Sign in to follow this  
Followers 0

ფოტო სიახლეები

66 posts in this topic

იყოს ეს თEმა ადრე გავხსენი მახსოვს და ვერ ვნახე ხოდა ნაწილი II : ))

დავდოთ ინფოები გამოფენების, კონკურსების და სხვა საინტერესო სიახლეების შეასახებ რომლებიც ფოტოგრაფიას ეხება : )

გამოფენა "56 წამი"

ა.წ. 10 ნოემბერს 17 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში (კუს ტბის გზა) გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის ფოტოხელოვნების ფაკულტეტის 1-2 კურსის სტუდენტების ფოტონამუშევრების გამოფენა.

დასწრება თავისუფალია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც უნდა გამოვსულიყავი ამ ფოტოგამოფენაში მარა უარი ვთქვი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

buda

ჰუჰ

რატომ? : ))

0

Share this post


Link to post
Share on other sites
buda

ჰუჰ

რატომ? : ))

მერე აგიხსნი :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites

buda

მერე რატო : (

მეც მაინტერესებს : (

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

შEნც მერე აგიხსნის : ))

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კონკურსი - ''დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი''

ფონდი ''პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის'' მუშაობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და საზოგადოების ჩართვაზე პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას და პროექტს, მათ შორის პროექტს: ''საქართველოში უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია'', რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდი (FIA Foundation), კომპანია BP), რომლის ფარგლებში ცხადდება ფოტოკონკურსი 8 იანვრიდან 10 თებერვლამდე, სახელწოდებით: ''დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი!''. კონკურსის მიზანია, რომ უფრო პოპულარული გახდეს უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კულტურა საქართველოში და მასში ჩაერთონ ახალგაზრდა მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო ფორმით აჩვენებენ ამ საკითხს. კონკურსანტები თავისუფალნი არიან გადაწყვეტილებაში ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში ან რა ფორმით შეასრულებენ ნამუშევარს. ფოტოს მთავარი გზავნილი: უსაფრთხოების ღვედი იცავს ადამიანს და მისი გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომაც, დაიზღვიე ბედი და შეიკარი ღვედი! საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ექსპოზიცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში დამთვარიელებლების წინაშე, ხოლო მათ შორის შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთათვისაც დაწესდება სპეციალური პრიზები. ასევე, საუკეთსო ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა პლაკატებად, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდება ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში.

კატეგორიულად იკრძალება ინტერნეტში მოძიებული მასალების (ფოტოები, პოსტერები და ა.შ.) გამოყენება კონკურსის ფარგლებში. კონკურსი გულისხმობს ახალ იდეას, რომელიც იქნება საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის. გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

საპრიზო ადგილები:

I ადგილი - Notebook;

II ადგილი - Ipod touch;

III ადგილი - Ipod nano;

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები (jpg. ფაილი 150 kb.) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@safedrive.ge იხილეთ ჩვენი საიტის მისამართი: www.safedrive.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

7426fa3ebf52.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაეროს ბავშვთა ფონდის მოთხოვნილებები ადგილობრივი ფოტოგრაფების შერჩევასთან დაკავშირებით – 2010 წ.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა ცდილობს გააშუქოს იუნისეფის პროგრამები და პრიორიტეტები, მათ შორის საგანგებო ვითარების დროს ჩატარებული სამუშაოები და განასკუთრებული ღონისძიებები. ამ მიზნით, გვსურს შევარჩიოთ ორი-სამი პროფესიონალი ფოტოგრაფი/ფოტოჟურნალისტი, რომელიც ითანამშრომლებს იუნისეფთან და საჭიროების შემთხვევაში, ეწვევა იუნისეფის პროექტებს და სხვადასხვა ღონისძიებების ამსახველ ციფრულ ფოტოებს გადაიღებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს. ტელ: 23 23 88 / 25 11 30, შიდა ნომერი 264.

დაწვრილებირ იხილეთ: http://photographers.ge/article_72.htm

0

Share this post


Link to post
Share on other sites

22 მარტს 17 საათზე

სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში

გაიმართება ფოტოგრაფ ნუგზარ ნოზაძის პერსონალური გამოფენა - "ფოტოეტიუდი".

მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის 22.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Photolife Studio (www.photolife.ge) აცხადებს მსმენელთა მიღებას სასწავლო კურსებზე ფოტოგრაფიაში. სწავლების მიზანია სტუდიური და გარე ფოტოგადაღებების თეორიული ასპექტების შესწავლა და პრაქტიკული განხორციელება.

მასტერკლასები გაიმართება უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ფოტოსტუდიაში, სწავლება ორთვიანია და შედგება თვეში 4 სესიისგან, ყოველ კვირა დღეს. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 5 საათია. მასტერკლასი დაიწყება 13 საათზე და გაგრძელდება 18 საათამდე. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით. მასტერკლასებს გაუძღვება პედაგოგი კახა ფხაკაძე.

სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 500 ლარი. შესაძლებელია გადახდა ორ ეტაპად ყოველი თვის (250 ლარი) წინასწარი გადახდით.

კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com ა.წ. 17 აპრილამდე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

სწავლა დაიწყება ა.წ. 18 აპრილს.

სტუდიის მისამართია: ჭიათურის ქ. #17 (ხილიანზე, სუპერმარკეტ "იბისის" უკან).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: 364605, 891 143185

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ა.წ. 8 აპრილს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტში" ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - ,,დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი" გაიმართება.

გამოფენის ორგანიზატორია ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.. ფოტოგამოფენა პროექტის ,,უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში ფარგლებში ხორციელდება.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ფოტოები. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკოსების, შოუ ბიზნესის და რიგითი ადამიანების ფოტოები. ისინი ყველა ერთხმად უერთდებიან აზრს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ღვედების გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, რადგან იგი საუკეთესო დამცავი საშულებაა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ამიტომაც საზოგადოებას, მოუწოდებენ უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისკენ.

პროექტი ,,ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის. მიმდინარეობს საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით და მასში მონაწილეობენ: ფონდი ,,პარტნიოროგა საგზაო უსაფრთხოებისთვის., აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კომპანია BP, აშშ-ს საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ჟურნალი ,,AUTO BILD., საქართველოს ნაციონალური საავტომობილო ფედერაცია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიხეილ როსტომაშვილის ფოტოგამოფენა

მიმდინარე წლის 14 აპრილს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (გრიბოედოვის 22) გაიმართება ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის ფოტოგამოფენა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2000 წელს გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავს ოთხი საუკუნის წინ იძულებით გადასახლებულ ქართველთა ყოფა-ცხოვრებას ფერეიდანში. გამოფენა გასტანს 16 აპრილის ჩათვლით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფოტოკონკურსი

“მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”

თბილისის მერიის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ფოტოკონკურსს: “მე მიყვარს თბილისი – მრავალეროვანი, განახლებული ქალაქი”.

კონკურსის მიზანია, წარმოაჩინოს განახლებული დედაქალაქი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფოტოგრაფსა და ფოტომოყვარულს.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ არაუმეტეს 5 ფოტოსი A4 ფორმატზე ნაბეჭდი სახით და ასევე ამ ფოტოების ელექტრონული ვერსია CD დისკზე. დასაშვებია როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი ფოტოები.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარდგენილ იქნას ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში (ჩახრუხაძის ქ.#17, კონკასთან). ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, 12-დან 16 საათამდე შაბათის, კვირის და ორშაბათის გარდა.

კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იქნება საკონკურსო ნამუშევრები როგორც ნაბეჭდი, ისე CD დისკზე, მითითებულ უნდა იქნეს კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 მაისი.

საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს წინასწარ შერჩეული კომპეტენტური ჟიური.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – 500 ლარი

II ადგილი _ 300 ლარი

III ადგილი – 200 ლარი

სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულნიც.

დაჯილდოების ცერემონიალის ზუსტი თარიღი და ადგილი გამოცხადდება დამატებით.

კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას ტელეფონებზე: 99 06 99 ან 893 14 81 25

საკონკურსო ნამუშევრები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.



0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია გიწვევთ ფოტოგამოფენაზე "წეროვნის ფოტოდღიურები".

გამოფენა გაიმართება 2010 წლის 29 აპრილს, 18 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში.

მისამართი: თბილისი, ელიას მთა.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი ”წეროვნის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით. ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი: კახა ფხაკაძე, ზურაბ თვაური, ლიკა ლეჟავა, დიმიტრი ვალიშვილი, მარიტა მერკვილაძე, ნინი მელაძე, ინა ნერსესიანი, ქრისტინა ფირუმოვა, პაატა სივსივაძე, ანუკა ტეტელოშვილი, ირინა ანდრეევა, ნინო მღებრიშვილი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი (www.tserovanilife.ge), სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფოტო კონკურსი "ახალი ძველი ბათუმი"

კონკურსის პირობები

ფოტო კონკურს “ახალი ძველი ბათუმი”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები ვებ გვერდზე www.photobatumi.ge

ფოტოების ატვირთვის მომენტიდან 22 მაისის ჩათვლით კონკურსის გალერეაში აკრძალულია კომენტირება ავტორის მხრიდან, ამავდროულად საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და დარჩება ანონიმური დაჯილდოვების დღემდე, 26 მაისამდე. ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ.

26 მაისს კონკურსში მონაწილე 50 საუკეთესო ფოტო გამოიფინება ქალაქის ერთ ერთ ძველ უბანში, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული და მოხდება მისი დაჯილდოვება.

ფოტო კონკურსი “ახალი ძველი ბათუმი” ტარდება აჭარის ტელევიზიის ეგიდით და ქალაქ ბათუმის მერიის უშუალო დაფინანსებით. შესაბამისად, ავტორის ვინაობის მითითებით ქალაქ ბათუმის მერიას არაკომერციული მიზნით, კონკურსში მონაწილე ყველა ფოტოს თავის სარეკლამო ბუკლეტებში, ფლაერებსა და ვებ გვერდის გალერეაში გამოყენების უფლება აქვს.

ფოტო კონკურს “ახალი ძველი ბათუმი”-ს პრიზები:

პირველი ადგილი – პროფესიონალური ციფრული ფოტო კამერა CANON EOS 5D

მეორე ადგილი – 1000 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

ინტერნეტ გამარჯვებული – 300 ლარი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბერლინის ნაციონალ–სოციალისტური და სტალინისტური არქიტექტურა გოეთეს ინსტიტუტში.

გამოფენაზე წარმოდგენილია ირინა აბჟანდაძისა და გელა მეგრელიძის ფოტოები

60 შავ–თეთრი და ფერადი ფოტოები ასახავენ ორი ტირანის – ჰიტლერისა და სტალინის არქიტექტურის დაპირისპირებასა და თანაარსებობას ერთ ქალაქში.

გამოფენის გახსნა: 5 მაისი, 18 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 5 – 25 მაისი

მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს, 22 ივლისს, კაფე დისკავერიში (ჭავჭავაძის 40) გეპატიჟებით [i]"ფოტომანი 2010"[/i]-ის დახურვის ცერემონიაზე.

დაჯილდოვდებიან კონკურსის გამარჯვებულები, გაიჭრება დიდი ტორტი და დაილევა ბევრი შამპანური :P
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გლობალური კონკურსი: გადაიღე შენი ცხოვრების ერთი დღე


<<<<<<<<<< ამ კონკურსის შესახებ რა იცით ?

იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]PUSKU[/b]
"life in a day"-ზე ამბობ ხო?
ეგ როგორც ვიცი კინემატოგრაფიული კონკურსია და არა ფოტო.


მოკლედ რახდება,
24 ივლისს, 24საათის განმავლობაში უნდა გადაიღო რამე ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან,
მერე რასაც გადაიღებ უნდა ატვირთო “Life in a Day” არხზე 31 ივლისამდე.
მერე შEკრავენ ფილმად ამ ყველაფერს და პრემიერა შEდგება 2011 წელს სანდენსის კინოფესტივალზე.

უფრო დეატლები აქეთ >>>>> [url="http://googleblog.blogspot.com/2010/07/life-in-day.html"][i]Life in a Day [/i][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]გამოფენა [i]"ომის აპოთეოზი"[/i][/b]
ისტორიის მუზეუმში[/center]

[center]

დღეს,
23 ივლისს, 17:00 საათზე,
თბილისის ისტორიის მუზეუმში
გაიხსნება რუსი ფოტოკორესპონდენტის ვიქტორია ივლევას გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფოტო,
რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს ეძღვნება.
ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

ფოტოები უკვე გამოფენილი იყო მოსკოვში,რუსეთის სხვა რვა ქალაქსა და კიევში[/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center] [b]ფოტო კონკურსი[/b]
[/center]


[size="2"][b]"[/b]The SEVEN Fund“ აცხადებს ფოტო-კონკურსს სახელწოდებით _ „I Am an Entrepreneur“. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 12 პრიზი, რომელიც გადანაწილდება 12 თვეზე. ყოველი თვის გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს _ 100 დოლარს, ხოლო მთავარ ჯილდო 1000 დოლარი გადაეცემა ფინალისტს, რომელიც თვეების გამარჯვებულებს შორის შეირჩევა. [/size]

[b][size="2"]განაცხადები უნდა გაიგზავნოს ყოველი თვის 15 რიცხვამდე.[/size][/b]

[b][size="2"]დამატებითი ინფრომაცია: [/size][/b]

[url="http://www.sevenfund.org/entrepreneur-image/"][b][size="2"]http://www.sevenfund...epreneur-image/[/size][/b][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
იყოს აქაც:

[b] საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კურსს ფოტოდოკუმენტალისტიკასა და ფოტოჟურნალისტიკაში[/b]
21 აგვისტო, 2010 - 18:27
დედლაინი:
18 სექტემბერი, 2010 - 18:27

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს მიღებას სერტიფიცირებულ - პრაქტიკულ კურსზე ფოტოდოკუმენტალისტიკასა და ფოტოჟურნალისტიკაში. სწავლა დაიწყება 20 სექტემბრიდან.

კურსი დაეხმარება, როგორც დამწყებ, ასევე პრაქტიკოს ფოტოგრაფებს პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

კურსს გაუძღვება ლელი ბლაგონრავოვა, პრაქტიკოსი ფოტოგრაფი ჩვიდმეტწლიანი გამოცდილებით და ფოტოსააგენტო photojournalism.ge -ს დამფუძნებელი. ბლაგონრავოვა წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში, როგორც ფოტოგრაფი, გაშუქებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის ცხელ წერტილები. თანამშრომლობდა უცხოურ ფოტოსააგენტოებთან - EPA, ITAR-TASS, NEWSWEEK Poland, Russia. დღეს ლელი ბლაგონრავოვა აქტიურად მოღვაწეობს როგორც ფოტოჟურნალისტიკაში ასევე პუბლიცისტიკაში, მუშაობს წიგნზე, კითხულობს ლექციებს GIPA -ს სამაგისტრო და სერტიფიცირებულ პროგრამებზე, ასრულებს საიმიჯო პროექტებს და სხვა კორპორატიულ დაკვეთებს.

კურსის მსვლელობაში ჩაერთვებიან გამოცდილი ფოტოგრაფები გიორგი ცაგარელი, - http://tsagareli.ge/, ზურა ქურციკიძე - European Press Agency, (http://www.epa.eu/), დავით მძინარიშვილი, Reuters, - http://pictures.reuters.com/

შახვარდ აივაზოვი, Associated Press. - http://www.apimages.com/

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 18 სექტემბერი. სწავლა დაიწყება 20 სექტემბერს და გაგრძელდება 17 დეკემბრამდე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. სწავლება - ქართულ ენაზე.

კურსი დასრულდება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენით.

სრული პროგრამის ღირებულებაა 1200 ლარი. მსურველებს შეუძლიათ გაიარონ სრული კურსი ან სასურველი მოდული (იხილეთ ქვევით). მოდულებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მოდულის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

კურსი შედგება 6 მოდულისგან:

* ფოტოგრაფირების საფუძვლები - მიმოხილვა (24 საათი) -20 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე; ღირებულება - 250 ლარი.
* ფოტოჟურნალისტიკის ელემენტები ( 24 საათი) - 8 -დან 22 ოქტომბერამდე; ღირებულება - 280 ლარი.
* ციფრული ლაბორატორია (24 საათი) - 25 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე; ღირებულება - 260 ლარი.
* ფოტო რედაქტირება (12 საათი) - 12 -დან 19 ნოემბრამდე; ღირებულება - 180 ლარი.
* მულტიმედია ფოტოგრაფებისთვის (9 საათი) - 22 -დან 26 ნოემბრამდე; ღირებულება - 140 ლარი.
* დოკუმენტური ფოტოგრაფია (18 საათი) - 29 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე; ღირებულება - 280 ლარი.
* ფოტო-საგამოფენო ექსპოზიციის ორგანიზება (9 საათი) - 13 -დან 17 დეკებრამდე; მოდულის ღირებულებაა - 140 ლარი.

(სრული კურსის გავლის შემთხვევაში სტუდენტი იხდის შეღავათიან ფასს.)

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა და სამოტივაციო წერილი. მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების მიხედვით.

განაცხადის ფორმების გაცემა და საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მიმართეთ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ფოტოჟურნალისტიკის კურსის კოორდინატორს, ნათია მეტრეველს, 899 911 577; 822 93-14-66, 822 93-43-46; nmetreveli@gipa.ge ან პროექტის ხელმძღვანელს ლელი ბლაგონრავოვას 895 58 24 42; 895 58 24 42 ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; leli@photojournalism.ge ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
განაცხადის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

მოდულების დეტალური აღწერა:

* ფოტოგრაფირების საფუძვლები (24 საათი)

მოდული განიხილავს ფოტოგრაფირების საფუძვლებს დამწყები ფოტოგრაფებისთვის: ფოტოაპარატის აგებულება, (მექანიკური, ციფრული აპარატები), ექსპოზიცია, კადრის კომპოზიცია.

* ფოტოჟურნალისტიკის ელემენტები (24 საათი)

მოდული განკუთვნილია მსმენელთათვის, რომლებიც დაინტერესებულენი არიან საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის სპეციფიკით. ლექციის მსვლელობისას სტუდენტები შეისწავლიან ფოტოგრაფიის საშუალებით ამბის, ისტორიის გადმოცემის ტექნიკას. ასევე გრძელვადიანი ფოტოპროექტების დაგეგმვასა და მართვას. მოდული განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის.

* ციფრული ლაბორატორია (24 საათი)

მოდული განკუთვნილია ციფრული ლაბორატორიის ცოდნის მსურველთათვის და განიხილავს ფოტოების დამუშავების და ბეჭდვის ტექნიკებს.

* ფოტორედაქტირება (12 საათი)

მოდული გათვლილია არა მხოლოდ ფოტოგრაფებისთვის, არამედ ბეჭდურ და ელექრტონულ მედიაში მომუშავე პირებისთვის. ლექციის მსვლელობისას, სტუდენტს ექნება საშუალება შეისწავლოს ვიზუალური მასალის კონცეპტუალური შერჩევა, შემგომში მათი მოძიების და გამოყენების ტექნიკა.

* მულტიმედია ფოტოგრაფებისთვის ( 9 საათი)

მოდულის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ფოტო ბლოგებისა და პროფესიონალური ონლაინ კომუნიკაციების მართვის ტექნიკას, სლაიდ შოუების მომზადებას და მათ განთავსებას.

* დოკუმენტური ფოტოგრაფია (24 საათი)

მოდული განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია დოკუმენტური ფოტოგრაფით. ლექციის მსვლელობისას მონაწილეები შეხვდებიან ფოტო დოკუმენტალისტიკაში მოღვაწე თანამედროვე ფოტოგრაფებს, რომლებიც სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ მათთან ერთად დაგეგმონ სამომავლო პროექტები.

* ფოტოსაგამოფენო ექსპოზიციის ორგანიზება (9 საათი)

მოდული განკუთვნილია ყველა მსურველისთვის, ვისაც სურვილი აქვს პრაქტიკულად და თეორიულად შეისწავლოს ფოტოსაგამოფენო ექსპოზიციის აწყობის სპეციფიკა, გაეცნოს თბილისში არსებულ გალერეებს და მათ მახასიათებლებს, ასევე ფოტოპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საგამოფენო სივრცის შერჩევის ტექნიკას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახალგაზრდები საქართველოდან და სომხეთიდან, გერმანული ორგანიზაციის Theodor-Heuss-Kolleg (Robert Bosch Stiftung) www.theodor-heuss-kolleg.de - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისEPF www.epfound.ge ერთობლივი პროექტისდი მონაწილე ! ახალგაზრდა მოქალაქემონაწილეობის გააქტიურობა სოციალურ ცხოვრებაში „და MitOst-ის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „[i][b]ფოტოგრაფია ცვლილებებისთვის[/b][/i]“

პროექტის ორგანიზატორების მიერ შერჩეული 50 საუკეთესო ფოტო (25 თითოეული ქვეყნიდან) მიიღებს მონაწილეობას გამოფენაში, რომელიც პირველად ჩატარდება სასომხეთში (ქ.ერევანი, ქ.მარტუნი, ქ.გიუმრი) და შემდეგ საქართველოში (ქ.თბილისი), ამასთანავე გამოფენის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

[i]როგორი ფოტოები უნდაგამოგზავნოთ?[/i]
გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ ჩვენი რეალობის უარყოფითდა დადებით მხარეებს. თემის არჩევანში შეზღუდვები არ არის. უპირატესობა მიენიჭება იმ ფოტოებს, რომლებიც ასახავენ საქართველოშიარსებულ პრობლემურ სიტუაციებს ან მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებსჩვენ მივიღებთ ყველა იმ ფოტოს, რომლებიც თქვენი აზრით შეძლებს დადებითი ცვლილებების მოხდენას და საზოგადობას

თუ გსურს პროექტში მონაწილების მიღებამაშინ გამოგვიგზავნე შენი ფოტოები მოცემულელექტრონულმისამართზე: [i]photoforchange@yahoo.com [/i] 10 სექტემბრამდე

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
პროექტის კოორდინატორი ანა ძაგანია
ტელ:[i](+995 79) 49 59 59 [/i]
[url="http://bin.ge/file/10502/Photo-announcment-GEO.pdf.html"]ფლაერი[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0