Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

422 posts in this topic

მოვიდნენ ჩვენი წარგზავნილები შეხვედრაზე და იქაური ემოციები გაგვიზიარონ, ასევე ფოტოებიც გვანახეთ თორემ გავგიჟდები : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გუშინდელ შეხვედრაში ზაზამ ორმაგი დუბლი შეასრულა29 წუთში, 21 ქულა და 12 მოხსნა, ასევე ორმაგი დუბლი შეასრლა სანიკიძემ 37 ჭუთში 17 ქულა და 13 მოხსნა. ასევე გამოსარჩვია ტაირონ ელისის სამი სამწულიანის ჩაგდება, 4 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაწრა და 2 დაფარება, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, საბოლოო ჯამში მან 13 ქულას მოუყარა თავი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ მაგრად გამიხარდა ჩვენების წარმატება წასვლა მინდოდა მაგრამ ბილეთები გაყიდული დამხვდა და ტელევიზორიდან დავკმაყოფილდი :D სამაგიეროდ სახლი ავიკლე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ მაგრად დამევასა კოკოშკოვი, მისნაირი დონის მწვრთნელი ნაკრებს ჯერ არ ყოლია, ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა მჭვრთნელმა, ის ნაღდად გამორჩეულია გუნდში, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში რომ გუნდმა ასეთი შეხვედრები ჩაატარა. ბრავო ბატონო იგორ. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბელარუსს თუ გავცდით გადავდივართ ხო ა დივიზიონში?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გადაუვლიან ბელარუსს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გასვლაზე თუ მოვიგეთ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ არც მცირე სხვაობით წაგება იქნება კატასტროფული შედეგი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქართველოში კალათბურთი ნომერ მეორე სახეობაა, ამ სპორტის სახეობაში ძალიან ბევრი სასახელო სპორცმენი ყოლია ქართულ სკოლას, დერიგინი, კაპუსტინი, ქორქიები, მოსეშვილი და კიდევ ბევრი სხვა.
მონტე აქ საკანდელიძე ჩაამატე, ისე არაფერი გამოვა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბელარუსს არ ყავს იმ დონის ნაკრები, რომ ორი მატჩის ჯამში 20-25 ქულაზე ახლოს მოვიდნენ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გეთანხმები,შვედებზე სუსტებია რიან,იმედია გავალთ შემდეგ ეტაპზე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გუშინ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბელარუსისას და საქართველოს ნაკრებებს შორის მოგილიოვში გასამართი მატჩი �პირველი არხის� პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. ფიბა-ს მითითებით, ეს თამაში თბილისის დროით 21:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, რაც კალათბურთის გულშემატკივრებს საქართველო-იტალიის საფეხბურთო მატჩის სრულად ხილვის საშუალებას არ მისცემდა.

...მაგრამ აი, მხარეთა შეთანხმებით საკალათბურთო მატჩის დაწყების დრომ ორი საათით გადმოიწია და როგორც ვთქვით, ჩვენი გუნდის თამაშის ცქერა 19:30 საათიდან შეგეძლებათ. იმედია, შაბათს ორივე მატჩი ჩვენთვის სასიამოვნო სანახავი იქნება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

orthodox

ხო და მაგას რა ჯობია ;)

წავიდეთ 7_ზე სპორტ კაფეში ბიჭებო, მერე იქედან ეგრევე გავიჩითოთ დინამოზე ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Adza

საკანდელიძე

მექანიკურად გამომრჩა, მართლა მაგარი იყო მინახავს ფრააგმენტები სმწუხაროდ თავდან ბოლომდე მისი შეხვედრბის ყურების საშუალება არ მომცემია.

ვერც კალათბურთს უყურებ 5-ში და ვერც ფეხბურთს :შ :შ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბელარუსთან თამაშს დინამოს ტაბლოზე ანახებენ თუ არა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

ბელარუსთან თამაშს დინამოს ტაბლოზე ანახებენ თუ არა?

:blink: :blink: :blink:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ღამის სამ საათზე საქართველოს ნაკრები ბელარუსში გაფრინდა. ჩვენი კალათბურთელები დღეს მოგილიოვის დარბაზს გაუშინაურდებიან, ხვალ კი, 19:30 საათზე პირველ საპლეიოფო მატჩში ბელარუსებს დაუპირისპირდებიან.

ჩრდილო-დასავლეთისკენ გაფრენამდე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში გამართა. პირველი, რაც წვრთნისას თვალში გვეცა, კალათბურთელთა ხალისიანი განწყობა იყო. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: მათ ხომ 26 აგვისტოს უამრავი ქართველი გაახარეს, დაამარცხეს ქვედა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი შვედეთი და სწორედ ამის წყალობით საკუთარი შესაძლებლობებისა ბოლომდე ირწმუნეს. თითოეული კალათბურთელი ბელარუსში ხალისიანად და იმედიანად გაემგზავრა.

ვარჯიშის დასაწყისი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, ამიტომ ძნელი სათქმელია, მწვრთნელმა რა კომპონენტებზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ფაქტია, რომ როგორც აქამდე, შეგირდები გუშინაც ბოლომდე გამოწურა. ვერ ვიტყვით, დაღლილობის გამო, თუმცა ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელები სათადარიგოთა სკამზე მსხდარნი ცდილობდნენ ბურთის კალათში მოთავსებას. ამ შეჯიბრებამ მოთამაშეებიც გაახალისა და დამსწრე საზოგადოებაც...

მედიისთვის პირველმა ვიქტორ სანიკიძემ მოიცალა:

- A დივიზიონთან ასე ახლოს ჯერ არ ვყოფილვართ. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება. ბელარუსში საბრძოლო განწყობით მივემგზავრებით, კარგად ვართ მომზადებულნი. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ვნახეთ ბელარუსის ამხანაგური შეხვედრა ჩერნოგორიასთან. იმ მატჩში ბელარუსმა კარგი კალათბურთი აჩვენა და ოვერტაიმში წააგო. ჩვენც სათანადოდ კონცენტრირება გვმართებს.

კალათბურთელთა უმეტესობა ვარჯიშის შემდგომი ინტერვიუებისას სწორედ ბელარუს-ჩერნოგორიის მატჩს იხსენებდა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა შეგირდებთან ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ბელარუსის ჩერნოგორიასთან მატჩზე გაამახვილა, რათა კალათბურთელებისთვის ეჩვენებინა, რომ მეტოქე სერიოზული ძალაა. რეალურად რა შესაძლებლობების გუნდია ბელარუსი, შაბათს გამოჩნდება. მანამდე ნაკრების უკანახაზელ ლაშა გამყრელიძეს მოვუსმინოთ:

- ვფიქრობ, შაბათს ფსიქოლოგიური ფაქტორი ბევრს გადაწყვეტს. ჩვენ ფსიქოლოგიურადაც კარგად ვართ მომზადებულნი და ფიზიკურადაც. ამ კვირაში ერთი დღე დავისვენეთ. პირველი შეხვედრის ჩატარება სტუმრად გვიწევს. ამიტომ მძიმე ბრძოლა გველის. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც 9 სექტემბერს თბილისში გადაწყდება. ვიმედოვნებ, რომ სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება.

გულშემატკივართა ფაქტორზე კოტე ტუღუშმაც ისაუბრა:

- გულშემატკივრის თანადგომა ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ბელარუსთან ორ მატჩზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გულშემატკივარს დავპირდებით, რომ შაბათს მეტოქეს არაფერს დავუთმობთ. თუმცა მძიმე ბრძოლა გველის...

ვლადიმერ ბოისა ნაკრებში ტაირონ ელისის შემდეგ ყველაზე გამოცდილია. მას 2001 წელს ბელარუსში ერთხელ უკვე უთამაშია:

- აგვისტოში ოთხი თამაში თბილისში ჩავატარეთ. საშინაო და საგარეო შეხვედრები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გასვლით მატჩზე გადაწყობა იოლი არ იქნება, თუმცა ყველაფრისთვის ვემზადებით და ვეცდებით, ქართველ ქომაგს იმედები არ გავუცრუოთ. თუ ჩვენი თამაში ვუჩვენეთ, ბელარუსში დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეიძლება. ასეთ შედეგში კი გამარჯვება ან მცირე სხვაობით მარცხი იგულისხმება. იმ სხვაობით, რომლის გაბათილება თბილისში შესაძლებელი იქნება.

ტაირონ ელისს შვედეთთან მატჩის ემოციები ჯერაც არ განელებოდა:

- 26 აგვისტოს გადაჭედილი ტრიბუნების ხილვა საოცარი სანახავი იყო. ასეთმა გულშემატკივრობამ დიდი ენერგიით აგვავსო. ბელარუსში მსგავსი ატმოსფერო არ იქნება, თუმცა ჩვენ არაფერს დავიშურებთ წარმატების მისაღწევად. საქმე სერიოზულ მეტოქესთან გვაქვს � ბელარუსმა ხომ ორი წლის განმავლობაში ერთადერთი მატჩი წააგო. მძიმე ვარჯიშები გვქონდა, კარგად მოვემზადეთ და, თუ გუნდური კალათბურთი ვითამაშეთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.

გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ვირუსის გამო სიცხეები ჰქონდა და რამდენიმე დღით საწვრთნელ პროცესს იყო მოწყვეტილი:

- თავს კარგად ვგრძნობ. უკვე ჩვეულ რიტმში ვარ. მართალია, სამი დღე ვერ ვივარჯიშე, ცოტა სისუსტესაც ვგრძნობ, მაგრამ თვენახევარია, ნაკრებთან ერთად ვემზადები და ფორმიდან ნამდვილად არ ამოვვარდნილვარ.

გასახდელიდან ყველაზე ბოლოს ზაზა ფაჩულია გამოვიდა. ეს არცაა გასაკვირი, იგი ხომ ნაკრების კაპიტანია. მას NBA-ს პლეი ოფში თამაშის გამოცდილება აქვს. ზაზას �ატლანტა� ბოლო ორი წელიწადია რეგულარული ეტაპის ბარიერს იოლად ძლევს და პლეი ოფში კარგ კალათბურთს უჩვენებს:

- ამერიკაში ბოლო ორი სეზონია, პლეი ოფებში ვთამაშობ. როგორც წესი, ამ ეტაპზე თამაშს ერთი-ორად ვაუმჯობესებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების შემთხვევაშიც ასე იქნება. თუმცა ბელარუსთან შეხვედრებს უბრალოდ პლეი ოფს ვერ დავარქმევ, ეს ფინალია, სადაც ერთი შეცდომაც ძვირად ფასობს და ერთი ჩაგდებული ბურთიც. საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი უამრავ ნიუანსზეა დამოკიდებული. ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

orthodox

ანახებენ ანჰახებენ, რამ დაგაბლინკა :D :D

ვინც ადრე მივა დიდ ეკრანზე შეეძლება კალათბურთის ყურება : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რამ დაგაბლინკა

:D

ვინც ადრე მივა დიდ ეკრანზე შეეძლება კალათბურთის ყურება : )

პირიქით ექნათ. ჯერ ფეხბურთი ყოფილიყო, მერე კალათბურთი, თორე იტალიასთან რომ ხასიათი გამიფუჭდება ვიცი და მერე კალათბურთზე ცოტა გამოვისწორებდი განწყობას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არა რა პირიქით, 8ის ნახევარზე იწყება კალათბურთი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩვენ გავიმარჯვებთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩვენ გავიმარჯვებთ

შენნაირ მშვენიერ გოგოს, რომ არ დაუჯეროს კალათბურთის ნაკრებმა და არ მოიგოს, სირცხვილია :blush:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გმადლობ :12:

მართლა კარგად თამაშობენ :) We are the champions

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მართლა კარგად თამაშობენ

გეთანხმები, რაღაც მინუსები არის, მაგრამ ახალგაზრდებს რასაც ვუყურებ ძალიან კარგი და ნიჭიერი ხალხი მოდის, ჩვენ კალათბურთში მომავალი გვაქვს, განსხვავებით "იმისგან" (სახელსა და გვარს არ დავასახელებ :D)

P. S. არაფრის :e:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო

შენც არ უყურო ფეხბურთს და ეგ არის, მარტო იტალის ფეხბურთEლებს რომ ექნება ბურთი მაშინ გახედე ხოლმე. როგორ მინდოდა კალათბურთის ყურება რაა. . .

blaaah

ბასკეთ თუ ფოთ ბოლში?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0