Sign in to follow this  
Followers 0

ფორუმელთა რეცეპტები

116 posts in this topic

სპაგეტს რომ ვჭამ ხოლმე აი ... თავად სპაგეტის მიმართ ვვარდები უხერხულში :laugh: :laugh: :laugh: დაახლოებით ისე მემართება ლესლი ნილსონი რომ ახვევს ახვევს და გადაიხვევს მაჯაზე... არ მიყვარს პატარებად დაჭრა და მერე ჩანგლით ერთი 5 წუთი უნდა ვახვიო ხოლმე თეფშზე :laugh: :laugh: :laugh: Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='692962']
თავად სპაგეტის მიმართ ვვარდები უხერხულში
[/quote]
:laugh: :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], აჰა ჩემი რეცეპტი პიცის.


პიცა მინიმალისტურ სტილში :laugh: :laugh: :laugh:


ცომისთვის მასალა:

მარგარინი (ნებისმიერი რომელსაც ზოგადად ხმარობთ ხოლმე)
მაწონი (მე მაწონს ვხმარობ ზოგი არაჟანს იყენებს)
კვერცხი 1 ცალი
სოდა
ფქვილი

1 ცალ მარგარინს დავჭრით შეძლებისდაგვარად თხლად( დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ასე რომ როგორც მოგიხერხდებათ ისე დაჭერით) ვაყრით 4 ჭიქა ფქვილს (4-5 ჭიქა)და ხელით ვაფხვიერებთ. (ზალიან დიდი მარგარინის ნაფლეთები არ უნდა ეყაროს შიგ ისე უნდა ავაფხვიეროთ)მაწონს ცოტას გადავიღებთ ჭიქაში და ერთ ჩაის კოვზ ზოდას ჩავყრით შიგ (ერთი ჩაის კოვზი არც კი თვალით მიხვდებით) კარგად მოვურევთ და დავასხამთ ფქვილს. დანარჩენ მაწონში ჩავაგდებთ ერთ კვერცხს მოვურევთ და ერთგვაროვანი მასა რომ გახდება დავასხამთ ცომს და მოვზელთ კარგად. თავიდან ცოტა ხელს ეწებება ძალიან მაგრამ ფქვილი დაიხმარეთ მოზელვის დროს. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი მასა. ი ვსო ცომი მზადაა. საკმაოდ მოსახერხებელია ძალიან ფხვიერი და გემრიელი გამოდის არა მარტო პიცისთვის, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და როცა დაგჭირდებათ მაშინ გამოიყენოთ. ამ ინგრედიენტებისგან გამოდის სამი ცალი მოზრდილი პიცა. (პრინციპში დამოკიდებულია იმაზე რამხელა ლანგარზე აცხობთ თუმცა 3 დიდი პიცა გამოგივათ)

პიცის ინგრედიენტებს რაც შეეხება არ მიყვარს ძალიან ბევრი რამ რომ აყრია ზედ პიცას. მაქსიმუმ 2 ინგრედიენტით ვაკეთებ ხოლმე. მწვანილიანი ხახვიანი სოსისებიანი და კალბასებიანი პიცა არ მიყვარს (ზოგადად "სოსისეული" არ მიყვარს) ან ვაკეთებ ლორით ან სოკოთო(ორივე ერთად არაა გემრიელი) არ მიყვარს ასევე ცოცხალი პომიდვრით პიცა.

ყველი (ნებისმიერი)
ლორი ან სოკო
ცხარე კეჩუბი (იყიდება მარკეტებში პლასმასის წაგრძელებული ფორმის ბოთლი აქვს ჩილის კეჩუპები ძალიან ცხარეა) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე ცხარე საწებელი
მაიონეზი

ცომს შეძლებისდაგვარად თხლად ვაბრტყელებთ ლანგარზე. გაბრტყელება უნდა დავიწყოთ შუა გულიდან და გავშალოთ ნელნელა თორე ძირიტადად შუაში რჩება ხოლმე ცომი სქლად და მხოლოდ გვერდები აქვს ბრტყელი და გემრიელი არ გამოდის.პირველ ფენას მოვაყრით გახეხილ ყველს, შემდეგ დაჭრილ ლორს (ნუ დაგენანებათ მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ დააყრით) მოვასხამთ კეჩუბს და მაიონეზს მე შავი პერიცაც მიყვარს ხოლმე მოყრილი (ვგიჟდები ყველაფერზე რაც მწარე და ცხარეა)შედეთ ქურაში და გამოაცხვეთ. ცომს აქვს თავისებური სასიამოვნო გემო თან ხრაშუნაც გამოდის და ძალიან გემრიელია. Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i603/1212/75/18ff149c8986.jpg[/IMG][/URL][/center]

კიმჩი კორეული კერძია. კერძოდ კიმჩის სოუსში ამოსვრილი სხვადასხვა ბოსტნეულის მწნილია რომელიც ყველანაირ საჭმელს უხდება. კორეელებისთვის ისეა როგორც ჩვენთვის ხაჭაპური მწვადი და ხინკალი :laugh:

საჭირო ინგრედიენტები:

[b]პეკინური კომბოსტო[/b] იყიდება სუპერმარკეტებში (ან ჩვეულებრივი ოღონდ ეცადეთ მომწვანო ფერი რომ აქვს ისეთი შეარჩიოთ ძალიან ხმელი არა)
კომბოსტოს ნაცვლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ხახვი, ბოლოკი, კიტრი, პომიდორი ან რაიმე სხვა ბოსტნეული.
[b]წითელი წიწაკა[/b] დაფხვნილი
[b]წითელი წიწაკა [/b]მთლიანი ან ბულგარული წითელი წიწაკაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. (ჩვეულებრივ კორეული წითელი წიწაკა უნდა რომელსაც რადიკალურად განსხვავებული არომატი აქვს)
[b]მწვანე ხახვი [/b]
[b]სტაფილო[/b]
[b]ბოლოკი[/b]იყიდება სუპერმარკეტებში თეთრი ბოლოკი რომელიც მოგრძო ფორმისაა და ჩვეულებრივ ბოლოკზე ბევრად დიდია ზომაში. თუმცა შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბოლოკიც გამოიყენოთ უბრალოდ თეთრი ბოლოკი უფრო რბილია და არომატიც ნაკლებად მძაფრი აქვს.
[b]ვაშლი[/b]
[b]ნიორი[/b]
[b]ჯანჯაფილი[/b] იგივე კოჭა. კარფურში იყიდება მცენარის ფესვებია ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის აქვს მიატნი მწარე არომატი
[b]მარილი[/b]
[b]ბრინჯი მოხარშული[/b] ეს სურვილისამებრ
[b]სოიოს სოუსი[/b] ესეც იყიდება სუპერმარკეტებში სადღაც 2 ლარამდე ღირს პოპულში პატარა გეყოფათ და მოგრჩებათ კიდეც.

1 ცალ კომბოსტოს გავჭრით ოთხ ნაწილად და გავრეცხავთ. თიტოეულ ფოთოლს კარგად წავუსვამთ მარილს და გავაჩერებთ მინიმუმ 4 მაქსიმუმ 6 საათი ესე დამარილებულ მდგომარეობაში. ანალოგიურად ბოლოკსაც თუ ბოლოკისგან ვაკეთებთ. ოღონდ ბოლოკს საშუალო კუბიკებად ვჭრით.

[i][b]
კიმჩის სოუსი:[/b][/i]

5 კბილი ნიორი, ნახევარი ვაშლი, ცოტა ჯანჯაფილი (გახეხეთ და გახეხილი მასა უნდა იყოს 1 ს/კ)მოხარშული ბრინჯი (100გრ)ნახევარი ჭიქა სოიოს სოუსი ,ცოტა შაქარი ეს ყველაფერი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ. მიღებული მასა გადმოვასხათ ჯამზე. ბოლოკი (ნახევარი დიდი თეთრი ბოლოკი)გავჭრათ შუაში შემდეგ დავჭრათ თხელ ფენებად და თხელი ფენები წვრილ საშუალო ზომის ჩხირებად ან გავხეხოთ შედარებით დიდი ზომის სახეხით(უნდა გამოვიდეს მოგრძო წვრილი ჩხირების ფორმის ფაფასავით არ უნდა იყოს) ანალოგიურად სტაფილო (ამის დაჭრას გახეხვა სჯობს ოღონდ ესეც შედარებით მსხვილ სახეხში) ერთი კონა მწვანე ხახვი თეთრი თავები შედარებით წვრილად ხოლო მწვანე ფოთლები საშუალო ზომის გრძელ ნაჭრებად, ანალოგიურად ბულგარული წიწაკა ან თუ ჩვეულებრივ წითელ წიწაკას უშვებით ის. ჯამში დაბლენდერებულ მასას დავაყაროთ დაფხვნილი წიწაკა (ეს კი სჭირდება ბლომად)და მოვურიოთ შემდეგ ამ მასაში ჩავკყაროთ დაჭრილი ბოსტნეული და ხელთათმანიანი ხელით (შიშველი ხელით არავითარ შემთხვევაში არ ქნათ) ავურიოთ კარგად მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კიმჩი სოუსი მზადაა.


დამწნილებული ბოლოკი და კომბოსტო კარგად გავრეცხოთ 3-ჯერ (წესია ესეთი 3 ჯერ უნდა გარეცხო :D )გავწუროთ და წავუსვათ კარგად კიმჩი სოუსი ფოთლებს შორის კარგად.(ხელთათმანით) ანალოგიურად ბოლოკის კუბიკებიც კარგად ავსვაროთ სოუსში. მოვათავშოთ კონტეინერში ან სასურველ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში.

ასევე შეგიძლიათ უყოთ მიდიებიც და სხვა ზღვის პროდუქტები კრევეტები და ა.შ Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
სალი, გაგახარა ღმერთმა, დიდი მადლობაა. მრავალ ბარბარობას დაესწარიი :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საშობაო ბაზრობა და ცხელი ღვინო და მსგავსები საქართველოშიც შემოიჭრა. ხოდა, ბარემ საშობაო კექსის ერთ-ერთ რეცეპტს მოგცემთ. უადვილესია და შემადგენლობითაც უმარტივესი.

[b]დარიჩინის ვარსკვლავები [/b](ასე ითარგმნება. გუშინ გავაკეთე და ვახრაშუნებ ახლა)

მოკლედ, ორი კვერცხის ცილას კარგად ათქვეფთ, სანამ მაგარი ბეზე არ გამოვა. დაამატებთ ერთ ჩაის კოვზ ლიმნის წვენს, 150 გრამ შაქარს და ისევ კარგად გათქვეფთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება.
ამასობაში ტაფაზე ოდნავ მოხალავთ დაფქულ თხილსა და ნუშს (საერთო ჯამში 300 გრამი. რომელი რამდენი იქნება, თქვენი გემოვნების ამბავია). შეეცადეთ, ერთი (უფრო მეტი რომელიც იქნება) წმინდად იყოს დაფქული, მეორე ცოტა მსხვილად. წმინდად დაფქული მასას შეკრავს, ხოლო მსხვილი კრატუნას გახდის შემდგომ ნამცხვარს.

ორი ჩაის კოვზი ბეზე გადადეთ გვერდზე, რომ შემდეგ თავზე წაუსვათ.

ნადარჩენში მოხალულ თხილეულობა-ნუშეულობას კარგად შეურევთ, ჩააყრით ორ ჩაის კოვზ დარიჩინს და განაგრძობთ ზელას, სანამ ერთიან, კარგად შერეულ მასას არ მიიღებთ. შემდეგ ამ მასას 2 საათის განმავლობაში კარგად გააცივებთ მაცივარში ან თუ ყინავს, აივანზე.

ორი საათის შემდეგ "ცომს" ოცნავ ფქვილიან ფიცარზე კარგად გააბრტყელებთ (ბეზე ცხობისას ფუვდება და ნამცხვარი ძალიან პუტკუნა არ უნდა გამოვიდეს, თორემ ვეღარ ჩაკბეჩთ მერე, კბილებს დაგამტვრევთ) და ვარსკვლავის ფორმის (ორიგინალში. თუ არ გაქვთ, ნებისმიერი ფორმა გამოდგება) საჭრელით დაჭრით. საცხობ ქაღალდზე (კალკა) დააწყვეთ და წინასწარ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. (მაინცა და მაინც წუთები არ დამითვლია. თავადვე მიხვდებით. ჯერ ამოფუვდება ნამცხვარი, ისე რომ თითის დადების შემთხვევაში ზედაპირი ოდნავ გამხმარი, გული კი რბილია. ხოლო როცა უკვე სირბილეს ვეღარ შეატყობთ, მზადაა. შეგიძლიათ, ჩხირითაც გასინჯოთ, როგორც ხდება ხოლმე).

სულ ბოლოს გვერდზე გადადებულ ბეზეს წყლის რამდენმე წვეთით გაათხელებთ და თავზე თხლად წაუსვამთ ნამცხვრებს, ბოლო ორი წუთი ასე გააჩერეთ ღუმელში ნამცხვარი. ან შეგიძლიათ, თხევადი შოკოლადით მორთოთ. მე შოკოლადით უფრო მეგემრიელა.
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/d/ifej3.jpg[/img][/url]
გემრიელად მიირთვით
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ვკითხულობ ამ რეცეპტებს და ვასკვნი: მიქსერის და ბლენდერის გარეშე, სამზარეულო სამზარეულო არაა რა :D

[b]აქვე, ჩაშუშული კომბოსტო, ჩინურად.

გააცხელეთ ქვაბი, ან ტაფა, სურვილის მოხედვით, ჩაასხით ზეთი, აცადეთ ცოტა გაცხელება და ჩაყარეთ 6-8 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი და მობრაწეთ ცოტა, მერე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტი და შუშეთ ისიც მობრაზვამდე და კარგად დარბილებამდე.[/b]

რომ გამორთავთ ცეცხლს, დააყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მოაფრქვიეთ პილპილიც.
გარნირად უხდება ბრინჯიც, გლაზოკებად შემწვარი კვერცხიც, ქათამიც შემწვარი და წიწიბურაც.

მე პირადად კეჩუპითაც ძალიან მომწონს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რასამბობ ბლენდერჩოპერი განძია სამზარეულოში :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო, ჩოპერიც.

მოვუყრი მაგათაც თავს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე პრინციპში ჩოპერს უფრო ვხმარობ დაბლენდერების პონტშიც .... ჩემსას ორივე აქვს და ბლენდერის თავის გადმოღება და დამაგრება მეზარება ხოლმე ჩოპერიც ფანტასტიურად აკეთებს ბლენდერის საქმეს :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='695600']
ვკითხულობ ამ რეცეპტებს და ვასკვნი: მიქსერის და ბლენდერის გარეშე, სამზარეულო სამზარეულო არაა რა :D
[/quote]
[quote name='E madame' post='695601']
რასამბობ ბლენდერჩოპერი განძია სამზარეულოში :laugh:
[/quote]

აი, პატრიარქალური სამყაროს კიდევ ერთი ჭკვიანი მიგნება, ქალი დააბას სამზარეულოში! :ინტრიგანი ფემინისტკა: :D

ვკითხულობდი თქვენს პოსტებს და ისეთი სიხარულის განცდა მოდიოდა... სიხარულის, რომელიც სხვადასხვა კერძის თუ ნუგბარის გაკეთებითაა გამოწვეული, როცა ტექნიკა ხელს გიწყობს. ხოდა, უცბად ასეთი ინტრიგა გაიხლართა ჩემს გონებაში :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]ლაზანია

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i616/1304/1c/5d6e8c0c440a.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]საჭირო ინგრედიენტები :[/b][/center]

[center]ლაზანიას ფურცლები 6 ცალი ან უფრო მეტი სურვილისამებრ
ხორცის ფარში
რძე
ფქვილი
კარაქი
ხახვი
ყველი
პომიდვრის სოუსი
მარილი
წიწაკა
კვერცხი
ზეთი[/center]

[i][b]ლაზანიას ფურცლები:[/b][/i]

ეს არის ცომის ფენები. ნახევარ კილოგრამ ფქვილს გავუკეთოთ შუაში ღრმული და ჩავახალოთ ორი კვერცხი, ერთი ჩ/კ მარილი და 1 ს/კ ზეთი და მოვზილოთ. მასა ფხვიერი გამოვა ამიტომ ცოტა წყალიც მივაშველოთ. ცომი კარგად რომ მოიზილება და ხელს აღარ ეკვრის გავახვიოთ და ნახევარი საათით დავდგათ. ნახევარი საათის შემდეგ გავყოთ რამდენი ფენაც გვინდა იმდენ ნაწილად (მე 6 იანი გავაკეთე) და გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტებად დაახლოებით ისე როგორც აჩმის ფირფიტებია.

[i][b]ბუშამელის სოუსი[/b][/i]

ეს არის სოუსი რომელიც ფენებსა და გარნირს შორის უნდა წავუსვათ. 50 გრამი მარგარინი ან კარაქი გავადნოტ ქვაბში და დავაყაროთ 40 გრ ფქვილი (თვალით მიხვდებით მე ნამდვილად არ ამიწონია) და კარგად მოვურიოთ. ერთგვაროვანი მასა რომ გახდება გადმოვდგათ ქურიდან და ნელნელა შევურიოთ ნახევარი ლიტრი ცივი რძე. ამის სემდეგ ისევ შემოვდგათ ქურაზე და ერტგვაროვანი მასის მიღებამდე მოვურიოთ. როცა გასქელდება მარილი და შავი პილპილი ვუქნათ გემოვნებით და მზადაა.

[i][b]ხორცის გარნირი პომიდვრის სიუსით[/b][/i]

უფრო უხდება ცოცხალი პომიდორი დაბლენდერებული მაგრამ ასევე შეიძლება ტომატით და კეჩუბით მოვამზადოთ. ორი ს/კ ტომატი გავხსნათ წყალში და დავუმატოთ ცხარე კეჩუპი. სისქე თვალით უნდა მივხვდეთ არც ზალიან სქელი უნდა იყოს არც ძალიან წყალწყალა. ერთი ტავი ხახვი მოვშუშოტ ფარშტან ერთად და სევაზავოთ მარილით და შავი წიწაკით. როცა კარგად ჩაიშუშება მოვასხათ პომიდვრის სოუსი და ვშუშოთ სანამ წვენი არ ჩასრება ( ძალიანაც ნუ ჩააშრობტ სქელ ფაფას უნდა ჰგავდეს)

გაბრტყელებული ლაზანიას ფურცლები უნდა მოვხარშოტ მარილიან წყალში (ლანგარზე დაასხით წყალი ჩაყარეთ მარილი შემოდგით გაზზე და რომ ადუღდება გააფინეთ ზედ ფირფიტა რომ მოიწალება ამოიღებთ)
ლაზანიისთვის უმჯობესია ცოტათი ღრმა ლანგარი გამოვიყენოთ.მოვუსვართ ძირზე და გვერდებზე ცხიმი და დავაფინოთ ცომის პირველი ფენა ზედ თხელ ფენად გადავუსვათ ბუსამელის სოუსი და ზემოდან ტომატისა და ხორცის ფაფა გავანაწილოთ ესე მომდევნო ფენებიც ოღონდ ბოლო ფენა გავაკეთოთ ბუშამელი.(თუმცა სურვილისამებრ შეგიძლიათ ბოლო ფენა ლაზანიას ფირფიტა გააკეთოთ) მოვაყაროტ ზემოდან გახეხილი ყველი და შევდოთ გამოსაცხობად. სულ ეს არის :yes:
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://24.media.tumblr.com/tumblr_m5s6jj1e5n1rxgaoqo1_250.gif[/img][img]http://25.media.tumblr.com/tumblr_m5s6jj1e5n1rxgaoqo2_250.gif[/img]

[img]http://24.media.tumblr.com/tumblr_m5s6jj1e5n1rxgaoqo4_250.gif[/img][img]http://24.media.tumblr.com/tumblr_m5s6jj1e5n1rxgaoqo6_250.gif[/img]


მარტივი და გემრიელი :)
2

Share this post


Link to post
Share on other sites
გამოსადეგი რამეებია (უცნაურ დომენს არ ვიმჩნევთ :D )


http://chocolatecake-men.blogspot.com/p/blog-page_3.html
2

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0