იოჰან სებასტიან ბახი

25 posts in this topic

იოჰან სებასტიან ბახი

image-95BA_4B12BA42.jpg

დაიბადა 21 მარტი, 1685

გერმანია, ეიზენახი

გარდაიცვალა 28 ივლისი, 1750

გერმანია, ლაიპციგი

დაკრძალვის ადგილი წმინდა ჯონის სახელობის ეკლესია - ლაიპციგი, გერმანია.

ეროვნება გერმანელი

საქმიანობა კომპოზიტორი, ეკლესიის ორგანისტი

რელიგიური მრწამსი ლუთერანი

მეუღლე მარია ბარბარა ბახი (გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ -ანა მაგდალენა ბახი)

შვილები 20. იოჰან ქრისტიან ბახი, კარლ ფილიპ ემანუელ ბახი, ვილჰელმ ფრიდემან ბახი

მშობლები იოჰან ამბროსუს ბახი

იოჰან სებასტიან ბახი (დ. 21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.

ბიოგრაფია:

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).

ახალგაზრდა ბახის შესაძლო პორტრეტი

არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.

ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).

სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი

ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.

ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.

ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.

ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.

ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მევასება სხვათაშორის ეს კომპოზიტორი

ძალიან კარგი :)

აჰა დასტკბით:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნერვოზიანებმა იაქტიურეთ. ყველა წამალზე კარგი დამამშვიდებელია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Edited by tekl@
0

Share this post


Link to post
Share on other sites

0

Share this post


Link to post
Share on other sites

tekl@

შენც რა შუიდან იწყებ ნაწარმოების დადებას? :P

თავისი წესი აქვს კლასიკ. ნაწარმოების დადებას :P

მაინც მიყვარხარ :P

ZaToIcHi

დიდი რესპექტები ამაღლებულ ვითარებაში:D

ამ თემის გახსნისთვის.

მაგრამ ისე უთავბოლოდ მოაყარეთ თანაც ნაწყვეტები რომ აღარ ვიცი რა რას მივაბა...

ხოდა ახლა წარმოგიდგენთ ბახის "ხუმრობას" - კოლექტიური შრომის ნაყოფს:D ამ თემასავითა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ZaToIcHi

ცოტა მოგვიანებით შემოდი და იქნება

მადლობა წინასწარ :)

ეს ნახეთ რა ტიპია :D 5 წლისაა ჯერ და ბახის ნაწარმოებს ასრულებს

1

Share this post


Link to post
Share on other sites
20?

არა 19. ორი ცოლისგან.

პირველი მოკვტა.

აბა რა მოუვიდოდა.

ოკ. მაშინ ბრანდენბურგის კონცერტებს მოვუსმინოთ.კარგი შესრულებაა. Iკონც.ით დავიწყოთ (სხვები უფრო კარგია: ).

IIნაწილს ძილის წინ მოუსმინეტ:D

ამას კი დილით სამსახურში (ინსტიტუტში) რომ გარბიხართ,ყავას რომ სვამთ და მეორე ხელს ქურთუკში უყრით.იაკობს მონარქი!: )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე საერტოდ 21 ვიცოდი :D

კი სხვა კონცერტები ნამდვილად ამაზე ბევრად უკეთესებია,ნუ ეს პირველია მაინც და :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

.

Edited by qetqeta
0

Share this post


Link to post
Share on other sites

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველაზე მეტად მიყვარს სწორედ ,,პასიონები". მათესი და იოანესი მაქვს მოსმენილი. :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Organ Works

ხარისხი APE (Monkey´s Audio)/ ბიტრეიტი CD 1 573 კბიტი/წ და CD 2 682კბიტი/წ

გადმოსაწერი ბმულები:

http://rapidshare.com/files/361445038/organ_works.part1.rar

http://rapidshare.com/files/361462260/organ_works.part2.rar

http://rapidshare.com/files/361481263/organ_works.part3.rar

http://rapidshare.com/files/361483543/organ_works.part4.rar

ისიამოვნეთ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
0

Share this post


Link to post
Share on other sites

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
0

Share this post


Link to post
Share on other sites

<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/watch?v=r9fpmgpNDwc&hl=en_US&fs=1&"></param><param'>http://www.youtube.com/watch?v=r9fpmgpNDwc&hl=en_US&fs=1&"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/watch?v=r9fpmgpNDwc&hl=en_US&fs=1&" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>

მაგარია :წუბ:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰ, მე ყოველთვის ბეთჰოვენი მევასებოდა,არადა ბახს ყოველთვის ყველაზე კარგად ვ უკრავდი, რავი ეგრე მებნებოდნენ და : (

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან ძალიან მუქი მწვანე. ჭაობისფერი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ძაან მაგარი ბანდა იყო მართლა! [/b]

[media]http://www.youtube.com/watch?v=LpG648SVPrM[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube-nocookie.com/v/wyOf_L4cNHc?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube-nocookie.com/v/wyOf_L4cNHc?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=_FXoyr_FyFw[/media]

[media]http://www.youtube.com/watch?v=PhRa3REdozw[/media]

ჩემი რჩეულები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting