Sign in to follow this  
Followers 0

რუსული კლასიკური მუსიკა

22 posts in this topic

რა ფენომენია რუსული კლასიკა?

ერთის მხრივ ის არის ევროპული მუსიკის განშტოება, მეორეს მხრივ რაღაც ახალი და უცხო ევროპის მელოსისათვის და მუს. ენისთვის. ევროპის ახალი დიალექტი.

ორიენტალისტური ტენდენცია ევროპაში რუსული მუსიკით დაიწყო. რუსეთი ხომ უახლოეს აღმოსავლეთს წარმოადგენდა ევროპისათვის.

ამდენად, რუსული კლასიკა აბორიგენული მოვლენა არ გახლავთ რუსულ ნიადაგზე...

ამას ის ფაქტიც ემატება, რომ რუსული მუსიკის კლასიკოსები არც ერთი მათგანი არ გახლავთ წმინდად რუსული წარმოშობის, მიუხედავად ამისა მათ განახორციელეს ევროპეიზირებული რუსული სამშვინველის განბეჭდვა მუს.შედევრებში.

მიხაილ ივანოვიჩ გლინკა -რუს. კლასიკური მუსიკის ფუძემდებელი -წარმოშობით ჩეხი გახლდათ

ალექსანდრ დარგომიჟსკი, მოდესტ პეტროვიჩ მუსორგსკი, პიოტრ ილიჩ ჩაიკოვსკი წარმოშობით პოლონელები.

ალექსანდრ ბოროდინი -ქართველი

სერგეი რახმანინოვის (რახმან) წინაპრები ყირიმელი თათრები იყვნენ.

სერგეი პროკოფიევი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, იგორ სტრავინსკი -ებრაელები

ალექსანდრ სკრიაბინი მამით რუსი,დედით ასევე პოლონურ-პრუსიული გენეტიკით...

(რუსულ ლიტერატურაშიც ანალოგიური მდგომარეობაა, ვგონებ:) )

ამის მიუხედავად, მათ შექმნეს რუსული კლასიკის ფენომენი და გაამდიდრეს კლასიკური მუსიკის სამყარო სრულიად ახალი გრძნობებით, გამომსახველობით, იმ ყველაფრით რასაც მუსიკის ინტონაციური ენა ჰქვია.

რუსული მუსიკა და სიმფონიზმი კი ამით დაიწყო-

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გენიალურ რუსებად მე დავასახელებდი მუსორგსკის,ჩაიკოვსკის, რახმანინოვს, სკრიაბინს,შოსტაკოვიჩს.

ამ ადამიანებმა შექმნეს რუსული მუსიკის ინტონაციური ენა. ეს ენა და გამომსახველობითი არსენალი იმდენად უჩვეულო იყო ევროპისათვის, რომ გაოგნებულმა კლოდ დებიუსიმ (იმპრესიონისტი კომპოზიტორი) წამოიძახა-"მთელი ჩემი პელეასი (ოპერა "პელეასი და მელისანდა") მუსორგსკის ოპერა "ბორის გოდუნოვშია" გადმოცემულიო" მართლაც გენიალური. შესავალი მოვისმინოთ თუ მოვძებნი...ეს ის ნიადაგია საიდანაც დოსტოევსკის სკეფსისია და ტოლსტოის მორალური განცდის იდეა ამოიზარდა აგრეთვე...

არა კორონაციის აგრეთვე გენიალურ სცენა ვნახე. აქ ნახავთ ძალით მორეკილ უბედურ დამშეულ რუს ხალხს, ტახტის მემკვდრე პატარა ძმისშვილის მკვლელ თავადი ბორისის გამფებას,მის ხელდასხმას უწმინდეს სასულიერო პირთა მიერ...

(საცოდაო რუსეთო ახლაც ამ დღეში ხარ)

შალიაპინის შესრულებითკარგი იქნებოდა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

nata555

ვალსის მთელი სამყაროა რუსულ მუსიკაში. როგორ ხდება აქ მარტივ-გასართობი რომანტიული განწყობის ფსიქოლოგიზაცია, დრამატიზაცია და ტრაგიკულამდე მიყვანა, საოცარია როცა ისმენ ამას ჩაიკოვსკისთან, პროკოფიევთან. შოსტაკოვიჩთან ის უკვე ჯოჯოხეთურ სარკაზმად გადაიქცევა...

ყოფითობის სიტკბო და უდარდელობა თანდათან როგორ ფხიზლდება და როგორ იძარცვება ყოფითობის სამოსელისა და ფერ-ხორცისაგან მისი ჩონჩხის ამაზრზენი სახე...

აქ გადმოვიტან კლასიკიდან ვალსების მთელ ამ გამას+შოსტაკოვიჩს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

და ისევ გენიალურ ბორისს მინდა მივუბრუნდე...

მუსორგსკი ჩემი უსაყვარლესი ადამიანია, საოცარი კომპოზიტორი, ნამდვილი რუსული სულის გამამხელელი...

რუსეთის სულის ხსნა მხოლოდ სულიერებას შეუძლია. მუსორგსკის ოპერა საოცარი წინასწარმეტყველებაა.

მკვლელობა მართალია დაიმალა, მაგრამ ის გაეცხადა ხელდასხმულს,ბერს, რომელიც საჯაროდ ამხელს. მკვლელი და მკვლელობის გზით მოსული არ შეიძლება იდგეს ერის წარმმართველად. მეფე ბორისს ეწყება კოშმარული ხილვები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

gorgasali:)

არაჩვეულებრივი თემაა ;)

როდესაც მუსიკაზე ''დავდიოდი'' (და არა ვსწავლობდი :P ) ასეთი რამ არცერთ მუსიკის მასწავლებელს არ დაუნახებია ჩემთვის, უბრალოდ მასწავლეს ნოტების ცნობა და კლავიშები რომელი სად იყო...

გენიალურია კლასიკური მუსიკა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ თემას რუსული კლასიკა რო დავაწერო არა>?

რუსული კლასიკური მუსიკა? რატომაც არა:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოო მოვედი.რა ხდება ანუ,რახმანინოვს ვაღმერთებ,ეგეთი კომპოზიტორი რავი,გინდაც პიანისტი,არადა ბავშვობასი მუსიკალურიდან გამორცხეს უნიჭო ხარო :D:D

სკრიაბინიც ძალიან მიყვარს,ბევრ ეტიუდს ვუკრავდი სკრიაბინისას თავის დროზე,და მართლა რაღაც განსაკუთრებული შემოქმედება აქვს ამ 2 კომპოზიტორს.ბევრი რაღაც უგავს ერთმანეთს,თუმცა განსხვავებებიც არის.ჩაიკოსვკიც ძალიან მიყვარს,ნუ ვალსები და ბალეტები ნაკლებად,მარა კონცერტები კი მაგრად მევასება.ნუ შოტაკოვიჩი და მუსორსგკი ასევე ძალიან ძლიერები,გენიალურები იყვნენ.

მაგრამ გენიოსებში ალბათ სერგეი პროკოფიევი გამოგრჩა,ნუ შეიძლება არ თვლი არ ვიცი,მე დიდ გენიოსად მიმაჩნია,და მითუმეტეს რუს კომპოზიტორებს შორის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
0

Share this post


Link to post
Share on other sites

<object width="445" height="364"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="445" height="364"></embed></object>

კაცობრიობა გადის საბრძოლო მზადებათა რიგს. ის ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისათვის.

და ეს ბრძოლა თითოეულ ადამიანს შეეხება და მოუწევს.

არავინ არ გადაურჩება ამ ბრძოლაში მონაწილეობას.

Edited by gorgasali:)
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ კონცერტზე მაჟრიალებს :rolleyes: და საერთოდ რახმანინოვზე :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მუსორგსკის,ჩაიკოვსკის, რახმანინოვს, სკრიაბინს,შოსტაკოვიჩს.

სტრავინსკი და პროკოფივი...წადით ეხლა და მოუსმინეთ..

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძნელია განიცადო ამაზე დიდი სევდა, ვიდრე ამ კონცერტშია :unsure:

მაგრამ მე რატომღაც საოცრად მესმის მისი

http://www.youtube.com/watch?v=bAK2J05Vmhc

0

Share this post


Link to post
Share on other sites

<object width="425" height="344"><param name="movie" value="

name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="
type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0