Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს ფეხბურთის ასაკობრივი ნაკრებები

256 posts in this topic

ვაა, კვირასაა ეს თამაშიც biggrin.gif ორივეს მოგება გვინდააა

თან ორივე საღამო 6 საათზე იწყებთ

აბა ჰე და აბა ჰო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

diletanti

თამაშიდან რომ მოვალ იმედია სასიამოვნო ანგარიში დამხვდება, ჩვენ კი იქაური სასიამოვნო ანგარიშით გაგახარებთ : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

4-2 მოიგეს ბიჭებმაა საღოოლ

გაგნიძე სხირტლაძე ჭანტურია ჭანტურია...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

:sms: :sm (5): :mus: :ms (8): :ms (2): :wub:

ძალიან მაგარია ელიტ რაუნდში გავედით, ბიწებმა დასახული მიზანი შეასრულეს და ჯგუფიდან გავიდნენ, მადლობა დევდარიანს ჯიგარია.

აუ ძალიან გამიხარდა. მაგარი ახალგაზრდები გვყავს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საღოლ, საღოლ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

21 წლამდელებს 14-18 ნოემბერს აქვთ ოფიციალური თამაშები, 14ში თბილისში ირანდიასთან 18ში შვეიცარიაში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ 2 საათზე უდა მოვუგთ ირლანდიაას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ მOვიGებტ 2-1, შვეიცარიასიც ტუ მოვიგეტ კაი იქნება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გამართულად წერე რა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ირლანდიელ თანატოლებთან ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის მატჩის წინა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემაჯამებელი ვარჯიში გამართეს. ოთარ გაბელიას განკარგულებაში, 16.00 საათზე დაწყებულ მოთელვაზე, 22 ფეხბურთელი იყო.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გუნდს ზუგდიდის “ბაიას” ნახევარმცველის, ნიკა ძალამიძის იმედი ამჯერად არ ექნება. მას, ცხინვალის “სპარტაკთან” დავით ყიფიანის სახელობის თასზე 3 ნოემბრის მატჩში მიღებულმა ტრავმამ შეახსენა თავი და იგი, 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა შინ გაუშვეს.

პრობლემატური იყო “ზესტაფონის” შუახაზელის, მურთაზ დაუშვილის თამაში. მას, შეკრების დაწყებიდან პირველ ორ დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა და გაბელიას კიდევ ერთი საფიქრალი მიემატა. მწვრთნელების საბედნიეროდ, დაუშვილმა ირლანდიელებთან თამაშამდე ბოლო ვარჯიში სრულფასოვნად ჩაატარა. გუნდთან ერთად იყო და სრული დატვირთვით ივარჯიშა თბილისის დინამოელმა ლევან კაკუბავამ, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებდა.

ერთ-ერთ წინა ვარჯიშზე კუნთის გაჭიმვის გამო, სრულად არ იტვირთებოდა “ვიტ ჯორჯიასა” და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე (მას, მიმდინარე სეზონში, უკვე 10 გოლი აქვს გატანილი) ვახტანგ კვარაცხელია. თუ ფორვარდს ტრავმამ თამაშის დღეს არ შეახსენა თავი, დიდი ალბათობაა, გაბელიამ ის და გიორგი ივანიშვილი ახალგაზრდა “ჯვაროსანთა” შეტევის ხაზში ერთად გაამწესოს.

ოთარ გაბელია, “სპორტულ ამბებთან” ვარჯიშისწინა კომენტარში, გერმანიის ბუნდესლიგის “ფრაიბურგში” მოთამაშე დავით თარგამაძის საკითხს შეეხო:

“აქ დიდი სურვილი ჰქონდათ ეს ბიჭი ნაკრებში გამომეძახებინა, მაგრამ როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, მასთან დაკავშირება პრობლემა გაგვიხდა. ითქვა ისიც, რომ მოწვევა კლუბში უნდა გაგვეგზავნა. ყველას ძალიან ვთხოვ - ნუ მასწავლიან როგორ უნდა მოვიქცე. კლუბთან ჯერ რა მესაქმება, როცა ფეხბურთელთან არ ვიყავი დალაპარაკებული. თურმე, ტელეფონის 5 ნომერი ჰქონია და როგორც იქნა, ერთ-ერთს უპასუხა. ჰოდა, რა გავარკვიეთ - მითხრა, ფეხი მტკიოდა და კარგა ხანს არ ვთამაშობდიო, ამის გამო, შემადგენლობაში ვერ ვხვდებიო. მერე, ისეთი კონტრაქტი ჰქონია, დუბლებში თამაშის უფლება არ აქვს. სათამაშო პრაქტიკა არ აქვს ბიჭს და რას მირჩევთ, ტურისტად ჩამოვიყვანო?”.

უკვე ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, ქართველი 21-წლამდელების თავკაცი, ირლანდიელებთან მატჩში მისი გაწვრთნილი გუნდის სავარაუდო სათამაშო სქემის შესახებ, მოკლე და კონკრეტული იყო - ტრადიციას არ ვუღალატებთ, ახლაც ერთი საყრდენი ნახევარმცველით ვითამაშებთ. ფეხბურთელების მხრივ რთულ მდგომარეობაში კი ვართ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას აუცილებლად ვეცდებით და გვინდა, რომ აუცილებლად კარგ შედეგს მივაღწიოთ.

ცნობილია, რომ ტრავმის გამო, ქართველ ახალგაზრდებს, ვერც ირლანდიასთან და ვერც 18 ნოემბერს შვეიცარიაში ვერ დაეხმარება “შალკეს” ნახევარმცველი ლევან ყენია. დისკვალიფიკაციის გამო, დღეს გასამართი პაექრობის გამოტოვება უწევთ ამირან სანაიასა (“ლე მანი”) და გიორგი ხიდეშელს (“ზესტაფონი”). ეს უკანასკნელი, გუშინდელ ვარჯიშში სრულად დაიტვირთა, ხოლო სანაია ნაკრებს შვეიცარიაში, კერძოდ კი, ლუგანოში შეუერთდება.

გაგაცნობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებმაც “მიხეილ მესხზე” გუშინ 70 წუთის განმავლობაში, გაბელიას სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობით ივარჯიშეს.

მეკარეები: როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), რევაზ თევდორაძე (“გაგრა”), გიორგი ბახტაძე (“დიორ ეტო”, უნგრეთი).

მცველები: ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი (ყველა “დინამო”), ლაშა თოთაძე (“გაგრა”), გიორგი ხატიაშვილი (”ლოკომოტივი”), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”), გიორგი ხიდეშელი (“ზესტაფონი”).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), თორნიკე ოქრიაშვილი (“გაგრა”), თემურ შონია (“სპარტაკი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”), ჯანო ანანიძე (მოსკოვის “სპარტაკი”, რუსეთი), ვაჟა ნემსაძე (“დინამო”), გიორგი ჯანელიძე (“ვიტ ჯორჯია”), ლევან კუტალია (“სლავია”, ბოსნია).

თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი (“ვოლენი”, შვეიცარია), გიორგი ჭედია (“ოლიმპი”), გიორგი გაბედავა (“გაგრა”), ვახტანგ კვარაცხელია (“ვიტ ჯორჯია”).

საქართველო-ირლანდიის დაპირისპირებას, რომელიც “მიხეილ მესხზე” დღეს, 14.00 საათზე დაიწყება, ნორვეგიელები განსჯიან. მთავარი მსაჯი ტომ ჰარალდ ჰაგენი იქნება. მას ფრანკ ანდასი და სვენ ერიკ მიდტიელი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად იესპენ ბერნსტენია გამწესებული.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს “პირველი არხი” გეგმავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველა მატჩი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში

#1. 05.09.2009. ტალინი, “ა ლე კოქ არენა”. 1250 მაყურებელი.

ესტონეთი - საქართველო 2:0 (1:0)

ესტონეთი: პედოკი, ვაისი, ჩეგოდაევი, იახიმოვიჩი, მოროზოვი, პური (68, სილასტე), მოშნიკოვი, კალასტე, ალიკუ (77, ანიერი), ფროლოვი, სააგი (88, ტაარი).

მწვრთნელი: ფრანკ ბერნჰარდტი.

საქართველო: თევდორაძე, კაკუბავა, კუტალია (69, ჭედია), ხიდეშელი, გუგავა (73, შონია), კლიმიაშვილი, ივანიშვილი, დაუშვილი, ჯანელიძე (88, ბენაშვილი), თოთაძე, თომაშვილი.

მწვრთნელი: ოთარ გაბელია.

გაფრთხილებები: იახიმოვიჩი (28), პური (52), კაკუბავა (73), ხიდეშელი (90).

გოლები: 1:0 მოშნიკოვი (42), 2:0 ანიერი (90).

მსაჯი: მაგნუს თორისონი, ოლაფურ ინგვარ გუდფინსონი, ასკელ ტორ გისლასონი, თოროდურ ჰიალტალინი (ისლანდია).

#2. 09.09.2009. ზესტაფონი, “ცენტრალური”. 3000 მაყურებელი.

საქართველო - თურქეთი 4:0 (2:0)

საქართველო: კვასხვაძე, ხიდეშელი, კაკუბავა, თომაშვილი, სანაია, ანანიძე (82, გუგავა), კლიმიაშვილი, შონია (71, ჯანელიძე), ყენია, ივანიშვილი, ვაწაძე (60, თოთაძე).

მწვრთნელი: ოთარ გაბელია.

თურქეთი: ბაბაჯანი, შაჰინი, ქარმილი, აზიზი (66, გურაი), დემირი, ქესიმალი, თორუნი (36, ტორე), კორკმაზი, პეკტემეკი, დენიზ ილმაზი, კოსე (69, გიოკოგლანი).

მწვრთნელი: ჰამი მანდირალი.

გოლები: 1:0 ივანიშვილი (2), 2:0 ხიდეშელი (35), 3:0 თოთაძე (81), 4:0 გუგავა (88).

გაფრთხილებები: ყენია (23), ქესიმალი (37), კორკმაზი (40), ილმაზი (43), ანანიძე (45).

გაძევება: სანაია (56).

მსაჯები: ანტონიო რუბინოს პერესი, რობერტო ალონსო ფერნანდესი, მარკოს ალვარეს მორენო, ხოსე ლუის პარადას მორენო (ყველა ესპანეთი).

#3. 09.10.2009, დუბლინი. “თელლაით სთედიუმი”. 2500 მაყურებელი.

ირლანდია - საქართველო 1:1 (1:0)

ირლანდია: რედმონდი, კოულმენი (86, ჰაუტონი), განინგი, მოლოუნი, მორისი, გლისონი, ჯაჯი, გერვენი, შერიდანი, მაკკარტი (90, კოლინზი), ტრეისი (80, ოში).

მწვრთნელი: დონალდ გივენსი.

საქართველო: კვასხვაძე, თომაშვილი (88, ჭედია), თოთაძე, დაუშვილი, კლიმიაშვილი, ივანიშვილი, ყენია, ვაწაძე (73, ჯანელიძე), გუგავა (62, კუტალია), ხიდეშელი, კაკუბავა.

მწვრთნელი: ოთარ გაბელია.

გაფრთხილებები: კოულმენი (8), გერვენი (24), ყენია (25), გლისონი (70), ხიდეშელი (72), კუტალია (88).

გოლები: 1:0 ჯაჯი (28), 1:1 ივანიშვილი (89).

მსაჯები: გეორგიოს დალუკასი, დიმიტრიოს ბოზაძიდისი, დიმიტრიოს სარაიდარისი, დიმიტრიოს კალოპულოსი (ყველა საბერძნეთი).

წყარო:

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=80

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველო 1-1 ირლანდია

მე ამ მატჩს დაახლოებით 25 - ე წუთის მერე ვუყურე და

1) მარცხენა ფრთა დაცვისა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

2) მაინცდამაინც არც მარჯვენა ბრწყინავს

3) საუკეთესო ფეხბურთელი - ანანიძე. ხშირად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი იმდენად კარგ გადაწვეტილებებს იღებდა შეტევის გაგრძელებისა, რომ დანარჩენებს უბრალოდ აზრად არ მოსდიოდათ მსგავსი რამ და ამიტომაც ვერ უგებდნენ.

4) მოედნის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა

5) გაბელიამ დროულად გააძლიერა შეტევა და ყოჩაღ!

6) ძალიან გვაკლდა ყენია!!!

7) მომეწონა ბრძოლის ჟინი და მონდომება

8) აშკარაა კლასის დეფფიციტი

9) ზოგიერთი ფეხბურთელი არაა მზად ამ დონეზე სათამაშოდ

10) ჩვენც გავიმართლა და ირლანდიასაც. შეიძლებოდა წაგვეგო და ცოტა უფრო რომ გაგვმართლებოდა ბოლო წუთებზე შეგვეძლო მოგებაც

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ცუდათ ნამდვილად არ უთამაშიათ, უბრალოდ თურქეთთან 4-0 ის შემდეგ ირლანდიასთან 2 თამაშიდან ერთი მინიმუმ უნდა მოგვეგო მაგრამ რაც მთავარია არ წავაგეთ.. რაც შეეხება მსაჯობას ყოველთვის ესე ხდება რომ მსაჯების უმეტესობა სულ ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებე,

ცოტა რომ გაგვმართლებოდა ამ თამაშს მოვიგებდით...

PS. სომხეთი 1-1 ესტონეთი ეს ისე ჩვენი ჯგუფის თამაში იყო და იმიტომ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
5) გაბელიამ დროულად გააძლიერა შეტევა და ყოჩაღ!

გაბედავა თავიდანვე რო დაეყენებინა უფრო კაი იქნებოდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვა მაინც კაია 1-1 როა..ისე ამ საკუთარ კარებში გატანებს არ უნდა შევეშათ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სომხეთმა დღეს ირლანდიას 4:1 მოუგო..

სადაც სომხეთმა მოუგო, ჩვენ რა პონტში ვერ მოვუგეთ :(

ხოდა ამის გამო ისევ მე-4 ადგილზე დავრჩით და ხვალ თუ მოვიგეთ და ესტონეთმა თურქეთთან თუ წააგო (რაც აშკარად არ გვაწყობს, ფრე გვინდა ამ თამაშში!) ქულებით გავუთანაბრდებით ესტონეთს მაგრამ ბურთების სხბაობით გავასწრებთ და მე-3-ზე აღმოვჩნდებით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ქულაც რო წამოვიღოთ შვეიცარიიდან კაი იქნება, მარა არამგონია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შვეიცარია ძალიან ძლიერი გუნდია და 3 ქულის აღება, თან სტუმრად ურთულესი იქნება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველ არხზე ან რომელიმე ქართულ ტელეარხზე იქნება პირდაპირი?? ან ჩანაწერი მაინც..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხვალ თუ მოვიგეთ და ესტონეთმა თურქეთთან თუ წააგო (რაც აშკარად არ გვაწყობს, ფრე გვინდა ამ თამაშში!) ქულებით გავუთანაბრდებით ესტონეთს მაგრამ ბურთების სხბაობით გავასწრებთ და მე-3-ზე აღმოვჩნდებით.

თურქეთი-ესტონეთი კი დამთავრდა 0-0, მარა ჩვენები მოიგებეენ? :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არავის გაქვთ, პირდაპირის ლინკი ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

43-ე წუთზე გაგვიტანეს :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წავაგეთ 0:1

მეორე მარდცხი ამ შესარჩევში

მე-4 ადგილზე ვართ 5 ქულით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არაუშავს

შვეიცარია ძლიერი გუნდია და 1-0 წაგებით ტრაგედიას ნუ შევქმნით

თან ჯანო და ყენია არ გვყავდნენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შანსი გვაქ მეორეზე რო გავიდეთ, თამაშით ნაკლები გვაქ და 5 ქულით გვისწრებს თურქეთI

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეგონა რომ ამ ორ შეხვედრაში 3 ქულას მაინც ავიებდით, მაგრამ იმედები ძალიან გამიცრუვდა. გაბელიას შეუძლია უფრო ძლიერი გუნდის გაკეთება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0