Sign in to follow this  
Followers 0

გიორგი V ბრწყინვალე

25 posts in this topic

გიორგი V ბრწყინვალე (1289-1346)

2006-07-12_095434_giorgi_brckinvale.jpg

საქართველოს უდიდესი ხელმწიფე 1314-1346 წლებში. დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ძე (ბექა ჯაყელის ასეულის, ნათელასაგან), პირველად, 1299-1300 წლებში, როცა იგი 10-11 წლისა თუ იქნებოდა, მონღოლებმა დასვეს თბილისის ტახტზე, მისი უფროსი ნახევარძმის, დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მალე ყრმა გიორგი მონღოლებმა ვახტანგ II-ით შეცვალეს. 1311 წელს გიორგი თავისი ძმიშვილის - მცირეწლოვანი გიორგი VI ”მცირეს” რეგენტი გახდა, მალე გიორგი ”მცირე” გარდაიცვალა და ტახტზე გიორგი ბრწყივლავე ავიდა (1314 წელს). მისი მეფობა ფეხბედნიერი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მემკვიდრეობად მან მიიღო დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა “დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთსა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა და მრავალფერნი ულუსობანი”. არსად “სამართალი არად იყო-ღა”. 1315 წელს ოლჯაიტუ ყაენმა გიორგიV ქართული ჯარით მცირე აზიაში მომხდარი აჯანყების ჩასაქრობად გაიწვია. ქართველებიც წავიდნენ და ერთხელ კიდევ “განაკირვნეს” ქვეყანა თავის ვაჟკაცობით. ეს უკანასკნელი მონაწილეობა იყო ქართველებისა მონღოლთა დაუსრულებელ ლაშქრობათა სერიებში. გიორგიმ მონღოლთა დასუსტებული საყაენოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მხადრაჭერა მოიპოვა და მონღოლთა შემოსევისგან დაზღვეული საკუთარი ქვეყნის აღდგენას შეუდგა. გორიდან გარეკა და კავკასიონს გადაღმა გადარეკა მარბიელად შემოსეული ოსები (1320წ.). შეარიგა მტრად გადაკიდებული ქსნისა და არაგვის ხეობათა ქართველობა. სათათბიროდ შეჰყარა დარბაზი და მიაღებინა მისგანვე შედგენილი ახალი მკაცრი კანონმდებლობა – “ძეგლის დადება”. რაიც სასტიკი შეურყევლობით და დაუთმობლობით აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას. ამას მოაყოლა “ხელმწიფის კარის გარიგება” – ქართული სამეფო-სამართლებრივი “კონსტიტუცია”. მეფემ აღადგინა ტრადიციული სამეურნეო დარგები. გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული,” ყაზანური თეთრი”, შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით – “გიორგაული თეთრი”. გიორგი აშენებდა და აღადგენდა ასი წლის მანძილზე ნანგრევ-ნაოხარ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, გზებს, არხებს და დუქნებს. განაახლა დაქცეული ტაძრები – დადაბნისა, ფიტარეთისა, წუღრუღაშენისა, კაზრეთისა, დმანისისა. 1329 წელს გიორგიმ ისარგებლა ქუთათისის სასახლის კარზე ატეხილი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა და დასავლეთ საქართველო – იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი – ყოველივე ნიკოფსიამდე, კვლავ ტფილისის ტახტს დაუმორჩილა. მას უკან, მესხეთიც შემოიმტკიცა (1334წ.). ბოლოს 1335 წელს მეფე გიორგი V-მ საქართველოს კისრიდან გადააგდო ასწლოვანი მონღოლ-თათრული უღელი. ამ საოცნებო გამარჯვების აღსანიშნავად მეფემ ცივის მთაზე, საზაფხულო სასახლეში, ნადიმი გამართა და იქვე მიწვეულ სტუმართაგან, – ვისაც მონღოლთა წინააღმდეგ სამამულო ომში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, პირველ რიგში მხარგრძელებს – მეფის ბრძანებით თავები დააყრევინეს. მალე საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა – ოსმალ-თურქები, ორხანის მეთაურობით. შეეგება გიორგი, კლარჯეთი სსაზღვართან შეება, კვლავაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა და გააქცია მტერი. 1340-1341 წლებში გიორგიმ ჯარები შეიყვანა პონტოში და იქ, ტრაპიზონის სასახლეში, ძველი, თამარის დროინდელი ქართული ხელისუფლება ააღორძინა. მაშ, კვლავ აღდგენილ იქნა ერთიანობა საქართველოსი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის (ჩრდილოეთით) და სინოპიდან არდაველამდის (სამხრეთით), ანუ – კავკასიური “იმპერია” დავითისა და თამარის “ოქროს საუკუნისა”. კვლავაც გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში საქართველომ და მისმა ხელმწიფემ, გიორგი V ბრწყინვალემ. რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა. იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ეძლეოდათ უფლება, ცხენზე ამხედრებულებს და ეროვნული დროშების ფრიალით ევლოთ მის ქუჩებში. ასე იღვაწა გიორგი V ბრწყინვალემ, “ვითარცა აღმაშენებელმან”. ქართველმა ხალხმა უწოდა “ბრწყინვალე”, “რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...” 1346 წელს საქართველოს მოუკვდა გიორგი ბრწყინვალე. გამეფდა 24 წლისა, იმეფა 32 წელიწადი, აღესრულა 56 წლისა. დაიკრძალა გელათს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიყვარს ეს კაცი!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო, მართლაც რო უძლიერესი მეფე. მსოფილიო ხალხთა ისტორიაში.

ისე მგონია რო ბოლომდე მაინც არაა დაფასებული.

არადა გონებით დაამხო მონღოლთა ურდო. გენიალურია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფაქტიურად საქართველო აღარ არსებობდა და ამ კაცმა თავიდან შექმნა სახელმწიფო.. საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მეფეა!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგრე რა შე დალოცვილო. ქართველებს ეგეთი ისტორია გვაქვს და რაღაცა იზმებით რა თავს ვიტკიებთ :)

ისე მე ვფიქრობ ტრაპიზონი პირდაპირ უნდა შემოეერთებინა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მეფეა!

:) მე დავით IV-ც მიმაჩნია #1 მეფედ საქართველოს ისტორიაში...

თუმცა გიორგის დასაწუნი რა მაქვს კაცოუ.. :D

ჭკვიანი პოლიტიკოსი.. მე მომწონს ის თუ როგორ შემოიერთა დასავლეთ საქართველო :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართველებს ეგეთი ისტორია გვაქვს და რაღაცა იზმებით რა თავს ვიტკიებთ

ეგ ცოტა სხვა ამბავია :D

ისე მე ვფიქრობ ტრაპიზონი პირდაპირ უნდა შემოეერთებინა

კი მართალი ხარ!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დროულად შეაჩერა ურჯულოების გრიალი. ომის გარეშე გააძილერა ქვეყანა და უწინდელი დიდება დაუბრუნა. მართლაც ბრწყინვალე. გარკვეული მსგავსება არსებობს მისა და დავით IV შორის, ორივემ ქვეყანა დაქცეული და გაპარტახებული ჩაიბარა

Edited by brother of fate
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე რა ადვილად მოაგვარა თავადების დაუმორჩილებლობის საქმე,ყველა ერთად შეყარა და დახოცა,მარტივი და ჭკიანური(?)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მართლაც რომ უწკვიანესი მართველი, მისი საგარეო პოლიტიკა ხომ სახემძღვანელოდ უნდა დაიდოს ყველა ხელისუფალმა და არამარტო საგარეო :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთ ერთ ყველაზე ლეგენდარული და ძლიერი მეფე რომელმაც საქართველო ნაკუწებისაგან ააწყო და ერთ ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო, მართლაც რო უძლიერესი მეფე. მსოფილიო ხალხთა ისტორიაში.

ისე მგონია რო ბოლომდე მაინც არაა დაფასებული.

არადა გონებით დაამხო მონღოლთა ურდო. გენიალურია

+1 .... დაუფასებელი ალბათ იმიტომ რომ ისტორიამ ბევრი არ დაგვიტოვა მის შესახებ ... ნუ რაღაც დატოვა მაგრამ ეს აშკარადა არაა საკამარის იმისთვის რომ გიორგის გზა კარგად შევისწავლოთ ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SmoK1e

წყაროები რო არ გვაქ ერთა მაგრამ მთავარი მიზეზი მგონია ჩვენი ბუნებაა

ჩVენ ხო გვევასება მეომრები და სიხლის ღვრის ამბები, უსისხლოდ რამე თუ კეთდება არაფერი არ "მოგვწონს". ამიტომაა ზოგი იმასაც იტყვის 9 აპრილს უნდა დაღვრილიყოო სისხლიო. უსისხლოდ თავისუფლება რა თავისუფლებააო... და მსგავსი...

\ამ კაცმა კი ამის გარეშე ქნა დიდი საქმეები. და დავივიწყეთ თითქოს არაფერიც არ მომხდარაო.

სააკაძეზე მეტი იცის ხალხმა ვიდრე ბრწყინვალეზე...იმიტომ რომ იქ მეტი სისხლი და ტრაგიზმია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მამფალი

კი შესაძლოა , მაგრამ .... წყაროების გარეშე მაინც რთული იქნებოდა მისი ახლოს გაცნობა, ახლოს გაცნობის შEმდეგ კი გამორიცხულია ადამიანს გიორგი არ შეუყვარდეს ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე იმიტო მომწონს რო თავისი ცხოვრების წესით არგავს სხვა მეფეებს, და მემგონი ერთადერთია ვისზეც კარგს და ცუდს ერთნაირი რაოდენობით ამბობენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
SmoK1e

წყაროები რო არ გვაქ ერთა მაგრამ მთავარი მიზეზი მგონია ჩვენი ბუნებაა

ჩVენ ხო გვევასება მეომრები და სიხლის ღვრის ამბები, უსისხლოდ რამე თუ კეთდება არაფერი არ "მოგვწონს". ამიტომაა ზოგი იმასაც იტყვის 9 აპრილს უნდა დაღვრილიყოო სისხლიო. უსისხლოდ თავისუფლება რა თავისუფლებააო... და მსგავსი...

\ამ კაცმა კი ამის გარეშე ქნა დიდი საქმეები. და დავივიწყეთ თითქოს არაფერიც არ მომხდარაო.

სააკაძეზე მეტი იცის ხალხმა ვიდრე ბრწყინვალეზე...იმიტომ რომ იქ მეტი სისხლი და ტრაგიზმია.

გეთანხმებიი .... მართალია ამ კაცს სათანადოდ ვერ აფასებენ ძალიან ბერი გააკეთა საქართველოსთვის

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა თქმად.

http://www.amsi.ge/istoria/qc2/JamTa7.html

აი აქ წყდება ჟამთააღმწერელის თხრობა,როდესა უნდა დაეწყო გიორგი ბრწყინვალის შესახებ..უცნობია დაიკარგა თუ არც არსებულა გაგრძელება.

ჩემი ისტორიის ლექტორი ვაჟა კიკნაძე მთელი ცხოვრება მას სწავლობს,სადიპლომო თუ სადისერტაციო ყველაფერი გიორგი ბრწყინვალის შესახებ აქვს დაწერილი.მას ეკუთვნის გამოკვლევა გიორგის ცოლიდ სახელის დასადგენად, ჯვრის მონასსტერში ნაპოვნი აღაპების დახმარებით :) მისი ვარაუდით სალომე უნდა რქმეოდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბრწყინვალე ტყვილად არ ერქვა ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კრება დაუნიშნა მოღალატე თავადობას და მოაწამლინა. :09:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='belusi' post='463406' date='21st February 2010 - 11:15 AM']კრება დაუნიშნა მოღალატე თავადობას და მოაწამლინა. 09.gif[/quote]

გენიალურია :D ერეკლე II რატომ მოერიდა მსგავს საქციელს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ყველაზე მაგარი მეფე საქართველოს ისტორიაში!

მართლაც რომ ბრწყინვალე. უძლიერესი პოლიტიკოსი იყო. !!![/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი მეფე იყო :) Edited by ♫♫♫
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მარტო კაი ? :X რაც მაგან გააკეთა ქვეყნისთვის სიტყვა "კაი" ნამდვილად არ ეყოფა :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ELA' timestamp='1266740130' post='463406']
კრება დაუნიშნა მოღალატე თავადობას და მოაწამლინა. <img src='http://tbiliso.ge/public/style_emoticons/<#EMO_DIR#>/09.gif' class='bbc_emoticon' alt=':09:' />
[/quote]ვლად დეპიშმაც, ქნა ასე და მართლები არიან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0