საქართველოს მონარქები

54 posts in this topic

მივყვები ქრონოლოგიურად და გამოვაქვეყნებ ჩვენი მართველების მოღვაწეობას.

დიაოხის მეფეები

სიენი

სიენი-ძველი ქართული პროვინციის დაიაენის ( ტაო) მეფე ( ძვ. წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას. მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ.წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.

სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰო მერე? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ასია

ასია-ძველი ქართული პროვინციის დიაოხის მეფე (ძვ.წ. IXს შუა წლებში). ასიას შესახებ ცნობილია, რომ მან მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა ქვეყანაში შემოჭრილ ასურეთის მეფეს სალმანასარ III.

ასია იხსენება სალამანსარის წარწერებშიც

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უტუფურსი

ძველი ქართული პროვინციის დიაოხის მეფე. ცდილობდა თავი დაეცვა ურარტუელთა პრეტენზიებისგან; მაგრამ ამაოდ. ურარტუს მეფემ, მენუამ დიაოხს ტერიტორიები ჩამოაჭრა, ქვეყანა კი დახარკა. ურარტუს მომდევნო მეფეს, არგიშთი I, უტუფურსი აუჯანყდა, მაგრამ-კვლავაც დამარცხდა. უტუფურსი არ ცხრება, ის კიდევ ერთხელ აჯანყდება. მის შესახებ საუბარია მენუასა და არგიშთის ლურსმნულ დამწერლობაში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე მსოფლიოში ყველაზე დიდი დინასტია საქართველოს აქ ბაგრატიონები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დიდი?

რას გულისხმობ სიდიდეში?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე მსოფლიოში ყველაზე დიდი დინასტია საქართველოს აქ ბაგრატიონები

სიდიდეში დინასტიის არსებობის სიხანგრძლივეს ხომ არ გულისხმობდი? ბაგრატიონთა დინასტია 786-1810წწ მოიცავდა ( 1024 წელი) და უამრავი ქვეყნისათვის შეიძლება უცხოც იყოს ასეთი კოლოსალური რიცხვი. მიუხედავად ამისა იაპონიის სამეფო დინასტიას უკავია ამ მხრივ რეკორდი დაახლოვებით 2050წლიანი მართველობით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნიკ, ამ თემის გაგრძელებას არ აპირებ? მონარქებიო ამბობ და იქნებ ფარნავაზით დაიწყო, :)

ფარნავაზის დროისა ბევრი ვიცით, ვიდრე დიაოხისა და კოლხების...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნიკ, ამ თემის გაგრძელებას არ აპირებ? მონარქებიო ამბობ და იქნებ ფარნავაზით დაიწყო, :)

ფარნავაზის დროისა ბევრი ვიცით, ვიდრე დიაოხისა და კოლხების...

ფარნავაზსაც მივადგებით ქალბატონო ტარტაროზა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კოლხეთის მეფეები

აიეტი-კოლხთა მეფე. ბერძნული მითოლოგიისა-არგონავტიკა და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ.წ. I ათასწლ. დასაწყისში. მისი რეზიდენცია ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა.

აიეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჯს მოესწრო. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა- კოლხტა მეფეს გაუჭირდა ბერძენთა სამხედრო ექსპედიციის შემოტევის მოგერიება.

კოლხთა დინასტია აიეტის სახელს ატარებდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტარტაროზთა იმპრეტიცას ეს თემა დააკლდა თვალთ :user:

სუფთა იმ ანეგდოტის ამბავია რა, მშობლები რომ ბავშვებს ზღაპრის კასეტას უყიდიან და ეს კასეტა რომ ამ ფრაზაზე ჩაიხვევს: "გინდათ ზღაპარი გიამბოთ?" :03:

რა დავაშავეთ ნიკა? :D

კოლხთა დინასტია აიეტის სახელს ატარებდა

მერე რა ხდებაა? :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვუიმეეეე მომიკვდეს თავი :D სახლში როგორც კი მივალ თემას გავაგრძელებ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

brather of fete

გაგრძელება არ ჩანს, შეგვისრულე დანაპირები, თუ შენც ჩვენ მთავრობას ემსგავსები :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
brather of fete

გაგრძელება არ ჩანს, შეგვისრულე დანაპირები, თუ შენც ჩვენ მთავრობას ემსგავსები :D

იატაკზე ვფართხალებ სიცილით. ამ წინადადების სრული მნიშვნელობით :lol:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სავლაკი- რომაელი ავტორი პლინიუსი მას იხსენიებს, როგორც აიეტის ცამომავალს და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს; უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი. აქ აშკარა აღრევაა: თუ სავლაკი აეტის ჩამომავალია, მაშინ ის ვერც სესოსტრიტის დროს იმეფებდა. ბერძენი ავტორის ჰეროდოტეს ტქმით, სესოსტრისს ტურმე კოლხეთი დაულაშქრავს. რამდენად სეეფერება ყოველივე სიმართლეს, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე სავლაკმა დიდი ნადავლი იგდო ხელთ.

ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგრისის მეფეები

აკა/აკესი- კოლხეთის(ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ. IIს 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელობით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა. ლისიმაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეტის ტერიტორიაზეა მიკვლეული.

აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია-თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული

0

Share this post


Link to post
Share on other sites

brother of fate

შე ურცხვო,... გაყოყოჩდა აქ და დაგვივიწყა :გაბრაზებული: <_<

სხვა ბევრ რამეს გვპირდები ხოლმე და მერე ემსგავსები ამას: "იქ სადაც სდუმან დემოკრატები" :lol:

ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ

ჰმ, თუ გავითვალისწინებთ ეს ფარაონი რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა, მაშინ იქნებ ის რომელიღაცა აზიური გაერთიანების დადგენა არ გაგვიჭირდეს.... :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აკუსილოხი- კოლხეთის ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ 179 წლისთვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას, დიდი არმენიის მეფეს, სემდეგ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე.ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია.

ძვ.წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისთვის. ზავის დადების გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო( სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია

0

Share this post


Link to post
Share on other sites
იატაკზე ვფართხალებ სიცილით. ამ წინადადების სრული მნიშვნელობით

სიმართლის თქმა არავის არ უყვარს :D

ახლა კი სერიოზულად, ძალიან საინტერესოა და კარგ ცოდნასაც ვიღებ დიდი მადლობა ნიკა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სიმართლის თქმა არავის არ უყვარს :D

ახლა კი სერიოზულად, ძალიან საინტერესოა და კარგ ცოდნასაც ვიღებ დიდი მადლობა ნიკა :)

არაფრის გენაცვალე, ამერიკაში როგორც ჩავალ გავაგრძელებ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი-პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორ დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ.წ. 84წ. იგი თვით მითრიდატე VI წინაარმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლა, შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა-უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს.

აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს-მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა.

მიტრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ-ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არისტარქე-კოლხეთის მმართველი ძვ.წ.63-49 წწ, რომელთა კლიენტი, ძვ.წ. 52/51წწ. იგი ახორციელებს სამონეტო ემისიას. არისტარქეს დრაქმის შუბლზე პომპეუსია ჰელიოსის ატრიბუტით. ეს ნიშანდობლივია, ვინაიდან არისტარქე სწორედ პომპეუსის კარეკატურაა. კოლხეთის დინასტი შესაზლოა დაიღუპა ძვ.წ. 49წ, როცა ფარნაკე II, ბოსპორის მეფემ, მოახდინა კოლხეთის ოკუპაცია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლაზთა მეფეები

მალასა- ლაზთა (ეგრისის) მეფე IIს. 30-იანი წლებისათვის, იხსენიება კაბადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრიანესადმი,- ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე თურმე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირეა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მალასა ტახტზე თურმე ადრიანეს დაუმტკიცებია.

უყურე შენ... აქაოდა ჩვენზე ხარ დამოკიდებულიო :user:

არ მიყვარს ასეთი ჟესტები მეზობელი ქვეყნის მხრიდან

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting