ჯავშანტექნიკა

84 posts in this topic

Merkava
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i041.radikal.ru/1103/26/b8a374953945.jpg[/IMG][/URL]
ტიპი - ძირითადი საბრძოლო ტანკი
ქვეყანა - ისრაელი
შეიარაღებაშია - 1978 წლიდან
ღირებულება - 4.5-5მლნ.დოლ.
წაემოებულთა რაოდენობა - Mark I: 250
Mark II: 580
Mark III: 780
Mark IV: 320
მასა - 65ტ.
სიგრძე - 9.04მ (7.60მ)
სიგანე - 3.72 მ
სიმაღლე - 2.66
ეკიპაჟი - 4 კაცი
შეიარაღება (მთავარი) – 120მმ-იანი MG253 ქვემეხი
(მეორადი) - 1 × 12.7 მმ-იანი MG
2 × 7.62 მმ-იანი MG
1 × 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი (შიგნით)
12 კვამლის ყუმბარა
ძრავა - 1500ც.ძ
ჭურვების რაოდენობა - 43
საწვავის რადენობა - 1400 ლიტრი
მოქმედების რადიუსი - 500კმ
სიჩქარე - 65კმ/სთ (კარგ გზაზე)
55კმ/სთ (უგზოობაზე) Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Maximus_Decimus_Meridius' post='619537']
მოქმედების რადიუსი - 500კმ
[/quote]
ეს რას ნიშნავს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მოქმედების რადიუსი - 500კმ[/quote]

ანუ ტანკს საწვავის ერთი გაწყობით 500კმ-ის გავლა შეუძლია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Maximus_Decimus_Meridius"][/b],

[quote name='Maximus_Decimus_Meridius' post='619537']
მოქმედების რადიუსი - 500კმ
[/quote]
ეტყობა ებრაელები შორს აპირებე წასვლას :D

ისრაელი სუ არაა 500 კილომეტრი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="barbarosa"][/b], [quote name='barbarosa' post='619427']
ღირებულება: 74,7 კმ / ს
[/quote]
:D

წონა ალბათ 30 ლიტრი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Challenger 2
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s11.radikal.ru/i184/1104/92/32faa0a63a8c.jpg[/IMG][/URL]

ტიპი - ძირითადი საბრძოლო ტანკი
ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი - Alvis Vickers
ღირებულება - 6,797,660 $
წარმოების რაოდენობა - 446
წონა - 62.5ტ
სიგრძე - 11.50მ (8.3მ)
სიგანე - 3.5 მ
სიმაღლე - 2.5
მეკიპაჟი - 4
ჯავშანი - Chobham/Dorchester Level 2

შეიარაღება:

მთავარი - L30A1 120მმ-იანი ქვემეხი (52 ჭურვით)
მეორადი - 7.62მმ-იანი L94A1 ტყვიამფრქვევი (ქვემეხთან შეწყვილებული)
1x 7.62 მმ-იანი L37A2 ტყვიამფრქვევი (მეთაურის)
ძრავა - Perkins CV-12 დიზელის; 1200 ცხ.ძ
ძალა/წონა - 19.2ცხ.ძ/ტონა
სვლის მარაგი - 550კმ
სიჩქარე - 59კმ/სთ (კარგ გზაზე) 37კმ/სთ (უგზოობაზე)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' timestamp='1301645271' post='619957']
[b][member="barbarosa"][/b],
:D

წონა ალბათ 30 ლიტრი :D
[/quote]
ჰო შეცდომა გაიპარა მექანიკური :D შენ თვითონ ტანკზე რა აზრისა ხარ თორე მაგას ყველა მიხვდება რომ უნებლიე შეცდომაა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="barbarosa"][/b],

აბრამსზე ცუდი აზრი ვინმეს აქვს? :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][center][b]T-72[/b][/center][/size]
[size="3"][center][b]ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/center][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s001.radikal.ru/i194/1104/0f/0ad5d6df9282.jpg[/IMG][/URL]

ძირითადი საბრძოლო ტანკი T-72 შეიქმნა, როგორც იაფი და საიმედო ტანკი. საბჭოთა არმიამ ტანკი შეიარაღებაში 1973 წელს მიიღო. წარმოების დაწყებიდან დღემდე წარმოებულია 30 000-ზე მეტი T-72 და მისი მოდიფიკაციები, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში ასევე სხვა ქვეყნებში. მათ შორის : ჩინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ინდოეთში, რუმინეთში და იუგოსლავიაში. ტანკი საექსპორტოდ გავიდა დაახლოებით 30 ქვეყანაში.

T-72 დაცულია კომპოზიტური ჯავშნით.მისი შუბლა ჯავშანი 500-600მმ ფოლადის ექვივალენტურია. გვერდითი ჯავშანი კი უზუნველყოფს ტანკის დაცვას ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და შვეულმფრენების ქვემეხთა ჭურვებისაგან. T-72-ზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

ტანკის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი, კარუსელური ტიპის ავტომატური დამტენით. ადრეულ, T-64-ის ავტოდამტენთან შედარებით T-72-ის ავტოდამტენი გაცილებით საიმედოა და გამოსწორებულია წინა მოდელის უამრავი ნაკლიც. თუმცა T-72-ის ავტოდამტენი არის გაცილებით უფრო ნელი, ვიდრე ის, რომელიც გამოიყენებოდა T-64-ზე და მას მხოლოდ რვა გასროლის განხორციელება შეუძლია წუთში. ხოლო ტანკი სწრაფროლა, ხელით დატენვის დროს, არ აღემატება 1-2 გასოლას წუთში. ტანკში სულ 39 ჭურვი ინახება. სროლის ეფექტური მანძილი APFSDS ჭურვებით დაახლოებით 2000-3000 მეტრია დღისით, ხოლო ღამით, იგივე მაჩვენებელი, 850-1300 მეტრამდე ეცემა. ჭურვის ჯავშანში შეღწევადობა დაახლოებით 590-630 მილიმეტრია 2000 მეტრი მანძილიდან.

T-72-ის ეკიპაჟი 3 ადამიანიაგან შედგება, ესენია: ტანკის მეთაური, მსროლელი და მძღოლი. ტანკზე აყენია V-46 დიზელის ძრავა, რომელიც 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

[size="3"][b]მახასიათებლები:[/b][/size]

შეიარაღებაში მიიღეს - 1973 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - 41 ტონა
სიგრძე (ქვემეხით) - 9.53 მ
სიგრძე (უქვემეხოდ) - 6.86მ
სიგანე - 3.46მ
სიმაღლე - 2.19მ
შეიარაღება - 1 x 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი
1 x 7.62მმ-იანი და 1 x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი
ჭურვების მარაგი - 39 ცალი
ტყვიების მარაგი - 2 000 x 7.62, 300 x 12.7
ძრავა - V-46 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 780ცხ.ძ
სიჩქარე - 60კმ/სთ
სვლის მარაგი - 500კმ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' timestamp='1302142280' post='622767']
აბრამსზე ცუდი აზრი ვინმეს აქვს? :)
[/quote]
რა ვიცი სადღაც წაუკითხავთ ბავშვებს აირ ტურბინიანი ძრავა აქვს და ქართველებს რომ გვაჩუქონ მაინც არაფერში გამოგვადგებაო :D
თურმე ჩვენთან მაღალი ლანდშაფტი და გაიშვიათებული ჰაერი ყოფილა :D Edited by ლებუ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' timestamp='1302547781' post='624851']
რა ვიცი სადღაც წაუკითხავთ ბავშვებს აირ ტურბინიანი ძრავა აქვს და ქართველებს რომ გვაჩუქონ მაინც არაფერში გამოგვადგებაო :D
თურმე ჩვენთან მაღალი ლანდშაფტი და [b]გაიშვიათებული ჰაერი ყოფილა[/b] :D
[/quote]

ტანკი უდაბნოში ასრულებს საბრძოლო დავალებებს :laugh: და ჩვენთან რა გაიშვიათდა ეს ჰაერი ისე რომ ვერ ვიყენებთ :D Edited by Parseltongue
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Parseltongue"][/b],

წონა დაუმატეთ მაგას, საქართველოში ბევრი ხიდი ვერ გაუძლებს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='WALLTER' timestamp='1302585123' post='625057']
[b][member="Parseltongue"][/b],

წონა დაუმატეთ მაგას, საქართველოში ბევრი ხიდი ვერ გაუძლებს
[/quote]

ეგ პობლემაა, რა თქმა უნდა, თუმცა საქართველოს მდინარეები არც განსაკუთრებული წყალუხვობით გამოირჩევა და არც განსაკუთრებული სიგანით, ამიტომ შესაძლებელია, საერთოდ არ გამოვიყენოთ ხიდები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]Lazar[/b][/size][/center]
[center][size="3"][b]ჯავშანტრანსპორტიორი[/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s002.radikal.ru/i198/1105/e9/662b583dd3a5.jpg[/IMG][/URL][/center]

ჯავშანტრანსპორტიორი Lazar-ი შეიქმნა 2008 წელს. ჯავშანტრანსპორტიორს სახელწოდება ‘’ლაზარი’’ ეწოდა სერბი პრინცის ლაზარის საპატივცემულოდ, რომელიც სერბეთის არმიას მე-14 საუკუნეში მეთაურობდა. ჯავსანტრანსპორტიორი შექმნილია სერბეთის არმიისათვის, თუმცა შესაძლებელია მისი ექსპორტიც.

Lazar-ის შუბლა ჯავშანი იცავს ჯავშანტრანსპორტიორს 12.7 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან, ხოლო დანარჩენი ჯავშანი უზრუნველყოფს მანქანის დაცვას 7.62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან. ‘’ლაზარზე’’ ასევე შესაძლებელია დამონტაჟდეს დამატებითი კომპოზიტური ჯავშანი. დაზიანებული დამატებითი ჯავშნის შენაცვლება ადვილადაა შესაძლებელი საბრძოლო პირობებშიც კი. ამასთან ერთად ჯავშანტრანსპორტიორის დაცვის გაზრდა შესაძლებელია აქტიურ-რეაქტიული ჯავშნითაც, რომელიც უზრუნველყოფს ჯავშანტრანსპორტიორის დაცვას RPG-7-ის წინააღმდეგაც კი.

ჯავშანტრანსპორტიორი Lazar-ი კარგადაა დაცული ნაღმებისაგან. მას აქვს V-ს ფორმის ძირი.სავარძლები ჭერძეა დამაგრებული და არა აიატაკზე, რაც ზრდის ეკიპაჟის გადარჩენის შანსს ნაღმის აფეთქების შემთხვევაში. ჯავშანტრანსპორტიორს შეუძლია გაუძლოს 6 კგ-იან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებას, როგორც ბორბლების, ასევე ფსკერის ქვეშ.

ჯავშანტრანსპორტიორზე შესაძლებელია დამონტაჟდეს უამრავი სხვადასხვა სახის შეიარაღება. მათ შორის დისტანციურად მართვადი 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი და 30 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი. ასევე ჩვეულებრივი კოშკურები, რომლებიც შეიარაღებულია 20 ან 30 მმ-იანი ქვემეხებით.

Lazar-ის საბაზისო მოდელი შეიარაღებულია 20 მმ-იანი ქვემეხითა და მასთან შეწყვილებული 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით.

ჯავშანტანსპორტიორზე შესაძელბელია დამონტაჟდეს სამეთაურო საინფორმაციო სისტემა. ამ სისტემას დამონტაჟებული აქვს GPS-ზე დაფუძნებული ნავიგაცია და აჩვენებს სხვა Lazar-ების ადგილსამყოფელს. ეს სისტემა ასევე გამოიყენება საკომუნიკაცოდ და ინფორმაციის გასაცვლელად.

ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ხოლო სადესანტო ნაკვეთური 10 სრულად აღჭურვილ ჯარისკაცს იტევს. ქვეითებს ჯავშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება, როგორც გვერდითი და უკანა კარების, ასევე, ლუკების საშუალებით შეუძლიათ. Lazar-ში მსხდომ დესანტს შეუძლიათ ცეცხლი აწარმოოს, როგორც მანქანის ბორტებზე არსებული საცეცხლე პორტებიდან, ასევე სათვალთვალო ფანჯრებიდან.


[b]მახასიათებლები:
[/b]

ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 10 კაცი
მასა (ცარიელი) - 16.3 ტ
მასა - 28 ტ
სიგრძე - 7.25 მ
სიგანე - 2.4 მ
სიმაღლე - 2.45 მ
ძირითადი შეიარაღება - 20 მმ-იანი ქვემეხი
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - დიზელის
ძრავის სიმძლავრე - ~ 400 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 90 კმ/სთ
სვლის მარაგი - 600 კმ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამაზე რას იტყვით ძმებო ახალი რუსული ტანკი Т-90М (ობიექტი 188М)
რუსულ საიტზე აღმოვაჩინე
[img]http://b.pix.ge:81/f/ho88b.jpg[/img]
http://armada.ge/?p=6351#more-6351 Edited by barbarosa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადაუხვიეს როგორც ჩანს ტრადიციას. :yes:

არ ჩანს ცუდი ტანკი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='barbarosa' timestamp='1304576541' post='632093']
ამაზე რას იტყვით ძმებო ახალი რუსული ტანკი Т-90М (ობიექტი 188М)
რუსულ საიტზე აღმოვაჩინე
[img]http://b.pix.ge:81/f/ho88b.jpg[/img]
http://armada.ge/?p=6351#more-6351
[/quote]
საინტერესო ფორმა აქვს. იმედია მორიგი რუსული ოცნებაა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერამდენე ტანკი შექმნეს უკვე და T-72 ჯერ კიდევ არ ჩაუნაცვლებიათ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][b]БПМ-97[/b][/size]
[size="3"][b]ჯავშანმანქანა[/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i025.radikal.ru/1105/7b/2cba69c227df.jpg[/IMG][/URL]


ჯავშანმანქანა БПМ-97(Бронированная пограничная машина) განვითარდა სპეციალურად სასაზღვრო დაცვისათვის. მასზე მუშაობა 1997 წელს დაიწყო. საწყის ეტაპზე განზრახული იყო БПМ-97-ით ჩაენაცვლებინათ ГАЗ-66 რუსეთი სასაზღვრო ძალებში. ჯავშანტრანსპორტიორში გამოიყენება ‘’კამაზის’’ შასი, რომელზედა დაჯავშნული კორპუსია დამონტაჟებული. БПМ-97 არის მრავალმხრივი გამოყენების ჯავშანმანქანა, რომელიც ითავსებს საპატრულო და საესკორტო მისიებს. БПМ-97-ის წარმოება 1999 წელს დაიწყო და მცერე რაოდენობით იქნა გამოშვებული. ჯავშანმანქანა იწარმოება Камский автомобильный завод-ის მიერ. დღესდღეობით БПМ-97 შეიარაღებაში აქვთ: რუსეთს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.

БПМ-97-ს აქვს ფოლადის დაჯავშნული კორპუსი. შუბლა ჯავშანი გათვლილია 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევის ტყვიებისაგან დაცვაზე, ხოლო დანარჩენი ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7.62 მმ-იანი ტყვიებისაგან. БПМ-97-ის ფსკერი V-ს ფორმისაა, რაც უზრუნველყოფს ჯავშანტრანსპორტიორის მეტ მდგრადობას ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში.

БПМ-97-ზე შესაძლებელი დამონტაჟდეს როგორც 7.62 მმ-იანი ასევე 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი. ასევე, მასზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის იარაღით აღჭურვილი კოშკურების დამონტაჟება, მათ შორის 30 მმ-იანი ქვემეხის, რომელიც БТР-80A-ს ქვემეხის იდენტურია.

БПМ-97-ის ეკიპაჟი ორი კაცისაგან შედგება, ესენი: მძღოლი და მეთაური. ამის გარდა ჯავშანტრანსპორტიორს დესანტის სახით გადაყავს 10 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი. მებრძოლებს ჯავშანმანქანის დატოვება გვერდითი ან უკანა კარის გავლით შეუძლია, თუმცა БПМ-97-ს ასევე აქვს ლუკები. ჯავშანმანქანის ბორტებზე დატანებულია რამდენიმე მცირე ზომის ლუკი, რომლიდანაც მასში მსხდომ ჯარისკაცებს ცეცხლის გახსნა შეუძლიათ.

ჯავშანმანქანა БПМ-97 არის მარტივი კონსტრუქციის და მასში არ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ძალური დანადგარის სახით БПМ-97-ს გააჩნია КамАЗ-740.10-20 დიზელის ძრავა, რომელიც 240 ცხ.ძალას გამოიმუშავებს.
БПМ-97 - ის სტანდარტული ვარიანტის გარდა არსებობს მისი სამეთაურო, დაჯავშნული სასწრაფო დახმარების, საპატრულო და ხანძარსაწინააღმდეგო ვარიანტებიც.


მახასიათებლები:

ეკიპაჟი - 2 კაცი
დესანტი - 10 კაცი
მასა - 10.1 ტ
სიგრძე - 5.3 მ
სიგანე - 1.9 მ
სიმაღლე - 1.83 - 2.3 მ
შეიარაღება - 1 x 7.62 მმ-იანი
ძრავა - КамАЗ-740.10-20 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 240 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 90 კმ/სთ
სვლის მარაგი - 1 000 კმ Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯავშანტექნიკის სადაზვერვო დანიშნულება მაინტერესებს რა სპეციფიკას გულისხმობს.

აი მაგალითად რუსული ბერდეემი გამოიყენება დაზვერვისთვის და არ მესმის ეს როგორ ხდება.

შეუძლია ვინმეს ამიხსნას?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]SEP 8x8[/b] [b](შვედეთი)[/b]

[img]http://a.pix.ge/n/2kpy0.jpg[/img]

[b]ეკიპაჟი----------------------- 1 - 4 კაცი
დესანტი---------------------- 8 კაცი
წონა--------------------------- 24 - 27 ტ
სიგრძე------------------------ 6.1 მ
სიგანე------------------------- 2.8 მ
სიმაღლე---------------------- 2.2 მ
შეიარაღება------------------- 1x7.62 მმ, 12.7 მმ ტყვიამფრქვევი
ძრავა--------------------------- 2 x დიზელი
მაქსიმალური სიჩქარე--- 120 კმ/სთ
სვლის მანძილი------------ 600 კმ[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]TK-X[/b][/size]
[size="3"][b]ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/size][/center]


[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i054.radikal.ru/1105/ad/cfd8187231aa.jpg[/IMG][/URL]


[b]TK-X-ი არის იაპონური ძირითადი საბრძოლო ტანკის პროტოტიპი, რომელსაც ასევე Type 10-ი ეწოდება. უახლესი ძირითადი საბრძოლო ტანკის მასა გაცილებით ნაკლებია სხვა თანამედოვე ტანკებთან, მათ შორის იაპონურ Type 90-თან შედარებით. TK-X-ის ნაკლები წონა საშუალებას იძლევა მოხდეს მისი ტრანსპორტირება ჩვეულებრივი, კომერციული ტრაილერებითაც კი. ტანკზე მუშაობისას მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო ტანკის დაცვის, მობილურობისა და საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდაზე.

ტანკის განვითარება 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. და მისი პირველი სახალხო ჩვენება 2008 წელს მოეწყო. ამჟამად შესაძლებელია TK-X-ი მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ძირითად საბრძოლო ტანკად მსოფლიოში. 2010 წელს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა 13 ტანკის შესყიდვის შესახებ. განზრახულია, რომ TK-X-ით (Type 90-თან ერთად) მოხდეს მოძველებული Type 74-ების ჩანაცვლება.

ძირითადი საბრძოლო ტანკი TK-X-ი შეიარაღებულია 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც წარმოებულია იაპონური Steel Works-ის მიერ. (ამავე კომპანიის მიერ ლიცენზიურად იწარმოება Rheinmetall 120-mm / L44 ქვემეხი, რომლითაც შეიარაღებულია ძირითადი საბრძოლო ტანკი Type 90). TK-X-ზე დამონტაჟებულია ავტოდამტენი, რომელიც კოშკურაშია მოთავსებული. ეს ავტოდამტენი სისტემა არის გაცილებით მაღალი დონის, ვიდრე მისი წინა მოდელი. TK-X-ის ქვემეხი შეთავსებადია სტანდარტულ 120 მმ-იან NATO-ს სტანდარის ამუნიციასთან.

მეორადი შეიარაღების სახით ტანკზე დამონტაჟებულია 1x7.62 მმ-იანი შეწყვილებული და 1x12.7 მმ-იანი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი.

TK-X-ის დაპროექტებისას უდიდესი ყურადღება გამახვილებული იყო ტანკის დაცვაზე RPG-ის წინააღმდეგ. ტანკს აქვს დახრილი მოდულარული კერამიკულ-კომპოზიტური ჯავშანი, რომელიც Leopard 2A5-ის ჯავშნის მსგავსია, ხოლო გვერდითი პროფილი ძალიან გავს ფრანგულ ძირითად საბრძოლო ტანკ Leclerc-ს. ტანკის დაზიანებული ჯავშანი შესაძლებელია ადვილად ჩანაცვლდეს საბრძოლო პირობებშიც კი. ასევე ადვილადაა შესაძლებელი ტანკის დამატებითი ჯავშნის მოხსნაც, რაც მის წონას 40 ტონამდე ამცირებს და აადვილებს ტანკის ტრანსპორტირებას. TK-X-ზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

უმაღლესი დონის ცეცხლის მართვის სისტემა შესაძლებლობას აძლევს ტანკს ზუსტი ცეცხლი გაუხსნას, როგორც უძრავ, ისე მოძრავ სამიზნეებს. TK-X-ის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მძღოლისა და მსროლელისაგან შედგება.

ტანკზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია V8 დიზელის ძრავა, რომელიც 1200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. მსუბუქი წონა და ძლიერი ძრავა ტანკს შთამბეჭდავ სპეციალურ სიმძლავრეს აძლევს. ტანკის მასის სიმძლავრესთან შეფარდება 27ცხ.ძ./ტ-ს უდრის.
[/b]

[size="3"][b]მახასიათებლები:[/b][/size]

[b]შეიარაღებაში მიიღებენ - სავარაუდოდ 2011 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - 44 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 9.42 მ
კორპუსის სიგრძე - ~ 7 მ
სიგანე - 3.24 მ
სიმაღლე - 2.3 მ
ქვემეხი - 120მმ-იანი გლუვლულიანი
ტყვიამფრქვევები - 1 x 12.7მმ-იანი, 1 x 7.62მმ-იანი
ძრავა - V8 დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 200 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ[/b]
[b]სვლის მარაი - ~ 500 კმ[/b] Edited by Maximus_Decimus_Meridius
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://armada.ge/?p=6978
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="3"][b]Al Khalid
ძირითადი საბრძოლო ტანკი[/b][/size][/center]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s41.radikal.ru/i093/1105/cb/c1503603472c.jpg[/IMG][/URL]

[b]ძირითადი საბრძოლო ტანკი Al Khalid წარმოადგენს პაკისტანისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობის შედეგს. ტანკი არის ჩინური ტანკის Type 90-II-ის განვითარებულ-გაუმჯობესებული ვარიანტი. თავად Type 90-II უარყოფილი იქნა შეიარაღებაში მიღებაზე ჩინეთის არმიის მიერ. 1990-იანი წლების ბოლოს ტანკი გატანილი იქნა საექსპორტოდ, როგორც MBT-2000. პაკისტანმა შეიძინა ამ ტანკის წარმოების ლიცენზია, რის შედეგადაც დაიწყო მუშაობა ძირითდ საბრძოლო ტანკ Al Khalid-ის საწარმოებლად. ტანკს სახელი ‘’ალ ხალიდი’’ ეწოდა ლეგენდარული გენერლის ხალიდ იბნ ალ-ვალიდის საპატივცემულოდ. ტნკების პირველი პირველი პარტია პაკისტანის არმიამ 2002 წელს მიიღო. ‘’ალ ხალიდი’’ დღესდღეობით მხოლოდ პაკისტანის არმიის შეიარაღებაშია და 2007 წლისათვი 600-მდე ტანკის შექმნა იყო დაგეგმილი.

ძირითადი საბრძოლო ტანკი Al Khalid-ი შექმნილია ჩინური და საბჭოთა ტანკების კონსტრუქციის მიხედვით. ის გაცილებით უფრო პატარა და მსუბუქია, ვიდრე თანამედროვე დასავლური ძირითადი საბრძოლო ტანკები. ტანკს აქვს კომპოზიტური ჯავშანი, რომელზედაც დამატებითი ჟავშნის სახით შესაძლებელია ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკების დამონტაჟება. ტანკზე ასევე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

ძირითადი საბრძოლო ტანკი Al Khalid-ი შეიარაღებულია ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 125 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით, რომლის დატენვასაც ავტოდამტენი უზრუნველყოფს. ქვემეხს აქვს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების სროლის შესაძლებლობაც, რომელიც ჩვეულებრივად, ჭურვის გასროლის მსგავსად ხორციელდება და რაიმე წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა რუსული 9K119 Refleks-ის ჩინური ანალოგია, რომელიც არალიცენზირებულად მზადდება. რაკეთის მოქმედების მაქსიმალური ეფექტური მანძილი 4-5კმ-ს შორის მერყეობს და ის ტანკების გარდა დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენების წინააღმდეგაც გამოიყენება.

მეორადი შეიარაღების სახით ტანკს გააჩნია: 1 x 7.62 მმ-იანი შეწყვილებული და 1 x 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი.

ძირითადი საბრძოლო ტანკის Al Khalid-ის ცეცხლის მართვის სისტემა დასავლურის მსგავსია. ტანკს ასევე გააჩნია GPS-ზე დაფუძნებული ნავიგაციის სისტემა.

ტანკის ძალურ დანადგარს წარმოადგენს უკრაინული 6TD ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 1200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. [/b]


[b]მახასიათებლები:[/b]


[b]შეიარაღებაში მიიღეს - 2002 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
მასა - 45 ტ
სიგრძე (ქვემეხით) - 10.06 მ
კორპუსის სიგრძე - 6.9 მ
სიგანე - 3.4 მ
სიმაღლე - 2.3 მ
ქვემეხი - 125მმ-იანი გლუვლულიანი
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა - 9K119 Refleks (AT-11 Sniper)
ტყვიამფრქვევები - 1 x 12.7მმ-იანი, 1 x 7.62მმ-იანი
ჭურვები - 39 rჭურვი
ვაზნები - 500 x 12.7, 3 000 x 7.62
ძრავა - 6TD დიზელი
ძრავის სიმძლავრე - 1 200 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
სვლის მარაგი - 430 კმ[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][center][b]BTR-90
ჯავშანტრანსპორტიორი[/b][/center][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s003.radikal.ru/i203/1105/50/c928952e402a.jpg[/IMG][/URL]

[b]ჯავშანტრანსპორტიორ BTR-90-ზე მუშაობა რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწო. მისი პირველი პროტოტიპი 1994 წლისთვის აიგო. ჯავშანტრანსპორტიორი წარმოადგენს BTR-80-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ ვარიანტს, უფრო ძლიერი შეიარაღებით, გაზრდილი მობილურობით, გაუმჯობესებულ-გაძლიერებული დაცვითა და გაზრდილი შიდა მოცულობით. მცირე რაოდენობით BTR-90-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანტრანსპოტიორის ექსპორტზე გატანა ნებადართულია, მას მყიდველები დღემდე არ გამოჩენია.

ჯავშანტრანსპორტიორის ბორტების დაჯავშნა უფრო სქელია, ვიდრე მისი წინამორბედის. BTR-90-ს არა აქვს წინა საქარე მინა. ჯავშანტრანსპორტიორის ფრონტალური ჯავშანი 14.5 მმ-იან ტყვიებს უძლებს, ასევე მასზე დამატებითი ჯავშნის სახით შესაძლებელია დამონტაჟებულ იქნას ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის მოდულები. BTR-90-ზე ასევე შესაძლებელია დაყენდეს აქტიური დაცვის სისტემები, ხოლო სტანდარტული დაცვის სახით ჯავშანტრანსპორტიორებს გააჩნიათ NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

BTR-90-ის შიდა დაგეგმარება სტანდარტულია და პირვანდელი ვარიანტების მსგავსია. ჯავშანტრანსპორტიორის ძრავის განყოფილება უკანა ნაწილში მდებარეობს, მძღოლი წინა მხარეს ზის, ხოლო მსროლელი და დესანტი შუა ნაწილში არიან განთავსებულნი.

ჯავშანტრანსპორტიორი BTR-90 შეიარაღებულია 30 მმ-იანი ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. მისი კოშკურა BMP-2-ის მსგავსია. გარდა ამისა ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია 30 მმ-იანი ყუმბარმტყორცნით და ერთი Konkurs-ის (AT-5 Spandrel) ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით. ‘’კონკურსის’’ მოქმედების მაქსიმალური მანზილი 4000 მეტრს შეადგენს. BTR-90-ის გვიანდელ, გაუმჯობესებულ ვარიანტებზე დამონტაჟებულია ოთხი Kornet-E-ს ტიპის რაკეტები. ჯავშანტრანსპორტიორიდან ცეცხლის გახსნა შეუძლია როგორც მეთაურს, ასევე მძღოლსაც.

ჯავშანტრანსპორტიორს დესანტის სახით შეუძლია გადაიყვანოს შვიდი სრულად აღჭურვილი სამხედრო, ან 7000 კგ მასის ტვირთი, რომელიც მანქანის სადესანტო ნაკვეთურში თავსდება. დესანტს BTR-90-ის დატოვება და მასი შესვლა გვერდითი კარებებითა და სახურავზე განთავსებული ლუკების მეშვეობით შეუძლია. ტრანსპორტიორის ბორტებზე ასევე დამინტაჟებულია მცირე ზომის ხვრელები, რომლებიდანაც მასში მხდომ დესანტს ცეცხლის წარმოება შეიძლია.

BTR-90-ზე დამონტაჟებულია ტურბოდიზელის ძრავა, რომელიც 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯავშანტრანსპორტიორის სიჩქარის გადაცემათა კოლოფი ავტომატურია. BTR-90 არის მობილური მაღალმანევრული ჯავსანტრანსპორტიორი, მას იმ შემთხვევაშიც კი შეუძლია გადაადგილებე, როდესაც მისი 8 ბორბლიდან 4 სრულიად განადგურებულია.
BTR-90 არის ამფიბიური. მისი საბაზისო მიოდელიდან მრავალი ვარიანტია შექმნილი, ერთ-ერთი მათგანი არის BTR-90M, რომელზედაც დამონტაჟებული იყო BMP -3-ის კოშკურა, რომელიც შეიარაღებული იყო 100 და 30 მმ -იანი ქვემეხებით.[/b]


[b]მახასიათებლები:[/b]

[b]ეკიპაჟი - 3 კაცი
დეანტი - 7 კაცი
მასა - 20.9 ტ
სიგრძე - 8.15 მ
სიგანე -3.1 მ
სიმაღლე - 3 მ
ქვემეხი - 30 მმ-იანი
ტყვიამფრქვევი - 1 x 7.6 მმ-იანი
ჭურვები - 500 ცალი
ვაზნები - 2 000 ცალი
ძრავა - დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 510 ცხ.ძ
მაქსიმალური სიჩქარე - 100 kკმ/სთ
ცურვის სიჩქაე - 9 კმ/სთ
სვლის მარაგი - 800 კმ[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting