Sign in to follow this  
Followers 0

ქუთაისის ტორპედო

84 posts in this topic

ხვალ სერიოზული თამაში აქვს ტორპედოს, ბათუმი ჩადის ქუთაისში... 2-0 ან 2-1 მოიგებს ტორპედო.

რა მოხდა აქ?, როგორ დამთავრდა?.

გადაწყვეტილი მგონია პირველ მეორე ადგილებზე ქუთაისი ტორბედო და ფოთის კოლხეთი გავლენ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

GRAF DRAKULA

1-1 დამთავრდა, გუშინ 35 სკოლას მოუგეს მარაკანაზე 1-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

GRAF DRAKULA

1-1 დამთავრდა, გუშინ 35 სკოლას მოუგეს მარაკანაზე 1-0

მოკლედ გაინაღდეს ქუთათურებმა აღზევება, იმედია რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს წარმოვიგეს ეს გუნდი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სამწლიანი შესვენების შემდეგ, ქუთაისს "დიდი" ფეხბურთი კვლავ ეწვია. ამ ხნის განმავლობაში, რიონისპირა ქალაქში ბევრი რამ მოხდა - იყო უიმედობის განცდაც, თუმცა ბოლო ხანს მომხდარმა ცვლილებებმა ქუთათური ქომაგები კვლავ ოპტიმისტურად განაწყო. კლუბის ახალი მესაკუთრის გამოჩენა, სტადიონის რეკონსტუქცია და რაც მთავარია, ძველი სახელის - "ტორპედოს" აღდგენა, ყველაფერი ეს, სულ ახლახანს მოხდა. სწორედ ამიტომ, XXII ეროვნულის დაწყებას ქუთაისში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
"ცენტრალურზე", მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, გულშემატკივრები მაინც ბლომად მოვიდნენ - დაახლოებით 8000-მდე ქომაგი ხარობდა საკუთარი კლუბის ელიტაში დაბრუნებას. მათი რიცხვი თავისუფლად შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო, მაგრამ ცხელი ზაფხულის გამო, ქალაქიდან გულშემატკივართა დიდი ნაწილი გასულია. თანაც მოხდა დროში სამწუხარო დამთხვევა - ფეხბურთის ზოგიერთმა გულშემატკივარმა შინ დარჩენა ირჩია და საკალათბურთო მატჩის, ბულგარეთი-საქართველოს ცქერა ამჯობინა. თუმცა, სტადიონზე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მობილური ტელეფონების მეშვეობით, კალათბურთსაც და ფეხბურთსაც სინქრონიულად უცქერდნენ.
სტადიონზე შეკრებილებმა, ვიდრე მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდოდნენ, "ტორპედოს" ქომაგთა ახალი ჰიმნი მოისმინეს, რომელიც პოპულარულმა ქართულმა ჯგუფმა "ფრანმა" შეასრულა.
გაგა ჩიხლაძე (ფრანის სოლისტი, ჰიმნის ავტორი): "ეს ჰიმნი, ყველა ქუთაისელ ქომაგს და ჩვენს საყვარელ "ტორპედოს" მივუძღვენით. ყველას ძალიან გვიხარია, რომ "ტორპედო" უძლიერესთა რიგებს დაუბრუნდა. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქალაქის და "ტორპედოს" გვერდით ვიქნებით".
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის დუელის საცქერლად, საპატიო სტუმრები დედაქალაქიდანაც იყვნენ ჩამოსულები. სადებიუტო მატჩის პირობაზე, მათ საკმაოდ საამო პაექრობის ხილვა მოუხდათ. ალბათ, შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო იქნებოდა, რომ არა სიცხისგან გადამწვარი მოედანი, რომელიც ფეხბურთელებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა.
მატჩის დებიუტი მაღალ ტემპში წარიმართა. მოპაექრე გუნდები ცდილობდნენ ერთურთისათვის თავისუფალი თამაშის საშუალება არ მიეცათ. პირველი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა, როდესაც ნიკა კვასხვაძემ ხაჭიპერაძის წაქცევისათვის დანიშნული ჯარიმა კარში გადაგზავნა. სტანდარული მახვილი კუთხიდან შესრულდა. დარტყმას ძალა და სიზუსტე არ აკლდა, თუმცა ამას ბედიაშვილის კარგი თამაში დაერთო - ოლიმპელთა კიპერმა მუშტებით განმუხტა მდგომარეობა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთათურთა დებიუტანტებმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი გუნდის წამყვან ძალას წარმოადგენენ და მომავალში თუ მოუმატებენ, ყოველივე გუნდის საერთო გამოსვლაზე დადებითად აისახება.
ნელ-ნელა თამაშს რუსთაველებმაც უმატეს, რაც მეტწილად, მათი ფორვარდის, ირაკლი მოდებაძის დამსახურებაცაა, რომელმაც თავისი აქტიურობით საწყის ათწუთეულში მაჭავარიანს ყვითელი ბარათი მიაღებინა. სანამ ოლიმპელები მეტოქის კართან რაიმე ღირებულს შექმნიდნენ, მანამდე ერთი ხიფათი თავადაც “გაეპარათ”. დათუნაიშვილი-ხაჭიპერაძის კომბინაციის შემდეგ, კარგ დასარტყმელ პოზიციაზე კვასხვაძე აღმოჩნდა, მაგრამ ნიკას მცდელობას სიზუსტე დააკლდა და სიტუაციაც განიმუხტა.
სტუმართა პირველი სახიფათო შეტევა, მე-20 წუთზე, მარცხენა ფლანგზე გეწაძის სოლო-გარღვევას მოჰყვა. აღმოსავლელთა გარემარბმა, ტორპედოელთა საჯარიმოში შეჭრილი მოდებაძეც დროულად მოძებნა, მაგრამ ირაკლის შემობრუნებით დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და მიგინეიშვილსაც არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება. სულ მალე, მოდებაძემ თავად უასისტენტა გეწაძეს, მაგრამ პარტნიორმა ამჯერად თავად ვერ დაარტყა ზუსტად.
მცირე "ჩავარდნის" შემდეგ, ინიციატივა კვლავ მასპინძლების ხელში გადავიდა. მათი მორიგი შეტევის დამაგვირგვინებელი კვლავ კვასხვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფორვარდად გამწესებულმა, ფოფხაძის ჩაწოდებულს თავური ხეირიანად ვერ შეაგება.
თამაშის 37-ე წუთზე მასპინძელთა კართან ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შეიქმნა. რეხვიაშვილის შორეული ჩაწოდების შემდეგ, მოდებაძემ იმარჯვა საჯარიმოში მცველებთან ბრძოლაში და ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ჭედიას დაუგდო, რომელმაც 10 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ფორვარდის მცდელობას მიგინეიშვილმა შესაშური რეაქციით უპასუხა და სამართლიანად დაიმსახურა აპლოდისმენტები. ორიოდ წუთში, აშკარა გოლს ამჯერად სტუმრები გადაურჩნენ. კვასხვაძის მოწოდებულ კუთხურზე გურულმა თავით იყოჩაღა და მოწინააღმდეგის კარისკენ ისე გაგზავნა, ბედიაშვილს შანსიც არ ჰქონია, მაგრამ ოლიმპელთა კარის დარაჯს, მშველელად თანაგუნდელი ღონღაძე მოევლინა, რომელმაც ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა ბურთი.
პირველი ტაიმის ეპილოგი რიონისპირელების დიდი უპირატესობით წარიმართა. მათ რიგებში კი, აშკარად ხაჭიპერაძე უნდა გამოვარჩიოთ, რომლის ნეიტრალიზება რუსთაველთა მცველებს სულ უფრო და უფრო უჭირდათ. ჯერ იყო და, ზაურის სოლო გარღვევა ძლიერი დარტყმით დასრულდა, რომელიც ბედიაშვილმა მოიგერია, ხოლო შემდეგ, კვასხვაძის ფლანგურ ჩაწოდებაზე ფორვარდმა ქემოკლიძეს დუელში აჯობა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.
მატჩის მეორე ნახევარი სტუმრებმა რიხიანად დაიწყეს და მათ მალევე მოახერხეს გაყაიმება. 49-ე წუთზე, ჭედიას ფლანგური ჩაწოდება, ტორპედოელთა საჯარიმოში მყოფმა რაზმაძემ ბურთი მაჭავარიანთან ჭიდილში დიდოსტატურად მიიღო და შემობრუნებით, ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა. მასპინძელთა კიპერმა რეაგირება კი მოასწრო, მაგრამ ბურთის შეკავება ვეღარ მოახერხა - 1:1.
გაშვებულმა გოლმა ტორპედოელებზე დამაბნევლად იმოქმედა, რითაც კარგად ისარგებლეს თემურ მახარაძის შეგირდებმა. რუსთაველები სათამაშო ინიციატივას დაეუფლნენ და მათ კიდევ რამდენიმეჯერ მიიტანეს სახიფათო იერიში ქუთაისელთა კარზე. 57-ე წუთზე გეწაძე ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა მიგინეიშვილმა ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა. მასპინძელთა კარის დარაჯი საუცხოოდ გაისარჯა მაშინაც, როდესაც მასთან პირისპირ გიორგი ჭელიძე გავიდა. მიგინეიშვილმა კარი დროულად დატოვა და ჭელიძის დარტყმულზეც დროული რეაგირება მოახდინა.
ერთი შეხედვით, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ქუთათურები მეორე ტაიმში დაიღალნენ, მაგრამ როგორც მატჩის ბოლო ნაწილმა ცხადყო, ეს ასე არ გახლდათ. უბრალოდ, ქვეყნის ჩემპიონებს ინიციატივა ხელთ ჰქონდათ, ხოლო ტორპედოელებმა კარგა ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა.
თამაშის მიწურულს გივი ჩხეტიანს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ იჩქარა და სახეირო სიტუაცია სათავისოდ ვერ გამოიყენა. მატჩის ბოლო აკორდი ქუთაისელი ჩიკვილაძის ძლიერი საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ერთიანობაში კი, მატჩში სამართლიანი შედეგი - ფრე დაფიქსირდა.

მატჩის შემდეგ
თემურ მახარაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმში თამაში ვერ ავაწყვეთ. მეტოქე კარგად თამაშობდა. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ. ჩემი აზრით, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა".
ნესტორ მუმლაძე ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია დაპირისპირება. პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით და შეგვეძლო მეტი გოლის გატანაც, რაც ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, "ოლიმპმა" ჩვენზე ადრე დაიწყო საფეხბურთო სეზონი - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებოდა. ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაკვირი, რუსთაველები ჩვენზე უკეთეს ფორმაში რომ იყვნენ. ჩვენ ორი თვის შეკრებილები ვართ და ჯერჯერობით, ბიჭებისთვის მეტის მოთხოვნა, ძნელი იქნება".


14.08. 19:00. ქუთაისი, "ცენტრალური" . 8000 მაყურებელი
"ტორპედო" - "ოლიმპი" 1:1 (1:0)
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, მაჭავარიანი, სევასტი თოდუა, გურული, ჩიკვილაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა კვასხვაძე (ცნობილაძე, 73), მერაბ გიგაური (თარხნიშვილი, 62), ზაურ ხაჭიპერაძე, გივი ჩხეტიანი (კვერნაძე, 86).
"ოლიმპი": ბედიაშვილი, ღონღაძე, ქემოკლიძე, რეხვიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, რაზმაძე, ჭედია (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 70), დობროვოლსკი (ბერიაშვილი, 46), გეწაძე (ჯაფარიძე, 86), ირაკლი მოდებაძე, ბოლქვაძე.
გოლები: 1:0 ხაჭიპერაძე (45), 1:1 რაზმაძე (49).
გაფრთხილებები: მაჭავარიანი (9), დობროვოლსკი (41), ბოლქვაძე (84), რეხვიაშვილი (86) .
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=9592&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სამტრედიამ ტორპედო ფსკერისკენ გაისტუმრა

გუშინდელმა მეტოქეებმა ჩემპიონატი განსხვავებული მიზნებით დაიწყეს. თუკი, "ვისოლის" ფინანსებით წელგამართულმა "ტორპედომ" ევროთასებზე გასვლა დაისახა მიზნად, უსპონსოროდ დარჩენილ "სამტრედიას" გაცილებით მოკრძალებული ამოცანა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება აქვს გადასაჭრელი. მიზნები მიზნებად და, სამი ტურის შემდეგ ორივე იმერული გუნდი თითქმის თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "სამტრედიაც" და "ტორპედოც" მოგების გარეშე ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ.
ეგ არის, ქუთათურებს ქულით მეტი ჰქონდათ მოპოვებული რითაც გუშინდელ მეტოქეს ერთი საფეხურით ასწრებდნენ. იმერულ დერბიში ორივე გუნდი პირველი გამარჯვებას გეგმავდა. სამტრედიელები საკუთარი კედლებისა და ბრძოლისუნარიანობის იმედად იყვნენ, "ტორპედოს" კი თავისი ამბიციები უნდა დაემტკიცებინა.

წინასწარვე უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა მონდომებამ და გამარჯვებისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და სამტრედიელებმა პირველი გამარჯვება ალალად მოიპოვეს. რაც შეეხება რამაზ მუმლაძის გუნდს - "ტორპედო" საოცრად სუსტად გამოიყურება და ლიდერებში ყოფნა კი არა ოთხი ტურის შემდეგ ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერია. არადა, ქუთაისურ გუნდს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ალბათ, დროთა განმავლობაში რიონისპირელები უკეთაც ათამაშდებიან...

გუშინდელმა შეხვედრამ გულშემატკივრებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი ბოლომდე გაივსო. სამტრედიაში მრავლად ჩამოვიდნენ ქუთაისელი ფანებიც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს.
შეხვედრა "ტორპედოს" ტერიტორიული უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ კარის მიმართულებით სამტრედიელები უფრო სახიფათოდ ურტყამდნენ. პირველად კვერენჩხილაძის სახიფათოდ გასროლილი ბურთი ასცდა მიზანს. ცოტა ხანში კი "სამტრედიაში" დაბრუნებულმა კაკალაძემ გაილაღა მარჯვენა ფლანგზე, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ქვილითაია ბურთს ადგილზე დახვდა.

შემდეგ ეპიზოდში დიღმელაშვილმა დაჰკარგა ბურთი, პავლიაშვილმა მოძებნა ტყემალაძე, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიცილა და კარშიც დაარტყა - ამ ეპიზოდში სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. საპასუხო შეტევისას თარხნიშვილის დარტყმა ძაგანიამ მოიგერია, დამატებაზე კი ხაჭიპერაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მასაც მეკარე გადაეღობა. ამ ეპიზოდმა ქუთათურებზე დადებითად იმოქმედა და ტაიმის ბოლომდე მასპინძელთა კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა.

ქუთათურთაგან გუნდის ახალწვეული ვახტანგ კვარაცხელია აქტიურობდა, რომელმაც სამტრედიელებს, ჯერ კიდევ წინა ტურში, "ვიტ ჯორჯიას" მაისურით დუბლი შეუსრულა, ახლა კი როგორც ტორპედოელი ცდილობდა სანაიას შეგირდების დამწუხრებას. საამისო შანსი მას 30-ე წუთზე მიეცა - მასპინძელთა მცველები უხეშად შეცდნენ, საჯარიმოს ხაზთან ბურთი სტუმართა ფორვარდს მიუვიდა და ძლიერადაც დაარტყა - ბურთი მცველს შეეხო და რიკოშეტით ძელს ჩაუქროლა.

კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ჩხეტიანმა თავური დარტყმა შეაგება და სამტრედიელები ისევ გადარჩნენ. 32-ე წუთზე სტუმართა კარში კინაღამ ავტოგოლი გავიდა - პავლიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ბურთი ერთ-ერთ მცველს თავში მოხვდა და ქვილითაიას კარს მილიმეტრებით ასცდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩიკვილაძემ სახიფათო საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ასეთი დისტანციიდან "დინამოს" შემადგენლობაში თენგიზს არაერთხელ გაუტანია, თუმცა ამჯერად მისი დარტყმა ხარიხას გადაევლო. ქუთაისელთა მორიგი შეტევისას შალიკაშვილმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, თუმცა სამტრედიელები სასწაულებრივად გადარჩნენ...

ტაიმის შუაწელში მასპინძლებიც გამოფხიზლდნენ და მუმლაძის გუნდს სახიფათოდ შეუტიეს. სამტრედიელთა კუთხურის შემდეგ ქვილითაიას მოგერიებულ ბურთს ტყემალაძემ ეფექტური "მაკრატელა" დარტყმა მიაყოლა, თუმცა ქუთაისელთა კიპერი ადგილზე დახვდა ბურთს. საპასუხო შეტევისას ექსსამტრედიელ ხაჭიპერაძეს მიეცა ყოფილი გუნდის დამწუხრების საშუალება, დროულადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე ძაგანიამ რთული ბურთი მოიგერია.

რამდენიმე წუთში ხაჭიპერაძე-ძაგანიას დუელი კვლავ შედგა და გამარჯვებული ისევ მასპინძელთა მეკარე გამოვიდა. დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ხაჭიპერაძემ მიწაზე დაუშვებლად უძლიერესად დაარტყა ძაგანიამ აკრობატულ ნახტომსი იხსნა საკუთარი გუნდი. იქამდე იყო ეპიზოდი, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ. სამტრედიელები ამტკიცებდნენ, რომ კაკალაძის დარტყმისას დათუნაიშვილს ხელზე მოხვდა ბურთი, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რამაც ადგილობრივი ქომაგების განრისხება გამოიწვია...
მატჩის გარდამტეხი მომენტი - სანაია მოედანზე დავით კირკიტაძის უხმო. ქუთაისის საფეხბურთ სკოლა "იმედის" აღზრდილი აქტიურად ჩაერთო თამაშში, უმალ კაკალაძის პასი მიიღო და ქვილითაიასთან პირისპირ აღმოჩნდა - ეგ იყო მხოლოდ, საკმარისი სივრცე არ აღმოაჩნდა და მეკარემ დაასწრო...

74-ე წუთზე კი კირკიტაძემ კუთხურიდან ახლო ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, ქუთაისელ მცველებს ჩაეძინათ, კაკალაძე ჩაწოდებულს ოდნავ შეეხო და ისე, რომ ბურთს მიმართულება არ შეუცვლია, ქვილითაიას კარში აღმოჩნდა - 1:0.
ტორპედოელებს გასათანაბრებლად საკმაო დრო ჰქონდათ, მაგრამ ქუთაისური გუნდი უნიათოდ უტევდა. ერთადერთი - შეცვლაზე შესულ ქემუხტაშვილს შეეძლო, გუნდისთვის ქულა გადაერჩინა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძაგანიამ მოიგერია. სამტრედიელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო, სტუმართა ლოჟაში მყოფ "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძესა და გუნდის სხვა ხელმძღვანელებს კი დანა პირს არ უხსნიდათ...

წყარო: http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/2974-dana-pirs-ar-ukhsnidath.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"სამტრედიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" ბაზასთან დიდი აურზაური იყო. მიზეზი გასაგებია - თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი (საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სამგზის ვერცხლის პრიზიორი, ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, თასის ორგზის მფლობელი) ქართული კლუბი უმაღლეს ლიგას წელს დიდი ამბიციით დაუბრუნდა, თან რა პატრონი გამოუჩნდა - კომპანია "ვისოლი", მთავარ მწვრთნელად კი "ვიტ ჯორჯიას" ექსთავკაცი, 2008 წელს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული რამაზ მუმლაძე მიიწვიეს და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანეს (მაქსიმე ქვილითაია, დაჩი ფოფხაძე, ნოდარ მაჭავარიანი, თენგიზ ჩიკვილაძე, თორნიკე თარხნიშვილი, პავლე დათუნაიშვილი, დავით დიღმელაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია).

ეს უკანასკნელის ქუთაისელთა მეპატრონეებმა "ვიტ ჯორჯიადან" 100 ათას დოლარად გამოისყიდეს, რაც საქართველსო შიდა ბაზარზე ბოლო წლების სარეკორდო მაჩვენებელია. ამ ყველაფერმა გულშემატკივარში უდიდესი იმედები გააღვიძა, რომ კლუბი თავიდანვე საჩემპიონო ბილიკს გაუყვებოდა...

თუმცა ოთხი ტურის შემდეგ, "ტორპედო" ბოლო ადგილზე იმყოფება. როგორც ჩანს, გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი უფულო "სამტრედიასთან" იმერულ დერბიში წაგება (0:1) გამოდგა. ქუთაისური კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" საღორიას ბაზასთან შეიკრიბნენ და გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოხატეს. ისინი მთავარ მწვრთნელ რამაზ მუმლაძესა და ფეხბურთელებთან შეხვედრას, წარუმატებელი სტარტის მიზეზების ახსნას ითხოვდნენ.

იყო მთავარი მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნაც, თუმცა "ტორპედოს" მეპატრონეები მუმლაძეს ენდობიან - ის პოსტზე რჩება და მუშაობას აგრძელებს. ისიც გავიხსენოთ, რომ თავის დროზე მუმლაძემ დამაჯერებლად ვერც "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო მუშაობა, მაგრამ საბოლოოდ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. ელემენტარული აქსიომაა, რომ მწვრთნელს გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება, სამი თვე საამისოდ მეტისმეტად მცირე პერიოდია.

"გულშემატკივარი მართალია, როცა ჩვენგან შედეგს ითხოვს. თუმცა ასეთ ცუდ სტარტსაც აქვს თავისი ახსნა. გუნდი სეზონის დაწყებამდე შეიკრიბა და ჯერ შეუთამაშებელია. მეორე ფაქტორი ის სტრესული მდგომარეობაა, რომელშიც ფეხბურთელები აღმოვჩნდით. ბევრი ჩვენგანი ლიდერ კლუბში თამაშობდა: დიღმელაშვილი "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი იყო, ჩიკვილაძეს "დინამოში" გოლი გოლზე გაჰქონდა, დათუნაიშვილი "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი გახლდათ, ისევე, როგორც კვარაცხელია.

მაქსიმე ქვილითაია "ლოკომოტივში" სასწაულად თამაშობდა, თარხნიშვილი ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშეა და გულშემატკივარიც ჩვენგან ბევრს ელოდა... თუმცა ცუდი დასაწყისის გამო ავნერვიულდით... "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ ანერვიულებული გულშემატკივრები ბაზაზე მოვიდნენ, ვილაპარაკეთ... მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ის უფრო გვანერვიულებს, იმედებს რომ ვერ ვუმართლებთ.

არადა, ასეთ გულშემატკივარს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. ხალხს გულახდილად ვუთხარით, რაც გვჭირს. ასეთი სტრესით შეუძლებელია თავისუფლად ვითამაშოთ. ჩვენ დრო გვჭირდება, უნდა დავმშვიდდეთ... საკმარისია ერთი მოგება და დარწმუნებული ვარ, ავთამაშდებით. მთავარი ისაა, რომ დღევანდელ "ტორპედოში" დიდი პოტენციალია და ლიდერებში დამკვიდრება შეგვიძლია", - გვითხრა "ტორპედოს" მცველმა ნოდარ მაჭავარიანმა

http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/3002-quthaisi-shfothavs.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქუთაისელი გულშემატკივრები ჩემპიონატის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. "ვისოლის" პატრონაჟის ქვეშ მყოფ გუნდს დიდი ამბიციები გაუჩნდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისური გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა. თუმცა, ნათქვამია - კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ექვსი ტური ისე მიილია რიონისპირელები კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინში, ბოლო ადგილზე იმყოფებიან...

ბოლნისის "სიონთან" ვერმოგების შემდეგ ქუთაისელ გულშემატკივრებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მატჩის მიწურულს ტორპედოელთა მთავარ მწვრთნელს რამაზ მუმლაძეს ობსტრუქციები მოუწყვეს. აგრესიულად განწყობილი ფანები მწვრთნელისგან გუნდის დატოვებას მოითხოვდნენ. გვგონია, რომ "განტეების ვაცად" ერთი კაცის გამოყვანა გამართლებული არ არის.

მუმლაძე გამოცდილი სპეციალისტია, სადაც კი უმუშავია თავისი პროფესიონალიზმით და გაწონასწორებული ხასიათით ყველგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია "ტორპედოში" საქმეები კარგად ვერ აეწყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები უნდა ჰქონდეს. გუნდს ფინანსურად არ უჭირს და სეზონის წინ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებიც დაიმატა, მაგრამ ახალდაკომპლექტებულ გუნდებს ასე ხშირად ემართებათ, მით უმეტეს, როცა გუნდი საშინელი წნეხის ქვეშ თამაშობს...

საქართველოს ჩემპიონატისა და ბუნდესლიგის შედარება არც კი შეიძლება, მაგრამ თუნდაც "შალკეს" მაგალითი ავიღოთ. გელზენკირხენელებმა ტრანსფერებში უზარმაზარი თანხები დახარჯერ, არაერთი ვარსკვლავი გადაიბირეს, მაგრამ 4-დან 4 მატჩი წააგეს და ჯერჯერობით ბუნდესლიგაში ბოლო ადგილს ხეხავენ. ქუთაისელი გულშემატკივრების ამბიციები გასაგებია. მათ ყოველთვის ისეთი
"ტორპედოს" ხილვა სურთ, რომელიც სამგზის ჩემპიონის სახელს გაამართლებს, მაგრამ უახლოესი წარსულის დავიწყებაც არ შეიძლება, როცა ქუთაისურ გუნდს საწვავის ფულიც არ ჰქონდა და გასვლით თამაშებზე "ნისიად" დადიოდნენ.

საბედნიეროდ, ეს პრობლემა "ტორპედოს" წინაშე აღარ დგას. გუნდს შეძლებული სპონსორი ჰყავს და სტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს. ფეხბურთელების დამატება და გუნდის გაძლიერება კი ყოველთვის შეიძლება (რა თქმა უნდა სატრანსფერო სეზონის დროს.) და როგორ შევიტყვეთ ქუთაისურ გუნდში ზამთრის სატრანსფერო სეზონს მოუთმენლად ელოდებიან... ფაქტია, ბევრმა ფეხბურთელმა რომელსაც მწვრთნელი და გუნდის ხელმძღვანელობა ენდობოდა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, რის გამოც წლის ბოლოს ქუთაისურ გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი...

...მანამდე კი საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები "სიონთან" მატჩის შემდეგ. დღის განმავლობაში არაერთი ჭორი გავრცელდა, თითქოს გულშემატკივრებმა საღორიის საწვრთნელ ბაზას მიაკითხეს და მუმლაძის გუნდიდან გაშვება კვლავ მოითხოევეს, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა მუმლაძე უკვე წავიდა გუნდიდანო, თუმცა ყოველივე ეს სიცრუე აღმოჩნდა...

ზაურ ხაჭიპერაძე ("ტორპედოს" ფორვარდი): "დღეს ჩვეულებისამებრ ვივარჯიშეთ. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ბაზაზე დაახლოებით რვა გულშემატკივარი იყო მოსული, კარგად შეგვხვდნენ და მხარდაჭერას დაგვპირდნენ. რამაზ მუმლაძეც თავის ადგილზეა და გუნდს "ვიტ-ჯორჯიასთან" მატჩისთვის ამზადებს. დასანანია, რომ გულშემატკივრების იმედებს ვერ ვუმართლებთ, შევდივართ მათ მდგომარეობაში, მათგან სამართლიან კრიტიკას ვიღებთ, მაგრამ უწმაწური სიტყვები და ლანძღვა გინება გუნდს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენზე მეტად არავის უნდა მოგება, თავს არ ვზოგავთ, მაგრამ უიღბლობა დაგვჩემდა. უახლოეს ორ მატჩში "ვიტ-ჯორჯიასთან" და "სპარტაკთან" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ერთი მოგება გვინდა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, ფსიქოლოგიური წნეხიც დაძლეული იქნება და უკეთაც ავთამაშდებით... რაც შეეხება ჩემს თამაშს, ფაქტია, რომ საუკეთესო ფორმაში არა ვარ. ოპერაციის შემდეგ სათანადოდ ვერ მოვემზადე, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, ჩვეულ კონდიციებს მალე დავუბრუნდებ და გუნდსაც მეტად გამოვადგები".

ვახტანგ კეკუა (გუნდის უფროსი): "სიონთან მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა ჩვეულებისამებრ შეხვდა გუნდს, რამაზ მუმლაძის გადაყენებაზე საუბარი არც ყოფილა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ "ტორპედო" ამ კრიზისიდან გამოვიდეს და გულშემატკივრები გამარჯვებებით გაახაროს".

ბოლოს თავად მუმლაძესთან დაკავშირებაც მოვახერხეთ. "ტორპედოს" მწვრთნელს კვირას ჯოჯოხეთური საღამო ჰქონდა, თუმცა კომენტარისგან თავი არ შეუკავებია და სიამოვნებით გაგვესაუბრა:

- "სიონთან" მატჩში მოსაგებად გავედით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. "ზესტაფონთან" თამაშმა დიდი ენერგია წაიღო და ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. ამას კვარაცხელიას ტრავმაც დაემატა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. თამაშის დროს დათუნაიშვილმა და ჩხეტიანმაც მიიღეს ტრავმები და მათი შეცვლა მოგვიხდა. ძალიან იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ. დამანგრეველ სიტუაციაში ნამდვილად არ ვიმყოფებით და მდგომარეობის გამოსწორების იმედი გვაქვს. მომავალ ტურში რთული თამაში გველის "ვიტ-ჯორჯიასთან". მოსაგებად გავალთ და იმედია ფორტუნა ჩვენც გადმოგვხედავს."

- "სიონთან" მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გუნდის დატოვებას გთხოვდნენ, თუმცა, როგორ ჩანს თქვენ სხვა გეგმები გაქვთ...
- გულშემატკივრების კარგად მესმის. ეს ხალხი ისეთ გუნდს და ფეხბურთს ელოდება, რომელიც ქუთაისს ეკადრება და ამაში მართლებიც არიან... ჩვენც სწორედ ის გვინდა, რომ "ტორპედო" წარმატებულ გუნდად იქცეს, თუმცა ამისთვის ცოტაოდენი დრო გვჭირდება. რთულია გულშემატკივართან სწორად მიიტანო ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც გუნდი აღმოჩნდა. ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგვიხდა დაკომპლექტება. 2-3 თვეში კი ყველა სასურველი ფეხბურთელის მოწვევა და კარგი გუნდის გაკეთება ძნელია. გულშემატკივრების მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ზღვარგადასულობა ძალიან გულდასაწყვეტია. მათი განრისხების მესმის, მაგრამ ლანძღვა-გინებას არ სჯობს გუნდს ბოლომდე უქომაგონ და მეთორმეტე ფეხბურთელის ფუნქცია შეასრულონ?!
- თქვენი აზრით რატომ ჩავარდა "ტორპედო" ასეთ მდგომარეობაში და რას უნდა ველოდეთ ქუთაისური გუნდისგან მიმდინარე სეზონში?
- საწყის ტურებში არ გაგვიმართლა და გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა. ფეხბურთელები დიდი სტრესის ქვეშ თამაშობენ და ეს მათი თამაშის ხარისხზეც აისახება. დასამალი არ არის, რომ ძალიან მწირი სათადარიგოთა სკამი გვყავს და ძირითადის ფეხბურთელებს სრულფასოვნად ვერ ვცვლით. თუმცა წინ მთელი სეზონია და მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. ამ კონტიგენტით, რაც ხელთ გვყავს, უნდა ვეცადოთ დეკემბრამდე რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ, შემდეგ კი გუნდში დიდი ცვლილებები იქნება და აუცილებლად გავძლიერდებით.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/3339-ramaz-mumladze-danebebas-ar-apirebs.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნესტორ მუმლაძეს ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” ჰქონდა, როდესაც შეგირდებთან ერთად მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. მაშინ, “ვეტერინარები” უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობასთან ფავორიტებად განიხილებოდნენ, ხოლო მათსავით ლიდერებთან გამარჯვებული არაერთხელ გამოსულან. თუმცა, “ტორპედოში” მისვლის მერე, მუმლაძე სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა და ამჯერად, ყოფილ კლუბთან დაპირისპირება აუტსაიდერის რანგში მოუწია. ბევრს არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ქუთაისელები ნავს “ფოლადზე” გატეხდნენ და ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას სწორედ “ვიტ ჯორჯიასთან” მოიპოვებდნენ. საბოლოოდ, ასეც მოხდა და მათ მორიგი მარცხი იწვნიეს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მეტოქესთან შედარებით გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთა სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ალბათ, 3 ქულასაც აიღებდნენ. რაც შეეხება “ვიტ ჯორჯიას”, გატანილი გოლის გარდა, მასპინძლები მეტოქის კარს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ და ამ შემთხვევაში ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
“ტორპედო” დასაწყისიდანვე აქტიურობდა და მე-5 წუთზე, სტუმრების მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თბილისელთა მცველებმა ბურთი ვერ “ამოიტანეს”, ხოლო მარჯვენა მახვილი კუთხიდან საბანაძის დარტყმელს მეტოქე ფეხბურთელი გადაეღობა. ორ წუთში, მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში გადაცემა ჩიკვილაძემ გააკეთა, მაგრამ ნიკა კვასხვაძემ მარცხენა მცველ ღანიაშვილის შეცდომით ვერ ისარგებლა და კარგი პოზიციიდან ძალიან უხეიროდ დაარტყა. მალე ფოფხაძე-საბანაძე-კემუხტიშვილის სამსვლიანის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა. “ტორპედოელთა” კართან ვითარება პირველად 27-ე წუთზე გამწვავდა, როდესაც მაჭავარიანმა და კარიდან გამოსულმა ქვილითაიამ ერთმანეთს ვერ გაუგეს, ლიპარტია კი, ცენტრალური მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთის შედეგიანად დარტყმას შეეცადა, თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისელთა გოლკიპერს ვერ აჯობა. 36-ე წუთზე, შეტევაში ჩართულ განაპირა მცველ ჩიკვილაძის მორიგ პასს, კვლავ კვასხვაძის უზუსტო დარტყმა მოჰყვა. 39-ე წუთზე, ჩიკვილაძის გადაცემის შემდეგ, კვასხვაძემ ვერ მიუსწრო ბურთს, რომელიც ძაძამიამ ფეხით ცუდად მოიგერია, იქვე მდგომმა საბანაძემ კი, ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი არ ხელიდან არ გაუშვა ჩიმაკაძემ, რომელმაც ლიპარტიას კარგი პასის მერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი მკერდით “ჩამოიღო”, ერთ მეტოქეს გაცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ცაციათი “ცხრიანში” სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. გაშვებულ გოლში ნაწილობრივ დამნაშავე ქვილითაიაც იყო, რომელმაც ბურთი თავის კუთხეში გაუშვა და შესვენებაზე მუმლაძემ ამიტომაც შეცვალა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე, კარიდან გამოსულმა ძაძამიამ ბურთის მარტივად მოგერიების ნაცვლად, მისი დამუშავება გადაწყვიტა და დაკარგა კიდეც, ხოლო შემდეგ ორთაბრძოლისას საბანაძეს სახეში ხელიც უთავაზა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. “ვეტერინართათვის” საბედნიეროდ ყველაფერი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მოხდა, თორემ პენალტს ვერ გადაურჩებოდნენ.
მეორე ტაიმი 5 წუთის განახლებული იყო, რომ თორნიკე თარნხნიშვილმა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად თბილისელთა საჯარიმომდე ირბინა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა კვასხვაძე, რომელმაც გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა –მარჯვენა კუთხიდან კარს დიდი მანძილით ააცილა. 61-ე წუთზე, “ვეტერინართა” შეტევისას, კორიფაძემ ბურთი “ტორპედოს” საჯარიმოსთან მიიღო და შორეულ კუთხეში “მოჭრილი” დაარტყა –სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა. 78-ე წუთზე, ისევ თარხნიშვილმა წამოიწყო შეტევა და ამჯერად, “ვეტერინართა” საჯარიმოში საბანაძე მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი ძაძამიამ ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა ქუთაისელებიდან დამატებაზე არავინ აღმოჩნდა. მე-80 წუთზე შორი მანძილიდან ჩიკვილაძემ “გაისროლა” და მასპინძლების მხსნელი გვერდითი ძელი აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს სანიკიძის დარტყმის მერე, ძაძამიამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია, ხოლო ნახევრი მეტრის მოშორებით მდგომმა დიღმელაშვილმა ისე სუსტად დაარტყა, რომ ტყავის სფეროს კვლავ “ვიტელთა” გოლკიპერი დაეუფლა. ამ ეპიზოდში ტორპედოელთა ნახევარმცველისთვის ალბათ, არგატანაზე ადვილი გატანა იყო.
მერაბ კოჭლაშვილი: “ვიცოდით, “ტორპედო” შეტევაზე წამოვიდოდ, ამიტომ, ვითომ უპირატესობა დაუთმეთ, რომ კონტრშეტევაზე გვეთამაშა. საერთოდ, ყოველ მეოთხე დღეს თამაშის ჩატარება არ შეიძლება, რადგან გუნდი ელემენტარულად ძალების აღდგენას ვერ ასწრებს და საწვრთნელ პროცესსაც ნორმალურად ვერ ვგეგმავთ. იგივე, დუბლშემადგენლობებს შორის ყოველ მე-4 დღეს მატჩის ჩატარება დაუშვებელია”.

24 სექტემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) –ტორპედო (ქუთაისი) 1:0 (1:0)
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ბეჭვაია (კ), კასრაძე, ადამაძე, ღანიაშვილი, გურეშიძე, მაისაშვილი, კლიმიაშვილი (კორიფაძე 76), ჯანელიძე (ზაქრაძე 55), ლიპარტია, ჩიმაკაძე (გოგიაშვილი 89).
მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
ტორპედო: ქვილითაია (მიგინეიშვილი 46), ფოფხაძე, თოდუა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე, გიგაური, დიღმელაშვილი, ნიკა კვასხვაძე (სანიკიძე 62), თარხნიშვილი, კემუხტიშვილი (ხაჭიპერაძე 70), საბანაძე.
მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
გოლი: ჩიმაკაძე (42)
გაფრთხილება: მაჭავარიანი (33), გურეშიძე (35), ძაძამია (45), კასრაძე (59), სანიკიძე (80)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=10969&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანის ქუთაისის "ტორპედოს" წარუმატებელი სტარტი მთელი ქართული საფეხბურთო სამყაროს განსჯის საგანი გახდა. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში VIII ტური ჩატარდა და ქუთათურებმა პირველი სამი ქულა მოიპოვეს, არადა ამ გამარჯვებას კლუბის მრავალრიცხოვანი ქომაგები უკვე ორი თვის განმავლობაში ელოდნენ. ამ დროში მათი სათაყვანებელი გუნდი ისე თამაშობდა, რომ ქომაგებმა აგრესია არაერთხელ გამოხატეს და მათი რისხვა ძირითადად კლუბის მთავარ დამრიგებელს ნესტორ მუმლაძეს ატყდებოდა, რომელმაც გასული ტურის წინ გადადგომა ამჯობინა. ქუთათურთა დამრიგებლად კი გია გიგატაძე დაინიშნა, რომელიც კლუბში სათადარიგო შემადგენლობის მომზადებას ხელმძღვანელობდა. მის მიერ დამოძღვრილმა ქუთაისელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ჩვენც მასთან საუბარი მილოცვით დავიწყეთ.

- ბ-ნო გია, გილოცავთ სადებიუტო წარმატებას, როგორ შეაფასებთ "ცხინვალთან" შეხვედრას?
- დიდი მადლობა, ძალიან დაძაბული თამაში გვქონდა. მოგეხსენებათ, კლუბში ცოტა არ იყოს ფსიქოლოგიურად არასასურველი მდგომარეობა გახლდათ. წარუმატებელი და უიღბლო მატჩების სერიამ ბიჭებზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ მათ მოედანზე თავი არ დაზოგეს, იბრძოლეს და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. შესაძლოა, თამაშის ხარისხი სასურველი ვერ იყო, მაგრამ ამ წუთისათვის გუნდს ხარისხზე მეტად შედეგი ესაჭიროებოდა.
- მატჩის წინ ბიჭებთან განსაკუთრებული საუბარი ხომ არ გქონიათ?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს ვესაუბრე. შევეცადე მათი მძიმე სტრესული მდგომარეობა განმემუხტა. როგორც ვთქვი, ბიჭებმა საერთო ჯამში კარგად ითამაშეს და შედეგიც ვაჩვენეთ. მართალია, საგოლე მომენტები ახლაც ბლომად გავანიავეთ, მაგრამ წინა მატჩების მსგავსად ახლა უიღბლობას ვერ დავემდურებით.
- "ტორპედოს" წარუმატებელ სტარტს რას დააბრალებდით?
- ცალსახად შემიძლია ვთქვა უიღბლობას. მე არ ვამბობ, რომ ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს აშკარად არ უმართლებდა. გუნდში საწვრთნელი პროცესი მაღალ პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა, ძალზე ნაყოფიერად მუშაობდა ნესტორ მუმლაძე, რომელსაც სამწუხაროდ არ გაუმართლა. ბიჭებს არაფერი აკლდათ. უბრალოდ ნებისმიერ სფეროში საჭიროა იღბალი, რომელიც იმედია, ამიერიდან არასოდეს გვიმტყუნებს.
- ქუთაისელ ქომაგთა აზრით, გუნდს უფრო მეტად ესაჭიროება ძლიერი ფეხბურთელები...
- ბუნებრივია, ყველას სურს თავის გუნდში საუკეთესოები ჰყავდეს. მე პირადად მგონია, რომ ჩვენთან სასელექციო სამუშაოები კარგადაა ჩატარებული. ჩვენს გუნდში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომელთაც თავის დროზე ქვეყნის ჩემპიონობა და ეროვნული თასი აქვთ მოპოვებული. მათ გამოცდილებას კაცი ნამდვილად ვერ დაუწუნებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცირეოდენი გამართლების შემთხვევაში "ტორპედო" გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე აინაცვლებდა.
- საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია აზრი, გაცილებით კარგი იქნება "ტორპედოსათვის" თუ გუნდში ადგილობრივი წარმოშობის ფეხბურთელები და მწვრთნელები იქნებიან, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
- თავად იდეა მოსაწონი და მისაღებია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ თუ "ტორპედო" მოგებებით გაანებივრებს გულშემატკივრებს, მაშინ ქომაგებს ასეთი კითხვები ნაკლებად შეაწუხებთ. არსებობენ გუნდები, რომელთაც თავისი ქალაქის კი არა, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელიც არ ჰყავს, მაგრამ მაინც წარმატებულნი არიან. რაც შეეხება ქუთაისელ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვაგან თამაშობენ, მათ თავიანთ გუნდებთან კონტრაქტები აკავშირებთ, რომლის დარღვევაც იურიდიულად არ შეიძლება, ხოლო თუ კლუბი საჭიროდ ჩათვლის და ფეხბურთელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, პრიორიტეტს ადგილობრივი წარმოშობის ფეხბურთელებს მივანიჭებთ. რაც შეეხება მწვრთნელებს, სულ მოკლე ხანში ჩვენს ქალაქში საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება. ბუნებრივია, კლუბის მეპატრონეებს სურთ, რომ აქ მაღალი დონის და შემართებით მოღვაწე ადამიანებმა იმუშაონ. ასე რომ, თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა.
- თქვენ თუ გააფორმეთ კლუბთან კონტრაქტი?
- მე "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, მაგრამ როგორც დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელს. ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა საჭიროდ ჩათვლის.
- მომავალ მატჩში "დინამოსთან" გიწევთ დაპირისპირება. როგორ ემზადებით “ქართული ელ-კლასიკოსათვის"?
- ურთულესი მატჩი გველის. ჩემი აზრით, "დინამო" ყველა დროში საუკეთესოა და მასთან პაექრობა ყოველთვის დიდ ინტრიგას იწვევს. თანაც წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია ქუთაისელი გულშემატკივრები და საერთოდ ქართული საფეხბურთო სამყარო ელის "ტორპედო"-"დინამოს" დუელს. ჩვენ მობილიზებულნი შევხვდებით მატჩს. განსაკუთრებული მომზადება ძალიან რთულია ასე გადატვირთულ რეჟიმში, თორემ ყველა დროის საუკეთესო ქართულ გუნდთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია.
- თქვენი აზრით, "ტორპედოს" ამ შემადგენლობით შეუძლია მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა?
- ჯერჯერობით ფარ-ხმალის დაყრა არ შეიძლება. ჩვენთან საკმაოდ გამოცდილმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ყველაფერი ამ ბიჭების თავდადებაზე და სწორი მუშაობის წარმართვაზეა დამოკიდებული. ვნახოთ, ჯერ პირველი წრე არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა და წინსვლაც შესაძლებელია.
- "ცხინვალთან" წარმატებულ მატჩში თავი სამარქაფოებმა წარმოაჩინეს, ახლო მომავალში კიდევ ახალ სახეებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
- მართალია, ამ ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ეს ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, რომელსაც ბ-ნი ნესტორ მუმლაძე აწარმოებდა. ამასთანავე, დიდ მოწონებას იმსახურებს დუბლების ჩემპიონატის შექმნა, რომელიც ქართული ფეხბურთის წინსვლისათვის მნიშვნელოვანი გახდება. ისე, თუ ვინმე საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოდ წარმოაჩენს, მაშინ თამაშის შანსი ყველას მიეცემა.
- და ბოლოს, მიმდინარე ეროვნულ პირველობას როგორ შეაფასებთ?
- დღესდღეობით, საქართველოში არაა გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეებზე ერთი თავით მაღლა დგას. დაძაბულობის მხრივ XXII ეროვნული ალბათ ყველაზე გამორჩეული ჩემპიონატი იქნება, კარგი იქნებოდა დაძაბულობის მატებასთან ერთად საერთო დონეც რომ ამაღლებულიყო. ამიტომაც, ამ მომენტისათვის რაიმე პროგნოზის გაკეთება და მასზე სერიოზული მსჯელობა არასერიოზული საქმე იქნება.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=11218&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამოენიმე ვარიანტია ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით, მე კი ძალიან მინდა დევდარიანმა ჩაიბაროს ეს გუნდი ეგრევე დაატყობს ხელს და წარმატებებსაც მიაღწევს მაგარი კაცია, მას თუ ნაკრების დონეზე ვერ გამოვიყენებთ, ქუთაისის ტორპეო ზედგამოჭრილია მისი ონის და ამბიიციის მქონე მწვრთნელისთვის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს დაძაბულ ბრძოლაში ტორპედომ პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა ჩემპიონატის ლიდერი ზესტაფონი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შეიძლება ძველ ტორპედომდე ბევრი უკლია, მაგრამ გრანდების გამამწარებელის სტატუსი უკვე შეიძინეს... ოლიმპი, დინამო, ზესტაფონი...

ვულოცავ ტორპედოს!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
23.10, 15:00. რუსთავი, “ფოლადი”. “ოლიმპი” (რუსთავი) - “ტორპედო” (ქუთაისი) (I წრე - 1:1)
დისკვალიფიცირებული: თემურ ღონღაძე (“ოლიმპი”).
მსაჯები: ჯენერი ხორავა; ლევან თოდრია, ზვიად ერქვანია;
რუსთავი მეტად საინტერესო ორთაბრძოლის მასპინძელი იქნება. ნესტორ მუმლაძის მიერ სეზონისთვის მომზადებული ”ტორპედო”, მის მიერვე ამ მომენტისთვის გაწვრთნილ ”ოლიმპს” დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, მუმლაძემ იმერული გუნდის თავკაცის პოსტი იმის გამო დატოვა, რომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ შვიდ მატჩში, რიონისპირელებმა ვერცერთი მოიგეს, მისი წასვლის შემდეგ კი, გია გიგატაძის დარიგებულმა ”ტორპედომ” 3-დან ორი მოიგო, ერთიც ფრედ (”დინამოსთან” 1:1) დაამთავრა.
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ქუთაისში ფრედ (1:1) დასრულდა, რაც რუსთავური და ქუთაისური გუნდების ურთიერთშეხვედრებში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. სულ, ამ ქალაქების გუნდები, ეროვნულ ჩემპიონატებში ერთმანეთს 28-ჯერ შეხვედრილან. მათ შორის, რუსთაველებმა 10 მოიგეს, 15 კი - წააგეს (ბურთების სხვაობა 61:35 ქუთაისელთა სასარგებლოდ). ქვემოქართლელთა ”ოლიმპად” სახელდების შემდეგ (2006), გუნდებმა მხოლოდ 3 მატჩი ითამაშეს, საიდანაც 2 რუსთაველების მოგებით (1:0, 4:2) დასრულდა, ერთიც ფრედ (1:1).

http://www.worldsport.ge
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გელა სანაია ("სამტრედია"): "ველოდი, რომ ამ მატჩში უპირატესობა მეტოქის მხარეს იქნებოდა. ჩვენ დასახული მიზნის მიღწევა შევძელით, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი".
გია გიგატაძე ("ტორპედო"): "დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლის გატანაა, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით".
27 ოქტომბერი. ქუთაისი. "ცენტრალური". 8000 მაყურებელი
ტორპედო - სამტრედია 0:0
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, ნიკოლოზ კვასხვაძე (როსტიაშვილი, 80), გიგაური (ლომაშვილი, 46), საბანაძე, კემუხტაშვილი (გივი ჩხეტიანი, 46), დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
"სამტრედია": ძაგანია, ხუმარაშვილი, გოგია, სოსელია, კუპრეიშვილი, ქებაძე, ტყემალაძე (ჩხიკვაძე, 69), პავლიაშვილი (ფურთუხია, 57), ჩომახიძე, დავით კირკიტაძე, კაკალაძე (კვერენჩხილაძე, 85).
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: კუპრეიშვილი (89).
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი ("ბაია"): "უპირველესად, ყველას გილოცავთ "ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი უძლიერესთა შორის მაჩანჩალად არ დაბრუნებულა და ალბათ, მალე მოწინავე გახდება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი არასასურველ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ. გუნდიდან 12 კაცია წასული, ახალგაზრდები გადაიღალნენ, მათზე სასაყვედურო არაფერი გვაქვს".
გია გიგატაძე ("ტორპედო"): "ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ვიცოდით მეტოქის ბრძოლისუნარიანობის ამბავი. "ბაია" კარგი გუნდია, ბიჭები მოედანზე რომ გადიან, ფული ყველას ავიწყდება. მალე თამაში თასზე გვექნება და ალბათ, გაცილებით უკეთესი სანახაობა გამოგვივა".

31 ოქტომბერი. ქუთაისი. "ცენტრალური". 2500 მაყურებელი.
"ტორპედო" - "ბაია" 1:0 (1:0)
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, თარხნიშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, ლომაშვილი (გივი ჩხეტიანი, 66), დიღმელაშვილი, ვახტანგ კვარაცხელია (კემუხტაშვილი,80), საბანაძე (მერაბ გიგაური, 59).
მწვრთნელი: გია გიგატაძე
"ბაია": ზარქუა, კვეკვესკირი, რიგვავა (კუკავა, 83), კვესეიშვილი, კანდელაკი, ლომია, ლევან აკობია, ეხვაია, წურწუმია, მალიჩავა(გუგუჩია, 54), ვართაგავა.
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
გოლი: 1:0 საბანაძე (33)
გაფრთხილება: ლომაშვილი (18), რიგვავა (37).
არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (თბილისი)

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=12351&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უსამართლობაა, ისეთ მებრძოლ და სიმპათიურ გუნდს, როგორიც ზუგდიდის "ბაიაა", პატრონი რომ არ ჰყავს. ზუგდიდელები ქუთაისში ისევ ნასესხები ფულით ჩავიდნენ და ფინანსურად "საპირისპირო პოლუსზე" მყოფ "ტორპედოს" დიდი ბრძოლა გაუმართეს. სტუმრები მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ და ძირითად დროში უკეთესი საგოლე მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, აქ კი ქუთაისელთა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა და 111-წუთზე ნიკა საბანაძის მიერ გატანილი გოლით ტორპედოელებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. სხვათა შორის, საბანაძემ "ბაიას" ამას წინათ ჩემპიონატშიც გაუტანა და მისი გოლი მაშინაც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

შეხვედრის საწყის წუთებში მოედანზე ხისტი ბრძოლა გაჩაღდა. გუნდები ცენტრის დაუფლებას ცდილობდნენ და ერთმანეთს უხეშობის ზღვარზე ეთამაშებოდნენ. შეხვედრას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი ესწრებოდა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკვირდებოდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს. 14-ე წუთზე მათ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ეხვაია მარჯვნიდან საჯარიმოში შეიჭრა და საპირისპირო მხარეს მყოფი წურწუმია მეკარესთან პირისპირ დატოვა. გოლი გარდაუალი ჩანდა, მაგრამ მიგინეიშვილმა წურწუმიას დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ტორპედოელები ძირითადად კვარაცხელიასა და საბანაძის მისამართით მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს - 17-ე წუთზე თარხნიშვილის დარტყმა ასცდა მიზანს, ათიოდე წუთში კი გურულის გამჭოლ გადაცემას საბანაძემ ვერ მიუსწრო. ტაიმის მიწურულს უხეშობამ იმატა და ამას ფეხბურთელებს შორის მცირე წაკამათებაც მოჰყვა, თუმცა არბიტრმა კრიჭაშვილმა მხარეები მალევე დააშოშმინა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. 52-ე წუთზე კუთხურიდან გათამაშებული ბურთი თარხნიშვილმა კარგი პოზიციიდან შეუჩერებლივ დაარტყა, მაგრამ ააცილა. ათიოდე წუთში სტუმრებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს, ეხვაიამ კვეკვესკირი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ნიკას მიზანმა უმტყუნა. ქუთათურთაგან თარხნიშვილს და ჩიკვილაძეს შეეძლოთ თავის გამოჩენა, ორივე თავური დარტყმით ცდილობდა მეტოქის დამწუხრებას, თუმცა უშედეგოდ. მატჩის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში ფარულავა წაიქცა და მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრს დარღვევა არ დაუფიქსირებია.

დამატებითი დროის მე-5 წუთზე ზუგდიდელებს კიდევ ერთხელ მიეცათ გოლის გატანის რეალური შანსი. ლომიამ კვეკვესკირი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ზედმეტად წინ გაიგდო და მიგინეიშვილმა დარტყმა აღარ დაანება. სამაგიეროდ, 111-ე წუთზე შანსი ხელიდან არ გაუშვა ნიკა საბანაძემ. მას შემდეგ, რაც დათუნაიშვილის დარტყმა მცველებმა იქვე მოიგერიეს, ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ბურთი დაუცველ კარში შეაგორა და "ტორპედოს" გამარჯვება მოაპოვებინა.

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "პირველ რიგში, მინდა, "დინამოსთან" მატჩის შემდეგ ამტყდარ აჟიოტაჟზე გავაკეთო კომენტარი. ფეხბურთელებმა იმ მაჩში თავი დადეს და ქულა დამსახურებულად მოიპოვეს. ის, რომ თითქოს ტოტალიზატორი იყო ჩარეული ამ მატჩის შედეგში, ჩვენი გუნდის შეურაცხყოფაა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, "ტორპედოს" თუ არ ვჯობდით, არც არაფერში ჩამოვუვარდებოდით. მასპინძლებს გოლამდე კარში ერთხელაც არ დაურტყამთ, ჩვენ კი რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ."

გია გიგატაძე (ტორპედო): "ძალიან რთული თამაში იყო. "ბაია" კარგი გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით."


ტორპედო-ბაია 1:0
10.11.10. ქუთაისი. ცენტრალური. 5000 მაყურებელი
1:0 საბანაძე (111)

ტორპედო (4-4-2): მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, თარხნიშვილი, გურული (46. მ. გიგაური), საბანაძე (114. ლომაშვილი), ვ. კვარაცხელია (65. გ. ჩხეტიანი).
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, ნ.კვასხვაძე, კემუხტაშვილი
მწვრთნელი: გ. გიგატაძე.

ბაია (4-5-1): ზარქუა, კანდელაკი, კვესიეშვილი, ლ. აკობია, რ. ონიანი, კვეკვესკირი, გუგუჩია (100. კუკავა), ვართაგავა, შ. ლომია (115. ჩანგელია), წურწუმია (112. სამუშია), ეხვაია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, აფაქიძე, რიგვავა, ქვარცხავა.
მწვრთნელი: ე. ქომეთიანი.

გაფრთხილება: კანდელაკი (42), გუგუჩია (45), დათუნაიშვილი (77).

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/thasi/5250-baia-upatronod-usamarthlobaa.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სიონი - ტორპედო 0:0

“სიონი” და “ტორპედო” წლეულს მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და კვლავ უგოლოდ დაშორდნენ. თვითმხილველთა თქმით, სანახაობრივი თვალსაზრისით, ბოლოს პირველი სჯობდა, თუმცა, ძნელია იმის თქმა, რომ ამით მაყურებელმა განსაკუთრებული შვება იგრძნო.
მაყურებელი ვახსენეთ და “ვისოლმა” ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ქუთათურთა მეპატრონემ გულშემატკივართა ბოლნისში ჩასაყვანად, ახლაც გამოჰყო ავტობუსი, რომლითაც თავისუფალი დროის მქონე ქომაგს, “სიონთან” გასვლითი მატჩის ცქერის საშუალებაც მიეცა.
საგოლე მომენტებით მწირ შეხვედრას, ამ გუნდების წინასათასო რეპეტიციის დატვირთვაც ჰქონდა. მოგეხსენებათ, კენჭისყრამ მეტოქეები თასის 1/4-ფინალში შეახვედრა ერთმანეთს. ძნელია იმის თქმა, ახალი რა გაიგეს მოწინააღმდეგეთა მწვრთნელებმა ერთურთის თამაშზე, მაგრამ აშკარაა - “ღია” თამაშს არც ამ გუნდების მომავალ დაპირისპირებებში უნდა ველოდოთ.
იმის გარდა, რომ გასვლით მატჩში მორიგი ქულა მიითვალა, ამ შეხვედრას ქუთათურთათვის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. გუნდი წაგებას გადაეჩვია (ჩემპიონატის ზედიზედ 8 მატჩში არ წაუგია) და ამაში ცუდი არაფერია. ესაა რომ, “ტორპედოს” ყველაზე არაპროდუქტიული თავდასხმა ჰყავს (15 მატჩში 8 გატანილი გოლიდან მხოლოდ 5 მოდის ფორვარდთა ანგარიშზე).
“სიონი” (ბოლნისი) - “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0
ბოლნისი. 20 ნოემბერი, 2010. “თამაზ სტეფანია”, 300 მაყურებელი.
“სიონი”: მერლანი, კობაური (ნემსაძე, 26), თარგამაძე, ლაშა ჭელიძე, ქურასბედიანი, დიდავა, ნოზაძე, ვაშაკიძე, ისიანი (უგრეხელიძე, 60), გია თოდუა (ბობოხიძე, 73), რევაზ გოცირიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, გიორგი დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, მერაბ გიგაური (ლომაშვილი, 69), თარხნიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია (კემუხტაშვილი, 87), საბანაძე (გივი ჩხეტიანი, 90).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გიგატაძე.
გაფრთხილებები: გიგაური (29), გია თოდუა (33), ნოზაძე (54), საბანაძე (76), ჩიკვილაძე (84)..
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე (გორი).

1. ოლიმპი 15 9 3 3 23-13 30
2. დინამო 14 7 5 2 19-8 26
3. ზესტაფონი 14 8 1 5 23-12 25
4. [b]სიონი 15 5 6 4 11-13 21[/b]
5. ვიტ ჯორჯია 14 6 1 7 16-19 19
6. ბაია 15 5 4 6 15-18 19
7. [b]ტორპედო 15 4 7 4 8-8 19[/b]
8. კოლხეთი 14 4 4 6 13-21 16
9. სამტრედია 14 4 3 7 14-20 15
10. სპარტაკი 14 1 4 9 11-22 7

შენიშვნები:
• პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
• ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 9 (1 პენალტით), გიორგი მეგრელაძე (ბაია) - 6 (1), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) - 4, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 4, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 4 (1), ლევან ხმალაძე (დინამო) - 4(2).


http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13150&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b]ტორპედო - ვიტ ჯორჯია 0:1 (0:0)[/b][/size]

ქუთაისის "ტორპედო", ჯერჯერობით, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე გამორჩეულ გუნდად უნდა ჩაითვალოს. პირველობის სადებიუტო ნაწილში ქუთათურებმა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც რიონისპირელებმა მოგების გემო გაიგეს, ზედიზედ 8 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს.
საერთოდ, "ვიტ ჯორჯია" ქუთაისური კლუბისათვის ყოველთვის არასასურველ მეტოქედ ითვლებოდა. გუშინდელ მატჩამდე, "ტორპედომ" ბოლოს სწორედ “ვეტერინარებთან” წააგო. მუდამ მოსაგებად შემართულ ქუთაისელ ქომაგებს, ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი საყვარელი გუნდი წარმატებული მატჩების სერიას "ვიტ ჯორჯიასთან" პაექრობაში დაასრულებდა.
გუშინდელ შეხვედრას, მონაწილე გუნდები დანაკლისით შეხვდნენ. მასპინძლებმა თენგიზ ჩიკვილაძე მოისაკლისეს, ხოლო ვიტელებს გიგა ბეჭვაია დააკლდათ. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში ჩატარდა. მოწინააღმდეგეები ხშირ და ხისტ ორთაბრძოლებს არ ერიდებოდნენ. ორივე ცდილობდნენ მოედნის შუაგულის დაპატრონებას. ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ ბურთზე კონტროლის დაწესებაც, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეებმა ერთურთს ამის საშუალება არ მისცეს.
პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრაში მე-10 წუთზე შეიქმნა, როცა მასპინძელთა მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ბურთი ჩიმაკაძეს მიუვიდა. დედაქალაქელთა ფორვარდმა დარტყმა კი შეძლო, მაგრამ მიგინეიშვილმა იოლად გაანეიტრალა სიტუაცია. ქუთათურებმა საპასუხო იერიში მყისვე განახორციელეს. დავით დიღმელაშვილის შორეული გადაცემის შემდეგ, გივი ჩხეტიანი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ მას არც დარტყმა გამოუვიდა და არც სტუმართა კიპერის დროული გამოსვლაა დასავიწყი. ძაძამიამ ქუთაისელთა ნახევარმცველს თავის გამოჩენის შანსი არ მისცა.
ცოტა ხანში, ისევ ჩხეტიანი ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა, გივის ეს მცდელობა არაზუსტი გამოდგა. ამის შემდეგ, თამაშში ერთგვარი "უძრაობის" თხუთმეტწუთიანი ხანა დადგა, რომელიც ჩიმაკაძის თავურმა დაასრულა. კასრაძის მიერ ნაპასებ ბურთზე ფორვარდმა სუსტი დარტყმა განახორციელა, მაგრამ მიგინეიშვილს ბურთის აღება მაინც მეტად გაუჭირდა. ტაიმის მიწურულს კი ქუთათურებს დაწინაურებაც შეეძლოთ. დიღმელაშვილის მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე ფარულავამ იყოჩაღა და ბურთსაც თავი ღონივრად დაჰკრა. სტუმართა მეკარემ და მცველებმა ერთობლივი ძალისხმევით საკუთარი კარი მშრალად შეინახეს.
მე-2 ტაიმში სტუმრები შედარებით აქტიურად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით, სტუმართა რიგებში კლიმიაშვილი-ლიპარტიას დუეტი უნდა გამოვარჩიოთ, რომლებიც თავიანთ გააზრებული ქმედებებით ტორპედოელთა მცველებს ბევრ თავსატეხს უჩენდნენ. 58-ე წუთზე ამ ფეხბურთელების მონაწილეობით ანგარიში გაიხსნა. საჯარიმოს მისადგომებთან ზაქრაძის ჩაწოდებულ ბურთზე კლიმიაშვილმა იყოჩაღა და თავით ბურთი ლიპარტიას უპასა. ჯაბამ ბურთი მიიღო და ოსტატური მოძრაობით 3 მეურვე ჩამოიშორა, რასაც დაახლოებით 18 მეტრიდან ცაციათი, მოჭრილი დარტყმა მიაყოლა და მიგინეიშვილი უსაქმოდ დატოვა, ბურთი ტორპედოელთა კარის "ცხრიანში" "აფართხალდა" - 0:1.
მასპინძელთა თავკაცმა უმალ შეცვლას მიმართა. გიგატაძემ თამაშიდან მცველი ფოფხაძე მოხსნა და მის ნაცვლად, შეტევის გასაძლიერებლად, კემუხტაშვილი გამოიყვანა. ვერ ვიტყვით, რომ შეცვლა ტაქტიკურად გაუმართლებელი იყო, მაგრამ ფაქტია, იმერლებმა შეტევაში თამაში ვერ გააძლიერეს. სამაგიეროდ, დაწინაურების შემდეგ, ვიტელები უფრო თამამად გამოიყურებოდნენ. ისინი მეტი სივრცით სარგებლობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 67-ე წუთზე, ისევ ლიპარტია-კლიმიაშვილის დუეტის შესანიშნავი თამაში და ჩიმაკაძეს ხელსაყრელი მდგომარეობიდან ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცა, თუმცა, მას ისევ არ გამოუვიდა ძლიერი დარტყმა, თანაც მასპინძელთა კიპერი საიმედოდ გაისარჯა. ამ მომენტის საპასუხოდ, ქუთათურებს შეეძლოთ გათანაბრება, როდესაც თარხნიშვილმა მკერდით ბურთი საბანაძეს ოსტატურად დაუგდო. ნიკამ კი დაარტყა მეტოქის კარისკენ, მაგრამ ძაძამიამ შეძლო ფეხით სიტუაციის განმუხტვა.
დარჩენილ დროში ქუთაისელთა მცდელობებს შეტევების იმიტირებას თუ დავარქმევთ, ხოლო “ვეტერინარებს” კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ. განსაკუთრებით, ჯანელიძის მიგინეიშვილთან პირისპირ გასვლა და კლიმიაშვილის შორეული დარტყმა უნდა გამოვყოთ. ირაკლის "დაქუხებული" მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია, ხოლო ახალგაზრდა ფორვარდმა ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, მაგრამ საბოლოო დარტყმა სუსტი გამოუვიდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიტელებმა გოლის გატანაც კი შეძლეს, მაგრამ - თამაშგარედან.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებული “ვეტერინარები” ქუთაისურმა პუბლიკამ ტაშით გააცილა...

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია): "ორი თანაბარი ძალის გუნდი თამაშობდა. ფეხბურთელებს ნერვიულობა ეტყობოდათ. მოედანი უკეთესი რომ ყოფილიყო, ალბათ, ბურთს უკეთ გავაგორებდით. მგონი, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მეტის გატანაც გვმართებდა, თუმცა, ასეთი მატჩი ფრედაც რომ დასრულებულიყო, არ გამიკვირდებოდა. მადლობა ქუთაისს სტუმართმოყვარეობისათვის”.
გიორგი სუხიაშვილი (ტორპედო): "ვერ ვითამაშეთ საკადრისად. საგოლე მომენტების შექმნაც გვიჭირს და რეალიზების პრობლემაც გვაქვს. ბუნებრივია, ამ კომპონენტის გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა გვმართებს".

ტორპედო - ვიტ ჯორჯია 0:1 (0:0)
27 ნოემბერი. 18:00. ქუთაისი. "ცენტრალური". 6000 მაყურებელი
ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე (კემუხტაშვილი, 62), სევასტი თოდუა, ფარულავა, გურული, დიღმელაშვილი, თარხნიშვილი, გივი ჩხეტიანი,
ვახტანგ კვარაცხელია, საბანაძე (კვერნაძე, 79), გიორგი დათუნაიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ვასაძე, ჩიმაკაძე, კლიმიაშვილი (კორიფაძე, 90), ადამაძე, გურამ გურეშიძე, ლიპარტია (გოგიაშვილი, 79), ხურცილავა, ღანიაშვილი, კასრაძე, ზაქრაძე (ჯანელიძე, 67).
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
გოლი: 0:1 ლიპარტია (58).
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (40), ძაძამია (53), გურამ გურეშიძე (55), ჯანელიძე (84).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (თბილისი)

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13410&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://www.worldsport.ge/imgs/55ad3a56-ab34-436b-b382-46208d2c1114.jpg[/img]

1 დეკემბერი, ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”.
“სიონი” (ბოლნისი) - “ტორპედო” (ქუთაისი) 0:1 (0:0)
“სიონი”: მერლანი, ქურასბედიანი, ლაშა ჭელიძე, თარგამაძე, ორბელაძე, დიდავა, ნოზაძე, ვაშაკიძე (მანუჩარ ოქროპირიძე, 46), უგრეხელიძე (ბობოხიძე, 61), ლევან სანიკიძე (ისიანი, 61), რევაზ გოცირიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ფარულავა, ჩიკვილაძე, დიღმელაშვილი, ნიკა კვასხვაძე (მერაბ გიგაური, 53), გიორგი დათუნაიშვილი, თარხნიშვილი, გივი ჩხეტიანი (მაჭავარიანი, 85), ვახტანგ კვარაცხელია (საბანაძე, 72).
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გაფრთხილებები: ქურასბედიანი (29), დიღმელაშვილი (36).
გოლი: 0:1 ვახტანგ კვარაცხელია (46).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქუთაისის "ტორპედომ" თურქული შეკრების მესამე ამხანაგური მატჩიც "სკა-ენერგიასთან" ფრედ დაასრულა - 1:1. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ტორპედომ" ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა: მეკარე მაქსიმე ქვილითაიას მიერ დარტყმული ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ვახტანგ კვარაცხელიამ მიიღო და ზუსტად გააგზავნა კარში - 1:0.

ხაბაროვსკელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. ბოლო წუთზე კი დავით კირკიტაძემ ლაშა კემუხტაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრაც მალე დასრულდა.

"ტორპედო": ქვილითაია, სეთურიძე, ფარულავა, თოდუა, გურული (25. თარხნიშვილი), დიღმელაშვილი (83. გიგაური), დათუნაიშვილი (68. ჩხეტიანი), გუგუჩია (26. ბაკურაძე), დოლიძე (50. კირკიტაძე), კვარაცხელია (72. კემუხტაშვილი), გოცირიძე (55. საბანაძე).

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 31 იანვარს ხორვატიის "ვარტექსთან" გამართავს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, უმაღლესი ლიგის მესამე წრის 19 თებერვლის მატჩი “ტორპედოსა” და “ოლიმპს” შორის, კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ქუთაისის ნაცვლად, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე შედგება. თამაშის დაწყების დრო 14:00 საათია. შესაბამისად, მეოთხე წრის შეხვედრას გუნდები ქუთაისში გამართავენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქუთათურთათვის არ მგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს თუ სად ჩაატარებენ ამ შეხვედრას. რადგან არ იბრძვის ჩემპიონობისთვის. თუ ეხლა რუსთავში ჩატარდა შეხვედრა,მერე მეოთხე წრეში სახში მიიღებს "მეტალურგებს" და ამ დროს ცხრილის ზედა ნაწილში თუ იქნება,გააწბილებს სტუმართა გუნდს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]"ტორპედო"- "კოლხეთი" 1:0 (1:0)[/b]
27 თებერვალი. ქუთაისი. "ცენტრალური". 1500 მაყურებელი
"ტორპედო": მიგინეიშვილი, მაჭავარიანი, სევასტი თოდუა, დიღმელაშვილი, მეგრელაძე, ქებაძე (მერაბ გიგაური, 56), გიორგი დათუნაიშვილი, გოცირიძე (საბანაძე, 70), გურული, გრიგოლ დოლიძე (ბაკურაძე, 61), სეთურიძე.
მწვრთნელი: გია გიგატაძე
"კოლხეთი": ძაგანია, მახვილაძე, ცხვიტარია, ინწკირველი, მეგრელიშვილი, გვალია,
სიჭინავა (გულუა, 75), კვერენჩხილაძე, მდივნიშვილი (მოისწრაფიშვილი, 75), გავაშელიშვილი, გოგონაია (გელაჭეიშვილი, 87).
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
[b]გოლი: 1:0 მეგრელაძე (23)[/b]
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (68), გოგნაია (83)
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტორპედო - სიონი 2:0

ორივე გოლი გია მეგრელაძის ანგარიშზეა (მე-20 დ 57-ე წუთები).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]”სპარტაკი” (ცხინვალი) - “ტორპედო” (ქუთაისი) 2:2 (1:0)[/b]
20 მარტი, გორი. “ქართლი”.
”სპარტაკი”: ხომერიკი, ბოიომო, გიორგი ალავიძე, მამუჩიშვილი, ჭაფოძე, მგელაძე (კაკაშვილი, 89), ვალერი ბოლქვაძე (ვალერი კილასონია, 73), დეკანოიძე (ვლადიმერ უგრეხელიძე, 63), მიხეილ ჯიშკარიანი, მიხეილ ბარაბაძე, მეტრეველი.
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, სეთურიძე, მაჭავარიანი (დაჩი ფოფხაძე, 39), სევასტი თოდუა, ჩიკვილაძე, დოლიძე, მერაბ გიგაური (დავით კირკიტაძე, 63), ქებაძე, ბაკურაძე, მეგრელაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (საბანაძე, 63).
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გაფრთხილებები: მეტრეველი (46), ბოლქვაძე (59), მიგინეიშვილი (59), საბანაძე (67), უგრეხელიძე (88).
გოლები: 1:0 მეტრეველი (28), 2:0 მეტრეველი (46), [b]2:1 საბანაძე (78), 2:2 საბანაძე (90+5)[/b].
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0