Sign in to follow this  
Followers 0

ორსულობა

184 posts in this topic

ორსულობისას და მშობიარობისას ქალის ორგანიზმი გაძლიერებული დატვირთვით მუშაობს.

გაორმაგებულია გულის მუშაობა, ასევე კუჭისა და ღვიძლის, ნერვული და იმუნური სისტემების. იმისთვის რომ თქვენმა ორგანიზმმა შეძლოს ამ დატვირთვის ადვილად დაძლევა და დედისა და ბავშვის განვითარებისთვის ყველა ფუნქციის შენარჩუნება, მას ესაჭიროება რესურსები, ამიტომ აუცილებელია, რომ დაორსულების მოსურნე ქალმა მინიმუმ 2 თვით ადრე მაინც იზრუნოს ორსულობისთვის მზადებაზე. ანუ პირველ რიგში სათანადოდ გამოიკვლიოს საკუთარი ორგანიზმი და შემდეგ შეამზადოს ფეხმძიმობისთვის.

ორსულობის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება უკვე გადატანილ ინფექციურ დაავადებებს. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა, რომელსაც პირადი ექიმი, ან გინეკოლოგი შეარჩევს.

ინფექციებზე დიაგნოსტიკა:

• ქლამიდია

• ჰერპესის ვირუსი

• პაპილომა ვირუსი

• ციტომეგალო ვირუსი

სხვადასხვა ანტისხეულების დადგენა ვირუსების და ბაქტერიების მიმართ

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზის გაკეთება ამასთან სისხლის ჯგუფის დამდგენი ანალიზი ორივე მეუღლისთვის, ასევე პროთრომბინის, ჰეპატიტის და შიდსის ვირუსის ანალიზები.

ამ ანალიზების აღების შემდგომ თქვენს ექიმს ექმნება სრული წარმოდგენა თქვენს მდგომარეობაზე და ანალიზის პასუხის შესაბამისად აწარმოებს ქალის შემზადებას ორსულობისთვის.

აქ ვისაუბროთ ორსულობაზე და ყველაფერზე ,რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს.

34894f0fc1ea.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დედა რა ღიპია

და პუსკ ეს ბიჭი მამა ხომ არ არის შემთხვევით? (მიყვარს შენს თემებში ბოდიალითქო ხო ვთქვი :P)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ორსულობის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება უკვე გადატანილ ინფექციურ დაავადებებს. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა, რომელსაც პირადი ექიმი, ან გინეკოლოგი შეარჩევს.

ამაზე უფრო საშინელია აბორტი. ქალის ორგანიზმს მაგრად ანგრევს. ამიტომ იყო ერთი ამბავი ქალიშვილობაზე. ვისაც ჯანმრთელი მომავალი თაობა უნდოდა შესაბამის ცხოვრების წესსაც მისდევდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულობისას მარტო ქალის მზადება არაა საკმარისი, მამაკაციც ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში.

როგორც ვიცი, ჩასახვამდე 70 დღით ადრე სასურველი და ნაყოფის განვითარებისათვის სასიკეთოა, თუ წყვილი არ მიიღებს ალკოჰოლს და არ მოწევს სიგარეტს. ეს პერიოდი საჭიროა მამაკაცისა და ქალის ორგანიზმის გაწმენდისათვის მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხელსაყრელ პირობებს მოუმზადებს ნაყოფს განვითარებისათვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კვების ზოგადი ნორმები

რაკი ქალის ბიოლოგიური როლი და დანიშნულება ახალი სიცოცხლის დაბადებაა, ამიტომ ორსულობა ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პერიოდია მის ცხოვრებაში. ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ისეთი ცვლილებები, რომელსაც შეიძლება საოცარი ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ. რომ თვალით უხილავი ერთი კვერცხუჯრედი, განაყოფიერების შემდეგ, ცხრა თვის (ანუ 40 კვირის) გრმავლობაში ყალიბდება ახალ ცოცხალ არსებად, რომელიც, სულ ცოტა - 3 კილოგრამს იწონის.

განვითარების პროცესში ნაყოფზე გარედან ზეგავლენა მინიმალურია. ამ დროს დედის ორგანიზმი ერთგვარი ინკუბატორის როლს ასრულებს. ნაყოფი იზრდება და ვითარდება საშვილოსნოში, ცურავს სანაყოფო სითხეში და ძალზე კარგად არის დაცული მავნე ზეგავლენისაგან. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია მხოლოდ ჭიპლრით, რომლითაც დედა აწვდის ბავშვს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, გადააქვს შლაკები. ხშირად, როცა ქალს არ უნდა, რომ წონაში მოიმატოს - ორსულობისას ცოტას ჭამს, რაც მუცლის მოშლას იწვევს. თუ ბავშვი მაინც ცოცხალი დაიბადა, მცირე წონისაა, ადვილად ხდება ავად. არც ზედმეტი საკვების მიღებაა სასურველი.. იწყება დედის ორგანიზმის გაცხიმოვნება, რაც მძიმე მშობიარობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ხშირად ბავშვიც დიდი წონის იბადება. ამ დროს დედას ემართებასამშობიარო გზების დაზიანება. ორსულობის დროს კვება უნდა იყოს რაციონალური. ეს ნიშნავს ქალმა უნდა მიიღოს ისეთი და იმ რაოდენობის საკვები, რომ ოპტიმალური პირობები შეუქმნას საკუთარ თავს და ნაყოფს.

სწორი კვება

სამეცნიერო გამოკვლევების შედეგად შეიქმნა თავისებური სქემა-გრაფიკი, რომელიც რა თქმა უნდა - ითვალისწინებს ეროვნულ თავისებურებებსაც. ეს სქემა რამდენიმე ძირითადი მომენტისაგან შედგება.

ორსულობის პირველ ნახევარში კვება უნდა იყოს ოთხჯერადი, მეორე ნახევარში ხუთ ან ექვს ჯერადი. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, იოლად გადასამუშავებელი და ამავე დროს ზომიერად ნოყიერიც. არ დაგავიწყდეთ ხილი და ხილის წვენები იმისდა მიხედვით, თუ წელიწადის რა დრო დაემთხვა თქვენს ორსულობას. დიდი რაოდენობით უნდა მიიღოთ ვაშლი, რადგან მასში ასევა დიდი რაოდენობითაა რკინა, კალიუმი და სხვა ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობენ კუჭის სწორ მუშაობას და აადვილებენ პერისტალტიკას. სასარგებლოა აგრეთვე კივისა და ბანანის ზომიერად მიღება. უნდა ითქვას, რომ ბანანის გადაჭარბებით მიღება სასურველი არ არის იმ ქალებისათვის, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, რადგან ეს ტროპიკული მცენარე თავადაც დიდად კალორიულია. გაზაფხულზე კარგია ალუჩა და ალუბალი. ძალზე მნიშვნელოვანია ბოსტნეულის ასორტის მიღებაც. თუ ალერგია არ გაწუხებთ მიირთვით ჭარხლისა და სტაფილოს წვენების კომბინაცია შეფარდებით 1:3. ეს გაგიუმჯობესებთ სისხლის სურათს, აგიწევთ ჰემოგლობინის ნიშნულს. თუ არ გაწუხებთ ყაბზობა, შეგიძლიათ მიიღოთ ოდნავ შემტკბარი ბროწეულის წვენიც, ესეც იგივე დანიშნულებისაა. საერთოდ კი ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და კვების რეჟიმიც ინდივიდუალურად უნდა დაენიშნოს პირადი ექიმის რჩევით.

იმისათვის, რომ კვება იყოს რაციონალური, საჭიროა:

. ამოღებული იქნას კვების რაციონიდან ნახევარფაბრიკატები და კონსერვები

. ორსულმა მიიროს მხოლოდ ახალი საკვები

. უნდა მოერიდოს ცხიმიან საკვებს

. კვება უნდა იყოს საშუალოდ 4_5 დღეში

. არ იკვებოთ ფეხზე მდგომებმა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აი პატარა ცხრილი კვების

98983.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

gio

:blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისეთი კაი რაღაცეები წერიაა მეც დავორსულდეებოდი დიდი სიამოვნებით :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისეთი კაი რაღაცეები წერიაა მეც დავორსულდეებოდი დიდი სიამოვნებით

კაი რა ნახე ერთი ძალიან მაინტერესებს.. .

ისე თქვენი აზრი მაინტერესებს როგორ ფიქრობთ უნდა დაესწროს თუ არა მამა მშობიარობას?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არა ...

რას ქვია დაესწროს.

რა წესია :^)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰეჰ რატო ვითამ?. ..აბა ცოდო არაა კაცო ქალი მარტო?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჰეჰ რატო ვითამ?. ..აბა ცოდო არაა კაცო ქალი მარტო?

ცოდო? ეგ ქალებისათვის ბუნებრივია. თანაც მარტო არაა მთელი ბრიგადაა ბოქსში, სხვა მშობიარე ქალებზე რომ არაფერი ვთქვათ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ორსულობის დადგენა

ცნობილია, რომ ორსულობის ტესტები იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. ტესტების პრინციპი დაფუძნებულია შარდში “ორსულობის ჰორმონის” – ქორიონალური გონადოტროპინის შემცველობაზე. სულ რამოდენიმე წუთში სტრი-სტრიქონი რეაგირებს ჰორმონის დიდ კონცენტრაციაზე და იძლევა რეზულტატს – 1 ან 2 ზოლის სახით. უმეტეს შემტხვევაში ასეთი ტესტის შედეგი სანდოა, მაგრამ ტესტს შეიძლება ჰქონდეს ცრუ-დადებითი რეზულტატიც.

ტესტები საკმაოდ ეფექტურებია მოსალოდნელი ციკლის პირველი დღიდანვე, მაგრამ უფრო ზუსტი შედეგი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის რამოდენიმე დღის შემდეგ.

თუ დააკვირდებით თქვენ ორგანიზმს, შეამჩნევთ საეჭვო ნიშნებს უფრო ადრე, ვიდრე ორსულობის ტესტი მოგცემთ სწორ შედეგს.

ორსულობის ძირითადი ნიშნები (ორსულობის პირველ კვირებში):

1. მომდევნო მენსტრუალური ციკლის შეჩერება (აღინიშნება ქალების 34%-ში). ყველაზე გავრცელებული ნიშანია. მაგრამ ეს შეიძლება იყოს გომოწვეული ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით და სხვა დაავადებებით.

2. მკერდის მგრძნობიარობა/მტკივნეულობა (აღინიშნება ქალების 28%-ში). ზოგი ქალი განიცდის ამ შეგრძნებებს ყოველი მენსტრუაციის მოლოდინის დროს. ამ შემთხვევაში ორსულობის დროს მკერდის მტკივნეულობა შეიძლება იყოს უჩვეულოდ ძლიერი.

3. მომატებული მგრძნობიარობა სუნების მიმართ (აღინიშნება ქალების 11%-ში). ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ეს არის საკმაოდ არსებითი ნიშანი.

4. მკერდის გადიდება (აღინიშნება ქალების 8 %-ში). ძირითადად მკერდის გადიდება აღინიშნება უფრო მოგვიანებით, მაგრამ ზოგი ქალი აღნიშნავს ამ ნიშანს უკვე ორსულობის პირველი კვირებიდან.

5. დილაობით გულისრევის შეგრძნება (აღინიშნება ქალების 5 %-ში). ადრეული ტოქსიკოზი იწყება დაახლოებით 7 კვირიდან და გრძელდება ორსულობის 12 კვირამდე. მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ტოქსიკოზი იწყება ძალიან ადრე.

6. უჩვეულო შეგძნებები მუცლის ქვემოთ შეგრძნება (აღინიშნება ქალების 5 %-ში). ზოგი ქალი აღნიშნავს ტკივილს მუცლის ქვემოთ და შეგრძნებებს, რომ “მანდ რაღაც არის”.

7. კვების მიმართ უჩვეულო ცვლილებები (აღინიშნება ქალების 5 %-ში). მომავალი დედები ორსულობის პირველ კვირებში აღნიშნავენ მომატებულ მადას, ზოგი კი, პირიქით უჩივის უმადობას. ხშირად ქალი რადიკალურად ცვლის თავის მენიუს და იჩენს ზიზღს ჩვეული პროდუქტების მიმართ.

8. ხასიათის შეცვლა (აღინიშნება ქალების 4 %-ში). ზოგი ქალი აღნიშნავს ამ მაჩვენებელს, როგორც ყველაზე ნაადრევს.

9. ხშირი შარდვა. ორსულობის ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი.

10. წონის ცვლილება. როგორც წესი, მომავალი დედა იმატებს წონაში დაახლოებით ორსულობის 2-3 თვიდან, ხოლო პირველ კვირებში ხშირ შემთხვევაში, კარგავს წონას.

11. სხეულის მომატებული ტემპერატურა. ზოგ ქალს ტემპერატურა ეწევა 37-37,2 გრადუსამდე. ხანდახან ამას ემატება თავის ტკივილი.

12. მომატებული ბაზალური ტემპერატურა. მენსტრუაციამდე ბაზალური ტემპერატურა, როგორც წესი, ქვეითდება, ხოლო ორსულობის დროს აღინიშნება მისი მომატება.

13. ძილიანობა, დაღლილობა. ხშირად აღინიშნება ორსულობის ნიშნებს შორის, როგორც ერთ-ერთი პირველი სინდრომი.

თუ ვინმეს ვინც კითხულობს ეს ნიშნები აქვს მაშინ ოოო :D

1

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე თქვენი აზრი მაინტერესებს როგორ ფიქრობთ უნდა დაესწროს თუ არა მამა მშობიარობას?

არა :o მე წინააღმდეგი ვარ..

gio

რამდენი იცით ბატონო, საიდან? ნუთუ ინტერნეტში იდო?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წონის კონტროლი ფეხმძიმობისას

ეს პრობლემა ორსულ ქალთა უმეტესობას აწუხებს: რა წონის მომატებაა ნორმა ორსულობისას? რადგან არასასურველია როგორც გადამეტებული მატება ასევე წონაში კლებაც. ნაკლები წონა საშიშია როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვისაც. ქალები რომლებიც ძალიან ცოტას ჭამენ, და შესაბამისად არ იმატებენ წონაში საფრთხეს უქმნიან ბავშვს, რადგან იგი შესაძლოა ძალიან მცირე წონის დაიბადოს (2.5 კგ-ზე ნაკლები). მეტწილად ნაკლებ კვებას და ნაკლებ წონას უფრო მეტი ზიანი შეუძლია მოიტანოს ვიდრე წონის მომატებამ. რადგან არასაკმარისი კვებისას შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის ტვინი, და ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ასევე იკლებს ესტროგენის ჰორმონის გამომუშავება რაც მოშლის საშიშროებას ქმნის.

რათქმა უნდა ასევე არასასურველია გადამეტებულად წონის მატებაც, მან შესაძლოა გამოიწვიოს ეგრედწოდებული გვიანდელი ტოქსიკოზი, ასევე საშიშროებაა გადამეტებული წონის ბავშვის გაჩენისაც (4კგ-ზე მეტი). ჭარბი წონის გამო შესაძლოა გართულებები მშობიარობისას. და რათქმა უნდა წონაში ზედმეტად მატებისას, გაძნელდება მისი მწყობრში ჩადგომის პროცესი. ანუ მშობიარობის შემდეგ დიდი რაოდენობით ჭარბი წონის დაკლება შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ზოგისთვის უშედეგოდაც.

თქვენი წონაში მატების ოპტიმალური ვარიანტი დამოკიდებულია თქვენს წონაზე რომელიც ორსულობამდე გქონდათ დაფიქსირებული. ამასთან რაც ნაკლებია თქვენი წონა მით მეტის მომატება შეიძლება ორსულობისას.

სხეულის წონის შესაბამისი ინდექსი ასე გამოითვლება:

სხეულის წონა გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მაგალითად :

წონა (53კგ) : სიმაღლე (1.68 სმ ხ 1.68 სმ)

18.5 –ზე ნაკლები ინდექსი აღნიშნავს არასაკმარის წონას.

18.5 _ დან _ 25 მდე _ ნორმალურ წონას შეესაბამება.

25 დან 30 მდე ინდექსი აღნიშნავს ჭარბ წონას.

30 დან ზევით _ ჭარბი ცხიმიანობა

1. თუ თქვენი წონა ნორმაზე ნაკლებია – თქვენ შეგიძლიათ მოიმატოთ 12.5 დან – 18კგ.-მდე.

2. თუ ნორმაშია მაშინ – 11.5 დან _16კგ.მდე

3. თუ მანამდეც ჭარბი წონა გაწუხებდათ – 7 დან _ 11.5 კგ. მდე

4. დიდ წონაზე – 6 და ნაკლები

5. ტყუპებზე ორსულობისას – 16 დან – 21კგ. მდე (საკუთარი წონის მიუხედავდად)

სად ნაწილდება მოცემული კილოგრამები?

• ბავშვი 3 – 3.5 კგ.

• პლაცენტა _ 500გრ.

• გაზრდილი მკერდი _ 500გრ.

• საშვილოსნო _ 1 კგ.

• დამატებითი სისხლი _ 1.5კგ.

• წყალი სხეულში _1.5 – 2 კგ.

• დამატებითი ხციმები ქალის ორგანიზმში _ 3-4 კგ.

წონის აკრეფის ტემპი სხვადასხვაა, რომელიღაც თვეებში შესაძლოა მეტი მოიმატოთ სხვებში კი ნაკლები. ქალთა ნაწილი ორსულობის პირველივე თვეებიდან იმატებს წონაში,დანარჩენები კი მე -20 კვირიდან იწყებენ მატებას. ნორმალური წონის შემთხვევაში

I ტრიმესტრში 1.5 კგ – ია ნორმა (2-კგ არასაკმარისი წონისას. 800 გრ.- ჭარბი წონისას.)

II და III ტრიმესტრებში წონის მატება შედარებით აჩქარებულია და შესაძლოა 300 გრ-მდე მატება ყოველდღიურად. ბოლო თვეში შესაძლებელია თქვენმა წონამ 1 – 1.5 კგ-ით კილოს. ეს სავსებით ნორმალურია.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მხოლოდ უცხიმო მასის მატება იწვევს ბავშვის წონის ზრდას და არაცხიმოვანი მატება, – ქალის სხეულისას. შესაბამისად არ არის რეკომენდირებული ორსულობისას “ორის” მაგივრად კვება.

I ტრიმესტრში თქვენ გესაჭიროებათ 200 გრამის დამატებითი კალორია. II და III ში 300 გრამი.შეეცადეთ რომ ეს გრამები შეავსოთ ჯანმრთელი პროდუქტებით: რძე, ხაჭო, ყველი, იოგურტი, ხილი. არ შეიძლება შიმშილობა, ან განტვირთვის დღეების მოწყობა უჭმელობით. თუ წონის მატება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ამოიღეთ რაციონიდან ტკბილეული და ცხოველური ცხიმები. ნუ მოიკლებთ ხილს და ბოსტნეულს და ხორბლეულს. არ შეიძლება სწრაფი ცვალებადობა წონაში. ეს წნევის მატებას იწვწვს.

შეეცადეთ არ შეჭამოთ ბევრი შოკოლადი, რადგან ცხიმების და კალორიების გარდა ის შეიცავს კოფეინსაც, რომელიც ორგანიზმს ხელს უშლის რკინის და ფოლიუმის მჟავის შეთვისებას. ამავე მიზეზით შეზღუდეთ ყავის და მუქი ჩაის მიღებაც. ტოქსიკოზის შემთხვევაში ჭამა არ შეწყვიტოთ, ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა. წყლის და სითხის მიღებაც აუცილებელია, რადგან სანაყოფე წყლები ყოველ 3 საათში იცვლება და ორგანისმს ახალი წყალი ესაჭიროება.

მშობიარობის შემდგომ წონის დაკლებში თქვენი პატარა დაგეხმარებათ. ძუძუთი კვების პერიოდში თქვენიორგანიზმი ასევე გაძლიერებულად მუშაობს და მას დღეში საშუალოდ 500 კალორიის მიღება სჭირდება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ამ პერიოდში არ დაიწყოთ დიეტა და შიმშილობა.ეს საშიშია თქვენი და თქვენი პატარისთვის. მიიღეთ ბევრი სითხე და კალორიული საკვები.

ამ პერიოდში არ შეიძლება გადატვირთვა, ასევე საკეისროს არსებობის შემთხვევაში ვარჯიშთა დიდი ნაწილი საშიშიც შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენთვის პირველ თვეებში. არ შეიძლება სევე მძიმე საგნების გადატანა ხელით, ერიდეთ მუცლის დატვირთვას. თუ მშობიარობამ ბუნებრივად ჩაიარა, გართულებების გარეშე, შესაძლებელია მარტივი ვარჯიშების დაწყება უკვე 1 კვირის თავზეც. ბავშვის ხელით ტარებაც ხელს შეუწყობს ჭარბი წონის სწრაფად დაკლებას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფეხმძიმეებს თავისი კვების რაციონი და დიეტა აქვთ.. :)

საშვილოსნოს გარე ორსულობაზე რას იტყვით? ან ორსულების ფიზიკურ დატვირთვაზე?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს რაც შეეხება ფიზიკურ დატვირთვას ......

არიან ქალები - რომელთაც უყვართ სპორტი და ამ გატაცებას ორსულობის დროსაც არ ღალატობენ.

სხარტ და ფიზიკურად ძლიერ ქალებს ჩვევად აქვთ გადაქცეული მარტივი ტიპის ფიზკულტურული ვარჯიშების შესრულება. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ამის გაგონებაც არ სურთ.უნდა ივარჯიშოს თუ არა ორსულმა ქლმა?

დიახ, მხოლოდ ძალზე ფრთხილად და შესაფერისი ფორმებით.

ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დაუშვებელია ძლიერი და ფიზიკურად ძალდატანებითი მოძრაობების შესრულება. იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ცხელ ამინდში იცურავეთ კიდეც. მომდევნო საათებში შეიძლება მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, მაგრამ უნდა მოერიდოთ გადაღლას, ორგანიზმის გადატვირთვას. შეგიძლიაი ისეირნოთ ველოსიპედით ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ითამაშეთ ჩოგბურთი. მხოლოდ ნუ ირბენთ და ნუ იხტუნავებთ. ორსულობის ამ პერიოდში მუცელი საგრძნობლად წამოგეზრდებათ, რაც გამოიწვევს ხერხემლის მდგომარეობის შეცვლასაც. ამიტომ გირჩევთ დროდადრო შეასრულოთ ხერხემლის სტიმულაციისთვის საჭირო ზოგიერთი სპეციალური ვარჯიშები.

ექიმები და სპეციალისტები ერთხმად ურჩევენ ახალგაზრდა დედებს იყონ უფრო აქტიური ფეხმძიმობისას. ეს ფაქტოტრი ნამდვილად მნიშვნელოვანია.

დასაწყისისთვის ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ვარჯიშს, რომელთა შესრულება ადვილია და ხანგრძლივობის და რაოდენობის რეგულირებაც თქვენზეა დამოკიდებული.

რაში მდგომარეობს ამ ვარჯიშების ეფექტურობა?

• ორგანიზმი წვავს 2 ჯერ მეტ კალორიას,

• ხერხემალი თავისუფლდება,

• იშლება გულმკერდის არის დაძაბულობა,

• წყდება თავის ტკივილები,

• ქალის ორგანიზმის ყველა ნაწილი აღიდგენს ნორმალურ ფუნქციონირებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნეტა თავად მშობიარობაზე დაგედოთ ერთი ორი წინადადება აქა რა .. . :(

რატო არ უნდა დაესწროს ქმარი თავისი ცოლის მშობიარობას ა/? რატო ხართ წინააღმდეგი? რას ნახავს კაცი იქ ისეთს რაც არ უნდა ენახა?

მეკიდე ვფიქრობ რომ ქმარი აუცილებლად უნდა დაესწროს იმ მნიშვნელოვან მომენტს რასაც მისი შვილის დაბადება ქვია.

ცდებით ბატონებო თუკი ფიქრობთ რომ ქალისათვის ის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, პირიქით ძალიანაც არა ბუნებრივი და არადამიანური ტკივილებით იტანჯება ის ამ დროს და თქვენ თU არა მე პირადად ძალიან ბევრი მინახია და გამიგია კიდევაც მშობიარე რომელსაც ამ ტკივისათვის ვერ გაუძლია (ღმერთმა გვაშოროს ყველას), თუმცა ეს სხვა თემაა, ვფიქორბ რომ ამ დროს ვერც, ექიმებს და ვერც ექთანებს ისე არ შეუძლიათ მისი გამხნევება და გვერდში დგომა როგორც საყვარელ ადამიანს. თუმცაღა ხშირად კაცები მშობიარობის დასწრებაზე მხოლოდ ერთი მიზეზით ამბობენ უარს, უბრალოდ არ შეუძლიათ ამის ყურება. . .. .:(. . ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც საშვილოსნოდან, სამშობიარო გზების გავლით,მიმდინარეობს ნაყოფის, პლაცენტის და მისი გარსების, აგრეთვე, სანაყოფე სითხის გამოძევება.

სამშობიარო არხში(მცირე მენჯი და სამშობიარო გზის რბილი ქსოვილები) ნაყოფის თავის მიერ შესრულებულ მოძრაობათა ერთობლიობას მშობიარობის მექანიზმი ეწოდება.

მაინც და მაინც წინააღმდეგი არ ვარ ,უბრალოდ ფსიქოლოგების აზრით კაცი არ უნდა დაესწროს ქალის მშობიარობას ,რადგან მშობიარობის დროს ქალი ისეთ ტკივილებს განიცდის და ისე გამოიყურება ,რომ არაა კარგი ქმარმა ასეთ მდგომარეობაში ნახოს ქალი,რადგან შემდეგ შეიძლება სულ უნებურად ზიზღის გრძნობა გაუჩნდეს ... ზოგიერთი მამაკაცი მეუღლის ტანჯვის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, რასაც საბოლოოდ მომავალ ინტიმურ ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ქეთი ვიდეოების მოძებნა მინდა მშობიარობაზე და უფრო საინტერესოც იქნება :) ცოტა მოგვიანებით კიდევ დავდებ რაიმეს..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Makaveli

ისეთი კაი რაღაცეები წერიაა მეც დავორსულდეებოდი დიდი სიამოვნებით

მოიცა კაცო ფუF რძელ ვერ ვიტან :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ციტომეგალო ვირუსმა ხომ ცალეკა მთელი ქვეყანა, თითქმის ყველას ეგ ჭირს და ძალიან ცუდია.....ანალიზების გარეშე ორსულობა დიდი რისკის ქვეშაა:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვააა. მაგარი სურათი მაქ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ჩავსვი. ამიხსენით რა ვინმემ, როგორ უნდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

TTSA

www.foto.radikal.ru

აქ შედი და გაერკვევი მერე თვითონ თუ არა და აგიხსნი მერე :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

df7408595e97.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბექა

მადლობა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0