შეკითხვები ვკითხოთ და ვუპასუხოთ
#1
დაწერილია 06 December 2007 - 09:54 AM
გამოხმაურება
#2
დაწერილია 06 December 2007 - 09:55 AM
მაინტერესებს თუ ვინმემ იცით კომპიუტერს რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანისთვის მხედველობის დაკარგვის გარდა
#4
დაწერილია 06 December 2007 - 11:22 AM
გარდა ამისა იწვევს თავის ტკივილს, კისრის ტკივილს, თვალების დაშრობას, სინათლეზე გაძლიერებულ მგრძნობიარობას
#5
დაწერილია 06 December 2007 - 11:36 AM
ციტირება
გარდა ამისა იწვევს თავის ტკივილს, კისრის ტკივილს, თვალების დაშრობას, სინათლეზე გაძლიერებულ მგრძნობიარობას
ამბობენ იმუნიტეტის დაქვეითებასაც იწვევსო მართალია?
#6
დაწერილია 06 December 2007 - 11:42 AM
#7
დაწერილია 06 December 2007 - 07:59 PM
milanelo, on 6th December 2007 - 11:36 AM, said:
მილა ზუსტად არ ვიცი მარა იმუნიტეტს კავსირი არ აქს კომპიუტერთან ნიკუშამ რაც ჩამოგითვალა მაგეებს კი იწვევს მაგრამ იმუნიტეტს მგონი ვერაფერს უშვრება
Georgia - ძვირად.
#8
დაწერილია 06 December 2007 - 08:58 PM
ციტირება
არა იცი რაზე დავინტერსდი
#9
#10
დაწერილია 07 December 2007 - 12:07 AM
#11
დაწერილია 07 December 2007 - 02:53 AM
ჰიპერტონია - ანუ იგივე არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას პირველ რიგში იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი ( ლოთებო თქვენ გეხებათ)
ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.
სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.
ნორმალური წნევა <120 სისტოლური <80 დიასტოლური
ჰიპერტონია 120-139 სისტოლური 80-89 დიასტოლური
I სტადია 140-159 სისტოლური 90-99 დიასტოლური
II სტადია >160 სისტოლური >100 დიასტოლური
#12
დაწერილია 07 December 2007 - 03:01 AM
ჰიპოტონია - დაბალი არტერიული წნევაა. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს არასაკამრისი კვება, ფსიქიური ტრავმა, ნერვული დაძაბულობა.
ჰიპონიკები უჩივიან სისუსტეს, თავბრუხვევას, თავის ტკივილს, მოთენთილობასა, გულ-მკერდის ტკივილს, სიცხეს, ხველებას და კრუნჩხვებს
ჰიპოტონის ისევე როგორც სხვა დაავადებების მკურნალობა ხალხური მედიცინითაც ხდება, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს
ყ უ რ ძ ე ნ ი
ყურძენი, მისი წვენი ან კომპოტი სწრაფად უმატებს არტერიულ წნვას.
თაფლი
თბილი თაფლწყალხსნარი უმატებს წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემასა და აჯანმრთელებს მთელ ორგანიზმს.
შ ა ვ ი ღ ვ ი ნ ო
დღეში 1-2 ყავის ჭიქა შავი ღვინო მატებს წნევას, ახალისებს და აძლიერებს ადამიანს
კ რ ა ზ ა ნ ა
კრაზანას ჩაის მიღება ყოველდღიურად საუკეთესო საშუალებაა დაბალ წნევიანებისათვის.
#13
დაწერილია 07 December 2007 - 04:07 AM
milanelo, on Dec 6 2007, 08:55 AM, said:
მაინტერესებს თუ ვინმემ იცით კომპიუტერს რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანისთვის მხედველობის დაკარგვის გარდა
არსებობს სხვადასხვა ხერხები რის საშუალებითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ Computer Vision Syndrome ( კომპიუტერის მხედველობის სინდრომი ).
რამდენიმიეს ჩამოგითვლით:
შეარჩიეთ ოთახის განათება .
იმ ოთახში სადაც კომპიუტერზე მუშაობთ სასურველია ჩამოაფაროთ ფარდები და მაქსიმალურად დაწიოთ განათების დონე, კარგი იქნება თუ კომპიუტერს დადგავთ ისე რომ გარეგანი განათება გვერდიდან ხვდებოდეს და არა წინიდან ან უკნიდან.
ეკრანის მიერ სინათლის არეკვლის შემცირება
შეეცადეთ რომ მონიტორის ეკრანი არ ირეკლავდეს სინათლეს
ავარჯიშეთ თვალები
ყოველ ნახევარ საათში 5-10 წამით დააკვირდით შორს მყოფ ობიექტს.
ან მონაცვლეობით 10 წამის განმავლობაში შორს მდებარე ობიექტს უყურეთ 10 წამის განმავლობაში ახლო ობიექტს, კარგი იქნება თუ ამას 10 ჯერ გააკეთებთ ხოლმე.
სამუშაო ადგილის მოწყობა
კარგი იქნება თუ სწორი სიმაღლის სკამს შეარჩევთ, გამორთავთ აბაჟურს იმისათვის რომ კომპიუტერის ეკრანს არ მიანათოს და ა.შ.
ხშირად მოშორდით ხოლმე კომპიუტერს
ვინც მთელი დღის განმავლობაში ზის კომპიტერთან ყოველ საათში 10 წუთით უნდა მოშორდეს მას, ხოლო ვინც ამდენი ხანი არ უზის მან ყოველ საათის მერე უნდა დაისვენოს 10 წუთი.
#14
დაწერილია 07 December 2007 - 09:57 AM
ისე მხედველობაზე არ მერხევა
#15
#16
დაწერილია 07 December 2007 - 03:49 PM
#17
#18
დაწერილია 07 December 2007 - 08:22 PM
ცუდად ყოფნის დროს ექიმი ყოველთვის გვერდზე ვერ გეყოლებათ (ღმერთმა არ დაგაჭირვოთ
არადა არის ისეთი მომენტები როდესაც ავადმყოფს ესაჭიროება პირველსავე წუთებში დახმარება.
თითქმის ყველა ოჯახში არის პირველადი დახმარების უნივერსალური პატარა საოჯახო აფთიაქი,სადაც უნდა იყოს წამლების
მინიმალურად საჭირო რაოდენობა-ტკივილგამაყუჩებელი,სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ( ამიდოპირინი, ანასლიგი, აცეტილსაცილის მჟავა ანუ ასპირინი), დამამშვიდებელი (ვალერიანი ნაყენი ან სხვა)ამოსახველებენი საშვალებანი,საჭმელი სოდა, აქტივირებული ნახშირი(ნაწლავებში დაგროვილი გაზების შესაწოვად
შესახვევი პაკეტი, გასტერილებული ბინტები და ბამბა, ბაქტერიციდული სალბუნი, რეზინის ლახტი( რომელსაც ხმარობენ სისხლდენის შესაჩერებლად), არტაშანი კიდურზე დასადებად, როცა ის მოტეხილი ან ამოვარდნილია.
პირველადი სამედიცინო დახმარება მოიცავს უმარტივეს, სასწრაფო და მიზანშეწონილ ღონისძიებებს შემთხვევის
ადგილზე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ექიმის ან ფერშლის მოსვლამდე ანდა დაზიანებულის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანამდე.
შემდგომში შემოგთავაზებთ სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციებს
თუ კითხვები გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მიმართოთ თემას "შეკითხვები".
Georgia - ძვირად.
#19
დაწერილია 07 December 2007 - 08:42 PM
მისი მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური ტრავმა, ჭრილობა, მოტეხილობა, ანთება და სხვა ავადმყოფური პროცესი.
ცოცხალი ორგანიზმის ეს მეექვსე აღქმა (მხედველობის , სმენის, ყნოსვის, გემოსი და შეხების შეგრძნებებთან ერთად), ევოლუციის ხანგრძლივ პროცესში ჩამოყალიბდა და ორგანიზმის განვითარების უდიდეს მონაპოვარად უნდა ჩაითვალოს.
დაზიანებული ქსოვილის უჯრედების გარემომცველი მემბრანის დაშავების დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიცაღიზიანებენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებების. აქედან ზემძლავრი იმპულსი ნერვული ღეროების, კვანძების და ზურგის ტვინის გავლით თავის ტვინისაკენ მიემართება, სადაც ხდება ტკივილის აღქმა. ამავე დროს გამომუშავდება ტკივილის შეგრძნების გამაძლიერებელი და დამამშვიდებელი ნივთიერებები (ენდორფინები, ენკეფალინები და სხვა),
რომლებიც ტკივილის შეგრძნების რეგულირებას ახდენენ.
გარკვეულ დრომდე ტკივილი სასიკეთო მოვლენაა, მაგრამ შემდეგში, თუკი ზომას გადაცდა, საზიანო გახდება-ხანგრძლივი ტკივილი ადამიანის ტანჯვის წყაროდ იქცევა. იგი თრგუნავს ფსიქიკას, არჩვევს სასიცოცხლო ფუნქციებს, აქვეითებს შრომისუნარიანობას.უფრო მეტიც, ძლიერი ტკივილი გადაიქცევა სიცოცხლისათვის საშიშ მოვლენად. ასე მაგალითად, მძიმე ტრავმის, დამწვრობის, გულის კუნთის ინფარქტის და სხვა დაავადებების დროს ტკივილს შეიძლება დაერთოს შოკი და კოლაფსი სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლილობით, არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითებით, რაც ორგანიზმის დაღუპვის რეალურ საფრთხეს ქმნის.
Georgia - ძვირად.
#20
დაწერილია 07 December 2007 - 09:05 PM
ხველის დანიშნულება სასუნთქ გზებში გარედან მოხვედრილი უცხო ნივთიერების ან სხეულის,აგრეთვე იქ დაგროვილი ლორწოს მოცილება. ხველის აქტი ასე ხორციელდება : ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ მბგერავი იოგები ხურავენ ყიას, შემდეგ
გულმკერდის კუნთები სწრაფად იძაბება და ყია მცირედ იღება, რასაც მოსდევს ჰაერის მძლავრი ნაკადის ამოსროლა და მას ნახველიც ამოჰყვება. ხველა ჯანმრთელ ადამიანსაც აქვს ხოლმე, მაგალითად, თუკი მან მტვრიანი ან სხვადასხვა ქიმიური
ნივთიერებებით გაბინძურებული ჰაერი ჩაისუნთქა,თუ შემთხვევით სასუნთქ გზებში გადასცდა საჭმლის ნაწილაკი და ა.შ.
ხველა არის სასუნთქი გზების, ფილტვების, ზოგჯერ კი პლევრის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და სხვა სახის დაავადების ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომი, ასეთებია გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ფილტვების დამტვერიანება, ბრონქოექტაზური დაავადება, ფილტვის დაჩირქება,ტუბერკულოზი. ძალიან
ხშირია ხველა თამბაქოს მწეველთა შორის და ამ შემთხვევაში იგი ქრონიკული ბრონქიტის მაჩვენებელია. ზოგჯერ ხველა შეიძლება აღმოცენდეს გულის დაავადების დროს, როცა ფილტვებში სისხლის შეგუბება იწყება.
ხველის დროს შეიძლება გამოიყოს ნახველი, რაც ხშირია ბრონქების და ფილტვების ანთებითი დაავადების დროს. ფილტვების დაჩირქების და ბრონქოექტაზიური დაავადების დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახველი და მას შეიძლება მყრალი სუნი ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ნახველი არ გამოიყოფა , ხველას მშრალს ეძახიან, რაც გვხვდება ზედა სასუნთქი გზების. ტრაქეის, აგრეთვე პლევრის დაავადებების დროს.
საგანგაშოა სისხლიანი ხველა, რადგან იგი შეიძლება აღმოცენდეს სერიოზული დაავადებების- ტუბერკულოზის, ფილტვის აიფარქტის, ექინოკოკის, ბრონქოექტაზიის, ქრონიკული ბრონქიტის, ზოგჯერ კი ფილტვის სიმსივნის ნიადაგზე.
ხველის მიზეზის დასადგენად ავადმყოფმა დროზე უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც ძირითადი დიაგნოზის და ხველის მექანიზმის გარკვევის მერე შესაფერის მკურნალობას დაუნიშნავს. ხველის თვითმკურნალობა დაუშვებელია. მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხველა მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე დაავადების, ზოგჯერ მძიმე პროცესის მაჩვენებელია, რაც დროულ გამოცნობას და მკურნალობას საჭიროებს.
Georgia - ძვირად.

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება
გამოხმაურების დამატება



ციტირება
მონიშნულის ციტირება
