Sign in to follow this  
Followers 0

ფოტო სიახლეები

66 posts in this topic

[b]ზეინაბ ბარნოვის ფოტოგამოფენა “პორტრეტები”[/b]

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტორეპორტიორის ზეინაბ ბარნოვის კონცეპტუალურ გამოფენას, სახელწოდებით ,,პორტრეტი” (პორტრეტი რეპორტაჟიდან).

გამოფენაზე წარმოდგენილია რეპორტაჟების დროს გადაღებული ოცამდე ფოტო. პორტრეტების უმრავლესობა წარმოაჩენს კონკრეტულ დროსა და სივრცეში განვითარებულ პიროვნებასთან დაკავშირებულ მოვლენას.

დამთვალიერებელი იხილავს სხვადასხვა დროის ცნობად სახეებს: ილია II, ალექსეი II, ჭაბუა ამირეჯიბს, კოკა იგნატოვს, ოთარ იოსელიანს, მაია პლისეცკაის, ელისო ვირსალაძეს, ედუარდ შევარდნაძეს, რეი ჩარლზს, ტანია მარიას და სხვ.

ზეინაბ ბარნოვი სხვადასხვა დროს წამყვან საინფორმაციო სააგენტოებში ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში ჟურნალ ,,ანაბეჭდის” ფოტოკორესპონდენტი იყო. ასევე, მოღვაწეობდა მოსკოვში ჟურნალ “VOUGE” – თან, ავტორია მრავალი პერსონალური გამოფენის და პროექტის. მისი ფოტოები ინახება პირად კოლექციებში საქართველოში, მოსკოვში, პარიზში და ა.შ.

კონცეპტუალური ფოტოგამოფენები ერთი თემის ფორმატში მოიაზრება. ზეინაბ ბარნოვის კონცეფციაც ძირითადად ადამიანის, ეპოქის, საზოგადოების ურთიერთმიმართებას ეძღვნება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა. სიონის ქ.#8.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ფოტოკონკურსი "წიგნის თარო"[/b]

ფოტოკონკურსის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს კითხვას და ზოგადად წიგნებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს.
ფოტოების თემატიკა არ არის მკაცრად შეზღუდული. მთავარია ფოტოში რაიმე სახით ფიგურირებდეს წიგნი, მასთან ურთიერთობა, კითხვა, თუნდაც ჩანდეს წიგნის არამიზნობრივი გამოყენება და ა.შ.

[url="http://konkurs.ambebi.ge/index.php/pirobebi-da-tsesebi/25-konkursebshi-monatsileobis-pirobebi"]კონკურსებში მონაწილეობის პირობები[/url]

ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" პრიზები:
კონკურსში მონაწილე უკლებლივ ყველა კონკურსანტი მიიღებს დაგროვებით ბარათს წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისაგან".


ორკვირიანი კონკურსის გამარჯვებულები "ბიბლუსისგან" მიიღებენ "50 წიგნის" სერიის ერთ წიგნს, სურვილის მიხედვით.

პივრელ ადგილზე გასული კონკურსანტი "ბიბლუსისგან" მიიღებს წიგნის თაროს და "50 წიგნის" სერიის ყველა წიგნს.

მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი "ბიბლუსისგან" მიიღებს "ქართული პროზის საგანძურის" სერიის ყველა წიგნს.

მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი მიიღებს 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათს წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისგან"




[url="http://konkurs.ambebi.ge/index.php/konkursebi?view=competition&competition=36"]დაწვრილებით ინფო.[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/t/3499n.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი
გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს
„ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორობის საფუძვლები“
[/b]

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება თანამედროვე ციფრული და ტრადიციული ფოტოკამერების შესახებ საწყისი თეორიული ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული უნარ–ჩვევები. მსმენელი შეისწავლის კომპოზიციის საფუძვლებს ფოტო და ვიდეოგადაღების პროცესში, გაეცნობა ფოტო და ვიდეომასალის კომპიუტერული დამუშავების პროგრამებს, შეეძლება ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით გამართული პორტრეტის, პეიზაჟის, ჟანრული სცენის, რეპორტაჟის, ოჯახური ზეიმისა და სხვა სიუჟეტის გადაღება.


კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე
კურსის ღირებულება – 300 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი – მერაბ კოკოჩაშვილი

პირველ ჯგუფში მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აპრილი.

[b][url="http://www.tsu.edu.ge/ge/departments/lll/registration/"]ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა[/url][/b]

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, ოთახი № 320, ტელ.: 22 36 52, ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]„ქოლგა“ 10 წლის არის [/b]

ფოტოკონკურსი „ქოლგა“ წელს ათი წლის ხდება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით ორგანიზატორები ბევრი სიურპრიზებისთვის ემზადებიან. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ფოტოების მიღება 1 მარტიდან დაიწყო და 25 მარტამდე გაგრძელდება. მონაწილეთა რაოდენობა, როგორც ყოველთვის, შეუზღუდავია. წინა წლების მსგავსად, თემა თავისუფალია, თუმცა წელს პირველად, ქართველი ფოტოგრაფებისთვის სპეციალური ნომინაცია – „კონცეპტუალური ფოტოპროექტი“ დაწესდა. შეცვლილია ჟიურიც. საუკეთესო ნამუშევრებს ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი ვოლფგრაფ ზურბორნი და მისი მეწყვილე, ფოტოკრიტიკოსი, თინა შელჰორნი გამოავლენენ.

[url="http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=10&Itemid=9"]პრაიმ ტაიმი [/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ბალის აბონენტებო,[/b] 2011 წლის 28 მარტიდან " Photolife Studio" -ში (თბილისი, უშანგი ჩხეიძის 23, ცხელი ხაზი: 822959406, მობ: 891 143185) შეგიძლიათ ისარგებლოთ 50%- იანი ფასდაკლებით. ამისათვის გააგზავნეთ SMS ნებისმიერი ტექსტით ნომერზე 5005 (5005–ზე SMS-ის გაგზავნის ფასი– #04 სერვისიდან 1 ერთეული) და მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომელსაც წარადგენთ სტუდიაში. [b]კოდის შემოწმების შემდეგ მიიღებთ ფასდაკლებას შემდეგ სერვისებზე: [/b]


[b]
I. სერტიფიცირებული [size="7"]ფოტოკურსები[/size] სხვადასხვა ხანგრძლივობით: [/b]

[b] 3-თვიანი სასწავლო კურსი ფოტოგრაფიაში:[/b]

- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
- თითო სემინარის ხანგრძლივობა: 4 საათი
-პერიოდულობა: კვირაში ერთხელ- ფასი თითო მსმენელისთვის: 400 ლარი


[b]
2-თვიანი სასწავლო კურსი ფოტოგრაფიაში:[/b]

-კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
- თითო სემინარის ხანგრძლივობა: 4 საათი
- პერიოდულობა: კვირაში ერთხელ
- ფასი თითო მსმენელისთვის: 250 ლარი


[b]
* 1-თვიანი სასწავლო კურსი ფოტოგრაფიაში:
[/b]

- კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე
- თითო სემინარის ხანგრძლივობა: 4 საათი
- პერიოდულობა: კვირაში ერთხელ
- ფასი თითო მსმენელისთვის: 150 ლარი



[b]* ბლიცკურსი ფოტოგრაფიაში:[/b]


- კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
- თითო სემინარის ხანგრძლივობა: 3 საათი
- პერიოდულობა: კვირაში ორჯერ
- ფასი თითო მსმენელისთვის: 130 ლარი

[b]
თემატური ერთდღიანი სპეცკურსები ფოტოგრაფიაში:[/b]

- კურსის ხანგრძლივობა: 1 დღე
- თითო სემინარის ხანგრძლივობა: 4 საათი
- ფასი თითო მსმენელისთვის: 50 ლარი



[b]თემები:[/b]
[size="4"][b]
მოდის ფოტოგრაფია[/b][/size]

* პეიზაჟი
* პორტრეტი
* ნატურმორტი
* სამკაულის ფოტოგრაფირება
* სინათლის ფუნჯის ტექნოლოგია
* მინის ნივთების გადაღების თავისებურებები
* ჟანრული ფოტოგრაფია
* ფოტოს პოსტდამუშავება ციფრულ ლაბორატორიაში



[size="3"][b]
II. სხვადასხვა ტიპის მინი-პორტფოლიოები პროფესიონალურ ფოტოსტუდიაში:[/b][/size]

* [b]სტუდიური მინი-პორტფოლიო სტუდენტებისთვის[/b] - ინტერნეტ სოციალურ ქსელებში განსათავსებლად 5 ფოტო (ციფრული ფაილი) – 100 ლარი
*[b] სასაჩუქრე ფოტოსესია[/b] – აჩუქე შენს ახლობელს ორიგინალური საჩუქარი – ფოტოსესია პროფესიონალურ ფოტოსტუდიაში 5 ფოტო (ციფრული ფაილი) – 100 ლარი
*[b] საბავშვო მინი-პორტფოლიო[/b] – გაუკეთეთ საჩუქარი თქვენს პატარებს – 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფოტოსესია პროფესიონალურ ფოტოსტუდიაში 5 ფოტო (ციფრული ფაილი) – 100 ლარი
* [b]საოჯახო მინიპორტფოლიო[/b] – გადაიღეთ საოჯახო ფოტოები თქვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან ერთად საოჯახო ალბომისთვის 5 ფოტო (ციფრული ფაილი) – 100 ლარი
* [b]საქორწინო მინი-პორტფოლიო[/b] – ქორწინების ცერემონიალი პროფესიონალ ფოტოგრაფთან ერთად 70 ფოტო (ციფრული ფაილი) – 300 ლარი Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][i][b]Photolife Studio აცხადებს მსენელთა მიღებას ფოტოშოპის შემსწავლელ 3-თვიან კურსზე.[/b][/i][/size]

მოცემული კურსი მოიცავს ციფრული გამოსახულების პოსტდამუშავების იმ საკითხებსა და ეტაპებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ფოტოგრაფიას. კურსი გათვლილია როგორ დამწყებ, ასევე გამოცდილ ფოტომოყვარულებზე. სასწავლო პროგრამაში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს ფერისა და ტონის კორექციის, ნიღბების, შრეებისა და არხების, ტექნიკური და მხატვრული რეტუშირების, ბეჭდვისა და ინტერნეტსივრცისთვის გამოსახულების მომზადების საკითხებს ისეთ პოპულარულ და აღიარებულ პროგრამაში, როგორიცაა Adobe Photoshop.

სემინარები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათ დღეს, 18 საათიდან 21 საათამდე. მსმენელები სასწავლო პროგრამის მიხედვით, პრაქტიკულად შეისწავლიან ფოტოშოპის საფუძვლებს და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით.

კურსს გაუძღვება პედაგოგი კახა ფხაკაძე. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

კურსის სრული ღირებულებაა 750 ლარი. საფასური გადაიხდება წინასწარ, საბანკო ანგარიშსწორებით.

სტუდიის მისამართია: უშანგი ჩხეიძის 23.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 959406, 891 143185


სასწავლო პროგრამები იხილეთ აქ < http://photolife.ge/course_photoshop.html Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ცესკო აცხადებს ფოტოკონკურსს ”აირჩიე”[/b]

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მარტიდან იწყებს სოციალურ ქსელში განსახორციელებელ ფოტოკონკურსს თემაზე: "აირჩიე".

31 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ფოტო ნამუშევრები ელ-ფოსტით მისამართზე contest@cec.gov.ge.

ფოტოები გამოქვეყნდება ცესკოს "facebook"-ის პროფილზე "Central Election Commission of Georgia". კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ყველა დაინტერსებულ მოქალაქეს 13 წლის ასაკიდან, გარდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა.

კონკურსანტს უფლება არ აქვს საკონკურსო ფოტოში გამოიყენოს რომელიმე საზოგადო ან პოლიტიკური მოღვაწის სახე. ასევე ნებისმიერი კომერციული სახის პროდუქტი.

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული დასაჩუქრდება პროფესიული ფოტოაპარატით, ხოლო კომისიის ფავორიტი ფოტოს ავტორი საჩუქრად მიიღებს ფოტოსამყაროს 200 ლარიან დაბეჭდვის ვაუჩერსა და ფოტოაპარატს.

50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედია ცენტრში.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უკონკურსოდ ცესკო აძლევს საშუალებას გამოაგზავნონ ფოტოები საარჩევნო თემატიკაზე. საუკეთესო ნამუშევრები სხვა ფოტოებთან ერთად გამოიფინება ცესკოს შენობაში.

2011 წელს ადმინისტრაცია გეგმავს სამოქალაქო განათლების კუთხით საინტერესო პროექტების განხორციელებას. მსგავსი საქმიანობით ცესკო ხელს შეუწყობს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და მათი მხრიდან ადმინისტრაციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდას. სოციალური მედიის გააქტიურება ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ამ კუთხით.
[url="http://www.cec.gov.ge/files/all/mk/pirobebi.pdf"]კონკურსში მონაწილეობის პირობები[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არასამთავრობო ორგანიზაცია [b]"ალტერნატივა ჯორჯია", ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, აცხადებს ფოტო-კონკურსს თემაზე: ნარკოტიკების მოხმარება - სოციალური და ჯანდაცვის პრობლემა.[/b]

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის მიერ გადაღებული ფოტოსურათიც შეესაბამება კონკურსის თემატიკას. კომპეტენტური ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს. შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება და მათგან გამოვლინდება საპრიზო ადგილზე გასული ფოტოები.

პირველ სამ ადგილზე გასული საუკეთესო ფოტო-ნამუშევრის ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი ფულადი პრემიებით:

I ადგილი - 900 ლარი
II ადგილი - 700 ლარი
III ადგილი - 500 ლარი.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, ფოტოსურათები საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს (ავტორის მითითებით). საპრიზო ადგილებზე გასული ნამუშევრებისგან შესაძლოა დამზადდეს პოსტერი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

საკონკურსოდ შესაძლებელია როგორც ციფრული, ასევე ფირით გადაღებული ფოტოს გამოგზავნა, მობილური ტელეფონით გადაღებული სურათის გარდა. ფოტოსურათები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: natia@altgeorgia.ge შემდეგი ფორმატით: შეინახეთ ფოტო JPG ფორმატში, 150-300 რეზოლუციით (ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი A2 ფორმატზე დაბეჭდვა). გამოგზავნისას მიუთითეთ თქვენი სახელი/გვარი და საკონტაქტო ტელეფონი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 239 6699.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ნოემბერი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]National Geographic მსოფლიო ფოტოგრაფებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს[/b]

დედლაინი:
30 ნოემბერი, 2011 - 20:06
კონკურსში მიიღება ფოტოები სამ კატეგორიაში - ადამიანები, ადგილები და ბუნების პეიზაჟი.
მთავარი პრიზი შეადგენს 10 000 აშშ დოლარს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 30 ნოემბერი.
მთავარი პრიზის მფლობელი დაპატიჟებული იქნება National Geographic-ის ფოტოგრაფების სემინარზე. მგზავრობის, სასტუმროს ხარჯისა და ჟურნალის რედაქციაში ექსკურსია ანაზღაურებულები იქნება.
ყველა კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 2500 აშშ დოლარს და მათი ფოტოები დაიბეჭდება National Geographic-ის ჟურნალში.
ციფრულად დამუშავებული ან გაყალბებული ფოტოები დაიბლოკება. კონკურსანტების მიერ შემოტანილი ფოტოების რაოდენობა განუსაზღვრელია.
კონკურსანტები უნდა იყვნენ სრულწლოვანი მოქალაქეები თავიანთი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას არიზონას, კუბას, ირანის, ნიუ-ჯერსის, ჩრდილოეთ კორეის, კვებეკის პროვინციის, სუდანის, სირიის და ვერმონტის მოქალაქეების გარდა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-მისამართზე: http://ngm.nationalgeographic.com/ngm/photo-contest/?source=email_ngpc20...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]თბილისის ფოტოფესტივალი 2012[/b]

თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოფესტივალი 29 მაისს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება. ფესტივალი 29 მაისიდან 4 ივნისამდე გაგრძელდება.

მსოფლიო მასშტაბის ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება. წელს მისი საპატიო სტუმარი ფოტოჟურნალისტი, ფოტოსააგენტო „NOOR”–ის დამაარსებელი სტენლი გრინია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მისი სერია ჩეჩნეთის ომებზე. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ნესტან ნიჟარაძემ რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, ფესტივალი 6 დიდ გამოფენას აერთიანებს რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებას მოიცავს. მისივე თქმით, ფესტივალმა რეგიონული მასშტაბის კულტურული ღონისძიების რეპუტაცია უკვე მოიპოვა და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ცნობილ თუ დამწყებ ფოტოგრაფს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონიდან.


ფესტივალის პროგრამა მოიცავს გამოფენებს:

რაფალ მილახი – ”შავი ზღვის ფერები”

ნაწილი I - ეროვნული გალერეა 29 მაისი, 20:00საათი;

ნაწილი II -ევროპის სახლი 1 ივნისი, 20:00 საათი;

ნათელა გრიგალაშვილი – “დედა ენა”

“ახალი გალერეა” 30 მაისი, 20:00 საათი ;

სტენლი გრინი – “ჩეჩნეთის გზაზე” 1994-2003

ეროვნული გალერეა 31 მაისი, 20:00 საათი ;

პოლ კონროი – სირია

ეროვნული გალერეა 2 ივნისი, 20:00 საათზე;

19-ე საუკუნის კავკასიური პორტრეტი

თბილისის ისტორიის მუზეუმი 3 ივნისი, 20:00 საათი;

ნიუშა ტავაკოლიანი – თანამედროვე ირანული ფოტოგრაფია

გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი 4 ივნისი 20:00 საათი.

[i]ფესტივალის შესახებ, დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია საიტზე – tbilisiphotofestival.com[/i]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b] "ქოლგა 2012"-ის საუკეთესო ფოტოების გამოფენა[/b]
ღია ღონისძიება


7 ივნისი (დღEს), 20:00 სთ

რიყის პარკი, "Buddha Bar"-ის მიმდებარე ტერიტორია.

გამოფენის გახსნაზე დაუკრავენ ჯგუფები:

Me and My Monkey, Svansikh.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
გამარჯობათ

მე თქვენი ახალი წევრი ვარ

მინდა გაცნობოთ იმის შესახებ რომ:


თეატრის, კინოს და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში
2013 წლის 20 თებერვალს იხსნება ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის
[i][i][b]ზურაბ დათუაშვილის[/b][/i][/i] ფოტოგამოფენა

[size="4"][b],,შავ-თეთრი სიმფონია".[/b][/size]



გახსნა 2 საათზე; მის. ია კარგარეთელის ქ. N 6



რამდენიმე სურათი მაქვს ნანახი და ძალიან მომეწონა. ყველას გირჩევთ ინახულოთ ეს გამოფენა.


მარიკო :)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="მარიკო"][/b], მადლობა ინფოსთვის :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ფოტოკონკურსი ქოლგა 2013[/b]

<iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/CT54cUV5i7M" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]შანსი სტუდენტებს ვინც ფოტოგრფიით არის დაინტერესებული[/b]


თუ ხარ სტუდენტი, გიტაცებს ფოტოგრაფია, საბაზისო დონეზე ფლობ ინგლისურს და კამერაც ხელს გიწყობს არ გაუშვა შანსი, გახდე ერთ-ერთი იმ 10 სტუდენტიდან, რომელიც ბრიტანეთის წამყვანი ფოტოგრაფის ხელმძღვანელობით მოივლის საქართველოს რამდენიმე კუთხეს, შეიძენს ცოდნას, გამოცდილებას და საჭირო უნარ-ჩვევებს და მის ნამუშევრებს მთელი მსოფლიო გაიცნობს!

საჭიროა გამოგზავნოთ თქვენს მიერ გადაღებული 5 ფოტო სურათი, მოკლე ბიოგრაფია და მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურად

დედლაინი 22 მარტი

wugsinfo@gmail.com
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0