არტილერია

92 posts in this topic

[b][member="WALLTER"][/b]
ვიცი, გეპარდიც საზენოტოა, მაგრამ საიტებზე არტილერიაშია აღწერილი ისევე როგორც ტუნგუსკა.
საზენიტო არტილერიაში გადის, იგივე თუმდაც ZSU-23-4.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
K9 Thunder
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i171/1104/a6/38cde932f821.jpg[/IMG][/URL]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s013.radikal.ru/i325/1104/f5/bc55917d87cd.jpg[/IMG][/URL]
მახასიათებლები:
K9 Thunder-ი არის სამხრეთ კორეული 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა.
ტიპი - თვითმავალი არტილერია
დიზაინერი - Samsung Techwin
მწარმოებელი - Samsung Techwin
ღირებულება - 3.1 მლნ.დოლარი
იწარმოება - 1999 წლიდან
წონა - 47 ტონა
სიგრძე - 12მ
სიგანე - 3.4მ
სიმაღლე - 2.73მ
ეკიპაჟი - 5 კაცი
სწრაფსროლა - 6-8 წუთში (მაქს.)
სროლის მანძილი - 56კმ (მაქს)
შეიარაღება:
მთავარი - 155მმ-იანი ჰაუბიცა
მეორადი - 12.7მმ-იანი K6 HMG ტყვიამფრქვევი
ძრავა - MTU MT 881 Ka-500 8-ცილინდრიანი, წყლით გაგრილებადი, დიზელის. 1000 ცხ.ძ
ძალა/წონა - 21ცხ.ძ/ტონა
სვლის მარაგი - 480 კმ
სიჩქარე - 67კმ/სთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
M109A6 Paladin
155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i001.radikal.ru/1104/d5/12a6708b8d64.jpg[/IMG][/URL]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s45.radikal.ru/i110/1104/39/023500e444ad.jpg[/IMG][/URL]

M109A6 Paladin-ი არის გაუმჯობესებული ვარიანტი M109 თვითმავალი ჰაუბიცის, რომელიც შეიქმნა მეოცე საუკუნის ადრეულ სამოციან წლებში. M109A6 Paladin აშშ-ის არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1991 წელს. მისი წარმოება შეწყდა 1999 წელა და სულ 950 საარტლერიო სისტემა იქნა გამოშვებული. მისი ძირითადი საექსპორტო ოპერატორები არიან ისრაელი და ტაივანი. M109A6 Paladin-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში დარჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი ჩანაცვლება NLOS-C-ით, მომავლის საარტილერიო სისტემით.
M109A6 შეიარაღებულია M284 155 მმ-იანი/ L39 ჰაუბიცით, რომელსაც გააჩნია ნახევრად-ავტომატური დატენვის სისტემა. სროლის მაქსიმალური მანძილი მერყეობს 24-დან 30 კმ-მდე და დამოკიდებულია ჭურვის ნაირსახეობაზე. მისი მაქსიმალური სწრაფსროლა არის 4 გასროლა წუთში.
M109A6 Paladin-ს, მერადი შეიარაღებს სახით, გააჩნია 1x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი, თუმცა ზოგიერთ მანქანაზე მის ნაცვლად 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი არის დამონტაჟებული.
M109A6 Paladin-ზე ასევე დამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლის მართვის სისტემა ინტეგრირებული ნავიგაციით.
მისი ჯავშანი უზრუნველყოფს მის დაცვას მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღისაგან, ასევე საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიღების წელი - 1991
ეკიპაჟი - 5 კაცი
მასა - 28.8 ტონა

სიგრძე (ქვემეხით) - 9.67მ
სიგრძე (უქვემეხოდ) - 6.8მ
სიგანე - 3.14მ
სიმაღლე - 3.62მ
კალიბრი - 155მმ
მეორადი შეიარაღება - 1 x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი.
სროლის მაქს. მანძილი - 24-20კმ
მაქს. სწრაფსროლა - 4 გას./წთ
ჭურვების მარაგი - 39 ცალი
ლულის ვერტ. დიაპაზონი - -3 +75გრადუსი
ჰორიზონტალური - 360 გრად.
ძრავა - Detroit Diesel 8V71T დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 440ცხ.ძ
მაქს. სიჩქარე - 65კმ/სთ
სვლის მარაგი - 350 კმ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b][size="5"]2S3 Akatsiya[/size][/b][/center]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s42.radikal.ru/i097/1104/61/54addeb8939d.jpg[/IMG][/URL]

152 მმ-იანი თვითმავალ ჰაუბიცაზე, 2S3 Akatsiya-ზე მუშაობა საბჭოთა კავშირში 1967 წელს დაიწყო. ის იყო ამერიკულ თვითმავალი ჰაუბიცის M109-ს ერთგვარი საბჭოთა პასუხი. ჰაუბიცის პირველმა პროტოტიპებმა ქარხანა 1968 წელს დატოვა, ხოლო საბჭოთა არმიამ 2S3 Akatsiya შეიარაღებაში 1971 წელს მიიღო. არმიამ პირველი პარტია, რომელიც 70 მანქანისაგან შედგებოდა 1973 წელს მიიღო. 2S3 Akatsiya, ისევე როგორც სხვა მრავალი საბჭოთა ტექნიკა, უზარმაზარი რაოდენობით იქნა წარმოებული და მისი წარმოება მხოლოდ 1993 წელს შეწყდა.

2S3 Akatsiya შეიარაღებულია D-22 152 მმ-იანი L27 ჰაუბიცით, რომელიც წარმოადგენს D-20 ბუქსირებადი ჰაუბიცის მოდიფიცირებულ ვარიანტს. ჰაუბიცის მაქსიმალური სწრაფსროლა არ აღემატება 3-4 გასროლას წუთში. Akatsiya შეთავსებადია ნებისმიერ 152 მილიმეტრიან ამუნიციასთან, რომელიც შექმნილია D-22, ML-20 და D-1 ბუქსირებადი საარტილერიო სისტემებისთვის. საარტილერიო სისტემაში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ჭურვები, მათ შორის AP-tracer-ი, HE-FRAG-ი, HEAT-ი. ამათთან ერთად ჰაუბიცის შეიარაღებაში შედის მანათობელი და ბირთვული ჭურვებიც კი. ჰაუბიცის მაქსიმალური სროლის მანძილი არის დაახლოებით 17.4 კმ, ხოლო პირდაპირი ცეცხლის დროს, სროლის მაქსიმალური მანძილი 4 კილომეტრს აღწევს. 2S3 Akatsiya-ს უშუალოდ შეუძლია წაიღოს 40 ჭურვი, მათგან 36 არის HE-FRAG-ის ტიპის, ხოლო 4 HEAT-ის ტიპის ჭურვი.

ჰაუბიცაზე დამხმარე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია ერთი 7.62 მმ-იანი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი, რომელიც კოშკურაზე მდებარეობს.

2S3 Akatsiya-ს ეკიპაჟი 4 კაცისაგან, მეთაურისაგან, მსროლელისგან, დამტენისა და მძღოლისაგან შედგება.

თვითმავალი ჰაბიცის ჯავშანი უზრუნველყოფს Akatsiya-ს დაცვას მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისაგან და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან.

‘’აკაციას’’ ძალურ დანადგარს წარმოადგენს V-59-ის ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც უზრუნველყოფს 520 ცხ. ძალის გამომუშავებას.


[b]მახასიათებლები:
[/b]
შეიარაღებაში მიიღეს - 1971 წელს
ეკიპაჟი - 4 კაცი
მასა - 27.5 ტ
სიგრძე (ქვემეხი) - 77.65 მ
კორპუსის სიგრძე - 6.97 მ
სიგანე - 3.25 მ
სიმაღლე - 2.62 მ
ძირითადი შეიარაღება - 152-მმ
ლულის სიგრძე - 27 კალიბრი
ტყვიამფრქვევები - 1 x 7.62 მმ
ჭურვის წონა - 43.56 კგ
სოლის მაქსიმალური სიშორე - 17.4 კმ
სწრაფსროლა - 3 - 4 გასრ./წთ
ჭურვების რაოდენობა - 40 ჭურვი
ვაზნების რაოდენობა - 1 000 ვაზნა
ძრავა - V-59 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 520 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 60 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტრაქტორები :/


[URL=http://pix.ge/][IMG]http://b.pix.ge/l/d72xr.jpg[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესოა
http://armada.ge/?p=8374
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აი ესეც მაგარია,ისე დავიჯერო ჩინელებმა აჯობეს რუსულ სმრეჩს? http://armada.ge/?p=8224#more-8224
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='barbarosa' timestamp='1307516294' post='639486']
აი ესეც მაგარია,ისე დავიჯერო ჩინელებმა აჯობეს რუსულ სმრეჩს? http://armada.ge/?p=8224#more-8224
[/quote]
მაგის გამო მიიქცია ყურადღება.
სროლოს მანძილის გაზრდა არა მგონია პრობლემა იყოს, საკითხავია რამდენად ზუსტად ურტყავს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უახლესი რუსული საარტ დანადგარი კოალიცია მალე ალბათ შეიარაღებაშიც მიიღებენ


http://www.youtube.com/watch?v=cv7dfA9F0ys&feature=share
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]T-155 Firtina (თურქეთი)[/b]

http://armada.ge/?p=8963
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]Donar
155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა[/b][/center]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/o/hpqj0.jpg[/img][/url]

[b]155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა Donar-ი გერმანული Kraus-Maffei Wegmann-ისა და ამერიკული General Dynamics-ის ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენს. Donar-ი ფართო საზოგადოებამ პირველად 2008 წელს იხილა. საარტილერიო სისტემას სახელი გერმანული მითოლოგიიდან, ჭექა-ქუხილის წარმართული ღვთაების დონარის საპატივცემულოდ ეწოდა. „დონარის“ დაპროექტებისას განზრახული იყო, რომ ის ყოფილიყო გაცილებით უფრო სწრაფი, მსუბუქი, ძლიერი და უფრო ეფექტური საარტილერიო სისტემა, ვიდრე 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000. Donar-ი წარმოადგენს Artillery Gun Module (AGM)-ის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს. Donar-მა წარმატებით დაასრულა საგამოცდო პერიოდი და AGM-ისაგან განსხვავებით უახლესი საარტილერიო სისტემა საექსპორტოდ გატანაზეც არის გამიზნული.

Donar-ზე დაყენებულია მოძრავი კოშკურა, რომელიც 155 მმ-იანი L52 ტიპის ჰაუბიცითაა აღჭურვილი, რომელზედაც ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული, თუმცა შესაძლებელია ჰაუბიცის ხელით დატენვაც. საარტილერიო სისტემის ეკიპაჟი მხოლოდ ორი კაცისაგან შედგება. Donar-ი მნიშვნელოვნად მსუბუქია PzH 2000-ზე და ამასთანავე გაცილებით უფრო იაფი ჯდება მისი აგება. ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტი შემცირებულია და 30 ჭურვისაგან შედგება. სროლის მაქსიმალური მანძილი ჭურვის ტიპზეა დამოკიდებული. სტანდარტული ჭურვით სროლის მაქსიმალური მანძილი 30 კმ-ს, ხოლო რაკეტული ჭურვებით 40 კმ-ს აღწევს. თუმცა სამხრეთ აფრიკული VLAP-ის ტიპის ჭურვით 56 კმ-ის დაფარვაც არის შესაძლებელი. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური სისწრაფე 6 გასროლაა წუთში. სწაფსროლის გაზრდა შესაძლებელია წუთში 8 გასროლამდეც. Donar-იდან შესაძლებელია ოთხი ჭურვის გასროლა ის, რომ ისინი ერთდროულად მოხვდეს სამიზნეს. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემა.

Donar-ის პროტოტიპი თავდაცვით შეიარაღებას მოკლებულია, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში საწარმოო ვარიანტებზე მეორადი შეიარაღება დამონტაჟებული იქნება.

საარტილერიო სისტემის კაბინა დაჯავშნულია და მისი ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზეა გათვლილი. საჭიროების შემთხვევაში დაცვის გაზრდა შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დაყენებით. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

საარტილერიო სისტემის შასად გამოიყენება General Dynamics-ის წარმოებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის ASCOD 2-ის შასი. თვითმავალი ჰაუბიცის ძალურ დანადგარს გერმანული MTU-ს ტიპის 720 ცხ.ძალიანი დიზელის ძრავა წარმოადგენს. გარდა ამისა საარტილერიო სისტემაზე დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატიც, რომელიც საბორტე ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობას ძირითადი ძრავის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს. Donar-ის კოშკურა შესაძლებელია დამონტაჟებულ იქნას სხვადასხვა ბორბლებიან თუ მუხლუხებიან მანქანებზე. საარტილერიო სისტემის ტრანსპორტირება შესაძლებელია Airbus A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, თუმცა ის გაცილებით დიდია იმისათვის, რომ მისი ტრანსპორტირება C-130 Hercules-ისა და C-160 Trasall-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მოხდეს.

მახასიათებლები:

ეკიპაჟი - 2 კაცი
წონა - 31.5 ტ
საბრძოლო წონა - 35 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 10.3 მ
სიგანე - 2.8 მ
სიმაღლე - 3 მ
ქვემეხი - 155 მმ-იანი
ლულის სიგრძე - 52 კალიბრი
სროლის მაქს. სიშორე - 40 კმ
სწრაფესროლა - 6 გასრ./წთ
ძრავა - MTU დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 720 ცხ.ძალა
მაქს. სიჩქარე - 60 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
[/b]


[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/n/464ok.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]SSPH-1 Primus
155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა[/b][/center]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/m/kwvkp.jpg[/img][/url]

[b]
სინგაპურული 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა SSPH-1 Primus-ი დაფუძნებულია ამერიკული წარმოების M109 ტიპის 155 მმ-იან თვითმავალ ჰაუბაცის დიზაინზე, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული საარტილერიო სისტემა თავის კლასში. Primus-ზე მუშაობა 1996 წელს სინგაპურის შეიარაღებული ძალების მოთხოვნების გათვალისწინებით დაიწყო. მისი პირველი პროტოტიპის აგება 2000 წელს დასრულდა, ხოლო შეიარაღებაში 2004 წელს მიიღეს.

SSPH-1 30 ტონაზე ნაკლებს იწონის და ამ მახასითებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მისი კლასის თანამედროვე საარტილერიო სისტემებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: M109A6 Paladin-ი და AS90 Braveheart-ი.

„პრიმუსი“ შეიარაღებულია 155 მმ-იანი L39 ტიპის ჰაუბიცით, რომელზედაც ნახევრად ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტჟებული. ნახევრად ავტომატური დატენვის სისტემა ჰაუბიცის ეკიპაჟის რაოდენობის 4 კაცამდე შემცირების საშუალებას იძლევა. SSPH-1 შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან ამუნიციასთან. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური სიშორე 30 კილომეტრს შეადგენს.

SSPH1 Primus-ის სროლის მაქსიმალური სისწრაფე წუთში 6 გასროლას უდრის. მას ასევე შეუძლია გაისროლოს 3 ჭურვი 20 წამში, სხვადასხა სიმაღლეზე სხვადასხვა ტრაექტორიით ისე, რომ ჭურვები სამიზნეს ერთსა და იმავე დროს დაეცეს, ანუ ის მოქმედებს „ისროლე და გაიქეცის“ პრინციპით. საარტილერიო სისტემის სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანას დაახლოებით 60 წამი ჭირდება, ხოლო საცეცხე პოზიციის დატოვებას ჰაუბიცა დაახლოებით 40 წამს ანდომებს.

„პრიმუსზე“ დამონტაჟებულია თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის ზუსტად დაზიანების მაღალ ალბათობას. ჰაუბუცაზე ასევე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

საარტილერიო სისტემის ჯავშანი უზრუნველყოფს 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას.

SSPH-1 Primus-ზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Detroit Diesel 6V92TA ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 550 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ჰაუბიცის შასის მრავალი კომპონენტი Bionix-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანიდან არის გადმოტანილი. საარტილერიო სისტემის ტრანსპორტირება შესაძლებელია Airbus A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 2004 წელს
ეკიპაჟი - 4 კაცი
წონა - 28.3 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 10.21 მ
კორპუსის სიგრძე - 6.6 მ
სიგანე - 3 მ
სიმაღლე - 3.28 მ
ჰაუბიცა - 155 მმ-იანი
ლულის სიგრძე - 39 კალიბრი
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
სროლის მაქსიმალური მანძილი - 30 კმ
მაქსიმალური სწრაფსროლა - 6 გასრ./წუთში
ძრავა - Detroit Diesel 6V92TA
ძრავის სიმძლავრე - 550 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 50 კმ/სთ
სვლის მარაგი - 350 კმ[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][center]AS90
155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა[/center]

[center][url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/i/48xk6.jpg[/img][/url][/center]

155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, AS90, (AS იშიფრება, როგორც - Artillery System-საარტილერიო სისტემა, ხოლო ინდექსი „90“ მისი შექმნის წელს აღნიშნავს) საერთაშორისო პროგრამა SP70-დან განვითარდა, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა. საარტილერიო სისტემა AS90-ზე მუშაობა ბრიტანულმა კომპანია Vickers-მა დაიწყო. თვითმავალი ჰაუბიცა ბრიტანეთის არმიამ შეიარაღებაში 1993 წელს მიიღო, ხოლო მისი სერიული წარმოება 1995 წელს დასრულდა და სულ ბრიტანეთის არმიისთვის 179 ერთეული ამ ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემა აიგო. ახალი თვითმავალი საარტილერიო სისტემით FV433 Abbot-ისა და ამერიკული M109-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები ჩანაცვლდა.

AS90 აღჭურვილია L39-ის ტიპის 155 მმ-იანი ჰაუბიცით, რომელიც FH70-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიციდან განვითარდა. ჰაუბიცაზე ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული და ის შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან ამუნიციასთან. თვითმავალი ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვის გამოყენების შემთხვევაში 24.7 კილომეტრია, ხოლო რეაქტიული ჭურვების სროლისას მაქსიმალური მანძილი 32 კილომეტრამდე იზრდება. თვითმავალი ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტი 48 ჭურვისაგან შედგება. საარტილერიო სისტემის მაქსიმალური სწრაფსროლა წუთში 6 გასროლაა, ხოლო სტანდარტული სწრაფსროლა წუთში 2 გასროლას შეადგენს. თვითმავალ ჰაუბიცას ასევე შეუძლია გაისროლოს 3 ჭურვი 10 წამში.

თვითმავალი ჰაუბიცის, AS90-ის, დამხმარე შეიარაღება 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისა და საკვამლავი ყუმბარების გამშვები დანადგარებისაგან შედგება.

საარტილერიო სისტემის კოშკურა და კორპუსი დაჯავშნულია. ჰაუბიცის შუბლა ჯავშანი 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო დაჯავშნა დანარჩენ ადგილებში 7.62 მილიმეტრიან ჯავშანგამტანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მასზე ასევე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო და NBC დაცვის სისტემები, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი საარტილერიო სისტემის ეკიპაჟის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

ძალური დანადგარის სახით თვითმავალ ჰაუბიცაზე Cummins VTA903-ის ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასზე ასევე დამონტაჟებულია დამატებითი ძალური აგრეგატი, რომელიც საბორტე ელექტრონული სისტემების ელექტრო ენერგიით მომარაგებას ძირითადი ძრავის გამორთვის დროს უზრუნველყოფს. თვითმავალი ჰაუბიცის მრავალი კომპონენტი ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკიდან Challenger-2-დან არის გადმოტანილი.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 1993 წელს
ეკიპაჟი - 5 კაცი
წონა - 45 ტ
სიგრძე (ქვმეხით) - 9.9 მ
კორპუსის სიგრძე - 7.2 მ
სიგანე - 3.4 მ
სიმაღლე - 3 მ
ჰაუბიცა - 155 მმ-იანი
ლულის სიგრძე - 39 კალიბრი
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
ჭურვის წონა - 43.5 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი - 24.7-დან - 32 კმ-მდე
მაქსიმალური სწრაფსროლა - 6 გასრ/წთ
ჭურვები - 48
ვაზნები - 1 500 - 2 000
ძრავა - Cummins VTA903 დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 660 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 55 კმ/სთ
სვლის მარაგი - 350 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 30%
ვერტიკალური წინაღობა - 0.75 მ
თხრილი - 3 მ
წყლიანი დაბრკოლების გადალახვა - 1.5 მ[/b]

http://army.ge/index.php?newsid=322 Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]AR1A (ჩინეთი)[/b]

[img]http://www.military-today.com/artillery/ar1a.jpg[/img]

[url="http://armada.ge/?p=13261"][b]მონაცემები[/b][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][url="http://armada.ge/?p=15188"]TOS-1A[/url][/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='WALTHER' timestamp='1308787222' post='642812']
უახლესი რუსული საარტ დანადგარი კოალიცია მალე ალბათ შეიარაღებაშიც მიიღებენ


http://www.youtube.com/watch?v=cv7dfA9F0ys&feature=share
[/quote]

აგერ სრული მონაცემები ამ სისტემის შესახებ
http://armada.ge/?p=16546#more-16546
[img]http://a.pix.ge:81/b/nprrw.jpg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს ტანკი მაგარი ah. მე ვარ ჩინეთის, კარგი მეგობარი. მე შემიძლია საუბარი რუსულად,და კარგია თქვენთან შეხვედრა. :kocna:
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩინეთის ძრავა, თქვენ შეუძლია დამიკავშირდეს. ეს არის ჩემი ელექტრონული ფოსტის: ru1@emac.cc კომპანიის ვებ http://www.cummins-engine.com/ მადლობა. წინასწარ მინდა ყველას ბედნიერი ახალი წელი კურთხევით ჩინეთიდან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting