შეკითხვები ჯანდაცვასთან დაკავშირებით

255 posts in this topic

ალბათ ჯანდაცვასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება....აქ ვკითხოთ ერთმანეთს რაც გვაინტერესებს:

წამლებზე,აფთთიაქებზე, სხვადასხვა დავადებების მკურნალობაზე, საოჯახო მედიცინაზე და ასე შემდეგ

ვისაუბროთ ზოგადად მედიცინაზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემIთ დავიწყოთ :)....

მაინტერესებს თუ ვინმემ იცით კომპიუტერს რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანისთვის მხედველობის დაკარგვის გარდა:)?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:huh: არავინ იცით?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მხედველობის დაკარგვა ცოტა ექსტრემალური გამოთქმაა, კი პრობლემებს უქმნის რათქმა უნდა თუ დიდი ხნით გიხდება კომპთან ჯდომა რამდენიმე საათში ერთხელ ადექი ხოლმე გაიარ-გამოიარე ცოტა თვალები დაასვენე, დაძაბულობა მოუხსენი.

გარდა ამისა იწვევს თავის ტკივილს, კისრის ტკივილს, თვალების დაშრობას, სინათლეზე გაძლიერებულ მგრძნობიარობას

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მხედველობის დაკარგვა ცოტა ექსტრემალური გამოთქმაა, კი პრობლემებს უქმნის რათქმა უნდა თუ დიდი ხნით გიხდება კომპთან ჯდომა რამდენიმე საათში ერთხელ ადექი ხოლმე გაიარ-გამოიარე ცოტა თვალები დაასვენე, დაძაბულობა მოუხსენი.

გარდა ამისა იწვევს თავის ტკივილს, კისრის ტკივილს, თვალების დაშრობას, სინათლეზე გაძლიერებულ მგრძნობიარობას

ამბობენ იმუნიტეტის დაქვეითებასაც იწვევსო მართალია?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იმუნიტეტი არ გამიგია :( სადღაც კი ამოვიკითხე სექსუალურ დარღვევებს იწვევს როგორც კაცებში ასევე ქალებშიო, მაგრამ არანაირი სამედიცინო საფუძველი ამას არ გააჩნია

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამბობენ იმუნიტეტის დაქვეითებასაც იწვევსო მართალია?

მილა ზუსტად არ ვიცი მარა იმუნიტეტს კავსირი არ აქს კომპიუტერთან ნიკუშამ რაც ჩამოგითვალა მაგეებს კი იწვევს მაგრამ იმუნიტეტს მგონი ვერაფერს უშვრება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მილა ზუსტად არ ვიცი მარა იმუნიტეტს კავსირი არ აქს კომპიუტერთან ნიკუშამ რაც ჩამოგითვალა მაგეებს კი იწვევს მაგრამ იმუნიტეტს მგონი ვერაფერს უშვრება

არა იცი რაზე დავინტერსდი :D...ადრე პედიატრმა ლევან ბახტაძემ...პროფესორმა იმიტომ ამიკრძალა ტელევიზორის ყურება რომ ვითომ იმუნიტეტს მიქვეითებდა :D.....და კომპმა ხომ ვაფშე უნდა დაურხიოს სისტემას....ბახტაძემ კევის ღეჭვაც ამიკრძალა იმიტომ რომ ბაქტერიებს შეიცავსო :)....და კოკაკოლაც :D...მაგრამ რაც მთავარია ხალხო ლუდი არ ამიკრძალა :D....მიდი და სვიო მაგარია ვიტამინებით არის გამდიდრებულიო :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
და კოკაკოლაც

კოლაზე და ზოგადად სოდიან სასმელებთან დაკავშირებით ვეთანხმები. უამრავი ზედმეტი კალორიის და შაქრის გარდა სხვა მავნე თვისებებსაც ამჟღავნებს კუჭ-ნაწლავის მიმართ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნიკუშ.. მოდი ერთი წნევაზე ისაუბრე რა.. :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კარგი, მაშინ ჰიპერტონიით ( მაღალი წნევა) დავიწყებ

ჰიპერტონია - ანუ იგივე არტერიული წნევის მომატება. ამ ქრონიკულ დაავადებას პირველ რიგში იწვევს არასწორი კვება, უმოძრაობა, ალკოჰოლი ( ლოთებო თქვენ გეხებათ) :D , სიგარეტი, სტრესი, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი (ქოლესტერინით მდიდარი), მლაშე, ტკბილი საკვები. ახალი პური უნდა შეიცვალოს ბრინჯითა და ორცხობილათი. იკრძალება აგრეთვე ღორის, ცხვრის ხორცი, ძროხის მსუქანი ხორცი, ქათმის ხორცის კანი და სხვა.

სასარგებლოა: ხაჭო, რძე, კვერცხის ცილა, კომბოსტო და სხვა.

ნორმალური წნევა <120 სისტოლური <80 დიასტოლური

ჰიპერტონია 120-139 სისტოლური 80-89 დიასტოლური

I სტადია 140-159 სისტოლური 90-99 დიასტოლური

II სტადია >160 სისტოლური >100 დიასტოლური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰიპოტონია ( დაბალი წნევა)

ჰიპოტონია - დაბალი არტერიული წნევაა. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს არასაკამრისი კვება, ფსიქიური ტრავმა, ნერვული დაძაბულობა.

ჰიპონიკები უჩივიან სისუსტეს, თავბრუხვევას, თავის ტკივილს, მოთენთილობასა, გულ-მკერდის ტკივილს, სიცხეს, ხველებას და კრუნჩხვებს

ჰიპოტონის ისევე როგორც სხვა დაავადებების მკურნალობა ხალხური მედიცინითაც ხდება, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს

ყ უ რ ძ ე ნ ი

ყურძენი, მისი წვენი ან კომპოტი სწრაფად უმატებს არტერიულ წნვას.

თაფლი

თბილი თაფლწყალხსნარი უმატებს წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემასა და აჯანმრთელებს მთელ ორგანიზმს.

შ ა ვ ი ღ ვ ი ნ ო

დღეში 1-2 ყავის ჭიქა შავი ღვინო მატებს წნევას, ახალისებს და აძლიერებს ადამიანს

კ რ ა ზ ა ნ ა

კრაზანას ჩაის მიღება ყოველდღიურად საუკეთესო საშუალებაა დაბალ წნევიანებისათვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემIთ დავიწყოთ :)....

მაინტერესებს თუ ვინმემ იცით კომპიუტერს რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანისთვის მხედველობის დაკარგვის გარდა:)?

არსებობს სხვადასხვა ხერხები რის საშუალებითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ Computer Vision Syndrome ( კომპიუტერის მხედველობის სინდრომი ).

რამდენიმიეს ჩამოგითვლით:

შეარჩიეთ ოთახის განათება .

იმ ოთახში სადაც კომპიუტერზე მუშაობთ სასურველია ჩამოაფაროთ ფარდები და მაქსიმალურად დაწიოთ განათების დონე, კარგი იქნება თუ კომპიუტერს დადგავთ ისე რომ გარეგანი განათება გვერდიდან ხვდებოდეს და არა წინიდან ან უკნიდან.

ეკრანის მიერ სინათლის არეკვლის შემცირება

შეეცადეთ რომ მონიტორის ეკრანი არ ირეკლავდეს სინათლეს

ავარჯიშეთ თვალები

ყოველ ნახევარ საათში 5-10 წამით დააკვირდით შორს მყოფ ობიექტს.

ან მონაცვლეობით 10 წამის განმავლობაში შორს მდებარე ობიექტს უყურეთ 10 წამის განმავლობაში ახლო ობიექტს, კარგი იქნება თუ ამას 10 ჯერ გააკეთებთ ხოლმე.

სამუშაო ადგილის მოწყობა

კარგი იქნება თუ სწორი სიმაღლის სკამს შეარჩევთ, გამორთავთ აბაჟურს იმისათვის რომ კომპიუტერის ეკრანს არ მიანათოს და ა.შ.

ხშირად მოშორდით ხოლმე კომპიუტერს

ვინც მთელი დღის განმავლობაში ზის კომპიტერთან ყოველ საათში 10 წუთით უნდა მოშორდეს მას, ხოლო ვინც ამდენი ხანი არ უზის მან ყოველ საათის მერე უნდა დაისვენოს 10 წუთი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მადლობა ნიკუშ :)...გავითვალისწინებ :)..

ისე მხედველობაზე არ მერხევა :D...100% ნი მაქვს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მადლობა ნიკუშ :)...გავითვალისწინებ :)..

ისე მხედველობაზე არ მერხევა :D...100% ნი მაქვს :)

შენი ასაკიდან გამომდინარე პრობლემები მაგ მხრივ არ უნდა გქონდეს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიც გაითვალისწინე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მაქვს დაბალი წნევა.. მადლობა ნიკუშ საინტერესო ინფორმაციისათვის.. თავის ტკივილი და დაღლილობა უკვე ჩვეულ თვისებად მექცა :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თავის ტკივილი

ყოველ დღე მტკივა მგონი თავი :D

ვაიმე მერხევა? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ინფორმაციები სხვადასხვა დაავადების შესახებ, პირველადი სამედიცინო დახმარება და ა.შ.

ცუდად ყოფნის დროს ექიმი ყოველთვის გვერდზე ვერ გეყოლებათ (ღმერთმა არ დაგაჭირვოთ :))

არადა არის ისეთი მომენტები როდესაც ავადმყოფს ესაჭიროება პირველსავე წუთებში დახმარება.

თითქმის ყველა ოჯახში არის პირველადი დახმარების უნივერსალური პატარა საოჯახო აფთიაქი,სადაც უნდა იყოს წამლების

მინიმალურად საჭირო რაოდენობა-ტკივილგამაყუჩებელი,სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ( ამიდოპირინი, ანასლიგი, აცეტილსაცილის მჟავა ანუ ასპირინი), დამამშვიდებელი (ვალერიანი ნაყენი ან სხვა)ამოსახველებენი საშვალებანი,საჭმელი სოდა, აქტივირებული ნახშირი(ნაწლავებში დაგროვილი გაზების შესაწოვად :D), ვალიდოლის და ნიტროგლიცერინის ტაბლეტები, რომელთაც გულის არეში ტკივილისას ღებულობენ, ნიშადურის სპირტი გულის წასვლის დროს ჩასასუნთქვად.ამ აფთიაქში ასევე უნდა ინახებოდეს ანტისეპტიკური, სადეზინფექიო საშუალებანი , რომლებსაც გამოიყენებენ ჭრილობების გასასუფთავებლად( კალიუმის პერმანგანატის ვარდისფერი ხსნარი), პირის ღრუსა და ხახაში გამოსავლებად (ბორის მჟავას ხსნარი), ნაფხაჭნებზე, ჭრილობის კიდეებზე წასასმელად(იოდის სპირტიანი ხსნარი),ბორის მალამო კანის დეზინფექციისათვის და დასარბილებლად;

შესახვევი პაკეტი, გასტერილებული ბინტები და ბამბა, ბაქტერიციდული სალბუნი, რეზინის ლახტი( რომელსაც ხმარობენ სისხლდენის შესაჩერებლად), არტაშანი კიდურზე დასადებად, როცა ის მოტეხილი ან ამოვარდნილია.

პირველადი სამედიცინო დახმარება მოიცავს უმარტივეს, სასწრაფო და მიზანშეწონილ ღონისძიებებს შემთხვევის

ადგილზე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ექიმის ან ფერშლის მოსვლამდე ანდა დაზიანებულის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანამდე.

შემდგომში შემოგთავაზებთ სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციებს

თუ კითხვები გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მიმართოთ თემას "შეკითხვები".

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ტკივილი მწვავე, უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც აღმოცენდება ორგანოებისა და ქსოვილების მძიმე დაზიანების შედეგად.

მისი მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური ტრავმა, ჭრილობა, მოტეხილობა, ანთება და სხვა ავადმყოფური პროცესი.

ცოცხალი ორგანიზმის ეს მეექვსე აღქმა (მხედველობის , სმენის, ყნოსვის, გემოსი და შეხების შეგრძნებებთან ერთად), ევოლუციის ხანგრძლივ პროცესში ჩამოყალიბდა და ორგანიზმის განვითარების უდიდეს მონაპოვარად უნდა ჩაითვალოს.

დაზიანებული ქსოვილის უჯრედების გარემომცველი მემბრანის დაშავების დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიცაღიზიანებენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებების. აქედან ზემძლავრი იმპულსი ნერვული ღეროების, კვანძების და ზურგის ტვინის გავლით თავის ტვინისაკენ მიემართება, სადაც ხდება ტკივილის აღქმა. ამავე დროს გამომუშავდება ტკივილის შეგრძნების გამაძლიერებელი და დამამშვიდებელი ნივთიერებები (ენდორფინები, ენკეფალინები და სხვა),

რომლებიც ტკივილის შეგრძნების რეგულირებას ახდენენ.

გარკვეულ დრომდე ტკივილი სასიკეთო მოვლენაა, მაგრამ შემდეგში, თუკი ზომას გადაცდა, საზიანო გახდება-ხანგრძლივი ტკივილი ადამიანის ტანჯვის წყაროდ იქცევა. იგი თრგუნავს ფსიქიკას, არჩვევს სასიცოცხლო ფუნქციებს, აქვეითებს შრომისუნარიანობას.უფრო მეტიც, ძლიერი ტკივილი გადაიქცევა სიცოცხლისათვის საშიშ მოვლენად. ასე მაგალითად, მძიმე ტრავმის, დამწვრობის, გულის კუნთის ინფარქტის და სხვა დაავადებების დროს ტკივილს შეიძლება დაერთოს შოკი და კოლაფსი სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლილობით, არტერიული სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითებით, რაც ორგანიზმის დაღუპვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხველა

ხველის დანიშნულება სასუნთქ გზებში გარედან მოხვედრილი უცხო ნივთიერების ან სხეულის,აგრეთვე იქ დაგროვილი ლორწოს მოცილება. ხველის აქტი ასე ხორციელდება : ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ მბგერავი იოგები ხურავენ ყიას, შემდეგ

გულმკერდის კუნთები სწრაფად იძაბება და ყია მცირედ იღება, რასაც მოსდევს ჰაერის მძლავრი ნაკადის ამოსროლა და მას ნახველიც ამოჰყვება. ხველა ჯანმრთელ ადამიანსაც აქვს ხოლმე, მაგალითად, თუკი მან მტვრიანი ან სხვადასხვა ქიმიური

ნივთიერებებით გაბინძურებული ჰაერი ჩაისუნთქა,თუ შემთხვევით სასუნთქ გზებში გადასცდა საჭმლის ნაწილაკი და ა.შ.

ხველა არის სასუნთქი გზების, ფილტვების, ზოგჯერ კი პლევრის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და სხვა სახის დაავადების ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომი, ასეთებია გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ფილტვების დამტვერიანება, ბრონქოექტაზური დაავადება, ფილტვის დაჩირქება,ტუბერკულოზი. ძალიან

ხშირია ხველა თამბაქოს მწეველთა შორის და ამ შემთხვევაში იგი ქრონიკული ბრონქიტის მაჩვენებელია. ზოგჯერ ხველა შეიძლება აღმოცენდეს გულის დაავადების დროს, როცა ფილტვებში სისხლის შეგუბება იწყება.

ხველის დროს შეიძლება გამოიყოს ნახველი, რაც ხშირია ბრონქების და ფილტვების ანთებითი დაავადების დროს. ფილტვების დაჩირქების და ბრონქოექტაზიური დაავადების დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახველი და მას შეიძლება მყრალი სუნი ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ნახველი არ გამოიყოფა , ხველას მშრალს ეძახიან, რაც გვხვდება ზედა სასუნთქი გზების. ტრაქეის, აგრეთვე პლევრის დაავადებების დროს.

საგანგაშოა სისხლიანი ხველა, რადგან იგი შეიძლება აღმოცენდეს სერიოზული დაავადებების- ტუბერკულოზის, ფილტვის აიფარქტის, ექინოკოკის, ბრონქოექტაზიის, ქრონიკული ბრონქიტის, ზოგჯერ კი ფილტვის სიმსივნის ნიადაგზე.

ხველის მიზეზის დასადგენად ავადმყოფმა დროზე უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც ძირითადი დიაგნოზის და ხველის მექანიზმის გარკვევის მერე შესაფერის მკურნალობას დაუნიშნავს. ხველის თვითმკურნალობა დაუშვებელია. მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხველა მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე დაავადების, ზოგჯერ მძიმე პროცესის მაჩვენებელია, რაც დროულ გამოცნობას და მკურნალობას საჭიროებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მაქვს დაბალი წნევა.. მადლობა ნიკუშ საინტერესო ინფორმაციისათვის.. თავის ტკივილი და დაღლილობა უკვე ჩვეულ თვისებად მექცა :(

რატომ კევანუშკი? :( საერთოდ ჰიპერტონია უფრო გავრცელებულია ვიდრე ჰიპოტონია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე თავის ტკივილი ვიცი ჯაან დამპლური :D....რა ხდება იცი გეგონება ტვინი ფეთქვასო და საცაა გამოასხავს გარეთო :)...წამის მეათედში მიცხრება და მიღვივდება ტკივილი :)...და რა მჭირს აზრზე არა ვარ :D....ამბობენ ასაკობრივიაო და რავიცი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა ხდება იცი გეგონება ტვინი ფეთქვასო და საცაა გამოასხავს გარეთო

ებიჭო აღარ ეტევა შიგნით და გადაიხსენი თავი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე თავის ტკივილი ვიცი ჯაან დამპლური ....რა ხდება იცი გეგონება ტვინი ფეთქვასო და საცაა გამოასხავს გარეთო ...წამის მეათედში მიცხრება და მიღვივდება ტკივილი ...და რა მჭირს აზრზე არა ვარ ....ამბობენ ასაკობრივიაო და რავიცი

თავი ტკივილი მთელი რიგი დაავადებების თანამგზავრია;იგი ხშირად აღინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების,კერძოდ შაკიკი,ჰიპერტონიული სნეულების და დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტონიის) დროს, აგრეთვე თავის ტვინის სიმსივნეების, ანთებითი პროცესებისა და ტრავმების შემთხვევებში.არაიშვიათია თავის ტკივილი ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, ნერვოზების დროსაც. მისი მიზეზი ხშირად არის ალკოჰოლის მიღება(ხო არ ეტანები ბიჭო:D)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რატომ კევანუშკი? საერთოდ ჰიპერტონია უფრო გავრცელებულია ვიდრე ჰიპოტონია

რატომ ნიკა და ამიტომ:

ამ დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს არასაკამრისი კვება, ფსიქიური ტრავმა, ნერვული დაძაბულობა.

ანუ რაც გავამუქე იმ მიზეზით :D

განა ჩემი სურვილით მინდოდა.. უბრალოდ ასე მოხდა და რავიცი... :(

ექიმმა თქვა, სავარაუდოდ ბავშვობიდან მოდისო.. :( ახ, დიდ ხანია არ ვყოფილვარ... ნეტა ხომ არ დავავიწყდი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting