Sign in to follow this  
Followers 0

ფორუმელთა რეცეპტები

116 posts in this topic

[u][b]სიმინდის კექსი[/b][/u]

საჭირო მასალა:

1. 4ც. კვერცხი
2. 1 ქილა მაწონი
3. 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი
4. 2 ჭიქა პურის ფქვილი
5. სოდა 1 ჩ/კოვზი
6. ვანილი
7. 1 ჭიქა შაქარი
8. ქიშმიში
9. 100 გრ. მარგარინი

ცომის მომზადება:

დაახლოებით იგივეა, როგორც ტორტისთვის.
პირველ რიგში 100 გრ.მარგარინი უნდა გავადნოთ დაბალ ცეცხლზე და მერე გავაგრილოთ. პურის ფქვილი და სიმინდის ფქვილი ერთად გაცერით ცალკე ჯამში და ხელით აურიეთ მერე, ერთმანეთში რომ შეერიოს.
შემდეგ უნდა ათქვიფოთ 4 კვერცხი და შაქარი, გოგლი-მოგლი კეთდება. მერე მაწვნის ქილაშივე ჩაყრით 1 ჩ/კოვზ სოდას, მოურევთ. მასა ნელ-ნელა ამოსვლას დაიწყებს და ჩაასხით ამ გოგლი-მოგლიში, ვანილიც ჩაყარეთ. ისევ მიქსერით გათქვიფეთ ცოტახანი. პარალელურად ჩაასხით გაციებული მარგარინი და გააგრძელეთ თქვეფა. მერე შეურიეთ ეს ფქვილი ნელ-ნელა და მოურიეთ კოვზით. ფქვილი სულ უნდა შეერიოს და ბოლოს ჩაყარეთ ქიშმიში.

სანამ ცომი მზადებას დაიწყებთ, ღუმელი მანამდე ჩართეთ, რომ გახურდეს. მერე ჟარონა რამოდენიმე წამით შედგით, რომ შეთბეს და წაუსვით მარგარინი, რომ დასველდეს და მერე ზევიდან ფქვილი მოაყარეთ, მასა რომ არ მიიკრას. შემდეგ ჩაასხით ეს მასა, ფორმა მიეცით ჟარონაში და 40 წუთში მზად იქნება. ზევიდანაც რომ მოიბრაწება ცოტა, უკვე მზათაა :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ჰუჰ, მომშივდა, გემრიელი იქნება ♥
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], უფრო კარგი გამოვა სოიოს სოუსსაც თუ უზამ. მე უნდა შევიძინო იმდენი კარგი კერძი ვნახე ეხლა მეც რომ შემიძლია გავაკეთო რო ოპტომ ხოდა საკმაოდ აქტიურად იყენებენ სოუსებში და ერთი გუდვილს და პოპულს უნდა შევესიო მანდ ექნებათ ყველა ვარიანტში. დღეს ბრინჯის ბურთულები უნდა გავაკეთო და საღამოს რეცეპტსაც დავდებ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
ქათმის ფილე, ან გულ-ღვიძლი სოსიოს სოუსით, უგემრიელესია. ♥ გუდვილს აქვს და 13 ლარი ღირდა, თუ სწორად მახსოვს.
თუ ვერ ვიშოვე, ჩემით უნდა გავაკეთო სოიოს სუისი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], და როგორ კეთდება შეგიძლია მითხრა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
აი აქაა რეცეპტი:
http://www.gurman.ge/1133/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93

აქედან დაამუღამა ჩემმა დაქალმა. მაგრად მიყვარს

ესეც ქათმის ფილე
http://www.gurman.ge/1150/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კორეული ბრინჯის ფერადი ბურთულები :)

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i604/1205/54/b1294946581e.jpg[/IMG][/URL]

საჭირო მასალა:

ბრინჯი
ლორი
ბულგარული წიწაკა
სტაფილო
კიტრი
მწვანე ხახვი
კვერცხი
კრაბი ან რაიმე სახის თევზი სურვილისამებრ


ბრინჯს მოვხარშავთ და გავაგრილებთ (არ უნდა იყოს ზედმეტად სველი და აზელილი თორე მერე არ გაკეთდება გუნდად)ამიტომ გაგრილებული ბრინჯით უნდა გავაკეთოთ.

ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს დავჭრით წვრილად , ბულგარულს და სტაფილოს მოვშუშავთ ქურაზე, კვერცხს მოვხარშავთ გულებს ამოვაცლით და გავხეხავთ რომ ფხვიერი ყვითელი მასა მივიღოთ ხოლო ცილას დანარჩენი ინგრედიენტების მსგავსად წვრილად დავჭრით და შევკმაზავთ მარილით სუნელებით და პილპილით. ოღონდ ყველაფერი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ანუ ბოსტნეული მაგალითად სტაფილო ბულგარული მწვანე ხახვი შეგვიზლია ერთად ავურიოთ , მაგრამ ლორი და კრაბი ცალ-ცალკე უნდა გავამზადოთ. შემდეგ ამ ყველაფერს ბრინჯთან ერთად პატარა გუნდებად მოვამზადებთ და გამოგვივა ბოსტნეულის გუნდები, ლორის გუნდები და კრაბის. დამზადებულ ბრინჯის გუნდებს ამოვავლებთ კვერცხის გულში თუ გვინდა რომ ყვითელი იყოს.

სურვილისამებრ სხვადასხვა რამისგან შეგვიძლია მოვამზადოთ : ყვითელი სიმინდით, გაროხით, შემწვარი დაქუცმაცებული ხორცით...

გარდა ამისა ასევე შეგვიზლია ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ კიდეც.

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s56.radikal.ru/i153/1205/9d/52aca2ade49f.jpg[/IMG][/URL]

მაიონეზის სოუსთან ან კეჩუპტან უგემრიელესია.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="4"][b]ქათამი ტარხუნით [/b][/size]

საჭირო ინგრედიენტები:

ქათამი (მთლიანი ან ფილე)
მწვანე ხახვი (ერთ საშუალო ზომის ქათამს სავარაუდოდ 3 შეკვრა სჭირდება)
ტარხუნა (2 შეკვრა ,თუ დიდი შეკვრაა 1 -იც ეყოფა)
შავი წიწაკა
ჩვეულებრივი მწვანე პილპილი
ღვინო თეთრი ერთი ჭიქა
კარტოფილი (სურვილისამებრ)

ქათამს დავჭრით და ცოტა ცხიმთან ერთად შემოვდგამთ ქურაზე.როდესაც ხორცი შეთეთრდება და ჩაიშუშება ნახევრად ჩავყრით შიგ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილ კარტოფილს ,მწვანე ხახვს, პილპილს და ტარხუნას.ჩავასხამთ ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს ცოტა მარილს და შავ პერიცას და დაველოდებით შაშუშვას.კერძი არ უნდა იყოს მეტისმეტად წვნიანი, წვენს თავად ქათამიც უშვებს და შემდეგ მწვანილიც აიტომ ღვინის ჩასხმის შემდეგ თუ ნორმალურად აქვს წვენი წყლის ჩამატება საჭირო აღარ არის.

ასევე შეიძლება მომზადდეს მხოლოდ კარტოფილითაც თუ ქათამი არ გვაქვს. ძალიან გემრიელია ორივე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ომლეტი გემრიელი შიგთავსით .. (Omurice)

იაპონური კერძია ძალიან მსუყე და იოლი მოსამზადებელი.

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s017.radikal.ru/i444/1206/8a/608633820c77.jpg[/IMG][/URL]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i171/1206/b9/3919d36b8b50.jpg[/IMG][/URL]

ზოგადად გარნირი შეგიძლიათ რაც მოგეპოვებათ მაცივარში იმისგან გააკეთოთ ყველანაირი გარნირით ძალიან გემრიელი გამოდის მე მაგალითად ბეკონით ვაკეთებ. ზოგადი რეცეპტი კი ესეთია:

საჭირო ინგრედიენტები:

ქათმის ფილე
სოკო
ბარდა (კონსერვირებული)
პომიდორი
კეჩუპი
სუნელები (შავი წიწაკა მარილი პილპილი)
ნიორი
ხახვი
ბრინჯი
დაფნა
კვერცხი


თავიდან ვამზადებთ გარნირს: წვრილად დაჭრილ ხახვს და ნიორს ვთუშავთ დაჭრილ ქათმის ფილესთან ერთად და ნელნელა ვუმატებთ ეტაპობრივად სოკოს და ბარდას. დაბლენდერებულ პომიდორს ვურევთ კეჩუპს და ვასხამთ მიღებულ მასას ვუმატებთ მოხარშულ ბრინჯს და ცოტახნით მოვშუშავთ. დავუმატებთ ცოტა პილპილს მარილს და შავ პერიცას და შევაგრილებთ (არ გავაცივებთ უბრალოდ შევაგრილებთ)

კვერცხს კარგად ატქვეფთ და დავასხამთ ტაფაზე როცა შემაგრდება ზემოდან დავადებთ გარნირს და შეძლებისდაგვარად ამოვუკეცავთ გვერდებს როგორც სურათზეა. ზემოდან დავადებთ თეფშს და ამოპირქვავებულს გადავიტანთ თეფშზე მივცემთ ფორმას შევუკეცავთ გვერდებს და მოვასხამთ კეჩუბს ან მაიონესის სოუსს სურვილისამებრ... უგემრიელესია.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b], ამ შუაღამისას ამის დადება შეიძლებოდა? :ნერწყვისგადაყლაპვა: :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b], უეჭველი ვსინჯავ
მადლობა :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:laugh: :laugh: ჩემ დაზე ვტესტავ ხოლმე პირველად როცა ვამზადებ ეს ომლეტი კიდე თუ არ გვეზარება საკმაოდ ხშირადაა ჩვენი საუზმე :D და საერთოდ მოხარშული ბრინჯი სულ მაქვს ხოლმე მაცივარში ძალიან გამოსადეგი რამეა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
ჩემს კულინარიულ უვიცობას უნდა ვუშველო,
რამე საიტები დაყარეთ რა "აზრიანი" რეცეპტებით
თორემ ზოგან ისეთი რამეები წერია სად ვიშოვო არც ვიცი :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მმმმ... სიმართლე გითხრა ეგეთი რაიმე საიტი არ ვიცი შემთხვევით თუ გადავაწყდები ხოლმე :D განსაკუთრებით კორეულ კერძეებს ვეტანები და ვიდზე რაც მომეწონება იმათ რეცეპტებს ვეძებ ხოლმე მერე :laugh:

https://www.facebook.com/kkitchenskii?ref=ts აქედან რამოდენიმე სასარგებლო რეცეპტი ვიშოვე ნახე ეგებ მოგეწონოს რამე Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მინდა აზრიანი რეცეპტების საიტების გაკეთება და ვერ მივაღწიე.
ეს ნახეთ, არ მიცდია მე ჯერ, მაგრამ კაიაო.

[b]ტიტების თაიგული
[/b]
შეიძლება, შუაზე გაჭრილი ბულგარული წიწაკაც გამოიყენოთ და გამზადებულ ტიტებს "ლარნაკად" დაუდოთ.
საჭირო მასალა:
საშუალო ზომის, ოდნავ წაგრძელებული "ხორციანი" პომიდვრები - 6-9 ცალი
მდნარი ყველი - 200-300 გრ
მოხარშული კვერცხი - 1-2 ცალი
მოხარშული ქათმის ფილე - 200 გრ
მაიონეზი, მწვანე ხახვი, კამა, მარილი, ნიორი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

კარგად გარეცხილი და გამშრალი პომიდვრები ოთხად ჩაჭერით, მხოლოდ ბოლომდე არა. მოაცილეთ რბილობი. შიგნით მარილი ჩააყარეთ და 10 წუთით დადგით. ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

მდნარი ან უმარილო ყველი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ მოხარშული და დაჩეჩილი ქათმის ფილე, გახეხილი კვერცხი (შეიძლება, სამარხვო ვარიანტი სოკოთი გაკეთდეს), მწვანილი, ნიორი, წიწაკა და ცოტა მწვანე ხახვი.

დანარჩენი გრძელი ხახვები გასაფორმებლად დატოვეთ. მომზადებული გულსართით პომიდვრები გამოტენეთ, მოასუფთავეთ და ლამაზად დააწყვეთ ლანგარზე. მორთეთ მწვანე ხახვით და კამით.

შეიძლება, შუაზე გაჭრილი ბულგარული წიწაკაც გამოიყენოთ და გამზადებულ ტიტებს "ლარნაკად" დაუდოთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

marao.ambebi.ge-ზე არის კარგი რეცეპტები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაი გემრიელი ფუნთუშების გაკეთება რომელმა იცით???

გემრიელი ბლინების, ასე ტკბილეულის, რავიცი...


: D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b],
მოგშივდა? :D
ნამცხვრები მეხერხება, მაგრამ ვიღას სცალია :უსერ:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბლინების გაკეთებას რა უნდა შეკაცო დაგვცინი? :laugh:

ნამცხვრების კეთება არ მიყვარს და არც ვაკეთებ კრემიანებს მითუმეტეს კრემი ჩემი დის პრეროგატივაა ხოლმე მე მაგის ნერვი არ მაქვს.... ერთადერთი კექსს და ფახლავას ვაცხობ დიდი სიამოვნებით იმიტომ რომ ძალიან მიყვარს :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b],

[quote name='Serafit' post='688100']
ნამცხვრები მეხერხება
[/quote]
ვაა ყოჩაღ, ჩემი რისფექთ მაშინ...


მაგრად მიყვარს გემრიელი ნუგბარი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
აუ ფახლავას რეცეპტი დაწერო, როცა მოიცლი, არ გინდა? :*
[quote name='nodariko1991' post='688102']

მაგრად მიყვარს გემრიელი ნუგბარი.
[/quote]
ბლინები მართლა ადვილია, შეგიძლია დაამუღამო ;)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='688101']
ბლინების გაკეთებას რა უნდა შეკაცო დაგვცინი?
[/quote]
ეგ თქვენთვის რა უნდა, მე არც ინგრედიენტები ვიცი და არც მოხერხება მაქვს.


[quote name='E madame' post='688101']
ერთადერთი კექსს და ფახლავას ვაცხობ დიდი სიამოვნებით იმიტომ რომ ძალიან მიყვარს
[/quote]
მნა მნააააააა
კექსიც მიყვარს და ფახლავაც..


უჰ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], დავწერ ხვალ ეხლა შერლოკი მელოდება :D აბა ტკბილი ძილი გემრიელი სიზმრები :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]
[size="5"][b]ფახლავა [/b][/size]


[img]http://www.noevkovcheg.ru/img/kitchen/photo070111171021.jpg[/img][/center]

ე.ი რაშია ეხლა საქმე. ზოგადად ნამდვილი ფახლავა ეს არ არის რასაც მე ვაცხობ ხოლმე ცოტა შეცვლილი ფახლავაა იმიტომ რომ ნიგოზის ეს წვენები და ჯანდაბები არ მიყვარს და ნამდვილი ფახლავა რომ მომისაჯონ ვერ შევჭამ იმიტომ რომ არანაირად არ მესიმპატიურება მაგრამ ამ რეცეპტით გაკეთებულ ფახლავაზე ვგიჟდები.


[u]ინგრედიენტები: [/u]

კვერცხი 6 ცალი, შაქარი 1.5 ან 2 ჭიქა, მარგარინი 300 გრ ,მაწონი 1ჩ.ჭ ,სოდა 1ჩ/კ , ქიშმიში 2 პაჭკა, მიწის თხილი , დარიჩინი 2ჩ/კ , ფქვილი 4 ჭიქა.

[u]მომზადება:[/u]

ფქვილს ჩავაჭრით მარგარინს და კარგად ავაფხვიერებთ ხელით , ნელნელა დავუმატებთ 5 კვერცხის გულს და მაწონს, ცალკე პატარა ჭიქაში გადავიტანოთ რამოდენიმე კოვზი მაწონი დავუმატოთ სოდა და კარგად მოვურიოთ, მიღებული მასაც ჩავუმატოთ ცომს და მოვზილოთ. მიღებულ ცომს კარგად გავაბრტყელებთ დავახვევთ როგორც რულეტს და გავყოფთ სამ ტოლ ნაწილად და 1 საათით შევინახავთ მაცივარში (საყინულეში არა)

სანამ ცომი გრილდება [u]ვამზადებთ ბეზეს :[/u] (ბეზეს მომზადევბის დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ თუ მიქსერით გააკეთებთ პრობლემა არ არის მაგრამ თიუ ხელით უნდა გტქვიფოთ უნდა ამოიყვანოთ ცილა სწრაფად უფრო ფაფუკი და კარგია , რომ დავარდება ცილა იმას მერე არარაფერი აღარ შველის და არც ნამცხვარში ივარგებს ტალახივით იქნება) იმ 5 კვერცხის ცილას რომლის გულებიც ცომს ვუქენით კარგად გავთქვეფთ 2 ჭიქა შაქართან ერთად და ჩავუმატებთ დარიჩინს იმ მოცულობით როგორც ზემოთ მიწერია ინგრედიენტებში. გავთქვეფთ და ცილა მზადაა. მერე კარგად მოვხალავთ მიწის თხილს გავასუფთავებთ წითელი ქერქებისგან და დავჭრით (წვრილად არა შუაზე გავჭრათ მარცვალი)

1 საათის შემდეგ გამოგვაქვს ცომი მაცივრიდან და თითოეულ ნაწილს (3 ცალია) ვაბრტყელებთ რაც შეიძლება კარგად. გადავიტანთ ლანგარზე რაზეც უნდა გამოვაცხოთ , წავუსვამთ ბეზეს მოვაყრით ქიშმიშს (კარგად არ უნდა დაგვენანოს მაგრამ არც ბევრი ვარგა) დავადებთ ზემოდან მეორე ფენას გაბრტყელებულს იმასაც გადავუსვამთ ცილას და მოვაყრით ამჯერად მიწის თხილს (ესეც არ უნდა დაგვენანოს) და დავადებთ მესამე ფენას და კარგად ჩავუკეცავთ გვერდებს. ზემოდან გადავუსვამთ 1 კვერცხის გულის მაწონისა და ჩაის ნაყენისგან მომზადებულ მასას რომელიც ოქროსფერ შეფერილობას მისცემს გამოცხობისას.

[center]გამზადებულ ცომს დანით კარგად დავსერავთ შემდეგნაირად:

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s017.radikal.ru/i414/1206/6e/55532993e4d9.jpg[/IMG][/URL]

[/center]

გამოაცხვე გააგრილე მიირთვი...უგემრიელესია :yes:
1

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ რას ჩაზას** მაგ ფახლავას...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
აუ, გაიხარე :* აი იმ ნიგვზიანს მეც ვერ ვამუღამებ, ამას ვისწავლი ♥
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0