ჯავშანტექნიკა

84 posts in this topic

გუშინ რომ იყო აღლუმზე ქართული, იმაზე ინფო არ გაქვთ?
იმედია სწორ ადგილას ვიკითხე :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები:
სახელწოდება - “დიდგორი”
დანიშნულება - სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა
ეკიპაჟი - “დიდგორი 1” - 8+1 (მეტყვიამფრქვევე), “დიდგორი 2” - 6+1
(მეტყვიამფრქვევე) სამხედრო.
ძრავი - 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი
სიჩქარე - 100 - 120 კილომეტრი საათში
საწვავის ავზი - იძლევა შესაძლებლობას მანქანამ დაფაროს 500 კილომეტრი
ჯავშანი - იგი მეტად შეჯავშნულია ვიდრე NATO-ს სტანაგის II კლასი
მოითხოვს. ეს კლასი კი ითვალისწინებს 7.62/54 კალიბრის ტყვიისგან
თავდაცვის შესაძლებლობას.
წონა - 7 ტონა
შეიარაღება -“MINIGUN” - ის ტიპის ტყვიამფრქვევი (სწრაფსროლაა 12- დან 15
ათას გასროლამდე წუთში); მეორე ტიპის “დიდგორზე” დამონტაჟებულია 12.7
კალიბრის ტყვიამფრქვევი. ორივე მოდელზე შესაძლებელია სხვა კლასის
შეიარაღების დამონტაჟებაც.
მწარმოებელი - საქართველო Edited by nodariko1991
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://mod.gov.ge/NewsFiles/ykdrproudkpyqeigeo.pdf

აქ წერია მონაცემები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შეიარაღება -“MINIGUN” - ის ტიპის ტყვიამფრქვევი ([b]სწრაფსროლაა 12- დან 15
ათას გასროლამდე წუთში[/b])

ეს მეტისმეტი არაა? თუ კარგად მახსოვს 2000-დან 6000 გასროლამდეა წუთში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Maximus_Decimus_Meridius' timestamp='1306498727' post='637222']
შეიარაღება -“MINIGUN” - ის ტიპის ტყვიამფრქვევი ([b]სწრაფსროლაა 12- დან 15
ათას გასროლამდე წუთში[/b])
ეს მეტისმეტი არაა? თუ კარგად მახსოვს 2000-დან 6000 გასროლამდეა წუთში.
[/quote]
გაბერილი ციფრია. იმედია სხვა დანარჩენებიც არ არის გაზვიადებული Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='637215']
450 ცხენის ძალის მქონე
[/quote]
ეს არაა გაბერილი?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ეს არაა გაბერილი? [/quote]

ძრავებში საერთოდ ვერ ვერკვევი, მარა რაღაც შთამბეჭდავი სახელი აქვს (ორმაგი ტურბო დიზელი). :D

იგივე ''კობრას'', რომელიც მხოლოდ ერთი ტონით მსუბუქია, აქვს 190 ცხ.ძალიანი ძრავა და 115 კმ/სთ სიჩქარე.

''ეჯდერს'' კი, რომელიც 18 ტონას იწონის 400 ცხ.ძალიანი ძრავა და 110 კმ/სთ სიჩქარე.

450 მემგონი მართლა ''გაბერილია''.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე, ამერიკული ''ფორდის'' პიკაპის ბაზაზეა აწყობილიო და ამერიკელებს უყვართ დიდი ძრავები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძრავებში ვერც მე ვერკვევი და ვერ გეტყვი ვერაფერს..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="3"][center][b]K2 Black Panther[/b][/center][/size]
[size="2"][center][b]ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/center]
[/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s009.radikal.ru/i308/1105/07/8ccda72bf84a.jpg[/IMG][/URL]

[b]ძირითადი საბრძოლო ტანკი K2 Black Panther-ა განვითარდა XK2-ის პროექტიდან. ამ ძირითადი საბრძოლო ტანკის წარმოება დაიწყო სამხრეთ კორეაში და მასში მხოლოდ ადგილობრივი ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. ტანკზე მუშაობა 1995 წელს დაიწყო და პროდუქციამ სრული სახე 2010-2011 წელს მიიღო. K2 Black Panther-ამ უნდა შეცვალოს სამხრეთ კორეის შეიარაღებაში მყოფი მოძველებული ძირითადი საბრძოლო ტანკი K1. ამჟამად K2 არის ერთ-ერთი უმაღლესი დონის ძირითადი საბრძოლო ტანკი მთელს მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ K2 მნიშვნელოვნად აღემატება ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის შეიარაღებაში მყოფ ყველა ტანკს. დღესდღეობით K2 ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ძირითადი საბრძოლო ტანკია მთელს მსოფლიოში.

K2 Black Panther-ას ჯავშანი მოდულარულ-კომპოზიტური, ხოლო დამატებითი ჯავშნის სახით მასზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკები. ტანკს ასევე აქვს აქტიური დაცვის სისტემა. K2-ის დაცვა ჯავშანი ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკის M1A2 Abrams-ის ჯავშნისა და ამასთანავე K2 ‘’აბრამსზე’’ გაცილებით მსუბუქს წონის. ტანკზე დამონტაჟებულია NBC-ს დაცვის სისტემა.

‘’შავი პანტერა’’ შეიარაღებულია 120 მმ-იანი Rheinmetall-ის გლუვლულიანი ქვემეხით, ქვემეხის დატენვა ავტოდამტენის მეშვეობით ხდება. ტანკის მაქსიმალური სწრაფსროლა 15 გასროლას უტოლდება წუთში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ K2-ის ავტოდამტენი არის ფრანგული ძირითადი საბრძოლო ტანკის Leclerc-ის ავტოდამტენის მსგავსი.

ტანკს ასევე აქვს უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს გაანადგუროს, როგორც ძირითადი საბრძოლო ტანკები, ასევე დაბალი სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენები. სროლის მაქსიმალური მანძილი 10 კილომეტრს აღემატება. გარდა ამისა, ტანკის ცეცხლის მართვის სისტემას შეუძლია ოპერატორის გარეშე მონიშნოს, უთვალთვალოს და ავტომატურად გაუხსნას ცეცხლი მხედველობის არეში მყოფ მანქანის ზომის სამიზნეს.

ტანკის მეორადი შეიარაღება შედგება 1 x 7.62 მმ-იანი შეწყვილებული და 1 x 12.7 მმ-იანი K6-ის ტიპის მძიმე საზენიტო ტყვიამფრქვევებისაგან. ამასთანავე, ამ უკანასკნელს გააჩნია ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგისა და საკუთარი საჰაერო საშუალებების იდენტიფიცირებას. ორივე ტყვიამფრქვევს გააჩნია საბრძოლო კომპლექტის დიდი მარაგი: 12 000 x 7.62 მმ-იანისთვის და 3 200 x 12.7 მმ-იანისთვის.

K2 Black Panther-ას ეკიპაჟი სამი კაცისაგან, მძღოლის, მეთაურისა და მსროლელისაგან შედგება.

K2-ზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია ლიცენზიურად წარმოებული გერმანული MTU MB-883 Ka500-ის ტიპის ძრავა, რომელიც 1500 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ტანკს ასევე აქვს დამხმარე აირტურბინული ძალური დანადგარი, რომელიც 400 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ეს ძალური დანადგარი უზრუნველყოფს საბორტე სისტემების ენერგიით მომარაგებას, როდესაც ძირითადი ძრავა წყობიდანაა გამოსული.

‘’შავ პანტერას’’ შეუძლია გადალახოს 4.2 მეტრის სიღრმის წყლიანი დაბრკოლება. პირვანდელი K1 და K1A1-ის ტიპის ტანკები ამ მახასიათებელს მოკლებულნი არია.


მახასიათებლები:

ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - 55 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 10 მ
კორპუსის სიგრძე - 7.5მ
სიგანე - 3.6 მ
სიმაღლე - 2.5 მ
ქვემეხი - 120მმ-იანი / L55 გლუვლულიანი
ტყვიამფრქვევები - 1 x 12.7მმ-იანი, 1 x 7.62მმ-იანი
ჭურვების მარაგი - 40 ცალი
ვაზნების მარაგი - 3 200 x 12.7, 12 000 x 7.62
ძრავა - MTU MB-883 Ka500 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 500 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
სვლის მარაგი - 430 კმ
[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][center][b]Boxer
ჯავშანტრანსპორტიორი[/b][/center][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s003.radikal.ru/i202/1106/97/122aed965827.jpg[/IMG][/URL]

[b]მრავალმხრივი დანიშნულების ჯავშანტრანსპორტიორის Boxer-ის შექმნაზე მუშაობა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ჰოლანდიამ ერთად დაიწყეს. თუმცა 2003 წელს გაერთიანებული სამეფო გამოვიდა პროგრამიდან და ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა მხოლოდ გერმანიამ და ჰოლანდიამ განაგრძო.

‘’ბოქსერი’’ შეიქმნა და მან წარმატებით გაიარა საგამოცდო პერიოდი გერმანიის არმიაში 2008 წელს. გერმანიის არმიამ შეკვეთა გასცა 272 ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვის თაობაზე, რომელთაგანაც 72 სასწრაფო დახმარების, ხოლო 65 სამეთაურო ვარიანტი უნდა ყოფილიყო. გერმანიის არმიამ ჯავშანტრანსპოტიორები 2008 წელს მიიღო. ჯავშანტრანსპორტიორი მოიწონა ჰოლანდიამაც და Boxers-ის 200-მდე სხვადასხვა ვარიანტი შეიძინა, რომლებსაც შეიარაღებაში 2011 წელს მიიღებს. ჯავშანტრანსპორტიორმა ‘’ბოქსერმა’’ უნდა ჩაანაცვლოს მოძველებული Tpz1 Fuchs-ისა და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გერმანიის არმაში, ხოლო YPR-ი და M577 ნიდერლანდების არმიაში.

‘’ბოქსერის’’ კონსტრუქცია დაფუძნებულია მაქსიმალურად მოქნილ მოდულარულ სტრუქტურაზე . ის იყენებს ერთსა და იმავე შასს, რომელზედაც შესაძლებელია დამონტაჟებული იქნას სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების მოდულები, მათ შორის ჯავშანტრანსპოტიორის, სამეთაურო, სასწრაფო დახმარების, მომარაგებისა და სხვა. მოდულების შეცვლა შესაძლებელია ერთ საათზე ნაკლებ დრში.

ჯავშანტრანსპორტიორს აქვს მოდულარული ჯავშანი განსაკუთრებული კერმიკული შემადგენლობით. სამმაგი ფსკერი უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან. ‘’ბოქსერის’’ შუბლა ჯავშანი უძლებს 30 მმ-იან ჭურვებს, ხოლო დანარჩენ ადგილებში ჯავშანი უზრუნველყოფს ჯავშანტრანსპორტიორისა და მასში მსხდომი ქვეითების დაცვას 12.7 მმ-იანი ტყვიებისაგან. დაზიანებული ჯავშნის ფილების შეცვლა ადვილადაა შესაძლებელი საველე პირობებშიც კი.

‘’ბოქსერზე’’ შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის შეიარაღების დამონტაჟება, გერმანიის არმიის შეიარაღებაში მყოფ ‘’ბოქსერებზე’’ დამონტაჟებულია დისტანციურად მართვადი მოდული 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნით, ხოლო ჰოლანდიის არმიის დაქვემდებარებაში მყოფ ჯავშანტრანსპორტიორებზე მხოლოდ ერთი 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევი.

‘’ბოქსერის’’ ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით 8 სრულად აღჭურვილი მებრძოლი გადაყვანა შეუძლია, როდესაც ის ჯავსანტრანსპორტიორის კონფიგურაციითაა. მედესანტეებს ჯავშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება უკანა კარის საშუალებით შეუძლია. ‘’ბოქსერს’’ ასევე შეუძლია რვა ტონა ტვირთის ტრანპორტირება, რომელიც სადესანტო ნაკვეთურში თავსდება.

ჯავშანტრანსპორტიორ ‘’ბოქსერზე’’ ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია MTU-ს ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 700 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავა დაფუძნებულია Mercedes-Benz OM 500-ის კომერციულ დიზაინზე, რომელსაც მოდიფიცირებულია MTU-ს მიერ სამხედრო მოთხოვნების შესაბამისად. ის გამოიმუშავებს გაცილებით უფრო მეტ სიმძლავრეს ვიდრე მისი კომერციული ვარიანტი და შეუძლია ექსტრემალურ პირობებში მუშაობა. [/b] Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://www.military-today.com/tanks/expeditionary_tank_l6.jpg[/img]
ექსფენდითიონარი ტანკი ...
ამერიკული ექსპერიმენტალური მსუბუქი ტანკი რომელიც შეიარაღებაში არ მიირეს და მისნაცვლად მ7 ტანკებით შეიარაღდნენ თუმცა ამ ტანკის ქვემეხი გადაყვა სტრაიკერის ანტიტანკს ვერსიას
მისი ტრანსპორტირება ხდებოდა ს130ით და ს141 ....
მისი ეკიპაჟი შედგებოდა 2 კაცისგან (!)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Maximus_Decimus_Meridius' post='638003']
Boxer
ჯავშანტრანსპორტიორი
[/quote]
რამხელა ჯაბახანაა, მაგისთვის ერპეგეს აცდენა უფრო ძნელია ვიდრე გარტყმა..

ისევ იმ აზრზე დავდივარ, რომ ბეტეერი ყველაზე მაგარია.

პროსტა მოიდერნიზაცია სჭირდება...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ისევ იმ აზრზე დავდივარ, რომ ბეტეერი ყველაზე მაგარია.[/quote]

ამას რომ დაწერ რამდენიმე არგუმენტი მაინც უნდა მოაყოლო, ასე ხელაღებით ამის თქმა არაა გამართლებული.

მოკლედ, მონაცემები ზომების შესახებ ასეთია:

[b]btr-80[/b]
მასა - 13.6 ტ
სიგრძე - 7.7 მ
სიგანე - 2.9 მ
სიმაღლე - 2.41 მ

[b]boxer[/b]
მასა - 33 ტ
სიგრძე - 7.88 მ
სიგანე - 2.99 მ
სიმაღლე - 2.37 მ

ანუ მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ მასაშია (დაჟე სიმაღლე btr-80-ს მეტი აქვს). ''ბოქსერის'' მასა ბტრ-ის მასაზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტია, შესაბამისად დაცვაც გაცილებით უკეთესია. ამსთანავე ბოქსერის სიჩქარე 103 კმ/სთ-ია, მაშინ როცა ბტრ-80-ის 80 კმ/სთ. ''ბოქსერის'' დესანტიც მეტი გადაყავს და მათთვის უსაფრთხო გასასვლელიც აქვს უკანა სადესანტო კარის სახით, რომელიც ბტრ-ს საერთოდ არ გააჩნია.

''ბოქსერი'' უახლესი ჯავშანტრანსპორტიორია, რომელიც თავის ეკიპაჟს საკმაოდ კარგად იცავს(იხილე ზემოთ). ბტრ-ის შემთხვევაში გინახავს, ალბათ, ზემოდან ჩამომჯდარი მედესანტეები. ბტრ-ს არანაირი შანსი არა აქვს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ან იგივე რპგ-7-ის წინააღმდეგ. აფეთქების შემთხვევაში ავტომატურად იქცევა ჯარისკაცების კუბოდ!

მოკლედ, გერმანელებს არაფერი ეშლებათ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][center][b]BTR-80
ჯავშანტრანსპორტიორი
[/b][/center][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s41.radikal.ru/i093/1106/ad/a00a110f4ddd.jpg[/IMG][/URL]


[b]ჯავშანტრანსპორტიორი BTR-80 არის ჯავშანტრანსპორტიორ BTR-70-ის გაუმჯობესებული ვაიანტი. ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა 1980 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო. ‘’წითელმა არიამ’’ BTR-80 შეარაღებაში 1986 წელს მიიღო და წარმოებაც იმავე წელს დაიწყო. დღესდღეობით BTR-80 შეიარაღებაში მრავალ ქვეყანას აქვს და მან უამრავ კონფლიქტში თუ ომში მიიღო მონაწილეობა.

ჯავშანტრანსპორტიორი BTR-80 ძალიან გავს წინა მოდელ BTR-70-ს და BTR-60-ს. მანქანის სამართავი განყოფილება მოთავსებულია კორპუსის წინა ნაწილში, ხოლო სადესანტო ნაკვეთური კი მდებარეობს მანქანის შუა ნაწილში, სამართავი განყოფილებისა და ძრავის შორის. დესანტს ჯავშანტრანსპორტიორის დატოვება შეუძლია, როგორც გვერდით განთავსებული კარებიდან, ასევე სახურავზე დამონტაჟებული ლუკებიდან. გვრდითი კარები მანქანაზე გააკეთეს, რათა სწრაფად მომხდარიყო დესანტის გადმოსხმა, თუმცა ამან დესანტის რაოდენობა შვიდამდე შეამცირა.

ჯავშანტრანსპორტიორის შუბლა ჯავშანი უზრუნველყოს მანქანის დაცვას 12.7 მმ-იანი ტყვიებისაგან, ხოლო დანარჩენი ჯავშანი იცავს 7.62 მმ-იანი ტყვიებისაგა. BTR-80-ს აქვს ზუსტად იგივე შეიარაღება, რაც BTR-70-ს. მანქანა შეიარაღებულია ერთი 14.5 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევითა და მასთან შეწყვილებული ერთი 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. BTR- 80-ის კოშკურა მოდერნიზებულია და მას აქვს უკეთესი აწევის კუთხე, მის წინამორბედთან შედარებით. სწორედ ამის დამსახურებით ჯავშანტრანსპორტიორს შეუძლია უკეთესი შედეგიანობით ებრძოლოს საჰაერო სამიზნეებსა და მაღალ, მიუდგომელ ადგილებზე ჩასაფრებულ მოწინააღმდეგეს.

ჯავშანტრანსპორტიორის ბორტებზე დამონტაჟებულია მცირე ზომის ლუკები, სულ შვიდი ცალი, საიდანაც მასში მსხდომ დესანტს შეუძლია ცეცხლი გაუხსნას მოწინაღმდეგეს. მათგან ორზე დაყენებულია მსუბუქი ტყვიამფრქვევები. ამ მახასიათებლის დამსახურებით ჯავშანტრანსპორტიორის საცეცხლე შესაძლებლობა შესამჩნევად იზრდება.

ჯავშანტრანსპორტიორის ძალური დანადგარს წარმოადგენს ერთი KamAZ-7403 დიზელის ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 240 ცხ.ძალას.

BTR-80 ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორია, მანქანის წყალში ცურვის თვისებას უზრუნველყოფს ორი წყალმტყორცნი, ხოლო მანქანის ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 10კმ/სთ-ს არ აღემატება.

ჯავშანტრანსპორტიორი BTR-80 დაცულია NBC-ის დაცვის სისტემით, მანქანაზე ასევე დამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლის ჩაქრობის სისტემა.[/b]


[b]მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 1986 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 7 კცი
მასა - 13.6 ტ
სიგრძე - 7.7 მ
სიგანე - 2.9 მ
სიმაღლე - 2.41 მ
ტყვიამფრქვევები - 1 x 14.5 მმ-იანი, 1 x 7.62 მმ-იანი
ტყვიების მარაგი - 500 x 14.5; 2 000 x 7.62
ძრავა - KamAZ-7403 დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 260 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ
ცურვის სიჩქარე - 10 კმ/სთ
სვლის მარაგი - 600 კმ

[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][center][b]Oplot-M
ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/center][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s12.radikal.ru/i185/1106/5b/f3534c51f2aa.jpg[/IMG][/URL]

[b]უკრაინული ძირითადი საბრძოლო ტანკი Oplot-M-ი წარმოადგენს პირვანდელი Oplot-ის ტიპის ტანკის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომელიც T-84-ის ბაზაზეა დაფუძნებული. ტანკის პირველი საჯარო ჩვენება 2008 წელს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ტანკი ახალია, მისი კომპონენტების უმრავლესობა გასული სუკუნის 90-იან წლებშია შექმნილი. Oplot-M-ი მცირე რაოდენობითაა წარმოებული. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკის პირველი პარტია, რომეილც 10 ერთეულისაგან შედგებოდა, 2009 წელს მიიღო.

Oplot-M-ზე დამატებითი ჯავშნის სახით დამონტაჟებულია უახლესი თაობის ‘’ნოჟ-2’’ ტიპის ფეთქებად-რეაქტიული ჯავშანი, რომელიც უზრუნველყოფს ტანკის დაცვას ტანდემურქობინიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღებისაგან. მიიჩნევა, რომ ‘’ნოჟ-2’’ არის გაცილებით უკეთესი, ვიდე რუსული ‘’კონტაკტ-5’’. ტანკში ასევე გაუმჯობესებულია ბორტების დაცვა, მასზე დამონტაჟებულია ‘’შტორას’’ ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის სისტემა. Oplot-M-ზე ასევე შესაძლებელია ‘’ზასლონის’’ ტიპის აქტიური დაცვის სისტემის დამონტაჟება.

ძირითად საბრძოლო ტანკ Oplot-M-ი შეიარაღებულია 125 მმ-იანი ორ სიბრტყეში სტაბილიზებული KBA3-ის ტიპის გლუვლულიანი ქვემეხით, რომელზედაც კარუსელური ტიპის ავტომატურ დამტენი მოწყობილობაა დამონტაჟებული. მარაგის სახით ტანკში 40 ცალი ჭურვი ინახება. აქედან 28 ცალი უშუალოდ ავტომატურ დამტენშია მოთავსებული. ცვეულებრივი ჭურვების გარდა შესაძლებელია 9K119M ‘’რეფლეკსისი’’ (‘’ნატოს’’ კლასიფიკაციით - AT-11 Sniper-B) ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გასროლა. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გასროლა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ტანკიც და სამიზნეც მოძრაობენ.

მეორადი შეიარაღების სახით ტანკს გააჩნია შეწყვილებული 1x7.62 მმ-იანი და დისტანციურად მართვადი 1x 12.7 მმ-იანი მძიმე საზენიტო ტყვიამფრქვევი. გარდა ამისა, ეკიპაჟი შეიარაღებულია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით, ხელყუმბარებითა და სასიგნალო პისტოლეტებით.
Oplot-M-ს აქვს გაუმჯობესებული ხევის, დამიზნებისა და დაკვირვების სისტემები.

ტანკზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია უკრაინული 6TD-2E ტურბოდიზელის ძრავა, რომელიც 1200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ძირითადი ძრავის გარდა ტანკზე სამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს ტანკის საბორტე ელექტრონული სისტემების გამართულ მუშაობას, ძირითადი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ტანკს წინასწარი მომზადებით შეუძლია გადალახოს 5 მეტრი ან უფრო მეტი სიღრმის მქონე წყლიანი დაბრკოლება.


მახასიათებლები:

ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - ~ 46 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - ~ 9.7 მ
კორპუსის სიგრძე - ~ 7.7 მ
სიგანე - ~ 3.8 მ
სიმაღლე - ~ 2.3 მ
ქვემეხი - 125 მმ-იანი გლუვლულიანი
ტყვიამფრქვევები - 1 x 12.7 მმ-იანი, 1 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - 6TD-2E დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 200 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - ~ 65 კმ/სთ
სვლის მარაგი - ~ 540 კმ




[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="3"][b]EE-11 Urutu
ჯავშანტრნსპორტიორი[/b][/size][/center]


[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/d/i0333.jpg[/img][/url]


[b]EE-11 Urutu არის 6X6 სქემის ბრაზილიური ჯავშანტრანსპორტიორი. EE-11 Urutu-ზე მუშაობა 1970 წელს დაიწყო და პირველი პროტოტიპიც იმავე წლს აიგო. ჯავშანტრანსპორტიორის წარმოება 1974 წელს დაიწყო. თავდაპირველად EE-11 Urutu მხოლოდ ბრაზილიის არმიის შეიარაღებაში იყო, თუმცა მალე ის ექსპორტზე ბოლივიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, კვიპროსში, ეკვადორში, გაბონში, ერაყში, ლიბიაში, მაროკოში ურუგვაისა და ვენესუელაში გავიდა. დაახლოებით 1500 EE-11 Urutu-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი იქნა წარმოებული. მასში მრავალი კომპონენტი გადმოღებულია ბრაზილიური ქვეითთა საბრძოლო მანქანა EE-9 Cascavel-გან. მისი სახელი ‘’ურუტუ’’ ერთ-ერთი ბრაზილიური გველის სახეობას აღნიშნავს. ბრაზილიის საზღვაო კორპუსი იყენებს ამ ჯავსანტრანსპორტიორის მოდიფიცირებულ ამფიბიურ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია პროპელერებითა და აქვს უფრო ძლიერი ძრავა.
EE-11 Urutu ბრძოლებში ლიბიამ, ერაყმა და ირანმა გამოიყენა, სადაც მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და აქედან გამომდინარე. ბრძოლაში ‘’ურუტუს’’ აღმოაჩნდა ისეთივე ან უკეთესი მონაცემები, როგორიც მისი ტიპის საბჭოურ ჯავშანტრანსპორტიორებს, როგორიცაა BTR-60 და BTR-70.

ჯავშანტრანსპორტიორ ‘’ურუტუს’’ წარმოება შეწყდა 1987 წელს. ბრაზილიის არმიის შეიარაღებაში მყოფიმა ყველა ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორმა გაიარა მოდერნიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანტრანსპორტიორი ნაკლებადაა დაცული თანამედროვე ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან, ის კვლავაც ფართოდ გამოიყენება ბრაზილიის არმიის მიერ.

EE-11 Urutu-ს ჯავშანი ორი ფენისაგან შედგება. ჯავშანტრანსპორტიორის შუბლა ჯვშანი გათვლილია მცირე კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების წინააღმდეგ, ხოლო დანარჩენ ადგილებში მხოლოდ ჩვეულებრივ მცირეკალიბრიან ტყვიებზე, ნაღმებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსვრევებზე. ძრავა წინა მხარესაა განთავსებული, რაც ზრდის ჯავშანტრანსპორტიორში მყოფი დესანტის უსაფრთხოებას. EE-11 Urutu-ზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

ჯავშანტრანსპორტიორი შეიარაღებულია 1x12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევით, თუმცა მასზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის შეიარაღებით აღჭურვილი კოშკურების დამონტაჟებაც.

EE-11-ის ეკიპაჟი ერთი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით შესაძლებელია 12-14 სრულად აღჭურვილი მედესანტის გადაყვანა. დესანტს ჯვშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება უკანა კარებით ან ლუკებით შეუძლია. EE-11-ის ბორტებზე ასევე არის მცირე საცეცხლე პორტები, რომლიდანაც მასში მსხდომ დესანტს ცეცხლის გახსნა შეუძლია.

ჯავშანტრანსპორტიორს ძალური დანადგარს სახით გააჩნია Detroit Diesel 6V-53T დიზელის ძრავა, რომელიც 260 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ზოგიერთ მათგანზე ასევე დამონტაჟებულია Mercedes-Benz OM-32A დიზელის 190 ცხ.ძალიანი ძრავა. ჯავშანტრანსპორტიორი გამოირჩევა მაღალი მობილურობით, ნებისმიერი ტიპის რელიეფზე.


მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 1974 წელს
ეკიპაჟი - 1 კაცი
დესანტი - 12 - 14 კაცი
მასა - 14 ტ
სიგრძე - 6.1 მ
სიგანე - 2.65 მ
სიმაღლე - 2.9 მ
ძრავა - Detroit Diesel 6V-53T
ძრავის სიმძლავრე - 260 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 105 კმ/სთ
ცურვის სიცქარე - 2-8 კმ/სთ
[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯავშანმანქანა დიდგორზე ოფიციალური ინფო

http://www.mod.gov.ge/files/axmuqkeunbgeo.pdf
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]რამდენი ტიპის ჯავშანმანქანა სჭირდება ქართულ არმიას?[/b]

ცხრა ტიპის ბორბლებიანი ჯავშანმანქანის რემონტი დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული…

საქართველოში აწყობილი “დიდგორების” შეიარაღებაში მიღების შემდეგ ქართული არმიის არსენალში ერთდროულად ცხრა სხვადასხვა ტიპის ბორბლებიანი ჯავშანმანქანა აღმოჩნდება.

შეიძლება მრავალფეროვნება სხვა საქმეში მისასალმებელია, მაგრამ არმიის შეიარაღება და აღჭურვილობა უნიფიკაციას მოითხოვს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით განხორციელდეს ჯავშანმანქანების დროული რემონტი და სრული საბრძოლო მზადყოფნა.

ამჟამად ქართული არმიის შეიარაღებაშია “ჰამვის” ტიპის ორი მოდიფიკაციის შეჯავშნული ავტომობილები, ჯავშანმანქანები “კობრა”, “ვულფი” და “დიდგორის” ორი მოდიფიკაცია, ჯავშანტრანსპორტიორები “ეჯდერი”, БТР-80-ები და БТ-70DI-ები.

БТ-80-ები და БТ-70DI-ები საბჭოთა წარმოებისაა (თუმცა ამ უკანასკნელთ მოდერნიზაციის შემდეგ დასავლური წარმოების დიზელის ძრავები ჩაუყენეს), რომლებიც უკრაინისგან შევიძინეთ.

ჯავშანტრანსპორტიორი “ეჯდერი” და ჯავშანმანქანა “კობრა” თურქული წარმოებისაა, “ვულფები” ებრაულია, “ჰამვი” – ამერიკული, “დიდგორები” კი საქართველოშია აწყობილი, ოღონდ ამერიკული “ფორდის” პიკაპის ბაზაზე.

ყველა ქვეყანა სხვადასხვა სავალ ნაწილს, ძრავას და დეტალებს იყენებს, რის გამოც მათი უნიფიკაცია ძალიან გაძნელებული ან საერთოდ შეუძლებელი იქნება. თითოეული მათგანისთვის საჭირო გახდება სათადარიგო ნაწილების მთელი ნომენკლატურის შეძენა მწარმოებელ ქვეყნებში, ეს კი ძალზე ძვირი სიამოვნებაა.
უფრო ლოგიკური იქნებოდა, ქართული არმიის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ – ორი ტიპის ჯავშანმანქანა ყოფილიყო.

თავის დროზე იმავე პრობლემას საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები (აწ უკვე დაშლილი) და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა წააწყდნენ, რომელთა განკარგულებაში აღმოჩნდა ნაჩუქარი ან ნაყიდი მცურავი საშუალებების მთელი პალიტრა თურქეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან თუ გერმანიიდან. რა მძიმე დღეში იყვნენ მეზღვაურები (განსაკუთრებით – მოტორისტები) ამ ძველი კატარღების შეკეთებისას (როგორც იტყვიან, ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო), ხშირად ღია ზღვაშიც კი, ცალკე საუბრის თემაა.

გასაგებია, რომ ქართული არმიის ჯავშანტექნიკის მრავალფეროვნება ხშირად ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული, მაგრამ აუცილებელია ერთიანი კონცეფციის შემუშავება, რომელშიც განისაზღვრება, კონკრეტულად რომელი კლასისა და ტიპის საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა იყოს არმიის შეიარაღებაში.

http://armada.ge/?p=9105

თავიდან ბოლომდე ვეთანხმები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Maximus_Decimus_Meridius"][/b],

ბრაზილიას რათ უნდა ნეტა ან ჯარი ან ეგ ტექნიკა. პოლიცია ყავდეს ძლიერი ეგ ჯობია თორე მანდ ომი კი არა სექსის მეტი არაფერი ხდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="sashka"][/b],

ჯარი არ ვიცი და პოლიციური ქვედანაყოფები ჭირდება ძალიან ძლიერი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსები სწავლობენ ტანკის მართვას

http://www.youtube.com/watch?v=2kh2KUrbjbk&feature=player_embedded
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა მაგათი ბრალია თუ ბუნებამ დაჩაგრა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ABRAMS-ძირითადი საბრძოლო ტანკი (აშშ) აგერ აბრამსებზე სრული ინფორმაცია.საინტერესოა გადახედეთ
[img]http://a.pix.ge:81/n/fghtu.jpg[/img]

http://armada.ge/?p=163#more-163
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting