Sign in to follow this  
Followers 0

ვირთხების რბოლა

21 posts in this topic

http://ratrace.ge/?page_id=6

კულტურულ-შემეცნებითი ვირთხების რბოლა წარმოადგენს ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ, სპორტულ ღონისძიებას.

სახელი მომდინარეობს ბრიტანული იდიომატური გამოთქმისგან “Rat Race” (“ვირთხების რბოლა“), რაც ნიშნავს იმას,

რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ერთმანეთს ეჯიბრება ერთი პუნქტიდან მეორემდე ჩასასვლელად ნებისმიერი საშუალებით.

ეს გამოთქმა ძალიან პოპულარულია ინგლისურ ენაში, ხოლო ქართველებისთვის

უფრო მეტად ცნობილი გახდა ამავე სახელწოდების ფილმისგან.

მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში არია ახალგაზრდული Ratrace კლუბები,

რომლებიც აწყობენ მსგავს ახალგაზრდულ სპორტულ ღონისძიებებს.

საქართველოში პირველად მსგავსი რბოლა განხორციელდა 2009 წლის ივლისში, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში

აქამდე ჩატარებული ღონისძიებებისგან, ჩვენ ამ შეჯიბრს მივეცით კულტურულ-შემეცნებითი ელფერი, რაც იმას გულისხმობს,

რომ ჩვენ მიერ ჩატარებული „ვირთხების რბოლა“ არ წარმოადგენდა მხოლოდ ერთი პუნქტიდან მეორემდე ნებისმიერი საშუალებით ჩაღწევას,

არამედ რბოლის მთელი დროის განმავლობაში მონაწილე გუნდებს უნდა მოენახულებინათ

ქართული კულტურული ძეგლები და ამ გზით შეეგროვებინათ ქულები.

პირველი რბოლა მოიცავდა მარშრუტს სიღნაღიდან ბათუმამდე.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ გადავწყვიტეთ, კიდევ ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პროექტი წარმოადგენს რბოლას ლაგოდეხის ნაკრძალიდან ბათუმამდე.

მასში მონაწილეობას მიიღებს ორი წევრისგან შემდგარი მინიმუმ 15 გუნდი

(გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა).

გუნდებს ექნებათ ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა

(კარავი, საძილე ტომრები, პარალონები, სამგზავრო ჩანთები, რუკები).

თითოეულ ადამიანს თან ექნება საკვებისა და ფულის

საარსებოდ აუცილებელი მინიმალური რაოდენობა.

გუნდები შეეცდებიან დანიშნულების პუნქტამდე ჩააღწიონ ყველა საშუალებით (ავტოსტოპით, ფეხით).

გამარჯვებულად გამოცხადდება ის გუნდი,

რომელსაც ექნება ქულების მაქსიმალური რაოდენობა.

ქულების მოგროვებას გუნდები შეძლებენ კულტურული ძეგლების მონახულებით,

რომელთა სია გადაეცემათ რბოლის დაწყების წინ და

თითოეულ ძეგლს განსაზღვრული ქულა ექნება მინიჭებული.

ძეგლების მონახულების დამადასტურებელი საბუთი იქნება ფოტოსურათები,

რომლებსაც მონაწილეები გადაიღებენ კონკრეტულ ძეგლთან.

ამ ფოტოსურათებში მათ აუცილებლად უნდა ეცვათ რბოლის მაისურები.

იმისათვის, რომ არ დაირღვეს რბოლის საერთო მარშრუტი,

გარკვეული ძეგლების მონახულება იქნება სავალდებულო.

ასევე განსაზღვრული იქნება იმ ავტომობილების მინიმალური რაოდენობა,

რომლებითაც უნდა იმგზავროს გუნდმა საბოლოო დანიშნულების

პუნქტამდე, რისი დადასტურებაც ასევე მოხდება ფოტოსურათებით.

ქულების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოაგროვოს

გუნდმა ძეგლების მონახულებით შეადგენს 180.

გარდა ამისა, საბოლოო პუნქტამდე პირველად ჩასული გუნდი

მოიპოვებს 20 ქულას, მეორე - 15, მესამე - 10.

ყველა გუნდი ვალდებულია ბათუმამდე ჩააღწიოს არაუგვიანეს 7 დღე-ღამისა,

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქულები განულდება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რბოლის ჩატარების დრო:

18 – 25 სექტემბერი 2009

რბოლის ჩატარების ადგილი:

რბოლა მოიცავს მარშრუტს – ლაგოდეხი-ბათუმი

რბოლის სავარაუდო მარშუტი:

(სავარაუდო, რადგან რბოლის მონაწილეებს თავად შეეძლებათ

მათთვის ყველაზე სასურველი და ხელსაყრელი მარშრუტის შედგენა)

ლაგოდეხი - ახალსოფელი - ყვარელი - გრემი - თელავი -

ახმეტა - თიანეთი - ჟინვალი - ნატახტარი - მუხრანი -

ქსანი - იგოეთი - გორი - აგარა - გომი - ალი - საჩხერე -

ჭიათურა - ზესტაფონი - ქუთაისი - სამტრედია - ვანი -

ლანჩხუთი - გრიგოლეთი - ციხისძირი - ბათუმი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რბოლაში სამონაწილეო გადასახადი თითოეული მონაწილისათვის შეადგენს 25 ლარს.

მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აბა რას იტყვით, არ გაუშვათ ჩვენი ქალაქიდან ერთი გუნდი?

თუ მსურველები იქნებიან მემგონი ადმინისტრაცია თანახმა იქნება თავად დავაფინანსოთ მონაწილეები ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა რას იტყვით, არ გაუშვათ ჩვენი ქალაქიდან ერთი გუნდი?

აუ, რატო არ მცალია ტო, უეჭველი წავიდოდი და ვისთან ერთადაც წავიდოდი ეგეც ვიცი უკვე :D

თუ მსურველები იქნებიან მემგონი ადმინისტრაცია თანახმა იქნება თავად დავაფინანსოთ მონაწილეები

ამის პრობლემა არ იქნება, დავაფინანსებთ. თბილისოს რამოდენიმე მაისურს გავატანთ და ჰაიდა მოსიარულე რეკლამა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შვებულებს ხო არ ავიღო ვფიქრობ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Beq@

შვებულებს ხო არ ავიღო ვფიქრობ

მეეც :) არა და ორი დღის გამოსული ვარ შვებულებიდან :) მაგრამ ათი ლარი და 10 დღიანი ბიულეტინს მივირტყამ :)

ეჰ :( ეს FG_ს ტურნირი არ მიშლიდეს ხელს, აქ წასვლას ვინ დამასწრებდა :(

ჰა ეხლა ორი კაცი, ჩავაცვით მაიკები და გაუშვათ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ILI-100

როდის იწყება?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რბოლის ჩატარების დრო:

18 – 25 სექტემბერი 2009

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ ტო რა გიჟობაა, მინდააა, ჰა აბა ვინ უნა გუნდში ჩემთან ერთად?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

georg-ia

ვის ენდომება ეხლა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მინდა მონაწილეობა ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მარტო 1 გუნდს ვუშვებთ თბილისოდან?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

damtxveuli

რატომ ერთი? უბრალოდ ცოტა გაუგებრადაა ახსნილი საიტზე და მივწერე გუშინ და გვიპასუხებენ და ყველაფერი რო გვეცოდინება გადავწყვიტოთ, ანუ ერთგან წერია გუნდს ექნბეა ეს და ესო მეორეგან წერია უნდა ქონდესო და ეგაა საინტერესო აძლევენ გუნდებს აღჭურვილობას თუ თავად გუნდები შოულობენ, და კიდე რაღაცეები რა ეს მანქანის გამოცვლა როგორ ხდება და რაღაც.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

georg-ia

არ გიპასუხეს?

ან რეგისტრაცია უკვე გვიანი ხო არაა ნეტა :შ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე ვღებულობ ამაში მონაწილეობას მამენტ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესეთი რამე კიდე არ ჩატარდება?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როდის იქნება შემდეგი ,,რბოლა"?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
და როდის იყო რომ პირველი? მე ვერ მოვესწარი და არ ვიცი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0