Sign in to follow this  
Followers 0

ფორუმელთა რეცეპტები

116 posts in this topic

[b]tamm[/b]

[quote]კუბდარის რეცეფტი ვის უნდა? : D[/quote]
მე ვიცი :P :03:
სვანებს ერთი მანდილოსნები გამოსდით კარგი და მეორე კუბდარი :D :03:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/e/lo06r.jpg[/img][/url]


ნაპოლეონი

საჭირო მასალა:
200-250 გ ფქვილი
1 ს.კ. ძმარი
1 ს.კ. არაყი
300გ გაყინული მარგარინი
მარილი _ დანის წვერით
3/4 ჭიქა წყალი
ცოტა ფქვილი _ საფანელად
კრემისთვის:
1 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა რძე
5 გრ. ვანილი
3 კვერცხის გული
1 ს.კ. კონიაკი
250 გ კარაქი

მომზადება:
3/4 ჭიქა წყალში გავხსნათძმარი და არაყი. ფქვილს მოვაკლოთ 1-2 ს.კ. შევურიოთ მარილი და მომზადებული სითხის დამატებით მოვზილოთ ცომი. ვზილოთ დიდხანს. შემდეგ ცომი მოვათავსოთ ჯამში და 10-15 წუთით დავდგათ. მარგარინი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და ავურიოთ დარჩენილი ფქვილი. ცომის გუნდა ზემოდან ჯვარედინად გავჭრათ, ოთხივე მხრიდან გადავშალოთ კონვერტივით და გავაბრტყელოთ, გულში მოვათავსოთ მარგარინის მასა და აქეთ-იქიდან ცომი გადმოვფინოთ. ძალიან ფრთხილად გავაბრტყელოთ (სასურველია არ გასკდეს), გადავკეც-გადმოვკეცოთ აქეთ-იქიდან და ასე ორ-სამჯერ გავაბრტყელოთ, ბოლოს გადავახვიოთ რულეტივით და შევდოთ მაცივარში. ჯერ 10 წუთის, ხოლო შემდეგ 15-20 წუთის შემდეგ ცომს იგივე პროცედურა ჩავუტაროთ. ბოლოს ცომი მაცივარში დავდოთ მინიმუმ 30 წუთით, გავაბრტყელოთ სამ მოზრდილ და ერთ პატარა ფენად და გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში. ფქვილი, შაქარი და რძე კარგად ავურიოთ და მოვადუღოთ კრემი, შევათქვიფოთ კვერცხის გულები და გავაციოთ, გაციებული ავთქვიფოთ დარბილებულ კარაქთან, კონიაკთან და ვანილთან ერთად. კრემი წავუსვათ ფენებს, ზემოდან კი მოვაყაროთ პატარა ფენის ნაფხვენი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ნაპოლეონი[/quote]
აუ ნამცხვრებიდან ერთადერთია რომელსაც არ ვჭამ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ninikela[/b]
რატო საფრანგეთის რევოლუციას გახსენებს?
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]რატო საფრანგეთის რევოლუციას გახსენებს? [/quote]
:lol:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[i][b]ჩინური ტორტი[/b][/i]
[b][i]
რაიმე თასში, ან ჯამში (სასურველია მინის ან ფაიფურის), ვაწყობთ პეჩენიას, ვუსვამთ კრემს და ვაწყობთ წვრილად დაჭრილ ხილს, ხილი შეიძლება ყველანაირი, ფორთოხალი, კივი, ბანანი, მანდარინი, ვაშლი (რბილი და წვნიანი ვაშლი მარტო). უბრალოდ ხილი ისე შეარჩიეთ გემო ძალიან არ ირეოდეს. ყველაზე ძალიან მჟავე ხილი უხდება. შემდეგ ვაყრით მოხალულ და გატარებულ არახისს ან ნიგოზს, ვაწყობთ პეჩენიის მეორე ფენას და იგივეს ვიმეორებთ. ან თქვენი ფანტაზიით შეგიძლიათ ერთ ფენაზე დააწყოთ მარტო მანდარინი სიტყვაზე, მეორეზე მარტო კივი და ფორთოხალი და ა.შ. ვარიაციაბში თავისუფალი ხართ.
ასე აგრძელებთ სანამ არ გაივსება პირამდე ის თასი, რაშიც აკეთებთ. თავზე თუ გინდათ უფრო დიდ ნაჭრებად დაჭრილი ხილით გააფორმეთ და მოაყარეთ გახხეილი შოკოლადი, დაფხვნილი პეჩენია, გატარებული არახისი ან ნიგოზი.
[/i]
[i]კრემი - უშვებიან ხოლმე "სგუშონის" კრემსაც, მაგრამ ჩვეულებრივ მოხარშულ კრემს უფრო გირჩევთ.
მომზადების წესი: 1 ლიტრ რძეში გახსენით 1 ჭიქა შაქარი, დაუმატეთ ერთი ჭიქა ფქვილი და ხარშეთ მანამდე, სანამ ფქვილის გემო არ გაუქრება. ოდნავ რომ შეგრილდება შეურიეთ კარაქი ან მარგარინი და ვანილი. თუ ძალიან მსუყე არ გინდათ, ცხიმი 100 გრამიც ყოფნის :)

თუ რძის ფხვნილით გააკეთებთ კრემს, 100გრ. რძის ფხვნილით გამოდის 1 ლიტრი რძე. ან 4 სუფრის კოვზი, თავმოდგმული.[/i][/b]

მასალის რაოდენობას რაც შეეხება: დამოკიდებულია იმაზე, რამხელა თასში აკეთებთ ტორტს. ჩვეულებრივი, საშუალო ზომის ჭურჭელს ნახევარი კგ. პეჩენია თავისუფლად ყოფნის, ხილიც დაახლოებით მაგდენი და კრემი 1 ან 1.5 ლიტრი რძისგან (შესაბამისად უმატებთ შაქარს და მარგარინს).

წარმატებებს გისურვებთ :rolleyes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მგონი იგივეა

http://tbiliso.ge/index.php?/topic/9459-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]georgevna[/b]
უიჰ, ბოდიში, მიაერთე მაშინ. ვერ ვიპოვე რომ ვხსნიდი და... :10:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესეგი
აიGეტ პური
საშუალო სიგანეზე დაჭრილი, მერე თხლად წაუსვით ტომაtი, წვრილად დაჭყლეტილი ნიორი (ზეთთან გაზავებული) და ასევე წაუსვიტ ამ პურს
მერე დაჭრილი კალბასი მოაყარეთ , ტუ ლორი ან რაიმე მაგვარი გაქვთ ესეც ასევე
და მაინოაზე მოასხით (ოღონდ არ წაუსვათ )
მერე შედგით გაზში და დააცადეთ სანამ ეს მაინოზერი არ დამესგავსება ისეთს პიცაზე რო უკეთებენ ხოლმე :D
მოკლედ არ დაწვათ
რა
და
გამოიგეთ
გემრიელია :P Edited by nakani
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]დააცადეთ სანამ ეს მაინოზერი არ დამესგავსება ისეთს პიცაზე რო უკეთებენ ხოლმე [/quote]
:03:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
500 გრ. ფარში, ხახვში და ნიორში მოვხრაკოთ;

1 კგ წვრილად დაჭრილი პომიდორი, 1,25 ლ წყალი და 1 ჩ.კ. ტომატ-პასტა შევურიოთ და 15 წთ ვადუღოთ;



ცალკე მზადდება ე.წ. თეთრი სოუსი: 1 სუფრის კოვზი კარაქი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე და დნობის პროცესში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი (პიურეს მასის მიღებამდე); დავუმატით 300 მლ რძე და 200 მლ წყალი; ადუღებამდე მივიყვანოთ და დავუმატოთ ჩაის კოვზის წვერით მარილი და მუსკატი; ადუღების შემდეგ 135 გრ Gauda ყველი (გახეხილი ან ნაჭრები) ავურიოთ გადნობამდე.



წინასწარ ვაცხელებთ ღუმელს 180-200 გრ.-ზე;



სპეციალურ ფორმაში ფენა-ფენა:

ფარში

ლაზანიას ფირფიტები (1 ფენად)

ფარში

სოუსი

ფირფიტები

ფარში

სოუსი

ფირფიტები

დარჩენილი სოუსი

და ბოლოს 170 გრ Gauda ყველი



შევდგამთ ღუმელში 45 წთ.


ესეც შედეგი, დატესტილია შეგიძლიათ ცადოთ :D

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/y/ee7xy.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საზაფხულო ტოლმა :rolleyes: (ვგიჟდები)

ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა
ბადრიჯანი
ხახვი
ნიორი
ქინძი ოხრახუში
სუნელები, მარილი
ბრინჯი
ტომატი ან პომიდორი რამოდენიმე


ჯერ ვამზადებთ ფარშს: შეგვიძლია გავაკეთოთ ხორცით მაგრამ მე მის გარეშე უფრო მომწონს.
ვჭრით რამოდენიმე წითელ და მწვანე ბულგარულს საშუალო ზომის კუბიკებად, ხახვს მოვაჭრით ოღონდ არ უნდა იყოს დიდი და უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრილი დავუმატებთ დაჭრილ ოხრახუშს და კარგად ავურევთ ამ ყველაფერს. ქინძს ნიორს და მარილს ერთად ჩავნაყავთ ქვასანაყში თუ არ მოგვეპოვება ეს უკანასკნელი უბრალოდ გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში და ისე დავუმატებთ ფარშს. კარგად ავურევთ და შევაზავებთ სურვილისამებრ მარილით და სუნელებით მიღებულ მასას დავუმატებთ ბრიონჯს და ფარში მზადაა :)

ბულგარულს და ბადრიჟანს (ამ უკანასკნელს მე არ ვაკეთებ ხოლმე იმიტომ რომ არ მიყვარს ბადრიჯანში) გამოვუღებთ გულს კარგად გავრეცხავთ ჩავტენით შიგ ფარშს და გავამზადებთ ესე სასურველი რაოდენობით ტოლმას. ქვაბში ცოტა ზეთს ცავასხამთ და ლამაზად ჩავალაგებთ ბულგარულებს ისე რომ ფარშიანი თავი ჰქონდეს ზემოთ და ერთმანეთზე არ ელაგოს. ცოტახნით ნელ ცეცხლზე შევდგამთ და როცა ზეთი ახმაურდება შიგ მოვასხამთ საწებელს რომელსაც ვამზადებთ შემდეგნაირად: რამოდენიმე ცოცხალ პამიდორს კანს გავაცლით და კარგად დავჭყლიტავთ :D დავუმატებთ ცოტა წყალს და გემოვნებით მარილს სუნელებს და ცოტა ფარშის საკმაზიდან გადანახულ ნიორის და ქინძის ნარევს. როცა ჩვენთვის სასურველ სასიამოვნო გემოს მიიღებს დავასხამთ ქვაბში ტოლმას ისე რომ ოდნავ დაიფაროს ბულგარულები ძალიან ბევრიც არ უნდა იყოს მზა მასა წვენში არ უნდა ცურავდეს ბოლოს მაგრამ გავითვალისწინოთ რომ დუღილისას დაიკლებს წვენი. ვადუღებთ მანამ სანამ არ მოიხარშება ბრინჯი და უგემრიელესია ცხელიც და თუ მაცივარში შედგამთ და გააცივებთ მთლად უკეთესია.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]საზაფხულო ტოლმა :rolleyes: (ვგიჟდები)

ინგრედიენტები:
[b]ბულგარული წიწაკა[/b] [/quote]
ეგრევე გამოირიცხა ჩემი მენიუდან :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უი რასამბობ მე კაკრაზ მაგიტომ მიყვარს :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ტვინი წავიღე ამ შვრიის ფაფით, მაგრამ მართლა უგემრიელესია და ძალიან სასარგებლო.

შვრიის ფაფა (ე.წ. გერკულესი) ჩაყარეთ ადუღებულ რძეში, წყალიც შეიძლება, მაგრამ რძე სჯობს.. დაჭრილი ვაშლი, ქიშმიში, შეგიძლიათ თაფლიც უქნათ და შაქარი. 5 წუთიც არ უნდა. აუ კომშით არის კიდევ ძალიან გემრიელი. კიდევ პოპულში იყიდება მარწყვის, მოცვის და ათასნაირი ხილის ჩირით. იფ, იფ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესეიგი რა ჰქვია აღარ მახსოვს მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ მოვამზადე სადღაც გაზეთში ვნახე რეცეპტი და რავი თქვენც გეტყვით ეგებ მოგეწონოთ.


საჭირო ინგრედიენტები:

თევზი ( ან თევზის ფილე)
ხახვი
ნიორი
სუნელები, შავი პერიცა
კამა


მომზადების წესი: გავასუფთავოთ თევზი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შეიძლება გამოვიყენოთ თევზის ფილეც მაგრამ მე ორაგულისგან გავაკეთე და უგემრიელესი გამოვიდა ფილეს მაინც ცოცხალი თევზი სჯობს. ანუ ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად არ უნდა დავაქუცმაცოთ და არც მხოლოდ შუაზე გავჭრათ თევზი და ამხელა ნაჭერი არ გამოგვადგება. ლანგარზე რომელზეც უნდა მოვამზადოთ კერძი მოვუსვამთ ცხიმს ( ან ზეთში დასველებული ბამბით , კარაქით ან მარგარინით) შემდეგ ზემოდან მოვაყრით მრგვალად დაჭრილ ხახვს ისე რომ დაიფაროს ძირი მაგრამ ბევრიც არა და ზემოდან მოვალაგებთ ნიორს, ოღინდ ნიორის კბილს ბოლომდე არ ვასუფთავებთ კანიანად უნდა იყოს, გარეთა ქერქი უნდა შემოვაცალოთ რათქმაუნდა მაგრამ ბოლო ფენა უნდა დავუტოვოთ.ცოტა შავ პილპილს მოვაყრით და დავალაგებთ ზემოდან თევზის ნაჭრებს ოღონდ ცოტა ერთმანეთთან მჭიდროდ (მთლად ერთმანეთზეც არ უნდა ელაგოს)თევზი მანამდე უნდა ამოვსვაროთ მარილში და სუნელებში ოღონდ გემოვნებით ბევრი არ უნდა მოგვივიდეს.ზემოდან მოვაყრით დაჭრილ კამას (ცერეცო არა კამა)ისე რომ დაფაროს მთლიანად ლანგარი და შევდგამთ ღუმელში ნელ ცეცხლზე. ნეკნელა თავის წვენს უშვებს თევზი რომელშიც ითუთქება ხახვი და ნიორი და როცა ნიორი დარბილდება შეგვიძლია ზემოდან მივაფიცხოთ და ცოტათი დავბრაწოთ კიდეც ოღონდ ისე რომ მწვანილი ზემოდან არ დაიწვას. ძალიან გემრიელიაააააა :yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კარტოფილი ლიმონით

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე რომ დაფაროს, არომატისთვის შეგიძლიათ თან ჩააყაროთ დაფნა და წიწაკა. ნახევრად მზა კარტოფილი ამოიღეთ წყლიდან, დააყარეთ მარილი და შესაბრაწად თუშეთ მაღალ ცეცხლზე,(თავღია) რამოდენიმე წუთის მერე დააფარეთ თავსახური და თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარტოფილთან ერთად შეგიძლიათ მოთუშოთ ნიახურის ან რეჰანის ფოთლები. საწებლის მომზადება გაასუფთავეთ ნიორი, მწვანილები დაჭერით ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მარილი და დანაყეთ. დაამატეთ 1/3 ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, მოურიეთ და მოასხით მზა კარტოფილს. ინგრედიენტები კარტოფილი – 700 გრ; ლიმონი – 1 ცალი ზეთი – (2-3 სადილის კოვზი) ზეითუნის ზეთი – 2 სადილის კოვზი, საწებლისათვის ნიორი – 3 კბილი, რეჰანი,ოხრახუში და ქინძი – პატარა კონა, მარილი – 1 ჩაის კოვზი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა – სურვილისამებრ.

ჩიზბურგერ პიცა

მოამზადეთ ცომი, მოასხით საწებელი, თუ გნებავთ პომიდვრის სოუსი.მოაყარეთ მოცარელას ყველი და დააწყვეთ ძროხის ხორცის ბურთულებ (გუფთები). დაჭერით ხახვი და დააყარეთ ცომს. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ მანამ სანამ ყველი არ შეყვითლდება. ინგრედიენტები ცომი პომიდვრის საწებელი მოცარელა ხორცის ბურთულები (გუფთები) ხახვი

კარტოფილის სალათი
აურიერთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი.ინგრედიენტები 5 მოხარშული და დაჭრილი კარტოფილი 1 პომიდორი 1 ჭიქა მაიონეზი 1/2 ჭიქა არაჟანი 1/2 ჩაის კოვზი შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი მარილი

ლიმონის კექსი
ორ ლიმონს მოახეხეთ ცედრა და გამოწურეთ წვენი, თასში გაადნეთ კარაქი აურიეთ ფქვილი, 100 გრ. შაქარი, სოდა (ან საფუარი) და სამი ათქვეფილი კვერცხი. ჩაასხით ლიმონის წვენი (შემოინახეთ1-2 ს.კ) კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომის მასა. ჩაასხით ცომი ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ კექსის (ოთხკუთხედ) ფორმაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. შეამოწმეთ მზაობა ჩხირის საშუალებით.
მესამე ლიმონი დაჭერით თხელ რგოლებად, ჩადეთ პატარა 150 გრ. წყლით ავსებულ ქვაბში პუდრასთან ერთად და წამოადუღეთ. ადუღეთ 15-20 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ დანარჩენი შაქარი და ლიმონის წვენი შეურიეთ , მიიღებთ სქელ გლაზურს. წაუსვით გაგრილებულ ნამცხვარს, ბოლოს მორთეთ ლიმონის ნაჭრებით. ინგრედიენტები 200 გრ. ფქვილი, 150გრ. კარაქი, 200 გრ. შაქარი + 50 გრ შაქრის პუდრა, 3 ლიმონი, 3 კვერცხი, 1 ჩ.კ სოდა ან გამაფხვიერებელი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩაშუშული ბადრიჯანი, გავს სოკოს რომ მოამზადებთ:

სასურველი რაოდენობის ბადრიჯანი გაფქცვენით სულ, დაჭერით კუბიკებად, დააყარეთ მარილი, დადგით ცოტა ხანი, რომ წვენი გაუვიდეს. გადაწურეთ ეს წვენი და შემდეგ ეს ბადრიჯანი ჩაყარეთ წინასწარ გაცხელებულ, ზეთჩასხმულ ტაფაში.
ზეთი ძალიან ბევრი არ უყოთ და არც ისე, რომ მიიწვას. მოკლედ, ზომიერად.
შუშეთ ჯერ თავდახურული, მერე ახადეთ და მიამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი გადმოდგმისას.
უკვე გადმოდგმულს წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში (პეტრუშკა) და უცხო სუნელი, ხმელი სუნელიც, გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით, თუ იპოვეთ ახლა სადმე ბადრიჯანი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ტყუილი სუპუ[/b]

ინგრედიენტები: არაფერი არაა საჭირო, მხოლოდ ჯამ-ჭურჭელი და თვითდაჯერება.


ადვილი მოსამზადებელია
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ტყუილი სუპუ

ინგრედიენტები: არაფერი არაა საჭირო, მხოლოდ ჯამ-ჭურჭელი და თვითდაჯერება.


ადვილი მოსამზადებელია[/quote]

პლუს ფანტაზიის უნარი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='652841']
ინგრედიენტები: არაფერი არაა საჭირო, მხოლოდ ჯამ-ჭურჭელი და თვითდაჯერება.

[/quote]
ნწუ, ქვაბი, წყალი, კარტოფილი, მაკარონი, ან ბრინჯი, მწვანილი, ცხიმი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='653023']
ან
[/quote]
ან სახლში რასაც ვიპოვნით ყველაფერი...:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='653118']
ან სახლში რასაც ვიპოვნით ყველაფერი...:D
[/quote]
ოღონდ ისეთი, რაც იჭმება :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Dak dori tang

ძალიან გემრიელი რამეა და სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება გააკეთო.

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i607/1205/ae/de0c440b0250.jpg[/IMG][/URL]

საჭირო ინგრედიენტები:

ქათმის ხორცი (ზოგადად ქათმით მზადდება მაგრამ შეიზლება საქონლის ხორცისგანაც მომზადდეს)
სტაფილო
კარტოფილი
ბულგარული
ხახვი (შესაძლებელია მწვანე ხახვიც)
ნიორი
მწვანე წიწაკა
სუნელები

დავჭრათ ქათამი ჩავყაროთ ქვაბში და ჩავშუშოთ, რომ შეთეთრდება ხორცი ჩავაყაროთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო ხახვით.შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ბულგარული და მწვანე წიწაკა (რადგან სტაფილოს და კარტოფილს შედარებით მეტი დრო ჭირდება ვიდრე ბულგარულს ცოტა გვიან უნდა უქნატ რომ ძალიან არ ჩაიხარშოს) ზოგადად კორეელები ესეთი კერძის მომზადებისას არ ჭრიან პატარა ნაჭრებად პირიქით ან მთლიანად დებენ ხოლმე ან მოზრდილ ნაჭრებად ჭრიან დაახლოებით ესე:

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i624/1205/66/d5f305d076af.jpg[/IMG][/URL]

მაგალითად ხახვი შეგვძლია ოთხად გავჭრათ და ისე ჩავაგდოთ ან სულაც მწვანე ხახვი ვუქნათ. როცა ეს ყველაფერი ჩაიშუშება უნდა მოვასხათ სპეციალურად მომზადებული სოუსი:

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s017.radikal.ru/i410/1205/da/517cc1f80df1.jpg[/IMG][/URL]

სოუსის სისქე დამოკიდებულია იმაზე როგორი სახის ტორიტანგი გვინდა წვნიანი თუ ცოტა უფრო სქელი.სოუსი მარტივად მზადდება ტუ გვაქვს პომიდორი უფრო უკეთესია პომიდვრისგან თუ არა მაშინ ტომატისგანაც შეგვიძლია მოვამზადოთ. მოკლედ პომიდორს კარგად დავაბლენდერებთ ან ხელით მოვამზადებთ მისგან ფაფის მაგვარმასას და ვუზამთ მარილს ,სხვადასხვა ცხარე სუნელებს , შავ პილპილს , ნიორს და სურვილისამებრ შეგვიძლია მწვანე წიწაკაც მოვაჭრათ. მომზადებულ სოუსს მოვასხამთ შაშუშულ ბოსტნეულს და ცოტა ხნით მასთან ერთად ვადუღებთ. მერე გემოვნებით დავუმატებთ მარილს თუ სჭირდება და მზადაა. კერძი უნდა იყოს ცხარე რათქმაუნდა იმ დონემდე რომ მისი ჭამა შეიძლებოდეს ამიტომ სუნელები და პილპილი ნუ დაგენანებათ :D

კორეელები ყველაფერს მოხარშულ ბრინჯს აყოლებენ :D ასე რომ ეს კერძიც ძალიან უხდება მოხარშულ ბრინჯს.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
მმ ძალიან გემრიელი ჩანს, უნდა ვცადო ♥ მადლობაა :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0