Sign in to follow this  
Followers 0

უმაღლესი ლიგა

381 posts in this topic

”სპარტაკი" ცხინვალი 2 - 0 "ლოკომოტივი” თბილისი

”სამტრედია" სამტრედია 1 - 0 ”ბაია" ზუგდიდი

"გაგრა” გაგრა 0 - 1 "ოლიმპი” რუსთავი

”სიონი” ბოლნისი 0 - 0 ”ზესტაფონი” ზესტაფონი

”დინამო" თბილისი 0 - 0 ”ვიტ ჯორჯია” თბილისი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოლიმპმა ვაბშე გაუბერა, სპარტაკს ჩავარდნა ერტყობა ხანმოკლე იყო და ძალიანაც კარგი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემდეგ ტურში ზესტაფონი დინამოა

ზესტაფონმა შარშანდელი წაგებისთვის რევანში უნდა აიღოს :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უაღრესად საინტერესო სტატიაა მსოფლიო სპორტში

თავად ნახეთ:

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=25654

საუბარია იმაზე, რომ ოლიმპის ჩემპიონობა უკვე გადაწყვეტილია "ზემოთ"

ასევე ნესტორ მუმლაძის წასვლის თაობაზეც საინტერესო მოსაზრებებია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

orthodox

"ამ საკითხზე" ზესტფონს და ოლიმპს ექნებათ დიდი დავა რადგანც კოკაიაც უდიდეს თანხებს ხარჯვს და ამისთვის "სამაგიორო" უნდა მიიღოს თორემ შეიძლება გული იცრუოს პოექტზე რომელსაც "მილანელო" ეწოდება, რაც შეეხება მუმლაძეს ამაზა თვითონ მწვრთნელმა თქვა რომ "ზველებურად კარგი" ურითიერთობა აღარ ქონდა რუხაძესთან და წავიდა. მან თქვა მარიბორს რომ გავცდენოდით ამ ნაბიჯს არ გადავდგამდიო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

5 ტური

ზესტაფონი-დინამო

ბაია-გაგრა

ოლიმპი-სიონი

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

ლოკომოტივი-სამტრედია

დაძაბული თამაშები გველის ამ შაბათ კვირას, ვნახოთ ლოკომოტივი თუ მოიპოვებს პირველ გამარჯვებას

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვაა მაგარი თამაშებია, ოლიმპი და ჯორჯია მოიგებენ, ლოკომოტივიც პირველ გამარჯვებას იზეიმებს ახალი მწვრთნელის მეთაურობით, ზესტაფონი და ბაია იქსები მგონია . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლოკომოტივიც პირველ გამარჯვებას იზეიმებს ახალი მწვრთნელის მეთაურობით

აბა აბა რა იცი მითხარიი?!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ზესტაფონი-დინამო 4-1 :28:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვა მაგარია!

ამხელა ანგარიშით ზესტაფონს დინამოსთვის ჯერ არ მოუგია..

ოლიმპი თუ არ გაქაჩეს "ზემოდან", ზესტაფონი საჩემპიონოდაა "გახაზირებული" წელს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა აბა რა იცი მითხარიი?!

სანაიაზე ვთქვი, ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია მისი მეთაურობით გუნდს :

ზესტაფონი-დინამო 4-1

:sm (5): :ms (8):

ბრავო ზეს ძალიან გამიხარდა,

ოლიმპი თუ არ გაქაჩეს "ზემოდან", ზესტაფონი საჩემპიონოდაა "გახაზირებული" წელს

ორივე მთავრობის გუნდია მაგრამ ვნახოთ კირკიტაძე აჯობებს თუ გაბაშვილი : )

მე უფრო ზესტაფონი მინდა.

საოცარია მამა ან შვილი ჩემპიონი გახდება წელს :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

30-აგვისტო, კვირა

ბაია-გაგრა 2:2

ოლიმპი-სიონი 3:0

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 2:0

ლოკომოტივი-სამტრედია 0:3

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ლოკომოტივი-სამტრედია 0:3

: ( ( (

ძალიან მძიმე სეზონი ელის ლოკოს წინ.

ოლიმპმა როგორც ვიფიქრე დაამარცხა სიონი, ბაია-გაგრაც კაი შეხვედრა გაოსულა. ჯორჯია ისევ თავის სტიქიაშია : )

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ ლოკო გავარდებს წელს, ცუდიაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ ლოკო გავარდებს წელს, ცუდიაა

მგონი სამტრედიაც მიყვება ზედ

თუ 1 ვარდება? ახალი ფორმატით როგორაა გავარდნის სისტემა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველ წელს იცვლება და რავიცი მგონი ორი ვარდება, თუ ძამტრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი არ გაძლიერდა ნამდვილად ცუდი შედეგები ელის, პირველი გუნდისგან განსხვავებით დუბლ შემადგენლობამ მეორე ტურში მოიგო და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ლელო "

# 207

3 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2009 წელი

საქართველოს ჩემპიონატი თვის ნომინანტები. აგვისტო

გია ტუხაშვილი

...მესამე სეზონია, �ლელო� თვის ნომინანტებს ასახელებს და მსგავსი შემთხვევა, თუ არ ვცდებით, არც ყოფილა! არაერთხელ მომხდარა, რომ ერთდროულად ორი მწვრთნელი აგვირჩევია; ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, �თვის მწვრთნელი�, საერთოდ რომ არ დაგვისახელებია...

ადრეც ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ თვის მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის გამოსავლენად, �მარტივი� კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით - ანუ თვის განმავლობაში ვინც უფრო ხშირად მოხვდებოდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, სწორად მას ექნებოდა უფრო მეტი შანსი, რომ კონკრეტული თვის საუკეთესო მწვრთნელი თუ ფეხბურთელი გამხდარიყო. ამ შემთხვევაში მწვრთნელებზე გვაქვს ლაპარაკი და გვინდა შეგახსენოთ, თუ ვინ მივიჩნიეთ აგვისტოში �ტურის მწვრთნელად� (თანამიმდევრობით, პირველიდან მეხუთე ტურის ჩათვლით): ვლადიმერ ხაჩიძე (�სპარტაკი�), ვიქტორ კაშჩეი (�გაგრა�), კახა კაჭარავა (�დინამო�), თემურ მახარაძე (�ზესტაფონი�), გია გეგუჩაძე (�ზესტაფონი�). როგორც ხედავთ, ხუთიჯერვე სხვადასხვა სპეციალისტი ვაღიარეთ, ამ დროს კი თვის საუკეთესო მწვრთნელად... ოთარ კორღალიძე (�ოლიმპი�) მივიჩნიეთ! ჰო, შესაძლოა, ზოგს გაუკვირდეს კიდეც: მწვრთნელი ვერც ერთი ტურის შემდეგ ნომინანტებში ვერ მოხვდა და უცბად, �თვის მწვრთნელად� დავასახელეთ; მაგრამ გახედეთ სატურნირო ცხრილს და, ალბათ, ჩვენი არჩევანიც საკამათო აღარ იქნება: რუსთავის �ოლიმპი� ქულათა მაქსიმუმით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია!

მწვრთნელი ოთარ კორღალიძე (ოლიმპი)

ოთარ კორღალიძე �ოლიმპში� ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივიდა. ათწლიანი სამწვრთნელო სტაჟის მქონე მწვრთნელს საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ გუნდში (�დინამო�, �არსენალი�, �დილა�, �კახეთი�, �სიონი�) უმუშავია; თუმცა, პირველი შემთხვევაა, რომ საჩემპიონოდ �მომართულ� გუნდში უწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. ისე, �ოლიმპს�, მართლაც ყველა პირობა აქვს შექმნილი, ხანმოკლე ისტორიაში მეორედ რომ გახდეს საქართველოს ჩემპიონი. უპირველეს ყოვლისა, გუნდს არ აკლია ყურადღება ქალაქისა თუ სამხარეო ხელმძღვანელობის მხრიდან. იმავეს ვიტყოდით მთავარ სპონსორზეც - რუსთავის მეტალურგიულ კომბინატზეც. ამას გარდა, �ოლიმპს� აშკარად მოუხდა �ატლეტიკო პარანენსესთან� დამყარებული ურთიერთობა: ბრაზილიური კლუბიდან ხუთი ფეხბურთელის ჩამოყვანით რუსთავული გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და საჩემპიონო ამბიციებიც მოემატა. ისე, გუნდის სეზონისწინა სატრანსფერო პოლიტიკამ ბევრი კითხვა გააჩინა; ყოველ შემთხვევაში, �ოლიმპიდან� რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გაუშვეს, ჯერ კიდევ �გუშინ� თუ �გუშინწინ�, გუნდის ლიდერებად რომ მიიჩნეოდა. თუმცა, ზოგიერთმა ახალწვეულმაც გაამართლა და ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოცდილ გრიგოლ ჭანტურიაზე ითქმის; ვეტერანი მეკარე, მართლაც ჩინებულ ფორმაშია და მისი არანაკლები წვლილიც არის �ოლიმპის� წარმატებულ ასპარეზობაში. ამავეს თქმა შეიძლება ორ ნახევარმცველზეც: შოთა ბაბუნაშვილისა და დენის დობროვოლსკის გარეშე �ოლიმპი� ერთპიროვნული ლიდერი კი არა, �ჩვეულებრივი� გუნდი იქნებოდა...

�ოლიმპს� აგვისტოში, მართლაც, �ტკბილი� კალენდარი ჰქონდა; ანუ -ხუთივე მატჩი ისეთ გუნდებთან ჰქონდა, ჩემპიონატში მოკრძალებული მიზნები რომ აქვთ. სამაგიეროდ, სექტემბერში იმ ოთხ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, კონკურენტებად რომ მივიჩნევთ: �დინამოსთან�, �ვიტ ჯორჯიასთან�, �ზესტაფონთან� და �სპარტაკთან�. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდება ოთარ კორღალიძის გუნდის რეალური შესაძლებლობები; მანამდე კი ვიდრე ეს კონკურტენტები ერთმანეთთან თუ თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეებთან გაუთვალისწინებელ ქულებს კარგავენ, �ოლიმპი� უდანაკარგოდ წინ მიიწევს და ჩემპიონატის ერთ-ერთი რეალური ფავორიტის სტატუსსაც ამართლებს!

ფეხბურთელი ანდერსონ აკინო (ოლიმპი)

აი, ამ ნომინაციაში კი საკამათო არაფერი უნდა იყოს - �ოლიმპის� ბრაზილიელი ლეგიონერი ანდერსონ აკინო, უდავოდ, თვის საუკეთესო ფეხბურთელია! უკვე რამდენჯერმე მოგვიხდა ერთი და იმავეს აღნიშვნა და კვლავაც სიამოვნებით გავიმეორებთ: ასეთი დონის ლეგიონერი ჩვენი ჩემპიონატის ოცწლიან ისტორიაში ერთეული თუ ყოფილა! ეგ კი არა, აკინომ ასე თუ გააგრძელა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, საერთოდ, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელობაზეც ექნება პრეტენზია!

ჩვენს ჩემპიონატში აკინოს დებიუტი პირველ ტურში, ზუგდიდში შედგა და სწორედ ბრაზილიელი გამთამაშებლის ჩინებული თამაშის წყალობითაც შეძლო �ოლიმპმა� მატჩის შემოტრიალება. აკინომ იმ შეხვედრაში პირველი �ქართული� გოლი გაიტანა, მომდევნო ტურში კი ასევე სტუმრად �ლოკომოტივთან� ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით უკვე მეორე გოლი მიითვალა. საერთოდაც - ის მატჩი აკინომ შთამბეჭდავად ითამაშა, თუმცა, მთავარი სანახაობა წინ გველოდა! �სამტრედიასთან� საშინაო მატჩს ვგულისხმობთ, აკინომ �დუბლი� რომ შეასრულა და იმ ორი გოლის გარდა, სანამ მოედანზე იმყოფებოდა, უზადო ტექნიკის დემონსტრირებას ახდენდა. ჰო, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, თუ რამდენი გოლი გაიტანეს �ოლიმპის� ფეხბურთელებმა ამ ვირტუოზი ბრაზილიელის მოხდენილი პასებით. მოკლედ, �კლასიკური� ათი ნომერია, აი, ხანდახან, �მოხეტიალე ფორვარდიც� რომ შეიძლება დავარქვათ - მეტოქის ნახევარზე მთელ პერიმეტრზე, ბურთით თუ უბურთოდ, მუდამ რომ მანევრირებს და ასევე მუდამ რომ ცდილობს თამაშის გამწვავებას. �სამტრედიასთან� მატჩი, აკინოს ბენეფისად იქცა - სტუმრები ვერაფრით ახერხებდნენ ტანმორჩილი ბრაზილიელის შეჩერებას. აღარაფერს ვამბობთ საჯარიმოდან გატანილ გოლზე, როდესაც �ცოცხალ კედელში� სტუმართა ცხრა თუ ათი (!) ფეხბურთელი იდგა და, ამის მიუხედავად, აკინომ მაინც შეძლო დიდოსტატური დარტყმით ბურთის კარში ზუსტად გაგზავნა.

სამწუხაროდ, სწორედ იმ შეხვედრაში აკინომ ტრავმა მიიღო: �ოლიმპი� დიდი ანგარიშით იმარჯვებდა, მაგრამ ბრაზილიელმა მორიგი სოლო-რეიდი წამოიწყო და მეტოქის მცველთან ორთაბრძოლისას დაშავდა - უნდა გენახათ, რუსთავის სტადიონის ტრიბუნებზე თუ საპატიო სტუმართათვის განკუთვნილ VIP-ლოჟაში (ამ სეზონში ფეხზე დასადგომ ადგილს რომ ვერ იპოვით) რა ხდებოდა - ყველა სულმოუთქმელად ელოდა ექიმების ვერდიქტს. საბოლოოდ გაირკვა, რომ აკინოს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი და ამის გამო ერთი მატჩის გამოტოვებაც მოუხდა. და აი, უკანასკნელ ტურში �ოლიმპისა� და �სიონის�... �უპრინციპულეს� დაპირისპირებაში აკინო დაბრუნდა და რუსთაველ ქომაგთა ახალმა კერპმაც მორიგი ზღაპრული მატჩი ჩაატარა! გოლი და მის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის დანიშნული პენალტი - აი, აკინოს მორიგი �მონაგარი�, ვინც ხუთი გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ისე, ჩვენთვის კი არა, �ოლიმპის� მწვრთნელებისა თუ უფროსობისათვისაც გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ არ დაანება აკინოს პენალტის დარტყმა... თანამემამულე ჯონათასმა. არადა, ტრიბუნიდან ნათლად ჩანდა, რომ თავად დაზარალებულს სურდა პენალტის დარტყმა, მაგრამ თანამემამულე პარტნიორს აღარ შეეწინააღმდეგა...

...მეტოქის კარის მიმართულებით ყველა სტანდარტულს ასრულებს, პასის ჩინებული �კულტურა� აქვს, ბურთს ზუსტად ურტყამს, მშვენივრად არის შეთამაშებული პარტნიორებთან (განსაკუთრებით - შოთა ბაბუნაშვილთან), სისწრაფეში ცდილობს დრიბლინგის წამოწყებას (�სიონთან�, სულაც ზიდანის ცნობილი ფინტი გაიმეორა - ბურთიანად დაბზრიალდა რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში) და მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელს?!

...კიდევ ერთი, თან არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი კინაღამ გამოგვრჩა: აკინოს თამაში გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებს და, რაც მთავარია, თვითონაც... სიამოვნებას იღებს! ყოველ შემთხვევაში, რაც ამ ბიჭის თამაშები ვნახეთ, სახიდან ღიმილი არ მოშორებია...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეროვნულ ჩემპიონატში ათდღიანი შესვენებით იმერლებმა ისარგებლეს და სპარინგ მატჩი გამართეს. �ზესტაფონმა� �სამტრედიას� უმასპინძლა და ეს მატჩი ერთობ უხვგოლიანი აღმოჩნდა. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა ასამდე გულშემატკივარმა 12 გოლი ნახა, მათ შორის 4 დუბლი, ორ-ორი სტუმარ-მასპინძლის შესრულებით. საბოლოოდ მასპინძლებმა 7:5 მოიგეს. საგულისხმოა ისიც, რომ ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებული მეკარეების, შესაბამისად ზურაბ მამალაძისა და როინ კვასხვაძის არყოფნაში, გია გეგუჩაძემ მესამე და მეოთხე გოლკიპერები ათამაშა. ზესტაფონელებს ეროვნულ და ახალგაზრულ ნაკრებებში გამოძახებული სხვა ფეხბურთელებიც აკლდათ...

მთლიანად მატჩი და განსაკუთრებით პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა საწყისი 45 წუთი დიდი ანგარიშით - 6:1 მოიგეს. გია გეგუჩაძის გუნდიდან თორნიკე აფციაურმა და ნიკა გელაშვილმა დუბლები მიითვალეს, თითო კი შოთა გრიგალაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ გაიტანეს. შესვენებამდე ზესტაფონელთა გატანილ ექვს ბურთს სამტრედიელთაგან მხოლოდ ფორვარდმა მიხეილ კაკალაძემ ერთით უპასუხა. ვალერიან ჩხარტიშვილის გუნდმა მეორე ნახევარი უკეთ ითამაშა და 4 ბურთი გატანა შეძლო. სამტრედიელთაგან ზურაბ ეცადეიშვილმა და ლევან ჯიქიძემ დუბლები მიითვალეს. შეხვედრას წერტილი რატი წინამძღვრიშვილმა დაუსვა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. სხვათა შორის, მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ წინამძღვრიშვილმა ზესტაფონელთა რიგებში პირველად ითამაშა და გოლითაც გამოირჩა.

ამ შეხვედრაში მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ზესტაფონი: ცხაკაია (86. მაღრაძე), მანწკავა (72. ჭანკოტაძე), გ. ონიანი (56. ბრეგვაძე), გორგიაშვილი, მაკარიანი (79. მანწკავა), ცხადაია, აფციაური (46. ძარია), გრიგალაშვილი (46. ელიავა), ნ. კვასხვაძე (72. წინამძღვრიშვილი), კორღალიძე (46. დვალი), გელაშვილი (46. იონანიძე).

სამტრედია: ი. შენგელია, გოგია, კვესიეშვილი, ნინუა, კირთაძე, ჩომახიძე, ლ. ვაშაკიძე, კაკალაძე, ტყემალაძე, ბაკარანძე, ბაკურაძე.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჯინჭარაძე, ჯიქიძე, ეცადეიშვილი.

როგორც ხედავთ, სამტრედიელებთან ამხანაგურ შეხვედრაში �ზესტაფონის� თავკაცმა გია გეგუჩაძემ ნახევარმცველი გიორგი მანწკავაც ათამაშა. მანწკავა, რომელიც ბოლოს ისრაელის ჩემპიონატში ასპარეზობდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 72-ე წუთზე შეცვალეს და 6 წუთში ისევ ჩართეს თამაშში. გიორგი მანწკავა ზესტაფონელთა გუნდში ტესტირებას აგრძელებს და მისი საკითხი ამ დღეებში გადაწყდება.

დაბოლოს, მომდევნო ტურის შეხვედრებიდან ორმა მატჩმა, ერთი დღით გადაიწია. �დინამო�-�ოლიმპის� მატჩის დარად, �ვიტ ჯორჯიისა� და �ზესტაფონის� შეხვედრაც 13 სექტემბერს გაიმართება. საგულისხმოა ისიც, რომ სექტემბერში ეროვნული პირველობის მატჩები 16 საათზე დაიწყება. �დინამო�-�ოლიმპის� დაპირისპირება კი 18 საათზე შედგება, რადგან ამ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციაა დაგეგმილი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უმაღლესი ლიგა, ცვლილებები კალენდარში

საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის 12 სექტემბრის კალენდარული თამაში დინამო თბილისი - "ოლიმპი" რუსთავი, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ისლანდიიდან თბილისში გვიან ღამეს 11 სექტემბერს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გადატანილია 13 სექტემბერს. თამაში მ. მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. მატჩის გადაიცემა პირდაპირ ეთერში და შესაბამისად დაიწყება 18:00 საათზე.

აღნიშნული ფაქტის გამო, ამავე ტურის კიდევ ერთი შეხვედრაა გადატანილი 13 სექტემბერს, ვიტ ჯორჯია- ზესტაფონი თამაში დაიწყება 16:00 საათზე. VII ტურის 20 სექტემბრის კალენდარული თამაში ბაია- დინამო" თბილისი 20 სექტემბრის ნაცვლად ჩატარდება 19 სექტემბერს, ხოლო II ტურის 8 აგვისტოს გამოტოვებული მატჩი სიონი-დინამო თბილისი გაიმართება 22 სექტემბერს.

პფლ-ს პრესსამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ თითონაც დაიბნენ მე მგონი ჩემთან ერთად ! რანაირი კალენდარია რა არის ეს :D ვერაფერი გავიგე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაგრა ჩემპიოოოოონ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველაზე დიდ ინტერეს დინამო-ოლიმპი და ჯორჯია- ზესტაფონის შეხვედრა იწვევს, ჩემი აზრით თბილისელები პირველ მარცხს აგემებენ მეტოქეს, ამის კარგი შანსი აქვს გუნდს, მაგრამ დინამოს მთავარი პრობლმა არასტაბილურობააა, ზესტაფონმა წესით უნდა მოიგოს თბილისში, მაგრამ ძალიან გაუწირდება ამის გაკეთება.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

4-0 არ ველოდი დინამოსგაან

შემდეგ ტურში ოლიმპი-ვიტ ჯორჯია , კაი თამაში იქნება

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

აქ უკვე მგონი ოლიმპი მოიპოვებს გამარჯვებას.

ზესტაფონი ვისთან არის არიცით თქვენე?.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0