ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

20 posts in this topic

ერთი თემა მეც რომ გავხსნა აქ ხომ არ გეწყინებათ ? :D

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

1502d7b3add4.jpg

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა. 1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801)...

შუა პერიოდი

მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.

ბოლო პერიოდი

1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა.

მემკვიდრეობა

ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.

ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.

დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანის" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმო მესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოს დადგმა, 1801).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები - "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერის სონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება.

ცნობილია, რომ ბეთჰოვენს უყვარდა სმა. საღამოობით ხშირად დადიოდა დუქნებში და მეგობრებთან ერთად სვავდა ლუდს ან იაფფასიან ღვინოს. ამას მაშინაც არ გადაეჩვია, როდესაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ინტელიგენციაში ძვირიან ღვინოს დალევას ამჯობინებდა უბრალო დუქანში დალევას. მისი საყვარელი ღვინო იყო რეინის ღვინო. ამ სასმელს სვავდა მაშინაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო დღეებშიც კი ითხოვდა წყალში გაზავებულ ღვინოს.

შესაძლოა ღვინოს სიყვარული ბეთჰოვენს შთამომავლობით გადმოედო. ბებიამისი მკურნალობდა საავადმყოფოში, ასეთივე დაავადება ჰქონდა ბეთჰოვენის მამასაც, თუმცა თვით კომპოზიტორი უფრო ზომიერად სვამდა.

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
0

Share this post


Link to post
Share on other sites

სონატა No.I f-moll რიხტერი უკრავს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სონატა No.I f-moll II-III ნაწ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Edited by qetqeta
0

Share this post


Link to post
Share on other sites

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დისკის ჩასადების წინა მხარე

fc728722a3b5t.jpg

უკანა მხარე

559c359aac1ct.jpg

tracklist:

1. Allegro con brio

2. Marcia funebre. Adagio assai

3. Schrerzo. Allegro vivace

4. Finale. Allegro molto

გადმოსაწერი ბმულები:

http://rapidshare.com/files/361424078/Beet...erbig.part1.rar

http://rapidshare.com/files/361428290/Beet...erbig.part2.rar

ხარისხი APE (Monkey´s Audio) / ბიტრეიტი 588 კბიტი/წ

ისიამოვნეთ :)

Edited by passko
0

Share this post


Link to post
Share on other sites
0

Share this post


Link to post
Share on other sites
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰჰ, მთვარის სონატის დაკვრა რო მომბეზრდება მაშინ ნადმივალდ ვერაა ჩემი საქმე კარგად (H)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბეთჰოვენი ძალიან ძალიან ღია მწვანე ფერისაა... თან მსუბუქი სალათისფერი :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="445" height="364"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/dkjRyOz2SZ4?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/dkjRyOz2SZ4?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="445" height="364"></embed></object>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="445" height="364"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/p4zpyTi_MTw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/p4zpyTi_MTw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="445" height="364"></embed></object>

არცერთი ჩანაწერი არ ვარგა:(
:D Edited by Wanderer
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/yR5AVUiNI-0?fs=1&hl=en_US&color1=0x006699&color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/yR5AVUiNI-0?fs=1&hl=en_US&color1=0x006699&color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media]
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/cOMIEjGoRWE?fs=1&hl=en_US&color1=0x006699&color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/cOMIEjGoRWE?fs=1&hl=en_US&color1=0x006699&color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media] Edited by qetqeta
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/GXjM2hrqO54?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/GXjM2hrqO54?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media]
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/YCgwVVgSDpU?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/YCgwVVgSDpU?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
1,2,3,4,5,6,
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/3wbWmLXFwQQ?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/3wbWmLXFwQQ?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media]
8,9,10,11,12,
[media]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/L4c2uNeRcfw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/L4c2uNeRcfw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x006699&amp;color2=0x54abd6" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძილის წამალივითაა ჩემთვის.. კიდევ დამამშვიდებელია, მაგრამ ხანდახან შეიძლება კიდეც აგაფეთქოს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=wXw1gNXcGlU&feature=related[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
. washalet es posti
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზეკაცი...პიროვნება,რომელიც სულიერად ღმერთამდე ამამაღლებს და ჩემს ფერხთა წინაშე სცემს ლუციფერის მთელ ლეგიონს..ღრმა ექსტაზი და ნეტარებით აღვსილი ნირვანის წუთები,სადაც დროს მნიშვნელობა ეკარგება..აღარ არსებობს ადამინთა მიერ დაგმანული დროის სივრცე..სამოთხეში ვარ და ანგელოზები მაწვდიან ღვთიურ სასმელს.. ოხხ საოცრებაა :girlwacko:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting