Sign in to follow this  
Followers 0

ქუთაისის ტორპედო

84 posts in this topic

”ტორპედო ქუთაისი” - სადაც ფეხბურთი დღესასწაულია

“ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა და უკვე 1949 წელს საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: "რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები.”

1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის “ტორპედოდან” ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რევაზ ურუშაძე, ი.ლოსაბერიძე, ს.კუტივაძე, ჯ.ხერხაძე და ვ.ჩხარტიშვილი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გ.ცხოვრებოვი, რ.ძოძუაშვილი, ჯ.ხერხაძე, ს.კუტივაძე, გ.ნოდია, თ.სულაქველიძე, თ. კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო 1999 წელს ”დინამოს” დამარცხება და 1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც იმჟამინდელი მწვრთნელის დავით ყიფიანის დამსახურება იყო. "ტორპედომ" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.

ტიტულები

საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002 ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005 ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994

საქართველოს თასი:

ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004

თურქმენეთის პრეზიდენტის თასი

ჩემპიონი: 2002 ვერცხლის პრიზიორი: 2004

მნიშვნელოვანი ფაქტები

რეკორდული მოგება: 8-0 (20.02. 99 -გორდა, თასი);

რეკორდული წაგება: 2-7 (06-12-94 - კოლხეთი 1913), 0-5 (05.08 96 - ოდიში);

ყველაზე მეტი მატჩი A ლიგაში: კახა კვეტენაძე -206;

ყველაზე მეტი გოლი A ლიგაში: დავით ჯანაშია -85;

კლუბის მიერ ჩემპიონატებში გატანილი მე -100 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია (16.09.91);

მე-200 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (10.05.93);

მე-300 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (19.11.94);

მე-400 გოლის ავტორი: მიხეილ აშვეთია: (13.05.96);

მე-500 გოლის ავტორი: გიორგი მეგრელაძე (04.09.97);

მე-600 გოლის ავტორი: გია იმედაძე (19.05.99);

მე-700 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია: (03.12.00).

“ტორპედო ქუთაისი” დღეს

“ტორპედო ქუთაისის” დღევანდელ შემადგენლობაში არიან: ვახტანგ კვარაცხელია, ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე,თეიმურაზ ფარულავა, რევაზ კვერნაძე, გიორგი გურული, ლევან კირკიტაძე, გიორგი კუხიანიძე, ბექა ბიბილაშვილი, გივი ჩხეტიანი, ვაჟა ლომაშვილი, ირაკლი ცნობილაძე, ნოდარ მაჭავარიანი, სევასტი თოდუა, თენგიზ ჩიკვილაძე, დაჩი ფოფხაძე, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ნიკოლოზ კვასხვაძე, ნიკა საბანაძე, ზაურ ხაჭიპერაძე, ლაშა კემუხტაშვილი, მერაბ გიგაური, გიორგი ამირიძე, პაატა მიქაძე, მიხეილ როსტიაშვილი, თემურ სანიკიძე.

წყარო: http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=9&mode=1

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი დღეს ასეთ დღეშია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სირცხვილია რა ტორპედო უმაღლეს ლიგაში რო არაა, ვნახოთ წელს პირველ ლიგაში კარგად გამოიყურებ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წელს ალბათ დაბრუნდება უმაღლესში, ჯერ-ჯერობით კარგად თამაშობენ I ლიგაში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სამი ტუზი არაფერ შუაშია რაა და სამ ტუზმა რატომ შეწყვიტა დაფინანსება ეს ძალიან კარგად პირველ რიგში მე ვიცი ფებხურთის მამებად რო თვლიან თAვს და მერე სხვებს აბრალებენ ასეთ რაღAცას : ))) ზაურ კვიკვინია მამჩემის ახლობელი ძმაკაცია მართლა უვლიდა გნუნდს მართLა არ აკლებდა არაფერს ძოძუაშვილი იყო მწვრთნელი ტიპს ყველაფერი გაუკეთა და ოლიმპში გაიქცა და ფებხურთელები აგიყოლა აი ამიტომ შეწყვიტა სამ ტუზმა დაფინასნება ;) თორე დამიჯერეთ იმფულის აგდახდა და კიდევ მილიონობიტ მეტის ზედ დახარჯვა ზაურ კვიკვინიასთვის დიდი დანახარჯს არ წარმოადგენდა მითუმეტეს კაცს საქმის გაკეთება უნდოდა :) მარა სამწუაროდ საქართველოში მაინც ჩნდებიან ტიპები რომლებიც ველაფრის გაკეთების ხალისს გაკარგვინებენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სხვათA შორის მეც ვაპირებდი წასვლას ტორპედოში მარა მერე ეს მოხდა და მოკლედ დ მერე მეც დავანებე თამაშს თავი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

3bdbdea659c7.jpg

ძალიან კარგი სტარტი აიღო ტორპედომ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო

კაი კაცი :)

უმაღლესში უნდა დავბრუნდეთ აუცილებლად

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეექვსე ტურში ტორპედომ სახლში მეშახტეს მოუგო 7-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოსაპარეზე ქუთაისის "ტორპედო2008"_ის თავდამსხმელი,შოთა ჯიქია სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. . .

"ტორპედო2008"_ის ვებ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით,რომელშიც მონაწილეობა 200-მა ქომაგმა მიიღო, ჯიქიას ხმა 30.47 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე 14.84 პროცენტით გივი ჩხეტიანი გავიდა,ხოლო მესამეზე - ახალციხის "მესხეთის" ყოფილი მცველი თეიმურაზ ფარულავა გავიდა - 12.5 პროცენტით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ახლოვდება 100 წლის იუბილე იმ დღიდან, რაც ქუთაისში პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ამასთან დაკავშირებით, 21 ოქტომბრისთვის რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ ქუთაისის სპორტული მუზეუმის დამაარსებელმა და ღონისძიებათა ორგანიზატორმა ზურაბ ჯავახაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ის გახლავთ ავტორი წიგნისა - "ქუთაისური ფეხბურთი 100 წლისაა", რომელშიც დეტალურად აქვს აღწერილი რიონისპირა ქალაქში ფეხბურთის დაარსებისა და მისი განვითარების ისტორია.

"1909 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისში პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა, - ამბობს ჯავახაძე, - ერთმანეთს ქუთაისში სტუმრად მყოფი თბილისის I და II კლასიკური გიმნაზიების მოსწავლეები გაეჯიბრნენ. მალე, რიონისპირა ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო ბუმი დაიწყო. იქმნებოდა ეგრეთ წოდებული "ველური გუნდები", უბანი უბანს ეჯიბრებოდა, ქუჩა ქუჩას, ცოლიანები უცოლოებს და ასე შემდეგ. პირველი საფეხბურთო გუნდები 1911-1916 წლებში გამოჩნდა - "სპორტი", "თერგი", "ვეფხვი" და სხვა. 1925 წლისთვის კი ქუთაისში უკვე 20 საფეხბურთო გუნდი იყო. მალე ასპარეზზე გამოჩნდა ქუთაისის "დინამო", რომელიც წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში. 1957 წელს კი შეიქმნა ახალი გუნდი - "ლოკომოტივი", რომელსაც ორი წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" დაერქვა. სწორედ "ტორპედოსთანაა" დაკავშირებული ქუთაისური ფეხბურთის აღმავლობა. 1962 წელს ქუთათურებმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს. მართალია, "ტორპედოს" არასდროს უბრძოლია უმაღლესი მიზნებისთვის, მაგრამ იყო დრო, როცა სსრკ-ის ჩემპიონის ბედი სწორედ ქუთაისში წყდებოდა. ჩვენმა გუნდმა 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოს", 1965 წელს კი კიევის "დინამოს" დააკარგვინა ჩემპიონობა. ქუთაისის მდიდარ საფეხბურთო ტრადიციებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ აღიზარდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც იყვნენ: რამაზ ურუშაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ჯემალ ხერხაძე, სერგო კუტივაძე, გივი და ლევან ნოდიები, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია და სხვები. ქუთათურებმა ეროვნულ ჩემპიონატშიც დატოვეს წარუშლელი კვალი - სამჯერ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და საქართველოს ნაკრებს არაერთი ფეხბურთელი მიაწოდეს. საბედნიეროდ, "ტორპედომ" კვლავ დაიწყო აღორძინება. პირველ ლიგაში 7 თამაშიდან 7 მოგება აქვს. ეს არ არის პატარა საქმე და იმედი მაქვს, მომავალ წელს "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში იქნება".

ახლა კი 21 ოქტომბერს გასამართავ ღონისძიებების შესახებ. ქუთაისური ფეხბურთის 100 წლის იუბილეზე "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები არიან მიწვეულნი. სამწუხაროდ, მათ შორის მატჩი ვერ შედგება, რადგან ამ დღეს "ტორპედო 2008" დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში "ზესტაფონს" მასპინძლობს და სტადიონი დაკავებულია. ამიტომ, სტუმრებს ჯერ სპორტის მუზეუმში უმასპინძლებენ, შემდეგ კი გალერეაში გაიხსნება გამოფენა - "ქუთაისური ფეხბურთი 100 წლისაა". ბოლოს კი თეატრში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართება.

დავით კოხრეიძე

ქუთაისიდან

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

17 ოქტომბერს პირველ ლიგაში I წრის უდავოდ ცენტრალური მატჩი ფოთში ჩატარდა: ერთმანეთს ჩემპიონატის ორი ძლიერი გუნდი ფოთის "კოლხეთი" და ქუთაისის "ტორპედო2008" დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა და იქ შეკრებილმა მრავალრიცხვოვანმა მაყურებელმა ორი ბრძოლისუნარიანი გუნდის მიერ ნაჩვენები ხარისხიანი თამაში იხილა.

1255863555_sdc11397.jpg

http://www.torpedo2008.ge/index.php?newsid=116

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო

კარგი თემაა. . . .ყოჩაღ.

ძველი ტორპედო ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მართლაც უზლიერესი გუნდი იყო, ის სამი წელი ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი, მერე კი ვიღაც ვიღაცეების უაზრობების გამო გუნდს ანგარიშები გაუყინეს და გააკოტრეს, ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო და იმედია უმაღლეს დაუბრუნდება ტორპედო, ჩემპიონატის მშვენებაა ეს გუნდი, ეს კლუბი დიდ ფეხბურთელებს მიაწვდის საქართველოს ნაკრებს ამასი დარწმუნებული ვარ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ლელო "

# 250

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2009 წელი

ქუთაისური ფეხბურთის 100 წელი

დავით კოხრეიძე

ქუთაისიდან

გუშინ რიონისპირა ქალქში ქუთაისური ფეხბურთის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებლის ზურაბ ჯავახაძის ინიციატივითა და ორგანიზატორობით რიონისპირა ქალაქს სტუმრობდნენ ქუთაისის �ტორპედოსა� და თბილისის �დინამოს� ვეტერანი ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. სტუმრებმა თავდაპირველად ქუთაისის სპორტის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ფეხბურთისთვის განკუთვნილ სტენდებზე არაერთი საინტერესო ექსპონატი იხილეს, რომელმაც მათ ის წლები გაახსენა, როცა საკავშირო ჩემპიონატსა თუ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბრწყინავდნენ. ზურაბ ჯავახაძემ ზვიად სიჭინავასთან საუბარში ჯორჯ ბესტის მაისურაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სსრკ-სა და ჩრდილოეთ ირლანდიის თამაშის შემდეგ რევაზ ძოძუაშვილმა ჩამოიტანა საქართველოში და ქუთაისის სპორტის მუზეუმს გადასცა. შემდეგ სტუმრებმა სამხატვრო გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც ფოტოგამოფენა �ქუთაისური ფეხბურთი 100 წლისაა� მოეწყო. მოგვიანებით კი სახელოვან ვეტერანებს თეატრში უმასპინძლეს, სადაც ფეხბურთელებმა თავიანთი საფეხბურთო ისტორიები და კარიერის განვლილი წლები გაიხსენეს...

რევაზ ძოძუაშვილი: �მინდა ჩემს საფეხბურთო აკვანს, ჩემს ლამაზ ქუთაისს მივულოცო ეს ისტორიული თარიღი. ხვალინდელი დღე ყოფილიყოს უფრო უკეთესი. აქ დავიწყე ფეხბურთის თამაში და კარგად მახსოვს ის ლამაზი დღეები, როცა რიონისპირა ქალაქში ბურთს ვაგორებდი. მას შემდეგ ყოველთვის ქუთაისური ფეხბურთის სამსახურში ვარ როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი, თუ უბრალო გულშემატკივარი. იმედი მაქვს, რომ მომავალში ქუთაისურ ფეხბურთს კვლავ დიდი წარმატებები ექნება�.

ავთანდილ წვერავა (ტორპედოს ვეტერანი ფეხბურთელი): �ძალიან ლამაზი ღონისძიება ჩატარდა. თითქმის ყველა ჩამოვიდა, ვისაც ველოდებოდით. საფეხბურთო ოჯახი ერთად შეიკრიბა. ბევრმა მათგანმა ქუთაისში აიდგა ფეხი და შემდეგ დიდ წარმატებებს მიაღწია... დღესაც ყველა მოწადინებულია, რომ ქუთაისურმა ფეხბურთმა თავისი მდიდარი ტრადიციები დაიბრუნოს. ამ სეზონში აუცილებლად უნდა გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში და შემდეგ თანდათან დავიბრუნოთ დაკარგული პოზიციებიც�.

ოთარ გაბელია: �დღევანდელი დღე მარტო ქუთაისისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვისაა მისალოცი. ჩამოვედით ის ხალხი, ვისაც ქუთაისის �ტორპედოში� გვითამაშია და გავლილი გვაქვს ეს უდიდესი სკოლა. გარდა ამისა, აქ არიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ალექსანდრე ჩივაძე და ბევრი ჩვენი მეგობარი... წლების წინ �ტორპედოში� მწვრთნელად ვმუშაობდი, კარგი გუნდი გვყავდა, უეფაზეც გავედით, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინანსური კრიზისის გამო დაიშალა... ახლანდელ ქუთაისის �ტორპედოს� ვუსურვებ უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ამ ქალაქს აუცილებლად უნდა ჰყავდეს კარგი გუნდი�.

თენგიზ სულაქველიძე: �მე როგორც ქუთაისელი კაცი, ბედნიერი ვარ, რომ ამ დღესასწაულს ვესწრები. აქ ბევრი ცნობილი ფეხბურთელია შეკრებილი, მადლობა მინდა გადავუხადო ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორებს�.

ზვიად სიჭინავა: �იმერეთი ყოველთვის იყო და რჩება კარგი ფეხბურთელების სამჭედლოდ. ქუთაისის �ტორპედოს� დიდი ტრადიციები აქვს და კარგი იქნება, თუ რიონისპირა ქალაქში ეს ტრადიციები ისევ აღსდგება. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული ვეცდები, რომ ქუთაისს ყველანაირად დავეხმარო�.

ზურაბ ჯავახაძე: �დღეს ქართული ფეხბურთის ზეიმია. გვეამაყება, რომ აქ არიან ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები. ქუთაისმა სსრკ-ს მთავარ, ოლიმპიურ და ახალგაზრდულ ნაკრებებს სხვადასხვა დროს 13 ფეხბურთელი მიაწოდა. ეს არ არის პატარა საქმე. მთავარი ის არის, რომ საკავშირო პირველობის ჩემპიონის ბედი მაშინ ქუთაისში წყდებოდა. ამ ბიჭებს არასდროს ჰქონიათ ამბიციები ჩემპიონობაზე ან თასზე, მაგრამ თავისი ხიბლი შეჰქონდათ ჩემპიონატში�.

რამაზ შენგელია: �ყველა ქუთაისელსა და გულშემატკივარს ვულოცავ ამ დღეს. აქ არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი აღიზარდა. ქუთაისი იყო თბილისის �დინამოს� საზრდო. აქ თუ კარგი ფეხბურთელი გამოჩნდებოდა, �დინამოში� მიჰყავდათ. გული მტკივა, რომ დღეს ქუთაისს უმაღლეს ლიგაში გუნდი არა ჰყავს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სადაც ტრადიციები არის - ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ლანჩხუთში ფეხბურთი აღორძინდეს და ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში დაბრუნდნენ�.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გუშინ ტორპედო თასის მერვედფინალიდან ზესტაფონმა გამოაგდო :( 0-2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოსაპარეზე ქუთაისის "ტორპედო2008"_ის ცენტრალური მცველი,თემურ ფარულავა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. . .

"ტორპედო2008"_ის ვებ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით,რომელშიც მონაწილეობა 300-მა ქომაგმა მიიღო, ფარულავას ხმა 19.35 პროცენტმა მისცა. მეორე ადგილზე 16.94 პროცენტით რევაზ კვერნაძე გავიდა,ხოლო მესამეზე - ქუთაისის "ტორპედო2008"-ის თავდამსხმელი,გია იმედაძე - 16.53 პროცენტით.

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:

4. ლევან კირკიტაძე - 10.89%

5. ზვიად ჩხეტიანი - 10.48%

6. გივი ჩხეტიანი - 8.06%

7. გიორგი გურული - 6.45%

8. შოთა ჯიქია - 6.05%

9. ომარ მიგინეიშვილი - 4.84%

შეგახსენებთ,რომ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის სამეული ასე გამოიყურებოდა:

1. შოთა ჯიქია - 30.47%

2. გივი ჩხეტიანი - 14.84%

3. თემურ ფარულავა - 12.5%

www.torpedo2008.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უსამართლო მსაჯობა და "ტორპედო2008"_ის პირველი ფრე

1258316156_img_0028.jpg

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგ ტურში ქუთაისის "ტორპედო2008" საჩხერეს ესტუმრა და ადგილობრივ ჩიხურასთან მოსინჯა ძალები. ქუთათურებისთვის ალბათ ამ მატჩში ფრე ურიგო შედეგი არ იყო,მაგრამ რომ არა მთავარი მსაჯის გ.ვადაჭკორიას მიერ არდანიშნული პენალტი მოგებაც შეეძლოთ.

დაწვრილებით. . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და ლიგის შესარჩეში როგორ არის>?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ერთ დროს ძAAნ მაგარი გუნდი იყო,ეხლა კიდე....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველი წრე ტორპედომ პირველ ადგილზე დაასრულა

b47ff529ba5a.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2000-2002 წლები ქუთაისელ ფეხბურთის გულშემატკივარს დღესაც შესანიშნავად ახსოვს.ეს იყო დრო ,როცა ქუთაისის ,,ტორპედომ,,ზედიზედ სამჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, როცა ძალიან ხშირად 20 000-იანი ტევადობის სპორტული არენა მაყურებელს ვერ იტევდა და გულშემატკივარი სტადიონის განათების ბოძებიდან ადევნებდა თვალს საყვარელი გუნდის მატჩს.

მას შემდეგ ქუთაისში ბევრი რამ შეიცვალა. აღარ ღირს საუბარი იმაზე თუ როგორ მოხდა, რომ 1946 წელს დაარსებულმა ,სამგზის საქართველოს ჩემპიონმა და ორ გზის თასის მფლობელმა ,საფეხბურთო კლუბმა ფაქტიურად არსებობა შეწყვიტა და დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.ფაქტი ისაა,რომ დადგა საშიშროება უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქალაქი საფეხბურთო კლუბის გარეშე დარჩენილიყო,ვინაიდან კარკვეულ მიზეზთა გამო იმ ეტაპზე ძველი ,,ტორპედოს,,აღდგენა წარმოუდგენელი იყო ,ქუთათურ ფეხბურთის ქომაგთა უშუალო მონაწილეობით 2008წელს ქუთაისში დაარსდა სრულიად ახალი საფეხბურთო კლუბი ,,ტორპედო 2008,,რომელსაც არანაირი სამართლებრივი საერთო არ აქვს ძველ ,,ტორპედოსთან,,.

დღეს ტორპედო2008 პირველი ლიგის დასავლეთ ზონაში გამოდის და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. ,,ტორპედო 2008,,ის მესვეურები მომავალი სეზონისათვის დიდ მიზნებს ისახავენ, რასაც ხელს სახელმწიფო მხარდაჭერაც უწყობს.ქუთაისში ყველა დარწმუნებულია, რომ მათი გუნდი ამ გათამაშებაშივე მოიპოვებს უმაღლესი ლიგის საგზურს, თუმცა ქუთათურებს ისეთი ისტორიის მქონე კლუბები ყავთ კონკურენტად როგორებიცაა:ბათუმის ,,დინამო,,და ფოთის კოლხეთი ,ასევე მარტვილის მერანი, რომელმაც თავისი ძალა საქართველოს თასზე უკვე დაამტკიცა ,თუმცა ერთია უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და მეორე რამდენად ღირსეულად შეძლებს ,,ტორპედო,,უმაღლესში თამაშს.ზემოდ ავღნიშნე ,რომ ქუთაისურ კლუბს დიდ დახმარებას უწევს სახელმწიფო და რაც ყველაზე მისასალმებელია, იგეგმება ქუთაისის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია და ამ მიზნით ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყო და სავარაუდოდ ახალი არენა 2010 წლის ბოლოსთვის მზად იქნება მატჩების გასამართად.ტრიბუნებზე 15 ათასი მაყურებლის ადგილი იქნება, ასევე განახლდება სტადიონთან ახლოს მდებარე დახურული აუზი და აშენდება ჩოგბურთის კორტებიც. სპორტული კომპლექსის სარემონტო სამუშაოების პირველი ნაწილი 2010 წლის ზაფხულში დასრულდება.საბოლოოდ კი ქუთაისს ოთხ-ვარსკვლავიანი სტადიონი ექნება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

7 მარტს ქუთაისის "ტორპედო" მე-17 ტურში ჭიათურას ესტუმრა და იქაურ საფეხბურთო გუნდთან შეხვედრა ჩაატარა. მატჩი ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და ტორპედოელთა პრაქტიკულად პირველივე გადასვლა მეტოქის ნახევარზე სახიფათოდ დასრულდა, ხელსაყრელ პოზიციაზე გასულ ირაკლი ცნობილაძეს მეკარემ ფეხებით აუღო და განმუხტა სიტუაცია.

სამ წუთში ჭიათურელთა უიშვიათესი შეტევა მასპინძელთა თავდამსხმელი ნოზაძის დარტყმით და მიგინეიშვილის დამაჯერებელი ბურთის ხელებში დაუფლებით გაილია.

"ტორპედო" დიდ უპირატესობას ფლობდა და მომენტებსაც მრავლად ქმნიდა. თავის გამოჩენა თემურ ფარულავას შორიდან შეეძლო, თუმც მან უხეიროდ დაარტყა... სტუმართაგან აქტიურობდა ლაშა ვაშაკიძეც, რომელიც ყოველთვის მზადყოფნაში ამყოფებდა მეტოქე გუნდის მცველებს.

ჭიათურელები ტორპედოელთა იერიშებს წესების დარღვევით აჩერებდნენ. ზედიზედ ორ წუთში მთავარმა მსაჯმა ზემო იმერელი ორი ფეხბურთელი გააფრთხილა.

22-ე წუთზე ცნობილაძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომლის დარტყმული ამ უკანასკნელმა აიღო, ჩამატებაზე ირაკლი ხუციძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მცირედიდ ააცილა კარს.

ტაიმის შუაში ცნობილაძე ბურთიანად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, იგი წააქციეს, მაგრამ არბიტრმა რეაგირება არ მოახდინა და თამაშიც გაგრძელდა.

40-ე წუთზე ვაშაკიძის მიერ მოწოდებულ სახიფათო სტანდარტს თემურ ფარულავა გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ძალზედ სახიფათო მომენტი გაანიავა. ტორპედომ სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებში ვერ ასახა და ტაიმიც ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ათ წუთში ქუთაისელთა მწვრნელთა ტრიომ თავდასხმის ხაზის გაძლიერება განიზრახა და ძალზედ მომგებიანი ცვლილება განახორციელა. ხუციძის ნაცვლად მოედანზე კვერნაძე გამოვიდა, ხოლო ლომაშვილი ცაგარეიშვილმა შეცვალა.

60-ე წუთზე ვაშაკიძემ გამჭოლი პასი გაუკეთა ცაგარეიშვილს, რომლის კარის ჩარჩოში დარტყმის შემდეგ, მეკარე ადვილად დაეუფლა ბურთს.

63-ე წუთზე ქუთაისელებმა გაიხარეს. მარცხენა ფრთიდან ბ.ჩხეტიანმა საპენალტოს გასწვრივ გადაცემა გააკეთა, ბურთი კვერნაძეს მიუვიდა, რომლის გასროლილი უნაკლო აღმოჩნდა და ანგარიშიც გაიხსნა 0:1.

70-ე წუთზე კომბინაციური თამაშით მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეკარემ გამოსვლაზე ხელებით არადამაჯერებლად მოიგერია, იქვე ახლოს რევაზ კვერნაძე გაჩნდა, ზუსტად იმოქმედა და დუბლი შეასრულა 0:2.

ამის შემდეგ დარჩენილი დრო გასულთან შედარებით საგოლე მომენტებით დატვირთული აღარ ყოფილა.

მალევე ცნობილაძის ნაცვლად ბიბილაშვილი ჩაერთო თამაშში.

ბოლო წუთებში ვაშაკიძე ბოლოჯერ დაემუქრა ჭიათურელთა კარს, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა.

ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად მატჩს დაესწრო ქუთაისელი ქომაგებიც, რომელთა რაოდენობა 40 კაცამდე იყო.

ამ გამარჯვებით ქუთათურები ცხრილის სათავეს დაუბრუნდნენ. გალიდერებაში მათ ხელი შეუწყო ტურის ცენტრალური მატჩის შედეგმა, რომელშიც ბათუმის დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და ჩემპიონატში მეორე მარცხი იწვნია ანგარიშით 2:3.

ჭიათურა. 7 მარტი 15:00 საათი, ჭიათურის ცენტრალური სტადიონი. 150 მაყურებელი.

ჭიათურა: ბადურაშვილი, ტყემალაძე, ჭუმბურიძე, აბესაძე, ასანიძე, შეყილაძე, გორგოძე, ტაბატაძე, გაფრინდაშვილი, ნოზაძე, ვაშაძე.

"ტორპედო": მიგინეიშვილი(კაპ.), ფარულავა, ქარქუზაშვილი, გ.ჩხეტიანი, გურული, ბ.ჩხეტიანი, ლომაშვილი(ცაგარეიშვილი 55), ხანიშვილი, ვაშაკიძე, ხუციძე(კვერნაძე 55), ცნობილაძე(ბიბილაშვილი)

სათადარიგო: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ხაჭიპერაძე, კირკიტაძე, ცაგარეიშვილი, კვერნაძე

გოლები: რევაზ კვერნაძე (63, 70)

დისკვალიფიცირებულები: სევასტოპულო, ჭანკვეტაძე

გაფრთხილება: ტაბატაძე, გაფრინდაშვილი, ბ.ჩხეტიანი.

მსაჯები: ხვიჩა გაგნიძე (გორი)

სერგო სპიცინი (თბილისი)

ონისე მოლოდინაშვილი( თბილისი)

მამუკა ნაკაიძე (ლანჩხუთი)

http://torpedo2008.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გადმოსვლის კარგი შანსი აქვს, ფინანსურადაც ცოტა ფეხსე დადგა გუნი, ამ გუნდის გადმოსვლა უმაღლეს ლიგას უფრო მეტ ხიბლს შემატებს, აღგება დასავლეთის რეგიონში გასამართი საინტერესო დერბი ზესტაფონი-ტორპეო. ამასთან ერთად ძალიან მინდა რომ ბათუმი და კოლხეთი დაუბრუნეს უმაღლეს ლიგას, მერე ნახეთ თქვენ ჩემპიონათი, თუ ყველაფერი სუფთადჩაივლის, მაგარი იქნება.

Edited by Graf Monte Christo
0

Share this post


Link to post
Share on other sites

385fb1eef960.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ სერიოზული თამაში აქვს ტორპედოს, ბათუმი ჩადის ქუთაისში... 2-0 ან 2-1 მოიგებს ტორპედო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0