Sign in to follow this  
Followers 0

ორსულობა

184 posts in this topic

[quote name='ლებუ' post='663034']
არა მგონია თითის გაშვერა და ასეთი რამის თქმა სწორი იყოს. არამწეველებსაც უჩნდებათ შვილები პათოლოგიებით.
[/quote]
აჰა...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],
სად ნახე ჩემი გაშვერილი თითი?? :) ბრიტანული სამედიცინო ფორუმიდანაა ეს ფოტო.
დავდე გამაფრთხილებლად, კონკრეტული შემთხვევა, რომ დაფიქრდნენ, მწეველი ორსულები :) "თითის გაშვერა" კი არა გულისტკივილია. ამ ბავშვის დედა ორსულობისასაც ეწეოდაო და არა ორსულობამდეო.
არანაკლებს დებთ ხოლმე ყველა, ასე რომ შენიშვნებისაგან თავი შეიკავეთ თუ შეიძლება, ჩემი საქმეა, რას დავდებ და რას არა. ;)

კიბოსგან არამწეველებიც კვდებიან, მაგრამ სიგარეტის კოლოფს მაინც აწერია, რომ მოწევა მავნებელია და იწვევს კიბოსაც ზოგ შემთხვევაში :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' post='663034']
არა მგონია თითის გაშვერა და ასეთი რამის თქმა სწორი იყოს. არამწეველებსაც უჩნდებათ შვილები პათოლოგიებით.
[/quote]

თითის გაშვერა რა შუაშია. უბრალოდ მწეველები უფრო დიდ რისკის ქვეშ არიან. ჩემზე უკეთ მოგეხსენება ალბათ. მგონი გარკვეული უნდა იყო ამ საკითხში. ნებისმიერმა მწეველმა იცის, რომ ვნებს ამით თავის თავსაც და ნაყოფსაც და რისკს წევენ. ამის თქმა უნდოდა ნინის.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='663064']
სად ნახე ჩემი გაშვერილი თითი?? ბრიტანული სამედიცინო ფორუმიდანაა ეს ფოტო.
დავდე გამაფრთხილებლად, კონკრეტული შემთხვევა, რომ დაფიქრდნენ, მწეველი ორსულები
[/quote]
ვერცერთ ბრიტანულ და ამერიკულ ფორუმზე ვერ გეტყვიან რომ ზუსტად სიგარეტმა გამოიწვია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე როგორც მითხრეს
ორსულობის პერიოდში სიგარეტისთვის თAვის დანებება არ შეიზლებაო
შეიზლება შემაცირო მარა სრულად არა
იმიტომ რომ თAვს რო ანებებ მაგ დროს გამოიყოფა მთელი შხამიო როცა აღAრ ეწევი და ორსულობისას ეს გამოყოფილი შხამი ნაყოს ვნებსო

და მართალია ბატონო დინამო ეს შენ გეცოდინება :bad:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სპაკოინად ეხლა
დროებით ცლოსედ
მერე გადავხედავ პოსტებს და გამოვთქვუამ ჩემ აზრს მარა ეხლა ცლოსედ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='gio' timestamp='1199050832' post='33552']
ორსულობის დადგენა

ცნობილია, რომ ორსულობის ტესტები იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. ტესტების პრინციპი დაფუძნებულია შარდში “ორსულობის ჰორმონის” – ქორიონალური გონადოტროპინის შემცველობაზე. სულ რამოდენიმე წუთში სტრი-სტრიქონი რეაგირებს ჰორმონის დიდ კონცენტრაციაზე და იძლევა რეზულტატს – 1 ან 2 ზოლის სახით. უმეტეს შემტხვევაში ასეთი ტესტის შედეგი სანდოა, მაგრამ ტესტს შეიძლება ჰქონდეს ცრუ-დადებითი რეზულტატიც.

ტესტები საკმაოდ ეფექტურებია მოსალოდნელი ციკლის პირველი დღიდანვე, მაგრამ უფრო ზუსტი შედეგი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის რამოდენიმე დღის შემდეგ.

თუ დააკვირდებით თქვენ ორგანიზმს, შეამჩნევთ საეჭვო ნიშნებს უფრო ადრე, ვიდრე ორსულობის ტესტი მოგცემთ სწორ შედეგს.



ორსულობის ძირითადი ნიშნები (ორსულობის პირველ კვირებში):



1. მომდევნო მენსტრუალური ციკლის შეჩერება (აღინიშნება ქალების 34%-ში). ყველაზე გავრცელებული ნიშანია. მაგრამ ეს შეიძლება იყოს გომოწვეული ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით და სხვა დაავადებებით.

2. მკერდის მგრძნობიარობა/მტკივნეულობა (აღინიშნება ქალების 28%-ში). ზოგი ქალი განიცდის ამ შეგრძნებებს ყოველი მენსტრუაციის მოლოდინის დროს. ამ შემთხვევაში ორსულობის დროს მკერდის მტკივნეულობა შეიძლება იყოს უჩვეულოდ ძლიერი.

3. მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღინიშნება ქალების 11%-ში). ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ეს არის საკმაოდ არსებითი ნიშანი.

4. მკერდის გადიდება (აღინიშნება ქალების 8 %-ში). ძირითადად მკერდის გადიდება აღინიშნება უფრო მოგვიანებით, მაგრამ ზოგი ქალი აღნიშნავს ამ ნიშანს უკვე ორსულობის პირველი კვირებიდან.

5. დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღინიშნება ქალების 5 %-ში). ადრეული ტოქსიკოზი იწყება დაახლოებით 7 კვირიდან და გრძელდება ორსულობის 12 კვირამდე. მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ტოქსიკოზი იწყება ძალიან ადრე.

6. უჩვეულო შეგძნებები მუცლის ქვემოთ შეგრძნება (აღინიშნება ქალების 5 %-ში). ზოგი ქალი აღნიშნავს ტკივილს მუცლის ქვემოთ და შეგრძნებებს, რომ “მანდ რაღაც არის”.

7. კვების მიმართ უჩვეულო ცვლილებები (აღინიშნება ქალების 5 %-ში). მომავალი დედები ორსულობის პირველ კვირებში აღნიშნავენ მომატებულ მადას, ზოგი კი, პირიქით უჩივის უმადობას. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და იჩენს ზიზღს ჩვეული პროდუქტების მიმართ.

8. ხასიათის შეცვლა (აღინიშნება ქალების 4 %-ში). ზოგი ქალი აღნიშნავს ამ მაჩვენებელს, როგორც ყველაზე ნაადრევს.

9. ხშირი შარდვა. ორსულობის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი.

10. წონის ცვლილება. როგორც წესი, მომავალი დედა იმატებს წონაში დაახლოებით ორსულობის 2-3 თვიდან, ხოლო პირველ კვირებში ხშირ შემთხვევაში, კარგავს წონას.

11. სხეულის მომატებული ტემპერატურა. ზოგ ქალს ტემპერატურა ეწევა 37-37,2 გრადუსამდე. ხანდახან ამას ემატება თავის ტკივილი.

12. მომატებული ბაზალური ტემპერატურა. მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, ქვეითდება, ხოლო ორსულობის დროს აღინიშნება მისი მომატება.

13. ძილიანობა, დაღლილობა. ხშირად აღინიშნება ორსულობის ნიშნებს შორის, როგორც ერთ-ერთი პირველი სინდრომი.


თუ ვინმეს ვინც კითხულობს ეს ნიშნები აქვს მაშინ ოოო :biggrin:
[/quote] ეს ნიშნებეს ნიშნები არცერთი არ მაქვს მხოლოდ ერთოს გარდა - გადამიცდა ციკლი.მხოლოდ ერთხელ მქონდა ურთიერთობა ჩემს შეყვარებულთან, ოღონდ ქალიშვილი ვარ.ხვდებით ალბათ რა სახითაც. რამდენია შანსი რომ გარე ორსულობა განვითარდეს?

.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name="ნანჩო" post="716199"]
რამდენია შანსი რომ გარე ორსულობა განვითარდეს?
[/quote]
გარე ორსულობა სხვა მოვლენაა და ნიშნავს, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი რჩება ფალოპის მილში და არ გადადის საშვილოსნოში. თუ დროულად არ მიექცა ამას ყურადღება, ლეტალურად დამთავრდება ორსულისათვის. ეს შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი კავშირის შემდეგაც და მოკლედ, სულ სხვა რამაა.

რაც შეეხება შენს შემთხვევას, არსებობს კი, ძალიან მცირე მაგრამ შანსი რომ იყო ორსულად. გააჩნია რამდენად ახლოა მოხდა ეაკულაცია საშოსთან, გააჩნია აპკის აგებულებას და სხვ. ასევე, მნიშვნელობა აქვს, ციკლის მერამდენე დღეს იყო ურთიერთობა.

მაგრამ "გადაცდენას" შენ შეიძლება ეძახდე 1-2 დღის დაგვიანებას, ხოლო რეალურად გადაცდენა ნიშნავს 28-30 დღეს რომ გადასცდება. წინა ციკლიდან 25-30 დღის შუალედში, ზოგჯერ 32-ისაც კი, ორგანიზმს აქვს "უფლება" როცა უნდა მაშინ დაიწყოს ციკლი.

ციკლის დაგვიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე შემდეგი მიზეზებით: სტრესი, ნერვიულობა, მკაცრი დიეტა, ჰორმონალური ფონის არევა და სხვ.

მოკლედ, დაელოდე კიდევ და თუ დაიგვიანა, გაიკეთე ტესტი.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]
საკეისროდან მინიმუმ ორი წლის მანძილზე დაორსულება არ შეიძლება, ისე კი ფიზიოლოგიურზე უსაფრთხოა
[/quote]
ეს უნდა გავაქარწყლო კიდევ - ჩემ ნათესავს მიუყვა მეორე, საკეისროს მერე.
ანუ, უფროსი დაიბადა 2012 წლის ნოემბერში, და უმცროსიც ნოემბერში, ოღონდ 2013 წლის.
მეორეც საკეისროთი დაიბადა. ჯანმრთელად და კარგად არიან დედაც და შვილებიც.
ზოგადად, ფიზიოლოგიურის მერეც 3 წელი უნდა დაისვენოს ორგანიზმმა, მაგრამ თუ გაიპარა პატარამ, რას იზამ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0