Sign in to follow this  
Followers 0

ფოტო სიახლეები

66 posts in this topic

[b]ფოტოკონკურსი “ერთად ჩვენ შევძლებთ”
[/b]
2010 წლის 24-25 სექტემბერს პროექტის “ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით “ერთად ჩვენ შევძლებთ”.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია, წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს.
მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე მოხდება საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტოს შერჩევა, რაც გომოფენილი იქნება “ქარვასლას” საგამოფენო დარბაზში 24-25 სექტემბერს და შერჩევის მეორე ეტაპზე, საგამოფენო 50 ნამუშევრიდან გამოვლინდება საუკეთესო სამეული.
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოების ავტორებს გადაეცემათ საპრიზო ადგილის მიხედვით 300, 200 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები “ფოტოსამყაროს” მომსახურებაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ ფოტოები 2010 წლის 15 სექტემბრამდე შემდეგ ელ.მისამართზე: mnanitashvili@economists.ge ან მოიტანეთ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ორბელიანის 35, თბილისი. სასურველია, მოწოდებულ ფოტოებს შეურჩიოთ სახელი თქვენი სურვილისამებრ. გამოგზავნილ ან მოტანილ მასალასთან ერთად მიუთითეთ თქვენი ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი.
პროექტი “ერთად ჩვენ შევძლებთ” _ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიური დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის გზით _ ხორციელდება პარტნიორებთან ერთად: “ოქსფამ დიდი ბრიტანეთი” (Oხფამ GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია – დეა და “ველფეარ ფაუნდეიშენი” (ჭელფარე Fოუნდატიონ). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 899202224; 895 240490
mnanitashvili@economists.ge
research@economists.ge
საკონტაქტო პირი: მარიამ ნანიტაშვილი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუდია აცხადებს მსმენელთა მიღებას ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსზე განახლებული პროგრამით. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.

მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება სამთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა დღეს. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 4 საათია. მასტერკლასის პირველი ნაწილი ეთმობა თეორულ ლექციას, მეორე ნაწილში კი ხორციელდება თემატური პრაქტიკული გადაღებები. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 17 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება პედაგოგი კახა ფხაკაძე.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com ა.წ. 2 ოქტომბრამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
ღია კარის დღე გაიმართება 2 ოქტომბერს Photolife Studio-ში. სწავლა დაიწყება ა.წ. 3 ოქტომბერს.

სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 750 ლარი. საფასურის გადახდა წინასწარ.

სტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: 364605, 891 143185

[url="http://photolife.ge/course.html"][i]დამატებითი ინფო [/i][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Smart Club-ის ფოტოკონკურსი : )[/b]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/w/yrr4m.jpg[/img][/url]

სახალისოა თან : ))
[b][i]
ფოტო კონკურსი გრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია Facebook-ის ნებისმიერ მომხმარებელს.[/i][/b]

[i]კონკურსი იყოფა ოთხ ნომინაციად:[/i]

[b]ფოტო, წარწერით Smart.[/b]
გადაიღე ფოტო, რომელზეც გამოსახული იქნება წარწერა Smart (ან ამ სიტყვისგან შემდგარი ნებისმიერი ფრაზა).
ფოტოზე წარწერა არ უნდა იყოს დასმული ფოტო რედაქტორით ან სხვა მსგავსი პროგრამით.
შეგიძლიათ გამოიყენოთ წარწერის არატრადიციული საშუალებები - ასოები გამოსახოთ კენჭებით, კანფეტებით, სანთლებით ან თუნდაც ადამიანებითაც კი.

[b]თემატური ფოტო[/b]
ამ ნომინაციაში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი შენი გადაღებული ფოტო, რომელიც თემატურად კავშირში იქნება Smart Club-თან.
ფოტოზე შეიძლება იყოს გამოსახული: საჩუქრები, სიხარული, შთაბეჭდილებები, ჩუქების პროცესი, რეკლამიდან რომელიმე კადრის პაროდია, ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც დაკავშირებულია Smart Club-თან.

[b]შენი Art[/b]
თუ გეხერხება ხატვა, აკეთებ ჩანახატებს ან მუშაობ გრაფიკულ პროგრამებში, მაშინ ეს ნომინაცია ზუსტად შენთვისაა.
Smart Club-ის Wall-ზე ატვირთე შენი ნამუშევარი, რომელიც შინაარსობრივად ეხება Smart Club-ს და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.
ეს შეიძლება იყოს შენი თემატური ჩანახატი, ლოგოთი გაფორმებული ილუსტრაცია, Smart Club Wallpaper-ი და ა.შ.

[b]Like-ების კონკურსი[/b]
კონკურსში მონაწილებას იღებს ჩვენს Wall-ზე ატვირთული ყველა ფოტო თუ ნამუშევარი, რომელიც შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ნომინაციებს.
[b]გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაგროვილი Like-ების რაოდენობის მიხედვით. [/b]


დაწვრილებით ინფოსთვის იხ [url="http://www.facebook.com/TBCSmartClub?v=app_4949752878"]ბმული[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
2010 წლის ოქტომბრიდან,
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი გთავაზობთ უნიკალურ, [b]ცხრათვიან სახელოვნებო შემსწავლელ პროგრამას ფოტოგრაფიაში[/b]

[b][i]კურსზე ჩარიცხვის პირობები[/i][/b]
ფოტოგრაფიის კურსზე დაიშვებიან ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ვიზუალური კულტურის ზოგადი ბაგაჟი (გამოსახულების კონსტრუქცია/კომპოზიცია) და ფოტოგრაფიის შესწავლის ძლიერი მოტივაცია. ჯგუფის შედგენა მოხდება გასაუბრებით, რომელზეც მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრებისაგან შემდგარი პორტფოლიო. ფოტოგრაფიის კურსზე დასაშვებათ არ არის აუცილებელი აპლიკანტები ფლობდნენ გამოცდილებას ფოტოგრაფიაში.

[b]საბოლოო გასაუბრება : 27 სექტემბერი 11 საათი[/b]

[i]მისამართი: დოდო აბაშიძის ქ. 10 თბილისი [/i]

დაწვრილებითი ინფისტVის იხილეთ ლინკები : )

http://cca.ge/index.php?option=com_content&view=article&id=18&Itemid=12&lang=ka

http://cca.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=7&lang=ka
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს ფოტოკონკურსს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.[/b]

კონკურსი ცხადდება 6 თემაზე: ქართული ცხოვრების წესი, ქართული ღვინო, ქართული სახლი, მთიანი საქართველო, საქართველოს ზღვისპირეთი და ზოგადად საქართველო.

თითოეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს 5 ფოტოსურათისა თითო ნომინაციაში. კომისიის მიერ ყოველ ნომინაციაში შეირჩევა 15 საუკეთესო ფოტო, საერთო ჯამში 90 სურათი, რომელიც ანონიმურად განთავსდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება 21 საუკეთესო ფოტო - 3 სურათი თითო ნომინაციაში. ასევე შეირჩევა 3 ფოტო-სურათი ნომინაციისთვის "ინტერნეტ რჩეული".

ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელია ციფრულ ფორმატში, ელექტრონულ ფოსტაზე: georgia@tourism.gov.ge. ასევე შეგიძლიათ ფოტოები მოიტანოთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, თავისუფლების მოედანზე.

2010 წლის 15 ოქტომბრიდან სამი დღის განმავლობაში მოხდება საუკეთესო 90 ფოტოს შერჩევა. ოქტომბრის ბოლოს კი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ფოტოების ავტორების მითითებით, უზრუნველყოფს გამარჯვებული 21 სურათის გამოფენას "ცისფერ გალერეაში" და შეიძენს ამ ფოტოებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://albomi.ge/week40.php"][b]ფოტოკონკურსი XXI საუკუნე[/b][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან, გერმანული ორგანიზაციის Theodor-Heuss-Kolleg (Robert Bosch Stiftung) www.theodor-heuss-kolleg.de - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისEPF www.epfound.ge ერთობლივი პროექტისდი მონაწილე ! ახალგაზრდა მოქალაქემონაწილეობის გააქტიურობა სოციალურ ცხოვრებაში „და MitOst-ის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „ფოტოგრაფია ცვლილებებისთვის“

პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული 50 საუკეთესო ფოტო (25 თითოეული ქვეყნიდან) მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში, რომელიც პირველად ჩატარდება სასომხეთში (ქ.ერევანი, ქ.მარტუნი, ქ.გიუმრი) და შემდეგ საქართველოში (ქ.თბილისი), ამასთანავე გამოფენის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

როგორი ფოტოები უნდაგამოგზავნოთ?
გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ ჩვენი რეალობის უარყოფითდა დადებით მხარეებს. თემის არჩევანში შეზღუდვები არ არის. უპირატესობა მიენიჭება იმ ფოტოებს, რომლებიც ასახავენ საქართველოშიარსებულ პრობლემურ სიტუაციებს ან მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებსჩვენ მივიღებთ ყველა იმ ფოტოს, რომლებიც თქვენი აზრით შეძლებს დადებითი ცვლილებების მოხდენას და საზოგადობას

თუ გსურს პროექტში მონაწილების მიღებამაშინ გამოგვიგზავნე შენი ფოტოები მოცემულელექტრონულმისამართზე: photoforchange@yahoo.com 10 სექტემბრამდე


პროექტის კოორდინატორი ანა ძაგანია[/quote]


ეს კონკურსი ჩატარდა
შEირჩა ფოტოები გამოფენისთვის (მათ შორის ჩემი ფოტოებიც მოხვდა)

[b]გამოფენა შაბათს 2 ოქტომბერს დასაწყისი 17 საათზე (20სთ-მდე) სიონის სკვერში[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძვირფასო მეგობრებო,

ვიწყებთ ფოტო–პროექტს Georgia Stories. მსგავსი პროექტი 2 წლის წინშვედეთში ჩვენი პარტნიორის, ულა მოლერის მიერ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში ჩამოვა ჩვენთან ერთად თბილისში. პროექტის იდეა – ახალგაზრდაფოტოგრაფები აგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს, რომლებიც ეძღვნება თემებს მათიყოველდღიური ცხოვრებიდან, თითქოს უამბობენ თავიანთ უცხოელ თანატოლებს,როგორ ცხოვრობენ, როგორ ატარებენ დროს, რა მოსწონთ. თითოეულ ფოტოს... უნდამოჰყვებოდეს მცირე კომენტარი, ვინ ან რა არის მასზე გამოსახული, რატომ დაროდის. შვედეთში მსგავს პროექტში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ადამიანმა –მოყვარულმა და პროფესიონალმა – სულ რამდენიმე ათასი ფოტო გამოგვიგზავნეს.საუკეთესოები შეირჩა და გამოიცა ცალკე წიგნად (სულ 64 ფოტო), რომელიც 6 ენაზედაიბეჭდა. ყველა ფოტოს, რომელმაც ჟიურის შერჩევა გაიარა, იხილავთ ამ მისამართზე: http://fotobokenomsverige.se/english/

გვსურს ეს გამოცდილება საქართველოშიც გავიმეოროთ, ამჯერად ახალგაზრდაქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებით. რაც მთავარია – მონაწილეობა შეუძლიაყველას, ფოტო შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო კამერით ან მობილურითაცკი. მთავარია, რომ გამოირჩეოდეს ინდივიდუალორობით და გვიყვებოდეს რაღაც ამბავს.

ფოტოები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: arteast.georgia@gmail.com

მიღება შეწყდება 21 ოქტომბერს, რის შემდეგაც ჩვენ ავარჩევთ ჩვენი აზრითსაუკეთესო ფოტოებს, რომელთაც გამოვფენთ თბილისში, ნოემბრის დასაწყისში,შვედი თანატოლების ფოტოებთან ერთად. 2011 წელს კი ჩვენი პროექტის მონაწილესაუკეთესო ფოტოებს გამოვფენთ სტოკჰოლმში, შვედეთში.

ასევე დაწესებულია პრიზი საუკეთესო ფოტოს ავტორისთვის – ციფრული ფოტოკამერა.

პროექტს უკვე აქვს ფეისბუქის გვერდი Georgia Stories. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ ჯგუფსდა მოიწვიოთ თქვენი ნაცნობ–მეგობრები!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აივ/შიდსის ეპიდემიის გავრცელების მასშტაბები მთელი მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ამ დროისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების 2497 შემთხვევა. მათ შორის, 1877 მამაკაცია, 663 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 25-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1388 პაციენტს, 547 გარდაიცვალა. ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად, სულ ცოტა, 4000 აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. ვირუსის გადაცემის გზების მიხედვით პირველ ადგილზეა ინექციური ნარკოტიკების მოხმარება (57.8%).

საბედნიეროდ, საქართველო აივ ინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა, უცხოელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საქართველოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრება. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნარკომანიის ფართო გავრცელება, მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა, მზარდი მიგრაცია, შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე და სხვ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.
[i]
ფოტოკონკურსის შესახებ:[/i]

საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდი ("AFEW", ნიდერლანდები), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2010 წლის 1 დეკემბერს აწყობს ფოტოკონკურსს - "სიცოცხლე იმარჯვებს", რომელიც ეძღვნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს.

გამოფენის გზავნილი: "უკვე 25 წელია, მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს აივ/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა; ამ ხნის განმავლობაში, ზოგიერთმა ადამიანმა ხელი ჩაიქნია, დაკარგა რწმენა თავისი ძალისხმევის წარმატებაში. ამავდროულად, ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლებს ავიწყდებათ, თუ რისთვის იბრძვიან - სიცოცხლისთვის! და სიცოცხლემ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს".

ჩვენ, აი, ასეთი უჩვეულო მეთოდით, გადავწყვიტეთ, შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ რისთვის ვიღწვით. ეს გამოფენა არის ოცნებებზე, ბედნიერებაზე, ოპტიმიზზე და ადამიანთა მიერ სიცოცხლის დაფასებაზე.

გამოფენის მონაწილეთა შორის არიან ქალბატონები და მამაკაცები, სტუდენტები, სოცმუშაკები და ჟურნალისტები, აივ-პოზიტიურები და აივ-ნეგატიურები, ქართველები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკისა და რელიგიური რწმენის, სხვადასხვა ხასიათისა და ბედის ადამიანები; მაგრამ თითოეული მათგანის სიცოცხლე მშვენიერი მომენტების საუცხოო საგანძურია და ეს საგანძური მათ ფოტონამუშევრებშია ასახული, რომელთა ნახვაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ყოველი წამის დაფასება...

გამოფენაზე მოსულ სტუმრებსა და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ფარული კენჭისყრით ხმა მისცენ წარმოდგენილ ფოტოებს და აირჩიონ ის ნამუშევარი, რომელსაც გადაეცემა დამთვალიერებელთა სიმპათიის ჯილდო. ამას გარდა, დაჯილდოვდება კიდევ სამი საუკეთესო ფოტონამუშევარი.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ავტორებს არ დაუბრუნდება და საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის" მიერ გამოყენებული იქნება პუბლიკაციებში, პლაკატებში, საინფორმაციო მასალებში, მოხსენებებში - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

[b]კონკურსის პირობები:

** მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ A4 ზომის ციფრული ფოტოები, რომელთა შინაარსი შეესაბამება ფოტოკონკურსის სათაურს: "სიცოცხლე იმარჯვებს";
** ერთი მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს, ვინც არ არის გულგრილი აივ/შიდსის პრობლემების მიმართ და ვინც აფასებს სიცოცხლის მშვენიერებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ფოტონამუშევრები შეუძლიათ გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართებზე: dkazaishvili@aidsmh.ge და/ან bemoni@caucasus.net

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია.[/b]

[b]ვადა: ფოტონამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2010 წ.[/b]

გამოფენა-კონკურსის პროგრამა:

1 დეკემბერი:

** გამოფენის გახსნა: 11:00 - თავისუფალი შესვლა, დათვალიერება
** ოფიციალური გახსნა: 13:00-13.30 - ორგანიზატორების მიერ გამოფენის მიზნების განმარტება; მისალმება მოწვეული სტუმრების მხრიდან
** ნამუშევართა შეფასება, დამთვალიერებელთა ფარული კენჭისყრა: 13:30-14:00
** დაჯილდოვება: 14:00-14:30

დამატებით ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

[i]ტელეფონი[/i]: 186061, 8(90) 187030
[i]ელექტრონული ფოსტა: [/i]dkazaishvili@aidsmh.ge | bemoni@caucasus.net
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ის მოწვევა ფოტოგრაფებისთვის[/b]

მოწვევა ფოტოგრაფებისთვის
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ის მიერ 2010 წლის 15 10, პარასკევი, 17:05-ზე

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ სათანამშრომლოდ იწვევს პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საქართველოს ფოტოალბომზე სამუშაოდ.



ფოტოალბომში საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი 300–მდე ფერადი ფოტონამუშევარი შევა.

ფოტოხელოვანებმა უნდა წარმოადგინონ 2000 წლიდან დღემდე საქართველოს თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, რომელთა მინიმალური რეზოლუცია არ უნდა იყოს 900x600 px–ზე ნაკლები (იმ გარანტიით, რომ არსებობს ამ ფოტოების ხარისხიანი ვერსიები).

ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ლანდშაფტური თავისებურებანი.

ერთი მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

მსურველებმა ნამუშევრები უნდა მოიტანონ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ (დავით აღმაშენებლის 150) ან გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ninonad@sulakauri.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწეს – ნინო ნადიბაიძეს.

ტელ: 893 15 36 15; 91 09 54; 91 11 65
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]"Transition Online" აცხადებს ფოტოკონკურსს[/b]

ფოტოჟურნალისტებსა და ფოტოგრაფიით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ "Transition Online"-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში.

თითოეულმა მონაწილემ უნდა წარადგინოს ფოტოები პოლიტიკის და დემოკრატიის, ინდუსტრიისა და ეკონიმიკის, განათლებისა და ყოველდღიური ცხოვრების თემებზე.

ფოტოები გადაღებული უნდა იყოს ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში ან კავკასიაში.

ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრულ ფორმატში (JPEG ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 3Mb -ს).

პირველ ადგილზე გამარჯვებულს გადაეცემა პრემია 200 ევროს ოდენობით. გათვალისწინებულია სხვა ფულადი პრემიები 50 ევროს ოდენობით.

საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო ვადა - 31 დეკემბერი.

ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე : photo@tol.org
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='deako' date='05 October 2010 - 05:35 PM' timestamp='1286285716' post='538452']
ძვირფასო მეგობრებო,

ვიწყებთ ფოტო–პროექტს Georgia Stories. მსგავსი პროექტი 2 წლის წინშვედეთში ჩვენი პარტნიორის, ულა მოლერის მიერ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში ჩამოვა ჩვენთან ერთად თბილისში. პროექტის იდეა – ახალგაზრდაფოტოგრაფები აგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს, რომლებიც ეძღვნება თემებს მათიყოველდღიური ცხოვრებიდან, თითქოს უამბობენ თავიანთ უცხოელ თანატოლებს,როგორ ცხოვრობენ, როგორ ატარებენ დროს, რა მოსწონთ. თითოეულ ფოტოს... უნდამოჰყვებოდეს მცირე კომენტარი, ვინ ან რა არის მასზე გამოსახული, რატომ დაროდის. შვედეთში მსგავს პროექტში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ადამიანმა –მოყვარულმა და პროფესიონალმა – სულ რამდენიმე ათასი ფოტო გამოგვიგზავნეს.საუკეთესოები შეირჩა და გამოიცა ცალკე წიგნად (სულ 64 ფოტო), რომელიც 6 ენაზედაიბეჭდა. ყველა ფოტოს, რომელმაც ჟიურის შერჩევა გაიარა, იხილავთ ამ მისამართზე: http://fotobokenomsverige.se/english/

გვსურს ეს გამოცდილება საქართველოშიც გავიმეოროთ, ამჯერად ახალგაზრდაქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებით. რაც მთავარია – მონაწილეობა შეუძლიაყველას, ფოტო შეიძლება გადაღებული იყოს სამოყვარულო კამერით ან მობილურითაცკი. მთავარია, რომ გამოირჩეოდეს ინდივიდუალორობით და გვიყვებოდეს რაღაც ამბავს.

ფოტოები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: arteast.georgia@gmail.com

მიღება შეწყდება 21 ოქტომბერს, რის შემდეგაც ჩვენ ავარჩევთ ჩვენი აზრითსაუკეთესო ფოტოებს, რომელთაც გამოვფენთ თბილისში, ნოემბრის დასაწყისში,შვედი თანატოლების ფოტოებთან ერთად. 2011 წელს კი ჩვენი პროექტის მონაწილესაუკეთესო ფოტოებს გამოვფენთ სტოკჰოლმში, შვედეთში.

ასევე დაწესებულია პრიზი საუკეთესო ფოტოს ავტორისთვის – ციფრული ფოტოკამერა.

პროექტს უკვე აქვს ფეისბუქის გვერდი Georgia Stories. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ ჯგუფსდა მოიწვიოთ თქვენი ნაცნობ–მეგობრები!
[/quote]



უი აქ ჩემი მეგობარი გავიდააა ხვალაა გახსნა

[img]http://s008.radikal.ru/i306/1011/3d/e7181eaa60be.jpg[/img]


პს: ფოტოგრაფი თათაია კვირკველია (დეიდა და დეიდაშვილს გადაუღო)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/e/doc8a.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა
განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი

აცხადებს

ფოტო კონკურსს

“თსუ”
[/center]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის

ორგანიზებით ტარდება ფოტო კონკურსი. მონაწილეობის მსურველებმა მოგვაწოდეთ ფოტოები სტუდენტური

თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე:

tsu.edu.department@gmail.com

ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 დეკემბერი.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან.

საკონტაქტო ინფორმაცია : ანი ჩხიკვაძე: 898478797

თეონა სურმავა: 855150555

მარიამ თირქია: 898107088
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][i]L I M B O[/i] ფოტოგამოფენა ლიტერატურის მუზეუმში[/b]

გამოფენის გახსნა: 8 დეკემბერი 18:00 სთ., საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი (გია ჭანტურიას 8)

გამოფენა გაიმართება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმთან თანამშრომლობით თბილისის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით კულტურის განვითარების ფონდი “ტატო” აწყობს ჰოლანდიელი და ქართველი ფოტოგრაფების - პიტერ ვანდერმეერის და გურამ წიბახაშვილის ფოტოარქივების გამოფენას. ორივე ხელოვანი ინტენსიურად იღებდა “პერესტროიკის” პერიოდის კინორეჟისორთა პორტრეტებს როგორც საქართველოში, ისე როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; როტერდამის ფესტივალი ერთ-ერთი პირველი კინოფესტივალი იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც ქართულ კინოს აჩვენებდა.

პიტერ ვანდერმეერის ჰოლანდიური პორტრეტები და გურამ წიბახაშვილის ქართული კოლაჟები ერთმანეთს ავსებს ქართული კინოს ამ პერიოდის აღსაქმელად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ 15 დეკემბრამდე ელ. მისამართზე contest@beeline.ge ფოტო , რომელზეც გამოსახული იქნება ნებისმიერი რამ, ბილაინის ფერებში. ფოტოს დამუშავება, თუნდაც ზოლების დადება ფოტოშოპში ან სხვა პროგრამაში დასაშვებია, მთავარია, რომ მისი ორიგინალი ვარიანტი იყოს თქვენი გადაღებული!

მიღებული ფოტოები 16 დეკემბერს გამოქვეყნდება ჩვენი facebook-ის გვერდზე.

ის ფოტო, რომელიც 31 დეკემბრამდე დააგროვებს ყველაზე მეტ like-ს, მიიღებს 100 წუთს უფასო სასაუბრო დროს ბილაინის ქსელში!

მეორე გამარჯვებულს კი თავად ბილაინი აარჩევს და მას USB მოდემი გადაეცემა. ასევე, სწორედ ამ ფოტოებიდან ამორჩეული საუკეთესო 12 ფოტოსგან მომზადდება ბილაინის 2011 წლის ელექტრონული კალენდარი!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს ბანკი აცხადებს ფოტო კონკურს
დავალება:

* გადაიღეთ შემოქმედებითი ფოტო თემაზე "LOVE.BOG.GE – ისე როგორც გესმით".
* გამოაგზავნეთ Email–ით მისამართზე love@bog.ge,

* Subject-ში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“
* Email-ში მიუთითეთ თქვენი –
o სახელი:
o გვარი:
o ტელეფონის ნომერი:
o Facebook-ის პროფილის მისამართი:

* დაელოდეთ ფოტოს ატვირთვას გალერეაში "საქართველოს ბანკის" Facebook-ის გვერდზე
* აუცილებლად და–Tag-ეთ თქვენს ფოტოზე საკუთარი თავი!

[b]წესები:[/b]

* ფოტო უნდა იყოს გადაღებული თემაზე – Love.bog.ge;
* გრაფიკული ნამუშევრები და ფოტო–მონტაჟი არ მიიღება;
* საკონკურსო ფოტო უნდა გამოაგზავნოთ email-ზე love@bog.ge
* Subject-ში მიუთითეთ „ფოტო კონკურსი“
* Email-ში მიუთითეთ თქვენი –
o სახელი:
o გვარი:
o ტელეფონის ნომერი:
o Facebook-ის პროფილის მისამართი:
* მას შემდეგ რაც ფოტო აიტვირთება ფოტო კონკურსის გალერეაში (http://www.facebook.com/album.php?aid=22607&id=119630781428450) "საქართველოს ბანკის" Facebook-ის გვერდზე, ფოტოზე და–Tag-ეთ საკუთარი თავი (წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსიდან მოიხსნება);
* თუ თქვენს მიერ Wall-ზე ატვირთული ფოტო არ არის გამოქვეყნებული ფოტო კონკურსის გალერეაში, გამოაგზავნეთ ის email-ზე love@bog.ge ზემოთ აღწერილი წესების დაცვით.
* ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის ავტორი კონკურსიდან მოიხსნება;
* კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ მხოლოდ ამ Note-ის კომენტარებში;
* ჩატი და არა თემატური კომენტარები გაუფრთხილებლად წაიშლება როგორც Wall-იდან, ისე ამ Note-ის კომენტარებიდან;
* არათემატური, შეურაცხმყოფელი და არა–ეთიკური ფოტოსურათები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს;
* ფოტოები მიიღება email-ზე 2010 წლის 15 დეკემბრის 18:00–მდე;
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გათამაშების თარიღისთვის ყველა საქართველოს ფარგლებში მყოფ 13 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანს, გარდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებისა.

პირობები:

15,000 Like-ის აღსანიშნავ ფოტო კონკურსზე – Love.bog.ge, გათამაშდება პრიზი, რომელსაც „საქართველოს ბანკის“ Facebook–ის გვერდზე 15 000 Like-ის შესრულების დროისათვის ყველაზე მეტი Like ექნება შემდეგ ბმულზე: http://on.fb.me/15000LikesPrize

გამარჯვებულს გამოავლენს ბანკის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ყურადღებით გაეცნობა ყველა საკონკურსო ფოტოს და აირჩევს საუკეთესო ვარიანტს მათი შეხედულებისამებრ.



ფოტო კონკურსში ასევე გამოვლინდება ხალხის ფავორიტი ფოტო, რომლის ავტორსაც ელის სიურპრიზი. ხალხის ფავორიტი გახდება ის ფოტო, რომელიც 15 დეკემბრის 18:00–მდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს.



გამარჯვებული გამოვლინდება 16 დეკემბერს, 18:00 საათამდე.

სს "საქართველოს ბანკი" იტოვებს მომხმარებლების საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოიყენების უფლებას.

http://www.facebook.com/BankOfGeorgia?v=app_4949752878#!/BankOfGeorgia?v=wall

აბა, იაქტიურეთ ზოგიერთებმა ახლა :43: : ))
წარმატებები : ))
1

Share this post


Link to post
Share on other sites
თუ თქვენ გაქვთ რამე ფოტო პროექტი ან გაქვთ სურვილი გადაიღოთ და ფართო პუბლიკას გაცნოთ ნამუშევარი, დაგვიკავშირდით info@pavi-tch.com -ზე
ან facebook-ზე ჩვენი ჟურნალის გვერდზე http://www.facebook.com/PaviTch.Magazine
ან ჟურნალის ოფიციალურ web გვერდზე http://pavi-tch.com. ჩვენ მზად ვართ თნამშრომლობისათვის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ფოტოკონკურსი “მე და წიგნი”[/b]

გადაიღეთ ფოტო, ატვირთეთ გამომცემლობა ლოგოს პრესის გვერდზე, დააგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება და მიიღეთ საჩუქარი “ლოგოს პრესის“ უახლესი გამოცემა “ლეონარდო და ვინჩი“ – წიგნი მსოფლიოს უდიდესი გამომგონებლისა და ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ასევე გამარჯვებული საჩუქრად ლოგოს პრესის კიდევ ორ წიგნს მიიღებს, რომელთაც საკუთარი გემოვნებით შეარჩევს.

ლოგოს პრესი გამოავლენს კიდევ ერთ გამარჯვებულს – გამომცემლობის სიმპათიას, რომელიც ასევე დასაჩუქრდება.

გამარჯვებულები დასახელდებიან 28 დეკემბერს ლოგოს პრესის 10 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე (გვეწვიეთ! (საზეიმო ღონისძიების მოწვევა იხილეთ აქ: http://www.facebook.com/event.php?eid=109403779132791)

წიგნის "ლეონარდო და ვინჩი" შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: http://www.facebook.com/notes/gamomtsemloba-logos-presi/leonardo-da-vinchi/10150111208122433


ფოტოები შეგიძლიათ დადოთ გამომცემლობა ლოგოს პრესის კედელზე (იხილეთ აქ: http://www.facebook.com/pages/gamomtsemloba-logos-presi/175176852408) ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: tamuna.tevdorashvili@yahoo.com
ფოტოს გაგზავნის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://www.boston.com/bigpicture/2010/11/national_geographics_photograp.html?client_source=tns"]National Geographic's Photography Contest 2010[/url]

შერჩეულ ფოტოებსი ქართველი ფოტოგრაფის სერგი ბარისაშვილის ფოტო მოხვდა,
ძალიან გამიხარდა იავიცი,სისტემატიურად ვადევნებ თვალყურს ფოტოებს ამ საიტზე ზე-ფოტოები აქვთ ხოლმე
და საუკეთესოებში მოხვედრა უდავოდ წარმატებაა :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]გამოფენა „ფოტოხელოვნება“
4 დეკემბერი 2010 – 24 იანვარი, 2011 [/b]

ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა „ფოტოხელოვნება“, რომელსაც წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის გამოფენას კურატორობას უწევს ვულფ ჰერცოგენრატი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რვა გერმანელი ხელოვანის ფოტოგრაფიული ნამუშევარი, რომელთა შემოქმედებაშიც ფოტოგრაფიას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც მხატვრობას, გრაფიკას და პერფორმანსს.
დიტერ აპელტი, ანა და ბერნჰარდ ბლუმები, თომას ლორშუეცი, იურგენ კლაუკე, ასტრიდ კლეინი, ზიგმარ პოლკე, კლაუს რინკე, კატარინა ზივერდინგი – ეს რვა სახელი გერმანიის თანამედროვე ხელოვნებას სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს.

გამოფენაზე წარმოდგენილი რვა კომპლექსური ნამუშევრიდან თითოეული ერთი მთავარი ნამუშევრის მცირე რეტროსპექტივას ქმნის. ნაჩვენებია მოტივების თანმიმდევრობა და კომბინაციები, ქიმიური ექსპერიმენტული პროცესები, შეცვლილი ფორმატირება, სამოყვარულო, სარეპორტაჟო და სარეკლამო ფოტოგრაფიის ნიმუშები. ასეთი რეტროსპექტივა ქმნის ახალ, მხოლოდ ფოტოგრაფიისთვის შექმნილ სასურათე კომპოიზიციებს, რომლებიც მასობრივი მედია საშუალებების კონცეპტუალურ სიმძაფრეს ეჭვის ქვეშ აყენებს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ფოტო კონკურსი - ყველაზე ორიგინალური სიყვარულის ახსნა[/b]

კონკურსის წესები:

* გადაიღეთ ორიგინალური სიყვარულის ახსნის ამსახველი ფოტო .
* გამოაგზავნეთ მისამართზე contest@beeline.ge; საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 თებერვლი,18:00–მდე.
* თქვენს მიერ გამოგზავნილი საკონკურსო ფოტო აიტვირთება ”ბილაინის” Facebook-ის გვერდზე;
* ”ბილაინის” გვერდზე ატვირთვის შემდეგ და Tag ეთ თქვენი თავი.
* კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს.სხვა შემთხვევაში კონკურს გამოეთიშება.
* არაეთიკური საკონკურსო ნაშრომები ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა "ბილაინის" თანამშრომლებისა.
* საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთება მიღებიდან ერთი სამუშო დღის განმავლობაში.
* გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 13 თებერვალს, 18:00 საათამდე.
* კონკურსში გამარჯვებულს ბილაინის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. ასევე ის , ვინც 2011 წლის 13 თებერვალს, 18:00 საათამდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს დასახელდება, როგორც ხალხის რჩეული .

* კონკურსში გამარჯვებული, თავის რჩეულთან ერთად ვალენტინის დღეს სასტუმრო ლოპოტაზე გაატარებს.
* ხალხის რჩეულს კი გადაეცემა 24 საათიანი უფასო სასუბრო დრო თავის რჩეულ ნომერთან

ბილაინი იტოვებს კონკურსში მონაწილე ნაშრომების გამოყენების უფლებას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი აცხადებს ფოტო კონკურსს წყლის/კლიმატური ცვლილებების თემაზე

დედლაინი:
1 მარტი, 2011 - 20:04[/b]

ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) აცხადებს ფოტო კონკურსს [url="http://clickaboutit.net/"]CL!CK ABOUT IT[/url] წყლის/კლიმატური ცვლილებების თემაზე. გამარჯვებული მიიღებს პრიზს - საანგარიშო მოგზაურობას პორტუგალიაში, 2011 წლის აპრილში.

-10 გამარჯვებული შეირჩევა ევრო კავშირის წევრი ქვეყნებიდან, ხორვატიიდან, მაკედონიიდან, თურქეთიდან, ისლანდიიდან, ალბანეთიდან, ბოსნიიდან და ჰერცოგოვინადან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და კოსოვოდან (ევროკომიისიის სპონსორობით).

-2 დამატებითი გამარჯვებული შეირჩევა სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან (EJC -ის სპონსორობით).

დაწესებულია კიდევ ერთი პრიზი ყველა ეროვნების წარმომადგენლისთვის, კერძოდ „ამაზონის" 500 ევროიანი სასაჩუქრე ბარათი ან 500 ევრო ნაღდი ფულით (გამარჯვებულის სურვილისამებრ) როგორც მოყვარული ისე პროფესიონალი ფოტოგრაფისთვის.

კონკურსანტებს შეუძლიათ გახდნენ მხოლოდ ერთი პრიზის მფლობელი, ანუ 500-ევროაინი პრიზის მფლობელი ვერ მოიგებს საგზურს პორტუგალიაში.

კონკურსანტებს შეუძლიათ ატვირთონ მაქსიმუმ რვა ფოტო, ერთი ცდით, ანუ, შეუძლებელია ატვირთული ფოტოების წაშლა, შეცვლა ან დამატება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს. საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის წესების გასაცნობად იხილეთ http://clickaboutit.net/.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[color="#FF0000"] [b] საქართველო ბანკი აცხადებს ფოტო კონკურსს[/b]


* გადაუღეთ ფოტო თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველებს (ფრინველებს, თევზებს და ა.შ.);
* გამოაგზავნეთ Email–ით მისამართზე love@bog.ge;
* დაელოდეთ ფოტოს ატვირთვას გალერეაში "საქართველოს ბანკის" Facebook-ის გვერდზე;
* და–Tag-ეთ თქვენს ფოტოზე საკუთარი თავი.

წესები:

* გრაფიკული ნამუშევრები და ფოტო–მონტაჟი არ მიიღება;
* საკონკურსო ფოტოსურათი უნდა იყოს გამოგზავნილი email-ზე love@bog.ge
* Subject-ში მიუთითეთ "ფოტო კონკურსი"
* Email-ში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე ფოტო არ მიიღება)–

სახელი;

გვარი;

ტელეფონის ნომერი;

* მას შემდეგ რაც ფოტო აიტვირთება ფოტო კონკურსის გალერეაში, ფოტოზე და–Tag-ეთ საკუთარი თავი;
* ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. რამდენიმე საკონკურსო ნაშრომის ავტორი კონკურსიდან მოიხსნება;
* კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ მხოლოდ ამ Note-ის კომენტარებში;
* ჩატი და არა თემატური კომენტარები გაუფრთხილებლად წაიშლება როგორც Wall-იდან, ისე ამ Note-ის კომენტარებიდან;
* არათემატური, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ნამუშევრები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს;
* ფოტოები მიიღება email-ზე 2011 წლის 4 თებერვლის 18:00–მდე;
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გათამაშების თარიღისთვის ყველა საქართველოს ფარგლებში მყოფ 13 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანს, გარდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომლებისა.

პირობები:

ფოტო კონკურსზე – Pets Love.bog.ge, გათამაშდება Canon-ის ფოტოაპარატი.



გამარჯვებულს გამოავლენს ბანკის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ყურადღებით გაეცნობა ყველა საკონკურსო ფოტოს და აირჩევს საუკეთესო ვარიანტს მათი შეხედულებისამებრ.



საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთება ეტაპობრივად.

არა სამუშაო საათებში გამოგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება მომდევნო სამუშაო დღეს, დასვენების დღეებში გამოგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება მომდევნო სამუშაო დღეს.


ფოტო კონკურსში ასევე გამოვლინდება ხალხის ფავორიტი ფოტო, რომლის ავტორსაც გადაეცემა ასევე ფოტოაპარატი. ხალხის ფავორიტი გახდება ის ფოტო, რომელიც 7 თებერვლის 18:00–მდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს.


Like-ების ხელოვნურად და სპამერობის (იხილეთ Facebook-ის ოფიციალური წესები: http://www.facebook.com/terms.php) გზით მომატებაში შემჩნეული კონკურსანტები ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გამოეთიშებიან კონკურსს.

გამარჯვებული გამოვლინდება 2011 წლის 7 თებერვალს, 18:00 საათამდე.



[b]სს "საქართველოს ბანკი" იტოვებს მომხმარებლების საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოიყენების უფლებას.[/b][/color]

[b]პ.ს. იაქტიურეთ ბავშვებოოო [/b] :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][url="http://www.facebook.com/note.php?note_id=146513525405380"]ფოტო კონკურსი - ყველაზე ორიგინალური სიყვარულის ახსნა[/url]
[/b]


კონკურსის წესები:

* გადაიღეთ ორიგინალური სიყვარულის ახსნის ამსახველი ფოტო .
* გამოაგზავნეთ მისამართზე contest@beeline.ge; საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 თებერვლი,18:00–მდე.
* თქვენს მიერ გამოგზავნილი საკონკურსო ფოტო აიტვირთება ”ბილაინის” Facebook-ის გვერდზე;
* ”ბილაინის” გვერდზე ატვირთვის შემდეგ და Tag ეთ თქვენი თავი.
* კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს.სხვა შემთხვევაში კონკურს გამოეთიშება.
* არაეთიკური საკონკურსო ნაშრომები ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
* კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა "ბილაინის" თანამშრომლებისა.
* საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთება მიღებიდან ერთი სამუშო დღის განმავლობაში.
* გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 13 თებერვალს, 18:00 საათამდე.
* კონკურსში გამარჯვებულს ბილაინის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. ასევე ის , ვინც 2011 წლის 13 თებერვალს, 18:00 საათამდე ყველაზე მეტ Like-ს დააგროვებს დასახელდება, როგორც ხალხის რჩეული .

* კონკურსში გამარჯვებული, თავის რჩეულთან ერთად ვალენტინის დღეს სასტუმრო ლოპოტაზე გაატარებს.
* ხალხის რჩეულს კი გადაეცემა 24 საათიანი უფასო სასუბრო დრო თავის რჩეულ ნომერთან

ბილაინი იტოვებს კონკურსში მონაწილე ნაშრომების გამოყენების უფლებას.



[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/w/b0ok9.jpg[/img][/url]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0