Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. ზესტაფონი

235 posts in this topic

იმერული დერბი.

2009 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას”.

იმერული დერბი უხვგოლიანი გამოდგა, მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას '' ზესტაფონი'' ფლობდა, მოედნის ცენტრს მთლიანად აკონტროლებდნენ აფციაური, გრიგალაშვილი, დაუშვილი; სწორედ თორნიკე აფციაურის გამოზომილი გადაცემის შემდეგ მე-10 წუთზე ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა ანგარიში. ეს ორი ფეღბურთელი მონაწილეობდა მეორე გოლშიც, კვლავ აფციაურის გადაცემა და 27-ე წუთზე გელაშვილმა დუბლი გაიფორმა, თუმცა ერთ წუთში მიხეილ კაკალაძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. ზესტაფონელთა უპირატესობა 64-წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ლევან კორღალიძემ გაამყარა. 66-ე წუთზე ზესტაფონლები ათნი დარჩნენ, მსაჯმა მოედნიდან უჩა ლობჟანიძე გააძევა, ამის მიუხედავად ზესტაფონელთა შეტევებს სიმწვავე არ მოკლებია, 71-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ალექსი ბენაშვილმა მე-4 გოლი გაიტანა სამტრედიელთა კარში, თუმცა სამტრედიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და მე-80- წუთზე ზაურ ხაჭიპერაძემ კიდევ 1 გოლი გაქვითა. მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა.

18/09/2009 - ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 4 - 2

სამშაბათს, 21 ოქტომბერს, ქუთაისში, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს ადგილობრივ ”ტორპედო-2008”-სთან. საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩს კი გუნდი 25 ოქტომბერს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაშინ, როცა საქართველოში კეთილმოწყობილი სტადიონების დიდი დეფიციტი შეიქმნა, საფეხბურთო კლუბ �ზესტაფონის� პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ქართულ ფეხბურთს ერთ-ერთი საუკეთესო და კოხტა საფეხბურთო არენა აჩუქა. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ხარისხიანი მინდვრის საფრის დაგებისა და ტრიბუნების მოწესრიგების გარდა, კიდევ ბევრი რამ გაკეთდა, რაზეც ჩვენი მკითხველიც ინფორმირებულია. თუმცა, იმერული კლუბის ხელმძღვანელობა მიღწეულით არ კმაყოფილდება და სტადიონის ევროსტანდარტებამდე კიდევ უფრო მიახლოებას ცდილობს. მალე ზესტაფონურ არენაზე განათება დამონტაჟდება და ფეროელებს ღამითაც შეეძლებათ საქართველოს ჩემპიონატისა თუ ევროთასების მატჩების მასპინძლობა. განათების ანძების მოსაწყობლად სამუშაოები კარგა ხანია დაწყებულია. გუშინწინ კი ზესტაფონში თურქეთიდან 1300-ლუქსიანი განათების ოთხი დაფა ჩამოვიდა და მისი დამონტაჟება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

�საძირკველი რაზეც კონსტრუქცია უნდა დამონტაჟდეს, უკვე მზად არის. განათების ანძებიც ჩამოტანილია თურქეთიდან. ინსტრუქციით ჩვენ მიერ შეძენილი ღამის განათების გარანტირებული სიმძლავრე 1300 ლუქსია, თუმცა რეალურად მისი სიმძლავრე 1500 ლუქსს აღწევს. წლის ბოლომდე განათება სრულიად იქნება დამონტაჟებული და მეორე წრეში ზესტაფონის სტადიონზე საღამოსაც შესაძლებელი იქნება მატჩების ჩატარება�, - განაცხადა ჩვენთან საუბარში �ზესტაფონის� პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ესძალიან წაადგება ჩვენ ფეხბურთს, კარგი იქნება რომ პრეცენდენტი შევქმნათ ღამის შეხვედრების, იმიტომ რომ მე პირადად ბევრჯერ მდომებია წასვლა ჩემპიონატის შეხვედრებზე, მაგრამ იმის გამო რომ სამსახურში იწევდა ყოფნა ამს ვერ ვახერხებდი, ასე რომ ნელ-ნელა შევეგუეთ ევროპულ ცხოვრებას, მითუმეტეს რომ როცა ევროპის საკვალიფიკაციო შეხვედრებს ვმართავთ იქ გვიან იმართEბა ხოლმე შეხვედრები და შეგუება უჭირთ ჩვენ ბიჭებს, ასე რომ ეს პრობლემა რეალურია და კარგია თუ ვინმე ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარების გზებზე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2009 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. თბილისში, ”ამერის” სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა საფეხბურთო კლუბს ”გაგრას”.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა კარნახით წარიმართა. ანგარიშის გახსნა 23-ე წუთზე თორნიკე აფციაურის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილმა მოახერხა. ამის შემდეგ ზესტაფონელებს რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ გოლის გატანა, თუმცა, ტაიმი მარგველთა მხოლოდ მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელებს მიეცათ გაგრელთა კარის აღების დიდებული შანსი, მაგრამ ნიკა გელაშვილმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება ვერ შეძლო. სტუმრები კვლავაც აგრძელებდნენ სახიფათო მომენტების შექმნას გაგრელთა კართან, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა. ზესტაფონელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 30 ოქტომბერს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ბოლნისის საფეხბურთო კლუბი ”სიონი ” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოჩაღ გელაშვილი, აფციკა უფრო და უფრო უმატებს, მგონი მას ნაკრებშიც მიცემენ თავის გამოჩენის საშუალებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”ზესტაფონი” ლიდერობას ინარჩუნებს.

2009 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს”.

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წაიმართა, რაც ანგარიშზეც შესაბამისად აისახა - ანგარიშის გახსნა 18-ე წუთზე ჯაბა დვალმა მოახერხა. მანვე 26-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 38-ეზე თორნიკე აფციაურის გოლით ზესტაფონელთა უპირატესობა შთამბეჭდავიც გახდა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა - ზესტაფონელთა უპირატესობა ისევ აშკარა იყო. მასპინძლებმა რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტებიც შეჰქმნეს ბოლნისელთა კართან, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

30/09/2009 - ”ზესტაფონი” - ”სიონი” 3-0

სამშაბათს, 3 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლებს. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, მეთოთხმეტე ტურის მატჩს გუნდი 7 ნოემბერს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი და ეროვნული თასის მოქმედი მფლობელი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იოოოო, ასეთ ანგარიშს მეც არ ველოდი :D

03/11/2009 - ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 3-0

2009 წლის 3 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შინ უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ზესტაფონელებმა სტუმრები კარს მიაჯაჭვეს. ამან ნაყოფი უკვე 6-ე წუთზე გამოიღო - შოთა გრიგალაშვილის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მურთაზ დაუშვილმა თავით ოდნავ შეუცვალა მიმართულება, საჯარიმოს სიღრმეში კი ”მრგვალ საგანთან” პირველი ჯაბა დვალი აღმოჩნდა და თავითვე გადაგზავნა ის არდალიონ მიქაბერიძის კარის ბადეში. გოლის შემდეგ თამაში დაწყნარდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ტაიმის ბოლოს კი ზესტაფონელები ისევ ”აფეთქდნენ” და ორწუთიან მონაკვეთში კიდევ ორჯერ დალაშქრეს ვეტერინართა კარი. 38-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით ბუბა დაუშვილმა გააორმაგა, 39-ზე კი შოთა გრიგალაშვილმა ”მასტერ-კლასი” ჩაატარა და ანგარიში 3-0 გახადა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა სცადეს მატჩის ბედის შემოტრიალება, მათ რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს ზურაბ მამალაძის კარს, თუმცა მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. მეტიც, ზესტაფონელთა შემტევებს შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად რომ ეყოჩაღათ, ანგარიში კიდევ უფრო დიდი გახდებოდა. შედეგად, ზესტაფონელებმა გადადგეს დიდი ნაბიჯი ეროვნული თასის ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე - 3-0 .

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” 7 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” 7 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

დიდი ინტერესით ველი ამ მატჩს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ სეზონში პირველი მარცხი..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

TALAGVA

კი იყო, ზესტაფონს ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანა რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დაუშვილის გოლით მოიგო ზესტაფონმა და ინტრიგა შეუნარჩუნა ჩემპიონატს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემოდგომის სეზონის "ჩემპიონს" ოლიმპი-ზესტაფონის თამაში გაარკვევს.

თუმცა მანამდე ოლიმს ასეევ რთული თამაში ელის ვიტ-ჯორჯიასთან

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემოდგომის ჩემპიონი ორი იქნება ზესტაფონს და ოლიმპს თანაბარი ქულები ექნებათ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შემოდგომის ჩემპიონი ორი იქნება ზესტაფონს და ოლიმპს თანაბარი ქულები ექნებათ.

უკვე ვეღარ

7 ქულით უსწრებვს ზესტას ოლიმპი და 1 ტურია დარჩენილი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ესტუმრა სპორტის სფეროში მოღვაწე საქვეყნოდ ცნობილი ფირმა ”პოლარის” წარმომადგენელი როლანდ შრიმპფი. გერმანელი სპეციალისტის ვიზიტი ქართული გუნდის საწვრთნელ პროცესში ულტრათანამედროვე სისტემა ”Polar Team2” დანერგვასთან იყო დაკავშირებული ...

”Polar Team2” გახლავთ გულის რითმის კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც აძლევს მწვრთნელს უნიკალურ ინფორმაციას თვითოეული ფეხბურთელის და მთელი გუნდის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია საწვრთნელი პროცესის ისე წარმართვა, რომ იქნას მიღწეული მაქსიმალური შედეგი ვარჯიშებისას, ფეხბურთელებმა თავიდან აიცილონ ტრავმები და ორგანიზმის გადატვირთვა, იოლად მისაღწევია მოთამაშეთა მზადყოფნის ოპტიმალური დონე. ”Polar Team2” უწევს კორექტირებას ვარჯიშის ინტენსიურობას, რეალური დროის რეჟიმში იწერს და ამუშავებს ინფორმაციას ერთდროულად 28 სპორტსმენის შესახებ, ახორციელებს ვარჯიშის ინტენსიურობისა და აღდგენის ხანგრძლივობის ანალიზს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თავის წინამორბედებისაგან განსხვავებით, მოდერნიზებული სისტემა, რომელიც Bluetooth-ტექნოლოგიის გამოყენებით 100 მეტრის რადიუსში ფუნქციონირებს, აძლევს მწვრთნელს საშუალებას, აწარმოოს ეს დაკვირვებები საწვრთნელი პროცესის შეწყვეტის გარეშე, ესე იგი, უშუალოდ ვარჯიშის მიმდინარეობისას ...

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ”Polar Team2” ტექნოლოგიას, ფეხბურთის გარდა, აქტიურად იყენებენ ველოსპორტში, სათხილამურო სპორტში, მარათონსა და ტრიატლონში. ამ თანამედროვე სისტემით სარგებლობენ ინგლისის პრემიერ-ლიგის უკლებლივ ყველა კლუბი, გერმანული კლუბები: მიუნხენის ”ბაიერნი”, ლევერკუზენის ”ბაიერი”, დორტმუნდის ”ბორუსია”, ”ვოლფსბურგი”, ”მაინცი” და ”ბოხუმი”. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას იყენებენ გერმანიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები. როგორც ზესტაფონში მყოფმა ”პოლარის” წარმომადგენელმა როლანდ შრიმპფმა განაცხადა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველი კლუბი გახლავთ, რომელმაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე ორიოდე კვირა დარჩა და გუნდები მზადების დასკვნით ფაზაში გადადიან. �ზესტაფონმა� ერთი უცხოური, ანთალიური შეკრება უკვე მოითავა და მეორეს იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი ხვალ გამთენიისას გეზს ესპანეთისკენ აიღებს. იმერლები პირენეებზე ცნობილ კურორტ მალაგის სიახლოვეს, პატარა ქალაქ ესტეპონაში დაბინავდებიან და 2 თებერვლამდე იქ მოემზადებიან. ამ პერიოდის განმავლობაში ზესტაფონელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ, მათ შორის - ორ შეხვედრას ჩვენებურთა გუნდებთან. შეგახსენებთ, რომ ანთალიური შეკრებისას, იმერლებს შედარებით იოლი მეტოქეები ჰყავდათ (დნეპროპეტროვსკის �დნიპროს� თუ არ ჩავთვლით), ამჯერად კი უფრო მაღალი კლასის გუნდებს გაეჯიბრებიან. გეგუჩაძის გუნდის საკონტროლო შეხვედრების გრაფიკსა და მეტოქეებს აქვე ჩამოვთვლით და თავად განსაჯეთ.

26 იანვარს ზესტაფონელები ვენის �აუსტრიას� დაუპირისპირდებიან. 28-ში ზაპოროჟიეს �მეტალურგს� გაეჯიბრებიან, სადაც ჩვენებური თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ მოდებაძე ბოლოს ჩატარებულ მატჩებში გატანილი ბურთებითა და საგოლე პასებით გამოირჩა. 29 იანვარს �ზესტაფონი� ვარშავის �ლეგიას� ეთამაშება. 1-ელ თებერვალს კი დასკვნით ამხანაგურ შეხვედრას მალხაზ ასათიანის მოსკოვურ �ლოკომოტივთან� ჩაატარებს.

გაცნობებთ იმასაც, რომ ესპანეთში გამგზავრებამდე �ზესტაფონი� თბილისშია დაბანაკებული და პირენეებზე სწორედ დედაქალაქიდან გაემგზავრება. ანთალიურ შეკრებაზე �ზესტაფონის� შემადგენლობაში ორმა უცხოურმა მეკარემ, სლოვენიელმა ნემანია იოზიჩმა და ბრაზილიელმა ელტონ გომეს დოს სანტოსმა ითამაშეს. თუმცა ვერც ერთმა მოწონება ვერ დაიმსახურა და იმერლები მათ გამოემშვიდობნენ. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ზესტაფონის სტადიონზე მაღალი ხარისხისა და სიმძლავრის განათების დამონტაჟება თითქმის დასრულებულია. გუშინ ახალი განათება გამოცადეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ განათება მთელი სიმძლავრით არ ჩაურთავთ, ტრიბუნაზე შეკრებილ 100-მდე გულშემატკივარს ი სერთობ მოეწონა. როგორც გავიგეთ, დიდი შანსია, იმერლებმა ახალი განათება სეზონის განახლებისთანავე აამოქმედონ. სავარაუდოდ, 7 თებერვალს, წლის სასტარტო ტურში �ზესტაფონი� �ლოკომოტივს� ღამის მატჩში უმასპინძლებს და ეს შეხვედრა განათების ფონზე წარიმართება.

ბოლოსთვის ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობაზეც გამცნობთ. გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა ანთალიურ შეკრებაზე გუშინ დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გამართა. იმერელ რეზერვისტთა მეტოქე რამენსკოეს �სატურნის� ახალგაზრდული გუნდი იყო. შეხვედრა რუსების უპირატესობით წარიმართა და რამენსკოელებმა 4:0 მოიგეს. ზესტაფონელებსაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. ასპინძელაშვილის გუნდს ტრავმებისა და სხვა მიზეზთა გამო გიორგი ჭანკოტაძე, თედო ლურსმანაშვილი და მამუკა კობახიძე აკლდანენ იმერლებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: კიკაბიძე, კუბლაშვილი, ამაშუკელი, გურაბანიძე, კიკნაველიძე, გეწაძე, გაჩეჩილაძე (46. სარდანაძე), გიორგობიანი, კაპანაძე, ჩიხლაძე, ლომია (70. ღირდალაძე).

�ზესტაფონის� დუბლშემადგენლობა დღეს, 22 იანვარს თურქეთიდან სამშობლოში გამოემგზავრება და მზადებას მშობლიურ ქალაქში გააგრძელებს.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უჩა ლობჟანიძე დნიპროში 2 მილიონად გადავიდა

Monday, 02.01.2010, 10:59am (GMT+4)

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე, ”ზესტაფონსა” და დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო კლუბ ”დნიპროს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკრაინული კლუბის ღირსებას დაიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ”ზესტაფონი” არ იყო მომხრე იმისა, რომ ფეხბურთელს კლუბი დაეტოვებინა, თავად ფეხბურთელის ახალ დონეზე გადანაცვლების სურვილის გათვალისწინებით და მისი პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, იმერულმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება უჩა ლობჟანიძის გასხვისების შესახებ. როგორც გახდა ცნობილი, დნეპრისპირელები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფეხბურთელს და მისი თავის რიგებში ხილვაც სურდათ.

კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ ოთხ წელიწადში, რომელსაც უჩა ლობჟანიძე ”დნიპროს” მაისურით გაატარებს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ორ მილიონ ევროს მიიღებს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ უკრაინულ მხარესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქინქლაძის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებიდან გასხვისებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმატებას უსურვებს უჩა ლოჟანიძეს (უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში კლუბისა და ზესტაფონელთა გულშემატკივრის ერთგულ სპორტსმენსა და პიროვნებას!) და მის ახალ კლუბს !

წყარო: fczestafoni.ge

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დნიპრომ გაამდიდრა რა ზესტაფონი, მილიონი გოცირიძეში, ეხლა 2 მილიონიი...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი 3-1 ლეგია ვარშავა (პოლონეთი)

გია გეგუჩაძის გუნდი ესპანურ შეკრებაზე დაუმარცხებლად ემზადება. ვენის �აუსტრიასთან� მოგების (1:0) შემდეგ, �ზესტაფონი� პოლონეთის 8-გზის ჩემპიონს, ქვეყნის თასის 13-გზისა და სუპერთასის მფლობელ ვარშავის �ლეგიას� დაუპირისპირდა. წინა შეხვედრის დარად, ეს თამაშიც იმერელთა დისლოკაციის ადგილზე, ქალაქ ესტეპონას გოლფკლუბ �დონა ჯულიას� საფეხბურთო მოედანზე გაიმართა. ზესტაფონელთა კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პოლონეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი (პირველი წრის შემდეგ, ცხრილში ამჯერადაც მეორე ადგილზეა) ჩვენს გუნდს შერეული შემადადგენლობით დაუპირისპირდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმერელთა გუნდიც ექსპერიმენტული შემადგენლობით გავიდა მოედანზე. მეორე ტაიმიდან ჩაერთვნენ თამაშში სასტარტო შემადგენლობის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ნიკა გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი და ჯაბა დვალი.

წინა, �აუსტრიასთან� მატჩში �ზესტაფონს� ტრავმის გამო მეკარე ზურაბ მამალაძე და მცველი გიორგი ონიანი აკლდნენ. მამალაძე უკვე მწყობრშია და ითამაშა, ონიანი კი რეაბილიტაციას აგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გეგუჩაძემ ამჯერად უკვე სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა ახლად დამატებული მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც იმერლებმა �საბურთალოდან� წაიყვანეს.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკონტროლო მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში, თანაც უგოლოდ წარიმართა. თუმცა ზესტაფონელებს ანგარიშის გახსნის ჩინებული შესაძლებლობა ჰქონდათ. 23-ე წუთზე ლევან კორღალიძისა და თორნიკე აფციაურის სწრაფი კომბინაციისას აფციაური კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა და ოსტატურადაც დაარტყა პოლონელთა კარში, მაგრამ ვარშაველთა მეკარე მახნოვსკიმ სასწაულებრივი რეაქციით შეძლო აშკარა გოლისგან კარის გადარჩენა. შესვენებაზე მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს. მეორე ნახევარი პოლონელთა უპირატესობით დაიწყო. �ლეგიამ� ზედიზედ რამდენჯერმე ჩააწოდა კუთხური ჩვენი გუნდის საჯარიმოში, პოლონელებმა გოლი მოამწიფეს და დაწინაურდნენ კიდეც.

65-ე წუთზე ვარშაველთა გუნდში ტესტირებაზე მყოფმა ჩინელმა ფორვარდმა დონგ ფანჟუმ გამოიჩინა თავი. სიმართლე რომ ვთქვათ, გოლში მეტოქეს მცირედით ქარიც წაეხმარა, ბურთს მიმართულება შეუცვალა. მიღებულმა გოლმა ზესტაფონელები გამოაცოცხლა. მათ შეტევები გაამწვავეს და 73-ე წუთზე, თორნიკე გორგიაშვილის დარტყმისას პოლონელთა გუნდის შეცვლაზე შესული მეკარე მაცეი გოსტომსკი უძლური აღმოჩნდა - 1:1. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა.

მატჩის ბოლოს იმერლებმა იძალეს და კიდევ ორჯერ მოახერხეს �ლეგიას� კარის დალაშქვრა. ჯერ იყო და, ჯაბა დვალის გამოზომილი პასი მცველმა კარენ მაკარიანმა მეტოქის წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაავლო. ბოლოს კი ნიკა გელაშვილმა, ფლანგიდან შოთა გრიგალაშვილის ჩაწოდებულს მიმართულება შეუცვალა და კარში გადაგზავნა - 3:1. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანურ შეკრებაზე ზესტაფონელთა ბომბარდირ გელაშვილისთვის ეს მეორე გოლია.

გეგუჩაძემ ვარშაველთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: მამალაძე, მჭედლიშვილი, კობახიძე, ხიდეშელი (46. კაჭკაჭიშვილი), ელიავა (52. მაკარიანი), დაუშვილი (60. ცხადაია), ძარია (46. დვალი), აფციაური (46. გრიგალაშვილი), კორღალიძე (71. გორგიაშვილი), ბენაშვილი, წინამძღვრიშვილი (46. გელაშვილი).

დაბოლოს, დღეს და ხვალ ზესტაფონელები ვარჯიშებით შემოიფარგლებიან. ორშაბათს, 1 თებერვალს კი ესპანურ შეკრებაზე დასკვნით ამხანაგურ მატჩს მალხაზ ასათიანის მოსკოვურ �ლოკომოტივთან� ჩაატარებენ.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სამტრედია-ზესტაფონი 2:3

დვალმა დუბლი გაინმატა

ზესტაფონელთა მეკარე კვასხვაძემ, მე-2 ტაიმში პენალტი აიღო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უჭირს რაღაც ზესტაფონს, ლოკომოტივთან 1-1 ეხლა 3-2.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვალ უეჭველი უნდა მოიგოს ზესტამ, თორე ჩემპიონობის ისედაც მცირე შანსი სულ გაქრება

ხვალ. 19:00. ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი

ზესტაფონი - დინამო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ასევე დინამოსთვისაც რეაბილიტაციის შანსია ვით-ჯორჯიასთან საშინელი თამაშის მერე

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0