ჯავშანტექნიკა

84 posts in this topic

ასე უნდა ასწავლო ჩვენებსაც, რომ მთელი ეკიპაჟი ტანკიანათ მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდეს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.military-today.com/apc/didgori.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]Puma
ქვეითთა საბრძოლო მანქანა[/b][/center]


[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/e/uz62f.jpg[/img][/url]

[b]უახლესი გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma წარმოადგენს Krauss-Maffei Wegmann-ისა და Rheinmetall-ის ერთობლივი მუშაობის შედეგს. ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანით უნდა მოხდეს მოძველებული Marder 1-ის ტიპის ქსმ-ების ჩანაცვლება გერმანიის არმიაში, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს სამ ათეულ წელიწადს. გერმანიის არმიამ გამოსაცდელად ხუთი ერთეული Puma 2004 წელს მიიღო. ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა საგამოცდო პერიოდი წარმატებით დაასრულეს. გერმანიის არმიამ Puma შეიარაღებაში 2010 წელს მიიღო და 405 ერთეული ამ ტიპის ქსმ-ის შეძენა გადაწყვიტა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma-ს აქვს ახალი კორპუსი და უახლესი მოდულარული ჯავშანი. მანქანაზე საჭიროებისდა მიხედვით შესაძლებელია სამი სხვადასხვა დონის ჯავშნის შერჩევით დაყენება. აქედან გამომდინარე ქსმ-ის წონაც 29.4 ტონიდან 43 ტონამდე მერყეობს.
საბაზისო მოდელის ფრონტალური და ბორტების ჯავშანი გათვლილია 30 მმ-იანი ჭურვებისაგან დაცვაზე, ხოლო დანარჩენ ადგილებში ჯავშანი უზრუნველყოფს 14.5 მმ-იანი ტყვიებისაგან დაცვას. Puma-ს ფსკერი უძლებს 10 კგ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებასაც.

Puma-ს ყველაზე უფრო დაცული ვარიანტი შესაძლოა თამამად მივიჩნიოთ, როგორც ყველაზე უფრო მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა მსოფლიოში. ამ ვარიანტზე დამონტაჟებულია დამატებითი ჯავშანის მოდულები, რაც ქსმ-ის მასას 43 ტონამდე ზრდის. ამ კონფიგურაციით ის გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე საბჭოთა წარმოების T-72 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკი.

ქვეითთა საბრძოლო მანქანა შეიარაღებულია დისტანციურად მართვადი 30 მმ-იანი Mauser-ის ტიპის ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო მოდულით. იგივე ქვემეხი გამოიყენება ავსტრიული Ulan-სა და ესპანური Pizzaro-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებში. ქვემეხის სროლის ეფექტური მანძილი 3 კმ-ს შეადგენს. ამას გარდა განზრახულია, რომ Puma-ზე დამონტაჟდეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი, რომლის დასახელებაც უცნობია.

Puma-ს მეორადი შეიარაღება 1 x 5.56 მმ-იანი ტყვიამფრქვევისა და 1 x 76 მმ-იანი ყუმბარმტყორცნისაგან შედგება, ახლო მანძილზე თავდასაცავად.

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება და ამას გარდა 8 სრულად აღჭურვილი მედესანტის გადაყვანა შეუძლია. „პუმა“ აღჭურვილია NBC-ის დაცვისა სისტემით.

Puma-ზე ძალური დანადგარის სახით დაყენებულია გერმანული MTU 892 ტიპის 1073 ცხ.ძალიანი დიზელის ძრავა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი ძრავის სიმძლავრე ზოგიერთ თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკსაც კია არ გააჩნია. ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma-ს ცურვა არ შეუძლია.



მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 2010 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 8 კაცი
წონა - 29-დან - 43 ტ-მდე
სიგრძე - 7.4 მ
სიგანე - 3.7 მ
ქვემეხი - 30 მმ-იანი
ტყვიამფრქვევი - 1 x 5.56 მმ-იანი
ძრავა - MTU V10 892 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 073 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
სვლის მარაგი - 600 კმ[/b] Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]PT-91 Twardy
ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/center]

[center][url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/i/pwt6y.jpg[/img][/url][/center]

[b]პოლონური ძირითადი საბრძოლო ტანკი PT-91 „ტვარდი“ საბჭოთა T-72M1 ტიპის ტანკის მოდერნიზებულ, გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს. PT-91-ზე მუშაობა პოლონეთში ადრეულ 1990-იან წლებში დაიწყო, ხოლო შეიარაღებაში 1995 წელს მიიღეს. დღესდღეობით პოლონეთის არმიის შეიარაღებაში 232 ერთეული ამ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკია შედის.

„ტვარდის“ ჯავშანი კომპოზიტურია. ძირითადი საბრძოლო ტანკის დაცვის გაზრდა Erawa-ს ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტების დაყენებით მოხერხდა, რომელიც პოლონეთის სამხედრო-ტექნიკური ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. არსებობს მისი ორი მოდეფიკაცია: Erawa-1 და Erawa-2, რომლებიც ერთმანეთისაგან მათში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობით განსხვავდებიან. ექსპერიმენტებმა, რომლებიც Erawa-ს ტიპის დინამიკურ დაცვაზე ჩაატარეს, აჩვენა, რომ მისი მეშვეობით ტანკის დაცულობა კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების წინააღმდეგ 50-70%-ით, ხოლო ქვეკალიბრის ჭურვების წინააღმდეგ 30-40%-ით გაიზარდა. 394 ერთეული დინამიკური დაცვის ელემნტი ტანკის კორპუსისა და კოშკურის შუბლა პროექციებს, ასევე ბორტებს ფარავს, სულ 9 კვ. მეტრ ფართობს. ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკები ერთმანეთთან მჭიდროდ, ნაპრალების გარეშეა დამაგრებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დინამიკური დაცვის ელემენტები ცივი ომის პერიოდის საბჭოთა ტანკებზე ერთმანეთისაგან 10-15 მმ-ით ან უფრო მეტი დაშორებით არის დამონტაჟებული, რაც საერთო ჯამში მნიშვნელოვნად ამცირებს ტანკის დაცულობას.

PT-91 „ტვარდი“ შეიარაღებულია 125 მმ-იანი 2A46M-ის ტიპის გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც T-72-ში გამოყენებული ქვემეხის მსგავსია. ქვემეხის დატენვას ავტომატური დამტენი სისტემა უზრუნველყოფს, რომლის სროლის მაქსიმალური სისწრაფე 8-10 გასროლაა წუთში. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება. PT-91 აღჭურვილია უახლესი ქვემეხის სტაბილიზაციისა და ცეცხლის მართვის სისტემებით. გარდა ამისა მოდერნიზებულია ტანკის დანარჩენი სისტემებიც.

PT-91-ის დამტებითი შეიარაღება 1 x 7.62 მმ-იანი PKT-ს ტიპის ქვემეხთან შწყვილებული და 1 x 12.7 მმ-იანი NSVT-ს ტიპის მძიმე საზენიტო ტყიამფრქვევისაგან შედგება.

ტანკის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელისა და მძღოლისაგან შედგება.

PT-91-ის მოდერნიზაციის გამო მისი მასა გაიზარდა, რამაც დღის წესრიგში ძრავების გაძლიერებაც დააყენა. გადაწყდა ტანკზე დაეყენებინათ 12 ცილინდრიანი S-12U-ს ტიპის 850 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა, რომელიც საბჭოთა წარმოების V-46-6 ტიპის 780 ცხენისძალიანი დიზელის ძრავის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს და ვარშავაში PZL-Wola-ს მიერ იწარმოება. PT-91 „ტვარდის“ ბოლო ვარიანტებზე 1000 ცხ.ძალიანი S-1000 ტიპის ძრავებია დაყენებული.



[size="2"]მახასიათებლები:[/size]

შეიარაღებაში მიიღეს - 1995
ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - 45.3 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 9.53 მ
კორპუსის სიგრძე - 6.86 მ
სიგანე - 3.59 მ
სიმაღლე - 2.19 მ
ქვემეხი - 125 მმ-იანი გლუვლულიანი
ტყვიამფრქვევები - 1 x 7.62 მმ-იანი, 1 x 12.7 მმ-იანი
ძრავა - S-12U ტიპის დიზელის ძრავა
ძრავის სიმძლავრე - 850 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 60 კმ/სთ
სვლის მარაგი - 650 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 50%
ვერტიკალური წინაღობა - 0.85 მ
თხრილი - 2.8 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - 1.4 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა (წინ. მომზადებით) - 5მ[/b]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ტანკზე რა აზრისა ხართ?
[color="#006400"][size="6"]Revolution-ძირითადი საბრძოლო ტანკი(გერმანია)[/size][/color]

[img]http://b.pix.ge:81/m/lq4zn.jpg[/img]

მგონი ცუდი მანქანა არ უნდა იყოს

http://armada.ge/?p=11922#more-11922
1

Share this post


Link to post
Share on other sites
CV90120-T
მსუბუქი ტანკი

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s017.radikal.ru/i432/1202/14/1622aee5f5d3.jpg[/IMG][/URL]

კომპანია BAE Systems Hagglunds-ის პირმშო. ტანკი გამოირჩევა სიმსუბუქითა და ძირითადი საბძოლო ტანკების მსგავსი ძლიერი შეიარაღებით - იგი 120-მმ-იანი ქვემეხით არის აღჭურვილი. ქვემეხის სწრაფსროლა საკმაოდ მაღალია და წუთში საშუალოდ 14 გასროლას უდრის. მეორადი შეიარაღეის სახით 7.62 ან 12.7-მმ-იანი ტყვიამფრქვევის დაყენება შეიძლება.

ტანკის ჯავშანი მოდულარულია. მასზე შესაძლებელია დინამიკური დაცვის ელემენტების დაყენებაც. ტანკის სტანდარტული ჯავშანი წინიდან 30-მმ-იან ჯავშანგამტან ჭურვების, ხოლო ბორტებიდან 14.5-მმ-იან ჯავშანგამტან ტყვიების მოხვედრას უძლებს. დაჯავშნის დონის გაზრდა დამატებითი ჯავშნის დაყენებითაა შესაძლებელი. დაჯავშნის დონის მიხედვით ტანკის წონა 26 ტონიდან 35 ტონამდე იზრდება. ტანკი ასევე აღჭურვილია Defesive Aids Suite-ს ტიპის აქტიური დაცვის სისტემით. CV90120-T-ს ახასიათებს "სტელსისი" თვისებებიც, რაც მასთან ბრძოლას ართულებს.

მსუბუქ ტანკში უხვად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები. ცეცხლის მართვის სისტემა მთლიანად კომპიუტერიზებულია. მსუბუქ ტანკში ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV90-ის მოდიფიცირებული შასი გამოიყენება.

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s017.radikal.ru/i425/1202/01/77a18c9dd8b5.jpg[/IMG][/URL]

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - ჯერჯერობით არ მიუღიათ
ეკიპაჟი - 4 კაცი
წონა - 26 - 35 ტ
სიგრძე (ქვემეხით - 8.9 მ
კორპუსის სიგრძე - 6.6 მ
სიგანე - 3.2 მ
სიმაღლე - 2.4 მ
ძირითადი შეიარაღება - 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი
დამხმარე შეიარაღება - 1 x 7.62 მმ-იანი / 12-7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი
ძრავა - Scania V-8, დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 670 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
სვლის მარაგი - 600 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 40%
ვერტიკალური წინაღობა - 1 მ
თხრილი - 2.4 მ
წყლიანი დაბრკოლების გადალახვა - 1.5 მ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
БМПТ
ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i043.radikal.ru/1202/5b/62cbf563fa51.jpg[/IMG][/URL]

БМПТ (Боевая Машина Поддержки Танков) - რუსული საბრძოლო მანქანა, რომელიც შექმნილია ტანკებისა და ქვეითების საცეცხლე მხარაჭერისათვის. БМПТ-ს ხშირად „ტერმინატორსაც“ უწოდებენ. საბრძოლო მანქანის პირველი პროტოტიპი, რომელმაც აღნიშვნა Объект 199 მიიღო, საზოგადოებას პირველად 1997 წელს წარუდგინეს. Объект 199 - მხოლოდ ერთი 30-მმ-იანი ქვემეხითა და „კორნეტის“ ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იყო შეიარაღებული.

БМПТ გამოირჩევა დაცვის საკმაოდ მაღალი დონით. ამ მხრივ იგი ზოგიერთ ძირითად საბრძოლო ტანკსაც კი აღემატება. საბრძოლო მანქანა აღჭურვილია როგორც აქტიური, ისე პასიური დაცვის სისტემებით, მასზე ასევე შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დამონტაჟებაც.

БМПТ შეიარაღებულია წყვილი 30-მილიმეტრიანი 2A42-ის ტიპის ქვემეხებით. ორივე ქვემეხის მაქსიმალური სწრაფსროლა წუთში 600 გასროლას აღემატება. საბრძოლო მანქანის საბრძოლო კომპლექტში სულ 850 ერთეული 30-მმ-იანი ჭურვი შედის. წყვილ ქვემეხთან ერთად მანქანა ასევე აღჭურვილია 2 x АГ-17Д -ს ტიპის 30-მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნით (საბრძოლო კომპლექტი - 600 ყუმბარა), ქვემეხებთან შეწყვილებული 1 x 7.62-მილიმეტრიანი ПКТМ-ის ტიპის ტყვიამფრქვევითა და 4 ერთეული 9М120-1 Атака-Т-ს ტიპის 130-მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით. რაკეტები კოშკურის ორივე მხარეს ორ-ორად არის განლაგებული. ჯავშანმანქანის კოშკურის გვერდებზე ასევე დაყენებულია 5-5 ერთეული 81-მილიმეტრიანი საკვამლავი ყუმბარების გამშვები მოწყობილობა.

საბრძოლო მანქანა აღჭურვილია კომპიუტერიზებული ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც მას დღე-ღამის ნებისმიერ პირობებში, მოძრავი თუ სტაციონარული მდგომარეობიდან გასროლისას, სამიზნის მაღალი აბათობით განადგურების შესაძლებლობას ანიჭებს.

БМПТ ბაზირებულია Т-72-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის შასიზე. ძალური დანადგარის სახით საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებულია ახალი, В-92С2-ის ტიპის დიზელის ძრავა. აღნიშნული ძრავა 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მომავალში БМПТ-ებზე შასაძლოა დამონტაჟდეს В-99-ის ტიპის 1 200 ცხენისძალიანი დიზელის ძრავები. მანქანა ასევე აღჭურვილია დამხმარე ძალური აგრეგატითაც, რომელიც მის ბორტზე არსებული ელექტროსისტემების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც ძირითადი ძრავა გამორთულია.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - ?
ეკიპაჟი - 5 კაცი
წონა - 47 ტ
სიგრძე - 6.96 მ
სიგანე - 3.46 მ
სიმაღლე - 2.1 მ
ძირითადი შეიარაღება - 2 x 30-მმ-იანი ქვემეხი
ტსმრ - 4 x 9М120-1 Атака-Т
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
ყუმბარსატყორცნი - 2 x 30-მმ-იანი АГ-17Д
ჭურვების რაოდენობა - 850-900 ერთეული
ყუმბარების რაოდენობა - 600 ერთეული
ვაზნების რაოდენობა - 2 000 ერთეული
ძრავა - В-92С2 დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 1 000 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 65 კმ/სთ
სვლის მარაგი - 550 კმ
დახრილობა - 60%
გვერდითი დახრილობა - 40%
ვერტიკალური წინაღობა - 0.85 მ
თხრილი - 2.8 მ
წყლიანი დაბრკ. გადალახვა - 1.2 მ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაინტერესებს ,ლაზიკაზე რას აზრის ხართ ? მოგწონთ?
მე რატომგაც მგონია რომ დიდი არაფერია (
მგონია კი არა მისი მონაცემებიდან გამომდინარე ვამბობ ,სხვებთან შედარებით არაფერია .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting