♯♪♫
0

#24 მომხმარებელი გასულია   nakani profile  ხატულა

  • აქტიური მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1951
  • რეგისტრ: 06-June 10
  • სქესი:Female
  • მდებარეობა:saburtal oO
  • ინტერესები:FoOTBALL

დაწერილია 09 June 2010 - 04:22 AM

მარტო კაი ? :X რაც მაგან გააკეთა ქვეყნისთვის სიტყვა "კაი" ნამდვილად არ ეყოფა :rolleyes:
the world is mine
0

  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2


1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი