Sign in to follow this  
Followers 0

ს.კ. ზესტაფონი

235 posts in this topic

მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ, ზესტაფონი ჩემში საკმაოდ დიდ სიმპატიას იწვევს და გადავწყვიტე ამ გუნდზეც გავხსნა ცალკე თემა :)

88b8099444ce.jpg

7a9c0e826df0.jpg

ისტორია:

ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა ”კომეტა”. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ. ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ ”ბურთაობა”-ში ბრიტანელ მეზღვაურებს. სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.

რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა) აღსაზრდელები.

ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).

პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.

20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.

1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.

c4c8fb517a83.jpg

30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი - ”მერცხალი” და ”ლოკომოტივი”, რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მაგრამ თვისობრივად ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა ”მეტალურგი”.

0d615bd92684.jpg

1938 წლის აგვისტოში ”მეტალურგი” მონაწილეობას იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება ”მეტალურგი”-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის ”ელექტროსტალი”-ს, სტალინგრადის ”კრასნი ოქტიაბრი”-ს, ლენინგრადის ”მეტალურგი”-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება ”სერპ ი მოლოტი”-ს კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის ”მეტალურგი” ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს 1989 წლის ჩათვლით.

სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - 1967, 1970, 1982 წლებში;

საქართველოს თასის ფინალისტი - 1966, 1967, 1971 წლებში;

საქართველოს თასის მფლობელი - 1962 წელს.

062d73b1f7da.jpg

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.

1990 წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”მარგვეთი”, რომელიც იკავებს ”მეტალურგი”-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში ”მარგვეთი” საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია. 1996 წელს ”მარგვეთი” ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.

434698c012cf.jpg

სულ, 1991-1998 წლებში ს.კ. ”მარგვეთ”-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ - 43, ამარცხდა - 106-ში, ბურთების სხვაობა 397-443.

1999 – 2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი”, რომელმაც 2001-2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც ”მარგვეთი”-ს ბედი ეწია.

2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” არსებობის პირველ სამ წელიწადში იკავებს ეროვნულ ჩემპიონატებში საპატიო 5-ე და ორჯერ 4-ე ადგილებს და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში. 2007-2008 წლის სეზონში კი ”ზესტაფონი” ეუფლება ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლებს და ისაკუთრებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნულ ”ყაზბეგის” თასს.

a61eb145de67.jpg

და აი, დადგა ნანატრი გამარჯვების დროც! 2010-2011 სეზონში გუნდი არსებობის მანძილზე პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი!

პ.ს. მასალა აღებულია http://fczestafoni.ge - დან

1

Share this post


Link to post
Share on other sites

ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიყავი.. ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე..

ძალიან კარგია, კოკაიამ სერიოზული გუნდი რომ გააკეთა..

ჰო, ისა, ჰელსინბორგთან განმეორებითი თამაშის დროს კინაღამ ინფაქტი მივიღე :blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გავიხსენოთ წლევანდელი ევროასპარეზი

ლისბურნი 1-5 ზესტაფონი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ესეც განმეორებითი თამაში

ზესტაფონი 6-0 ლისბურნი

:D

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი 1 - 2 ჰელსინბორგი

ამ ვიდეოში მეორე მატჩიცაა

ჰელსინბორგი 1-2 ზესტაფონი

Edited by დინამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites

გამომდინარე იქიდან, რომ ამერის გულშემატკივარი ვარ(თუ ვიყავი, ვეღარ დავაზუსტე დაიშალა თუარა გუნდი) ზესტაფონი არ ,,მევასებოდა", რათქმაუნდა შიდა ასპარეზზე, თორე გარეთ ყველას ენაცვალოს ჩემი თავი :) საკმაოდ ძლიერი და დაბალანებული გუნდია :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ორთოდოქსა ეროვნული კაცი გვყავს და მაგარია რა. ზესაფონი იმით იმსახურებს ჩემ სიმპატიებს რომ უზრმაზარ ფულს დებს გუნდის განვითარებაში, მართალია სერიოზულისთვის არაფერს მიუღწევიამგრამ მანც ცდილოენ რომ გული არ აიცრუონ, კონტიგენტი შესანიშნავი ყავს, სიმპატიები მაქვს მ გუნდის მიმართ დიდი მინდა ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ოლიმპტან დიდი ომი ექნება გადასატანი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს ზესტაფონი სპარტაკს მასპინძლობს

ორივე გუნდს ამ წუთისათვის 12-12 ქულა აქვთ და მე-2 - მე-3 ადგილებს იყოფენ..

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გადაუვლის ზესტაფონი დღეს სპარტაკს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

არამგონია.

1 ბურთით მოიგებს რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გადაუვლის ზესტაფონი დღეს სპარტაკს

გადაუარა!

4-1

არამგონია. 1 ბურთით მოიგებს რა

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გოლები გაიტანეს:

გრიგალაშვილი - 34 წთ

გელაშვილი - 45 წთ

აფციაური - 74 წთ

გელაშვილი - 90 წთ (პენ)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია მიმდინარე ჩემპიონატში

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაი გუნდი ყავს რა, მაგარია აფციაური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”ზესტაფონი” მასტერ-კლასს ატარებს

2009 წლის 7 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელები, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი გეგუჩაძეს ხელმძღვანელობით, ატარებენ მასტერ-კლასს თემაზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტექნიკური მომზადება”.

მასტერ-კლასის ჩატარებაში გიორგი გეგუჩაძეს დაეხმარებიან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელები: ხვიჩა ქასრაშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე, ალექსანდრე ალექსეევი, მალხაზ ღონღაძე, თამაზ გაბრიჭიძე.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს 1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა მომზადების საკითხებზე ყველა დაინტერესებული პირის კვალიფიციურ ინფორმირებას. მასტერ-კლასი გაიმართება ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე (ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია) 7 ოქტომბერს 11:00 საათზე.

7 ოქტომბერს გასამართი სწავლების გარდა იგეგმება მასტერ-კლასის ჩატარება შემდეგ თემებზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტაქტიკური მომზადება”, ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადება” და ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მეკარეთა მომზადება”. ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მეცადინეობათა ჩატარების თარიღს გაცნობებთ მოგვიანებით.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი-სპარტაკი 4-1

19.09.09. ზესტაფონი. ცენტრალური 1500 მაყურებელი

1:0 გრიგალაშვილი (34. დვალის პასით), 2:0 გელაშვილი (45. ლობჟანიძის პასით), 3:0 აფციაური (74. გრიგალაშვილის პასით), 3:1 კბილცეცხლაშვილი (79. მაისურაძის პასით), 4:1 გელაშვილი (90. პენალტით)

ზესტაფონი: მამალაძე - ლობჟანიძე, გ. ონიანი, გ. ხიდეშელი, ელიავა - აფციაური (78. ბენაშვილი), დაუშვილი, ძარია (65. ნ. კვასხვაძე), გრიგალაშვილი - გელაშვილი, დვალი (65. კორღალიძე).

სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, იონანიძე, გორგიაშვილი, ცხადაია

სპარტაკი: შეყრილაძე - დიდავა, გ. კვახაძე, გილაური (75. ჩალაძე) ბოიომო - შალამბერიძე, ჩივაძე, შონია (67. კბილცეცხლაშვილი), ჩირიკაშვილი - მაისურაძე, ცხადაძე (79. კლოვისი).

სათადარიგოები: ბათიაშვილი, დეკანოსიძე, კანდელაკი, ჯოხაძე

გაფრთხილება: შალამბერიძე (28), დაუშვილი (30), დიდავა (51), კვახაძე (59), მაისურაძე (90)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

ზესტაფონური გრიგალი

�ზესტაფონმა� ლიდერთა შორის მყოფ ცხინვალის �სპარტაკთან� შთამბეჭდავად ითამაშა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. სტუმრები განსაკუთრებით შოთა გრიგალაშვილმა არ დაინდო. შაბათს მას ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა. გრიგალაშვილმა თანაგუნდელებიც აიყოლია და �სპარტაკს� ნამდვილი გრიგალი დაატეხა თავს.

თამაში საკმაოდ სწრაფ ტემპში, ორმხრივ შეტევებში დაიწყო. ზესტაფონელთა უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-7 წუთზე შექმნეს - გრიგალაშვილმა თითქმის დაკარგული ბურთი დაიბრუნა და საჯარიმოში გელაშვილს ჩაუწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა. შემდეგ თავად გრიგალაშვილს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ლობჟანიძის ფლანგური ჩაწოდება ვერ გამოიყენა.

სტუმრები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და მამალაძის კარს იშვიათად ემუქრებოდნენ. თუმცა 21-ე წუთზე მათ ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მცველებისგან ასხლეტილი ბურთი ჩირიკაშვილს მიუგორდა, მაგრამ დარტყმა ხეირიანი ვერ გამოდგა. ამას მოჰყვა გელაშვილის მიერ განიავებული შანსი, 34-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა - მასპინძელთა მორიგი შეტევისას დვალმა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი გრიგალაშვილს დაუგორა, შოთამაც არ დაახანა და 20-25 მეტრიდან შეყრილაძეს შორეულ მაღალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 1:0.

ისედაც აქტიურად მოთამაშე მასპინძლებს გოლმა ფრთები შეასხა და ტაიმის ბოლოს ცხინვალელთა კარში კიდევ ერთი ბურთი გავიდა. მანამდე, აფციაურის იდეალური პასის შემდეგ ძარიას შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ უზუსტოდ დაარტყა. 45-ე წუთზე კი ლობჟანიძემ საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მიიღო ბურთი და დაახლოებით 60-მეტრიანი გადაცემით გელაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ფორვარდმა ერთი შეხებით აიღო მეტოქის კარი - 2:0. ტაიმის მიწურულს სტუმრებმაც მოასწრეს ერთი საგოლე მომენტის შექმნა - ცხადაძის თავური მიზანს ასცდა.

თამაშის სიუჟეტი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. უპირატესობას კვლავ გია გეგუჩაძის გუნდი ფლობდა, სტუმრები კი ძირითადად ზესტაფონელთა შეტევების მოგერიებით იყვნენ დაკავებულები.

დვალს ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ორივე მომენტი გააფუჭა. 62-ე წუთზე სტუმრებმა იშვიათი კონტრშეტევა განახორციელეს - ჩივაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მამალაძე ადგილზე დახვდა ბურთს. 74-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა გრიგალაშვილმა, რომელმაც მცველებს ჩაუქროლა და კარის წინ უყურადღებოდ მიტოვებულ აფციაურს გაატანინა - 3:0.

მესამე გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა თავს მოდუნების უფლება მისცეს და შეცდომებსაც მოუხშირეს. ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს ამით და უპირატესობა მოიპოვეს. სტუმრების აქტიურობას მალე გოლიც მოჰყვა. 79-ე წუთზე მაისურაძემ მარცხენა ფრთაზე თითქმის დაკარგული ბურთი შეინარჩუნა და შეცვლაზე შესულ კბილცეცხლაშვილს საგოლედ გადააწოდა - 3:1.

სტუმრებმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს, ეს კი არა, უკანასკნელ წუთზე სამბურთიანი სხვაობა აღდგა - სპარტაკელთა საჯარიმოში კორღალიძე წააქციეს და გელაშვილმა პენალტით შეყრილაძეს შანსი არ დაუტოვა - 4:1. ამ გამარჯვების შემდეგ �ზესტაფონს� ლიდერ �ოლიმპისგან� მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აი ურაგანი დაატეხეს თავს სპარტაკს, ფეროელები სტაბილურობას იძენენ და ასეთ დროს ძალიან საშისEბი ხდებიან, გეგუჩაზე თან საინტერესო ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.

ზესტაფონი - ოლიმპი (ჩემპიონატის ნტრიგა)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Graf Monte Christo

არა არ ანახებენ :( 2-2ია 90ე წუთზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი I წრის არაოფიციალური გამარჯვებულია B)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წავიდოდა კაცი ლოკომოტივის სტადიინზე, მარა კოკისპირულად მეზარება

ტელევიზორიდან ვუქომაგებ ზესტას :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რთული თამაში გამოვიდა, 11 კაცით იცავდა ლოკო კარს, თან მეკარემაც გაიგიჟა თავი

ერთადერთი გოლი ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ გავიდა..

მთავარია 3 ქულა და მინიმუმ 2 კვირით I ადგილი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2009 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეათე ტურის პირველი მატჩი. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ლოკომოტივს”.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა კარნახით წარიმართა. ანგარიშის გახსნა ნიკოლოზ გელაშვილს, გიორგი ხიდეშელს, ჯაბა დვალსა და თორნიკე აფციაურს შეეძლოთ, მაგრამ, სტუმართა დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც ზესტაფონელებს მიეცათ რკინიგზელთა კარის აღების რამდენიმე შანსი. თავის გამოჩენა ისევ ნიკა გელაშვილს, ჯაბა დვალს, ორჯერ თორნიკე აფციაურს და შოთა გრიგალაშვილს შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ”ჯიუტად” არ შედიოდა თბილისელთა კარში.ის, რის გაკეთებაც მარგველთა შემტევებმა ვერ მოახერხეს, 70-ე წუთზე მცველმა გიორგი ონიანმა შეძლო - თორნიკე აფციაურის ჩამოწოდებულს მან მიმართულება ოდნავ შეუცვალა და ბურთი ლოკომოტივის კარის ბადეში გაახვია. მალევე ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს მართებდათ მეორე გოლის გატანა, მაგრამ ”ლოკომოტივის” მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ ბრწყინვალე რეაქციით ამ ეპიზოდშიც გამოიჩინა თავი. 81-ე წუთზე თორნიკე აფციაურის შორიდან გასროლილმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მასპინძელთა კარს. მატჩის ბოლო წუთზე გოლის გატანა ისევ შეეძლო ჯაბა დვალს, მაგრამ მისი დარტყმული ისევ ოდნავ ასცდა ქვილითაიას კარს. ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.

03/10/2009 - ”ლოკომოტივი” - ”ზესტაფონი” 0-1

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 ოქტომბერს შინ გამართავს. იმერულ დერბიში მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია ” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”ზესტაფონი” მასტერ-კლასს ატარებს.

2009 წლის 7 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელები, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი გეგუჩაძეს ხელმძღვანელობით, ატარებენ მასტერ-კლასს თემაზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტექნიკური მომზადება”.

მასტერ-კლასის ჩატარებაში გიორგი გეგუჩაძეს დაეხმარებიან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელები: ხვიჩა ქასრაშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე, ალექსანდრე ალექსეევი, მალხაზ ღონღაძე, თამაზ გაბრიჭიძე.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს 1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა მომზადების საკითხებზე ყველა დაინტერესებული პირის კვალიფიციურ ინფორმირებას. მასტერ-კლასი გაიმართება ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე (ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია) 7 ოქტომბერს 11:00 საათზე.

7 ოქტომბერს გასამართი სწავლების გარდა იგეგმება მასტერ-კლასის ჩატარება შემდეგ თემებზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტაქტიკური მომზადება”, ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადება” და ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მეკარეთა მომზადება”. ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მეცადინეობათა ჩატარების თარიღს გაცნობებთ მოგვიანებით.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2009 წლის 10 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ამხანაგური შეხვედრა. ზესტაფონელთა მოწინააღმდეგე გახლდათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი, სუმგაითის საფეხბურთო კლუბი ”სტანდარდი”.

შეხვედრა აზერბაიჯანულ გუნდთან თბილისში, ”ამერის” სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმერულ გუნდს სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებისა და ტრავმების გამო ერთბაშად 4 (!) გოლკიპერი აკლდა. ასეთ ვითარებაში გია გეგუჩაძემ ზესტაფონელთა კარის დაცვა გუნდში გასინჯვაზე მყოფ ახალგაზრდა მეკარე სოსო ორბელაძეს დაავალა. ამასთან, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული 6 ფეხბურთელის არყოფნას ირაკლი ძარიას ტრავმაც დაემატა და გუნდს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოუხდა სუმგაითელებთან პაექრობა.

ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ორბელაძე, ბენაშვილი, ონიანი, გორგიაშვილი (კაჭკაჭიშვილი, 46), ელიავა (ამაშუკელი, 58), ცხადაია (გეწაძე, 55), გრიგალაშვილი (მაკარიანი, 58), აფციაური (ჭანკოტაძე, 58), კორღალიძე (იონანიძე, 58), ნ. კვასხვაძე, დვალი (წინამძღვრიშვილი, 59).

თავად შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა - სტუმრები 16-ე წუთზე აგილ მამედოვის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, მაგრამ ზუსტად 2 წუთში ასეთივე სტანდარტული მდგომარეობიდან ჯაბა დვალმა ანგარიში გაჰქვითა. ქართველებს მართებდათ პირველივე ტაიმის სათავისოდ დასრულება, მაგრამ იმავე ჯაბა დვალმა, ლევამ კორღალიძემ და ნიკა კვასხვაძემ შერ გამოიყენეს სახიფათო მომენტები.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ - 49-ე წუთზე რიჩარდ რიკელმეს და 51-ეზე ფარიდ გულიევის ზუსტი თავურებით ანგარიში 1-3 გახდა. 55-59 წუთების ინტერვალში ზესტაფონელთა დამრიგებელმა ერთბაშად 6 ფეხბურთელი გამოცვალა და სწორედ ამის შემდეგ მოედანზე განვითარებული მოვლენები იმერლების კარნახით განვითარდა. 57-ე წუთზე ჯაბა დვალმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 63-ე წუთზე გიორგი ონიანმა მესამედ აიღო სუმგაითელთა კარი. ამის შემდეგ კი (76-ე და 83-ე წუთები) ”დუბლით” თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა. ბოლო წუთები საინტერესო იმითაც გახლდათ, რომ ორივე გუნდმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმები ვერ გამოიყენა - 82-ე წუთზე სოსო ორბელაძემ აგილ მამედოვის დარტყმა მოიგერია, ხოლო 85-ე წუთზე კი ზურაბ იონანიძემ წააგო ”დუელი” აზერბაიჯანელთა გოლკიპერ ანარ ნაზიმოვთან .

10/10/2009 - ”ზესტაფონი” - ”სტანდარდი” (სუმგაითი, აზერბაიჯანი) 5-3

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0