Sign in to follow this  
Followers 0

ისტორიის მნიშვნელობა

36 posts in this topic

ერის წარსულს აწმყოში დიდი ეფეკტი აქვს. არა მარტო იდეოლიგიის დარგში, არამეტ ბევრ სხვა ასპექტში :) თუ კარგად დააკვირდებით ერთ ერს, მისი წარსულის ძველ ფრაგმენტებს მაინც დაინახავთ ხალხში. ასე რომ წარსულს კაცი ვერ დამალავს.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ერი დიდიხანია წახდენილია,გათახსირებულია და ამჟამად უკვე უფსკრულის პირას კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა, თუ დროზე ვუმკურნალებთ, ამის ნიშნებიც მოიპოვება. რვა წლის წინ, დათო ტურაშვილმა განაცხადა,რომ ირლანდიელები იბერიელები არიანო და ინტელიგენციამ დასცინა. არავინ დაინტერესდა ამ აზრის საფუძვლებში, არავინ ჰკითხა წყარო, რის საფუძველზე ამბობდა ამას. ეს ერის წახდენაა. უახლოეს წლებში, შვეიცარიაში ტოტენხამონის გენეტიკა გამოიკვლიეს, ევროპის ხალხების გენეტიკას შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ტოტენხამონიც და ნახევარი ევროპაც კავკასიური გენეტიკის მატარებელია. საფრანგეთის მეცნიერები დაინტერესდნენ _ ეს სამი იბერია, რომელიც მსოფლიო ისტორიაში არსებობს, ერთიდაიგივე ხალხია _ ერთიდაიგივე წარმოშობა აქვს თუ სახელწოდება შემთხვევით ემთხვევა, _ საქართველოში ამით დიდ დაინტერესებას ვერ ვხედავ. ეს ერის წახდენაა. საქართველოში საესტრადო მუსიკის კონკურსები იმართება _ წესად იქსა_ ინგლისურ ენოვანი სიმღერები ჭარბობს. ესეც გადაგვარებისკენ სწრაფვა ანუ გათახსირებაა. აფრიკის ზანგებმა მილიონ წელზე მეტია ველურ ცხოვრებაში შეინარჩუნეს ტომობრივი ისტორია _ ჩვენ ეს დიდიხანია დავკარგეთ და სირცხვილადაცკი მიაჩნიათ მათთან დამოკიდებულებაში ტომის ხსენება. არადა, საქართველო არა ერთი ცივილიზაციის საწყისია, მაგრამ ინტელიგენციას ამის გაგონებაც არ უნდა.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ამირანი"][/b],
საერთოდ ვინ იწოდება დღეს ინტელიგენციად?რა ხალხი არიან?ვიღაც მინისტრების ცოლები,ყოფილი პარლამენტარები და ისეთი ხალხი ვინც მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე გაისქელა ჯიბეები,დღევანდელი მდგომარეობით გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით,რომ საზოგადოებრივი მოღვაწე როგორც ასეთი საქართველოში არ არსებობს.გურამ შარაძეს რომ დასცინებ და ბოლოს შუა რუსთაველზე მოაკვლევინებ გასაგებია რა ვის მიზნებს ემსახურები.ეგ ყვლეფარი რაც ზემოთ ჩამოთვალე არის ალენ დალესის დოქტრინის შემადგენელი ნაწილი,ადამიანი თუ გენიოსია და ეროვნულ საქმეს აკეთებს ახდენენ მის მარგინალიზაციას,დისკრედიტაცია ხდება მისი ყველა საშუალების გამოყენებით და საქმე იქამდე მიყავთ,რომ ეს ადამიანი ხდება დაცინვის ობიექტი.
ინგლისური ენის დამკვიდრება კი ყოველგვარი ეროვნულის განადგურებას ემსახურება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' timestamp='1356514420' post='696555']
[b][member="ამირანი"][/b],
საერთოდ ვინ იწოდება დღეს ინტელიგენციად?რა ხალხი არიან?ვიღაც მინისტრების ცოლები,ყოფილი პარლამენტარები და ისეთი ხალხი ვინც მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე გაისქელა ჯიბეები,დღევანდელი მდგომარეობით გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით,რომ საზოგადოებრივი მოღვაწე როგორც ასეთი საქართველოში არ არსებობს.
[/quote]
მადლობთ გამოხმაურებისთვის. გეთამხმებით, უკანასკნელ ათწლეულებში ყალბი ინტელიგენცია მოძლიერდა, თავისი ყალბი ზრდილობისა და კულტურის ნიღაბით, მაგრამ მე ისინი არც არასდროს ჩამითვლია ინტელიგენციად. მე ვიგულისხმე ინტელექტუალური პოტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც აზრობნებენ მაღალი ზნეობისა და შეგნების არეალში, მაგრამ უკანასკნელ 20 წელიწადში ხელისუფლებამ შეძლო მისი გაუპატიურება და საზოგადოების შუქურიდან გარიყვა. ისინი აიძულეს ან მათთვის სამარცხვინო საქმიანობა დაეწყოთ ან მშიერმწყურვალნი სახლში ჩაკეტილიყვნენ. ნამდვილი ინტელიგენცია არსებობს, მაგრამ ამ მიზეზების გამო აღარ ჩანს. დღეს მათ აუცილებელი გამხნევება და განკურნება სჭირდებათ, ვინაიდან მათ გარეშე, საქართველო ვერ იარსებებს როგორც ეროვნული სახელმწიფო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ამირანი' timestamp='1356717348' post='696779']
მადლობთ გამოხმაურებისთვის. გეთამხმებით, უკანასკნელ ათწლეულებში ყალბი ინტელიგენცია მოძლიერდა, თავისი ყალბი ზრდილობისა და კულტურის ნიღაბით, მაგრამ მე ისინი არც არასდროს ჩამითვლია ინტელიგენციად. მე ვიგულისხმე ინტელექტუალური პოტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც აზრობნებენ მაღალი ზნეობისა და შეგნების არეალში, მაგრამ უკანასკნელ 20 წელიწადში ხელისუფლებამ შეძლო მისი გაუპატიურება და საზოგადოების შუქურიდან გარიყვა. ისინი აიძულეს ან მათთვის სამარცხვინო საქმიანობა დაეწყოთ ან მშიერმწყურვალნი სახლში ჩაკეტილიყვნენ. ნამდვილი ინტელიგენცია არსებობს, მაგრამ ამ მიზეზების გამო აღარ ჩანს. დღეს მათ აუცილებელი გამხნევება და განკურნება სჭირდებათ, ვინაიდან მათ გარეშე, საქართველო ვერ იარსებებს როგორც ეროვნული სახელმწიფო.
[/quote]
ყველანაირად ცდილობენ დააკნინონ ისეთი ადამიანი,რომელიც რწმენის და ტრადიციების ერთგულია.გამოუჭედეს ხალხს თავი, შეურაცხყოფას გაყენებენ და გეუბნებიან "ეს განსხვავებული აზრია და პატივი უნდა სცე,რომელ საუკუნეში ხარ"
ნამდვილი ინტელიგენცია რომ ცუდ მდგომარეობაშია ეს თვითონ ხალხის დამსახურებაა,რადგან სიხარულით და ოვაციებით მიიღეს ყოველივე ის სიყალბე,რომელიც მარიონეტმა ხელისუფლებამ შემოიტანა და დაამკვიდრა
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართულ ენას, როგორც ეროვნულ ენას, რომელსაც სამეტყველო მრავალფეროვნებით, ბგერათა სიმრავლით მსოფლიოში ბადალი არ გააჩნდა, ყველაზე უფრო მეტად ატარებს კოსმიურ, არსობრივ მნიშვნელობას. ამის გამო, ჩვენს ერს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ღმერთისა და მსოფლიოს წინაშე, მაგრამ ამჟამად დაკნინებული, დაბეჩავებული და გახრწნილია.
-ჩვენი წინაპრების კულტურა, თავის თავზე თავად ლაპარაკობს, თუკი მის გაგებას შევძლებთ, ხოლო ერი რომ ამჟამად დაკნინებული, დაბეჩავებული და გახრწნილია, ამას ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და სალაპარაკო ენის გამოყენების ხარისხი ლაპარაკობს. დღეს აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ენის მნიშვნელობის დაკნინება, სიტყვათა კარგვა და უცხო სიტყვათა ჩანაცვლება. ამას თვით ერი აკეთებს, თანაც სიამოვნებით და არავინ ეწინააღმდეგება. ასეთი ერი, რომელსაც სხვისი თავისას ურჩევია “ღამურას”, ანუ “უგუნური თაგვის მდგომარეობაშია”. ერს, რომელიც წინაპრების მიერ შექმნილ კულტურას ანადგურებს, საკუთარს რუსული თუ ინგლისური ენა ურჩევია და გადაჯიშებისაკენ მიისწრაფვის ,გახრწნილი ერი ჰქვია. აი ამ ხეს ხომ ხედავ. ყოველი ხე თავისი ფესვებით ცოცხლობს. რომელიმე ხეს, ერთი ფესვიც რომ შეაჭრა, დაავადდება გაუჩნდება და სიცოცხლე შეუმოკლდება. რაც უფრო მეტ ფესვს შეაჭრი, მით უფრო მალე მოკვდება. ასეა ერიც, რომლის ფესვებია მისი ჩამოყალიბების ისტორიის ჭეშმარიტი არსობრივი და არსებობრივი ყოფითი მდგომარეობის სულიერი ანაბეჭდი -ეროვნული კულტურა, გენეტიკა, ენა, დამწერლობა, მორალი და ადათ-წესები. ადამიანის გენეტიკური გონი, კუნდალინი, კარმული მიზეზ-შედეგობრივი პროგრამა-ინფორმაცია და კიდე სხვა რამდენიმე ენერგეტიკული კვანძები, ხერხემლის ტვინის ნერვულ სისტემასთან ერთად ქმნიან ქვეცნობიერის ერთ მთლიან, სისტემურ გონს. ადამიანი ფაქტიურად თითქმის მთლიანად ამ გონით იმართება. თავის ტვინის “აზროვნება” ნაკლებად მონაწილეობს მართვაში. ამ ქვეცნობიერის სისტემურ გონში აღბეჭდილია მრავალი ათასწლეულის ცოდნა გამოცდილების ინფორმაციული პროგრამა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ადამიანის მმართველობაში. ეს ცოდნა-გამოცდილების ინფორმაციული პროგრამა ყალიბდება ეროვნულ ცნობიერებასთან მჭიდრო კავშირში. ზოგადსაკაცობრიო თუ კონკრეტულად ეროვნული კულტურა სწორედ აქედან მიღებული გონის ევოლუციური განვითარების ნაყოფია, რომელსაც თავის ტვინი საჭირო შემთხვევაში ახალ ინფორმაციას აწვდის. პირველი რიგის ეროვნული კულტურა ეს არის ეროვნული ენა. იგი პირველი სამეტყველო ბგერითი გამოხატულებიდან დაწყებული, როცა მეტყველებას იწყებდა ადამიანი, ყალიბდება ქვეცნობიერის გონში გონთან ერთად და წარმოადგენს ქვეცნობიერი და ცნობიერი ერთიანი შინაგანი სულიერი მდგომარეობის ევოლუციურ გამოხატულებას. შემდგომში ეროვნული ცნობიერების დახმარებით, განიცდის შემდგომ დახვეწას, ზე ცნობიერების მეშვეობით. სხვადასხვა ენების აღრევა პიროვნებაში იწვევს შინაგან სულიერ დისჰარმონიას და ერთიანი ევოლუციის ნაყოფის დაქვეითებას. ესეიგი ენა, ტრადიციული ადათ-წესები და გენეტიკა ერთიმეორესთან მჭიდრო კავშირშია და ერთიმეორეზეა დამოკიდებული. მაშასადამე, ენის და ტრადიციების კარგვა გენეტიკასაც ცვლის და სხვა რაღაა ერი? ეს მაშინ, როცა ქართველ ერს უდიდესი როლი აკისრია მომავალი მსოფლიო ცივილიზაციის ახალი, უფრო მაღალი ცნობიერების და კულტურის ჩამოყალიბებაში. ამის გამო “მხეცი”, ანუ მტერიც უფრო ფარული და ცბიერია, ვიდრე ჩვეულებრივ და ცდილობს ერის სულიერ განადგურებას.

ნაწყვეტი წიგნიდან "ყველას წილი" Edited by ამირანი
2

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ბოლო დროს, რუსეთის რამდენიმე “საიტზე“ გამოჩნდა აქტიური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თურმე ეგვიპტეში დასაბამიდან რუსებს უცხოვრიათ, რომაელები რუსულად ლაპარაკობდნენ, კავკასიაშიც თურმე რუსები ცხოვრობდნენ და თვით პრომეთეც რუსი იყო. ეს რომ სიცრუეა და თანაც საშინელი, გასაგებია, ამას სხვებიც იბრალებენ და თვითონვე შეუბრუნდებათ ძალიან ცუდად (რათქმაუნდა კარგი არც ჩვენთვისაა), მაგრამ ოფრო საშინელი ისაა, რომ ამ დროს, ამ, ასევთქვათ „გვირგვინის“ ნამდვილი მმეპატრონე _ იბერიული რასა სდუმს, რადგან სძინავს და ამის შესახებ არაფერი იცის. ამ დროს, კავკასიურ იბერიაში ანუ საქართველოში, პროფესორი გიორგი ნატროშვილი (ვეყრდნობი ინტერნეტში მოთავსებულ მისი ლექციის ვიდეო ჩანაწერს) ამბობს, რომ იბერიელები (ამ იბერიელებში გულისხმობს მხოლოდ ბასკებს) ევროპაში შავი ზღვის ჩრდილოეთის მხრიდან შევიდნენ და ასახელებს დროს, როცა ევროპაში იბერიულ სახელმწიფოებს უკვე ათეულობით ათასი წლების ისტორია გააჩნდათ. ამავე დროს ამბობს,რომ არიული რასა წარმოიშვა ჩრდილოეთ კავკასიიდან ურალში გადასახლებული კავკასიელებისგან. ამ ლექციის დამსწრე ერთ-ერთი მსმენელი ეკითხება, მართალია თუ არა, რომ როგორც მას გაუგია, ეგვიპტეშიც იბერიელები ცხოვრობდნენ, რაზეც პასუხობს, რომ ეს ტყუილია. ეს არა მხოლოდ სიცრუეა, არამედ ძალიან საშიშიც. ჯერ ერთი: იბერიელები ევროპაში გავრცელდნენ, არა შავი ზღვის ჩრდილოეთის მხრიდან, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის მხრიდან და ეს გავრცელება დაიწყო 70-80 ათასი წლის წინ (და არა 15000 წლის წინ) ეგვიპტის მიმართულებით, რაზე დუმილი თუ არცოდნაც ბევრად დაგვაზარალებს; მეორეც, იმის თქმა (რა თქმაუნდა სიცრუე), რომ არიული რასა კავკასიელებისგან წარმოიშვა რუსებს გარკვეულად ამართლებს პრომეთეს მმემკვიდრეობის მიჩემებაში. სინამდვილეში რუსები თუ რომელიმე სხვა არიული რასის ქვე რასის რომელიმე ერი პრომეთეს მემკვიდრე ვერ იქნება, რადგან ეს იბერიული რასის კუთვნილებაა. იბერიული რასა მეოთხე ძირეული რასის _ ატლანტურ რასებს განეკუთვნება, არიული რასა მეხუთე ძირეული რასაა, რომელიც წარმოიშვა ჰიპერბორეელების ნარჩენების და ლემურიული რასის ნარჩენების ერთიმეორეში შერევით და ევრაზიაში იბერიელების გარდა სულ არიული ძირეული რასის ქვერასები, რასები და ერები ცხოვრობენ. რუსები ამ რასების ერთერთ ერს წარმოადგენენ.
თუ კარგად გავაანალიზებთ ამ ძალიან მოკლედ დაწერილ ინფორმაციას, ადვილად მივხვდებით რამდენად საშიშია ისტორიული ინფორმაციის არარსებობა და არცოდნა. Edited by ამირანი
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ამირანი"][/b],
მართალი ბრძანდებით. გაივსო ხალხის ცნობიერება და მეტყველება ბარბარიზმებით, ისტორიას ივიწყებენ და თავს "მსოფლიო მოქალაქედ" მიიჩნევენ.
ის კი ვერ გაუგიათ, რომ ისტორიის გარეშე, ხორცის მასაა ადამიანი, ჭიაყელა, რომელსაც გასრესს წუთისოფელი.
აღარც ჭავჭავაძის წაკითხვა სურთ, აღარც აკაკისი...
ტრადიციების და ენის თითო-ოროლა დამცველს კი გიჟს ეძახიან :(
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ამირანი' post='697285']
ამ ბოლო დროს, რუსეთის რამდენიმე “საიტზე“ გამოჩნდა აქტიური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თურმე ეგვიპტეში დასაბამიდან რუსებს უცხოვრიათ, რომაელები რუსულად ლაპარაკობდნენ, კავკასიაშიც თურმე რუსები ცხოვრობდნენ და თვით პრომეთეც რუსი იყო. ეს რომ სიცრუეა და თანაც საშინელი, გასაგებია, ამას სხვებიც იბრალებენ და თვითონვე შეუბრუნდებათ ძალიან ცუდად (რათქმაუნდა კარგი არც ჩვენთვისაა), მაგრამ ოფრო საშინელი ისაა, რომ ამ დროს, ამ, ასევთქვათ „გვირგვინის“ ნამდვილი მმეპატრონე _ იბერიული რასა სდუმს, რადგან სძინავს
[/quote]
მართალია,ყველა ქვეყანა "აწვება" თავისას რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით,ითვისებენ იმას რაც არ გააჩნიათ,აყალბებენ ისტორიას,ჩვენ კი რაც გვაქვს იმას ვივიწყებთ,მიგდებული გვაქვს,პატივს არ ვცემთ

[quote name='Serafit' post='697304']
ტრადიციების და ენის თითო-ოროლა დამცველს კი გიჟს ეძახიან
[/quote]
ხომ ვამბობ,ეგ კონკრეტული გეგმის შემადგენელი ნაწილია და გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ახორციელებენ მას
1

Share this post


Link to post
Share on other sites
აკაკი სიტყვებია საცოდავია ერი რომელსაც ისტორია არ აქვს მაგრამ უფრო საცოდავია ერი რომელსაც ისტორია აქვს მაგრამ დაავიწყდა, ბრძენს უთქვამს აწყმო სობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა ეს 3 დროება ერთმანეთზეა გადაბმული და ერთმანეთის გარეშე არაფერი არაა,ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები უნდა ვიამაყოთ წარსულის დიდებით მხოლოდ ასე თუ სევქმნით მომავალს ისტორიის დავიწყება ერის განადგურების ტოლია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აკაკი სიტყვებია საცოდავია ერი რომელსაც ისტორია არ აქვს მაგრამ უფრო საცოდავია ერი რომელსაც ისტორია აქვს მაგრამ დაავიწყდა, ბრძენს უთქვამს აწყმო სობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა ეს 3 დროება ერთმანეთზეა გადაბმული და ერთმანეთის გარეშე არაფერი არაა,ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები უნდა ვიამაყოთ წარსულის დიდებით მხოლოდ ასე თუ სევქმნით მომავალს ისტორიის დავიწყება ერის განადგურების ტოლია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0