Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. ზესტაფონი

235 posts in this topic

ნტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.

ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.

- პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივრებს ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ. ეს მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ, რაც ქომაგთა დიდი დამსახურებაა. მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვებაში მეც შევიტანე წვლილი. ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა და თუ გაუთვალისწინებელ ქულებს აღარ დავკარგავთ, მიზანსაც მივაღწევთ.

- სანაკრებო შეხვედრის შემდეგ გადაღლილი ხომ არ ხართ?

- ბუნებრივია, ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ძალა წაიღო, მაგრამ კლუბში ნაკლებად დამტვირთეს და ახლა უკვე სრულ მზადყოფნაში ვარ. დაძაბულ კალენდარს შეჩვეული ვარ და ამიტომაც ახლა მთლიანად "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ვარ კონცენტრირებული.

- ალბათ, "ზესტაფონის" ყველა წევრს თასზე განცდილი დასანანი მარცხისთვის რევანში სურს.

- ბუნებრივია, ძალიან გვინდა დავამტკიცოთ, რომ "ვიტ ჯორჯიას" არაფრით ჩამოვუვარდებით. მეტოქე კი მართლაც სოლიდური გვყავს და მას დიდი პატივისცემით ვეკიდებით. "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც თავისი სტილი და ხელწერა აქვს.

- "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება დაგაკმაყოფილებთ?

- ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ახლაც ასე იქნება. ბუნებრივია, "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება, მით უმეტეს სტუმრად, ძალიან ძნელია, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, სამი ქულა ჰაერივით გვესაჭიროება და რაც მთავარია, გამარჯვების ძალა შეგვწევს.

- "დინამოსთან" განცდილი მარცხი რამ განაპირობა?

- დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ. "დინამოსთან" პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მატჩის მეორე ნახევარში კი მწვრთნელის დავალებები ვეღარ შევასრულეთ და უპირატესობა მეტოქეს დავუთმეთ. ძალიან მწარე მარცხი იყო, რისგანაც სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. შეცდომები დეტალურად გავაანალიზეთ და ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიასთან" გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ. ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და მთელი ენერგიით შევეცდებით სამი ქულის მოპოვებას. "ზესტაფონი" თავის სტილში, კომბინაციურად ითამაშებს და შეეცდება, "ვიტ ჯორჯიას" ამ კომპონენტში აჯობოს.

ლევან ჯანეზაშვილი, გაზეთი ”ლელო”

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა გუნდი გამიფუჭეს ტო არადა რა იმედი მქონდა რომ ჩემპიონები გახდებოდნენ, რეალის პონტში მოუიდათ ამათაც : )))

ხო კიდევმამალაძე გაუშვას რა გეგუჩაძემ, იმენა გაუტრაკა რა საქმე, იმედი მაქვს კვასხვაძე უფრო მოიკიდებს ფეხს სასტავში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”ზესტაფონმა” 3 ქულა ”ყანაში” გამოიმუშავა.

ზუგდიდში თავმოყვარე გლეხს არ ექნება ისეთი ყანა, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრა რომ ჩატარდა ადგილობრივ "ბაიასა" და "ზესტაფონს" შორის. არადა, მასპინძლები ხელ და ჯიბეგაშლილი იღებენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს "ბაიას" სპორტულ კომპლექსში. დავიჯეროთ, ის გადახრიოკებული მინდორი, რაც გუნდებს 27 მარტს დაუხვდათ, ერთ დღეში "მოიქცა" ისე და მასპინძლები "გულია თუთბერიძიდან" მატჩის ხელოვნურსაფარიანზე გადატანას ვეღარ ასწრებდნენ? ჩვენ ამ ტყუილებისა არ გვჯერა. უმჯობესი იქნება, ისედაც უსახურ ჩემპიონატს მეტად თუ არ დავამახინჯებთ და ფეხბურთელებიც ერთმანეთს ნამდვილ ფეხბურთს ეთამაშებიან. "ზესტაფონმა" მასპინძლებს ყანაბურთში მაინც მოუგო (1:0) და ცხრილის მე-2 საფეხურზე კუთვნილი ადგილი შეინარჩუნა.

ზუგდიდში იმერელთა გასვლით შეხვედრამდე, სტუმრებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. მოგეხსენებათ, სკანდალურად შეწყვეტილი "ზესტაფონი"- "ოლიმპის" შემდეგ, "ესტეკამ" ჩხუბის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი გარკვეული ვადით მოკვეთა ჩემპიონატიდან. თითქოს ეს არ ჰყოფნიდათ და, სამეგრელოში ჩასულებს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი სათამაშო "მინდორი" დახვდათ. ( ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ)

"მინდვრის საფარი, რომელიც გამხმარი და გაქვავებული ტალახის სქელი ფენით იყო დაფარული, პროფესიული ფეხბურთის სათამაშოდ აბსოლუტურად მოუმზადებელი გახლდათ", - ვკითხულობთ იმერელთა ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სტუმრები კატეგორიულ უარზე იყვნენ ასეთ პირობებში ეთამაშათ და დაახლოებით ნახევარი საათი მყარად იდგნენ ამ პოზიციაზე.

ოფიციალური წარმომადგენლის რანგში, რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტისა და ამავდროულად, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის სერგო კვარაცხელიას მიერ გაკეთებული განცხადება კი ასეთი იყო: "სეზონის დასაწყისში სტადიონს ლიცენზია აქვს მიღებული და მატჩის გამართვა სხვა სტადიონზე არ არის მიზანშეწონილი".

ჯერ ერთი, ქართულად ლიცენზიამიღებულ სტადიონებზე, მაგალითისთვის, ჰოლანდიაში ძროხას რომ არ აკადრებენ საძოვრად შეშვებას, მგონი, უცხო არაა; მეორეც, ასევე ლიცენზირებული იყო ბოლნისური საფეხბურთო არენა, მაგრამ შარშან შემოდგომაზე, მავან ტრაქტორისტს მინდვრის გადასასწორებლად შეყვანილი მძიმე ტექნიკა ღამითაც რომ დარჩა სტადიონზე, იმიტომ იყო მასზე თამაში შეუძლებელი. მესამეც, როგორც სალიცენზიო კომიტეტისაგან ვართ ინფორმირებული, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ნებისმიერი გუნდი ვალდებულია საფეხბურთო გაზონი დაახლოებით იმ პირობებში მაინც ამყოფოს, როგორც ლიცენზიის მიღებისას იყო.

ასე იყო თუ ისე, ზუგდიდელებმა მატჩზე დასასწრებად მოსულ მაყურებლებზე უკვე გაყიდული ბილეთებით წაიმანიპულირეს და სტუმრები მაინც დაიყოლიეს "გულია თუთბერიძის" ყოვლად უვარგის "მინდორზე" სათამაშოდ. თუ დიდი "ეშმაკობით" ფონს გასული მასპინძლები (ზამთარში კარგ ევროპულ მოედნებზე მომზადებული "ზესტაფონი" ტექნიკაში უპირატესობას ვერაფერში გამოიყენებდა), პირველი "სტიქიის" სათავისოდ გამოყენებას აპირებდნენ (მეორენაირად ასე შეიძლება ეწოდოს ზუგდიდურ მიწისსაფარიან არენას), ისინი მეორემ დაამარცხა - "ბაიას" კარში სტუმართათვის გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი პრაქტიკულად ქარმა გაიტანა ...

ნამატჩევს "მსოფლიო სპორტი" მონაწილე გუნდების თავკაცებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, იმ მომენტისთვის ტელეფონის ზარს მხოლოდ ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უპასუხა:

- ბატონო გია, გავიგეთ, ერთბაშად ორ სტიქიასთან ბრძოლამ მოგიწიათ.

- ამინდს ვერაფერს მოვუხერხებდით, მაგრამ მინდორს რაც შეეხება, ასეთ მინდორზე პირველად მომიწია ყოფნა. უმაღლეს ლიგაში ასეთი ხარისხის მინდორი, ყველასთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასი უნდა იყოს.

- ამინდმა გამარჯვებაში ხელი შეგიწყოთ.

- აქ, ასეთი შემთხვევითი ბურთი თუ გავიდოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო გაგვიმართლა.

- თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვერ იქნებით...

- რომელ თამაშზე და მის ხარისხზეა ლაპარაკი, როცა ზუგდიდის მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო - მასზე ზედიზედ ორი გადაცემის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ საჯარიმოში ჩაწოდებით ან სტანდარტული სიტუაციიდან თუ გავიდოდა გოლი.

- თქვენი გუნდი სათამაშოდ გასვლას არ აპირებდა...

- გეთანხმებით, შესული ვიყავი მსაჯებთან და გუნდი სათამაშოდ არ გამომყავდა. ჩვენ განვაცხადეთ ოფიციალურად - თამაშზე უარს არ ვამბობთ, უარზე ვართ უშუალოდ იმ მინდორზე გამოსვლაზე. შევთავაზეთ, რომ გადავსულიყავით მათსავე ხელოვნურსაფარიანზე და იქ გვეთამაშა. მეორე ვარიანტი ასეთი იყო - თუ სურვილი ექნებოდათ, ჩამოსულიყვნენ ხვალ ზესტაფონში და ვუმასპინძლებდით. პასუხად მივიღეთ - ამდენი მაყურებელია მოსული, ბილეთებია გაყიდული და სტადიონს ლიცენზირება აქვს სეზონის დაწყების წინ მიღებულიო. უწინარესად, მაყურებელს ვეცით პატივი და თამაშის ჩაშლას მოვერიდეთ, სხვანაირი რეზონანსი რომ არ ყოფილიყო.

(იბეჭდება შემოკლებით)

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge

http://www.fczestafoni.ge/News/544.htm

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”ბაია”-”ზესტაფონის” მატჩის წინ მომხდარ ამბებს (სტუმრები ”გულია თუთბერიძეზე” თამაშს კატეგორიულად უარობდნენ, მეტისმეტად ცუდი მოედნის გამო) თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძესთან ინტერვიუ მოჰყვა. ”ზესტაფონის” მწვრთნელი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო...

გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი

- ჩვენ უარს ვამბობდით არა თავად მატჩზე, არამედ კონკრეტულად იმ მოედანზე არ გვსურდა თამაში. ეს იქნებოდა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დაცინვა - იქ ხარისხიან ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით, უბრალოდ შეუძლებელი იყო. მარტივად რომ ვთქვა, ეს გაზონი კი არა, უსწორმასწორო ბეტონი იყო! არსებობს ამის კადრებიც და შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ არ ვაჭარბებ. არადა, ზუგდიდში ”ბაიას” ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედანია და ორგანიზატორებს თამაშის იქ გადატანა ვთხოვე. სად არ გვითამაშია, საქართველოში მძიმე პირობები ვისღა უკვირს, მაგრამ ასეთი ”საოცარი” მოედანი არ მახსენდება.

- ”ბაიას” ბაზაზე მატჩის გადატანა შესაძლებელი იყო?

- სხვათა შორის, მსაჯებმა, მატჩის დელეგატმა სოსო ფილიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ აღნიშნეს, რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ზუგდიდის მინდორი არასდროს ყოფილა. მატჩამდე ოფიციალურად განვაცხადე, ამ მოედანზე არ ვითამაშებთ-მეთქი. ”ბაიას” მთავარ მწვრთნელთან მატჩის ბაზაზე გადატანასთან დაკავშირებით მსურდა დალაპარაკება, შეთანხმების იმედი მქონდა...

- საბოლოოდ, მატჩის გადატანაზე უარი ვინ თქვა?

- მითხრეს, ლიცენზირება ჩატარდა და ეს მოედანი მიღებულიაო. საბოლოოდ, ამ საფარს შეფასებად ”სამიანი” დაუწერეს. ”სამიანი” - სათამაშოდ ვარგის მოედანს ნიშნავს. მე იქაც განვაცხადე, რომ მოედანს ეკუთვნოდა შეფასება - ნული! მერე ის მიზეზიც დაასახელეს, რომ ბილეთები გაყიდულია და ამ ხალხს ბაზაზე ვეღარ შევუშვებთო. ნახევარი საათის დაგვიანებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდით მოედანზე გასვლას, რომ თამაში არ ჩაშლილიყო და მაყურებლისადმი პატივისცემა დაგვედასტურებინა. გვქონდა ასეთი შეთავაზებაც - მზად ვიყავით, მატჩი მეორე დღეს ზესტაფონში გაგვემართა და ზუგდიდელი ქომაგები ავტობუსით უფასოდ ჩამოგვეყვანა. თუმცა აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგი იყო... უფრო სწორად, დუმილი ამჯობინეს. გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ვერ გაბედეს და ვერ დამთანხმდნენ. ჩვენ ფეხბურთის თამაში გვინდა, მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არა - ფრენბურთის. მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობებითა და საჯარიმოში ჩაწოდებებით თუ გავიდოდა გოლი და ასეც მოხდა. იქ ბურთის გაგორება და შეუძლებელი იყო.

- ძლიერი ქარის გამო, სამტრედიაში ორივე გუნდს სურდა მატჩის გადადება, მაგრამ უარი თქვეს. ანუ, ამ შემთხვევაშიც იმავეზეა ლაპარაკი - მატჩი კი ჩატარდა, მაგრამ მსგავს პირობებში ნორმალურ ფეხბურთზე ლაპარაკი წარმოუდგენელი იყო...

- ამ ორ ვითარებას მაინც ვერ შევადარებ, რადგან ქარს ვერაფერს უშველი, მოედნის შეცვლა კი შესაძლებელი იყო.

ასეთ მოედნებზე ჩვენთვის უცხო სათამაშო სტილი გვიყალიბდება

- სამი-ოთხი წლის წინ მოედნების ხარისხის მკაცრად გაკონტროლება დაიწყეს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისმა ეს პროცესი შეაჩერა...

- მესმის, მაგრამ დროა, მოვითხოვოთ ის გარემო, რომელიც ფეხბურთის განვითარებისთვისაა საჭირო. ეს არ არის ჩემი ახირება, აქამდეც ბევრ სპეციალიტს უთქვამს. ისე, ძალიან მიკვირს, როცა არჩევანი ცუდ და კარგ საფარს შორის, ცუდის სასარგებლოდ კეთდება. არადა, ”ბაია” მშვენიერი გუნდია, ტექნიკური და მოაზროვნე ფეხბურთელები ჰყავს და უხარისხო მოედანი ხელს ჩვენზე ნაკლებად როდი უშლიდათ და უშლით ხელს. დარწმუნებული ვარ, უკეთეს საფარზე ამ გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია. აქვე ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მინდორი ორივე გუნდისთვის ერთია. ეს აბსურდული ფრაზაა. ძლიერი კლუბი უფრო სუსტს რომ ხვდება, უხარისხო მოედანი უპირველესად ძლიერს უშლის ხელს.

- ცუდი მოედნის პირობებში გუნდების კლასი გარკვეულწილად თანაბრდება. ასე არ არის?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ფეხბურთში პასი არის მოთამაშეთა სასაუბრო ენა და როცა მოედანი ამ ”საუბრის” საშუალებას გისპობს, მთელი სათამაშო სქემა ინგრევა. თუ პასი არ კეთდება, ჩაშლა ძალიან ადვილია. ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდში მომხდარის გამოძახილი, უხარისხო მოედნები ქართული ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და კარგი იქნება, თუ ამას დროულად მივხედავთ. კითხვები მიჩნდება ლიცენზირების კომიტეტთან - ასეთ მოედნებზე თამაშის უფლებას რატომ იძლევიან?

- რომ არ მისცენ უფლება, მატჩები მხოლოდ ეროვნულ სტადიონზე, რუსთავსა და ზესტაფონში გაიმართება...

- როცა მკაცრი მოთხოვნები იქნება, მოედანს ყველა ქალაქში მოუვლიან. იმავე ზუგდიდში მატჩი ”ბაიას” ბაზაზე რომ ჩატარდება და მაყურებელს არ დაუშვებენ, მერე უხარისხო საფარის გაკეთებას მაყურებელები თავად აიძულებენ იმას, ვისაც ეს ევალება. ზესტაფონში მოედნის მოვლით, ყოველდღიურად, 15 მუშა და 100-ათას ევროიანი ტექნიკაა დაკავებული. ეს თანხები იმისთვის იხარჯება, რომ ნორმალური სათამაშო პირობები შევქმნათ. თუ გახსოვთ, მეორე წრეში ”ოლიმპთან” მატჩის ზესტაფონში გადატანა გვსურდა, რადგან შეხვედრა ბოლნისში უნდა გაგვემართა, იქ კი მოედანი არ ვარგოდა და შემდეგ თამაშს გავუცვლიდით. ჩვენი სურვილია, საქართველოში კარგი სათამაშო პირობები იყოს, ფეხბურთი კი ხარისხიანი მინდვრის გარეშე ისეთივე აბსურდია, როგორც მხატვარი - ტილოს გარეშე! ასეთი საფარზე მეტია ტრავმების რისკი, გაცილებით ხშირია კუნთების დაჭიმვის შემთხვევები და ასე შემდეგ. თამაშის მერე ფეხბურთელებს ფეხები არ უვარგოდათ. რა დასამალია და, შემთხვევით მოვიგეთ... ასეთ მინდვრებზე თამაშით, ჩვენ ევროპულ დონეს ვერასდროს მივაღწევთ. ნიჭიერი ბიჭები კი გვყავს და ნორმალური საწვრთნელი პროცესებიც ტარდება, მაგრამ ვარჯიში თამაშთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს. ჩვენს მოედნებზე წინასამატჩო ჩანაფიქრს ვერ განახორციელებთ. ”ზესტაფონის” თამაში აწყობილია ლოგიკაზე - როგორ ამოვიტანოთ ბურთი, როგორ გავიაროთ მოედნის ცენტრი და როგორ დავაგვირგვინოთ შეტევა. ამ დროს კი აბსოლუტურად სხვა თამაშს ვუყურებთ.

- უხარისხო სტადიონზე მართლაც აშკარად ჩანს, რომ მწვრთნელები იძულებულნი არიან, ფეხბურთელები საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებაზე გადააწყონ...

- დიახ... იცით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება? ეს მოედნები ჩვენთვის უცხო და მიუღებელ სათამაშო სტილს გვიყალიბებს, საუკეთესო თვისებებს ვერ ვავლენთ. მწვრთნელიც არასწორ გზას ირჩევს, რადგან ტაქტიკას არა საკუთარი რესურსებისა და მოწინააღმდეგის მიხედვით, არამედ უმთავრესად, მოედნის გათვალისწინებით ადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღეს გუნდების უმრავლესობა ვარჯიშებზე უფრო ”სტანდარტულებს” ამუშავებს, ვიდრე სხვა სათამაშო ელემენტს. აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით პროგრესი გვაქვს - აუტებს შორს ვისვრით, კუთხურიდან ბურთის ჩახვევა შეგვიძლია და ასე შემდეგ. ქართული ფეხბურთის მდგომარეობა მადარდებს და პრობლემა ამიტომ წამოვწიე. ამაზე ჩემამდეც ბევრმა ილაპარაკა, მაგრამ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა, მოედნების პრობლემა ფინანსურზე არანაკლებ მტკივნეულია.

- ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზვიად სიჭინავამ ამ პრობლემის მოგვარების სურვილი გამოხატა.

- ...და იმედია, მოაგვარებს კიდეც. ვითარების შეცვლის სურვილი აშკარად ეტყობა.

- ”ზესტაფონი”-”ოლიმპის” მატჩით თქვენი კლუბი მეტად დაზარალდა - ამ ეტაპზე სამი ლიდერის სამი მატჩით დისკვალიფიკაცია ძალზე დიდი დანაკლისია...

- დიახ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ დავაშავეთ. პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით და წინასწარ შეუძლებელიცაა იმის გათვალისწინება, რა მოხდება. კლუბი და ფეხბურთელები საკმაოდ მკაცრად დაისაჯნენ, თუმცა არც შევკამათებივართ - ბოდიშიც მოვიხადეთ, რადგან სასჯელი სამართლიანი იყო.

ჩვენთვის შედეგი სისტემის შექმნაა

- ზესტაფონის სტადიონზე ვითარება ”სპარტაკთან” მატჩის დროსაც დაიძაბა, როცა მაყურებლის ნაწილი შეურაცხყოფას გაყენებდათ და ამის გამო ფეხბურთელებმა აღშფოთება გამოხატეს. ”ოლიმპთან” მატჩამდე კი, თეატრში ქომაგებთან შეხვედრისას, ზოგიერთმა თქვენი გადაყენებაც მოითხოვა...

- ”ზესტაფონს” ძალიან კარგი და მომთხოვნი გულშემატკივარი ჰყავს, მათ მხოლოდ მოგება სურთ, საშინაო ფრესა და, მით უფრო, წაგებას ყოველთვის მძიმედ იღებენ. თუმცა ჩვენი გზა მხოლოდ პირველი გუნდის წარმატება არ არის. ზესტაფონში ნამდვილი კლუბის შენება დაიწყო, რომლის შედეგადაც ”ზესტაფონი” ანგარიშგასაწევი ძალა უნდა გახდეს და არა - მხოლოდ საქართველოში. ლაპარაკია ეგრეთწოდებული კონვეიერული სისტემის აწყობაზე. მოთმენა ყველას არ შეუძლია. წლებია, გუნდში ზესტაფონელ ფეხბურთელს აღარ უთამაშია. ასაკობრივ ჯგუფებსა და დუბლებში ნიჭიერი მოთამაშეები სხვადასხვა რეგიონებიდან მოგვყავს. მათი უმრავლესობა ზესტაფონელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება, მათ შორის, ბაზის აშენებასაც. ეს ბაზა ასაკობრივ ჯგუფებსაც მოემსახურება. ახლა სასიკეთო პროცესი მიმდინარეობს და წლების შემდეგ ის იმ მოდელზე გადაგვიყვანს, როგორსაც ჩვენნაირ ქვეყნებში უნდა ნერგავდნენ. სელექციის პროცესი ცოტა მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ყველას უცხოეთში გაქცევაზე უჭირავს თვალი. თუმცა ფეხბურთელი ჩვენთან უფრო გაიზრდება, ვიდრე უცხოეთის დაბალ ლიგაში. ავიღოთ კობახიძის მაგალითი - მას ჰქონდა წასვლის შანსი, მაგრამ დარჩა და გულშემატკივარმა კარგადაც მიიღო. ლეგიონერების ჩამოყვანას ასეთი ტალანტების ძიება და აღმოჩენა სჯობია, რადგან საქართველო მაინც მიმწოდებელი ქვეყანაა. ჩვენი ტალანტები კი ჩამოსულებზე ნიჭიერები არიან. მთავარია, გავზარდოთ და უცხოეთში გავუშვათ. ასეთი გზით თვითდაფინანსებაზეც გადავალთ, სისტემასაც ჩამოყალიბებთ და ლეგიონერებს მხოლოდ მაშინ ჩამოვიყვანთ, თუკი სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლაში საკუთარი რესურსები საკმარისი არ იქნება. ”ზესტაფონში” ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებითაც ხვალ-ზეგ საკმაოდ სერიოზული უცხოური კლუბები დაინტერესდებიან. დღესაც არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერ მათი შემცვლელები უნდა აღვზარდოთ. ეს არ არის უტოპიური იდეა, პატარა ქვეყნებში ასე მუშაობენ და ყველა ქართულმა კლუბმა ამ გზით უნდა იაროს. ჩვენთვის შედეგი - ჩემპიონობა და თასის მოპოვება კი არა, სისტემის აწყობაა. ამ პროცესში კლუბის ხელმძღვანელთა ნდობას ვხედავ, მაგრამ მაყურებელს შედეგი დღესვე სურს და მათიც მესმის. ითქვა ასეთი ფრაზები - ესპანეთ-თურქეთში მოემზადნენ და მერე ამა და ამ გუნდს ვერ უგებენო. მე კი ”ზესტაფონის” თამაშის ხარისხში, ფეხბურთელთა აზროვნებსა და მოძრაობაში ვხედავ პროგრესს. საკმაოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ... ვერ ვიხსენებ შეხვედრას, დაცვიდან რომ გვეთამაშა. ყველაზე საიმედო დაცვის მქონე მოწინააღმდეგესთანაც კი მომენტებს უხვად ვქმნიდით და ამის დაუნახავობა შეუძლებელია. არ ვიცი, მომენტებს რატომ ვერ ვიყენებთ და აქაც მესმის გულშემატკივრის უკმაყოფილება. თუმცა გუნდი ერთად უნდა ვაშენოთ. უმრავლესობას ეს ესმის.

- ისე, ბედნიერი ბრძანდებით, რომ ავარჯიშებთ გუნდს, რომელსაც გულშემატკივარი ჰყავს და რაღაცას ითხოვს. ბევრი გუნდი გინდ ყოფილა, გინდ არა, მათი მოგება-წაგება არავინ ადარდებს...

- საქართველოში ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, თანაც, ჩვენ ძალიან მომთხოვნი და ერთგული გულშემატკივარი გვყავს.

მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში ერთადერთი გუნდია რომელმაც იცის რა უნდა და აქვს განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რომლითაც ხელმძღვანელობს და ჯერ-ჯერობით ეს სქემა ამართლებს, ჩემი აზრით მომავალ წელს ეს გუნდი ჩემპიონობის უპირველესი ფაორიტი იქნება. მწვრთნელიც და შემადგენლობაც შესანიშნავი ყავთ, სანტრანსფერო ბაზარზეც ძალიან კარგად მუშაობს ხელმძღვანელობა და ორ წელიწადში სამ მილიონ ევრომდე მოიხვეჭა გუნდმა გოცირიძის და ლობშანიძის ტრანსფერების შემდეგ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოკლედ ასეა რა, ვინც რაღაცასა აკეთებს საქართველოში ყველას ებრძვიან

დღეს საღამოს აგხდა ცნობილი რომ ზესტაფონი ზესტაფონში აღარ ითამაშებს, კლუბი თბილისში გადმოდის სეზონის ბოლომდე. აქ დაბინავდება, აქ ივარჯიშებს და აქ ჩაატარეებს საშინაო შეხვედრებს... მიზეზებზე ჯერ ღიად არ საუბრობენ... სავარაუდოდ მთავრობიდან მოდის ამის მიზეზები.. თორე კოკაიას რომ ზესტაფონი უყვარს და თავისი ნებით ამას რომ არ გააკეთებდა ეს ცხადია.

ქალაქი ზესტაფონი ფეხბურთით ცხოვრობდა კვირიდან კვირამდე, ყველაზე მეტი მაყურებელი ამ სტადიონზე დადიოდა და ამასაც სპობენ.. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რა ამის დედა ვატირე..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პრობლემა მოგვერებულია, ზესტაფონი ისევ ზესტაფონის სტადიონზე ითამაშებს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა მოხდა ერთი გვითხარი მოკლედ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კარგია თუ კომფლიქტი ამოიწურა და გუნდი ისევ ძველებური შემართებითა და მონდომებით გააგრძელებს ფუნქციონირებას. საინტერესო კლუბია რომელიც დღესდღეისობით ერთადერთ კლუბად ითვლებ რომელიც სოლიურ ფასად ყიდის თავის ნაწარმს და მეტნაკლებად ავსებს კლუბის ბიუჯეტს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ წამს დაიწყო ამხანაგური თამაში. ზენიტი-ზესტაფონი. საინტერესო თამაში იქნება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Жевнов, Ломбертс, Анюков, Мейра, Розина, Быстров, Зырянов, Ионов, Широков, Денисов, Кержаков

Квасхвадзе, Ониани, Кобахидзе, Элиава, Бенашвили, Дзария, Даушвили, Апциаури, Григалашвили, Гелашвили, Двали

ძალიან ძლიერი გუნდი გამოგვიყვანეს. 17ე წუთია 0-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ წამს დაიწყო ამხანაგური თამაში. ზენიტი-ზესტაფონი. საინტერესო თამაში იქნება

ვაა... საიდან გადიის? ან ლინკი დადე რაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ ანახებენ თამაშს

43 წუთია 0-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"Зенит" зарабатывает угловой на левом фланге. 17 номер готовится навесить. Розина подает...Кержаков отправлят мяч головой в сетку! Гоооол! Нет?! Арбитр фиксирует положение вне иры...Что ж такое.

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"Зенит" зарабатывает угловой на левом фланге. 17 номер готовится навесить. Розина подает...Кержаков отправлят мяч головой в сетку! Гоооол! Нет?! Арбитр фиксирует положение вне иры...Что ж такое.

:D

biggrin.gifbiggrin.gifbiggrin.gif

სსილკა!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Вратарь отбивает мяч!

вратарь забирает в руки. Неплохой у них голкипер...

грузинский голкипер парирует этот удар.

бьет с трех метров. Вратарь отбивает мяч!

Неплохой у них голкипер...

კვასხვაძე გაგიჟდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
Неплохой у них голкипер...

:03:

მირო ლინკი მომეეეე :შ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გია გეგუჩაძე: დაცვა და თავდასხმა უნდა გავაძლიეროთ

სეზონის შეფასება დეტალებში, ამჯერად მთავარი მწვრთნელის მხრიდან. აზრი ახალწვეულებზე და სამომავლო გეგმები, `დინამოს~ ბრალდება და მიზანი ევროტურნირებზე - `ზესტაფონის~ თავკაც გია გეგუჩაძეს ამ და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ.

- საუბარი გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ. კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან მეტის მიღწევა გვსურდა და არ გამოგვივიდა. ასე რომ, ჩემი გუნდის ასპარეზობას ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე დადებითად ვერ შევაფასებ.

- მაინც, რატომ ვერ განახორციელეთ მიზანი - რა ფაქტორებს დაასახელებდით, ტრავმებს, მსაჯობას, საქართველოში მოედნების ცუდ მდგომარეობას...

- მიზეზი არაერთია, მაგრამ მიზეზებზე ყურადღების გადატანა არ მჩვევია. ამაზე გუნდთან და ჩემს შტაბთანაც მქონდა საუბარი და ყველას ვუთხარი, მიზეზი ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ-მეთქი. ყველა მიზეზის დაძლევა და უკეთესი შედეგის ჩვენება შეგვეძლო, უბრალოდ, ხასიათის მეტი სიმტკიცე გვჭირდება. ამასთან, ყველა თამაშზე მეტი მოტივაციაა საჭირო, ამის გამო ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენში მოედნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩანაფიქრის განუხორციელებლობის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- გასული ჩემპიონატისთვის გადამწყვეტი უმთავრესად `ოლიმპთან~ თქვენი გუნდის საშინაო მატჩი იყო, რომელიც მომხდარი ინციდენტის გამო არბიტრმა შეწყვიტა და შეხვედრა არ დასრულებულა. მაინც რა მოხდებოდა, იმ მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას შეხვედრა რომ ჩაემთავრებინა?

- ვფიქრობ, თამაშის გაგრძელება არბიტრის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

- ამით თუ შეიცვლებოდა სატურნირო ცხრილი? ის მატჩი რომ მოგეგოთ, მაშინ რა იქნებოდა?

- შეიძლება ფრე ყოფილიყო, შეიძლება მოგვეგო კიდეც, გადაჭრით ძნელია რამის თქმა... ის ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, სამი საკვანძო ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო არ გამოგვაკლდებოდა. ამ მოთამაშეების დისკვალიფიკაციით სერიოზული დანაკლისი განვიცადეთ.

- რომელი მატჩები დაგამახსოვრდათ კარგად და ცუდად. ვგულისხმობ როგორც შედეგს, ასევე გამართულ, სწორ თამაშს...

- ჩვენს თამაშში არაერთი კარგი და ცუდი მომენტები ყოფილა. იყო მატჩები, რომელშიც თამაშის ხარისხი და შესრულება ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ვერ მოვიგეთ. უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ამის მაგალითად `ლოკომოტივთან~ ჩატარებული მატჩები შემიძლია დავასახელო. ზოგ მატჩში ცუდად ვითამაშეთ. ასეთთა შორის უმთავრესად `ვიტ ჯორჯიასთან~ თასის საპასუხო შეხვედრას დავასახელებდი.

- გასულ სეზონში დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელმა არაერთი მატჩი ჩაატარა მთავარ გუნდში. მათ გარჯას როგორ შეაფასებდით?

- ჩვენი კლუბის პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ყოველთვის მიეცემათ მთავარ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა ეს მათ სწორად უნდა აღიქვან და გაიგონ. ეს მათთვის სტიმული და ავანსად გაცემული იმედია, რომელიც დიდი შრომით უნდა გაამართლონ. ისინი ახლა ყალიბდებიან, უკეთეს დონეზე შეუძლიათ თამაში და მათგან მომავალში მეტს ველით.

- განვლილ ჩემპიონატში მსაჯობას როგორ შეაფასებდით?

- მომიტევეთ, მაგრამ მსაჯობაზე არ მიყვარს ლაპარაკი.

- დასრულდა სეზონი და 4 ფეხბურთელი გამოგაკლდათ, კორღალიძე, გამეზარდაშვილი, მჭედლიშვილი და კაჭკაჭიშვილი. რამდენადაც მახსოვს, ყველა მათგანის საკონტრაქტო ვადა არ ამოწურულა...

- ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ მათთან კონტრაქტები.

- ორი ფეხბურთელი დაიმატეთ - ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი და თავდამსხმელი გოგი ფიფია. ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?

- მათ სრულ ნდობას ვუცხადებთ და საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებთ. ბაბუნაშვილსა და ფიფიას კარგად ვიცნობ. მათ უკეთეს დონეზე შეუძლიათ თამაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუმცა აქვე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მათაც ბრძოლა მოუწევთ. ერთი სიტყვით, კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, როგორც მოთამაშეები, ასევე პიროვნულადაც, ორივე მტკიცე ხასიათის მოთამაშეა და ამ კონკურენციაში ბოლომდე იბრძოლებენ.

- ოთხი ფეხბურთელი გამოგაკლდათ და ორი დაიმატეთ. ალბათ ამით არ დასრულებულა `ზესტაფონის~ გაძლიერება. კიდევ რა პოზიციაზე აპირებთ მოთამაშეების დამატებას?

- დიახ, ამ ორი ფეხბურთელის შემატებით გუნდის გაძლიერება არ დასრულებულა. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდის შუა ხაზი საკმაოდ ძლიერია. ნახევარდაცვაში თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს და ყველა მათგანს სრულფასოვნად შეუძლია მეორის შეცვლა. ჩემი აზრით, თავდასხმისა და დაცვის ხაზში გაძლერება გვჭირდება.

- ალბათ უკვე შეიგულეთ ფეხბურთელები. ავსტრიაში, მოსამზადებელი შეკრების განმავლობაში ახალი მოთამაშეები ხომ არ შემოგიერთდებიან?

- შეგულებული არავინ გვყავს, ძიების პროცესში ვართ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ავსტრიაში აგენტებმა ფეხბურთელები შემოგვთავაზონ. სასურველია, რომ ქართველი ფეხბურთელი დავიმატოთ, თუმცა უცხოელსაც არ გამოვრიცხავ. იმასაც გეტყვით, რომ ჯერჯერობით არავისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

- გავრცელებული ხმების მიხედვით, `ზესტაფონში~ მცველი დავით გიგაური და ნახევარმცველი ზვიად ჩხეტიანი შეიძლება გამოჩნდნენ...

- გიგაურზე არ გვიფიქრია, ზვიად ჩხეტიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობდა ჩვენს გუნდში, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვით მის დამატებაზე.

- ავსტრიაში 2 კვირით იდეალურ პირობებში მომზადება და 4 საკონტროლო მატჩი ძლიერ სპარინგებთან. წესით, `ზესტაფონს~ ეს მოსამზადებელი შეკრება დიდად უნდა წაადგეს...

- გეთანხმებით, კარგი პირობები, ძლიერი სპარინგები... შევეცდებით, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამხანაგური მატჩებისთვის ძლიერი სპარინგები შეგნებულად ავირჩიეთ, რადგან ასეთ მეტოქესთან ნათლად ჩანს გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები.

- შარშან `ზესტაფონს~ რამდენიმე წამი დააკლდა შვედური ბარიერის გადასალახავად. წელს ევროპის ლიგაზე პირველი მატჩი 1-ელ ივლისს გიწევთ. საკმარისია დრო სათანადოდ მოსამზადებლად?

- დრო საკმარისია, მაგრამ ვწუხვარ, რომ ფეხბურთელებს მეტი დასვენების საშუალება არ ჰქონდათ. ჩვენს ფეხბურთელებს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში მოუწიათ თამაშმა და სხვებთან შედარებით, დასვენებისთვის დრო ნაკლები დარჩათ. შესაბამისად, ასეთებს ინდივიდუალურად მივუდექით და შესაბამისი პროგრამით ვავარჯიშებთ.

ერთი სიტყვით, მოსამზადებლად დრო საკმარისია, მაგრამ ევროტურნირზე წარმატებით ასპარეზობისთვის, წილისყრაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ხშირად ვიხსენებთ `ჰელსინკბორგთან~ მატჩებს და მე მგონი ამან ნეგატიურადაც კი იმოქმედა ჩვენს ფეხბურთელებზე. მართალია, შვედებთან კარგად ჩატარებული ამ მატჩების შემდეგ, ჩვენმა ფეხბურთელებმა უფრო ირწმუნეს საკუთარი ძალების. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებს დიდხანს მოუწიათ ამ შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფნამ. ალბათ ამით აიხსნება, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან მატჩებში დაკარგული ქულები.

- დაბოლოს, `დინამოსგან~ წამოსულ ბრალდებაზე მინდა გკითხოთ. მაინც რა ინფორმაციას გაწვდიდათ ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი მეტოქე ბანაკიდან?

- კატუშიჩს რა ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, უმისოდაც კარგად ვიცნობ `დინამოს~ და ვიცი ამ გუნდის შესაძლებლობები... როგორც ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი კლუბთან და მასთან შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება, ვფიქრობ, ისევე შეიძლება მწვრთნელთანაც. მართალი გითხრათ, ამ თემაზე არ მინდა საუბარი. კატუშიჩს დაუსრულდა საკონტრაქტო ვადა და ახალ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. ეს იყო და ეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველი ტაიმის ბოლოს კარგი მომენტი გვქონდა, ძელსაც მოვარტყვით.

63ე წუთია 0-0

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Вместо него вышел Окриашвили

57 Зырянов покинул поле

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო

მაგის დასაწერად შემოვედი ეხლა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Пожалуй, первый опасный момент во втором тайме. Окриашвили слева обыграл двух соперников, пробил, мяч вроде бы летел в створ, но в последний момент обогнул штангу с внешней стороны.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა მაგარი კომენტარებია, მოვკვდი სიცილით :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0