Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

422 posts in this topic

diletanti

მარა შვედებთან თუ წავაგეთ, მე-2 ადგილზე გავდივართ ჯგუფში და მონტენეგროს შევხვდებით

უკვე გადაწყვეტილია, რომ საუკეთესო მეორეადგილოსანი და შესაბამისად ფელი-ოფში მეოთხე გუნდი, ჩვენს ჯგუფს ეყოლება..

აააა ეგ არ გამაგონო, აუცილებლად უნდა მოვიგოთ !!!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ILI-100

როდის ჩამოდიხარ ქუთაისიდან? არ წამოხვალ თამაშზე? :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ILI-100

როდის ჩამოდიხარ ქუთაისიდან? არ წამოხვალ თამაშზე? :P

ზეგ ვანში მივდივარ, მარიამობის დღესასწაულს გავატარებ სოფელში და 29-30_ში წამოვალ

მოკლედ მომიწევს იმერეთიდან უგულშემატკივრო ჩვენს ნაკრებს ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვისაც სურს წამოვიდეს ხვალ და თბილისოელებმა ერთად ვუგულშემატკივროთ

იხილეთ თემა - http://tbiliso.ge/index.php?showtopic=4666

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ლელო "

# 200

26 აგვისტო, ოთხშაბათი, 2009 წელი

ნაკრები პატრიარქმა დალოცა

ვაჟა სიმონიშვილი

შვედეთის ნაკრებთან გადამწყვეტი შეხვედრის წინ ეროვნული ნაკრების წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო. მან კალათბურთელები, მწვრთნელები და ფედერაციის წარმომადგენლები დალოცა და ავტობიოგრაფიული წიგნი, �მზიანი ღამე� უსახსოვრა. ამასთან, მან ნაკრების მდგომარეობა და სატურნირო სიტუაცია გამოიკითხა...

ახლა ორიოდე სიტყვით დღევანდელ მატჩზე შევჩერდეთ. მწვრთნელთა თქმით, საქართველოს ნაკრები შვედეთთან საპაექროდ მზადაა. ყველა კალათბურთელი სათანადოდ აცნობიერებს ამ შეხვედრის მნიშვნელობას და, იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვეული თამაში გამოგვივა.

გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს ახალგაზრდა მეფარე ნიკა მეტრეველი, რომელიც მოწამლული იყო. მანუჩარ მარკოიშვილი ნაკრებს დროებით მოსწყდა და იტალიაში წავიდა, სადაც ახალ კლუბ �კანტუში� სამედიცინო შემოწმებას გადის. იგი შეკრების პირველი დღიდან ეროვნულის შეკრებაზე იყო, მაგრამ კოჭის ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა. რადგან ცნობილი გახდა, რომ ტრავმის მიზეზით გუნდს შვედეთთანაც ვერ დაეხმარებოდა, მანუ იტალიაში ამიტომაც წავიდა. იმედი დავიტოვოთ, რომ მანუჩარი მოედანზე პლეი ოფებისას მაინც გამოვა.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს უნდა გადავუაროტ შვედებს, 15 ქულით მოვიგებთ

პლეი ოფები როდისაა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

პლეიოფები 5 და 9 სექტემბერს გაიმართება. იმედია ბელარუსთან თან დღეს თუ მოვიგებთ პირველი გასვლაზე გვექნება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ლელო "

# 200

26 აგვისტო, ოთხშაბათი, 2009 წელი

შვედეთი, საქართველო, ჩერნოგორია და ბელარუსი: ვინ ვის...

ვაჟა სიმონიშვილი

22 აგვისტოს ჰოლანდიამ ისლანდიაში წააგო და სამი მარცხი მოუგროვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს შვედეთთან წაგების შემთხვევაშიც (2 მარცხი ექნება) ვერავინ წაართმევს ნახევარფინალის საგზურს. ასე რომ, მეტი აქტუალურობა შეიძინა პლეი ოფში გუნდების დაწყვილების პრინციპმა.

მომდევნო ეტაპზე სამი ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. ამ ნაკრებების ვინაობა უკვე ცნობილია: ჩერნოგორია, ბელარუსი, საქართველო და შვედეთი. დღევანდელმა თბილისურმა მატჩმა უნდა გაარკვიოს, ჩვენს ჯგუფში პირველი საქართველო იქნება თუ შვედეთი. ახლა გადავხედოთ სატურნირო მდგომარეობებს და დახარისხების პრინციპზე შემდეგ ვილაპარაკოთ.

A ჯგუფი

26 აგვისტო

ჰოლანდია-დანია

ჩერნოგორია-ისლანდია

29 აგვისტო

დანია-ჩერნოგორია

ისლანდია-ავსტრია

B ჯგუფი

26 აგვისტო

ალბანეთი-ბელარუსი

შვეიცარია-რუმინეთი

29 აგვისტო

ბელარუსი-კვიპროსი

რუმინეთი-ალბანეთი

26 აგვისტო

19:00 საქართველო-შვედეთი

ლუქსემბურგი-სლოვაკეთი

29 აგვისტო

სლოვაკეთი-ირლანდია

შვედეთი-ლუქსემბურგი

25 აგვისტოს მონაცემებით, საპლეიოფო გუნდებს შორის ასეთი თანაფარდობაა: საქართველო � 13 ქულა (+179), ჩერნოგორია � 12 ქულა (+128), შვედეთი � 12 ქულა (+89), ბელარუსი � 11 ქულა (+66).

ქართველებს ცამეტი ქულა იმიტომ გვაქვს, რომ დანარჩენ სამზე ერთით მეტი მატჩი ჩავატარეთ.

თუ დღეს მოვიგეთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩვენ, შვედეთსა და ბელარუსს საბოლოოდ თანაბარი ქულები მოგვიგროვდეს (15-15). ასეთ შემთხვევაში, დანაწილებისას მნიშვნელობა მიენიჭება ჩაგდებულ-მიღებული ბურთების სხვაობას. სადღეისოდ შვედებს +90 ქულით ვუსწრებთ. თუ თბილისში 1-ქულიანი ფორით დავამარცხეთ, ჯგუფში მეორე ადგილს დავიკავებთ (სტუმრად ხომ 59:61 წავაგეთ), სამაგიეროდ, სკანდინავიელებს 29 აგვისტოს ლუქსემბურგის 93-ქულიანი უპირატესობით ძლევა დასჭირდებათ, რათა საპლეიოფო კლასიფიკაციაში ჩვენ გაგვისწრონ და ჩერნოგორიას ასცდნენ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შვედეთი რაც შეიძლება მეტი ფორით ვძლიოთ.

ჩვენების მიერ შვედეთის დამარცხების შემთხვევაში, თუ სხვა ნახევარფინალისტებმა დარჩენილი ორ-ორი მატჩი მოიგეს, ასეთი სურათი გვექნება: ჩერნოგორია � 16 ქულა, საქართველო � 15, შვედეთი � 15, ბელარუსი � 15. თუ შვედეთმა ლუქსემბურგს სასურველი სხვაობით ვერ მოუგო, მაშინ ბურთების უკეთესი შეფარდება საქართველოს აღმოაჩნდება, შემდეგ შვედეთს და ბელარუსს.

წესით, პირველი მეოთხეს ეთამაშება, მეორე � მესამეს. თუმცა, თუ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები კლასიფიკაციაში პირველ-მეოთხე ან მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ, ფიბა-ს გადაწყვეტილებით, პირველი მესამეს გაეჯიბრება, მეორე � მეოთხეს.

მოკლედ, თუ ვიკინგებს კლასიფიკაციაში გავასწარით, პლეი ოფში ბელარუსს ვხვდებით. თანაც მოედნის უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება - მეორე შეხვედრას თბილისში გავმართავთ.

თუ დღეს წავაგეთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ჩერნოგორია � 16 ქულა, შვედეთი � 16, ბელარუსი � 15, საქართველო � 14. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩერნოგორიას ვხვდებით, შვედეთი - ბელარუსს.

დახარისხებისას პირველ-მეორეადგილოსნები ფლეი ოფის პირველ მატჩს (5 სექტემბერს) სტუმრად გამართავენ, განმეორებითს (9 სექტემბერს) � შინ.

ნახევარფინალის გამარჯვებული ორი ბედნიერი გაისად A დივიზიონში ითამაშებს.

ვფიქრობთ, ერთობ ჩახლართულ სქემებში მეტ-ნაკლებად კარგად გაგარკვიეთ...

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites
5 და 9 სექტემბერს

ვახ ვახ ვახ, 5ში ორ სახეობაში გაგვახარებს ჩვენი ნაკრები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს მოვიგებთ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

, 5ში ორ სახეობაში გაგვახარებს ჩვენი ნაკრები

ერთში 100 % დარწმუნებული ვარ რომ გაგვახარებს, აი მეორეში კი................

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან მინდოდა დღეს წასვლა, მაგრამ ბილეთები აღარაა სამწუხაროდ :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

orthodox

ბილეთები უკვე გუშინ მთავრდებოდა შუადღეს ძალიან ცოტა ბილეთი იყო დარჩენილი 3,4,13 და 15 იარუსები.

კარგი სანახაობა იქნება დღეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

41-35 პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, ჩვენები ცოტას რომ არ ნერვიულობდნენ კარგია მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ვენი ნაკრები. განსაკუთრებით სანიკიძეს გამოვარჩევდი კრგი ვეჟოა : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შეიძლება ვცდები, მაგრამ ცენტრად შერმადინი უფრო მომწონს, ვიდრე ფაჩულია :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოვიგეეეეეთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

82:72

10 ქულა დავაფიქსირეთ როგორც იქნა ამ თამაშში :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

9 სექტემბერს კიდე ასეთი ლამაზი თამაში უნდა ჩავატაროთ!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარი იყო ბოლო წუთები კიარადა მთლიანად თამაში :24: :24: :24:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მთელი თამაში ომი იყო, დიდი სიამოვნება მივიღე აი ეს არის თამაში, რასაც ქვია, სული და გული ჩადეს ბიჭებმა დიდიმადლობა ყველას კოკოშკოვით დაწყებული შენგელიათი დამთავრებული, ყველა გულშემატკივარს რომელიც მივიდა სასახლეში და რომელიც გულით მხარს უწერდა ჩვენს ბიწებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბოლოს ვუყურე.. კაი იყო.. : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი იყო.

ყველას მადლობა. მწვრთნელსაც, ჩვენ ბიჭებსაც და გულშემატკივრებსაც, რომლებმაც ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბოლო წუთებში ზაზამ ის ხასიათის სიმტკიცე გამოამჟღავნა რაც ნაკრების ლიდერს და კაპიტანს ეკუთვნოდა, ზალიან მაგარი შეხვედრა ჩაატარა სანიკიძემ, და მთლიანად გუნდმა, კარგი შეხვედრა იყო აი სულით და გულით ჩავერტე შეხვედრაში მარტო დავხტოდი უფროსის კაბინეტში, კარგად ვიხალისე.

მადლობა დიიიიდიიიიიიი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბოლო წუთებში ზაზამ ის ხასიათის სიმტკიცე გამოამჟღავნა რაც ნაკრების ლიდერს და კაპიტანს ეკუთვნოდა

+1

აშკარად გამოცდილია ასეთ სიტუაციებში :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0