Geocell

68 posts in this topic

თქვენი ქსელი – ჯეოსელი!

1996 წელი - საქართველოში GSM კომუნიკაციის ისტორიული თარიღია.

1996 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველი GSM ოპერატორი - ჯეოსელი შემოდის, რომელიც მოკლე ხანში, მთლიანად შეცვლის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

1997 წლის 15 მარტს განხორციელდა პირველი მობილური ზარი და მასთან ერთად, ყველამ იგრძნო გლობალური, პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი.

ჯეოსელის ამოქმედების პირველივე წელს, აბონენტების რიცხვმა რამდენჯერმე გადააჭარბა მოსალოდნელ რაოდენობას. დღეისათვის ჯეოსელის აბონენტთა რიცხვი მილიონნახევარზე მეტია.

ყველგან სადაც არ უნდა იყო...

ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 97%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 134 ქვეყანაში.

ყველგან წარმატებული კომპანიაა...

ჯეოსელს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში. როგორც ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, კომპანია დროულად იხდის გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში და ხელს უწყობს მის შევსებას. დღემდე კომპანიამ უკვე განახორციელა 315 მილიონის ინვესტიცია, ხოლო სამომავლოდ იგეგმება ამ ციფრის 465 მილიონ ლარამდე გაზრდა. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 4000-ზე მეტი ადამიანი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯეოსელის საფინანსო სისტემა ოპერირებს SAP და SOX საერთაშორისო სტანდარტებით.

ჯეოსელი ნოვატორი კომპანიაა...

დაარსების დღიდან, ჯეოსელი მომხმარებელს საერთაშორისო GSM/UMTS სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა ინოვაციურ სერვისს აწვდის, რომელთა უმრავლესობაც კომპანიამ პირველმა დანერგა საქართველოს ბაზარზე.

მადლობა ჯეოსელს...

ჯეოსელის სტრატეგიის ერთ-ერთი საგულისხმო მიმართულებაა უანგარო ქველმოქმედება და მეცენატობა. კულტურის, განათლებისა და სპორტის მხარდაჭერა - ჯეოსელის სავიზიტო ბარათია. კომპანიას თავის არსებობის მანძილზე ასობით გახმაურებული სოციალური პროექტი განუხორციელებია. უპატრონო ბავშვების, მოხუცების თანადგომა მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთი ბოლო უპრეცედენტო პროექტია ”ჩვენ თქვენი გვესმის”, რომელიც სპეციალურად სმენადაქვეითებულთათვის გაკეთდა და რომლის ფარგლებშიც მოხდა ამ კატეგორიის ადამიანებისათვის სასწავლო ცენტრის მოწყობა, შეღავათიანი პირობების შეთავაზება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება. დღესდღეისობით ოთხი სმენადაქვეითებული ადამიანი უკვე ჯეოსელის თანამშრომელია. 2008 წელი კი კომპანიამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებით დაიწყო. საქმე ეხება იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრულ რესტავრაციას, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

აღიარებული კომპანია...

11 წლის განმავლობაში მრავალი პრიზი და სიგელი გადაეცა ჯეოსელს სხვადასხვა დამსახურებისათვის.

ძლიერი პარტნიორი - ძლიერი კომპანია...

Fintur Holdings B.V წარმოადგენს კავშირგაბმულობის დიდ და ძლიერ ჯგუფს ევრაზიის რეგიონში, რომელშიც ჯეოსელთან ერთად, გაწევრიანებულნი არიან ბევრი ქვეყნის წამყვანი კომპანიაბი. ჯეოსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი Telia Sonera, რომელიც ინოვაციური სერვისების გლობალურ ექსპერტად არის აღიარებული. გლობალური კავშირგაბმულობა გლობალურად პროგრესირებს მთელს მსოფლიოში. ქართულ რეალობაში კი, ჯეოსელი უკვე 11 წელია, თქვენთან ერთად ამ პროგრესის განუყოფელი ნაწილია.

მოკლე ინფორმაცია კომპანია TeliaSonera-ს შესახებ.

TeliaSonera არის ლიდერი კომპანია ტელეკომუნიკაციის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მას აგრეთვე მყარი პოზიციები უჭირავს ევრაზიის ბაზარზეც (რუსეთი და თურქეთი). კომპანიის მთავარი აქციონერები არიან შვედეთი (37%) და ფინეთი (13,7%).

TeliaSonera და მისი პარტნიორი კომპანიები ემსახურებიან 100 მილიონზე მეტ აბონენტს მსოფლიოს 18 ქვეყანაში, ხოლო ამ კომპანიებში დასაქმებულთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

TeliaSonera -ს პარტნიორია კომპანია ჯეოსელი, რაც თავისთავად მეტყველებს კომპანიის სერვისების ხარისხზე. ზრუნვა აბონენტებზე და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება ჯეოსელის მნიშვნელოვანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამ საკითხში კი ძლიერი პარტნიორის გამოცდილების გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა მაგარია ეე... ჯეოსელს უნფრო დიდი დახასიათება აქვს, ვოდრე მაგთის... ჰუჰ :D

:ჯეოსელისფანისიკვდილამდე: :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თქვენი ქსელი – ჯეოსელი!

მართლა ჩემი ქსელი არის თუ არა მაგას ორშაბათს გავიგებ როცა ოფისში მივბრძანდები და ქალბატონს დაველაპარაკები. :D მერე დავწერ კარგი კომპანიაა თუ არა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე 8 წელია ჯეოსელის აბონენტი ვარ... მაგარი ქსელია :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველი ნომერი ლაი-ლაი მქონდა 855 28 48 ** :P

ისე ბექ@ სათაური ჩაასწორე - Geoccell ;) როგორც ვიცი

Edited by Sopho
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Geoccel როგორც ვიცი

არა არა სწორად უწერია...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიყვარს ჯეოსელიიიიიიი.........10 წელია მისი მომხმარებელი ვარ :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი პირველი ნომერი არის 877 53 53 ** ...და ეხლას ეს მაქვს... უკვე მე-8 წელია :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ALF

877 53 53 **

877 53 53 53? :D

მეც ჯეოსელში ვააარ :P კერძოდ მის შვილში რა ლაი ლაიში :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

893 7 **007

მეც დიდი ხანია მაქვს ;)

მგონი 5 წელია..თუ მეტი არა..

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ALF

ციტატა(alfi @ 4th July 2009 - 11:37 AM) *

877 53 53 **

877 53 53 53? biggrin.gif

მეც ჯეოსელში ვააარ tongue.gif კერძოდ მის შვილში რა ლაი ლაიში biggrin.gif

საიდან იცი? :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ALF

:D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თოკო

:ph34r:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოჯახში ყველას ჯეოსელი აქვთ ჩემთან, ჩემს გარდა.. :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც ჯეოსელი : )) 855 მიყვარს ძაან და არასდროს გამოვცვლიი :wub:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯეოსელი კი არა ნაგავსელი უფრო შესაფერისია ამ " ფირმისთვის" 1 თვით "ვიყენებდი" თბილიში და ამთხარა ნერვებზე. შუა ლაპარაკისას კავშირი წყდება, ჩაყარაულებული უნდა ვყოფილიყავი სიგნალის დასაჭერად, მესიჯებზეც იგივე ტრიუკები ჩაატარა. მოკლედ უკმაყოფილო ვარ მაგითი ე.წ. სერვისით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

brother of fate

ამერიკელი კაცი ჩამოხვედი და თურქული კომპანაი ჩართე და რა იქნებოდა აბა, მაგთი უდნა ჩაგერთო მაინც ამერიკული კომპანიააა :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Beq@

თურქული იყო თუ ზიმბაბვური არ ვიცი :D ნომერი მათხოვეს და წარმომავლობას აღარ ჩაუღრმავდი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯეოსელს” რეკორდული ჯარიმის გადახდა დააკისრეს. უკვე ცნობილია იმ თანხის ოდენობა, რომლითაც საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ფიჭური კავშირგაბმულობის უმსხვილესი ოპერატორი “ჯეოსელი” დააჯარიმა. თანხის ოდენობამ 101 მილიონი ლარი შეადგინა.“ჯეოსელმა” საგადასახადო სამსახურის დავების საბჭოში ჯარიმა უკვე გაასაჩივრა, თუმცა უარი მიიღო. “ჯეოსელის” სარჩელს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო იხილავს. შემდგომი ეტაპი კი უკვე სასამართლოა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი ქსელი... :rolleyes: :rolleyes: :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

877-დან ანგარიშის გაგება როგორ ხდება ვიცით ვინმემ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
877-დან ანგარიშის გაგება როგორ ხდება ვიცით ვინმემ?

50-70-ზე ან 70-50-ზე უნდა დარეკო და ოპერატორს მოუსმინო..

ოღონდ ზუსტად არ ვიცი რომელზე. :03: ორივე სცადე. :03:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თიკა

მადლობა :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯეოსელის დაფარვის ზონა დღეისათვის საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 97%-ს მოიცავს. ქვეყნის გარეთ ჯეოსელის აბონენტები როუმინგ სერვისით სარგებლობენ მსოფლიოს 134 ქვეყანაში.

არადა სულ 60 პროცენტიღა დავრჩით :sms (18):

0

Share this post


Link to post
Share on other sites
877-დან ანგარიშის გაგება როგორ ხდება ვიცით ვინმემ?

კიდე *120# და OK. :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting