Sign in to follow this  
Followers 0

ფასები

73 posts in this topic

საქართველო ფასების ზრდის ტემპით პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილზეა.

"გასულ წელს ფასები სწრაფი ტემპით, ბელორუსთან შედარებით, მხოლოდ ყირგიზეთსა და საქართველოში გაიზარდა", - წერს ბელორუსული სააგენტო "ბელაპანი", სტატისტიკის ეროვნული ორგანოს მიერ ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, პირველ პოზიციაზეა ყირგიზეთი, სადაც გასული წლის განმავლობაში ფასები 19,2%-ით გაიზარდა, ხოლო მას მოსდევს საქართველო, სადაც ფასების 11,2%-ით ზრდა ფიქსირდება.

შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ: ბელორუსი - 9,9%, ტაჯიკეთი - 9,8%, სომხეთი - 9, 4%.
აღნიშნულ ხუთეულს ფასების ზრდით მოსდევს უკრაინა - 9, 1%; შემდეგ რუსეთი - 8,8% და მოლდოვა - 8,1%;

პროცენტული მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში თანდათან იკლებს: ყაზახეთი- 7,8%, აზერბაიჯანი - 7,6%, უზბეკეთი - 7,3%, ესტონეთი - 5,7%, თურქმენეთი - 4,8%, ლიტვა - 3,8% და ლატვია - 2,5%.

რაც შეეხება დოლარის კურსის ზრდის ტემპს, როგორც სააგენტო წერს, მიმდინარე წლის იანვარში დოლარი სწრაფი ტემპით საქართველოსა და უზბეკეთში ძვირდებოდა.

ანალიტიკური სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებიდან, სადაც დოლარი გაძვირდა, პირველ პოზიციაზეა საქართველო. ქვეყანაში დოლარის კურსი თვის განმავლობაში 2,04% -ით გაიზარდა. შემდეგი ქვეყანაა უზბეკეთი - 0, 66%; მათ მოსდევენ ბელორუსი - 0, 37% და ყირგიზეთი - 0, 36%.

დოლარის კურსის ზრდის იანვრის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებში გაცილებით დაბალია.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/ekonomika/31575-saqarthvelos-fasebis-zrdis-tempith-postsabtcotha-sivrceshi-meore-adgilzea.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+ambebige+%28Ambebi.GE%29#ixzz1CndvgqTR
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რაც შეეხება დოლარის კურსის ზრდის ტემპს, როგორც სააგენტო წერს, მიმდინარე წლის იანვარში დოლარი სწრაფი ტემპით საქართველოსა და უზბეკეთში ძვირდებოდა.[/quote]
ჩვენდა გასახარელად და სასიკეთოდ ლარი მყარდება, ფასებს რაც შეეხება შენარჩუნებულიაა რასაც მოემატა აღარ გაგრძელებულა ფასის მატება და სხვა პროდუქტზე არ გავრცელებულა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საწვავზე ფასის ზრდა მოქმედებს აბსოლუტურად ყველაფერზე.როგორც ხელისუფლება აცხადებს ყველაფერს აკეთებენ რათა მოქალაქეები მაღალი ფასებისგან დაიცვან მაგრამ მათი ნამოქმედარი საპირისპიროს ამტკიცებს :angry: როგორც გაიგე საშემოსავლო გადასახადი 12%-დან 20%-მდე გაიზარდა რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ზრდის ფასებს,ასევე ძალიან მაღალია საბაჟო გადასახადი,კომუნალური გადასახადები და რაღაში გამოიხატება ხელშეწყობა მე ვერ ვხვდები შეღავათს არ უწევენ კერძო ბიზნესს და არ აძლევენ ხალხს საშუალებას ადგილობრივი რამე აწარმოონ,რატომ უნდა ვიყოთ კანადაზე და რუსეთზე დამოკიდებული როცა საქართველოშიც დიდი რაოდენობით შეიძლება ხორბლის მოყვანა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Geo soldier[/b]
კარტოფილი თურქეთიდან შემოდის როცა სვანეთი კარტოფილის ქვეყანაა რავიცი დღესდღეობით არფერი შეცვლილა იქნებ რამე შეიცვალოს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]gege[/b]
მარტო ხახვი?ქართლელებმა ვაშლი სად გაასაღონ აღარ იციან,ყოფილა შემთხვევა 4 კილო კარგი ვაშლი 1 ლარად მიყიდია მაგრამ ამათ არგენტინული და ჰოლანდიური ვაშლი მოაქვთ 4 ლარად ყიდიან არადა ეგ მწვანე ვაშლი რკინას არ შეიცავს,არ ყვითლდება
ხახვიც არის თურქული,პამიდორიც კიდევ ბევრი რამე არის ბაზარში თურქული და რატომ ნაღდად არ მესმის
კარტოფილს ხო მიაქვს წალკა და ახალქალაქი ეჰ რავიცი რა ბევრს ლაპარაკობენ "ეკონომიკის გაჯანსაღებაზე" და ზოგიერთს სჯერა მაგრამ როგორ აპირებენ არ მესმის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გუშინ შევამჩნიე 10 თეთრით გაძვირებულა პური არ მოველოდე ვიფიქრე ცოტა დალაგდა სიტუაციათქო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წავედით აბა სოფელში საცხოვრებლად..... :D :D რაცხას დავთესავთ, ამოვა და შევჭამთ.. : )))))))
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote] რაცხას დავთესავთ, ამოვა და შევჭამთ..[/quote]
სხვათა შორის ბევრი მართლა მიდის სოფელში უკვე ისე გართულდა ქალაქში ცხოვრება,იქ ლობიოს მაინც მოიყვანს ადამიანი და კილოში 5 ლარს აღარ გადაიხდის,კარტოფილს,ხახვს და კიდევ რაღაც-რაღაცეებს მოიყვან ეზოში და გაცილებით ნაკლები ხარჯი იქნება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ლარი მყარდება... რამე გაიაფდება?![/b]
ლარმა გამყარება დაიწყო. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ერთი დოლარი ლართან მიმართებაში 1,74 ნიშნულზე ფიქსირდება. მანამდე კი, დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1,80 იყო.
მძიმე სოციალური მდგომარეობასა და ფასების ზრდას, მიმდინარე ინფლაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, თუმცა, ახლო მომავალში, შესაძლოა, ქვეყანამ ინფლაციურ კრიზისს თავი დააღწიოს.

ქვეყანაში ლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ექსპერტი მერაბ კაკულია თვლის, რომ ქართველების უმრავლესობა, თანხის დაბანდებისას, არჩევანს სწორედ ეროვნულ ვალუტაზე აჩერებს.
დაიკლებს თუ არა საკვებ პროდუქტებზე ფასები და რამდენად შეუწყობს ლარის გამყარება ხელს ეკონომიკური კრიზისის შესუსტებას ქვეყანაში?

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ლარის გამყარება, ამ შემთხვევაში, შედარებით უფრო მოკლევადიანი მომენტია, რაც, გარკვეულწილად, მაინც იმოქმედებს საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე. ნარმანია აღნიშნავს, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლევა.

,,იმდენად სწრაფად მიდის ნავთობის ფასების ზრდა, პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომ გამორიცხულია ამან არ იმოქმედოს თუნდაც საკვები პროდუქტების ფასზე. ლარის კურსის გამყარება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა, მეორეს მხრივ კი ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რომელსაც ის ატარებს ანტიინფალაციური პროცესების კუთხით’’.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს, თუმცა, მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ არის საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის.
,, მთავრობის ცალკეული ქმედებები კი არ ამცირებს ქვეყანაში ინფლაციას, არამედ ახალისებს. ამის გამო მთავრობამ კოორდინირებულად უნდა გაატაროს ეროვნულ ბანკთან ერთად ანტიინფლაციური ღონისძიებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის სიმყარის შენარჩუნება, რაც პირდაპირ აისახება საკვებ პროდუქტებზე ფასების კლებით’’–აცხადებს დავით ნარმანია.

ბიზნესმენების ნაწილი კი ამბობს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირებული ფასების ფონზე, ლარის კურსის გამყარება საშუალებას აძლევთ მეტ-ნაკლებად სტაბილური ფასები შეინარჩუნონ. რამდენიმე მსხვილი ბიზნესკომპანია ამას დღემდე ახერხებს. მმართველი გუნდი ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას, ხელს უცხოეთისკენ იშვერს და აცხადებს, რომ მსოფლიოშია კრიზისი და არც საქართველოა გამონაკლისიო. თუმცა, არსებული საბიუჯეტო თანხის სწორად ხარჯვისა და სტრატეგიული გეგემის შედეგად, შესაძლებელია მსოფლიოს ეკონომიკური კრზისის ფონზე, საქართველოში პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ანტიინფლაციური პროცესების წარმართვა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ხელისუფლებას ურჩევს პრიორიტეტები საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით სწორად გადაანაწილოს, რაც მმართველ გუნდსაც და საზოგადოებასაც დააზღვევს მოსალოდნელი პრობლემებისგან. გიორხელიძეს ამბობს, რომ ინფლაცია გასულ წელს გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს არის.

,,მთავარია სწორად იყოს გადანაწილებული ფუნქციებიც და ხარჯებიც. ეროვნული ბანკის მთავარი დანიშნულება დღეს ფულის მასის კონტროლია, მთავრობის მიერ კი საბიუჯეტო ხარჯების სწორი გადანაწილება. ფული არ უნდა დაიხარჯოს იმ პროექტებზე, რომელიც ამ დროისთვის არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეკონომიკური კრიზისი და ინფლაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, სწორედ ხელისუფლების არასწორმა ქმედებამ გამოიწვია, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს არასწორად ანაწილებდნენ. თუმცა, ახლა მთავრობაშიც მიხვდნენ, რომ პრიორიტეტი სოციალური ფონის გაუმჯობესებაა და არა ესტაკადები და მრავალმილიონიანი ხიდების მშენებლობა. თუ ამ ტენდენციით გააგრძელებს მთავრობა მუშაობას, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, ინფლაციური პროცესების შეჩერება და საკვებ პროდუქტებზე ფასების დაწევაც’’–აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

იტყვის თუ არა ხელისუფლება ქუჩების, დასასვენებელი კურორტებისა თუ დაცული ტერიტორიების კეთილმოწყობაზე უარს, სოციალური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, რთული სათქმელია. ფაქტი ერთია, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანი სასურსათო კალათის შევსებაა, ვიდრე ესტაკადები და კეთილმოწყობილ სკვერებში კომფორტული დასვენება. [url="http://www.presa.ge/new/?m=bp&AID=3438"]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ლარი მყარდება... რამე გაიაფდება?![/quote]
გაძვირებაში პირველები არიან გაიაფება კი აღარ უნდათ ხოლმე
ფასები ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით არ რეგულირდება ასე რომ გაიაფებას მე პირადად არაფერზე არ ველოდები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბენზინის ფასი მატულობს აქციებს ატარებენ შედეგი არფერი ეგვიპტეს აბრალებენ არადა მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოაქვს სოკარს და ანაწილებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
იაპონიაში მიმდინარე მოვლენების გამო ნავთობის ფასის კიდევ უფრო მატებას ელოდნენ მაგრამ პირიქით,საგრძნობლად დაიკლო და ამ წუთისთვის ზუსტად 100$ და 59 ცენტი ღირს ბარელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Geo soldier[/b]
საინტერესოა ამ დროს იაპნიაში გაჩერდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ფასმა იკლო პირიქით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]gege[/b]
ეგ იმიტომ ნავთობის მოხმარებამაც იკლო იაპონიაში ყველანაირი ტრანსპორტის გაჩერების გამო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გუშინ ჩავასხი ბენზინი ვისოლში და 2.05 ღირდა ეხლა ვნახე საიტზე 2.10 უწერიათ ვერ გავიგე მსოფლიო ბაზარზე გაიაფდა და ამათმა მაინც მოუმატეს? Edited by Geo soldier
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[member="Geo soldier"],ესენი ქაჯები არაინ საიტის ფას მაინც ნუ ენდობი მაინც, და მართალი ხარ ხო იაპონია ნავთობის 30% ის მომხმარებელი ყოფილაა და ამიტომაც იკოლ ფასებმა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ის ამ წუთისთვის 98.17 დოლარია
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[member="Geo soldier"], გუშინ ტაქსისტი იყო გაგიჟებული 2.25 ღის ვისოლში ბენზინიო ჩვენზე არ მოქმედებს როგორც ჩანს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='gege' timestamp='1300187795' post='612573']
[member="Geo soldier"], გუშინ ტაქსისტი იყო გაგიჟებული 2.25 ღის ვისოლში ბენზინიო ჩვენზე არ მოქმედებს როგორც ჩანს
[/quote]
სუპერის ფასია ეგ
შეიძლება ძველი შემოტანილი არ გაუსაღებიათ ჯერ ბოლომდე მაგრამ ახალი პარტია რომ შემოვა მანამდე თუ არ მოიმატა მერე დააკლებენ შანსი არაა
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='612574']
მერე დააკლებენ შანსი არაა
[/quote]
დაველოდოთ აგერ შენ და აგერ მე, ისევ თუ არ მოიმატა სანამ ესენი დაცლიან :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მას შემდეგ რაც ლიბიის სამხედრო ოპერაცია დაიწყო ნავთობის ფასმა შესამჩნევად მოიმატა და ამჟამად ბარელი 103$ ღირს არადა რამოდენიმე დღე 97-98 იყო:(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
107$ გახდა უკვე ბარელი მაგის დედაც :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბოლო დღეებში კატასტროფულად მოიმატა ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ჩვენთან ჯერჯერობით უცვლელია,მაგრამ ახალი პარტიის შემოსვლის შემდეგ ალბათ მნიშვნელოვნად გაძვირდება:(მოკლედ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ :bad:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0