Sign in to follow this  
Followers 0

ორსულობა

184 posts in this topic

TTSA

welcome :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულობის დროს ბუასილი და კუჭის შეკრულობა

ორსულობისას ბუასილი და კუჭის შეკრულობა (ყაბზობა) ხშირი მოვლენაა. რა ხდება ამ დროს? მომატებული საშვილოსნო აწვება მუცლის ღრუს ორგანოებს და ხელს უშლის კუჭის მოქმედებას. პროგესტერონი – არის ჰორმონი, რომელიც ჭარბად გამოიყოფა მომავალი დედის ორგანიზმში, ადუნებს კუჭნაწლავის გლუვ კუნთებს, ანელებს პერისტალტიკას და გემოროიდალური ვენების კედლები იწელებიან და თხელდებიან.

პროფილაქტიკის მიზნით:

• იმოძრავეთ! ყოველდღიურად იარეთ ფეხით 20-30 წუთის განმავლობაში, აკეთეთ სპეციალური ვარჯიშები და შეძლებისდაგვარად იარეთ აუზში.

• იდეაში კუჭ-ნაწლავი უნდა თავისუფლდებოდეს ყოველ დღეს დილის საუზმის შემდეგ.

გაითვალისწინეთ: თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი, დამარილებული თევზი, ძეხვი, ყველი, კაკაო, ჩაი, ყავა ხელს უწყობენ კუჭის შეკრულობას.

მზა საჭმელში შეურიეთ 5-6 აბი მიკროკრისტალური ცელულოზა.

• მოამზადეთ ნარევი: ადუღებული წყალი გადაავლეთ ქიშმიშს, ვაშლის, ფინიკის ჩირს, კურაგას და აურიეთ. მიიღეთ “წამალი” 0,5 ჩაის კოვზი დილით უზმოზე, სადილამდე 30 წთ. ადრე და ძილის წინ. შეინახეთ მაცივარში.

• დალიეთ ბევრი სითხე. ყოველდღიურად დალიეთ არანაკლები 8 ჭიქა - კომპოტი, წვენი, მაწონი, მინერალური ან ონკანის წყალი. კარგად მოქმედებს ასევე უზმოზე ჭიქა წყალი (თუ მაღალი წნევები არ გაწუხებთ!!!)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულობა - ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესი ხშირ შემთხვევაში გრძელდება 40 კვირა ანუ 280 დღე (ითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან).

ორსული ქალის ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი განსაკუთრებით ორსულობის პირველ კვირებში დიდ გავლენას ახდენს მომავალ ბავშვზე. მომავალი დედის ნებისმიერი ავადმყოფობა (გრიპი, ანგინა, ტუბერკულოზი, რევმატიზმი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების, ღვიძლის დაავადებები), არასწორი კვება, ზოგიერთი წამლის მიღება, სიგარეტის წევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება საზიანოა ნაყოფის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის.

ჰიპოკრატეს რჩევები ორსულობის შესანარჩუნებლად

1. ორსული უნდა ებრძოლოს ყაბზობას (შეკრულობას). ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) საწინააღმდეგო საშუალებები ორსულობის 4 თვემდე, 7 თვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნაადრევ მშობიარობას.

2. ნებისმიერი მწვავე დაავადება საშიშია ორსულობისათვის.

3. ძლიერი ფაღარათი დაუშვებელია ორსულობის ბოლო თვეებში.

4. შესაძლო მოშლის სიგნალია მკერდის უეცარი ჩამოშვება, თუ ერთი ძუძუ ჩამოეშვება, მაშინ ქალი ორსულია ტყუპებზე, ამ დროს ტყუპიდან ერთი სცილდება.

5. თუ ქალს სახეზე კარგი ფერი აქვს ბიჭი იქნება, ცუდი ფერი გოგონას დაბადების ნიშანია.

6. მკერდში რძის ნაადრევი გაჩენა მიუთითებს ნაყოფის სისუსტეზე. მკერდის უცბად დარბილება მიუთითებს ნაყოფის განვითარების შეფერხებაზე.

რჩევები ორსულებისთვის

ორსულობის დაწყებისთანავე მიაკითხეთ ექიმს ქალთა კონსულტაციაში.

1. არ ასწიოთ მძიმე!

2. ნუ ივლით ცხენით, ველოსიპედით, მავნებელია ხტომა და სხვა.

3. მოულოდნელ შიშზე ნუ იტაცებთ ხელს სახეზე, ხელზე, რადგან ამ ადგილებში შეიძლება ბავშვს გაუჩნდეს წითელი ან ლურჯი ლაქები.

4. ნუ უყურებთ ადამიანს ტრაგიკულ მომენტში, მოერიდეთ დაძაბულ, საშინელ ფილმებს.

5. მშობიარობა რომ გაგიადვილდეთ, დიდხანს ნუ იწვებით, ხშირად იარეთ, შეასრულეთ მსუბუქი ფიზიკური სამუშაო.

6. ორსულობის მეორე ნახევარში არ შეიძლება სქესობრივი კავშირი.

7. ხშირად გაიკეთეთ შარდის ანალიზი. მომატებული ცილები მიუთითებს თირკმელების დაავადებაზე. მიაკითხეთ ექიმს.

8. ბავშვის ძვლების ფორმირებისათვის საჭიროა კალციუმი. ამისათვის უნდა მიიღოთ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი (ნაჭუჭს დებენ მდუღარეში 5 წთ. აშრობენ და ფქვავენ). წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიზიანდებათ კბილები.

9. ხშირად გაასინჯეთ კბილები სტომატოლოგს.

10. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას. შეკრულობის შემთხვევაში არასასურველია კუჭში გამხსნელის გამოყენება, უკეთესია მიიღოთ ბუნებრივი საშუალებები, იკვებეთ უმი ხილითა და ბოსტნეულით. კარგად მოქმედებს გახეხილი ვაშლი, სტაფილო, მაწონი, წყალი, ქლიავი და სხვა.

11. ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებისათვის სასურველია მიიღოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.

12. ორსულობის პერიოდში ორსულმა ქალმა საუზმის წინ ყოველდღიურად უნდა მიიღოს 1 ჩაის ჭიქა წყალი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრით. შეიძლება 2 ჩაის კოვზი თაფლის დამატება.

13. სტაფილოს წვენი 1/3 ჭიქა 30-40 წუთით ადრე ყოველ ჭამამდე საუკეთესო საშუალებაა ნაყოფის გავითარებისათვის.

14. ორსულისათვის ძალიან საშიშია წითელა. განსაკუთრებით 4 თვემდე.

15. ორსული არ უნდა დადიოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.

16. ორსულს ვარჯიშები უნდა დაუნიშნოს ექიმმა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მცენარეები, რომლებიც ეკრძალებათ ორსულებს

ნ ი ო რ ი

ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებსა და სისხლნაკლულებს.

ა ლ ო ე

არ გამოიყენება ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. უკუნაჩვენებია აგრეთვე, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ჰემოროის, ცისტიტისა და საშვილოსნოდან სისხლდენების დროს.

თ ა ვ შ ა ვ ა

უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს აბორტი.

ზ ღ ვ ი ს კ ო მ ბ ო ს ტ ო (ლ ა მ ი ნ ა რ ი ა)

ორსულებისათვის იკრძალება იოდის გამოყენება, ამ მიზეზით უკუჩვენება აქვს ლამინარიას, რადგან ეს მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ელემენტს.

გ ვ ი მ რ ა

შხამიანი მცენარეა. უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, გულის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, სისხლნაკლებობისა და ტუბერკულოზის დროს.

მ წ ა რ ე ა ბ ზ ი ნ დ ა

შხამიანი მცენარეა, იკრძალება ორსულებისათვის.

უკუჩვენება აქვს აგრეთვე: ღვია, ქრისტესისხლა, ძიძო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსული ქალის მკერდის ფორმის შენარჩუნებისათვის

1. ორსულმა ქალმა, ისე როგორც ქალიშვილმა ბუზჰალტერში ძუძუს გარშემო უნდა მოათავსოს ბამბის ქსოვილის უხეში ნაჭერი. იგი დაეხმარება მკერდს - გაუკეთდეს მსუბუქი მასაჟი. და თავიდან იქნება აცილებული ნაპრალების გაჩენა.

2. ძუძუს თავები ყოველდღიურად უნდა დაიბანოთ გადადუღებული ოთახის ტემპერატურის წყლითა და ბავშვის საპნით, შეიწმინდეთ უხეში პირსახოცით, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი ძუძუს თავების ირგვლივ. არ შეიძლება ძუძუს თავების გაწმენდა არყით ან ოდეკოლონით, რადგან გაშრება კანი და გამოიწვევს ნაპრალების გაჩენას.

3. სასურველია თუ ქალი ორსულობამდე დაიწყებს მკერდის მასაჟს. ორსულობის ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქალმა უნდა იკეთოს თვითმასაჟი დღეში 2-3-ჯერ. საჩვენებელი და დიდი თითებით გამოსწიეთ ძუძუს თავები, რომელსაც წინასწარ უნდა წაუსვათ ვაზელინი. მასაჟის ხანგრძლივობა 3-5 წუთია.

4. ძუძუს წოვების პროცესი მტკინვეული რომ არ იყოს, ამისთვის ძუძუს თავებზე დღეში რამდენჯერმე უნდა წაისვათ რომელიმე დამარბილებელი მალამო ან ბავშვის კრემი. დიდი მნიშვნელობა აქვს წოვის დამთავრების შემდეგ ბავშვის ქცევას _ რბილად გაუშვებს ძუძუს თავს პირს თუ მტკივნეულად. ამიტომ კვების დამთავრებისას დააჭირეთ თითი ტუჩზე და ჩვილი თავისთავად დათმობს ძუძუს

მკერდის ფორმაზე ძუძუს წოვა გავლენას არ ახდენს. შეიძლება მცირედ დარბილდეს და დაპატარავდეს. თუ ცვლილებას ადგილი მაინც აქვს, იცოდეთ, რომ ძირითადად ეს გამოწვეულია ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ბუზჰალტერის გარეშე სიარულით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულთა ტოქსიკოზი

ორსულობის სიმპტომების შემჩნევისთანავე (გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა) ქალი დროულად უნდა გამოცხადდეს ქალთა კონსულტაციაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს ტოქსიკოზის გართულებას.

არჩევენ ადრეულ და გვიანეულ ტოქსიკოზს.

ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის 12 კვირამდე გრძელდება. დამახასიათებელია ცუდი განწყობილება, გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა. აღებინებს დღეში რამდენჯერმე. გართულებული ტოქსიკოზის დროს კი დღე-ღამეში 20-ჯერ აქვს ღებინება. დღისითაც და ღამითაც. ამის გამო ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, იკლებს წონაში. კანი ხდება მშრალი და მოთენთილი, პულსი ხშირდება. ასეთ ორსულს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან მკურნალობა. ზოგჯერ ყავა აჩერებს ღებინებას.

გვიანეული ტოქსიკოზის დროს ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქცია, ხდება შეშუპება, ორსულობის ბოლო 3-5 თვის განმავლობაში. მცირე შეშუპების დროს შეიძლება მკურნალობა ოჯახის პირობებშიც. აუცილებელია მარილის მიღების შემცირება (3-5 გრ დღე-ღამეში), არ შეიძლება ზედმეტი სითხის მიღება (3-4 ჭ.). რეკომენდებულია რძის ნაწარმი და მცენარეული საკვები. საჭიროა კვირაში ერთი დღე განტვირთვისათვის (დღეში 1,5 კგ ვაშლი შაქრით ან ხაჭო 1 კგ, 150 გ შაქრით). აუცილებელია აგრეთვე კალიუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება (ქიშმიში, ყურძენი, ნესვი, ლეღვი და სხვა.

ტოქსიკოზის ფონზე შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ, შარდში გამოჩნდეს ცილა. ფერხდება ნაყოფის განვითარება.

ორსულობის მეორე ნახევარში გართულებად ითვლება ქავილი, უფრო ხშირად ზურგის მიდამოში. ამ დროს კარგი საშუალებაა არყით გაწმენდა ან ტანზე ქერის ნახარშის გადავლება. ტოქსიკოზის მოვლენები მთლიანად ქრება მშობიარობის შემდეგ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულის ვენების ვარიკოზული გაფართოების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით

ლ ი მ ო ნ ი

ლიმონის მიღება ყოველდღიურად ორსულისათვის აუცილებელია, რადგან ხსნის ვენების ვარიკოზულ გაფართოებასა და ღებინებას.

ს ტ ა ფ ი ლ ო

სტაფილოს ცოცხალი წვენის მიღება ორსულისათვის საუკეთესო საშუალებაა.

ც ხ ე ნ ი ს წ ა ბ ლ ა

იღებენ 30 გ ცხენისწაბლას ყვავილებს. ასხამენ 30 მლ არაყს და აჩერებენ სიბნელეში 1 კვირის განმავლობაში. პერიოდულად ანჯღრევენ. წურავენ და ღებულობენ 30 წვეთს წყლით დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

კ ო მ შ ი დ ა ა ლ უ ბ ა ლ ი

კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაის მიღება პერიოდულად ათხელეს სისხლსა და ხელს უშლის ვენების გაფართოებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რჩევები მეძუძური ქალებისათვის ლაქტაციის

(რძის) მოსამატებად

1. მიირთვით მწვანე ხახვი, სტაფილო, კამა, ჭინჭარი.

2. სვით რძე (ტკბილი). საკვებად გამოიყენეთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს.

3. კამა, ანისული და ცერეცო მატებენ რძეს და არ უცვლიან გემოს. ამ მცენარეთა თესლი (დანაყილი) მოადუღეთ და დაატკბეთ. (1 ს.კ. თესლი 200 მლ ტკბილ მდუღარეზე).

4. 1 ს.კ. გვირილის ყვავილებს ასხამენ 200 მლ ტკბილ, მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წთ და სვამენ უზმოზე. ღებულობენ 2 ჭიქას დღისით და მესამეს ღამე 1 კვირის განმავლობაში.

5. რძის მოსამატებლად, შეკრულობის და ჰემოროის სამკურნალოდ გამოიყენება ბაბუაწვერას ფესვები.

1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ თბილ ადგილას და გაწურეთ.

მიღება: 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბაბუაწვერას ფესვს იღებენ ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. რეცხავენ ცივი წყლით და აშრობენ ჰაერზე იქამდე, სანამ გაჭრისას აღარ გამოიყოფა სითხე.

6. ქერის ნახარში მატებს რძეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლაქტაციის (რძის) შესამცირებლად

1. სვით მურყანის ფოთლების ან პიტნის ჩაი.

2. რძის შესამცირებლად სვით 1/2 ჭიქა კაკლის ფოთლების, სვიის გირჩებისა და სალბის ფოთლების ნაკრების ნაყენი. (1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 სთ.). ღებულობენ დღეში 3-ჯერ ყავის ჭიქით.

3. 1-2 სუფრის კოვზ სალბს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ და სვამენ 1 დღის განმავლობაში.

სალბის ნაყენი ამცირებს ოფლის გამოყოფას, ლაქტაციას და მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

სალბის მიღებისას დოზების დაცვა არ არის საჭირო.

4. ლაქტაციას ამცირებს ქაფურის ზეთის კომპრესები.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა უნდა იცოდეს მეძუძურმა ქალმა

1. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მკერდის ფორმა, ამისათვის ბავშვს ძუძუ უნდა აწოვოთ მჭიდრო ბუზჰალტერზე ამოჭრილი ხვრელიდან.

2. ძუძუთი კვების შემდეგ თავები უნდა გაშრეს ჰაერზე.

3. მასტიტისაგან თავის დასაცავად საჭიროა იცოდეთ ძუძუს წოვების წესები. ბავშვმა არა მხოლოდ ძუძუს თავი უნდა ჩაიდოს პირში, არამედ თავის ირგვლივ რგოლის ნაწილიც.

4. მეძუძური ქალი უნდა მოერიდოს ყავას, რადგან შეიძლება კოფეინის მოქმედებით ბავშვს უძილობა დაემართოს.

5. მეძუძური ქალისათვის უკუნაჩვენებია ნესვის მიღება. ნესვმა ბავშვის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დისპეპსია.

6. დედამ უნდა შეზღუდოს კიტრის და ქლიავის მიღება, რადგან ამ საკვებმა ჩვილ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს კუჭაშლილობა, მუცლის ტკივილი და სხვა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უნდა მიეცეს კამის წყალი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

......აი, თქვენ უკვე ორსულად ხართ და გულისრევა, დაღლილობა, წელისტკივილი და ხშირი შარდვა თქვენი თანამგზავრი ხდება....გადის კიდევ ცოტა ხანი და ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი ძალიან რეალური და საკმაოდ არასასიამოვნო შესაძლებლობა იჩენს თავს–სტრიები. სიმართლე კი ასეთია: ფეხმძიმე ქალების 75-90%-ს ( თეთრკანიანების 90%) უჩნდება სტრიები. როცა თქვენ ფეხმძიმობის მე-6, მე-7 თვეში იქნებით მოიძებნეთ წითელი, ბრაზიანი ხაზები მუცელზე. მაგრამ ,მანდ ნუ გაჩერდებით. გააგრძელეთ ძებნა და შეიმოწმეთ ის ადგილებიც, რომლებიც დიდდება ორსულობის დროს: მკერდი, ბარძაყები, თეძოები და მკლავებიც კი. ეს კი დამოკიდებულია ყველაფერ იმაზე, თუ რამდენს მოიმატებთ ფეხმძიმობის პერიოდში, თქვენს გენეტიკაზე და მისი თავიდან აცილების მცდელობაზე.

ასეა თუ ისე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სტრიები? მეცნიერები დღესდღეობით თავდაუზოგავად შრომობენ, რომ გამოიძებნოს გზა მათი თავიდან ასაცილებლად. ერთი რამ კი უკვე ნათელი და უტყუარია, გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ სტრიები, თუ იგი ფეხმძიმობის დროს ჰქონდა თქვენს დედას, თქვენ დგეხართ დიდი რისკის ქვეშ, რომ გაგიჩნდეთ ისინი. თუმცა არსებობს ძალიან ეფექტური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება საგრძნობლათ შეზღუდოს სტრიების რაოდენობა. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე გაიდლაინს, რომელთა შესრულებაც არა მარტო სტრიების რაოდენობას შეგიმცირებთ, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება. აი ისინიც:

1. იკვებეთ ჯანმრთელად და გაწონასწორებულად. რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ არ მოიმატოთ რეკომენდირებულ წონაზე ( 10-12კგ-ზე) მეტი. ჯანმრთელი კვება არა მარტო თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია, არამედ ის დიდ როლს თამაშობს ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოს - კანის ჯანმრთელად და საღად განვითარებაში.ზომიერი მატება საშუალებას აძლევს კანს შესიებების გარეშე გაიჭიმოს ყოველგვარი ნახეთქების გარეშე.

2. გამოიყენეთ ტანის სახეხი ან პატარა პირსახოცი , რომ გაიკეთოთ მასაჟი იმ ადგილებზე, სადაც სტრიები გაგიჩნდათ ან სადაც გრძნობთ რომ არსებობს საშიშროება მისი გაჩენის. მასაჟი გაზრდის ცირკულაციას , რაც ძალიან წაადგება კანს.

3. მიიღეთ ბევრი წყალი. ჰიდრატაცია სასრგებლოა, როგორც თქვენი ჯანმრთელობისათვის, ასევე ბავშვისათვის და თქვენი კანისათვის.

4. მიიღეთ ვიტამინები - ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია იყოთ ჯანმრთელი, გაწონასწორებული, ამასთან გქონდეთ კარგი კანი და გყავდეთ ჯანმრთელი ბავშვი.

5. შეინარჩუნეთ კანი რაც შეიძლება ტენიანად. დაწყებული პირველი და მეორე ტრისემესტრიდან და დამთავრებული მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომ დაიბრუნოთ თქვენი პირვანდელი სახე. გამოიყენეთ კრემები (Belly Bliss, Resilience, Butter me up ) და ასე შემდეგ- თუ ხელი მიგიწვდებათ, თუ არა და ნებისმიერი კანის მკვებავი რაზეც ხელი მიგიწვდებათ აფთიაქებში.

დაიმახსოვრეთ ძალიან მნიშვნელოვანია დაეხმაროთ თქვენს თავს მშობიარობის შემდეგ. მკვეთრი წონაში კლება ქმნის საშიშროებას ახალი სტრიების გაჩენისას. ამიტომ ზომიერებას ნუ დაკარგავთ. მსუბუქი ვარჯიშები, ბევრი წყალი, ჯანმრთელი საკვები და მშობლის მოვალეობის შერწყმა ერთმანეთთან მოგცემთ საშუალებას დაძლიოთ მშობიარობის დროს მიღებული სტრესი..

თუ თქვენ ყველაფერ ამას გააკეთებთ და სტრიები მაინც გაგიჩნდათ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ისინი დროთა განმავლობაში დაპატარავდება და დაემსგავსება წვრილ ვერცხლისფერ ძაფებს, თანაც ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ზემოთ ჩამოთვლილი კრემები დაგეხმარებათ, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაპატარავდნენ და ჩაბარდნენ წარსულს.

თ უ მ ც ა, თუ თქვენმა კანმა ცოტა მომხიბვლელობა დაკარგა ( რაც ალბათ უფრო მუცლის ქვედა ნაწილში იქნება), სამაგიეროდ თქვენ გეძლევათ არაჩვეულებრივი პრივილეგია იყოთ დედა იმ პატარა, უმწეო, საფენებში გახვეული არსების, რომელსაც სიყვარულით ჩაიხუტებთ გულში და მიეფერებით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ არსებობს ფორმალური ან უნივერსალური განმარტება "მაღალ რისკ ფაქტორიანი" ორსულობისა. ისე კი, მაღალი რისკ -ფაქტორებით მიმდინარე ორსულობა გულისხმობს ერთ-ერთს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: ქალი ან ბავშვი უფრო მეტად დგანან ავად გახდომის ან დაღუპვის საშიშროების ქვეშ, ან გართულებებისა დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ, ვიდრე ჩვეულებრივად მიმდინარე ორსულობის დროს.

ექიმები ცდილობენ ამოიცნონ და შეაფასონ ზოგიერთი სიტუაცია და მდგომარეობა, რომელიც მაღალ რისკ ფაქტორად არის მიჩნეული ორსულობისათვის, იმ მიზნით, რომ ფეხმძიმე ქალს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება ამ დროს, მიიღოს იგი რაც შეიძლება მაღალ დონეზე.

ორსულობამდე არსებული რისკ ფაქტორები– არსებობს ზოგიერთი რისკ ფაქტორი, რომელიც არსებობდა მანამ, სანამ ქალი დაორსულდებოდა. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება, როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური ფაქტორები.

ფიზიკური ხასიათის რისკ ფაქტორები:

ასაკს, წონას და სიმაღლეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალურად მიმდინარე ორსულობისათვის. გოგონები 15 წლის და ქვემოთ დგანან რისკის ქვეშ რომ განუვითარდეთ პრეეკლამფსია ( მდგომარეობა ორსულობის 20 კვირის შემდეგ, რომელიც ხასიათდება ჰიპერტენზიით–მაღალი წნევით, შეშუპებით და პროტეინურიით–ცილები შარდში). ახალგაზრდა გოგონები დგანან აგრეთვე დღენაკლული და მცირე წონის ბავშვების გაჩენის რისკის ქვეშ. ქალები 35 წლის და ზემოთ დგანან მაღალი წნევის, აგრეთვე ორსულთა დიაბეტის(დიაბეტი, რომელიც განვითარდება ორსულობის პერიოდში) და მშობიარობის დროს გართულებების განვითარების რისკის ქვეშ.

ქალები, რომლებიც იწონიან 100 ფაუნდზე (დაახლოებით 45კგ) ნაკლებს სანამ დაფეხმძიმდებიან, დგანან მცირე (ნორმაზე ნაკლები) წონის ბავშვის ყოლის საშიშროების ქვეშ. დიდი წონის ქალებს ხშირად ძალიან დიდი ზომის ბავშვის გაჩენა უწევთ, რაც ძალიან ძნელია. ამავე დროს ჭარბი წონის ქალები დგანან ორსულთა დიაბეტის და პრეეკლამფსიის განვითარების რისკის ქვეშ.

150სმ–ზე დაბალ ქალებს უფრო ხშირად აქვთ მცირე მენჯი, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი ნაყოფის ძნელად მოძრაობისა მენჯსა და სამშობიარო არხში მშობიარობის დროს. მაგალითად ნაყოფის მხრის სარტყლის გამოტანა შესაძლებელია გაძნელდეს. აგრეთვე, დაბალ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ნაადრევი მშობიარობა და დაბადონ არასრულყოფილი ბავშვი.

სტრუქტურული ცვლილებები რეპროდუქტიულ ორგანოებში, როგორიც არის საშვილოსნოს გაორება ან სუსტი საშვილოსნოს ყელი ზრდის თვითნებური აბორტის რისკს. სუსტი საშვილოსნოს ყელი შეიძლება გაიხსნას როცა ნაყოფი გაიზრდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა უნდა ვიცოდეთ:

» ორსულობა არ არის ავადმყოფობა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა.

ახლა თქვენ ახალი წესებით უნდა იცხოვროთ, რომელსაც ახლანდელი

მდგომარეობა გიყენებთ, უფრო მეტი წინდახედულობა და სიფრთხილე

გმართებს.

» ერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, დატვირთვას, ანტიბიოტიკების მიღებას,

გაციებას.

» ორსულობის პერიოდში სისხლდენა, მენსტრუაციული ციკლის მაგივრად,

საშიშია, და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

» ულტრაბგერითი დასხივება უვნებელია. მე 6 კვირისთვის ნაყოფის

გულისცემა გარკვევით უნდა ისმოდეს.

» ორსულობის საწყის ეტაპზე ულტრაბგერითი გამოკვლევა აუცილებელია,

რათა დავრწმუნდეთ ორსულობის ნორმის ფარგლებში მიმდინარეობაში.

» კვირების დათვლა იწება თქვენი ბოლო მენსტრუაციული ციკლის

პირველი დღიდან, რადგან განაყოფიერების ზუსტი დღის დადგენა

შეუძლებელია.

» Но-шпа უვნებელია. მისი მიღება თავისუფლად შეიძლება ორსულობისას.

» ანალიზების აღება აუცილებელია არა საერთო ჩათვლისთვის არამედ

ორსულობის მიმდინარეობისას დარღვევების დროულად

აღმოსაჩენად და სამკურნალოდ.

» საუკეთესო ვარიანტია 4 კვირაში ერთხელ გავიკეთოთ ანალიზები (ექიმის

რჩევის შემთხვევაში მისი დარიგებისამებრ).

» სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავება აუცილებელია, თუ ნაყოფის მოშლის საშიშროება არსებობს ან თუ პირველი ნაყოფი

მოგეშალათ.

» მიიღეთ ვიტამინებით სავსე საკვები. (ექიმის რჩევის მიხედვით).

» გაესინჯეთ იოდის ნაკლებობა მეტობაზე, ფოლიუმის მჟავის მიღება სასურველია 12 კვირამდე დღეში 3/4 ჯერ.

» შეარჩიეთ საკვები ისე, რომ თავიდან აიცილოთ გასტრიტი.

» თვითმფრინავით ფრენა საშიშია ორსულთათვის ყველა სტადიაში, ექიმის რჩევის გარეშე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ცოტაოდენი რამ ოვულაციის გარშემო

ყველასათვის ცნობილია მენსტრუაციული ციკლის შესახებ, რომელიც მოზრდილ გოგონებს 11-15 წლის ასაკიდან ეწყებათ და უგრძელდებათ ქალობაში 45-55 წლის ასაკამდე.

ეს რთული ფიზიოლოგიური პროცესია და რეგულირდება იმ სასქესო ცენტრებით, რომლებიც განთავსებულია თავის შუატვინის ცენტრალურ ნაწილთან (ჰიპოთაალამუსი) ახლოს. ამ დროს ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ყველაზე მეტად იგრძნობა ქალის საშვილოსნოსა და საკვერცხეში. საკვერცხეში მწიფდება მთავარი ფოლეკული, რომლის შიგნითაც მოთავსებულია კვერცხუჯრედი. მომწიფებული ფოლეკული სკდება და კვერცხუჯრედი ფოლეკულარულ სითხესთან ერთად ხვდება მუცლის ღრუში, ხოლო აქედან—საშვილოსნოს მილში(ფალოპის მილში). სწორედ ამ პროცესს ეწოდება ოვულაცია, რომელიც ჩვეულებრივი 28 დღიანი მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში ხორციელდება მე-13 ან მე-15 დღეს. გამსკდარი ფოლეკულის ადგილზე წარმოიქმნება ყვითელი სხეული. ამ მორფოლოგიურ ცვლილებებს საკვერცხეში თან ახლავს სასქესო სტეროიდული ჰორმონების გამოყოფა. კერძოდ: მომწიფებული ფოლეკული გამოიმუშავებს ესტროგენებს, ხოლო ყვითელი სხეული—პროგესტერონს. ეს ჰორმონები აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ორსულობის სწორად წარმართვისათვის. ამიტომ ფეხმძიმობის პირველსავე კვირას მიაკითხეთ თქვენს გინეკოლოგს და ჩაიტარეთ აუცილებელი გამოკვლევები.

მეუღლეთა დაახლოებით 17% პრობლემები უჩნდება დაორსულებასთან დაკავშირებით. უნაყოფობის მიზეზებია ქალის ხანდაზმული ასაკი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და სასქესო ორგანოების ანთებითი პათოლოგიის შედეგად ფალოპის მილების დაზიანება და ჰორმონული დარღვევები. მაკაცებში - სპერმის მცირე რაოდენობით გამომუშავება ან ისეთი სპერმის წარმოქმნა, რომლის უჯრედებიც ვერ გადაადგილება საშვილოსნოსა და ფალოპის მილებისაკენ. რაც შეიძლება იყოს ინფექციისა და ანთებების შედეგი. უნაყოფობის შემთხვევათა დაახლოებით 40% მამაკაცის მიზეზით არის გამოწეეული. თუ გსურთ, რომ დაორსულდეთ, ეცადეთ სქესობრიეი კავშირი გქონდეთ, თქვენი მენსტრუალური ციკლის ე.წ. ფერტილურ (ნაყოფიერ) პერიოდში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როდის მაქვს ოვულაცია

დააკვირდით რამდენი დღე გრძელდება თქვენი ციკლი, გადმოთვალეთ უკან 12 და 16 დღე. მიიღებთ დღეების მონაკვეთს, როდესაც ხდება ოვულაცია. (28 დღიანი ციკლისათვის, მე-14 დღე ხშირად არის ოვულაციის დღე). მაგრამ ყველაზე კარგი მეთოდი, რომ გაიგოთ როდის გაქვთ ოვულაცია მდგომარეობს იმაში, რომ დააკვირდეთ თქვენი ორგანიზმის ცვლილებებს ციკლის დროს.

საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ცვლილებები. ციკლის განმავლობაში ამ ლორწოვანი ნივთიერების რაოდენობა იზრდება და მისი შემცველობაც იცვლება. ეს გამოიხატება ესტოგენის დონის აწევით. დასაფეხმძმებლად ყველაზე იდეალურ დროდ ითვლება როდესაც ეს მივთიერება არის ყველაზე კამკამა, სლიპინა და წელვადი. ასეთი ნივთიერება შეიძება შევადაროთ უმი კვერცხის ცილას. ამ გამონაყოფის როლია კვებოს, დაიცვას და ააჩქაროს სპერმატოზოიდები საშვილოსნოში და მილებში, რომლებსაც კვერცხუჯრედთან აქვთ შეხვედრა.

ბაზალური ტემპერატურის აწევა. ოვულაციის შემდეგ, თქვენი ბაზალური ტემპერატურა (ანუ ტემპერატურა სწორ ნაწლავში) იწევს 0.5-1.6 გრადუსით. თქვენ ამ განსხვავებას ვერ იგრძნობთ, მაგრამ ამის დადგენა თერმომეტრის საშალებით შეგიძლიათ. ტემპერატურის ასეთი ცვლილება მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ ოვულაცია (კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოსვლა იწვევს პროგესტერონ-ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც წევს ბაზალურ ტემპერატურას). დაფეხმძიმების ყველაზე მეტი შანსია ტემპერატურის აწევამდე 2-3 დღით ადრე . ზოგი ექსპერტის აზრით, რომ ტემპერატურის აწევის შემდეგ კიდევ 12-24 საათი გაქვთ დრო დასაფეხმძიმებლად, მაგრამ ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ როდესაც თქვენ შენიშნავთ ტემპერატურის მომატებას, უკვე გვიანია. დაახლოებით 1-2 დღე ჭირდება პროგესტერონს რომ აწიოს ბაზალური ტემპერატურა. რადგან კვერცხუჯრედი ოვულაციიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს, ამიტომ უკვე გვიანია დასაფეხმძმებლად. ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, რომ გაისინჯოთ ბაზალური ტემპერატურა ყოველ დილას რამდენიმე თვის განმავლობაში რათა აღმოაჩინოთ კანონზომიერება და ზუსტად იცოდეთ როდის გაქვთ ოვულაცია. ამის მერე კი შეგიძლიათ დაგეგმოთ თუ როდის შეგიძლიათ ჩასახოთ ბავშვი.

დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. ქალების მეხუთედი "გრძნობს" განაყოფიერების ფაქტს, რაც გამოისახება მცირე ტკივილების ან მოვლითი ტკივლებთ. რაც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი ან რამდენიმე საათი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სექსი ორსულობისას

ძალიან ბევრ ქალს აწუხებს კითხვა - არის თუ არა უსაფრთხო ფეხმძიმობის დროს სექსი მათთვის და მათი ნაყოფისთვის? საბედნიეროდ ბევრი ქალისთვის სექსუალური კავშირი ფეხმძიმობის პერიოდში აბსოლიტურად უსაფრთხოა, ისინი უბრალოდ მეტი სიფრთხილით და გააზრებით ეკიდებიან სექსს. თუმცა დროთა განმავლობაში, ნაყოფის ზრდასთან ერთად სექსი შეიძლება გახდეს არასასიამოვნო და არაკომფორტულიც კი.

მეორესმხრივ ფეხმძიმობისას სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებამ შეიძლება სარისკო სიტუაციაში ჩააგდოს თქვენი ნაყოფის განვითარება და საფრთხის წინაშე დააყენოს თქვენი ფეხმძიმობაც. ყველა შემთხვევაში უპრიანია დაეკითხოთ თქვენს პირად ექიმს სანამ გადაწყვიტავთ სექსუალურ ურთიერთობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა რომ თქვენთვის სექსი შეიძლება უსაფრთხოც იყოს არ არის გამორიცხული, რომ სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი თვითონვე გაგიქრეთ არა იმიტომ რომ თქვენ საგრძნობლად მოიმატეთ წონაში, არამედ იმიტომ რომ თქვენი ფიქრები ახლა სრულიად აქვს დათმობილი თქვენი პატარის ამ ქვეყნად მოვლინებას და მშობლად გახდომის მოლოდინის მღელვარებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძილის დროს

ხშირად ორსულთა უმეტესობა ჩივის ძილის დროს დისკომფორტის გამო. ყველაზე მეტად წოლისას სასურველი და კომფორტული მდგომარეობის პოვნა არის რთული. განსაკუთრებით მეხუთე თვისთვის, როდესაც მუცელი საკმაოდ წამოზრდილია ქალისთვის აქამდე საყვარელ მდგომარეობაში დაძინება თითქმის შეუძლებელია. ასეთ დროს უმრავლესობა ცდილობს ზურგზე დაყოლილ მდგომარეობაში ჩაძინებას, თუმცა ხანგრძლივად ზურგზე წოლა ძნელიცაა და არა სასურველიც, რადგან ამან შეიძლება წელის ტკივილები და სუნთქვის გართულება გამოიწვიოს.

ორსულთათვის და პატარისთვის ძილის დროს ყველაზე სასურველი მდგომარეობაა მარცხენა მხარეს წოლა. ამ პოზაში თქვენ შეგიძლიათ ფეხებს შორის ბალიშიც დაიდებას მეტი კომფორტისთვის. ასეთ მდგომარეობაში არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, თქვენც ყველაზე კომფორტულად და კარგად გრძნობთ თავს.

ღამით თუ გაღვიძებულმა აღმოაჩინეთ რომ მუცელზე ან ზურგზე წევხართ, დაუყოვნებლივ გადაბრუნდით მარცხენა გვერდზე და მშვიდად ჩაიძინეთ, ასე თქვენც და თქვენი მომავალი პატარაც უსაფრთხოთ და მშვიდად იქნებით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება ორსულობისას.

ქალთა უმეტესობას აწუხებს კითხვა უნვებელია თუ არა თმის დახვევა და შეღებვა ორსულობისას?

ორსულობის პერიოდში ქალმა შესაძლოა შეამჩნიოს რომ მისმა თმამ დაკარგა ბრწყინვალება და ელასტიურობა, ან პირიქით უფრო მისი თმა უფრო მოქნილი გახდა. ეს ნორმალურია, ძირითად შემთხვევებში ქალების დიდი ნაწილი თმებს იხვევს იღებავს და ამ მხრივ ცდილობს მისი ფორმის შენარჩუნებას თუ გალამაზებას. თუმცა ორსულობის პერიოდში ქიმიური ზემოქმედება თმებზე სასტიკად არ აკრძალულია.

1. თმები ასეთ ქმედებაზე უცნაურად რეაგირებენ. შესაძლოა დახვევა საერთოდ არ მოხდეს. ან პირიქით დაიხვეს წვრილ კულულებად.

2. მეორეც ქიმიური შემადგენლობა რასაც ეს ხსნარი შეიცავს კანის საშუალებით შეიწოვება და შემდეგ სისხლძარღვების საშუალებით გადაეცემა ჩანასახს, და საშიშროებას უქმნის მის განვითარებას.

თუმცა კვლევების შედეგად არ გამოვლინდა პირდაპირი კავშირი ქიმიურ ზეგავლენასა და ბავშვთა დაავადებებს შორის, ექიმები მაინც აფრთხილებენ პაციენტებს რომ ყველანაირი ქიმიური ზემოქმედება თმებზე თუ სხეულზე გადადონ მშობიარობის შემდეგი პერიოდისთვის.

თუ აუცილებლობა მაინც თავს იჩენს რომ ადრე შეღებილი თმების წამოზრდილი ძირები როგორმე დაიფაროთ მაქსიმალურად მოერიდეთ ამიაკის და პერეკისი შემცველ საღებავებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვივარჯიშოთ თუ არა ?

არიან ქალები - რომელთაც უყვართ სპორტი და ამ გატაცებას ორსულობის დროსაც არ ღალატობენ.

სხარტ და ფიზიკურად ძლიერ ქალებს ჩვევად აქვთ გადაქცეული მარტივი ტიპის ფიზკულტურული ვარჯიშების შესრულება. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ამის გაგონებაც არ სურთ.უნდა ივარჯიშოს თუ არა ორსულმა ქლმა?

დიახ, მხოლოდ ძალზე ფრთხილად და შესაფერისი ფორმებით.

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დაუშვებელია ძლიერი და ფიზიკურად ძალდატანებითი მოძრაობების შესრულება. იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ცხელ ამინდში იცურავეთ კიდეც. მომდევნო საათებში შეიძლება მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, მაგრამ უნდა მოერიდოთ გადაღლას, ორგანიზმის გადატვირთვას. შეგიძლიაი ისეირნოთ ველოსიპედით ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ითამაშეთ ჩოგბურთი. მხოლოდ ნუ ირბენთ და ნუ იხტუნავებთ. ორსულობის ამ პერიოდში მუცელი საგრძნობლად წამოგეზრდებათ, რაც გამოიწვევს ხერხემლის მდგომარეობის შეცვლასაც. ამიტომ გირჩევთ დროდადრო შეასრულოთ ხერხემლის სტიმულაციისთვის საჭირო ზოგიერთი სპეციალური ვარჯიშები.

ექიმები და სპეციალისტები ერთხმად ურჩევენ ახალგაზრდა დედებს იყონ უფრო აქტიური ფეხმძიმობისას. ეს ფაქტოტრი ნამდვილად მნიშვნელოვანია.

დასაწყისისთვის ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ვარჯიშს, რომელთა შესრულება ადვილია და ხანგრძლივობის და რაოდენობის რეგულირებაც თქვენზეა დამოკიდებული.

რაში მდგომარეობს ამ ვარჯიშების ეფექტურობა?

• ორგანიზმი წვავს 2 ჯერ მეტ კალორიას,

• ხერხემალი თავისუფლდება,

• იშლება გულმკერდის არის დაძაბულობა,

• წყდება თავის ტკივილები,

• ქალის ორგანიზმის ყველა ნაწილი აღიდგენს ნორმალურ ფუნქციონირებას.

თქვენ შეგიძლიათ ყველა ვარჯიში შეასრულოთ ცალ-ცალკე ან კომპლექსურად.

ყველა შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ სიმსუბუქის და განტვირთვის სასიამოვნო შეგრძნება. და რაც მთავარია თქვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ასიამოვნებთ ამით, არამედ ხელს შეუწყობთ თქვენი მომავალი პატარის ჯანსაღ განვითრებასაც.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როდესაც პატარა გაინძრევა

როცა ჩვენი პატარა დაიწყებს შესამჩნევ მოძრაობას, კიდურებით მოწოლას, და დარტყმებს, ყურადღებით დააკვირდით მის მოძრაობებს. ხშირად მოეფერეთ აგრძნობინეთ თქვენი სითბო..

დარტყმებით და ამგვარი მოძრაობებით ბავშს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის გადმოცემა. მაგალითად უცაბედი ძლიერი დარტყმები იმის ნიშანია, რომ ბავშვი არაკომფორტულად არის განლაგებული, ხოლო როგორც კი დედა შეიცვლის მდგომარეობას პატარა მადლობის ნიშნად მოგვეფერება. ბოლო პერიოდში ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა. მათ აინტერესებდათ რამდენად განსხვავდებოდნენ ბავშვები რომელთანაც ორსულობიდანვე ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი მშობლებს, ანუ ხშირად ეფერებოდნენ და ესაუბრებოდნენ ბავშვის შობამდეც.

შედეგი გამაოგნებელი იყო, აღმოჩნდა, რომ ასეთი პატარები გაჩენის შემდეგ უფრო განვითარებულები, უფრო აქტიურები და გაწონასწორებულები იყვნენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თქვენც ხო მარ მოგინდათ თქვენს პატარასთან უფრო ახლო კონტაქტი?

მაშინ მიიღეთ თქვენთვის კომფორტული მდგომარეობა, მოდუნდით.

ახლა კი თან მოეფერეთ და თან კიდევ მოუყევით თქვენს პატარას როგორ ელოდებით მის გაჩენას, და რა დიდი სიყვარულით ხართ მის მიმართ გამსჭვალული, რომ იგი განსაკუთრებული არსებაა თქვენს ცხოვრებაში, და შეთანხმდით რომ რაიმე ქმედებით გამოხატავს საკუთარ განწყობას ამა თუ იმ თემაზე. სთხოვეთ მიგანიშნოთ “თანხმობაზე” – დარწმუნებისთვის რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ , შემდეგ “საწინააღმდეგო” განწყობა ესეც კარგად ივარჯიშეთ, და რაც მთავარია შეეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ რომელი მოძრაობით რას გადმოგცემთ თქვენი ბაია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფეხმძიმობა რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც შესაძლებელია თანსდევდეს სხვადასხვა სახის გართულებები. მათ შორის ისეთიც როგორიცაა საშვილოსნოს სისხლდენა თუ ვაგინალური სისხლდენა. როგორც წესი ამ თვალსაზრისით ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება ფეხმძიმობის პირველი და ბოლო ტრიმესტრი, უფრო ზუსტად კი სულ პირველი და სუ ბოლო კვირები.

უცნაურია, თუმცა ფეხმძიმობის დასაწყისში ყველა სახის სისხლდენა პათოლოგიად არ მიიჩნევა.

მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში მცირეოდენი სისხლიანი გამონადენი ჩვეულებრივ სიმპტომადაც ითვლება, და იგი არ შეიძლება გახდეს ფეხმძიმობის ნორმალურად განვითარების ხელშემშლელი მიზეზი.

ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე (პირველი კივირები) ქალის ორგანიზმი განიცდის გლობალურ ცვლილებებს, როგორც ჰორმონალურ ასევე ფიზიოლოგიურსაც.

რა შეიძლება იყოს სისხლდენის მიზეზი?

პირველ რიგში, საშვილოსნოს კედელზე ჩანასახის მიმაგრებისას მისი ლორწოვანი ნაწილაკების ჩამოშორება, იწვევს მცირეოდენ სისხლიან გამონადენს. მათ შეიძლება მოყავისფრო, მოვარდისფრო ან სისხლისფერი შეფერილობა ჰქონდეთ. ასეთი სახის გამონადენი ხშირად რამოდენიმე დღე გრძელდება და იგი მცირე რაოდენობით გამოირჩევა. მათ შესაძლებელია ახლდეთ სპაზმებიც და ასევე შესაძლებელია სრულებით უმტკივნეულო და შეუმჩნეველნიც დარჩნენ.

ამგვარი სიმპტომები ხშირად გვიდასტურებს ეჭვს ფეხმძიმობის შესახებ. ყველაზე ხშირად ასეთი გამონადენი დროის მხრივ ემთხვევა მენსტრუაციის დადგომის პერიოდს. რასაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე მენსტრუაციული ციკლი ყველა ქალს არ უწყდება.

იმის შემდეგ რაც ფეხმძიმობა დადგენილია, ყველა სახის გამონადენი შეიძლება საშიში იყოს, შესაბამისად გამონადენის არსებობის შემთხვევაში ორსული ვალდებულია დაუყოვნებლივ ეჩვენოს მკურნალ ექიმს, რაც საშუალებას მისცემს ექიმებს საწყის ეტაპზევე აღმოფხვრან ყველა პრობლემა თუ გართულება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მზე და ზღვა

ორსულობა ზაფხულის პერიოდში არაფრით არ განსხვავდება ზამთრის ან შემოდგომისაგან თუ მას დედის და ბავშვის განვითარების უთხით შევხედავთ. თუმცა ცხელ ზაფხულში ორსულობას მაინც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიშნებით. სიცხე და ჰაერის დახუთულობა დამატებითი დისკომფორტია ორსული ქალებისთვის. თუმცა თუ თქვენ არც ტოქსიკოზი გაწუხებთ არც მოშლის საშიშროებაა, მაშინ იყავით თავისუფლად და შეიგრძენით ამ განსაკუთრებული და ყველაზე თბილი სეზონის შარმი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გარუჯვა

თქვენ არ გეკრძალებათ მზის აბაზანების მიღება და ზღვაში ან მდინარეში ბანაობა, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი სივრთხილით და ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. გადაჭარბებულმა მზეზე ყოფნამ შეიძლება ცუდი ზეგავლენაც კი მოახდინოს თქვენი ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე. ექიმების რჩევით პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი მზეზე დიდხანს გაჩერება ამ დროს ჩვენი პატარის სხეული ფორმირების საწყის ეტაპზეა. მეორე და მესამე ტრიმესტრებში რეჟიმი მსუბუქდება მზის აბაზანების მიღება დასაშვებია დილის 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან. შუადღის პერიოდი ყველაზე საშიშია, რადგან ამ დროს მზის რადიაციული დასხივების დონე ძალიან დიდია. გადამეტებულად მზის სხივების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი უარყოფითი ჩვენება მათ შორის დამწვრობა ან ვადამდელი მშობიარობაც კი. დამცავი კრემების გამოყენებისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება არის თუ არა უსაფრთხო მისი გამოყენება ორსულთათვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შორი და ახლო მგზავრობა

საერთო ჯამში ყველა ექიმი თავის პაციენტს ურჩევს თავი აარიდოს ხანგრძლივ მგზავრობას განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში როდესაც მუცლის მოშლის საშიშროება ყველაზე მაღალია. მაგრამ თუ ზაფხულის ან ზამთრის არდადაგებზე მოგიწევთ წასვლა შეეცადეთ მგზავრობისას თავი აარიდოთ ჯაყჯაყს და მოერიდეთ ცუდ გზებს. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ადგილი სასურველია ქალაქთან ახლოს და საფუძვლიანად მოერგეთ ახალ გარემოს რომ მისი ხშირი ცვლა არ მოგიწიოთ.

რაც შეეხება შორ მანძილზე მგაზვრობას, ყველაზე კარგი ვარიანტია მათგან თავის არიდება, თუმცა თუ მგზავრობის პირობები დამაკმაყოფილებელია: ხშირი გაჩერება, ტუალეტი, ნორმალური კვება. მაშინ მგზავრობაც დასაშვებია ექიმის აზრის შესაბამისად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0