Tbiliso City: გიორგი V ბრწყინვალე - Tbiliso City

Jump to content

  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2

გიორგი V ბრწყინვალე (1289-1346)

#1 მომხმარებელი გასულია   NACIONAL WARRIOR profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 19-December 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:GEORGIAN LEGION

გამოხმაურების ხატულა  დაწერილია 23 December 2007 - 09:23 PM

გიორგი V ბრწყინვალე (1289-1346)
დადებული სურათი

საქართველოს უდიდესი ხელმწიფე 1314-1346 წლებში. დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ძე (ბექა ჯაყელის ასეულის, ნათელასაგან), პირველად, 1299-1300 წლებში, როცა იგი 10-11 წლისა თუ იქნებოდა, მონღოლებმა დასვეს თბილისის ტახტზე, მისი უფროსი ნახევარძმის, დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მალე ყრმა გიორგი მონღოლებმა ვახტანგ II-ით შეცვალეს. 1311 წელს გიორგი თავისი ძმიშვილის - მცირეწლოვანი გიორგი VI ”მცირეს” რეგენტი გახდა, მალე გიორგი ”მცირე” გარდაიცვალა და ტახტზე გიორგი ბრწყივლავე ავიდა (1314 წელს). მისი მეფობა ფეხბედნიერი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მემკვიდრეობად მან მიიღო დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა “დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთსა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა და მრავალფერნი ულუსობანი”. არსად “სამართალი არად იყო-ღა”. 1315 წელს ოლჯაიტუ ყაენმა გიორგიV ქართული ჯარით მცირე აზიაში მომხდარი აჯანყების ჩასაქრობად გაიწვია. ქართველებიც წავიდნენ და ერთხელ კიდევ “განაკირვნეს” ქვეყანა თავის ვაჟკაცობით. ეს უკანასკნელი მონაწილეობა იყო ქართველებისა მონღოლთა დაუსრულებელ ლაშქრობათა სერიებში. გიორგიმ მონღოლთა დასუსტებული საყაენოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მხადრაჭერა მოიპოვა და მონღოლთა შემოსევისგან დაზღვეული საკუთარი ქვეყნის აღდგენას შეუდგა. გორიდან გარეკა და კავკასიონს გადაღმა გადარეკა მარბიელად შემოსეული ოსები (1320წ.). შეარიგა მტრად გადაკიდებული ქსნისა და არაგვის ხეობათა ქართველობა. სათათბიროდ შეჰყარა დარბაზი და მიაღებინა მისგანვე შედგენილი ახალი მკაცრი კანონმდებლობა – “ძეგლის დადება”. რაიც სასტიკი შეურყევლობით და დაუთმობლობით აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას. ამას მოაყოლა “ხელმწიფის კარის გარიგება” – ქართული სამეფო-სამართლებრივი “კონსტიტუცია”. მეფემ აღადგინა ტრადიციული სამეურნეო დარგები. გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული,” ყაზანური თეთრი”, შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით – “გიორგაული თეთრი”. გიორგი აშენებდა და აღადგენდა ასი წლის მანძილზე ნანგრევ-ნაოხარ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, გზებს, არხებს და დუქნებს. განაახლა დაქცეული ტაძრები – დადაბნისა, ფიტარეთისა, წუღრუღაშენისა, კაზრეთისა, დმანისისა. 1329 წელს გიორგიმ ისარგებლა ქუთათისის სასახლის კარზე ატეხილი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა და დასავლეთ საქართველო – იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი – ყოველივე ნიკოფსიამდე, კვლავ ტფილისის ტახტს დაუმორჩილა. მას უკან, მესხეთიც შემოიმტკიცა (1334წ.). ბოლოს 1335 წელს მეფე გიორგი V-მ საქართველოს კისრიდან გადააგდო ასწლოვანი მონღოლ-თათრული უღელი. ამ საოცნებო გამარჯვების აღსანიშნავად მეფემ ცივის მთაზე, საზაფხულო სასახლეში, ნადიმი გამართა და იქვე მიწვეულ სტუმართაგან, – ვისაც მონღოლთა წინააღმდეგ სამამულო ომში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, პირველ რიგში მხარგრძელებს – მეფის ბრძანებით თავები დააყრევინეს. მალე საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა – ოსმალ-თურქები, ორხანის მეთაურობით. შეეგება გიორგი, კლარჯეთი სსაზღვართან შეება, კვლავაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა და გააქცია მტერი. 1340-1341 წლებში გიორგიმ ჯარები შეიყვანა პონტოში და იქ, ტრაპიზონის სასახლეში, ძველი, თამარის დროინდელი ქართული ხელისუფლება ააღორძინა. მაშ, კვლავ აღდგენილ იქნა ერთიანობა საქართველოსი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის (ჩრდილოეთით) და სინოპიდან არდაველამდის (სამხრეთით), ანუ – კავკასიური “იმპერია” დავითისა და თამარის “ოქროს საუკუნისა”. კვლავაც გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში საქართველომ და მისმა ხელმწიფემ, გიორგი V ბრწყინვალემ. რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა. იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ეძლეოდათ უფლება, ცხენზე ამხედრებულებს და ეროვნული დროშების ფრიალით ევლოთ მის ქუჩებში. ასე იღვაწა გიორგი V ბრწყინვალემ, “ვითარცა აღმაშენებელმან”. ქართველმა ხალხმა უწოდა “ბრწყინვალე”, “რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...” 1346 წელს საქართველოს მოუკვდა გიორგი ბრწყინვალე. გამეფდა 24 წლისა, იმეფა 32 წელიწადი, აღესრულა 56 წლისა. დაიკრძალა გელათს.
0


  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2

გამოხმაურება

#2 მომხმარებელი გასულია   NACIONAL WARRIOR profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 19-December 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:GEORGIAN LEGION

დაწერილია 23 December 2007 - 09:24 PM

მიყვარს ეს კაცი!
0

#3 მომხმარებელი გასულია   მამფალი profile  ხატულა

  • D U C E
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 6459
  • რეგისტრ: 08-November 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:Gali, Still Georgia

დაწერილია 23 December 2007 - 09:31 PM

ხო, მართლაც რო უძლიერესი მეფე. მსოფილიო ხალხთა ისტორიაში.

ისე მგონია რო ბოლომდე მაინც არაა დაფასებული.
არადა გონებით დაამხო მონღოლთა ურდო. გენიალურია
დადებული სურათი
Солнце мое - взгляни на меня


დადებული სურათი
0

#4 მომხმარებელი გასულია   NACIONAL WARRIOR profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 19-December 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:GEORGIAN LEGION

დაწერილია 23 December 2007 - 09:41 PM

ფაქტიურად საქართველო აღარ არსებობდა და ამ კაცმა თავიდან შექმნა სახელმწიფო.. საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მეფეა!
0

#5 მომხმარებელი გასულია   chibukha profile  ხატულა

  • აქტიური მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 2850
  • რეგისტრ: 09-November 07
  • სქესი:Male

დაწერილია 23 December 2007 - 10:04 PM

ეგრე რა შე დალოცვილო. ქართველებს ეგეთი ისტორია გვაქვს და რაღაცა იზმებით რა თავს ვიტკიებთ :)
ისე მე ვფიქრობ ტრაპიზონი პირდაპირ უნდა შემოეერთებინა
რუსეთის პედერაცია უნდა დაინგრეს
0

#6 მომხმარებელი გასულია   kevana profile  ხატულა

  • ღირსეული მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 7064
  • რეგისტრ: 08-November 07

დაწერილია 23 December 2007 - 10:16 PM

გამოხმაურების ნახვაNACIONAL WARRIOR, on 23rd December 2007 - 09:41 PM, said:

საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მეფეა!

:) მე დავით IV-ც მიმაჩნია #1 მეფედ საქართველოს ისტორიაში...

თუმცა გიორგის დასაწუნი რა მაქვს კაცოუ.. :D

ჭკვიანი პოლიტიკოსი.. მე მომწონს ის თუ როგორ შემოიერთა დასავლეთ საქართველო :)
გამიუქმეთ ექაუნტი პოსტების შენარჩუნების ფუნქციით, ვიცი რომ ეს შესაძლებელია
0

#7 მომხმარებელი გასულია   NACIONAL WARRIOR profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 19-December 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:GEORGIAN LEGION

დაწერილია 23 December 2007 - 10:20 PM

გამოხმაურების ნახვაchibukha, on 23rd December 2007 - 10:04 PM, said:

ქართველებს ეგეთი ისტორია გვაქვს და რაღაცა იზმებით რა თავს ვიტკიებთ

ეგ ცოტა სხვა ამბავია :D

გამოხმაურების ნახვაchibukha, on 23rd December 2007 - 10:04 PM, said:

ისე მე ვფიქრობ ტრაპიზონი პირდაპირ უნდა შემოეერთებინა

კი მართალი ხარ!
0

#8 მომხმარებელი შემოსულია   brother of fate profile  ხატულა

  • Golden One
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 3237
  • რეგისტრ: 08-November 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:Temple of Lahkesis

დაწერილია 02 January 2008 - 11:32 PM

დროულად შეაჩერა ურჯულოების გრიალი. ომის გარეშე გააძილერა ქვეყანა და უწინდელი დიდება დაუბრუნა. მართლაც ბრწყინვალე. გარკვეული მსგავსება არსებობს მისა და დავით IV შორის, ორივემ ქვეყანა დაქცეული და გაპარტახებული ჩაიბარა

გამოხმაურება რედაქტირებულია brother of fate: 24 July 2008 - 04:49 AM

Lose your mind, lose it now
0

#9 მომხმარებელი გასულია   giorgi7 profile  ხატულა

  • სტუმარი
  • პიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 14
  • რეგისტრ: 05-September 08
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:sanzona

დაწერილია 11 September 2008 - 10:20 AM

ისე რა ადვილად მოაგვარა თავადების დაუმორჩილებლობის საქმე,ყველა ერთად შეყარა და დახოცა,მარტივი და ჭკიანური(?)
0

#10 მომხმარებელი გასულია   JUVE profile  ხატულა

  • ღირსეული მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 9310
  • რეგისტრ: 26-February 08
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:transilvania

დაწერილია 14 September 2008 - 04:56 PM

მართლაც რომ უწკვიანესი მართველი, მისი საგარეო პოლიტიკა ხომ სახემძღვანელოდ უნდა დაიდოს ყველა ხელისუფალმა და არამარტო საგარეო :)
დადებული სურათი
ორი ჩიტი ზის ხეზე,
ერთი განსაკუთრებით
0

#11 მომხმარებელი გასულია   Bianconero profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 422
  • რეგისტრ: 07-September 09
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:თბილისი

დაწერილია 07 September 2009 - 09:01 PM

ერთ ერთ ყველაზე ლეგენდარული და ძლიერი მეფე რომელმაც საქართველო ნაკუწებისაგან ააწყო და ერთ ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა
www.forzajuve.ge ---- ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი
0

#12 მომხმარებელი გასულია   SmoK1e profile  ხატულა

  • motionless albatross
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 2341
  • რეგისტრ: 10-July 09
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:pompeii

დაწერილია 08 September 2009 - 07:30 PM

გამოხმაურების ნახვამამფალი, on Dec 23 2007, 09:34 PM, said:

ხო, მართლაც რო უძლიერესი მეფე. მსოფილიო ხალხთა ისტორიაში.

ისე მგონია რო ბოლომდე მაინც არაა დაფასებული.
არადა გონებით დაამხო მონღოლთა ურდო. გენიალურია


+1 .... დაუფასებელი ალბათ იმიტომ რომ ისტორიამ ბევრი არ დაგვიტოვა მის შესახებ ... ნუ რაღაც დატოვა მაგრამ ეს აშკარადა არაა საკამარის იმისთვის რომ გიორგის გზა კარგად შევისწავლოთ ...
დადებული სურათი
0

#13 მომხმარებელი გასულია   მამფალი profile  ხატულა

  • D U C E
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 6459
  • რეგისტრ: 08-November 07
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:Gali, Still Georgia

დაწერილია 08 September 2009 - 08:11 PM

SmoK1e
წყაროები რო არ გვაქ ერთა მაგრამ მთავარი მიზეზი მგონია ჩვენი ბუნებაა
ჩVენ ხო გვევასება მეომრები და სიხლის ღვრის ამბები, უსისხლოდ რამე თუ კეთდება არაფერი არ "მოგვწონს". ამიტომაა ზოგი იმასაც იტყვის 9 აპრილს უნდა დაღვრილიყოო სისხლიო. უსისხლოდ თავისუფლება რა თავისუფლებააო... და მსგავსი...
\ამ კაცმა კი ამის გარეშე ქნა დიდი საქმეები. და დავივიწყეთ თითქოს არაფერიც არ მომხდარაო.
სააკაძეზე მეტი იცის ხალხმა ვიდრე ბრწყინვალეზე...იმიტომ რომ იქ მეტი სისხლი და ტრაგიზმია.
დადებული სურათი
Солнце мое - взгляни на меня


დადებული სურათი
0

#14 მომხმარებელი გასულია   SmoK1e profile  ხატულა

  • motionless albatross
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 2341
  • რეგისტრ: 10-July 09
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:pompeii

დაწერილია 08 September 2009 - 10:08 PM

მამფალი

კი შესაძლოა , მაგრამ .... წყაროების გარეშე მაინც რთული იქნებოდა მისი ახლოს გაცნობა, ახლოს გაცნობის შEმდეგ კი გამორიცხულია ადამიანს გიორგი არ შეუყვარდეს ...
დადებული სურათი
0

#15 მომხმარებელი გასულია   ნიკა profile  ხატულა

  • სუფსადალეული
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 4484
  • რეგისტრ: 10-February 09
  • სქესი:Not Telling
  • ინტერესები:ржать

დაწერილია 08 September 2009 - 10:11 PM

მე იმიტო მომწონს რო თავისი ცხოვრების წესით არგავს სხვა მეფეებს, და მემგონი ერთადერთია ვისზეც კარგს და ცუდს ერთნაირი რაოდენობით ამბობენ.
ერთი გზა ... ერთი ბედი ... ერთი გმირი...
0

#16 მომხმარებელი გასულია   gio.gio profile  ხატულა

  • გამვლელი
  • პიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 9
  • რეგისტრ: 03-October 09
  • სქესი:Male

დაწერილია 09 October 2009 - 07:55 AM

გამოხმაურების ნახვამამფალი, on Sep 8 2009, 08:14 PM, said:

SmoK1e
წყაროები რო არ გვაქ ერთა მაგრამ მთავარი მიზეზი მგონია ჩვენი ბუნებაა
ჩVენ ხო გვევასება მეომრები და სიხლის ღვრის ამბები, უსისხლოდ რამე თუ კეთდება არაფერი არ "მოგვწონს". ამიტომაა ზოგი იმასაც იტყვის 9 აპრილს უნდა დაღვრილიყოო სისხლიო. უსისხლოდ თავისუფლება რა თავისუფლებააო... და მსგავსი...
\ამ კაცმა კი ამის გარეშე ქნა დიდი საქმეები. და დავივიწყეთ თითქოს არაფერიც არ მომხდარაო.
სააკაძეზე მეტი იცის ხალხმა ვიდრე ბრწყინვალეზე...იმიტომ რომ იქ მეტი სისხლი და ტრაგიზმია.



გეთანხმებიი .... მართალია ამ კაცს სათანადოდ ვერ აფასებენ ძალიან ბერი გააკეთა საქართველოსთვის

0

#17 მომხმარებელი გასულია   Amazon profile  ხატულა

  • აქტიური მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1794
  • რეგისტრ: 19-June 09
  • სქესი:Female
  • მდებარეობა:hell

დაწერილია 10 October 2009 - 11:37 AM

და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა თქმად.

http://www.amsi.ge/i...qc2/JamTa7.html

აი აქ წყდება ჟამთააღმწერელის თხრობა,როდესა უნდა დაეწყო გიორგი ბრწყინვალის შესახებ..უცნობია დაიკარგა თუ არც არსებულა გაგრძელება.

ჩემი ისტორიის ლექტორი ვაჟა კიკნაძე მთელი ცხოვრება მას სწავლობს,სადიპლომო თუ სადისერტაციო ყველაფერი გიორგი ბრწყინვალის შესახებ აქვს დაწერილი.მას ეკუთვნის გამოკვლევა გიორგის ცოლიდ სახელის დასადგენად, ჯვრის მონასსტერში ნაპოვნი აღაპების დახმარებით :) მისი ვარაუდით სალომე უნდა რქმეოდა.
დადებული სურათი
0

#18 მომხმარებელი გასულია   nini_eleni profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 336
  • რეგისტრ: 17-April 08
  • სქესი:Female

დაწერილია 15 November 2009 - 04:25 AM

ლკლკლკ
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს
დღე ისევ წაიღებს დარდს
ჩვენ ალბათ ისევ ნოტებზე დავრჩებით
სხვებს არ მოვაბეზრებთ თავს..

0

#19 მომხმარებელი გასულია   david1550123 profile  ხატულა

  • David1550123 Studios ©
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1166
  • რეგისტრ: 28-August 08
  • სქესი:Male
  • მდებარეობა:In Hell... Waiting for you...
  • ინტერესები:Watching action movies, Freerunning, Parkour, scruwing sluts, reading, plaiyng video games, posting in tbiliso and doing extreme sport....

დაწერილია 16 November 2009 - 06:20 PM

ბრწყინვალე ტყვილად არ ერქვა ;)
ეეჰ.. ვერ დავდე ჩემი ხელმოწერა.. დიდია... მოდერს ვთხოვ დამეხმაროს დაპატარავებაში :)
0

#20 მომხმარებელი გასულია   ELA profile  ხატულა

  • მოქალაქე
  • პიპპიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 391
  • რეგისტრ: 31-January 10
  • სქესი:Female
  • მდებარეობა:EGRI

დაწერილია 21 February 2010 - 12:15 PM

კრება დაუნიშნა მოღალატე თავადობას და მოაწამლინა. :09:
0

  • (2 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2


1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი