Sign in to follow this  
Followers 0

უმაღლესი ლიგა

381 posts in this topic

ზესტაფონი-სპარტაკი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპი-ვიტ-ჯორჯია

საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს..

იდეალური ჩემთვის (როგორც ზესტაფონის გულშემატკივარი) ფრე უნდა იყოს..

18:00-ზეა I არხზე (ასე წერია პფლ-ს საიტზე) მარა ჩანაწერს უშვებენ :D

ოლიმპი-ვიტ ჯოჯრია 16 საათი, TV-ჩანაწერი 18:00 სთ. 1 არხზე.

(თამაში ჩატარდება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე)

Edited by diletanti
0

Share this post


Link to post
Share on other sites

სექტემბერში ყველა მატჩი 16:00 საათზე დაიწყება!

19 და 20 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის მატჩები დაიწყება 16:00 საათზე.

7-ტური 19-სექტემბერი, შაბათი

1.ზესტაფონი-სპარტაკი

2. ოლიმპი-ვიტ ჯოჯრია 16 საათი, TV-ჩანაწერი 18:00 სთ. 1 არხზე.

(თამაში ჩატარდება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე)

3. ლოკომოტივი-სიონი

4.ბაია-დინამო თბილისი

7-ტური 20-სექტემბერი, კვირა

5.სამტრედია-გაგრა

ამ ტურში დისკვალიფიცირებულები ფეხბურთელები არიან:

დინამო თბილისი- აკირემი ოვონდო

სპარტაკი- დათუნაიშვილი პავლე

სამტრდია-კაკალაძე მიხეილი, ხაჭიპერიძე ბესიკი

ბაია-ონიანი როინი

პფლ-ს პრესსამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1.ზესტაფონი-სპარტაკი 4:1

2. ოლიმპი-ვიტ ჯოჯრია 0:0

3. ლოკომოტივი-სიონი 0:0

4.ბაია-დინამო თბილისი 0:6

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპი -16

ზესტაფონი -15

დინამო-13

Edited by diletanti
0

Share this post


Link to post
Share on other sites

diletanti

დინამოს თამაშით ნაკლები აქვს ხო?

ლოკომოტივმა მეორე ქულა მოიპოვა, კაია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ ასე თუ გააგრძელა არამგონია ვინმე შეეცილოს პირველ ადგილს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დინამოს თამაშით ნაკლები აქვს ხო?

კი, სიონთან აქვს სათამაშო :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად მოხდა, როცა ერთპიროვნულ ლიდერს კონკურენტები წამოეწივნენ; ეგ კი არა, იმის დიდი ალბათობაც არის, რომ მომავალი ტურისთვის ცხრილის სათავეში სხვა გუნდი ვიხილოთ; მაგრამ, ვარაუდებს, ჯობს, განვლილ ტურზე ვისაუბროთ და, უპირველეს ყოვლისა, �დინამოს� მორიგი შთამბეჭდავი თამაში აღვნიშნოთ - კახა კაჭარავას გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 10 (!) გოლი გაიტანა; ხოლო სკუთარში არც ერთი არ გაუშვია! სამაგიეროდ, ასევე ზედიზედ ორი ტურია, რაც �ოლიმპი� გოლის გატანას ვერ ახერხებს და სწორედ ამ ორ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულის გამოც არის, რომ ოთარ კორღალიძის გუნდს უახლოესი მდევრების �სუნთქვა ესმის�. თუმცა, ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მთავარი მიზეზი, თურმე, არაობიექტური მსაჯობა ყოფილა! ყოველ შემთხვევაში, �ოლიმპის� მთავარმა მწვრთნელმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ნამდვილად ყურადსაღებია; ოღონდ, ყველა ცოდვისა თუ უბედურების... მსაჯებზე �აკიდებაც�, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულად გვეჩვენება - ჩვენ ასე ვფიქრობთ და სხვისი, რა მოგახსენოთ...

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ტურის ცენტრალური შეხვედრა (�ოლიმპისა� და �ვიტ ჯორჯიას� მონაწილეობით), როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მართალია, ლამაზი სანახაობა თუ გოლების ფოიერვერკი ვერ ვიხილეთ, მაგრამ ის კი ნათლად ჩანდა, რომ მოედანზე ორი საკმაოდ ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა. 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომებას ვერ დავუკარგავდით, თამაშიც ხისტად მიმდინარეობდა და ერთი-ორჯერ, ფეხბურთელებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც მოხდა. �ოლიმპს� მეტოქესთან შედარებით მცირე ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საიმედოდ მოთამაშე გრიგოლ ბედიაშვილის კარის აღება მაინც ვერ მოახერხა. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აშკარად �მოქნილი� და, რაც მთავარია, ეფექტიანი გამოდგა ოთარ კორღალიძის ტაქტიკური სიახლე - �ოლიმპმა� პირველად იასპარეზა 4-4-2 განლაგებით. თან, გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მორიგ ახალწვეულს - გიორგი ჭედიას, ვინც მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს ჩინებული შანსიც მიეცა, მაგრამ ბედიაშვილს ვერ აჯობა.

საკმაოდ ორგანიზებული და ტაქტიკურად განსწავლული თამაში უჩვენა მოქმედმა ჩემპიონმაც; ფაქტია, რომ �ვიტ ჯორჯიას� ახალი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი ამ კომპონენტის შესწავლაზე ფეხბურთელებთან ბევრს მუშაობს. თვითონაც აღნიშნა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ამ ბოლო დროს �ვიტ ჯორჯიამ� დაცვაში თამაში აშკარად გამოასწორაო; მოკლედ, ჩემპიონატის ორი ფავორიტის შეხვედრა საყაიმო ანგარიშით რომ დასრულდა, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, აი, პრესკონფერენციაზე, �ოლიმპის� მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ისეთი �ხმაურიანი� განცხადება გააკეთა, უყურადღებოდ რომ არ უნდა დარჩეს.

...ოთარ კორღალიძის საფეხბურთო კარიერა ლამის ოცი წელიწადი გრძელდებოდა და სადაც კი უთამაშია (ლანჩხუთის �გურია�, ქუთაისის �ტორპედო�, თბილისის �დინამო�, გურჯაანის �ალაზანი�), ყველგან გამორჩეული მოთამაშე იყო; ათი წელიწადია, რაც სამწვრთნელო ასპარეზზეა და ამ შემთხვევაშიც ვერავინ იტყვის, დამწყები სპეციალისტიაო. ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ კაცი ასეთ �ხმაურიან� განცხადებებს, ტყუილუბრალოდ არ გააკეთებს. წესითა და რიგით, �ოლიმპის� მთავარი მწვრთნელის ბრალდებებს... შესაბამისმა სამსახურმა პასუხი უნდა გასცეს; ეს შესაბამისი სამსახური კი... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო და სადამკვირვებლო კომიტეტია; ანუ, მართლაც, ძალიან გვაინტერესებს, თუ რა რეაგირებას მოახდენს ეს კომიტეტი და პირადად ხელმძღვანელი (ამირან კაჭახიძე) ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელის სიტყვებზე. ახლა კი უკომენტაროდ გთავაზობთ �ოლიმპი�-�ვიტ ჯორჯიას� მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კორღალიძის �ბრალდებათა ნუსხას�:

�ქართული ფეხბურთი ამ დღეში რომ იმყოფება, მსაჯების ბრალია!�, �მსაჯები ყველა თამაშს კლავენ!�, �ჩემპიონატში თუ რამ ცუდი ხდება, სწორედ მსაჯები იწყებენ, თან განსაკუთრებით გამოცდილი მსაჯები სცოდავენ!�, �მსაჯის მიკერძოებასა თუ შეცდომას ჟურნალისტი ვერ დაინახავს - ამას, მხოლოდ მწვრთნელის თვალი ამჩნევს!�, �ჩვენ თამაშებზე მსაჯები სპეციალურ დავალებას ასრულებენ - �დინამოსთან� მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ეს ჩინებულად შეასრულა!�, �იმავე �დინამოსთან� მატჩში ჩვენ ფეხბურთელს აკინოს ფეხებში ორჯერ მოარტყეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მსაჯს ჯარიმა არ დაუნიშნავს!�, �ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და იმედია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ვინც მოვა, ამ საკითხს მიხედავს, თორემ მსაჯები ყველა თამაშს კლავენ!�

ბრაზილიური პროექტის ფიასკო?

ყველას კარგად გახსოვთ, თუ რა აჟიოტაჟი იყო ამ ზაფხულს რუსთავის �ოლიმპში� ბრაზილიელი ფეხბურთელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ბოლო-ბოლო, ბრაზილიური �ატლეტიკო პარანენსეს� ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავულმა კლუბმა მათი წარდგენის საზეიმო პრეზენტაციაც მოაწყო. თუმცა, პრეზენტაციამდე ბრაზილიელები ნელ-ნელა უშინაურდებოდნენ ახალ გარემოს და ძალიან მალე გაირკვა, რომ ამ ხუთიდან სამი კარგი ფეხბურთელია, ერთს... არა უშავდა, აი, მეხუთე კი აშკარად სუსტად გამოიყურებოდა. თან, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სწორედ ამ მეხუთეს, - ჩოკოს ჰქონდა შთამბეჭდავი �სივი�! სამწუხაროდ, ჩოკო ვერა და ვერ �გაიხსნა� - ჯერ ვარლამ კილასონიამ, მერე კი ოთარ კორღალიძემ, ახალგაზრდა ბრაზილიელს რამდენიმე შანსი მისცეს, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ვერავინ ვერაფერი დავინახეთ; �არა უშავდაო�, რომ ვთქვით, ცენტრფორვარდი ჯონათასი იყო - ერთი-ორ მატჩში �მოინდომა�, მაგრამ, ჩოკოს მსგავსად, ქართველ ფეხბურთელებს დიდად ვერ ჯობდა. აი, დანარჩენმა სამმა კი, აშკარად გაამართლა: ცენტრალურმა მცველმა ფრაგამ, მარჯვენა გარემარბმა ჯერონიმომ (მარცხნივაც რომ შეუძლია თამაში!) და, რაღა თქმა უნდა, აკინომ, ჩვენმა გაზეთმა აგვისტოში თვის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელა.

წინა ტურში, �დინამოსთან� მატჩის მეორე ტაიმში �ოლიმპში� კიდევ ერთი ბრაზილიელი გამოჩნდა - ახალგაზრდა ფორვარდი ედი სალესი. ახალი გარემო, თანაგუნდელებთან შეუთამაშებლობა, აკლიმატიზაცია, წვიმიანი ამინდი (!) - �ყველაფერი� გავითვალისწინეთ და სალესის სადებიუტო 45 წუთს კრიტიკული შეფასებაც არ მივეცით; აი, �ვიტ ჯორჯიასთან� შეხვედრაში კი სალესი უკვე ძირითადში ვიხილეთ, მაგრამ, რა ხეირი - 45 წუთის განმავლობაში ცენტრფორვარდს, მეტოქის კარში დარტყმას ვინ ჩივის, ხეირიანად ბურთიც არ მიუღია! ანუ, სავსებით ლოგიკური ჩანდა კიდეც ოთარ კორღალიძის გადაწყვეტილება, როცა უჩვეულოდ პასიური სალესი შესვენებაზე გამოცვალა. მით უფრო, რომ ფართოდ რეკლამირებული ბრაზილიელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა კიდევ ერთმა ახალწვეულმა გიორგი ჭედიამ ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ეგ კი არა, სულაც მატჩის გმირიც შეეძლო გამხდარიყო - ორჯერ ხელსაყრელ პოზიციაზეც აღმოჩნდა...

...�ოლიმპში� ამჟამად ექვსიდან... სამი ბრაზილიელიღა დარჩა: ჩოკოს, კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ, ჯონათასი კი ორი კვირით გამგზავრებულა სამშობლოში და არ არის გამორიცხული, აღარც ჩამოვიდეს; უახლოეს დღეებში საზეიმოდ თუ არა, �თბილად და ტკბილად� დაემშვიდობებიან სალესსაც...

ისე, ოთარ კორღალიძის მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ; კალენდარი ისეა შედგენილი, ყოველ მეხუთე-მეექვსე დღეს მატჩი არის; ჰოდა, ახალწვეულების �გასინჯვა-საქმეში ნახვაც� ... უშუალოდ ოფიციალურ შეხვედრაში რომ მოუწევს მთავარ მწვრთნელს (თან, �დინამოსთან� და �ვიტ ჯორჯიასთან�), ცოტა არ იყოს, არასოლიდურად მოჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ უკვე შვიდი ტური ჩატარდა და �ოლიმპის� დაკომპლექტება... კიდევ გრძელდება. ჰო, თითქმის ყველა მატჩში კორღალიძის გუნდში ახალწვეული უნდა ვიხილოთ, არადა, ფეხბურთელების ერთმანეთში შესათამაშებლად დროც გადის და ამასობაში კონკურენტებიც მიუახლოვდნენ...

დაბოლოს, �ბრაზილიელების თემაზე� - ჩვენს ჩემპიონატში ზამთრის პაუზა რომ გამოცხადდება, სასურველი ფეხბურთელის ჩამოსაყვანად ბრაზილიაში ოთარ კორღალიძე თვითონ ჩავა... ასეც უნდა იყოს: მწვრთნელმა საკუთარი გემოვნებით უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი ფეხბურთელი! თორემ, ჩვენთან ხომ ტრადიციასავით დამკვიდრდა: მოუყვანენ მწვრთნელს ამა თუ იმ ფეხბურთელს და სანამ ამ მოთამაშის �ავკარგიანობა� დადგინდება, ძვირფასი ქულებიც გაფრინდება. თან, მთავარიც არ დაგვავიწყდეს - ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე პასუხს ხომ მწვრთნელი აგებს...

კლასის დადასტურება

�დინამოს� ვეღარავინ აჩერებს - კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით! თან, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, სად და ვისთან მოიგებ? ჰო, ახალი რა უნდა ვთქვათ: ზუგდიდში თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს და გამონაკლისი არც �დინამო� იყო; მაგრამ ამჯერად სტუმრებმა მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს და მასპინძლებს სასტიკი მარცხი აგემეს! ისე, �კლასი� შემთხვევით არ გვიხსენებია - �ბაიასთან� შეხვედრაში �დინამომ� შვიდი მომენტი შექმნა და აქედან... ექვსი გამოიყენა; თითქმის იგივე სიტუაცია იყო წინა ტურშიც, როცა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრაში ხუთიდან... ოთხი მომენტი გოლად აქცია; არადა, გავიხსენოთ, სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ �დინამო� სწორედ ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა.

...�ბაიასა� და �დინამოს� პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ მატჩი მასპინძელთათვის ასეთი სავალალო შედეგით დასრულდებოდა. ბესიკ შეროზიას გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობაც გაუწია ფავორიტ-მეტოქეს და პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ �დინამოს� მეკარე გიორგი ლორია საიმედოდ თამაშობდა. აი, მეორე ტამში კი სტუმართა მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და ჩინებულმა ფიზიკურმა მომზადებამ თავი იჩინა; მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ალექსანდრე კოშკაძემ, ზედიზედ მეორე შეხვედრაში �დუბლი� რომ შეასრულა; ასევე ორი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, თან, �დინამოს� ტრავმამოშუშებულმა ლიდერმა ორივეჯერ ეფექტურად გაიტანა; სასიხარულოა, რომ გოლის �გემო� გაიხსენა მათე ვაწაძემ - ახალგაზრდა ფორვარდმა �დუბლის� შესასრულებლად რვა წუთი იმყოფინა! ნურც სხვა დინამოელებს დავუკარგავთ გარჯას - თუნდაც, გუნდის კაპიტან ლევან ხმალაძეს, ყველა მატჩში ერთნაირი წარმატებით რომ ასპარეზობს. სხვათა შორის, დინამოელები გატანილი გოლით თანაგუნდელ გიორგი ნერგაძესაც �ულოცავდნენ�, ვისაც მატჩამდე ერთი დღით ადრე ვაჟი შეეძინა. რაც მთავარია, გუნდმა ეს წარმატება... მთავარ მწვრთნელსაც მიულოცა - 19 სექტემბერს კახა კაჭარავას დაბადების დღე ჰქონდა!

...ზუგდიდში ფეხბურთი რომ უყვართ და იციან, არახალი ამბავია; აბა წარმოიდგინეთ, სხვაგან სად მოხდებოდა, რომ 0:6-ის მერე, სტუმართა გუნდი ტაშით გაეცილებინოთ; იმედი დავიტოვოთ, რომ ბესიკ შეროზიას ახალგაზრდული გუნდი მალე დაივიწყებს �დინამოსთან� დიდი ანგარიშით მარცხს. არადა, �ბაიაში� არაერთი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს, თუნდაც, 17 წლის ნიკა ძალამიძე, ვინც კვლავაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა...

ბომბარდირები

გაბედავა (გაგრა) 6

აკინო (ოლიმპი) 5

მერებაშვილი (დინამო) 4

კოშკაძე (დინამო) 4

გელაშვილი (ზესტაფონი) 4

გამოტოვებული მატჩი

22 სექტემბერი, სამშაბათი

სიონი-დინამო

მომდევნო ტური

25 სექტემბერი, პარასკევი

დინამო-ლოკომოტივი

ზესტაფონი-ოლიმპი

ვიტ ჯორჯია-ბაია

26 სექტემბერი, შაბათი

სპარტაკი-გაგრა

სიონი-სამტრედია

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კი, სიონთან აქვს სათამაშო

შეხვედრა ფრედ დასრულდა და ოლიმპმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრა ძალიან საიტერესო იქნება ზესტაფონი ოლიმპს უმასპინძლებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მომდევნო შეხვედრა ძალიან საიტერესო იქნება ზესტაფონი ოლიმპს უმასპინძლებს.

მოგების შემთხვევაში ზესტაფონი პირველ ადგილზე გადავა B)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპი ბოლო შეხვედრებში არადამაჯერებლად მოქმედებს. ზესტაფონი კი პირიქით

უნდა მოიგოს ზესტაფონმა წესით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი მოიგებს რა , ვიტ ჯორჯიაც მოიგებს, 5ვე თამაში 1ანი მგონია

25 სექტემბერი, პარასკევი

დინამო-ლოკომოტივი

ზესტაფონი-ოლიმპი

ვიტ ჯორჯია-ბაია

26 სექტემბერი, შაბათი

სპარტაკი-გაგრა

სიონი-სამტრედია

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დინამო-ლოკომოტივი

ამ შეხვედრაში დინმო ფავორიტია, იმედი მაქვს ლოკომოტივის მეკარე მაქსიმე ქვილითაია კარგად ითამაშებს და დიდი ანგარიშით არ წაგებს ლოკო.

ზესტაფონი-ოლიმპი

ამ შეხვედრაში გუნდები ყველაფერს დადებენ, კარგი იქნება თუ თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს ვიხილავთ ამ შეხვედრაში, მინდა ზესტაფონის მოგება, ამ შეხვედრის გარდა კიდევ სამი დაპირისპრება შედგება ამ გუნდებს შორის ყველაფერი წინ არის მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ შეხვედრას.

ვიტ ჯორჯია-ბაია

ჯორჯია ნორმალურად გამოიყურება, დაბალანსებული გუნდია მაგრამ რაღაც "მარილი" აკლია ამ გუნდს. რაც შეეხება ბაიას, მან დინამოსგან წინა კვირაში ძალიან დიდიდარტყმა მიღო და ვნახოთ შეძლებს თუ არა შეროზია ბიწების შოკიდან გამოყვანას.

სპარტაკი-გაგრა

საყურებლად კარგი შეხვედრა უნდა გამოვიდეს ორივეს კარგი გუნდი ყავს და მწვრთნელებსაც არ დაეწუნებათ ოსტატობა. ამ შეხვედრაში ყველაფერია მოსალოდნელი . . .

სიონი-სამტრედია

სიონმა დინამოსთან კარგი შეხვედრა ჩაატარა, სამტრედიასაც კარგი გუნდი ყავს, არ არის გამორიცხული შეხვედრა ფრედ დასრულდეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი-ოლიმპი შევცდი პროგნოზში 2-2 დამთავრდა , რა თამაში იქნებოდაა

ვიტჯორჯიამ ბოლო წუთზე გაუტანა ბაიას და 2-1 მოიგო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამომ მოკრძალებული ანგარიშით მოუგო ლოკომოტივს, 1-0. ლოკომოტივი მაინტერესებს შემდეგ ტურებში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დინამო 17

ოლიმპი17

ზესტაფონი16

ვიტ-ჯორჯია15

0

Share this post


Link to post
Share on other sites

”სპარტაკი" ცხინვალი 3 - 1 "გაგრა” გაგრა

”სიონი” ბოლნისი 3 - 0 ”სამტრედია" სამტრედია

Miro

5ვე თამაში 1ანი მგონია

მარტო ზესტაფონი-ოლიმპი დამთავრდა ფრედ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვა გაგრა 1-0ს უგებდა რო ვნახე, საღოლ სპარტაკს

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს და ხვალ ტურია

ბაია-ზესტაფონი

ლოკომოტივი-ვიტ ჯორჯია

ოლიმპი-სპარტაკი

სამტრედია-დინამო

გაგრა-სიონი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონმა გელაშვილის გოლით მოიგო ზუგდიდში, მესამწუთზე გაიტანა გელაშვილმა

ვიტ ჯორჯიამ 3-1 მოუგო ლოკომოტივს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

9-ტური 30-სექტემბერი, ოთხშაბათი

ოლიმპი-სპარტაკი 1:1

სამტრედია-დინამო თბილისი 3:1

გაგრა-სიონი 1:1

I წრის შემდეგ

ზესტაფონი 19

ოლიმპი18

ვიტ-ჯორჯია18

დინამო17

სპარტაკი15

სამტრედია12

სიონი10

გაგრა8

ბაია4

ლოკომოტივი2

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპის ორი მატჩი უმაყურებლოდ

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი განიხილა. ბოლნისში რუსთავის �ოლიმპმა� ცხინვალის �სპარტაკს� უმასპინძლა. მატჩის დასრულების შემდეგ იქ დიდი ცემა-ტყეპა გაიმართა. პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესსამსახურმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა:

�შეხვედრის მომსახურე ბრიგადის მოხსენებითი ბარათების თანახმად,�ოლიმპისა� და�სპარტაკის� მატჩის დამთავრების შემდეგ მოედანზე�ოლიმპის� გულშემატკივრები, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ დავით კირკიტაძესთან ერთად შეიჭრნენ. მინდორზე შეჭრილმა გულშემატკივართა ჯგუფმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შეხვედრის მსაჯებს, შემდეგ კი მატჩის დამკვირვებელ ამირან კაჭახიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. სადისციპლინო კომიტეტის დადგენილებით, საფეხბურთო კლუბი რუსთავის �ოლიმპი�, რომლის გულშემატკივრებმა �ოლიმპი�-�სპარტაკის� მატჩის დამთავრების შემდეგ შეხვედრის მსაჯებს და სფფ-ის დამკვირვებელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაჯარიმდეს 5 000 ლარით. რუსთავის �ოლიმპმა� მომდევნო 2 კალენდარული მატჩი საკუთარ მოედანზე (ბოლნისში) ჩაატაროს მაყურებლების გარეშე. რუსთავის საფეხბურთო კლუბს მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია მიმდინარე ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებების დასრულებამდე. მატჩზე დასწრების უფლება ეძლევა �ოლიმპისა� და მეტოქე გუნდის მხოლოდ 10 ოფიციალურ წარმომადგენელს, მატჩის ოქმის განაცხადში შესული გუნდის მწვრთნელების, ექიმებისა და ფეხბურთელების გარდა. პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ �ოლიმპის� ორ საშინაო მატჩს. მედიის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა იქონიონ თან ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა�.

როგორც ხედავთ, მატჩის დამკვირვებლისა და მსაჯების შეურაცხყოფისთვის რუსთავის �ოლიმპს� 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5-ათასლარიანი ჯარიმა აკმარეს. დიახ, სწორედაც რომ აკმარეს, რადგან მსგავსი ინციდენტის გამო სხვა ნებისმიერი კლუბი, ალბათ გაცილებით მკაცრად დაისჯებოდა.

© გაზეთი "ლელო"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

3 ოქტომბერი, შაბათი

1.ლოკომოტივი-ზესტაფონი 0:1

4 ოქტომბერი, კვირა

2.სპარტაკი-სიონი 1:1

3.სამტრედია-ვიტ ჯორჯია 2:2

4.ოლიმპი- ბაია 2:0

5.გაგრა-დინამო თბილისი 0:0

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0