Sign in to follow this  
Followers 0

ორსულობა

184 posts in this topic

ფრენა ორსულობისას

თვითმფრინავი – გადაადგილების მოსახერხებელი საშუალებაა. თუმცა სხვადასხვა ავიაკომპანიები უარს აცხადებენ აიყვანონ ბორტზე ორსულები გარკვეული ვადის შემდგომ. პირველ ტრიმესტრში ფრენა არ ახდენს რაიმე განსაკუთრებულად ცუდ გავლენას ორსულზე და ბავშვზე. აი ბოლო თვეებში ფრენას რაც შეეხება, ამ პერიოდში თვითმფრინავის აფრენისას და დაჯდომისას წნევის უეცარმა ცვლილებამ წყლების დაღვრაც შეიძლება გამოიწვიოს და ადრეული მშობიარობის დაწყებაც. გავრენამდე გაარკვიეთ ხომ არ გესაჭიროებათ ექიმის ცნობა, რადგან ცნობის არ ქონის შემთხვევაში სხვადასხვა ავიაკომპანიები არ უშვებენ ფეხმძიმე ქალბატონებს თვითმფრინავის ბორტზე. ასევე შეეცადეთ დაიკავოთ თვითმფრინავის წინა ადგილები, რადგან იქ რხევა ნაკლებია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სოლარიუმი მზის ნაცვლად?

შეუძლია თუ არა მომავალ დედას გაირუჯოს სოლარიუმში, თუ მას არ აქვს საშუალება გავიდეს ქალაქიდან? ექიმები და სპეციალისტები პასუხობენ _ არავითარ შემთხვევაში. გამოსხივება სოლარიუმში ბევრად აქტიურია და არ აქვს არანაირი საერთო მზის სხივების სარგებლიანობასთან, პირიქით, მისი ინტენსიურობა იმდენად მაღალია, რომ შეუძლია კანის უჯრედების დაზიანება, აღარაფერს ვამბობთ ნაყოფზე, რომელზედაც ამგვარი დასხივება ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კვების ზოგადი ნორმები

რაკი ქალის ბიოლოგიური როლი და დანიშნულება ახალი სიცოცხლის დაბადებაა, ამიტომ ორსულობა ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პერიოდია მის ცხოვრებაში. ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, რომელსაც შეიძლება საოცარი ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ. რომ თვალით უხილავი ერთი კვერცხუჯრედი, განაყოფიერების შემდეგ, ცხრა თვის (ანუ 40 კვირის) გრმავლობაში ყალიბდება ახალ ცოცხალ არსებად, რომელიც, სულ ცოტა - 3 კილოგრამს იწონის.

განვითარების პროცესში ნაყოფზე გარედან ზეგავლენა მინიმალურია. ამ დროს დედის ორგანიზმი ერთგვარი ინკუბატორის როლს ასრულებს. ნაყოფი იზრდება და ვითარდება საშვილოსნოში, ცურავს სანაყოფო სითხეში და ძალზე კარგად არის დაცული მავნე ზეგავლენისაგან. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ ჭიპლრით, რომლითაც დედა აწვდის ბავშვს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, გადააქვს შლაკები. ხშირად, როცა ქალს არ უნდა, რომ წონაში მოიმატოს - ორსულობისას ცოტას ჭამს, რაც მუცლის მოშლას იწვევს. თუ ბავშვი მაინც ცოცხალი დაიბადა, მცირე წონისაა, ადვილად ხდება ავად. არც ზედმეტი საკვების მიღებაა სასურველი.. იწყება დედის ორგანიზმის გაცხიმოვნება, რაც მძიმე მშობიარობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ხშირად ბავშვიც დიდი წონის იბადება. ამ დროს დედას ემართებასამშობიარო გზების დაზიანება. ორსულობის დროს კვება უნდა იყოს რაციონალური. ეს ნიშნავს ქალმა უნდა მიიღოს ისეთი და იმ რაოდენობის საკვები, რომ ოპტიმალური პირობები შეუქმნას საკუთარ თავს და ნაყოფს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სწორი კვება

სამეცნიერო გამოკვლევების შედეგად შეიქმნა თავისებური სქემა-გრაფიკი, რომელიც რა თქმა უნდა - ითვალისწინებს ეროვნულ თავისებურებებსაც. ეს სქემა რამდენიმე ძირითადი მომენტისაგან შედგება.

ორსულობის პირველ ნახევარში კვება უნდა იყოს ოთხჯერადი, მეორე ნახევარში ხუთ ან ექვს ჯერადი. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, იოლად გადასამუშავებელი და ამავე დროს ზომიერად ნოყიერიც. არ დაგავიწყდეთ ხილი და ხილის წვენები იმისდა მიხედვით, თუ წელიწადის რა დრო დაემთხვა თქვენს ორსულობას. დიდი რაოდენობით უნდა მიიღოთ ვაშლი, რადგან მასში ასევა დიდი რაოდენობითაა რკინა, კალიუმი და სხვა ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობენ კუჭის სწორ მუშაობას და აადვილებენ პერისტალტიკას. სასარგებლოა აგრეთვე კივისა და ბანანის ზომიერად მიღება. უნდა ითქვას, რომ ბანანის გადაჭარბებით მიღება სასურველი არ არის იმ ქალებისათვის, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, რადგან ეს ტროპიკული მცენარე თავადაც დიდად კალორიულია. გაზაფხულზე კარგია ალუჩა და ალუბალი. ძალზე მნიშვნელოვანია ბოსტნეულის ასორტის მიღებაც. თუ ალერგია არ გაწუხებთ მიირთვით ჭარხლისა და სტაფილოს წვენების კომბინაცია შეფარდებით 1:3. ეს გაგიუმჯობესებთ სისხლის სურათს, აგიწევთ ჰემოგლობინის ნიშნულს. თუ არ გაწუხებთ ყაბზობა, შეგიძლიათ მიიღოთ ოდნავ შემტკბარი ბროწეულის წვენიც, ესეც იგივე დანიშნულებისაა. საერთოდ კი ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და კვების რეჟიმიც ინდივიდუალურად უნდა დაენიშნოს პირადი ექიმის რჩევით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ცნობენ თუ არა ახალდაბადებულები მშობელ დედას?

დიახ ისინი დაბადებიდან სულ ცოტა ხანში ადვილად განასხვავებენ დედას, სუნით, ხმით, და მოძრაობით სხვა გარშემომყოფთაგან რაც ბუნებრივია, რადგან მათ განსხვავებულად ახლო ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან რაც შეიძლება ძუძუს წოვებით, ხელში ტარებით, ხშირი ურთიერთობით ან სხვ.- ით გამოიხატო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როდის სჯობს ბავშვი ვაბანაოთ?

ეს მშჴბელზეა დამოკიდებული, საერთოდ დრო უფრო მეტად სადილობამდე გექნებათ და ამ საქმის მოცილებაც ამ დროისთვის იქნება უმჯობესი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პროცედურა 15 წუთიან საქმედ გადაიქცევა. ჩვილის წამოზრდის შემდეგ მიხვდებით რომ მისი ბავაობისთვის უფრო ხელსაყრელი საღამო ხანია, რადგან ბავშვი ამ დროს უფრო მეტად მოძრაობს და საღამოსთვის ასე თუ ისე მაინც დასაბანი გახდება. დაბანვის შემდეგ პატარა უფრო ადვილად იძინებს და მთელი ღამე უშფოთველად სძინავს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოველთვის მკაცრად დავიცვად ჭამის ვადები თუ არა?

რათქმა უნდა სასურველია ბავშვი რაღაც კონკრეტულ რეჟიმში გყავდეთ როგორც დღისით ასევე ღამით კვებისას, თუ ბავშვი ღამით უფრო ხშირად იღვიძებს და ჭირვეულბას ან ტირილს იწყებს მაშინვე მისი კვებით დაწყნარება სულაც არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იგი გაჯიუტდა შეეცადეთ დათმოთ მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც ჩასვათ თქვენთვის მოსახერხებელ გრაფიკში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამდენი რძე უნდა მიიღოს ბავშვმა ერთ ჯერზე?

პირველ რამოდენიმე დღეს ბავშვი შედარებით ცოტას წოვს თითო ჯერზე დაახლოებით 10- 20 გრამს, საერთო ჯამში დღეში 40-50 გრამამდე. თუმცა დოზები დღითი დღე მატულობს და პირველი კვირის ბოლოს ბავშვი დღე-ღამეში 400-500 გრამს იღებს. მეორე-მესამე თვეში ზრდა ნელდება და რძის ყოველდღიური დოზა ბავშვის წონის მეექვსედს უდრის. ანუ თუ ჩვილი 3.5 კგ.ია მისი დოზა კი 600-700 გრამი . ბავშვის კვების უტყუარი მაჩვენებელია მისი კარგი განვითარება და სხეულის მასის შესაბამისი მატება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა მოსწონთ ახალშობილებს ყველაზე მეტად?

ბავშვებს ყველაზე მეტად სიამოვნებთ მშობლების გარემოცვაში ყოფნა, ასე ისინი ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს. მოსწონთ როდესაც დედიკო და მამიკო ესაუბრებიან, უმღერიან. სიამოვნებთ დედის სითბოს და მამის ძლიერი ხელების შეგრძნება. დაბადებიდან პირველი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები ხომ ძირითადად ახალ გარემოს ეგუებიან, ამ დროს თამაშზე ძირითადად არ მიდის საუბარი. დაახლოებით 3 თვიდან ბავშვი შეამჩნევს და დაინტერესდება მოძრავი სათამაშოებით რომელიც მის საწოლის თავზე კიდია და ხმასაც გამოსცემს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამდენად სასურველია რბილი სათამაშოები ახალშობილისთვის?

საერთოდ ახალდაბადებულისთვის აუცილებელი არ არის რაიმე სახის რბილი სათამაშოების მიწოდება, თუმცა ხანდახან მშობლის არყოფნაში მათ სიამოვნებთ რაიმე რბილისა და ფაფუკის შეგრძნება სიახლოვეში. ბავშვთა ნაწილი ძალიან ეჩვევა ასეთ სათამაშოებს და შემდგომ წლებშიც არ იცილებს მათ გვერდიდან.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამდენი ხანი სძინავთ პატარებს?

ახალდაბადებულის ძილის ხანგრძლივობა 18- 24 საათამდე შეიძლება გრძელდებოდეს დღეში ერთ თვის განმავლობაში. შემდეგი 5 თვე დაახლოებით 13,5 დან 16,5 საათი დღეში. 6 თვიდან ბავშვებს დაახლოებით 8 საათი ძინავთ ღამის განმავლობაში და 2 ჯერ იძინებენ დღისით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ხნის ბავშვი შეიძლება წავიყვანოთ დასასვენებლად?

ბავშვი სამ თვემდე სასურველია რომ სახლში ანუ ერთ გარემოში გვყავდეს, თუმცა პედიატრის თანხმობის შემთხვევაში სავსებით დასაშვებია ბავშვის აგარაკზე წაყვანა, თუმცა თქვენგან ეს ორმაგ ყურადღებას მოითხოვს, რადგან კლიმატის, თუ გარემოს ცვლილებისას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ცვლილებები ბავშვის ზნეში და ხასიათშიც გამოიხატოს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეიძლება თუ არა ბავშვის პლაჟზე გაყვანა?

შეიძლება, მაგრამ უნდა დავიცვათ აუცილებელი წესები. ბავშვი პლაჟზე უნდა გავიყვანოთ ან დილით ან საღამოს, დამწვრობის საწინააღმდეგო საცხით დავუმუშაოთ კანი, რათა თავიდან ავიცილოთ მისი სათუთი კანის მზისგან დამწვრობა. მას აუცილებლად უნდა ეხუროს ქუდი და უმჯობესი იქნება თუ ძირითადად ჩრდილში ვამყოფებთ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შეიძლება თუ არა პატარა ვაბანაოთ ზღვაში ან აუზში?

მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამ პერიოდიდან ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტად მომაგრებულია რათა ინფექციებს გაუმკლავდეს. ბავშვებს მოსწონთ წყალი რომლის ტემპერატურა 20 გრადუსს ზევითაა. არ დაგავიწყდეთ ზღვისა და აუზის შემდეგ ბავშვს სუფთა წყალი გადაავლოთ მარილისა და ქლორის მოსაშორებლად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა ხნის ბავშვს შეიძლება მივცეთ ნაყინი?

ნაყინის მიცემა აკრძალულია 1 წლამდე ბავშვებისათვის. 1 წლის შემდეგ დასაშვებია, მხოლოდ მცირე რაოდენობით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა უნდა ვიცოდეთ:

» ორსულობა არ არის ავადმყოფობა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა.

ახლა თქვენ ახალი წესებით უნდა იცხოვროთ, რომელსაც ახლანდელი

მდგომარეობა გიყენებთ, უფრო მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე

გმართებს.

» ერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, დატვირთვას, ანტიბიოტიკების მიღებას,

გაციებას.

» ორსულობის პერიოდში სისხლდენა, მენსტრუაციული ციკლის მაგივრად,

საშიშია, და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

» ულტრაბგერითი დასხივება უვნებელია. მე 6 კვირისთვის ნაყოფის

გულისცემა გარკვევით უნდა ისმოდეს.

» ორსულობის საწყის ეტაპზე ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია,

რათა დავრწმუნდეთ ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობაში.

» კვირების დათვლა იწება თქვენი ბოლო მენსტრუაციული ციკლის

პირველი დღიდან, რადგან განაყოფიერების ზუსტი დღის დადგენა

შეუძლებელია.

» Но-шпа უვნებელია. მისი მიღება თავისუფლად შეიძლება ორსულობისას.

» ანალიზების აღება აუცილებელია არა საერთო ჩათვლისთვის არამედ

ორსულობის მიმდინარეობისას დარღვევების დროულად

აღმოსაჩენად და სამკურნალოდ.

» საუკეთესო ვარიანტია 4 კვირაში ერთხელ გავიკეთოთ ანალიზები (ექიმის

რჩევის შემთხვევაში მისი დარიგებისამებრ).

» სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავება აუცილებელია, თუ ნაყოფის მოშლის საშიშროება არსებობს ან თუ პირველი ნაყოფი

მოგეშალათ.

» მიიღეთ ვიტამინებით სავსე საკვები. (ექიმის რჩევის მიხედვით).

» გაესინჯეთ იოდის ნაკლებობა მეტობაზე, ფოლიუმის მჟავის მიღება სასურველია 12 კვირამდე დღეში 3/4 ჯერ.

» შეარჩიეთ საკვები ისე, რომ თავიდან აიცილოთ გასტრიტი.

» თვითმფრინავით ფრენა საშიშია ორსულთათვის ყველა სტადიაში, ექიმის რჩევის გარეშე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ მშობიარობის ტკივილები, ანუ რამდენად რეალურია უმტკივნეულო მშობიარობა?

რეალურად ქალთა უმრავლესობას მშობიარობის პროცესის შესახებ ადრეული პერიოდებიდანვე ესმით ერთი და იგივე უარყოფითი მუხტის ინფორმაცია, მშობიარობისას აუტანელი ტკივილების შესახებ. ამ ინფორმაციას ისინი იღებენ მარავალი საშუალებით რაც თავიდანვე თრგუნავს იმ დადებით ემოციას, რომელიც მშობიარობის პროცესს უნდა ახლდეს თან. ორსულის განწყობა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს მშობიარობის მსვლელობისას. ზედმეტი პანიკა და შიში ართულებს პროცესს და მას მეტად მტკივნეულსა და ხანგრძლივს ხდის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სად არის გამოსავალი?

მშობიარობის ტკივილის შემსუბუქების მრავალი მათოდი გვსმენია. ზოგი მათგანი სამედიცინო ლიტერატურაშიც ამოიკითხება, ზოგი კი ხალხური მედიცინიდან გაგვიგია.

ერთერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა სწორი სუნთქვა მშობიარობისას, და თვლა შეტევასა და შეტევას შორის.

მობილიზება და დაძაბულობისაგან სრული განთავისუფლება დაგეხმარებათ ექიმის ყველა მოწოდების დროულ შესრულებაში რაც მშობიარობის ხანგრძლივობას შეამცირებს.

ყელის სწრაფი და შედარებით უმტკივნეულოდ გახსნისთვის მშობიარეებს ურჩევენ შოკოლადის მიღებასაც.

ასევე ხალხური მედიცინის ცნობებით ტკივილის შემსუბუქებაში და ყელის სწრაფად გახსნაში მშობიარეებს დიდად ეხმარებათ ზაფრანის ნაყენი, რომელთა მიღება 36-37 კვირებიდან ხდება.

ასევე თანამედროვე მსოფლიოში უკვე დიდი ხანია გამოიყენება მრავალი სახის ხელოვნური გაუმტკივარების საშუალებები:

ეპიდურალური, ინჰალაციური, ანალგეტიკური და საკეისრო კვეთა რაც თავისთავად ნარკოზის ან წელსქვევით ანესთეზიის გამოყენებით ხდება. მსოფლიო მედიცინის განვითარების პარალელურად დღესდღეობით საქართველოშიც უკვე მშობიარეთა დიდი ნაწილი იყენებს ამგვარ გაუმტკივარების მეთოდებს ექიმთან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე. მრავალი მათგანისთვის ეს მეთოდი მეორე, მესამე და მეტი შვილის გაჩენის სურვილს ამძაფრებს, რაც რათქმა უნდა ძალიან ხელსაყრელია საქართველოს დემოგრაფიისთვის

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორ გავხდეთ ფერტიულური (ნაყოფიერი) : 10 რჩევა

1. იყავით მომთმენი, თუ თქვენი აქტიური სექსუალური ცხოვრება 1 წელზე ნაკლები პერიოდია რაც გრძელდება, არ არის აუცილებელი გინეკოლოგთან გაქცევა და თქვენი უშვილობის პრობლემებზე ჩივილი.

2. დაკავდით სექსუალური ურთიერთობით ხშირად. რეგულარული ურთიერთობა ზრდის ორსულობის შანსს.

3. შეეშვით დიეტებსა და დაბალკალორიული საკვების მიღებას, რადგან წონაში კლება და შიმშილი ცუდად აისახება თქვენს ნაყოფიერებაზე. თუ მაინც და მაინც გადაწყვიტავთ გახდომას მოაგვარეთ ეგ პრობლემა დაორსულების ცდებამდე.

4. ნორმირებული კვება ზრდის ფერტილობის დონეს. არ არის სასურველი ფეხზემდგომელა სწრაფი კვება ასევე დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება. შაქრის მომატებული რაოდენობა იწვევს ადრენალინის გამოყოფის გაძლიერებას, რომელიც თავისთავად ესხმის პროგესტერონს. ზუსტად პროგესტერონე ამზადებს ქალის ორგანისმს ჩასახვისთვის.

5. თქვენი მეუღლე მოარიდეთ ზედმეტ სითბოს. ზაფხულის განმავლობაში ეცადეთ ჩააცვათ თავისუფალი გრილი ქსოვილის შარვალი, რადგან მჭიდრო და სქელი ქსოვილისგან შესაძლებელია მოხდეს სასქესო ორგანოების მიდამოებში სიცხისგან ჩახურება, რაც ცუდად აისახება სპერმატოზოიდებზე და მათ უნარიანობაზე.

6. აირჩიეთ დაორსულებისთვის ხელსაყრელი პერიოდი, მაგალითად გაზაფხულის დასაწყისი ან შემოდგომის ბოლო. ამ დროს ყველაზე პროდუქტიულია ცდები. ხოლო მაქსიმალურ აქტივობას სპერმატოზოიდები აღწევენ ზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში. თუმცა თუ გავიხსენებთ სიგრილის ფაქტორს ჩამოთვლილთაგან შემოდგომის ბოლო ყველაზე ხელსაყრელია.

7. ნუ მიიღებთ გამაყუჩებლებს სავარაუდო ოვულაციის პერიოდში. მაგალითად ანალგინს.

8. შეწყვიტეთ მოწევა, რადგან იგი სერიოზულად უშლის ხელს დაფეხმძიმებას. მწეველი ქალის ფერტილობის კოეფიციენტი 30 % ით ნაკლებია ვიდრე არამწევლის. და თუ მეუღლეც მწეველია მაშIნ ეს რიცხვი შესამჩნევლად იზრდება.

9. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება. იგი სერიოზულად მოქმედებს ემბრიონის ნორმალურ განვითარებაზე.

10. ასევე არ არის სასურველი ყავის და მუქი ჩაის მიღება, ისინიც ასევე ხელისშემშლელ ფაქტორებად ითვლება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ნაცადი ხერხი პატარის სქესის გამოსაცნობად.

თქვენ გაგიჩნდებათ ბიჭი თუ:

 თქვენ არ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.

 თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე ნაკლებია.

 თქვენი მუცელი წინ არის გამოწეული და მიმართულია ქვევით.

 თქვენი მუცელი ბურთივით მრგვალია

 ძუძუს თავები გაგიმუქდათ.

 გინდებათ მარილიანი ან მჟავე საჭმელი.

 ასევე ეტანებით რძეს, ყველს.

 ფეხის ტერფები ცივი გაქვთ, ვიდრე ორსულობამდე, და ხშირად გეთოშებათ.

 თმები ფეხებზე უფრო ინტენსიურად იზრდება ვიდრე ორსულობამდე.

 ხელის გულები გამოგიშრათ.

 ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით ჩრდილოეთისკენ.

 თქვენი მეუღლე ისევე იმატებს წონაში როგორც თქვენ

 თქვენ ორსულობამ ძალიან მომხიბვლელი და ლამაზი გაგხადათ.

 თქვენი შარდი კაშკაშა ყვითელი შეფერილობის არის.

 ხშირად გაწუხებთ თავისტკივილები.

 თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი წრიულად იწყებს ტრიალს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თქვენ გაგიჩნდებათ გოგო თუ:

 თქვენ გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში.

 თქვენი პატარის გულისცემა წუთში 140-ზე მეტია.

 თქვენ იმატებთ ძირითადად წელს ქვევით.

 თქვენი მარცხენა მკერდის მოყვანილობა მარჯვენაზე მეტია.

 თქვენს თმებს შეერია ჟღალი თმები.

 თქვენი მუცელი მიმართულია ძევით და ფორმით წააგავს ნესვს.

 ხშირად გინდებათ თკბილეულობა, და ხილი.

 ორსულობის პერიოდში ხშირად ხართ ცუდ ხასიათზე.

 არ ჭამთ პურის გარეკანს.

 მკერდი შესამჩნევად გაგეზარდათ.

 სახის კანი გამოგიშრათ.

 ჩასახვის პერიოდში ხშირად გეძინათ თავით სამხრეთისკენ.

 თქვენი შარდი ღია ყვითელი შეფერილობის არის.

 თქვენი ჯვირსწერის ბეჭედის ძაფზე დაკიდებით და მუცლის ზემოთ ჩამოკიდებით იგი აქეთ იქით ქანაობს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ცვლილებები ორსულობისას

ძალიან ხშირია ემოციური ცვლილებები ქალებში ორსულობის დროს და განსაკუთრებით მშობიარობის შემდგომ პერიოდში. რაც სავსებით გასაგები მდგომარეობაა, რადგან ორსულობის პირველი ხანებიდანვე იცვლება ცხოვრების წესი და ხდება ახალ მდგომარეობაზე გადაწყობა. ძალიან ხშირად ორსული ქალბატონები ორდულობის საწყისი ეტაპიდან საჭიროებენ ემოციურობის საზღვრებში მოქცევას, დამშვიდებას, ოჯახის წევრებისგან მხარში დოგმას. ფეხმიმობისას სიმშვიდე და კარგი განწყობა ერთერთი საუკეთესო წამალია დაძაბულობის და გართულებების თავიდან აცილების წინააღმდეგ. ეცადეთ მშობიარობას შეხედოთ როგორც თქვენი ცხოვრების ერთერთ საუეთესო და ბედნიერ დღეს ცხოვრებაში. ამით მშობიარობის შიშსაც გაიქრობთ და ამ დღის მოახლოება მხოლოდ დადებით ემოციებს აღგიძრავთ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას

მშობიარობის შემდგომ თქვენ შესაძლებელია გქონდეთ:

• სისუსტის შეგრძნება;

• ტკივილები საშვილოსნოს შეკუმშვის დროს;

• ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში და ნაკერების არსებობისას – ტკივილები ხველებისას ან ცემინებისას.

• სისხლიანი გამონადენი საშოდან;

• საკეისროს შემთხვევაში - ტკივილი ჭრილობის არეში; ასევე არასასიამოვნო შეგრძნება ჯდომისა და სიარულისას.

• ძუძუს თავების მტკივნეულობა პირველი ერთი კვირის განმავლობაში;

• ძუძუთი კვების პირველ დღეებში - ნახეთქები თავებზე;

• სახისა და თვალების სიწითლე, ძლიერი ჭინთვების შედეგად, კაპილარების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები;

• მოშარდვის გაძნელება პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში;

• სექსუალური ლტოლვის არ არსებობა;

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორ აღვიდგინოთ ძალები

იმისათვის რომ ჩვენს ხალ დაბადებულ პატარას სათანადოდ მოვუაროთ და ჩვენი ენერგიის და დროის უდიდესი ნაწილი დავუთმოთ, საჭიროა ჩვენ თვითონ მოვიკრიბოთ ძალები და აღვიდგინოთ მთელი ენერგია რაც ორსულობისას მოვადუნეთ. ხშირად დავისვენოთ, ვიძინოთ შეძლებისდაგვარად, ეს ყველაზე მეტად დაგვეხმარება ამ დროს. პირველ კვირებში აუცილებელია ვინმეს დახმარებას მოუხმოთ სახლის დალაგებისას და სადილის მომზადების დროს. ასე თქვენც მალევე დასძლევთ სისუსტეს და სულ ცოტა ხანში მთელი შემართებით განაგრძობთ თქვენი პატარას აღზრდას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დავიბრუნოთ ჩვეული ფორმა

მშობიარობის შემდეგ უმეტესობა ქალებისა წუწუნებს მომატებული წონის შესახებ და ეძებს საშუალებას რაც შეიძლება მალევე დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას, რათქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული დიეტის დანიშვნა და საკვების მიღებისგან თავის აცილება მშობიარობის შემდგომი მინიმუმ 5/6 კვირის განმავლობაში, პირიქით ამ პერიოდში თქვენ გესაჭიროებათ კარგი და სრულყოფილი კვება, ახალი და მრავალფეროვანი საკვების სახით. ბოსტნეულის და ხილის მიღება აუცილებელია. ხოლო რაც შეეხება ტკბილეულს ბევრ ცომეულსა და ცხიმებს უმჯობესია მათ თავი აარიდოთ. მიიღეთ სითხე.

ქალების უმრავლესობა უბრუნდება თავის პირვანდელ წონას მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. გახსოვდეთ, მეძუძურმა დედამ დღეში უნდა მიიღოს ნორმაზე 500 კკალ-ით მეტი საკვები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0