90_იანი წლები

307 posts in this topic

ninikela

მე იცი რომელი მომოწნდა?სახელი არ მახსოვს,ძაან სასაცილო რო იყო

მერე მაგია მიქელანჯელო :D

titanic2ffof8.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ისა კიდე

ხარაგაული რკინიგის დენზე გადფაიყვანეს, ხოდა შუქის პრობლემა არ გვქონია 97 წლიდან

ხოდა მერე ახალი სატელევიოზო ანძა გააკეთეს, რომელსაც ყველა ვერ იჭერდა

ხოდა ჩემს სახლში კინოთრეატრი იყო სერიალი რომ იწყებოდა

:D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
newssuggest_bm387jwn.jpg

მე მიქელანჯელო მომწონდააააა :D

ამის ათივე სეზონი დავდე ამასწინად სერვერზე :( შეეწირა ვინჩესტერს :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერე მაგია მიქელანჯელო

ე.ი. მეც მიქელანჯელოს ვყვარობდი :D

აუ ტიტანიკი პირველად გავიდა მეორე არხზე,საათი ზუსტად არ მახსოვს ალბათ 11ზე :D

ყველა მაგას ელოდებოდა და ერთადერთი ფილმია რომელზეც ვიტირეე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ მე ის კევი მომწონდა აი ის :Dარ მახსოვს რა ერქვა:Dმოყვებოდა დიდი ფორმატი სადაც კონტურებით იყო გამოსახული კაცუნები და კევს რო იყიდდი რომელი ნაკლეიკაც ამოგივიდოდა იმას მოარგებდი :Dძაან ბევრი მქონდა ეგ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ დაიზაროთ და ბოლომდე გადაიკითხეთ!

ცოტა ხნით 90-იანებში გადავარდეთ... : )

თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…

ბოლო რამოდენიმე თვეა მთელი რუნეტი ნოსტალგიურმა პოსტებმა მოიცვა. ყველა იხსენებს საბჭოთა კავშირს, ძველ დროს, ყრიან ძველი რუსეთისა და მოსკოვის ფოტოებს, საბჭოთა პროპაგანდისტულ პოსტერებს, მაშინდელი გამოშვების ყოველდღიური ნივთების სურათებს… ერთი სიტყვით, იხსენებენ ყველაფერს, რაც მათ ბავშვობასთან ასოცირდება. თავისთავად, საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა

შესაბამისად, რადგანაც ჩვენი და მათი ყოველდღიურობა რამოდენიმე წლის წინ ჯერკიდევ ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ზოგიერთმა ფოტომ და მოგონებამ მეც გამახსენა ძველი, ”კარგი” დრო ის პერიოდი, როდესაც ცხოვრების აზრზე მოვდიოდი და შემეძლო ყოველი უსარგებლო და უინტერესო ნივთისგან მთელი სამყარო შემექმნა, შემდეგ კი მასზე უამრავი მოგონება მიმეწეპებინა, მომავალში, ასეთ მომენტებში გასახსენებლად.

საერთოდ, ძალიან ბევრი სპეციფიური მოვლენა და ყველასათვის ნაცნობი სიტუაციაა გასახსენებელი. თუმცა, 90-იანი წლების კრიმინალური ნაწილზე ჩუმად ვარ - უბრალოდ არ გვაძლევენ მისი დავიწყების საშუალებას თანამედროვე კინოსა და თეატრის რეჟისორები თუ ყვითელი პრესის დონის მწერლები ”კაი ბიჭებზე” ყველა წერს. ხოლო ის ყოველდღიური ურბანული ყოფა, რაც ოთხმოცდაათიანებს ახასიათებდა, რატომღაც ბევრმა დაივიწყა. არადა, საკმაოდ კომიკური, კოლორიტული და, რაც მთავარია, უმრავლესობისთვის ”მშობლიური” პერიოდი იყო. ერთად-ერთი ”შუა ქალაქმა” მოახერხა თავის ეპიზოდში გასული წლების გაშარჟება, და საკმაოდ წარმატებულადაც

ხოდა, რას ვყვებოდი - რუნეტში ნანახმა ფოტოებმა მეც ბევრი რამ გამახსენა, ბევრმა მაშინდელმა ნეგატივმა კი დღეს უნებლიედ ღიმილი მომგვარა საბედნიეროდ მე არ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ნათლად ახსოვს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, მხედრიონისა და გლობალური განუკითხაობის პერიოდი… თუმცა იყო ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი დეტალი, რომელიც ჩემი თაობისთვის ”ჩვენი ბავშვობის პერიოდს” ქმნიდა. ამ პოსტში კი მინდა შევეცადო და გავიხსენო მსგავსი სისულელეები…

მაშ ასე, ჩემი თაობა ხართ, თუ შემდეგი აბზაცებიდან რომელიმე მაინცაა თქვენთვის ნაცნობი

ქინდერი გახსოვთ? ქინდერ სიურპრიზი. ყვითელი კვერცხის გულით და გარშემო ორფენოვანი შოკოლადით. ერთი სული მქონდა ხოლმე სანამ კვერცხს გავხსნიდი, იმის მოლოდინში - რა ამოვიდოდა. და როგორ მწყდებოდა გული, ”უძრავი” სათამაშო თუ შემხვდებოდა!უძრავი, ანუ ისეთი, რომელსაც აწყობა არ ჭირდებოდა და არც ნახატებიანი ინსტრუქცია მოყვებოდა… მახსოვს, ლურჯი ბეჰემოტების სერია იყო ასეთი, უბრალოდ ჩამოსხმული, შტერი ბეჰემოტები… x( სულ სხვა იყო, კვერცხს რომ გახსნიდი და ბევრი პატარა დეტალი გადმოცვივდებოდა ინსტრუქციის წაკითხვა არასოდეს მიყვარდა, მეთვითონ ვცდილობდი ყველა დეტალის დაკავშირებას, ისე, რომ წინასწარ არც ვიცოდი რა უნდა გამოსულიყო…

რამდენი მქონდა ქინდერის სათამაშოები! სავსე უზარმაზარი პარკი! მერე გავაჩუქე ალბათ… აღარსად შემხვედრია…

მხოლოდ ესენიღა დამრჩა:

ქინდერი

ჟუვაჩკები! თავიდან საშინელი დეფიციტი იყო და ყოველი კევი მრავალჯერადი გამოყენების გახლდათ სანამ ბოლომდე გამოუსადეგარი არ გახდებოდა, როგორ უნდა გადაგეგდო? :D თუმცა მერე უკვე დიდი რაოდენობით შემოზიდეს კევები გამყიდველმა ბებიებმა და ბუტკებმა (ვიცი, რომ ქართულად ”ჯიხურია” სწორი, უბრალოდ ”ბუტკას” მაინც თავისი მუღამი აქვს

ფერადი ჟუვაჩკები ცალკე მოვლენა იყო :) ნაკლეიკები - კიდევ ცალკე. და მისაწეპებელი ნაკლეიკები ხომ - საერთოდ ცალკე! დღემდე მახსოვს ჩემი ძველი მაცივარი, რამოდენიმე თვე რომ ვავსებდი კარებს მთლიანად სხვადასხვა ნაკლეიკით რამოდენიმე ფენად იყო დაკრული ბეტმენის და სკრუჩ-მაკ-დაკის პერსონაჟები :D კიდევ ალადინი იყო ხოდში, და რაღაც მანქანებიანი კევი, სახელი აღარ მახსოვს…

თუმცა ცუდი ის იყო, რომ გემოთი ყველაზე მეტად რომლებიც მომწონდა - ტურბო და ლოვ-იზი - მათი ნაკლეიკები დასაწეპებლით არ გამოდიოდა

აი ტატუ უკვე შემდეგი ეტაპი იყო. მახსოვს, პირველ ტატუიან კევს Party ერქვა

love is…

ბუტკები ვახსენე და, ესეც ერთგვარი ფენომენი იყო გვერდიგვერდ ჩამწკრივებული, ჟანგიანი და შუშებჩალეწილი ჯიხურები, სადაც აუცილებლად იყიდებოდა ჟუვაჩკები, სემიჩკა, სიგარეტი, რვეულები და კიდევ ათასი სისულელე. თავიდან ყველა ბუტკის ფანჯარას ვერ ვწვდებოდი, ამიტომ განსაკუთრებით ის ბუტკები მიყვარდა, რომლებსაც ქვეშ რკინის კანტი ჰქონდათ - ფეხი რომ დამედო და უფრო კარგად დამეთვალიერებინა საქონელი

ამ ბუტკებში გასაყიდ სისულელეებთან ერთად, ატარის ბარათები გახსოვთ? ცალკე რომ უნდა გეყიდა კევი, ცალკე - ბარათი და შემდეგ ამ ბარათის უკან კევში ამოსული ნაკლეიკა უნდა დაგეკრო : D სულ 38 ცალი იყო, მაგრამ ის ერთადერთი და სანუკვარი 38-ე ნომერი არავის ამოსდიოდა რამდენი ლეგენდა დადიოდა, გლდანში მცხოვრებ ერთ ბიჭზე, რომელსაც ამოუვიდა 38-ე ნაკლეიკა, შეავსო კოლექცია და საჩუქრად კომპიუტერი გამოუგზავნეს ჩინეთიდან =))))

აი ჩემი ატარის კოლექციაც რათქმაუნდა 38-ეს გარეშე

atari

ტელევიზორში გახსოვთ რა ხდებოდა? მხოლოდ 2 არხი :D რუსეთისა და საქართველოს პირველი არხები ამას მოულოდნელად დამატებული მეორე არხი ხომ საერთოდ სენსაცია იყო 7 საათზე დაწყებული მაუწყებლობა, საშინლად მოსაწყენი საინფორმაციო გამოშვება და შემდეგ - მულტფილმი! რომელსაც რენდომულად წყვეტდნენ ხოლმე, ხანდახან შუა ფრაზაშიც კი

პასეანსი საერთოდ სენსაცია იყო - ქართული წარმოების იუმორისტული გადაცემა! მანამდე თუ მის მერე, აღარ მახსოვს, მაგრამ ბუდარიაც არანაკლები სენსაცია გახლდათ, ქართული რეალითის საწყისები

პირველი არხი არასოდეს მიყვარდა, რაღაც სიბნელესთან და გლოვასთან ასოცირდებოდა რატომღაც… აი ОРТ კი ფავორიტი იყო! ”პოლე ჩუდესი” ყოველ პარასკევს კიდევ, ”ზოვ ჯუნგლეი”, ”ზვიოზდნი ჩას”… კიდევ, რაღაცეების გაკეთებას რომ გვასწავლიდნენ დილაობით, ”ოჩინ უმელიე რუჩკი”, რუბრიკა იყო გადაცემა ”პაკა ვსე დომა”-სი კიდევ ”სამ სებე რეჟისორ” მიყვარდა - я всегда с собой беру виииидеокамеру….

ОРТ

და კიდევ, სტუდია ВИД-ის ქუდის დღემდე მეშინია

ВИД

თუმცა სად იყო ტელევიზორის ფუფუნება - შუქი ხომ რჩეულთა ხვედი გახლდათ მაგრამ გახსოვთ ის ბედნიერება, რაც შუქის მოსვლას მოქონდა? ღამით ეზოში ყოფნისას უცებ რომ განათდებოდა გარშემო კორპუსები და იმ მომენტში შენზე ბედნიერი ადამიანი რომ არ დადიოდა დედამიწაზე! =)

კაბელის გასკდომები, ფიდელის დაზიანებები, უკბილო და გაცვეთილი ხუმრობები ფიდელასტებზე ყოველ გახსენებაზე მთავრობის გინება და ორმაგად ბედნიერი ახალი წელი - შუქი მთელი დღე იქნებაო

”ლევი” შუქი? და ნახევარი სამეზობლო ერთ ოთახში, ტელევიზორს მიჩერებული ”ველური სიყვარულის” 541-ე სერიის კულმინაციის მოლოდინში

ლამფები გახსოვთ? და ნავთის სუნი კერასნიკა და შემდეგ უფრო ჰაი-ტექი - გაზის დასატენი ბალონები

სანთლით თამაში არ გიყვარდათ? (ცუდი არაფერი იფიქროთ : D) დამდნარი ცვილისგან სისულელეების ძერწვა, ყველანაირი პატარა ნივთის ჩაგდება გახურებულ სანთელში…

ათასობით ხელი ჯოკრის თამაში სიბნელეში? რვეულები, სავსე ოთხსვეტიანი ფურცლებით, სადაც ერთ-ერთი სვეტი აუცილებლად ”მე” იყო სანთლის ნაღვენთებიანი რვეულები, ყდაზე - გადაბრუნებული ყავის ჭიქის დატოვებული ანაბეჭდით : )

და განუყრელი ნივთები:

ლამფა

რადიო? არასოდეს ყოფილა ჩემ ცხოვრებაში რადიო ისეთივე აქტუალური, როგორც მაშინ : სხვა რა უნდა მეკეთებინა, თუ გარეთ ცუდი ამინდი იყო? და ისედაც, ელექტრონული მედიის ერთადერთი საშუალება ხომ მაშინ რადიო იყო, რომელსაც შუქი არ ჭირდებოდა. რადიო მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ჩემ ორკასეტიან მაგნიტოფონს უკან ელემენტების განყოფილება ვუპოვე და მაღაზიიდან 6 ცალი AA-ზომის ბატარეიკით ხელდამშვენებული შემოვიჭერი სახლში

ასე დაიწყო ჩემი პაპსავიკობა რადიოში საყვარელი სიმღერის ლოდინი, მაშინ ჯერკიდევ იშვიათი დიჯები და რამოდენიმე კასეტა, ზედ ხელით დაწერილი ლეიბლით - ”რადიოს სიმღერები” სადაც რადიოდან ვიწერდი ხოლმე ჰიტებს (რათქმაუნდა, ყველა მათგანს რამოდენიმე წამი აკლდა თავიდან სანამ REC-ზე დავაჭერდი თითს ) თუმცა ჩაწერა ზედმეტად ბევრ ელემენტს ხარჯავდა, ამიტომ მხოლოდ საუკეთესოებს ვიწერდი, სამაგიეროდ გადახვევაზე ვაკეთებდი ეკონომიას და მეტი რა საქმე მქონდა? - ვიჯექი და ვატრიალებდი ფანქარგაყრილ კასეტას

კასეტები გახსოვთ? ჯერკიდევ ის კასეტები, გაუმჭვირვალე რომ იყო და ლენტი მხოლოდ პატარა ფანჯარაში რომ ჩანდა :D SONY, TDK, BASF, AGFA….

რათქმაუნდა რადიოს უკავშირდება 105-ის ეპოქაც :) რომელიც ჩემთვის პირდაპირ ასოცირდება 90-იანებთან, შევარდნაძესთან და რატომღაც - სასიამოვნო მოგონებებთან

რადიო 105 - განსხვავებული, ახლებური და ახალგაზრდული იუმორის წყარო, მუდამ გონებამახვილური არტები, ხუმრობები და ფრაზები, რომლებსაც გაცინების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - გულის მოფხანის ფუნქციაც ჰქონდათ. რამდენი ლეგენდარული არტი შეუქმნიათ, რამდენი პერსონაჟი, რამდენი ფრთიანი ფრაზა, რომელთაგან ბევრი დღემდეა ქალაქური სლენგის განყუყოფელი ნაწილი.

ყრზო და ზვიო, დიჯეი ედუარდი, დიჯეი დათო და ქალაქელი სვეტები, ბოზი ანჟელა და პალეონტოლოგი სტუდენტი ნოდარი, ნათელა დეიდა, მიშა მშვილდაძის საინფორმაციო გამოშვება, რეკლამების ანთოლოგია, ყველაზე ცუდი ამბები, დედის როკის კასეტები, რაა? - რეკლამა, ზაზა და გუბაზი, სიდედრის ცოკოლი და კიდევ ბევრი აბსურდი

კიდევ კოკა-კოლას პირველი გათამაშება მახსოვს, ფეხბურთის რომელიღაც ჩემპიონატს დაამთხვიეს… მემგონი საგზურები თამაშდებოდა თავსახურების ქვეშ ასოები ამოდიოდა და სიტყვა უნდა შეგედგინა, მემგონი ”უეფა”?.. თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინვე ააფორიაქა მთელი თბილისი, პირველი გათამაშება იყო ასეთი მასშტაბის

აი ასო ”ე” და ლეგენდარული ბურთიანი თავსახური

კოკა-კოლა

დენდი! (იგივე NES) ჩემი პირადი ტექნოლოგიური რევოლუცია საათობით ნათამაშები ერთი და იგივე თამაშები და ეკრანდამჯდარი ტელევიზორი :) მარიო ვის არ ახსოვს, ტანკები, ტეტრისი, პრინც ოვ პერსია, მაუგლი, ჩიპ-ენ-დეილი და კიდევ 99999999 თამაში ერთ კარტრიჯზე!

რამხელა ბედნიერება იყო, ამ 9 მილიონი თამაშიდან რომელიღაცა - მარიოს უკვდავი ვერსია რომ აღმოვაჩინე ანუ ვერსია, სადაც სიცოცხლეები კი გაკლდებოდა, მაგრამ უამრავი ”ქონთინიუ” გქონდა

თამაშისას თქვენც აყოლებდით ჯოისტიკს ნებისმიერ მოძრაობას? ახტომისას ინსტიქტიურად ზევით რომ წევდით თავის პრისტავკიანა რამდენი ჯოისტიკი დამიმტვრევია სიკვდილით გაბრაზებულს იატაკზე დახეთქებით!…

დენდის შემდეგ კი - სეგა-მეგა-დრაივი მეზობელმა დამასწრო ყიდვა და მახსოვს ღამეები არ მეძინა, სანამ მეც არ დავიდგი სახლში

დენდი

ლაზერები გახსოვთ? ჩინური წარმოების, პატარა, ყვითელი, სხვადასხვა თავებით. უშუქობის პერიოდში განსაკუთრებით იყო აქტუალური რამდენი ლეგენდა აღარ დადიოდა - კანზე არ მიანათოთ, კიბოს აჩენსო

ტამაგოჩი? მსოფლიოს ყველაზე უსარგებლო გამოგონების ტიტულით დაჯილდოვებული სათამაშო, რომელიც ერთი პერიოდი მსოფლიო ჰიტი იყო! მე დინოზავრი მყავდა, დინო ერქვა :X მახსოვს როგორ სერიოზულად განვიცადე მისი გარდაცვალება არა, ჩემი მზრუნველობა ნამდვილად არ აკლდა, საჭმელსაც დროზე ვაძლევდი და ტუალეტშიც პირველი მოთხოვნისთანავე გამყავდა, უბრალოდ, ასაკმა უწია საცოდავს… თუ გამყინვარებამ?.. ზუსტად აღარ მახსოვს

ლაზერი და ტამაგოჩი

ისევ ტელევიზორი - რუსთავი2 ნამდვილი სასწაული იყო

სწორედ ამ არხმა მაზიარა მე პირველად სიმფსონებს, საიდუმლო მასალებს, საინფორმაციო გამოშვებას ორი წამყვანით , ზოგადად, ამერიკულ სერიალს, ბევრ მულტფილმს (შუა წინადადებაში გახლეჩის გარეშე, მეორე არხივით : D). ასევე შეაფერხა ჩემი გონებრივი განვითარება ზოლიანი ბანანებით, გრენდაიზერით და ბრაზილიური სერიალით ბავშვებისთვის ”ცისფერი ხე” :D

რათქმაუნდა ვის არ არ ახსოვს ღამის კურიერი, დებატები ყოველ ღამით პირდაპირ ეთერში. პირველი ინტერაქციაც - პეიჯინგ-1-ით გაგზავნილი მესიჯები ღამის კურიერის მორბენალ სტრიქონში.

ყველაფერ სიკეთესთან ერთად რუსთავი2-მა ერთადერთი ცარიელი სლოტი ამოავსო პრაიმტაიმში, როდესაც სერიალი არცერთ არხზე არ გადიოდა და შემეძლო პულტი ჩემ ხელში ყოფილიყო - თუმცა არ გამახარეს - ახლა 8-დან 9 საათამდესაც უფროსებს ქონდათ ტელევიზორი

არალიცენზირებული ფილმების პერიოდი… ”მთავარ” არხებსაც რომ ფეხებზე ეკიდათ ლიცენზია და ბაზრობაზე ნაყიდი VHS-ებით რომ უშვებდნენ ფილმებს, იმ საშინელი კაცის გახმოვანებულს, ყველა რომ ვიცნობთ მოგუდულ ხმაზე ბრუს-ლი, სტალონე, ჯეკი ჩანი კიდევ ნიკოს ბოევიკები, ვანდამი და პიანი მასტერი

ხანდახან ერთი ფილმის ამოკვიატება რომ იცოდნენ ქართულმა არხებმა მახსოვს ”ზაზუნას დღე” სამჯერ ვნახე ერთი კვირის მანძილზე ახალი წლის დღეებში ხომ საერთოდ - რეკორდის დამყარება შეგეძლო ”მარტო სახლში”-ს ნახვის რაოდენობებში ძირითადად კავკასიას უყვარდა ხოლმე ერთიდაიგივე კასეტის ტრიალი

ევრიკა გახსოვთ? და გადაცემა სალონი რაღაც გაუგებარი კონცერტების ჩანაწერები და ქორწილებზე დამკვრელების მიერ შესრულებული კომპოზიციები, ხელის ვიდეოკამერით, სიძის პატარა ძმიშვილის მიერ გადაღებული

კუპონები? ყველა ჩვენთაგანი რომ მილიონერი იყო ყველაზე უშნო, უხარისხო და გამოუსადეგარი ფული კაცობრიობის ისტორიაში : ) ესეც ჩემი კუპონები - ერთ დროს ძვირფასი რელიქვია იქნება

coupon.jpg

სკოლა? ყველაზე საშინელი და სასიამოვნო რუტინა ერთი და იგივე უაზრო გაკვეთილები ყოველ დღე და ხუთოსნობა მეხუთე კლასამდე (მეტი ვერ გავქაჩე ). შატალოები ზოოპარკში, თოვლის დროს - მიმდებარე შემაღლებულ ადგილზე. მეორე დღეს - დირექტორის ლექციის მოსმენა და საკუთარი თავის დაიმედება - ყველას ხომ არ გაგვაგდებენ…

პასტები, რომელსაც ხანდახან თვეზე მეტ ხანს იყენებდი (დღეს - წარმოუდგენელია) დაღეჭილი თავები, სიცივეში გაყინულის ხელებით სრესა და წვერზე დაორთქლება : ) სად იყო მაშინ ამხელა ასორტიმენტი, როგორიც დღესაა

რვეულის გადასაკრავზე ფრჩხილის გასმა და ზოლებად ამოხევა წვრილ-წვრილი ხაზების დაფაზე ცარცის საშინელი ხმა, შპარგალკის დამალვის და გადაწერის 125 ათასი მეთოდი…

მუშტების პირველი უაზრო რტყმევა და დაზეპირებული პასუხი კითხვაზე - ”კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი”?

(პასუხი აუცილებლად ”ტორტი” იყო, იმიტომ რომ ისედაც კაი ბიჭი იყავი და კიდევ აღარ გჭირდებოდა კაი ბიჭობა =)))

მერხზე არასოდეს გიმესიჯიათ? ინტერნეტ-ფორუმის პირველყოფილი წინამორბედი გვქონდა შექმნილი - მერხზე დატოვებდი წერილს; მეორე დღეს - პასუხი გხვდებოდა უცნობი თანასკოლელისგან, რომელიც სხვა გაკვეთილზე შენს მერხზე ჯდებოდა მერე იმას უტოვებდი პასუხს და ასე მანამ, სანამ დამლაგებელი მერხს არ გახეხავდა

მეგობრობის დღიურები ყველა გოგოს რომ ქონდა! სულ ყველას! და ყველას ერთი და იგივე, უინტერესო და ბანალური შეკითხვებით და ყველა სათითაოდ რომ თხოულობდა შევსებას კითხვებს მაინც ერთმანეთისგან იწერდნენ და პასუხებიც გადაეწერათ ნეტა…

რას აგროვებდით ბავშვობაში? მე - რათქმაუნდა ყველაზე ორიგინალურ სისულელეს სიგარეტის თავსახურებს ოღონდ - სხვადასხვა სიგარეტისას. უცნაური აკვიატება მქონდა, ძვირფასი თვლებივით დავსდევდი იშვიათი ბრენდების ცარიელ ყუთებს და თავსახურებს ვახევდი. ამ თამაშ-თამაშში 500-მდე სხვადასხვა ბრენდის თავსახური ავაგროვე, მათ შორის ისეთი ანტიკური ეგზემპლარებიც კი ერია, როგორიც კოსმოსი და განთიადი იყო გუშინ ვიპოვე სხვათაშორის, 500-დან 100-მდეღა დარჩენილა:

სიგარეტები

ჯე-ი-რა-ნი! ამ ფენომენს მოესწარით? ”Камень, ножницы, бумага”-ს ლოკალიზებული ვარიანტი : D რომელშიც გამარჯვებულს პირველს ჰქონდა ატარის (და შემდეგ უკვე ფეხბურთელების) კარტებზე ხელისგულის დარტყმის უფლება. ერთ დარტყმით რაც შეიძლება მეტი კარტი რომ უნდა ამოგეტრიალებინა; რასაც ამოაბრუნებდი - შენი იყო რაც მე ხელის გულები მიხეთქია ჭუჭყიან ტროტუარებზე…

ეზო გახსოვთ? თქვენი ეზო. მიკროსამყარო თავისი თაობებით, მაცხოვრებლებით, წესებით და ისტორიებით. ”ვზროსლებისთვის” სიგარეტის ყიდვა და მათგან ნასწავლი კაი ბიჭობის tips and tricks : D და იმედები, რომ მომავალში ბირჟას ჩვენ გადმოგვაბარებდნენ - მომავალ თაობას

მზის სათვალეზე თქვენც გაგისვამთ ხვლიკის კუდი? იმის იმედით, რომ ხალხი შიშველი გამოჩნდებოდა ბაყაყისთვის თუ გადაგიყლაპებიათ კარბიტი? საშინელი სანახაობა იყო

ეზოში ძაღლები გყავდათ? ლეკვები? დღემდე მახსოვს ჯეკას მშობიარობა მხოლოდ მშობიარობის მერე რომ მივხვდით, რომ ჯეკა თურმე გოგო ყოფილა, ჩვენ კი ამდენი წლები ბიჭის სახელით მივმართავდით

კიდევ პირველი პორნო-კარტი მახსოვს, ძმაკაცს ბიძამ რომ ჩამოუტანა მოსკოვიდან მთელი ეზო 3 დღით წინასწარ რომ ემზადებოდა ამ კარტის დასათვალიერებლად და მე რომ ექსკლუზიურად ვნახე პირველმა =)) და ისიც მახსოვს, ჩუმად რომ ყვავის 7-იანი მოვტეხე - ყველაზე დიდ ძუძუებიანი ქალი რომელზეც ეხატა

პირველი პორნოც მახსოვს =)) ნუ, ჩემთვის პორნო - მეოთხე კლასელმა დეიდაშვილის ძველი ანატომიის წიგნი რომ ვნახე და შესაბამისი თავები გადავათვალიერე ისიც მახსოვს, როგორ ველოდებოდით ბავშვები მერვე კლასში იმ გაკვეთილის დადგომას, როცა ჩვენს ასაკოვან ანატომიის მასწავლებელს გამრავლება და სასქესო ორგანოები უნდა აეხსნა თუმცა დადგა ნანატრი გაკვეთილი და მასწავლებელი წარბშეუხრელად გადაახტა სანუკვარ თავს წიგნში კითხვა კი ვერავინ გავბედეთ - მასწ, ”იმ ადგილებზე” რო წერია იმას რატომ გადავახტითო?

სურათებს თქვენც ამჟღავნებდით? ჯერ ფირის ამოღება, მერე - გამჟღავნება, პლიონკის შუქში თვალიერება და სასურველი კადრების ამოკრეფა, კოდაკის ყვითელი ფურცლის შევსება აგურისხელა ფოტოაპარატები, ლენტი რომ ხელით უნდა გეხვია კადრიდან კადრზე

პოლაროიდი? ტექნიკის სასწაული! ერთი პერიოდი ჩემი ჰობი პოლაროიდის ახალგამოფურთხებული ფოტოს დაკვირვება იყო როგორ ჩნდებოდა ნელნელა ნაცრისფერ ფონზე გამოსახულება

ეჰ… ბევრი რამე გამახსენდა, ყველაფერს ვერ დავწერ - კლავიატურაც მეცოდება და ჩემი საიტის სერვერიც თუ ამ ყველაფრიდან რომელიმემ თქვენი ღიმილიც გამოიწვია, ესეიგი ჩემი მისია შესრულებულია

რათქმაუნდა ბევრი რამის დამატება შეიძლება, ღამის 5 საათზე კი მე მეტი არაფერი მახსენდება. ამიტომ, კომენტარები ამისთვისაა!

http://rocko.ge/blog/post/90-%E1%83%98%E1%...83%98/#more-158

0

Share this post


Link to post
Share on other sites

diletanti

საღოლ ძმა :) ბევრი რამე გამახსენდა :P კაი დრო იყო :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თქვენ ჩემი თაობა ხართ, თუ…

ვაიმე ვარ :D

იმ ატარის ბარათების გარდა მახსოვს ყველაფერი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ALF

ninikela

ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე ვნახე ეგ, ბოლოში მაქვს ლინკი მითითებული

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტამაგოჩი :D :D

7ee8e45ebb0a.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უი გამახსენდა ეგ ატარი რაც ყოფილა ეხლა სურათი რომ ვნახე :D

რაღაც მულტფილმიც იყო და იმის გმირები იყვნენ გამოსახული :D

ერთი მახსოვს სონია ერქვა იმ ქალს კიოდა და კვდებოდა ხალხი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კიდევ კოკა-კოლას პირველი გათამაშება მახსოვს, ფეხბურთის რომელიღაც ჩემპიონატს დაამთხვიეს… მემგონი საგზურები თამაშდებოდა თავსახურების ქვეშ ასოები ამოდიოდა და სიტყვა უნდა შეგედგინა, მემგონი ”უეფა”?.. თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინვე ააფორიაქა მთელი თბილისი, პირველი გათამაშება იყო ასეთი მასშტაბის

აი ასო ”ე” და ლეგენდარული ბურთიანი თავსახური

აუუ ეს აღარც მახსოვდა :D :D :D

სიცივეში გაყინულის ხელებით სრესა და წვერზე დაორთქლება : ) სად იყო მაშინ ამხელა ასორტიმენტი, როგორიც დღესაა

+1 :D

ლაზერები გახსოვთ? ჩინური წარმოების, პატარა, ყვითელი, სხვადასხვა თავებით. უშუქობის პერიოდში განსაკუთრებით იყო აქტუალური რამდენი ლეგენდა აღარ დადიოდა - კანზე არ მიანათოთ, კიბოს აჩენსო

:D :D :D ეხლა მკვდარი უნდ ა ვყოფილიყავი...

ქინდერი

:user:

გახსოვთ ის ბედნიერება, რაც შუქის მოსვლას მოქონდა?

რა ბედნიერი ბავშვობა მქონდა :D :D

მომნატრებია ის წლები, მაინც...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტამაგოჩი

აუუუუ,ეს რა გამახსენე ტოოო :D

მახსოვს 5 ლარი ღირდა და მაშინ სად მქონდა მაგფდენი ფული :D

მთელი ტვე ვაფროვებდი ხოლმე რომ მეტყიდა :D

ერთი უცხოპლანეტელი მყტავდა კააი ხანი გავაქაჩინე :D

გაკვეთილებიდანაც კი გავუგდივარ მაგის გამო რააა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Satevari

სად ხტები? ჩავარდები!.. :D

ქალები რომ დიდი ლიპეებით და აჩეჩილი პრიჩოებით დადიოდნენ ეგ მახსოვს ცუდად :D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

meocnebe

აუუ ეს აღარც მახსოვდა

მე მახსოვს :D 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს იყო ეგ გათამაშება და ე რომ დეფიციტური იყო :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
meocnebe

მე მახსოვს :D 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს იყო ეგ გათამაშება და ე რომ დეფიციტური იყო :D

:i: ხო და მერე მიდიოდა ჩალიჩი გადაცვლაზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:D :D რა დამპალი ძაღლი იყო ეს :D

4b925ef6247a.gif

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს რა ტანჯვა თამაშI იყოოოო

a2e9e9a91df9.png

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შენ 15 წლის გახდი დღეს

და თითქოს დიდი ხარ

:D :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ ამ დენდზე მე და ჩემი ძმა როგორ ვჩხუბობდიტ :Dაუ თოფი დღეს ჩემიაა :Dმერე შემოვიდა sony & playstation :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩავრთოთ?

0e262b71b85edc5583c3d3f.jpg

რომელი ვითამაშოთ აბა? :D

fc87592ee13c.jpg

კაი რობოკოპი იყოს :D

70ce3363454c.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ ეგ მარიო მათამაშა ეხა :D:Dკუნინძებიც :Dაუ მიყვარდა:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting