Sign in to follow this  
Followers 0

უმაღლესი ლიგა

381 posts in this topic

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ტარდება 1990 წლიდან.მას თავდაპირველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებდა, ხოლო 2003 წლის 17 ივლისიდან საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგა ატარებს.1927-1989 წლებში შეჯიბრი ტარდებოდა როგორც საბჭოთა კავშირის რეგიონული შეჯიბრი.ლიგაში 11 გუნდი მონაწილეობს.უმაღლეს ლიგას უეფას მიერ კოეფიციენტად 40 უწერია.

76398cecae7a.jpg

დაარსებულია

1990 წელი

ქვეყანა

საქართველო

ჩამოქვეითება

პირველი ლიგა

გუნდების რაოდენობა

10

კვალიფიკაცია ევროთასებზე

ჩემპიონთა ლიგა

უეფას თასი

საშინაო თასი

საქართველოს თასი

ვებ-გვერდი

PFL.GE

გათამაშების ფორმატი

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობს ,პირველობა სამ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება აგვისტოში და მთავრდება მაისში,ზამთარში ორთვიანი შესვენებაა. 2008 წელს უპრეცედენტო მოვლენა მოხდა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში: რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ჩემპიონატის მატჩები 28 დეკემბრამდე გაგრძელდა.

ევროთასებზე კვალიფიკაცია

უმაღლეს ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და პირველი ეტაპიდან იწყებს,მეორე ადგილზე გასული გუნდი კი-უეფას თასზე.2009 წლამდე მესამეადგილოსანი გუნდი ინტერტოტოს თასზე ასპარეზობდა,თუმცა მას შემდეგ, რაც უეფამ ინტერტოტოს გათამაშება გააუქმა,მესამე ადგილზე გასული კლუბიც უეფას თასზე გამოდის.

ისტორია

საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1989 წლიდან ატარებს.საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.ერთმანეთს დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ.თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო.მაშინდელ თამაშზე დიდი რაოდენობით იყო მაყურებელი.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 17 გუნდი მონაწილეობდა,შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა 20 გახდა,შემდეგ ისევ 17.1993-94 წლის სეზონში 19 გუნდამდე გაიზარდა,თუმცა მალევე შემცირდა და 2000 წლამდე 16 გუნდი მონაწილეობდა.შემდეგი 4 წლის მანძილზე 12 გუნდი მონაწილეობდა,2004-05 წლის სეზონში-10,მაგრამ 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ნოდარ ახალკაცის მიერ 16 გუნდამდე გაიზარდა, რომელიც იმით იყო განპირობებული, რათა რეგიონები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი.გარდა ამისა უმაღლეს ლიგას შეუერთდნენ სოხუმის დინამო და ცხინვალი,თუმცა უმაღლეს ლიგას უსახსრობის გამო ბევრი გუნდი ტოვებდა და ახლა, 2008-09 წლის სეზონში 11 გუნდი ასპარეზობს. 2009-10 წლის სეზონში 10 გუნდი იასპარეზებს

უმაღლესი ლიგის კლუბები ევროპაში

ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ევროტურნირებზე მაღალ დონეზე თამაში.ისინი ვერ სცილდებიან ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს.1998 წელს მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოს ჩემპიონის დინამო თბილისის მიერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა,მაგრამ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში სტუმრად გატანილი ერთი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკი გავიდა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2004 წელს დიდ წარმატებას მიაღწია თბილისის დინამომ.უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბორისოვოს ბატე,პრაღის სლავია და კრაკოვის ვისლა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა,სადაც მისი მეტოქეები იყვნენ ნიუკასლ იუნაიტედი,ფრანგული სოშო,ლისაბონის სპორტინგი და ბერძნული პანიონიოსი.დინამომ ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

კლუბები 2009-10 წლის სეზონზე

022a0cb53117.jpg

ჩემპიონები და პრიზიორები

c79c573d965c.jpg

ჩემპიონატის მოგებათა რაოდენობა

1df928190020.jpg

ყველა დროის ცხრილი1989/90-2008/09

Top 20

6067a2793636.jpg

21-45

12f55a0c68bc.jpg

სახელთა ცვლილებები

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაწყებული ეროვნული მოძრაობის გამო ქართულ კლუბებს გადაერქვათ ძველი,საბჭოური და ეწოდათ ქართული, ეროვნული სახელები:თბილისის დინამოს_იბერია თბილისი,ქუთაისის ტორპედოს_ქუთაისი,ბათუმის დინამოს_ბათუმი,სოხუმის დინამოს_ცხუმი სოხუმი, ომც ლოკომოტონს_მერანი(1993-95-მერანი ბაჩო),თუმცა მას შემდეგ რაც 1992 წელს ეროვნული ხელისუფლება დაემხო, კლუბებს ისევ ძველი სახელები დაუბრუნდათ.

თბილისის ვიტ ჯორჯია 1968-92 წლებში თბილისის მორკინალის სახელით გამოდიოდა,ხოლო რუსთავის ოლიმპი-1991 წელს მერანი-91,2003 წელს ოლიმპი თბილისი-ის სახელით გამოდიოდა,ამავე წელსვე დაერქვა თბილისი თბილისი, ხოლო 2006 წელს გაერთიანდა საფეხბურთო კლუბ რუსთავთან და ეწოდა ოლიმპი რუსთავი.

ბომბარდირები

e782db2baa6f.jpg

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები

706433c8086c.jpg

სპონსორები

cb27eddbd6d6.jpgdecc94cad1ec.jpga46ba60d987f.jpg890b3187b60b.jpgfbe8c55dc9bf.jpg70e563c18306.jpg

1

Share this post


Link to post
Share on other sites

აუ იმ სენაკის ეგრისს იმენა ლოლ საქართველოს ლიგაში 19 წლის მანძილზე 17 ქულაზე მეტი ვერ აიღო :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ იმ სენაკის ეგრისს იმენა ლოლ საქართველოს ლიგაში 19 წლის მანძილზე 17 ქულაზე მეტი ვერ აიღო

19 წელი არ თამაშობდა სენაკის ეგრისი საქართველოს ლიგაში :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

აბა თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა ? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა ?

საქართველოს ლიგა 19 წელია არსებობს ხო? სენაკის ეგრისმა ყველა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ტარდება 1990 წლიდან

არ არის 19 წელი რაც არსებობს ? ნუ შეიძლება უმაღლეს ლიგაში არ მიიღო, მაგრამ ქვედა დივიზიონებში ხომ თამაშობდა ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხოდა მეც მაგას გეუბნები რო არსებობს 19 წელი, და შენ რო იძახი 19 წელში 17 ქულაო ეგრე არაა, სენაკის ეგრისს 19ივე ჩემპიონატი არ უთამაშია, კაი ხანია ეს გუნდი აღარ არსებობს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

აჰა ეს უკვე აღარ ვიცოდი.. თავიდანვე ეგრე გეთქვა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წელს ზესტაფნი გახდება ჩემპიონი, საკართველოს კვალობაზე საინტერესო ჩემპიონატი გველის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

წელს საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველის

დინამომ უნდა მოიგოს ჩემპიონატი ალბათ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
წელს საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველის

+1

2 ში იწყება ცემპიონატი...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

orthodox

დინამოს კარგი გუნდი ყავს მაგრამ არამგონია რომ ჩემპიონობა მოიპოვოს,

ზესტაფონი მგონია მე, ფეროელები წელს კარგად დაბალანსებული გუნდით გამოვლენ ამ ჩემპიონატზე.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პროფლიგამ თბილისის დინამოს თხოვნა დააკმაყოფილა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ტურის კალენდარული მატჩი თბილისის დინამოსა და გაგრას შორის, რომელიც 2 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ასევე გადადებულია 8 აგვისტოს გასამართი შეხვედრაც ბოლნისის სიონსა და თბილისის დინამოს შორის. თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგას მატჩების ჩატარების თარიღების შეცვლა. მოგეხსენებათ, თბილისის დინამომ წარმატებით დაძლია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი და 6 აგვისტოს ატარებს მესამე რაუნდის თამაშს ბელგრადში, სერბეთის ცრვენა ზვეზდასთან. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა თბილისის დინამოს ულოცავს პირველ შეხვედრაში გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას უსურვებს.

პფლ-ს პრესსამსახური

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გუშინ ორი თამაშით დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა ბაია-ოლიმპის დაპირისპირება, პირველი ტაიმი ბაიამ 1-0 მოიგო, მეორე ტაიმში ოლიმპმა ორი უპასუხო გოლი გაიტა...მეორე შეხვედრაში სპარტაკმა სტუმრად სიონს მოუგო 4-1...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ვიტ-ჯორჯიამ სამტრედიას მოუგო სახლში 2-1

ზესტაფონი-ლოკომოტივის შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

სპარტაკმა სიონს მოუგო?. ვა საღოლ ხაჩიძეს, მაგრად უმუშავია, კარში სტურუა უდგას სპარტაკს?.

ლოკომოტივის ფრეც აღსანიშნავია ზესტაფონში, ყოჩაღ სანაიას. ბაიას წაგების გამო გული დამწყდა. გაგრამ რა ქნა?.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

juventino

არ ვიცი სტურუა ედგა თუ არა...

დინამო-გაგრა გადაიდო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

უეფაზე რომაქვს სათამაშო ალბად იმიტომ. გასაგებია, მეორე ტურის შეხვედრაც გადაუდეს?. საქართველოს კვალობაზე იმედი მაქვს კარგი ლიგა გვექნება, რაღაც საინტერესოდ გაძლიეერდნენ კლუბრბი. მაგრამ მთავარია ბავშვებს მივხედოთ. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

juventino

ამავე თემის მეცამეტე პოსტში მიწერია ყველაფერი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

ამაზე დიდი დავიდარაბა იყო, თავიდან პროფ ლიგა არ აძლევდა ნებართვას, მაგრამ მერე დინამოელები მიაწვნენ მაგრად და დააკმაყოფილეს თქოვნა. ზალიან ჩაგრავენ პროფ ლიგაში და ფედერაციაში დინამოს. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

juventino

არავინ არ ჩაგრავს, უბრალოდ ძალიან გადატვირთული კალენდარი არისო და პირიქით დინამოს სასარგებლოდ რო გადაწყდეს ეგრე გვინდაო რო გავაკეთოთო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Miro

ოფიციალური ცნობა კი არის ეგრე, მაგრამ კულვარეში ძალიან ხშირად ახსენებენ დაპირისპირების ამბებს, თუ გახსოვს დინამომ "დია"-ს დაჯილდოებას მოიკოტი გამოუცხადა შარშან იმის გამო რომ დინამოს ჩაგრავდნენ მსაჯები, ეს არ არის ახალი ცნობა. არდაა ბოლო ჩემპიონატზე გატანჯეს დინამო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2 ტური - 8 აგვისტო, შაბათი

სპარტაკი-ბაია

ლოკომოტივი-ოლიმპი

სამტრედია-ზესტაფონი

გაგრა-ვიტ ჯოჯრია

მაგარი თამაში იქნება იმერული დერბი...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სპარტაკი-ბაია

ამ შეხვედრის შედეგი ძალიან მაინტერესებს, სპარტაკმა პირველი ტური საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა, აიაც არ გახლავთ მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი. ასე რომ საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს.

ლოკომოტივი-ოლიმპი

გელა სანაიას გუნდმა სენსაცია შემოგვთავაზა, მან შეძლო და ქულა წამოიღო ზესტაფონიდან, პირველი საშინაო შეხვედრა ელიის ლოკოს და იმედი მაქვს რომ ამ შეხვედრაშიც ღირსეულად იბრძოლებს და რუსთაველებს ქულას მაინც დაატოებინებენ დედაქალაQში. კორღალიძის გუნდმა საკამოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანა ზუგდიდში, ვნახოთ რას იზამს ის თბილისში. ისინი ხომ წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებენ.

სამტრედია-ზესტაფონი

სამტრედიამ პირველი შეხვედრაში ჯორჯიას არაფერი დაუთმო მაგრამ მაინც დამარცხდა, ვფიქრობ რომ ამ შეხვედრაშიც დამარცხდება ეს კლუბი. ზესტაფონი წელს ძალიან კარგი შემადგენლობით გამოდის.

გაგრა-ვიტ ჯოჯრია

პირველი ტური გაგრამ გამოტოვა, ამ გუნდის რეალური ზალა ჩემთვის უცნობია, მგონია რომ ჯორჯია 3 ქულას მოიპოვებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დღეს გაიმართა მეორე ტური...

სამწუხაროდ (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) ლოკომოტივმა წააგო დღეს 2-1, აღსანიშნავია რომ ლოკო გუშარაშვილის გოლის შემდეგ 1-0ს იგებდა, მაგრამ ოლიმპის შეტევებს ვეღარ გაუძლო და დათმო შეხვედრა... ჯერ აუნიომ გაიტანა ძალიან ლამაზი ჯარიმა 30ე წუთზე, მატჩის ბოლოს 94ე წუთზე კი ჯერონიმომ გაიტანა მეორე გოლი... ლოკომოტივს ორი კაცი გაუგდეს ამ შეხვედრაში... ოლიმპმა დამსახურებულად კი მოიგო მაგრამ, ბოლოს მსაჯი მაგრად შეცდა, როცა ბოლოს კუთხური დანიშნა რასაც გოლი მოყვა... :(

გაგრამ გადაუარა ვიტ ჯორჯიას 4-0

სპარტაკი-ბაია 1-0

სამტრედია-ზესტაფონი 0-2

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0