Sign in to follow this  
Followers 0

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

422 posts in this topic

d1f46be1bbd8.gif

საქართველოში კალათბურთი ნომერ მეორე სახეობაა, ამ სპორტის სახეობაში ძალიან ბევრი სასახელო სპორცმენი ყოლია ქართულ სკოლას, დერიგინი, კაპუსტინი, ქორქიები, მოსეშვილი და კიდევ ბევრი სხვა. ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი გუნდი ყავს ეხლაც, თითქმის ყველა კალათბურთელი კლუბებში წარმატებით ასპარეზობს, ჩვენს ამიტომ დიდი იმედი გვაქვს რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონიდან A დივიზიონში აღზევდბა, ამის კარგი შანსი აქვთ ქართველ კალათბურთელებს. მაგრამ მთავარია შანს როგორ გამოვიყენებთ, ადრეც ძალიან კარგი კონტიგენტი იყო შეკრებილი მაგრამ საუბედუროდ მაღალი კლასის მწვრთნელი არ გვყავდა, ეხლა ეს პრობლემაც მოხსნილია და ვნაოთ რა შედეგს მოიტანს ჩვენი გუნდისთვის აგვისტოს შეხვედრები. მოკლედ აქ ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. ჩვენს ნაკრებში ორი ნატურალიზირებული კალადბურთელიც ირიცხებოდა(ერთი ეხლაც არის) შემონდ ვილიამსის და ტაირონ ელისის სახით.

მწვრთნელი:

იგორ კოკოშკოვი 17.12.1971 წელი.

643272d72f2f.jpg

გამთამაშებელი: გიორგი ცინცაძე 7.2.1986 წელი

გამთამაშებელი: ლაშა გამყრელიძე 4.2.1986 წელი

უკანახაზელი: ანატოლი ბოისა 9.9.1983 წელი.

უკანახაზელი: კოტე ტუღუში 3.6.1984 წელი.

უკანახაზელი: ტაირონ ელისი 5.10.1977 წელი.

ფორვარდი: ნიკა ცქიტიშვილი 14.4.1983 წელი.

ფორვარდი: ვლადიმერ ბოისა 4.7.1981 წელი.

ფორვარდი: მანუჩარ მარკოიშვილი 17.11.1986 წელი.

ფორვარდი: ვიქტორ სანიკიძე 1.4.1986 წელი.

21ffae15151f.jpg

ფორვარდი: თორნიკე შენგელია 5.10.1991 წელი.

ფორვარდი: ნიკა მეტრველი 14.1.1991 წელი.

ცენტრი: ზაზა ფაჩულია 10.2.1984 წელი.

d1aea9e5c203.jpg

ცენტრი: გიორგი შემადინი 2.4.1989 წელი.

კალენდარი:

საქართველო - ლუქსემბურგი - 15 აგვისტო 2009 წელი - 115-73

საქართველო - ირლანდია - 19 აგისტო 2009 წელი - 98 - 73

საქართველო - სლოვაკეთი 22 აგვისტო 2009 წელი - 91-50

საქართველო - შვედეთი - 26 აგვისტო 2009 წელი - 82 - 72

ბელარუსი - საქრთველო 5 სექტემბერი 2009 წელი - 75 -89

საქართველო - ბელარუსი 9 სექტემბერი 2009 წელი - 86 - 84

794ad37c5e3d.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოჰო ყოჩაღ გრაფო დროული თემაა :) დღეს მიდიხარ თამაშზე ? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

PePs1

მადლობა. . .არა დღეს ვერ მივდივარ სამსახურში ვარ და ძალიან მწყდება გული : (

ტელევიზორით მომიწევს დაკმაყოფილება იმედი მაქვს კარგად ითამაშებენ.

წინა თამაშ უყურე რანიაკებმა და შუმახერმა რეები ქნეს?. ლუქსემბურგი ერთადერთი ნაკრებია რომლის სემადგენლობაშიც ყველაზე მაღალი კალათბურთელი 2 მეტრს ვერ აღწევს, ისე საკმაოდ დიდი ბრძოლა კი გაგვიმართეს ბენილუქსელებმა.

42 ქულით ვერა მაგრამ იმედი მაქვს დღეს დამაჯერებლად მოვიგებთ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Graf Monte Christo

რა დამაჯერებელი ბრძოლა პირწმინდად დავჩაგრეთ 5 შეტევიდან 1 ორქულიანს თუ მოიპოვებდნენ ხოლმე :D

ირლანდია უფრო ანგარიშგასაწევი გუნდია და ჩვენების იმედი მაქვს, იმედია წინა თამაშზე უკეთესად ითამაშებენ ! შანსიც არის და იმედიც, მთავარია ეს კალათბურთელებსაც ესმოდეთ, რომ ისინი საქართველოს ასახელებენ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

PePs1

ცდები, ჩვენებს უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ ძალიან კარგად იბრძოდა მეტოქე, ამიტომაც ვერ დავასრულეთ შეხვედრა ისე როგორც გვსურდა თუ გუნდებს ერთნაირი ქულები ექნათ, მერე +/- ექცევა ყურადღება, ვისაც უკეთესი ბალანსი ექნება მას ფორა მიენიჭება პლეი ოფში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
შემონდ ვილიამსის

ამაზე მითხარი, კიდევ ირიცხება ჩვენს გუნდში? მე ვიცი რო წავიდა ნაკრებიდან

0

Share this post


Link to post
Share on other sites

98-73 კაი თამაში იყო

სანიკიძე დაასახელეს მატჩის მოთამაშედ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საღოლ ბიჭები კარგად ვისიამოვნე თამაშით რა... რა მაგარია როცა შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები რაღაცაში იგებს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

არა მირო ის ელისამდე ირიცხებოდა ჩვენს ნაკრებში შემდეგ ისევ ამერიკაში დფაბრუნდა ცოტახანი ლეიკერსში იყო და მერე დამეკარგა. მისი წასვლის მერე მიიღეს ფედერაციაში გადაწყვეტილება რომ ელისი მოეწვიათ.

98-73 კაი თამაში იყო

სანიკიძე დაასახელეს მატჩის მოთამაშედ

კი ნამდვილად კარგი შეხვედრა ჩაატარეს ქართველებმა, მეტოქე სამიანების მეტს არაფერს აგდებდა, მაგრამ ბოლოს ამ კუთხითაც აურიეს და საბოლოოდ +25 ქულით დავამთავრეთ შეხვედრა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მოკლედ მეტოქეს 73-ს არ ვაცილებთ რა :) იმათი 12 ნომერი რა დღეში იყო ტო გამაგიჟა მალინსი რომ იყო :)

ცინცაძემ პერიოდის ბოლოს ბურთი რომ მოისროლა ზურგით ფარისკენ და რომ ჩააგდო თავისი საჯარიმოდან ნახეთ ? :o

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცინცაძემ პერიოდის ბოლოს ბურთი რომ მოისროლა ზურგით ფარისკენ და რომ ჩააგდო თავისი საჯარიმოდან ნახეთ ?

აუ ეგ ძაან მაგარი იყოოო :D

ხო იმათი 12იც და 14იც მაგარი იყოო, სულ 3ანებს აგდებდა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უა,უა, მაგრები ვართ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

14 რაღაც საზიზღრად ისროდა სამქულიანებს ტო გავგიჟდი და თან სულ აგდებდა... ელისმა ყველა სამქულიანი ჩაყარა რაც ისროლა ისე.. 3 თუ 4

0

Share this post


Link to post
Share on other sites

PePs1

ელისმა 6 სამქულიანიდან 4 ჩააგდო.

ცინცაძე და სანიკიძე ამ შეხვედრაში ძალიან კარგები იყვნენ ასევე აღნიშნვის ღირსია ზაზას 4 დაფარება ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, კომენტატორედს საერთოდ არც უხსენებიათ ეს.

ცქიტა და ზაზა რომ აფარებდნენ სულ შერმადინს გაიძახოდნენ :D

ორმაგი დუბლით სანიკიძე გამოირჩა 17 ქულა და 15 მოხსნა.

რაც შეეხება ცინცაძეს მის ანგარიშზე 19 ულა და 10 შედეგიანი პასია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცინცაძემ პერიოდის ბოლოს ბურთი რომ მოისროლა ზურგით ფარისკენ და რომ ჩააგდო თავისი საჯარიმოდან ნახეთ ?
სირენამდე ისროლა, უეჭველი ჩასათვლელი იყო...

მაგ თამაშში საუკეთესო მე მაინც ცინცაძე მიმაჩნია... სანიკიძეს დაცვაში კარგმა თამაშმა უშველა, თორემ ცინცაძე უკონკურენტოა ამ თამაშებში....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე სიმართლე თუ გინდათ.... უშეცდომო << რასაც ქვია, ცქიტიშვილი იყო... მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი(ისროლა და ვერ ჩააგდო) და ეგეც ჩვენიანმა ჩააგდო.... დანარჩენი ყველაფერი 100% მაჩვენებელი ქონდა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე გამყრელიძე მიყვარს ყველაზე ძალიან :wub:

მარა ლაშა ქვია თუ გიორგი ვერ დავადგინე :D

ადრე ყველა ლაშას ეძახდა, ახლა ყველა გიორგის :D

ლუკა-ელდარ კურტანიძის პონტია მგონი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცინცაძემ პერიოდის ბოლოს ბურთი რომ მოისროლა ზურგით ფარისკენ და რომ ჩააგდო თავისი საჯარიმოდან ნახეთ ? ohmy.gif

კი

1 წამით ადრე რომ ესროლა ხო ჩაითვლებოდა

:rolleyes:

ძაან მაგარი მომენტი იყო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ ვერცერთ თამაშს ვერ ვუყურე, სულ მთვრალი ვიყავი, თამაში რო იქნება წავიდეთ, ფეხბურთის ყურებას ამათი ყურება მირჩევნია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯოყ

22 არის თამაში მე თუ სამსახურში არ ვიქენი მინდა წასვლა. შე ალკაშო შენა : ) :*

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მგონი ლაშა-გიორგი ქვია... მე როგორც ლაშა ისე ვიცნობ... და უბანშიც ეგრე ეძახიან :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ესეც სლოვაკეთი

91:50 მოვიგეთ

ფაჩულია გახდა საუკეთესო მოთამაშე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მშვენიერი თამაში გამოვიდა, ყველამ კარგად ითამაშა, პატარ-პატარა შეცდომები იყო, ნიკას ეპატიება, ბიჭი ინიშნება და სხვა რაღა ქნას :D ჩვენების თამაშებს რომ ვუყურებ ხოლმე სულ ვფიქრობ იმაზე, რომ არ ყოფილიყო პატარ-პატარა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება მეც მეთამაშათქო, ხოდა მაგ პონტში მიტყდება სულ. :( ისე კი მიხარია რომ იგებენ, შვედეთია შემდეგი მეტოქე და უფრო კარგი მომზადება და თამაში გვმართებს. წარმატებები ბიჭებს, გილოცავთ გამარჯვებას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
გამთამაშებელი: გიორგი ცინცაძე 7.2.1982 წელი

ცინცაძეც 86-იანია :)

http://www.eurobasket2009.org/en/cid_toT,o...erID_45515.html

ცინცაძე, სანიკიძე, გამყრელიძე იმ ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან, რომლებმაც ჯერ ნაკრები A დივიზიონში გადაიყვანეს და მერე იქ ითამაშეს.. მაგრამ შემდეგ წელს ვეღარ ითამაშეს ასაკის გამო და ისევ B დივიზიონში გამოვარდით :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ცხრილი მაინტერესებს და თუ მოგეპოვებათ დადეთ რა, რომელ ადგილზე ვართ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0