Sign in to follow this  
Followers 0

ფორუმელთა რეცეპტები

116 posts in this topic

აქ განვათავსოთ ყველა საინტერესო ინფორმაცია კვებასა და კვების პროდუქტებზე, გამრიელი კერძების მომზადებაზე

დავდოთ რეცეპტები და ა.შ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

sos გენური ინჟინერია - უხილავი საფრთხე?!

გენური ინჟინერია ახალი რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომლის დახმარებითაც მეცნიერებს შეუძლიათ ერთი ორგანიზმიდან ამოიღონ გენები და ჩასვან ნებისმიერ სხვა ორგანიზმში.

გენების გადანერგვა ცვლის მიმღები ორგანიზმის პროგრამას და მათი უჯრედები იწყებენ სხვადასხვა ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც თავის მხრივ, ქმნიან ახალ მახასიათებლებს ამ ორგანიზმის შიგნით. ამ მეთოდით შეიძლება მაგალითად, პომიდორის გამოყვანა დიდხნიანი შენახვის ვადით ან სოიას გამოყვანა, რომელიც იქნება მდგრადი ჰერბიციდების (ჰერბიციდები- ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც იხმარება სარეველების მოსასპობად) წინააღმდეგ. ახალ, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს აქვთ გამრავლების უნარი, ისინი ახლად “ჩამონტაჟებულ“ გენებს და მიღებულ თვისებებს თავიანთ შთამომავლობას გადასცემენ.

მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ასეთმა გადანაცვლებებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგები. არავინ უწყის, როგორ “მოიქცევა“ ახალი გენი ჯგუფში. გარდა ამისა, ერთმა და იგივე გენმა ორგანიზმის რამოდენიმე თვისების ჩამოყალიბებაში შეიძლება მიიღოს ერთდროულად მონაწილეობა. ასე მაგალითად, როდესაც ორაგულს გადაუნერგეს ზრდის ჰორმონის გენი, თევზი არა მარტო გაიზარდა, არამედ გამწვანდა კიდევაც.( შენიშვნა: ეჰ დალოცა ალაზნის ლოქო! ან რაჭის კალმახი!).

ტრადიციული სელექციისგან განსხვავებით, გენური ინჟინერია საშუალებას იძლევა, გვერდი ავუაროთ სახეობებს შორის არსებულ ბუნებრივ ბარიერებს და ერთმანეთს შევუჯვაროთ მცენარეები და ცხოველებიც კი უკვე. მაგრამ ისმის კითხვა: ბუნებრივი ბარიერების გარღვევას გვაპატიებს თავად ბუნება? რა შედეგი მოჰყვება ყოველივე ამას?

ყველაზე გამოცდილ მეცნიერებსაც არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას, ტრანსგენების გამოყენებამ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SOS ფრთხილად ჩინურია!

- მართალია კვებას იმდენად არ ეხება , მაგრამ მაინც!

2007 წელს ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს სურსათისა და ფარმაცევტიკის მაკონტროლებელი სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

ხელისუფლების ეს ნაბიჯი გამოიწვია სკანდალების მზარდმა ტალღამ, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად ეხება ჩინურ ნაწარმს. მსოფლიოს მედიაში ყოველდღე ჩნდება ცნობები მოწამლული საკვებისა და ნაყალბევი ნაწარმის შესახებ, რომელთაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ეს მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არ გახლავთ. ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ექსპორტიორია და მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ მომხდარ ინციდენტთაგან ყველაზე დრამატულს ადგილი ჰქონდა პანამაში, სადაც 94 ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთში წარმოებულმა ხველების წამალმა. სიროფი შეიცავდა დიეთილენ გლიკოლს, ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც ანტიფრიზსა და მუხრუჭების სითხეში გამოიყენება. შეერთებულ შტატებში უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე ჯანდაცვის უწყებებმა დააკავეს ჩინური წარმოების კბილის პასტა, რომელიც იმავე ნივთიერებას შეიცავდა; ძაღლისა და კატის საკვებში აღმოჩნდა ინგრედიენტი, რომელიც პლასტმასის შემადგენლობაში შედის; აღმოჩნდა ტყვიის შემცველი საღებავით დაფარული საბავშვო სათამაშოები; გასათბობი მოწყობილობები, რომლებიც ხანძარს აჩენს; ასევე თევზეული, რომელიც მედიკამენტებს შეიცავდა.

მარტო შეერთებულ შტატებში ჩინეთიდან წელიწადში 280 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეაქვთ.

ჩინელებმა საქართველოში მშვენივრად გაიარეს აკლიმატიზაცია და სათამაშების ბიზნესში მონოპოლია მოიპოვეს, ვინაიდან მათი პროდუქცია გაცილებით იაფფასიანია.

თბილისის და არა მარტო თბილისის ბაზრობები და მაღაზიები გადაჭედილია ჩინური პროდუქციით. ერთის მხრივ ჩინური სათამაშოების შემოსვლამ ფასები ამ პროდუქციაზე კი დაწია მნიშვნელოვნად , მაგრამ თუ ეს ბავშვებისათვის საზიანოა, გამოდის რომ ჩვენივე ხელით იაფფასიანი საწამლავით ვწამლავთ ჩვენივე ბავშვებს? ანუ ეს ხომ გენოფონდის მოწამვლაცაა. მიმაჩნია რომ სანამ არ გამკაცრდება კონტროლი ჩინურ სათამაშოებზე და არა მარტო მათზე , ჩვენ მარტივად რომ ჩამოვაყალიბო : არ უნდა შევიძინოთ აღნიშნული საქონელი!

Edited by Ikaa75
0

Share this post


Link to post
Share on other sites

კულინარიული ჰოროსკოპი - გასართობად

ვერძი (21.03-20.04) - ვერძებს ურჩევენ ვირთხის წელიწადში რაც შეიძლება მეტი მწვანილეული მიიღონ. აგრეთვე მოხარშული ბოსტნეული და ხორცი. სასმელის დოზა უნდა დაიყვანოთ მინიმუმამდე,

რადგანაც მოსალოდნელია ამან თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

კურო (21.04-20.05) - მოერიდეთ ცხიმიან საჭმელებს, აგრეთვე ფრინველის ხორცს. მიირთვით მცენარეულ ზეთებზე მომზადებული კერძები. სასმელებიდან მიირთვით მშრალი ღვინოები. სპირტიან ,

მაგარ სამელებზე კი უარის თქმა მოგიწევთ, ვინაიდან ღვიძლის ფუნქციებზე ზეგავლენას მოახდენს.

ტყუპები (21.05-21.06) - მიირთვით ცილებით მდიდარი საკვები, კერძოდ : ხორცეული, ლობიო, ბარდა. აგრეთვე ნატურალური წვენები - განსაკუთრებით ფორთოხლის და ლიმონის. ნუ იტყვით უარს ჩაიზე, კაკაოზე დ კომპოტებზე.

კირჩხიბი (22.06-22.07) - სასარგებლოა წვნიანი კერძები. ეს სიცოცხლის ტონუსის გაზრდას შეუწყობს ხელს.მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. კარგია ბოსტნეულის წვენები. კერძოდ სტაფილოსა და ჭარხლის.

ლომი (23.07-23.08) - ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისათვის სასარგებლოა რძის პროდუქტების მიღება. კერძოდ : ყველი, არაჟანი, კარაქი , ნადუღი. კარგია აგრეთვე თევზეულიც. სასარგებლოა სხვადასხვა სახის წვენების მიღებაც: ანანასის , გრეიფრუტის, ლიმონის. ალკოჰოლური სასმელებიდან კი მშრალი ღვინო მიირთვით.

ქალწული (24.08-22.09) - მაქსიმალური თავისუფლება , შეზღუდვა ფაქტიურად არ არსებობს. სასმელებთანაც იგივე ვარიანტი, ოღონდ ზომიერად მივირთვათ.

სასწორი (23.09 - 22.10) - მიიღეთ ის საკვები, რომელიც ენერგიას შეგმატებთ. მოერიდეთ ღორის ხორცს. სასურველია მოხარშული ძროხის ხორცი ან თევზი. სასმელებიდან მხოლოდ ქართული სასმელები, სასურველია ღვინო ან ჭაჭა. მოერიდეთ უცხოურ სასმელებს.

მორიელი (23.10 - 22.11) - 2008 წელი თქვენთვის გონებრივი ხარჯვის წელიწადია , ამიტომაც მიირთვით თაფლი, ნამცხვარი, ტკბილეული. სასმელებიდან ლიქიორი , ღვინო, ოღონდ ზომიერად.

მშვილდოსანი (23.11 - 21.12) - კვების რაციონში შეიტანეთ ფრინველის ხორცი და ბოსტნეული, ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი საკვებით. ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ რძე , მაწონი , იოგურტი. სასმელებიდან განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის.

თხის რქა (22.12 - 20.01) - მიირთვით რაც შეიძლება ბევრი თევზეული და ზღვის პროდუქტები. მოერიდეთ ყავას. რაციონში შეიტანეთ ძირითადად ბოსტნეულისა და ხილის წვენები. ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე დაიყვანეთ.

მერწყული (21.01- 19.02) - კარგი იქნებოდა დიეტა. საკვები მცენარეულ ზეთზე მოამზადეთ. ხორცისა და ბოსტნეულის ზომიერად მიღება ხელს შეუწყობს ენერგიის სწრაფ აღდგენას. სასურველია აგრეთვე სხვადასხვა თევზეულიც. სასმელებიდან დალიეთ ღვინო.

თევზები ( 20.02- 20.03) - თვეზებს ურჩევენ ეგზოტიკურ საკვებს. ასე მაგალითად მოლუსკები , ეგზოტიკური ხილი. სამელებიდან მიირთვით ლუდი, ზომიერად რა თქმა უნდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბანანის შეიქი

3f967cb7f39d.jpg

3 ცალი ბანანი , რძე, შაქარი და დარიჩინი.

ბანანი დაჭყლიტეთ, ათქვიფეთ რძესთან ერთად და დაამატეთ შაქარი. კარგი იქნება შეიქის ნაწილს თუ გაყინავთ, დაფშვნით და დარჩენილ ნაწილს შეურევთ. სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ დარიჩინი.

ეხლა წარმოიდგინეთ რა გემრიელი იქნება...10.gif მმმმმმმ..... სიცხეში ცივ-ცივი....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბანანი დაჭყლიტეთ, ათქვიფეთ რძესთან ერთად და დაამატეთ შაქარი. კარგი იქნება შეიქის ნაწილს თუ გაყინავთ, დაფშვნით და დარჩენილ ნაწილს შეურევთ. სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ დარიჩინი.

ეხლა წარმოიდგინეთ რა გემრიელი იქნება... მმმმმმმ..... სიცხეში ცივ-ცივი....

---------

მშვენიერი რეცეპტია

ძალიან გემრიელად გამოიყურება . ..

შაქარი და დარიჩინი ალბათ გემოვნებით , თუ გარკვეული დოზით ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Ikaa75

ოოო ჩინური რესტორნები უძლიერესია ჩემის აზრით. მართალია კალორიების ბუდეა მარააააა. რო შევდივარ მთელი დღე ლამსი იქ ვარ ხოლე :D. 12 დოლარს გადაიხდი და რაც გინდა ჭამე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
---------

მშვენიერი რეცეპტია

ძალიან გემრიელად გამოიყურება . ..

შაქარი და დარიჩინი ალბათ გემოვნებით , თუ გარკვეული დოზით ...

გემოვნებით :) მაინც ყველა ძირითადად თავის გემოვნებით აკეთებს :)

zeppelin

ბადრი- ჯან : ) , ე მანდ ნამეტნავად არ გასუქდე მერე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აირეთ სამი ცალი ჰოთდოგი

იყიდეთ კოკა კოლა ან პეპსი

გაცვალეთ ერთ პორცია კარტოფილ ფრეე-ზე

და მშვენიერი ფრი გამოდის

თითებს ჩაიკვნეტ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგდაგვარი ბარტერი ალბათ მხოლოდ ვეგტარიანელს თუ შეუძლია გააკეთოს

, თორე ისე ნებისმიერ ვარიანტში ერთს მაინც დაიტოვებს ადამიანი ;)

ვეგეტარიანელობა - ჯანმრთელობის საწინდარი?

ხორცზე უარის ( განსაკუთრებით ღორის ხორცი) თქმით ადამიანი გულსისხლძარღვთა დაავადებებების წარმოქმნის რისკს ამცირებს. ხორცზე უარის თქმა არ ნიშნავს თევზეულისა და ზღვის პროდუქტებზეც უარის თქმას. პირიქით ეს უკანასკნელნი მენიუში უხვად უნდა შევიტანოთ. აგრეთვე საკმაოდ კალორიულია კაკალი, თაფლი, პარკოსნები. მცენარეული საკვები ორგანიზმის გაწმენდის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან ის შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც ხელს უშლის ნაწლავებში ლპობის პროცესს და ორგანიზმიდან გამოდენის ქოლესტერინს. ხილი და ბოსტნეული ხელს უწყობს იმუნიტეტის გაზრდას და სიმსივნური წარმონაქმნების პროფილაქტიკას. ბურღულეულში ბევრია მცენარეული ცილები, საკვები ბოჭკოები, B და E ჯგუფის ვიტამინები. მაგრამ, ვეგეტარიანელობას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც. კერძოდ ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ რკინასა და B12 მხოლოდ ცხოველური პროდუქტები შეიცავს. მათ უკმარისობას კი შეიძლება ანემია და ნერვული სისტემის მოშლა მოჰყვეს.

სრული ჯანმრთელობისათვის კი ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ყველა აუცილებელი ნივთიერება : ცილა , რკინა, ვიტამინები, B2, B12, D, კალციუმი, ფოსფორი ანუ რაციონი უნდა იყოს ლაქტოვეგეტერიანული. თუ გადაწყვეტილი გაქვთ სწორად კვება , არ მოაკლოთ ორგანიზმს რძე, თევზი, ბოსტნეული და ხილი. ხოლო რაც შეეხება ხორცს , მცირე რაოდენობით მიირთვით.

მე პირადად ხორცეული ძალიან მიყვარს . . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

a541b5ea4cc3.jpg

da tiramisu იიიიიფ :)

with milk რათქმაუნდა :)

Edited by qetqeta
0

Share this post


Link to post
Share on other sites

ბანანის კოქტეილი.

ბანანი წვრილად დაჭერით , დააყარეთ შაქარი, ათქვიფეთ რძესთან (პასტერიზებული) ერთად, დააწურეთ ლიმონი, დაამატეთ ვისკი ან კონიაკი, ისევ ათქვიფეთ და გააცივეთ.

ბანანი 2 ცალი.

შაქარი გემოვნებით.

რძე 1 ლიტრი

ლიმონი 1 ცალი.

ვისკი ან კონიაკი 50გრ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ლიმონი - უბადლო სამკურნალო საშუალება

ლიმონს ხალხურ მედიცინაში ჭრილობების მოსაშუშებლად, დიფტერიის, სიყვითლისა და შეშუპების საწინააღმდეგოდ იყენებენ. ის საუკეთესოა ინტოკსიკაციის , ანუ მოწამვლის დროს.

ლიმონი მდიდარია C ვიტამინით. ეს ვიტამინი მის ქერქში 3-ჯერ მეტია, ვიდრე მის რბილობში. გარდა ამისა ლიმონი შეიცავს A, B, D და PP ვიტამინებს. მის შემადგენლობაში შედის შაქარი, ლიმონმჟავა, ეთერზეთები, პექტინები, ფიტოციდები, კალიუმის, სპილენძის მარილები და სხვადასხვა მიკროელემენტები.

ხოლო ისინი ვისაც ლიმონის ხე სახლში აქვთ, იშვიათად ხდებიან ავად.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კვება უნდა იყოს ჯანმრთელი ამას ყველანი ვაცნობიერებთ მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვიცავთ ამას, კერძიდ: ფასტ ფუდი, კოლა და ბევრი სხვა რამ რომელიც მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წინაზე ვნახე დოკუმენტური ფილმი და ზოგადად ყველა დავადების დასაწყისი იწყება არასწორი და მავნე კვებით, თუნდაც რომ ავიღოთ ხილი და ბოსტნეული რომელიც იზრდება ხელოვნურად იწვევს სიმსივნეებს, თუნდაც ის რძე და წვენები რომლებიც არის ჩასხმული კარდონის ყუთებში იმისათვის რომ არ გაფუჭდეს იყენებენ ანტიბიოტიკს და ემულგატორებს, ის იმდენად აზიანებს ჩვენ ორგანიზმს რომ ამას მხოლოდ ვხვდებით მაშინ როდესაც შევდივართ ასაკში ან ვხვდებით ავად; ჯანმრთელ კვებას თან უნდა სდევდეს ჯანმრთელი ძილი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ნუ ეს პრინციპში ცალკე თემაა, დაიცავით თქვენი თავი და იკვებეთ ჯანმრთელად, მართალია ჯანმრთელი კვება არაა გემრიელი მაგრამ იმედია ყველა დამეთანხმება რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია! არჩევანი თქვენზეა!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სრულიად გეთანხმები და დრო მოვა როდესაც ბიოპროდუქტებს (ბიოლოგიურად სუფთა) სამმაგი და ოთხმაგი ფასი დაედება. სხვათა შორის ამ რამოდენიმე დღის წინ სიუჟეტი გავიდა ტელევიზიით , ინგლისელები აპირებენ ბიო სოფლის გაშენებას (აღარ მახსოვს სად) , სადაც სწორედაც ბიოპროდუქტები მოიყვანება და დამზადდება საექსპორტოდ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

აიღეთ ბანანი და პირდაპირ მიირთვით რა შეიკი მეიკი ისე მიყვარს რამდენიც არ უნდა ვიყიდო მაინც ერთიანად შემომესანსლება ხოლმე :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სრულიად გეთანხმები და დრო მოვა როდესაც ბიოპროდუქტებს (ბიოლოგიურად სუფთა) სამმაგი და ოთხმაგი ფასი დაედება. სხვათა შორის ამ რამოდენიმე დღის წინ სიუჟეტი გავიდა ტელევიზიით , ინგლისელები აპირებენ ბიო სოფლის გაშენებას (აღარ მახსოვს სად) , სადაც სწორედაც ბიოპროდუქტები მოიყვანება და დამზადდება საექსპორტოდ.

საზღვარგარეთ უკვე ეგრეცაა! აქ ჯერჯერობით არ აფასებენ სოფლის პროდუქციას!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

suzzie

აიღეთ ბანანი და პირდაპირ მიირთვით რა შეიკი მეიკი ისე მიყვარს რამდენიც არ უნდა ვიყიდო მაინც ერთიანად შემომესანსლება ხოლმე

მასე ბანანი მაიმუნებსაც უყვართ :D

პროსტა შეიკის გაკეთება არ იციან თორეეე . . . :ae:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა ფორუმელებო აქ ერთმანეთს სხვადასხვა რეცეპტები ვასწავლოთ :P
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ორფერიანი ჩაის რეცეპტი გინდათ?

გამჭურვალე ჭიქაში 8-9 კოვზი შაქარი...

შემდეგ ნახევრამდე ადუღებული წყალი, ნახევრის მერე ჩაის ფერით გააგრძელეთ დასხმა : )

გამჭურვალე და ყავისფერი ჩაი გამოვა...

შვიდფერიანის გაკეთებაც ვიცი, მაგრამ ის კოქტეილებში უფრო გადის... თან აქ ვერ ავხსნი როგორ უნდა :03:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]გამჭურვალე ჭიქაში 8-9 კოვზი შაქარი...[/quote]
და ეგ უნდა დალიო მერე? :lol:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პახმელიაზე გამოსვლა გინდა და ფული არ გაქვს?
ეს უკვე აღარ არის პრობლემა 8-) :03:

ე.ი. რა არის საჭირო.
ჯამი, 2-3 თავი ხახვი, ძმარი, ტყემალი, მარილი, წიწაკა დაფქული... დანარჩენი გემოვნებით თუ რამის ჩამატება მოგინდებათ.
დავკუწოთ ეს ხახვი, მოვაყაროთ დაფქული წიწაკა და მარილი(ორივე გემოვნებით), მოვასხათ ძმარი(გემოვნებით), მოვასხათ ტყემალი(გემოვნებით), ავურიოთ კარგად და ცოტახანს მაცივარში შევდგათ...

მრავალჯერ გამოცდილი და სერთიფიცირებულია :nod:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]GeoGirl[/b]

[quote]და ეგ უნდა დალიო მერე? [/quote]
სილამაზისთვის...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კუბდარის რეცეფტი ვის უნდა? : D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]tamm[/b]
აუ მე მინდა რა :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0