Sign in to follow this  
Followers 0

ირაკლი ჩარკვიანი

332 posts in this topic

არ ვიცი, ცხოვრობდე საზოგადოებაში, და ფეხებზე გეკიდოს საზოგადოება? რამდენადაა ეს გამართლებული? თუ გინდა აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა , წადი ბატონო სადმე შორს უკაცრიელ ადგილას ან მონახე შენნაირები და იქ აკეთე რაც გინდა და როცა გინდა. არ ვიცი რამდენად მოსაწონი იქნება რომ ვიყო ამ ფორუმზე და ფეხებზე მეკიდოს ფორუმელები, ვაკეთებდე იმას რაც მინდა და როცა მინდა, არ "მეშინოდეს" საზოგადოებრივი (ამ შემთხვევაში ფორუმელთა) აზრის.

სწორედ მაგაშია მისი ორიგინალურობა, და ჩარჩოებს გარეთ ყოფნა უაზრო სტერეოტიპების მსხვრევა და დაობებული საზოგადოებრივი ეთიკის გაწმენდა

მე მინდა მისნაირი თავისუფალი ვიყო :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თავისუფალი რისგან ან ვისგან? მილიონნახევრიან ქალაქში? უდაბნოში კიდევ შეიძლება.

უდაბნოში გველი , მგელი, აქლემიც თავისუფალია მაგრამ, გველის სილამაზეს, მგლის განსაკუთრებულ ბუნებას და აქლემის კუზსს ვერავინ ნახავდა მას რომ ადამიანთან ახლოს არ გაესეირნა,

ირაკლი ყველამ ნახა რა ტიპის ადამიანი იყო და როგორ უნდა მოიქცე როცა საზოგადოება, ჩარჩოშია ჩასმული უმეტესად ზომბირებული რომააა ამერიკულ დასავლურ და კომუნისტური ჰიბრიდიზაციით

0

Share this post


Link to post
Share on other sites
991 წელს მთელი საქართველო რომ შიმშილობდა ოქსფორდს შეუფარებია თავი საზაფხულო არდადეგებზე.ჰმმმმ . ..ძნელია წარსულზე ილაპარაკო, მაგრამ სალაპარაკოც რომ ბევრია. .

ბაი არავის არაა გვაქვს ვინმეს ცხოვრება ჩვენ განვიკითხოთ, მე რომ ვყოფილიყავი საერთოდ არც ჩამოვიდოდი აქ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1991 წელს მთელი საქართველო რომ შიმშილობდა ოქსფორდს შეუფარებია თავი საზაფხულო არდადეგებზე.ჰმმმმ . ..ძნელია წარსულზე ილაპარაკო, მაგრამ სალაპარაკოც რომ ბევრია. .

აქ ვინც იყო იმან ხომ დაალაგა ყველაფერი 5-ანზე?

თუ კარგის კეთება არ შეგიძლია კაცს ხომ შეიძლება ცუდი არ აკეთო და უცხოეთში შენთვის იყო?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მომწონს მისი სიმღერები. მიყვარს ძალიან. აქ საუბრობთ და ნუ განიხილავთ მის პიროვნებას. მე პირადად არ მაინტერესებს ის რა ტიპაჟის ადამიანი იყო.მე მხოლოდ მისი შემოქმედება მიზიდავს. ძალიან მწყინს რომ წავიდა ამ ქვეყნიდან... რადგან ვფიქრობ ბევრ საინტერესო სიმღერას დაწერდა... :)

ყველაზე ძალიან "სულს" მიყვარს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მაგრად მიყვარს მისი შემოქმედება...და მისი ხალხს მიყვარს ყველაზე მეტად

0

Share this post


Link to post
Share on other sites

344735_bandits_poster.jpg

შუაში , თვით მეფე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dio21

სათვალეებიანი თვითფრინავის ბიჭი არაა?გეგა ქვია,გვარი არ მახსოვს :user:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სათვალეებიანი თვითფრინავის ბიჭი არაა?გეგა ქვია,გვარი არ მახსოვს

ხო გეგაა კობახიძე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2002415211170123219_rs.jpg

2002418914626450710_rs.jpg

2002451763541238357_rs.jpg

www.mefe.ge <<<<- ირაკლი ჩარკვიანის ოფიციალური საიტი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

..მიყვარს - მუსიკა; ვოცნებობ - მშვიდობაზე; ვფიქრობ - შვილებზე; მძულს - ტყუილი; ვნანობ - არაფერს; კმაყოფილი ვარ - მუსიკით; მენატრება - ცა; მსურს - ბევრი რამ; მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ - ყველაფერს; მეშინია - არაფრის; ვიცი - არაფერი; არ ვიცი - არაფერი; შემიძლია - ყველაფერი; არ შემიძლია - ყველაფერი; ვმეგობრობ - ყველასთან; ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს, "სიაფანდს" - არაფერს; ვტირი - თითქმის არასოდეს; ვიცინი - ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს - არაფრის; ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები - თაღლითებს; მაინტერესებს-ყველაფერი; არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება; მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ - მარქსიზმს; ვავადმყოფო ბ -იშვიათად; ვმალავ - არაფერს; ვინახავ - ფულს ბანკში; მწამს - მუსიკის; მიკვირს - ყველაფერი ახალი; მიხარია - ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ - პოლიტიკაზე; ვდარდობ - იშვიათად; ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს; ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს - ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი - სიგარეტ "კენტს"; მწყინს - როცა მატყუებენ; ვხარჯავ - ენერგიას; ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ - გემოვნებაზე; ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ - მოცარტს; ვყოყმანობ - იშვიათად; ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ - ყავას; ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ - არავის; ვაფუჭებ - არაფერს; ვცხოვრობ - მშვიდად; ვცემ - არავის; ვყვირი - არასოდეს; ვმღერი - ყოველთვის; ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს; დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები;ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები - არასდროს; ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები - საკუთარ შვილებზე- 1 8 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი - ყველაფერს; ვეჭვიანობ - არაფერზე; "ვკაიფობ" - ყვეკაფერზე; ვიზიდავ - ყველას; ვალამაზებ - ყველაფერს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაიმუნები ვართ

ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,

ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,

შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი

და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.

მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა

და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,

შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი

და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.

მე მჯერა შენი ძუძუების ზომის

და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,

შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის

და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,

მაიმუნები ვართ...

მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,

და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,

დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა

და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.

მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე

და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,

ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,

რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.

მე მჯერა შენი ძუძუების ზომის

და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,

შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის

და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,

მაიმუნები ვართ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რომანი: მშვიდი ცურვა

“ორი რომანი ერთში”, ასე ახასიათებს ავტორი თავის “ავტორომანს”, რომელშიც, ერთი მხრივ, წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ “მეფეს” და, მეორე მხრივ, მოგითხრობთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციისა და თანამოსახელის, ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.

“მშვიდი ცურვა” არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, რომლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ “გაპარვას” ნარკოტიკებს მიტანებული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი; რა კავშირშია რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა “მეფე” და რატომ სურდა მუსიკოსსა და მომღერალს, რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას დამსგავსებოდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

2005523483620424912_rs.jpg

სველ მიწაზე

... ექმიც კი ჩამოიყვანა იმ ელექტროშუქით განათებული ქალაქიდან, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკენ იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალა. სიცხისგან იწვოდა. ყველაზე მაღალ სასახლეში ვიცხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. კაცი გაჩუმდა, თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორ იმ საღამოს, როცა გიმნაზიის ჭიშკართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სახლთან ახლოს დაასაფლავა, იქ, მზის ჩასვლისას რომ იდგნენ ხოლმე და ჟანგიან ჭაობში ჩაძირული მატარებლის ბორბლებს გასცქეროდნენ. თან იმ დროზე ლაპარაკობდნენ, როცა მიტოვებულ სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა და დიდი ქალაქის შენებას დაიწყებდნენ. თავიდან ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ, – ზამთარ-ზაფხულ ბეწვიან ქურქში გახვეული დარაჯი და მისი ცოლი, დათვის ბელივით რომ დასდევდა უკან. ახლა მარტო დარჩენილი კაცი ღვინით სავსე თბილ ჭიქას ხელს არ უშვებდა, საღამოობით ქალის ნაჩუქარ რადიომიმღებს უსმენდა, რომელიც ჯიუტად ჟღურტულებდა, წიოდა, შაქარყინულივით ტკბილ და გაუგებარ ენებზე ლაპარაკობდა. ტახტზე წამოწოლილი დარაჯი ნისლში ჩაძირულ ქალაქებს წარმოიდგენდა. ესიზმრებოდა რომ გულაღმა იწვა და მატარებლებს ელოდა. მატარებლები კი გვერდს უვლიდნენ და შორიდან ესმოდა ესმოდა მათი ყრუ გულისცემა. მთვრალი რამდენჯერმე მოსაცდელისკენ წაბარბაცდა. მისთვის უცნობმა ძალამ წაიყვანა იქით, სადაც წლების მანძილძე არავინ შესულა ვირთხების გარდა. ხელებს იქნევდა. ‘სადა ხარ, მოგკლავ!’’ – უყვიროდა ვიღაცას, მოსაცდელში ჩამოწოლილ უკუნეთს მუშტებს უღერებდა.

ჩართულ რადიომიმღებს მომავალ მშენებლობაზე ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ განთქმული მშენებელი გახდებოდა. რადიო კი უსტვენდა, კახპასავით კვნესოდა, ჟღრურტულებდა, წიოდა; მერე გამოაცხადეს, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში სამოქალაქო ომია, უკიდეგანო უდაბნოში ყუმბარები ფეთქდება და ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.

მალე დაიჭექა და ელვამ ნახევრად დაბნელებული მოსაცდელი გაანათა. მთელი ღამე წვიმდა. ის კი მარილიან ხორცს ძიძგნიდა, თლილ ჭიქას ეჩურჩულებოდა, თვალს ვერ წყვეტდა. დილასაც წვიმდა და აივანზე გამოსულმა თავის კიბესთან მკვდარი ცხოველივით ბეწვიანი გამცილებლის ქუდი დაინახა, რკინის მილებიდან მის სახლამდე წყალს რომ მოეტანა. პატარა გუბეები დიდ ტბად გადაქცეულიყო, ზღვის ყურეს დამსგავსებოდა ბორცვის ძირას გაშლილი მინდორი, რომელსაც ტყით დაფარული მთა ესაზღვრებოდა. ნაცრისფერ ცას და შავ ღრუბელს შესცქეროდა, ეკლესიის გუმბათივით რომ დამხობოდა მწვერვალს. ბუნდოვნად წარმოედგინა, რომ შორს ცხოვრება მიდის: ხალხი იბადება, აშენებს და კვდება. ის კი უცხო ენებზე მოლაპარაკე რადიომიმღებს არწმუნებს: ჩვენთვისაც მოიცლიან, მიტოვებულ პატარა სოფელში დიდი ქალაქის, ახალი სადგურის ასაშენებლად ჩამოვლენო. ‘დაიხრჩობა სადგური’ – იმეორებდა ყრუდ , როგორც საყვარელი ქალის სახელს მომაკვდავი და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა. თითქოს წვიმით დასველებულ ეკრანზე ხედავდა ცალკეულ წარმოდგენებს, ერთმანეთისგან განცალკევებულ ჩვენებებს, მუნჯური ფილმის სისწრაფით რომ მიიჩქაროდნენ, სიზმრებივით ერთომეორეს უსწრებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ არ აძლევდნენ ფანჯარასთან მდგომ დარაჯს. ჭლექიანის ხრიალივით უსასრულო ჭექა-ქუხილიც აღარ ესმოდა მკვდარ სადგურს რომ აზანზარებდა, უხილავ ფილტვებში ყრუდ ხითხითებდა, ლორწოვან ნისლში ეფლობოდა, იძირებოდა, სიჩუმედ იქცეოდა. მატარებლები გუგუნებდნენ. გამაყრუებელი სირენები მომაკვდავი ქალის კივილივით და საკუთარ გულისცემასავით ჩაესმოდა, ყოველი კუნჭულიდან ძგერდა მონოტონური პულსაცია: დგდნ... დგდნდგდნ... თვაბრუ ეხვეოდა.

ჭექა-ქუხილი თანდათან მიწყდა, ფანჯარასთან მდგომი დარაჯი უშველებელი თეთრი ღრუბელივით მომავალ განთიადს შესცქეროდა. მთელი სოფელი წყალს დაეფარა. ნიავი უბერავდა და მთასავით ხორკლიანი იყო პატარა ყურედ გადაქცეული მინდორი, ტალახში ჩაფლული ლიანდაგი; ყავისფერი ბაქანიც დაახრჩო წვიმამ. მხოლოდ მოსაცდელი იდგა წყლის ზედაპირზე, ფანჯარა გამოაღო. თევზისა და სველი კირის სუნი იგრძნო. უცებ ყველაფერი ვერცხლისფრად განათდა, მთის წვერვალზე ჩამოწოლილი ღრუბელი გაიფანტა და კაცი ფანჯარასთან გაქვავდა, როცა მთასავით უზარმაზარი, ვერცხლისფერი გემი წყლით დაფარულ მინდორზე შემოცურდა. უნდოდა ეყვირა, ელექტროშუქით განათებულ ქალაქამდე მიეწვდინა ხმა, სადაც ყოველდღიურობით მთვრალი ხალხი ცხოვრობს. გემი მოსაცდელთან შეჩერდა. ფანჯრის რაფას ჩაჭიდებული დარაჯი კი თითქოს ვერ ამჩნევდა გემბანზე გადმომდგარ უცნობს, ქალურ ხელებს, გემისკენ რომ უხმობდნენ. დარაჯისათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა თეთრებში ჩაცმული. ეძახდა, ხელებით თავისთან ეპატიჟებოდა. ღია ფანჯარასთან მდგომი კი სიყვარულზე და იმ დროზე ფიქრობდა, როცა ტალახიანი მიწა ჩექმებზე აეკიდება, იქ ჩაათრევს, სადაც საუკუნო სიმშვიდეა. იგრძნო, რომ ბევრად უფრო ღონიერია, ვიდრე მისი ერთი ციდა ცოლი, რომელსაც დიდი ქალაქის აშენებას ჰპირდებოდა მარადჟამს. ‘მე აქ დავრჩები’, - დაიყვირა მთელი ძალით და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. გემი დაიძრა. უხმოდ გაცურდა და მთის მწვერვალთან თეთრი ღრუბელი გადაეფარა. კაცი კვლავ ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებული მთელ ხმაზე ჩართულ რადიომიმრებს ელაპარაკებოდა. ამბობდა რომ ოდესმე სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა, თუ არადა, თვითონ ააშენებდა იმ დიდ და ყველასათვის უცნობ ქალაქს ....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარი კიცი იყო ცხონებული!!!

მაგრად მომწნს ამის შემოქმედება!!!!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ირაკლი ნიჭიერი კაცი რომ იყო რად უნდა ამას მტკიცება მაგრამ კარგად ვერ გამოიყენა ღვთისგან ბოძებული ნიჭი.გაფანტა კაიფში.ცდილობდა ორიგინალური და გამორჩეული ყოფილიყო და თანაც თავში აუვარდა.ასე მგონია ცოცხალი რომ ყოფილიყო ცოტა ხანში ღმერთად გამოაცხადებდა თავს..რავიცი რავიცი....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეხლა ცუდს ხო არაფერს ვიტყვი მაგრამ რა დასამალი მაქვს არ მევასებოდა არც პიროვნება არც მაგისი შემოქმედება და ვერც ის გავიგე მეფე რატო დაირქვა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

zeppelin

რა შუაშია :03:

-----------------------------------------------

არის ირაკლის შემოქმედებაში რაღაც მიმზიდველი,რაღაც იდუმალი....

სულს მაძლევს სიმღერით :user:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

mari touchet

მე მეფე ვარ და პოეტი :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

9fa8b4d0d771.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

f3cfc6d740bb.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

mepes simgerebs rom vusmen yvelaperi mavicydeba...vpiqrob mxolod ertze ro chavcvde mis azrs... minda vgrznobde am yvelapers ...ucneuri shegrdzneba maqvs xolme..ravi me magas kargat ver avgvcer ras vgrdznob chcarkvianis simgerebis mosmenis dros... es yvelaperi unikaluria...da ubralod vityvi erts ro me am misi simgerebit vmshviddebi....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

zeppelin

ეს წაიკითხე კი არა და გადაწერე და უსმინე

http://www.files.ge/file/223867/jer-arasdr...yofila-wma.html

ეხლა ირაკლი ჩარკვიანი რომ გალაკტიონს შეადარო მაგარი სირცხვილი იქნება და მოდი არ გვინდა ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ირაკლი ყველაზე მაგარი იყოოოო...

რომ გარდაიცვალა მერე დავაფასეე :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0