Sign in to follow this  
Followers 0

სიახლეები კინოსამყაროში

74 posts in this topic

cinema.jpg

ხო, არ შემიძლია არ დავიწყო ავატარით, რომლის 3D ვერსიამაც იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ ჰოლივუდში ასეთ რაცხაზე ალაპარაკდნენ:

ვარსკვლავთა ომებს' 'ავატარივით' 3D-ში გადაიყვანენ

ჯეიმს კამერონის სურათის 'Avatar' წარმატებამ, რომელმაც მსოფლიო კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა, შთააგონა ჰოლივუდი რეჟისორები თავისი ყველაზე წარმატებული ფილმების გადაყვანაზე სამგანზომილებიან ფორმატში. ზოგადად, სურათების 3D–ში გადაყვანის სურვილი გამოთქვეს ჯორჯ ლუკასმა, რომელმაც 'ვარსკვლავთა ომები' გადაიღო, და პიტერ ჯექსონმა, 'ბეჭედთა მბრძანებელის' ავტორმა. 2009 წლის გაზაფხულზე, ჯექსონს უკვე აუწევია ეს საკუთხი, თუმცა ჯერ კიდევ მაშინ, მან თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება 'ავატარის' წარმატებასთან. ჯექსონის სიტყვით, 'ბეჭედთა მბრძანებლის' პირველი ნაწილი 3D-ში წარმოგვიდგება მხოლოდ 2012 წელს. ამ მომენტისთვის, მისი მოლოდინების თანახმად, 'ჰობიტის' გადაღებები დასრულებული იქნება. იქნება თუ არა 'ჰობიტი' ამ ფორმატში გადაღებული ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია. თარიღები, რომლებშიც 'ვარსკვლავთა ომებს' 3-D –ში გადაიყვანენ, ჯერ ასევე უცნობია.

http://www.allmovies.ge/ge/news.php?uid=NOOQS

პ.ს. როცა საქართველოში "ვარსკვლავთ ომებს" 3D ფორმატში აჩვენებენ, სპარკს ვერავინ შეასწრებს კინოში :D , თუ მანამდე ფრანციაში არ ნახა :D

: )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯეიმს ქემერონი შექმნის ფილმს ჰიროსიმას ატომურ დაბომბვაზე

201001092232.jpg

ავატარის" შემქმნელის ჯეიმს ქემერონის ერთერთი მომდევნო პროექტი გახდება ეკრანიზაცია ჩარლზ პელეგრინოს რომანის "ბოლო მატარებელი ჰიროსიმიდან. ცოცხლად გადარჩენილების მოგონებები". როგორც ამბობს გამომცემლობა Variety რეჟისორმა უკვე შეიძინა უფლებები ამ ნაწარმოებზე. წიგნი, რომელიც გაყიდვაში გამოვა 19 იანვარს 2010 წელს, დაფუძნებული იქნება იაპონური ქალაქების ატომური დაბომბვის თვითმხილველების მოგონებებზე – მშვიდობიანი მოქალაქეების, რომლებიც აღოჩნდბებ აფეთქების ეპიცენტრში, და ამერიკელი მფრინავების, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. დაკავდება თუ არა ქემერონი ფილმის დადგმით პირადად, თუ პროექტის პროდიუსერი გახდება, ჯერჯერობით უცნობია.

http://www.allmovies.ge/ge/news.php?uid=BCCEB

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სტივენ კინგმა ამოარჩია 2009 წლის საუკეთესო ფილმები

812406c79116.jpg

სტივენ კინგმა გამოაქვეყნა წინ წლის საუკეთესო ფილმების რეიტინგი. რეტინგების სია ითავა დრამამ 'ქარიშხლის მბრძანებელი', რომელიც გადაიღო რეჟისორმა კეტრინ ბიგელოუმ. ამის შესახებ წერს გამომცემლობა Entertainment Weekly. მეორე ადგილას აღმოჩნდა თრილერი 'ბოლო სახლი მარხნიდან', რომელიც ცნობილმა მწერალმა შეადარა 'The Silence of the Lambs' და დაასახელა ბოლო ათწლეულის ერთერთ საუკეთესო რემეიქად. მესამე ხაზი კინგის სიაში დაიკავა ფილმმა 'გზა', რომელშიც მთავარი როლი შეასრულე ვიგო მორტენსენმა. საუკეთესო ათეულში ასევე აღმოჩნდა შემდეგი სურათები: 4)Disgrace; 5) The Reader; 6) District 9; 7) Law Abiding Citizen; 8) The Taking of Pelham 1 2 3; 9) Fantastic Mr. Fox; 10) 2012.

Edited by rodmana
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტომ იორკმა ფილმისთვის საუნდთრექი ჩაწერა

egfs_vutr5.jpg

რეჟისორის დირკ საიმონის ახალ ფილმში „When The Dragon Swallowed The Sun“, ერთდროულად ტომ იორკის ("Radiohead") სამი ახალი სიმღერის მოსმენის საშუალება გვექნება. დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებაც შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩინეთის ოკუპაციისგან ტიბეტის გასათავისუფლებელ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ტომ იორკთან ერთად, ფილმისთვის საუნდთრექის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანელი მუსიკოსი და შემსრულებელი დემიენ რაისი და ცნობილი კომპოზიტორი ფილიპ გლასი. სურათში გამოყენებულია დალაი-ლამას გამოსვლის ფრაგმენტები. ფილმის „When The Dragon Swallowed The Sun“ გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა. დეტალები უახლოს მომავალში პროექტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

პ.ს. როძ :ms (1):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კამერონი კუროსავას გადააკეთებს?

5sqsmz3hjm.jpg

ჯეიმს კამერონი ახალ ფანტასტიკურ ფილმს ამზადებს, რომელიც, შესაძლოა, "შვიდ სამურაის" დაეფუძნოს. კემერონის გეგმებზე გამოცემა Production Weekly-ს Twitte-ი. გამოქვეყნებული მონაცემებით პროექტი შეინ სალერნოს სცენარს ეფუძნება, რომელზეც უფლებებს სტუდია "ფოქსი" ფლობს. სალერნო ცნობილია "არმაგედონის" სცენარით. რომელ სცენარზეა საუბარი, არ ზუსტდება. მაგრამ გასულ წელს სალერნოს "ფოქსისთვის" "განკითხვის დღის ოქმი" (Doomsday Protocol) გადაუცია, რომელიც თავის მხრივ, აკირა კუროსავას "შვიდი სამურაის" შთაგონებით დაიწერა. "ოქმის" მოქმედება შორეულ მომავალში ხდება, სიუჟეტის მიხედვით ადამიანები და უცხოპლანეტელები დედამიწის გადასარჩენად ერთიანდებიან. აღსანიშნავია, რომ ფილმი ”ავატარი”, რომელზეც კამერონი ათი წელი მუშაობდა, მსოფლიო გაქირავებაში 17 დეკემბრიდან იქნება.

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამერიკულმა კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ ამოარჩია 'ქარიშხლის მბრძანებელი'

201001084356.jpg

აშშ–ს კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საზოგადოებამ (National Society of Film Critics) 2009 წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა კეტრინ ბიგელოუს სურათი 'ქარიშხლის მბრძანებელი'. ბიგელოუმ მიიღო ჯილდო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა და ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჯერემი რენერმა პრიზი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის. ცოტა ხნის წინ ნიუ–იორკის და ლოს–ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ორგანიზაციამ ასევე 'ქარიშხლის მბრძანებელს' მიაკუთვნეს 2009 წლის მთავარი ჯილდოები. საუკეთესო მსახიობად ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმა აღიარეს იოლანდა მორო, რომელმაც ითამაშა ბიოგრაფიულ სურათში 'სერაფინა'. საუკეთესო უცხოურ ფილმად დასახელდა ფრანგული 'ზაფხულის საათაი' ჯულიეტ ბენოშის მონაწილეობით.

აი ფილმის ლინკიც :)

http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=EMFGK

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გელა ბაბლუანი იღებს "13" -ის რიმეიქს

ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი იღებს ''13 თზამეტი''-ის რიმეიქს. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები Mickey Rourke,

Jason Stathman და აგრეთვე ცნობილი ამერიკელი რეპერი, G-Unit - ის ლიდერი 50 Cent - ი.

''13 თზამეტი''-ის ფრანგულ-ქართულმა ვერსიამ უკვე დაიმსახურა საკმაოდ მაღალი შეფასებები კინომატოგრაფიის სამყაროში

და 2006 წელს მიიღო პრიზი კინო-ფესტივალ შუნდანცე-ის ჯიურისაგან.ფილმის ამერიკული ვერსიის გადაღება დაიწყება

ამა წლის 17 ნოემბერს, New York - ში.

http://www.allfile.do.am/news/2008-12-24-86

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites

რუსულის გაკვეთილების` პრემიერამ `სანდენსის` ფესტივალზე ანშლაგით ჩაიარა

`რუსულის გაკვეთილების` მსოფლიო პრემიერამ `სანდენსის` კინოფესტივალზე ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმზე დასწრების მსურველებს ურჩევდა, ჩვენებაზე დასასწრებად სპეციალურ სიებში ჩაწერილიყვნენ.

`მათი დოკუმენტალისტიკა პატივს მიაგებს იმ ხალხის ბრძოლას, რომლებიც ძალაუფლებას არ ფლობენ,` - ნათქვამია ფილმის ოფიციალურ წარდგენაში. იქვე მითითებულია, რომ ავტორებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონისშესახებ ფილმის გადაღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოს რუსეთთან 5-დღიანი დამანგრეველი ომი ჰქონდა. აქვე აღნიშნულია, რომ ფილმის ავტორებმა `მოახერხეს გაეშიფრათ ის პროპაგანდა, რომელსაც რუსული მედია ომის დღეებში აქტიურად ეწეოდა`.

`რუსულის გაკვეთილები` სანდენსის საავტორო კინოფესტივალზე კიდევ ერთ, არასაკონკურსო კატეგორიაში მონაწილეობს, რომელსაც `ახალი ომის ისტორიები` ჰქვია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კინოფესტივალებზე “გაღმა ნაპირის“ გამარჯვებები გრძელდება

film_gagma_napiri.jpg

[ინტერპრესნიუსი]

გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი“ საფესტივალო ცხოვრებას ახალი წლიდან აქტიურად განაგრძობს. იანვრის თვეში ფილმმა სხვადასხვა კინოფესტივალებზე კიდევ სამი პრიზი მოიპოვა.

ნორვეგიის ტრომსოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ნორვეგიის ყველაზე დიდი კინოფესტივალია, “გაღმა ნაპირმა“ მიიღო პრიზი სახელწოდებით, “მშვიდობის ფილმი“.

პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კალიფორნია, აშშ) მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური საუკეთესო სამსახიობო თამაშისთვის ფიპრესის (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია) პრიზით დაჯილდოვდა.

ხოლო დჰაკას მე-11-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (ბანგლადეში) ჟიურიმ ოვაშვილის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად გამოაცხადა. “გაღმა ნაპირი“ ქართულ-ყაზახური პროდუქციაა (2009).

ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ქართული ფილმებიდან საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეს ფილმი ყველაზე ხშირად აჩვენეს და ყველაზე მეტი პრიზი მოიპოვა.კინოფესტივალებზე “გაღმა ნაპირის” გამარჯვებები გრძელდება.

გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი“ საფესტივალო ცხოვრებას ახალი წლიდან აქტიურად განაგრძობს. იანვრის თვეში ფილმმა სხვადასხვა კინოფესტივალებზე კიდევ სამი პრიზი მოიპოვა.

ნორვეგიის ტრომსოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ნორვეგიის ყველაზე დიდი კინოფესტივალია, “გაღმა ნაპირმა“ მიიღო პრიზი სახელწოდებით, “მშვიდობის ფილმი“.

პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კალიფორნია, აშშ) მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური საუკეთესო სამსახიობო თამაშისთვის ფიპრესის (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია) პრიზით დაჯილდოვდა.

ხოლო დჰაკას მე-11-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (ბანგლადეში) ჟიურიმ ოვაშვილის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად გამოაცხადა.

“გაღმა ნაპირი“ ქართულ-ყაზახური პროდუქციაა (2009). ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ქართული ფილმებიდან საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეს ფილმი ყველაზე ხშირად აჩვენეს და ყველაზე მეტი პრიზი მოიპოვა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=12036

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტიმ ბერტონი კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

tim-bertoni.jpg

ამერიკელი კინორეჟისორი, ტიმ ბერტონი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

ბერტონის ახალი როლის შესახებ საუბრისას ფესტივალის პრეზიდენტმა, ჟილ ჟაკობმა მას ”ჯადოქარი” უწოდა.

თავად ბერტონმა ჟიურის თავმჯდომარეობის შესახებ შემოთავაზება დიდი სიხარულით მიიღო.

”ფილმები ჩემთვის ყოველთვის შვილებივითა და ოცნებებივით იყო, ასე რომ - ეს ყველაფერი ახდენილ სიზმარს ჰგავს”, - განაცხადა 51 წლის რეჟისორმა.

ჟიურის დანარჩენი რვა წევრის ვინაობა აპრილში გახდება ცნობილი. თავად ფესტივალი 12-დან 23 მაისამდე გაგრძელდება.

ბერტონი კოლორიტული სევდიანი ფილმების მიმართ დიდი სიყვარულითაა ცნობილი, კარიერის მანძილზე მას თითქმის ყველა შესაძლო ჟანრში უმუშავია. ბერტონს გადაღებული აქვს ბიოგრაფიული ფილმები (”ედ ვუდი”), სამეცნიერო-ფანტასტიკური (”მაიმუნების პლანეტა”) და ანიმაციური ფილმები (”საპატარძლოს გვამი”), ასევე გოთიკა, ზღაპრები, ფილმები ბავშვებისთვის და მიუზიკლები.

http://www.ambebi.ge/kultura/16003-tim-ber...ghvanelebs.html

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უკვე 4D-კინოც გამოიგონეს

კინორევოლუციას ვეღარაფერი აფერხებს. სამხრეთ კორეაში ჯეიმს კამერონის "ავატარს" 4D-კინოთეატრებში აჩვენებენ.

ოთხგანზომილებიანი კინოთეატრი 3D-ფილმს 30-ზე მეტ ფიზიკურ ეფექტს ამატებს, მოძრავი სავარძლების, აფეთქების სურნელის, წყლის შხეფების, ლაჟვარდოვანი სხივებისა და ქარის ჩათვლით.

«4D-ფორმატში "ავატარის" მომზადება გასულ ზაფხულს დავიწყეთ», - ყვება ტომ ო, კორეაში "მეოცე საუკუნე ფოქსის" დირექტორი. ბილეთები ასეთ ფილმზე ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სამგანზომილებიანი ფილმზე. თუმცა კინოთეატრში ყოველთვის ანშლაგია.

4D-კინო კორეაში უკვე 2009 წელს გამოუშვეს. მულტიპლექსების წამყვანმა კორეულმა ქსელმა (CJ-CGV) პირველად 88-ადგილიანი დარბაზი გახსნა. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი ასეთი დარბაზის გახსნა იგეგმება.

http://internet.ge/v3/index.php?action=new...&news=66735

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პენელოპა კრუსი ჯეკ ბეღურას შეყვარებული გახდება

კარიბის ზღვის მოკობრეების' ახალი ნაწილის პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა დააზუსტა ინტერვიუში MTV–ის პენელოპა კრუსის როლი. მისი სიტყვით, მსახიობი შეასრულებს მეკობრეს – მეტსახელად 'შავ წვერას'– ქალიშვილის და ჯეკ ბეღურას შეყვარებულის როლს. კრუსის გმირს, რომელიც ჯონი დეპის პერსნაჟს არ ჩამოუვარდება ექსცენტრიულობაში, მოუწევს 'ფილმს კომიურობა დაუმატოს'.. რაც ეხება მის მამას, ბრუკჰაიმერმა დაახასიათა ის, როგორც 'იმ დროის ყველაზე ბოროტი მეკობრე'. პროდიუსერმა ასევე დაადასტურა ჯეფრი რაშის დაბრუნება პროექტში, რომელსაც კვლავ მოუწევს კაპიტან ბარბოსას შერულება. ასევე ბრუკჰაუმერმა აღნიშნა, რომ მეოთხე ფილმი ძალიან განსხვავდება ორიგინალური ტრილოგიისგან. სურათის პრემიერა დაგეგმილია 2011 წლის ზაფხულში.

http://allmovies.ge/ge/news.php?uid=GHIJM

პ.ს. აუფ, რა მოითმენს 2011 წლამდე :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ახალი ისაა, რომ allmovies.ge -ს ახალი დიზაინი აქვს

http://allmovies.ge/ge/#index

ხო კიდე ისა რომე

დეკორაციებს ჰობიტისთვის უკვე აშენებენ – სურათები

ფილმი "ჰობიტი" გადადებულია გაურკვეველი ვადით, მაგრამ ჰობიტანიას მაინც აშენებენ. არსებობს სურათები, რომლებიც პირველად გაჩნდა გერმანულ საიტზე Herr-der-Ringe-Film.de, და მათზე ჩანს ბეგინსების ოჯახის და მათი მეზობლების სოროები, და ასევე სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკა. როგორც ჩანს, ტექნიკოსები ბალახს პულველიზატორებით ღებავენ, როგორც საბჭოთა კავშირის ჯარები უფროსობის ჩამოსვლის წინ. გადაღებების დაწყების ვადა არავის ჯერ არც კი წარმოუდგენია.

http://allmovies.ge/ge/#news/IJLRJ

გილიერმო დელ ტორო დააბრუნებს ეკრანებზე ვან ჰელსინგს

გილიერმო დელ ტოროს პროდიუსერულმა კომპანიამ Universal –თან ერთად დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე ვან ჰენსელგის შესახებ, გვაცნობებს საინფორმაციო რესურსი Pajiba. სცენარის პირველი ვარიანტი დაწერა თავად ტორომ. ახალი ფილმი არ იქნება 2004 წლის ფილმის გაგრძელება ან რემეიქი – სურათის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ბრემ სტოკერის ორიგინალურ ნაწარმოებზე. ამჟამად ტორო სცენარისტის ძიებითაა დაკავებული, რომელიც დაამუშავებდა გამზადებულ ვარიანტს. გამომცემლობა Pajiba აღნიშNავს, რომ ტოროს მონაწილეობა პროექტში განისაზღვრება პროდიუსირებით და სცენარის დაწერით. საქმე იმაშია, რომ რეჟისორს ამჟამად უამრავი პროექტი აკისრია. გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გილიერმო დელ ტორომ უარი თქვა 'ჰობიტის' გადაღებაზე.

http://allmovies.ge/ge/#news/EFHMG

Edited by BeQUshA
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აქ განთავსდება ყველანაირი იფორმაცია კინოსამყაროში მიმდინარე სიახლეებზე, ასევე ანონსი ქართულ კინოთეატრებში გასული ფილმების შესახებ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
28 ოქტომბერს სრულმეტრაჟიანი ქართული მისტიკური დრამა ”სეზონი” თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა.

რეჟისორი დათო ბორჩხაძე
ბიუჯეტი, როგორც რეჟისორი ამბობს, 1 მილიონი ლარია. გადაღებები 45 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
არცერთი პროფესიონალი მსახიობი არ თამაშOბს ფილმში, ერთის გარდა, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტია.
ფილმის სცენარის ავტორია მწერალი გურამ მეგრელიშვილი.
,,სადერსის'' ფესტივალის შემდეგ გეგმავენ, რომ ამ ფილმმა უცხოური ბაზარი იხილოს, ან პირიქით - უცხოურმა ბაზარმა იხილოს : D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b],,უშენოდ მგონი მოვკვდები'' [/b]

სცენარი: აკა მორჩილაძე
ოპერატრი: გიორგი შველიძე
კომპოზიტორი: ნუკრი აბაშიძე
მხატვარი: ვაჟა ჯალღანია
მონაწილეობენ: გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, მიშა გომიაშვილი, ლევან ხურცია, კახა კინწურაშვილი
პროდიუსერები:ვლადიმერ უგულავა, ლევან თუთბერიძე, არჩილ გელოვანი

4 ნოემბერს შედგება პრემიერა
დახურული ჩვენება უკვე ჩატარდა 2 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში.
<object width="640" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/8Wx8JrqjqDY?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/8Wx8JrqjqDY?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x3a3a3a&amp;color2=0x999999" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="640" height="385"></embed></object>

პ.ს. შორენა არ გაიხდის : |
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]პ.ს. შორენა არ გაიხდის : |[/quote]
ღმერთო კი მომკალი :D

მემგონი ამ ფილმს 1საუკუნეა ხო რაც იღებენ? მაინტერესებს ისეე,როგორი გამოვიდა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მემგონი ამ ფილმს 1საუკუნეა ხო რაც იღებენ? მაინტერესებს ისეე,როგორი გამოვიდა[/quote]
3 წელი იღებდნენო და მილიონიანი ბიუჯეტი აქვსო. იმდენი დამწყები მსახიობია, რომ... ეავი... ვნახოთ რა :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სეზონი სამწუხაროდ გადაიდო და უკვე 11 ნოემბრისკენ ველოდებით კინოეკრანებზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]3 წელი იღებდნენო და მილიონიანი ბიუჯეტი აქვსო. იმდენი დამწყები მსახიობია, რომ... ეავი... ვნახოთ რა [/quote]
დამწყებები 3წლის წინ იყვნენ ეგენი,თორე ეხლა ვინც თამასობენ მე ვიცნობ ყველას და :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]დამწყებები 3წლის წინ იყვნენ ეგენი,თორე ეხლა ვინც თამასობენ მე ვიცნობ ყველას და [/quote]
:D :D ისე, პრინციპში, 3 წელი რომ ფილმს იღებ ამასობაში კი შემოგესწავლება სამსახიობო ხელოვნება :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სხვათაშორის რამოდენიმე დადებითი შეფასება მოვისმინე ამ ფილმზე და დამაინტერესა მე მაგაზე კინოში წამსვლელი არ ვარ და ინეტში გადავაწყდები სადმე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ისე, პრინციპში, 3 წელი რომ ფილმს იღებ ამასობაში კი შემოგესწავლება სამსახიობო ხელოვნება[/quote]
არა მხოლოდ სამსახიობოს,ფილმის გადაღებასაც ისწავლიდა კაცი :D


[quote]სხვათაშორის რამოდენიმე დადებითი შეფასება მოვისმინე ამ ფილმზე და დამაინტერესა მე მაგაზე კინოში წამსვლელი არ ვარ და ინეტში გადავაწყდები სადმე.[/quote]
მეც ძაან მაინტერესებს :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]კინოს სახლი წარმოგიდგენთ იტალიური კინოს პროგრამას[/b]
[b]
17 ნოემბერი, ოთხშაბათი

“თეთრი ღამეები”[/b]

ფ.დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით

რეჟისორი: ლუკინო ვისკონტი

როლებში: მარია შელი, მარჩელო მასტროიანი, ჟან მარე



[b]18 ნოემბერი, ხუთშაბათი

“სამი ძმა”[/b]

რეჟისორი: ფრანჩესკო როზი

როლებში: ფილიპ ნუარე, მიქელე პლაჩიდო, ვიტორიო მეცოჯორნო,

ანდრეა ფეოროლი, შარლ ვანელი



[b]19 ნოემბერი, პარასკევი

“ოიდიპოს მეფე”[/b]

რეჟისორი: პიერ პაოლო პაზოლინი

როლებში: სილვანა მანგანო, ფრანკო ჩიტი, მასიმო ჯიროტი,

ნინეტო დავოლი



[b]20 ნოემბერი, შაბათი

“მედეა”[/b]

რეჟისორი: პიერ პაოლო პაზოლინი

როლებში: მარია კალასი, ფრანკო ჩიტი





[b]21 ნოემბერი, კვირა

“მეოცნებენი”[/b]

რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი

როლებში: ლუი გარელი, ევა გრინი, მაიკლ პიტი


[i]
სეანსების დასაწყისი 1800 სთ-ზე[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მანდ დავდივარ კაკრაზ ეს ბოლო დღეები .... დღეს არვიცი და პაზოლინებზე უნდა წავიდე აუცილებლად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0