Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. ზესტაფონი

235 posts in this topic

Снова вперед идет "Зестафони". Пилия оказался с мячом в 8 метрах от ворот Жевнова, Наш голкипер не успевает закрыть угол!!... И Пюйгренье чудом в шпагате останавливает мяч!

იქნება მოვიგოთ კიდეც :rolleyes:

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ ჩვენბი, სამი მომენტი ზედიზედ.

ცუდი შედეგი არ არის რა 0-0 ზენიტთან... შემდეგი თამაში მოსკოვის დინამოსთანაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დამთავრდა 0-0.

ყოჩაღ ზესტაფონს!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

`ზესტაფონმა~ ავსტრიულ შეკრებაზე გუშინ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი ამჯერად უეფას თასის 2008 წლის გამარჯვებულს, რუსეთის თასის მფლობელსა და მიმდინარე პრემიერლიგის ლიდერ `ზენიტს~ დაუპირისპირდნენ. ქართულმა გუნდმა ძლიერ მეტოქეს ტოლი არ დაუდო. `ზესტაფონის~ მსგავსად, `ზენიტიც~ 3-ჯერ გადაურჩა აშკარა გოლს. საბოლოოდ კი დრამატული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ნევისპირელებთან მატჩში ზესტაფონელებს არ ჰყავდათ ტანმაღალი მცველი გიორგი ხიდეშელი, რომელიც პლზენის `ვიქტორიასთან~ ამხანაგურ მატჩში მსუბუქად დაშავდა. სამაგიეროდ, არაოფიციალური დებიუტი ჰქონდათ შოთა ბაბუნაშვილსა და გოგი ფიფიას. `ზენიტის~ რიგებში კი პირველად ითამაშა `გაგრასა~ და ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც 57-ე წუთზე ბისტროვის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. სხვათა შორის, მეორე ტაიმში პეტერბურგელებმა პირველი საგოლე მომენტი სწორედ ჩვენებურის მეშვეობით შექმნეს - ოქრიაშვილი ორ მცველს გასცდა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმში ჩვენებმა უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშეს ზესტაფონელთა მეკარე როინ კვასხვაძემ და დაცვის ხაზმა. იმერელთაგან ჯაბა დვალი და ალექსი ბენაშვილი გამოირჩეოდნენ...

ზესტაფონელთა პირველი შანსი - ირაკლი ძარიას ჯარიმას დვალმა თავური მიაყოლა და `ზენიტი~ ხარიხამ იხსნა. მალე კვასხვაძე დროულად გამოვიდა კარიდან და სახიფათო მომენტი განმუხტა. მანვე კიდევ ერთხელ იმარჯვა 30-ე წუთზე, როცა მასთან პირისპირ გასულ შიროკოვს არ დაანება კარი. ორ წუთში ბენაშვილმა ძლიერად დაარტყა საჯარიმო და რუსული გუნდი ძელმა გადაარჩინა...

`ზესტაფონმა~ მეორე ტაიმი მწვავე შეტევებით დაიწყო, თუმცა ჩვენები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. 85-ე წუთზე ბენაშვილის მიერ 27 მეტრიდან დარტყმულს `ზენიტის~ მეკარე ჟევნოვი გადაეფარა, რომელმაც 89-ე წუთზე თავგანწირული ნახტომი დასჭირდა იმავე ბენაშვილის მიერ 15 მეტრიდან დარტყმულისგან რომ ეხსნა თავისიანები.

და ბოლო მომენტი - მატჩის მიწურულს ისევ და ისევ ბენაშვილმა 8 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ... საქმეში კვლავ ძელი ჩაერია.

`ზესტაფონი~: რ. კვასხვაძე, ბენაშვილი, ონიანი, კობახიძე, ელიავა, აფციაური (67. ს. ლომია), დაუშვილი (65. ცხადაია), ძარია (65. გორგიაშვილი), გრიგალაშვილი (48. ბაბუნაშვილი), გელაშვილი (67. ჩიხლაძე), დვალი (48. ფიფია).

`ზენიტი~: ჟევნოვი, ანიუკოვი (58. დუდიევი), მეირა (47. კრიჟანაცი), ლომბერტსი, ბისტროვი, დენისოვი (58. ბოჩაროვი), ზირიანოვი, იონოვი, როზინა (56. ფაიზულინი), შიროკოვი (56. შირლი), კერჟაკოვი (47. კანუნიკოვი).

0

Share this post


Link to post
Share on other sites

RB Salzburg 2 - 3 Zestafoni

FT

6' [0 - 1] A. Benashvili

35' [1 - 1] Jantscher

41' [2 - 1] M. Dudic

74' [2 - 2] N. Gelashvili

77' [2 - 3] N. Gelashvili

http://www.livescore.com/default.dll/game?comp=friendly&game=414453

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემდეგი მატჩი

23.06.2010

ზესტაფონი - დინამო (მოსკოვი)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვაახ გამიხარდა ზალცბურგს რო მოუგეს, ამხანაგურებს კარგად თამაშობს მარა მერე რა ჭირს შესარჩევში ან ჩემპიონატში?!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი 3-1 დინამო მოსკოვი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საღოოოლ, დვალის 3 გოლიი

დინამო

დინამოს შემადგენლობა ხომ არ იცი?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მირო

დინამოს შემადგენლობა ხომ არ იცი?

ძირითადი შემადგენლობა ყავდათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ზესტაფონი-ფაეტანო: ალადაშვილი ზესტაფონში ვარჯიშობს - ფაეტანო ბათუმში ჩამოფრინდა

ხუთშაბათს, 1 ივლისს, "ზესტაფონს" ევროპის ლიგის 2010-11 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს "ფაეტანოს" უმასპინძლებენ. გუნდი, სტადიონი და ქალაქი მატჩს დიდი ინტერესით ელის, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება. გია გეგუჩაძის გუნდმა ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის მზადების დასკვნითი რაუნდი ავსტრიაში ჩაატარა. იმერლები უკვე 4 დღეა, რაც მშობლიურ ქალაქში ემზადებიან. ზესტაფონელებმა უეფაში განაცხადი 22 ფეხბურთელზე გააგზავნეს:

მეკარეები - 1. როინ კვასხვაძე, 12. ზურაბ მამალაძე, 25. გიორგი კიკაბიძე;

მცველები - 4. გიორგი ონიანი, 5. მამუკა კობახიძე, 13. კარენ მაკარიანი, 16. გიორგი ხიდეშელი, 20. ზაალ ელიავა;

ნახევარმცველები - 7. ალექსი ბენაშვილი, 8. მურთაზ დაუშვილი, 10. ირაკლი ძარია, 17. თორნიკე გორგიაშვილი, 18. თორნიკე აფციაური, 19. შოთა გრიგალაშვილი, 21. გიორგი მიქაბერიძე, 22. გიორგი ცხადაია, 27. შოთა ბაბუნაშვილი;

თავდამსხმელები - 9. ნიკოლოზ გელაშვილი, 11. ჯაბა დვალი, 14. საბა ლომია, 15. ნიკოლოზ ჩიხლაძე, 33. გოგი ფიფია.

გაცნობებთ იმასაც, რომ უკვე სამი დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს მცველი კახა ალადაშვილი. ეს ფეხბურთელი, რომელიც 11 აგვისტოს 27 წლის ხდება, კონტრაქტით მახაჩყალის "ანჟის" ეკუთვნის, მაგრამ ამ კლუბში ბოლოს თამაში არ უწევდა. გასულ ზამთარს ალადაშვილი სამარის "კრილიაში" გამოჩნდა და საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ კლუბში მისი ტრანსფერი არ შედგა. ალადაშვილს ეროვნულ ნაკრებში 2005-06 წლებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. როგორც გავიგეთ, იმერელთა კლუბში ალადაშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამ დღეებში გადაწყდება. თუ ალადაშვილი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, მაშინ ევროპის ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მას უეფას განაცხადშიც შეიყვანენ.

გაცნობებთ იმასაც, რომ ევროტურნირებისთვის ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" სარემონტო სამუშაოები უკვე ჩატარდა და ყველაფერი მწყობრშია. ახალი კონსტრუქცია დამონტაჟდა მწვრთნელებისა და სათადარიგო მოთამაშეთა განსათავსებლად. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გასულ სეზონში დაზიანებული წითელი ფერის სკამები გამოიცვალა და თეთრი ფერის ინდივიდუალური სავარძლებ დამონტაჟდა. სკამები შეიცვალა VIP-სექტორშიც და ახალი სავარძლები ფერითა და განლაგებით "ზესტაფონის" დროშის კომბინაცია შედგა.

რაც შეეხება მეტოქეს. "ფაეტანო" გუშინ ნაშუადღევს, ჩარტერული ავიარეისით ბათუმში ჩამოფრინდა და იქვე, სასტუმრო "შერატონში" დაბინავდა. გუნდი, რომელსაც სერენა ურალდი წვრთნის, გასულ სეზონში სან მარინოს პირველობის B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ბოლო ეტაპზე ოქროსმედალოს "ტრე ფიორესთან" დამარცხდა. მეტოქე გუნდის თავკაცმა სერენა ურალდიმ საქართველოში გამოფრენამდე სან მარინოს ტელევიზიასთან საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ზესტაფონის" სახით ძლიერი მეტოქე რომ გვერგო, ამაზე ამ გუნდის, ევროტურნირებზე შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ქართული გუნდი ავსტრიაში მზადებისას ძლიერ გუნდებს ეთამაშა და კარგად არის მომზადებული. მეტოქეზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ფავორიტად სწორედ მოწნააღმდეგ მიიჩნევა. ჩვენი მიზანია გასვლით შეხვედრაში კარგად წარმოვჩნდეთ და მომდევნო რაუნდში გასვლის შანსი საპასუხო მატჩამდე შევინარჩუნოთ. გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, საქართველოში 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი მიგვყავს. თუ შესაძლებლობა იქნება, მინდა მათ საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მიიღონ. იმედი მაქვს ჩვენი გუნდის დაცვა და მეკარე ლუკა დიმეტო ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ მეტოქეს", - იმედოვნებს "ფაეტანოს" თავკაცი სერენა ურალდი.

დაბოლოს, ისევ სანმარინოელებთან მატჩზე ვთქვათ. "ზესტაფონისა" და "ფაეტანოს" მატჩი 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ამ თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 (აღმოსავლეთ ტრიბუნაზე) და 7 (დასავლეთ ტრიბუნაზე) ლარია. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუზღვებიან. მატჩის არბიტრი ვლადო გლადიოვიჩი იქნება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იოლი მეტოქე შეხვდა ზესტაფონს, როგორც ამხანაგურებში ითAმაშა ისე თუ გააგრძელა ზესტაფონმა, უნდა გადაუაროს ფაეტანოს... 3-0 მინდაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
3-0 მინდაა

7-0 :sm (7):

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვა ეგეთი სუსტია? : D იყოს 7 რა პრობლემაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სან მარინოს ფაეტონი ძალიან სუსტი მეტოქეეა ამ გუნდის ძლიერ მხარედ მეკარე და დაცვის ხაზი მიიჩნევა, რომლის გარღვევაც არ უნდა გაუჭირდეთ ზესტაფონელ ფორვარდებს, იმედს მაძლევს ის ფაქტიც რომ ძალიან მაგარი მომზადება გაიერას ზესტაფონლებმა ავსტრიაში, სენიტთან 0-0,ზალცბურგთან მოგება 3-2,ასევე მოსკოვის დინამოს დამარცხება არ არის პატარა საქმე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამოსგან განსხვავებით იოლად იგებს ზესტაფონი, პირველი ტაიმის მერე 3-0 :49:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გელაშვილი დვალი გელაშვილი დვალი. 4-0 10 წუთი დარჩა. ერთიც რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთიც რა

არის. დამთავრდა 5-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites
უეფას ევროლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გასულ ხუთშაბათს შინ სან მარინოს “ფაეტანოს” დამარცხების (5:0) შემდეგ, ს/კ “ზესტაფონი” კვირას შეიკრიბა. გუნდში ყველა მწყობრშია - ერთადერთი დუბლის შემსრულებელი ჯაბა დვალი, მცირე ტრავმის გამო ინდივიდუალურად ემზადება. ამის მიუხედავად, როგორც იმერული კლუბის პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძემ უთხრა “მსოფლიო სპორტს”, გუნდს სან მარინოში ისიც გაჰყვება და “ზესტაფონის” ახალწვეული კახა ალადაშვილიც.
26 წლის ნახევარმცველი, ბოლოს რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე მაჰაჩყალის “ანჟიში” ირიცხებოდა. კარიერის მანძილზე, კახა ალადაშვილს რუსთავის “გორდაში” (1999-2003), ბოლნისის “სიონში” (2003-2004), თბილისის “დინამოში” (2004-2005), კიევის “დინამოში” (2006, 2007, 2009), დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” (2006), უჟგოროდის “ზაკარპატიესა” (2007) და “ხარკოვში” (2008) უთამაშია. მას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 2005-2006 წლებში 7-ჯერ აქვს მორგებული. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ალადაშვილმა გუნდთან 2-წლიანი (1+1 პრინციპით) კონტრაქტი გააფორმა.
ზესტაფონელთა უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, ისინი სამშაბათს თბილისში ჩავლენ, საიდანაც 7 ივლისის, 12:00 საათზე იტალიურ ქალაქ რიმინისაკენ ჩარტერული რეისით გაფრინდებიან. რიმინიდან სერავალეს “ოლიმპიკი”, სადაც ხუთშაბათის საპასუხო შეხვედრა უნდა გაიმართოს, ავტობუსით ნახევარი საათის სავალზეა. მატჩი, რომელსაც ანდორელი იგნასი ვილიამაიორ როსადოსი განსჯის, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სან მარინოს ტელევიზიით გადაიცემა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზესტაფონის დღევანდელი შემადგენლობა:

http://fczestafoni.ge/2010-11/uefale2.htm
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაიწყოო. აქ უყურეთ
http://www.sanmarinortv.sm/live/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შტანგააა. მეორე სასტავით ვთამაშობთ...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პირველი ტაიმი 0-0
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორ ვერ მოვიგეთ ეგ ცალკე თემაა მარა რა იზეიმეს ამ ფაეტანოს ვაი ფეხბურთელებმა გავგიჟდი, 0-5 ორი ტამასჰის ჯამსში და ტიპები ისე გახარებულები არიან ჰოლანდია არიქნება ეგრე მგონი 11 ში :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0