Sign in to follow this  
Followers 0

რომანტიზმი კლასიკურ მუსიკაში

24 posts in this topic

აბა რა გითხრათ...

მუსიკა ამ დროს თითქოს ხელახლა დაიბადა. რომანტიზმი მუსიკის რენესანსია. კლასიკურ მუსიკაში ცნობიერად ამ დროს დაიბადა ადამიანი.

მანამდე იყო უსაზღვრო და უკიდეგანო სიცოცხლის არსებათა სამყარო. და ამ უსაზღვრობიდან დაიბადა უინტიმურესი რამ - ადამიანის განუმეორებელი სამშვინველი.

ამიტომაც არის რომ რომანტიზმის ეპოქის სულმა ააღორძინა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული მუსიკალური სამშვინველი. მსოფლიო ჰარმონია აღივსო სხვადასხვა ეროვნული ინტონაციური საგანძურით.

ეს იმიტომ, რომ ადამიანს პიროვნულობამ გამოიღვიძა და კლასიკურ მუსიკაში შთაბეჭდა მანამდე არ არსებული ადამიანური განცდები და აღქმები.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოვუსმინოთ უდიდეს მუსიკოს-პეიზაჟისტს - ედვარდ გრიგს.

1

Share this post


Link to post
Share on other sites

მიყვარს რომანტიზმი,თუმცა უფრო ბაროკოს ვანიჭებ უპირატესობას,მარა ლისტზე ვაფრენ :)

გრიგი რავი არ მისწორდება,ვერ დავუმუღამე,თუმცა მართლაც დიდი კომპოზიტორია,ნორვეგიაში სიცივეებია :D და მაგასაც თითქოს ნამეტანი ცივი მუსიკა აქვს ,ნუ მე ესე არVიქვავ

ისე რომანტიზმის საწყისებით დაგეწყო,შუბერტი,შუმანი,-არ მიყვარს შუბერტი,შუმანი მიყვარს,თავისი ფლორესტანითა და ევზებიუსით :D

Edited by Metal217
0

Share this post


Link to post
Share on other sites

:sm (15):

:D

Edited by gorgasali:)
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ანუ ეს :D

გასაგებია :D

აქ პაგანინიც მაგრად ყავს დახატული ამ კარნავალში,და ვაფშე ძალიან სერიოზული ნაწარმოებია.შუმანი მაგის მასტერია,სახეების დახატვისა და განსაკუთრებული წარმოჩენის,სიმბოლიზმის,რავიც

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე რომანტიზმის საწყისებით დაგეწყო,

ქრონოლოგიით და ისტორიით არ დავიწყე სრულიად შეგნებულად:)

რომანტიზმის არსით დავიწყე.

ამ არსის ერთ-ერთი ასპექტით- მუს. ენის გაფართოების ნიშანდობლიობით, იმით რაც შეადგენს რომანტიზმის გამომსახველობის ერთერტ სპეციფიკურ ნიშანს.

ნუ ახლა, გემოვნების საქმეა ვინ რითი დაიწყებს და უმთავრესი ისაა მაინც - ვის აწვდი ამ მასალას.:)

მუსიკოსებთან შეიძლება სხვაგვარადაც დაწყებულიყო ეს ტემა:)

შუბერტი,შუმანი,-არ მიყვარს შუბერტი,შუმანი მიყვარს,

მე პირიქით:) -შუბერტის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. რაღაცნაირად ერთ ხაზზე ლაგდება პერგოლეზი-მოცარტი-შუბერტი:)

შუმანი-ბრამსი - ერთ ხაზზე:)

შუმანი ძალიან სერიოზული კომპოზიტორია. ბრამსი - უსერიოზულესი. რითი და როგორ თანდათან ვაჩვენოთ ეს თემის მანძილზე.

გრიგზე კი ვერაფრით ვერ დაგეთანხმები რომ ცივია: )) ტემპერამენტი ჩანჩქერივით გადმოსდის: )ძალიან დინამიურია. მაშინაც კი, როცა ლირიკულ მდორე თემას ანვითარებს, ეს მდორე დინება აუცილებლად შევიწროვდება კომპაქტურ ფორმაში და ჩანჩქერივით გადმოეშვება შპიცბერგენის ციცაბოზე : D

ასეთი პეიზაჟებით სავსეა გრიგის მუსიკა.

შუმანის კარნავალს რაც შეეხება...

შჯუმანი ზალიან მეგობრობდა ლიტერატურასა და თეატრთან. აქედან მოდის მისი მუს. სახეების "პორტრეტიზაციის" მანერა.

შუმანს შექმინილი აქვს 2 კარნავალი - საფ-ნო ციკლი. ვენის კარნავალი -უფრო მცირე, და დიდი კარნავალი- რაზეც შენ საუბრობ.

მოვისმინოთ ახლა ვენის კარნავალი, რომელიც მოასწავებს დიდ კარნავალს- ფაქტიურად "დავიდსბუნდ"-ის მუს. ენაზე თარგმნილ მანიფესტს.

რიხტერი უკრავს, მინდა გითხრათ - საშინლად:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ნუ რავი,მოცარტიც არ მიყვარს,ქაედან გამომვდინარე არც შუბერტი :D :D

ისე კი ბრამსზეც არ ვგიჟდება,თუმცა მართლაც დიდი კომპოზიტორია..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დიდი (რომის) კარნავალი. კლაუდიო არაუ უკრავს.რა თქმა უნდა ცუდად:D

ციკლი 22 ნომრისგან შედგება. სათაურებს თავად ნახავთ. ვინც მოახერხებს ინტონაც. ენის აღქმას, დაინახავს რომ ავტობიოგრაფიულია და თავის თავს უგალობებს აქ შუმანი(ამიტომ არ მიყვარს:D). ციკლის გარჩევას აქ აზრი არა აქვს. თითოეული ნომერი არის სარკის წახნაგი საიდანაც პიანისტი-შუმანი შემოგვცქერის:D. ასეა საქმე. ამიტომაც ჩაეშალა თავისი "დავიდსბუნდი" და ვერც მარშმა ვერ უშველა ამ საქმეს: D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შუმანი დედამისმა და თითების წელვამ დაღუპა,ნამეტანი მოუვიდა და პიანისტის კარიერაც ნაადრევად დაასრულა,,ბოლოს ამიტომაც გაუბერა ,ნუ დედამისმა ვაფშე გააგიჟა მთელი ცხოვრება.დიდი უიღბლო ვინმე იყო,მაგრამ პოტენციალი რაც ქონდა იმის ალბათ მესამედი თუ გადმოსცა თავის ნაწარმოებებში

0

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="445" height="364"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/KcoQqhttXks?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/KcoQqhttXks?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00&amp;border=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="445" height="364"></embed></object>
2

Share this post


Link to post
Share on other sites
<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube-nocookie.com/v/wUhpllnCsrw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube-nocookie.com/v/wUhpllnCsrw?fs=1&amp;hl=en_US&amp;color1=0x234900&amp;color2=0x4e9e00" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით გრიგით :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0