Sign in to follow this  
Followers 0

ირაკლი ჩარკვიანი

332 posts in this topic

ირაკლი ჩარკვიანი

დაიბადა თბილისში 1961 წელს.

განათლება - კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.

თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ "არიშთან" ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში. მისი მეორე ჯგუფი იყო "საბავშვო მედიცინა" - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა. "საბავშვო მედიცინამ" 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი.

1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - "ძველი სათამაშოები". არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი. 1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული - "რეაქტიული კლუბი", სადაც შესულია ირაკლის ლექსები. 1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over, ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ორფეოსის სიკვდილი". 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით "საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი" კომპოზიციისთვის "მაწონი". 1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი "აფრენ" და რამოდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის ?წყნარი ცურვის? ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 1999 წელს გამოდის სინგლი "საქართველო", 2000 - "უსაფრთხოება", 2001 - გამოიცა ალბომი "ამო".

ჰყავს ორი შვილი, მეუღლე - ქეთათო

ირაკლი ჩარკვიანი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ–ერთ ფუძემდებლად. მისი მუსიკალური მოღვაწეობა მეოცე საუკუნის 70 იან წლებში დაიწყო, პირველი ჯგუფი რომელიც ირაკლი ჩარკვიანთან ასოცირდება არის "არიში", თუმცა ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ მალე შეიქმნა ჯგუფი "ტაქსი" სადაც ირაკლისთან ერთად უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კაკაბაძე. ჯგუფის წარმეტაბად შეიძლება ჩაითვალოს 1992 წელს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში ჩატარებული ჯგუფის პირველი და ძალიან წარმატებული კონცერტი.

d3d20618f7fe.jpg

ირაკლი ასოცირდება ისეთ ჯგუფებთან როგორიცაა "საბავშვო მედიცინა", Georgian Dance Empire და Dair.

პარალელურად მუსიკალურ კარიერასთან ერთად ირაკლი მწერლობაშიც ცდიდა ბედს, 1989 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები". იყო რეაქტიული კლუბის ერთ–ერთი დამაარსებელი, ამავე პერიოდში გამოიცა ლექსების კრებული "რეაქტიული კლუბი"თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

90 იანებიდან იწყება ირაკლი ჩარკვიანის სოლო კარიერა, პირველი სინგლი სახელად War is Over ძალიან წარმატებული გამოდგა, ამას მოჰყვა პირველი ალბომი "Svan Songs", ამავე პერიოდში ირაკლიმ მიიღო ჯილდო როგორც "საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი."

1997 წელს გამოდის ირაკლის ძალიან საინტერესო და პროგრესული ალბომი "შენ აფრენ", ამას მოჰყვა კიდევ ერთი სტუდიური ალბომი "ამო" ხოლო ირაკლის ბოლო ნამუშევარი არის ალბომი "ძირს მეფე"

თუმცა ეს მცირე ჩამონათვალია ყველაფერი იმისა რაც ირაკლი ჩარკვიანმა გააკეთა ალტერნატიული მუსიკისა და კულტურის განვითარებისთვის საქართველოში, ის არა მარტო მუსიკოსი არამედ საზოგადო მოღვაწეც იყო.

ირაკლი დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს, გარდაიცვალა 2006 წლის 25 თებერვალს.

3

Share this post


Link to post
Share on other sites

უძლიერესი მუსიკოსი და არა მხოლოდ მუსიკოსი...ინტელექტუალი,ადამი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

http://mefe.ge/

მეფის საიტი

მაგარი კაცია მეფე

შენ აფრენ

ყველაზე მაგარი მუსიკაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ ვიცი, ცხოვრობდე საზოგადოებაში, და ფეხებზე გეკიდოს საზოგადოება? რამდენადაა ეს გამართლებული? თუ გინდა აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა , წადი ბატონო სადმე შორს უკაცრიელ ადგილას ან მონახე შენნაირები და იქ აკეთე რაც გინდა და როცა გინდა. არ ვიცი რამდენად მოსაწონი იქნება რომ ვიყო ამ ფორუმზე და ფეხებზე მეკიდოს ფორუმელები, ვაკეთებდე იმას რაც მინდა და როცა მინდა, არ "მეშინოდეს" საზოგადოებრივი (ამ შემთხვევაში ფორუმელთა) აზრის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვერ უმუღამეფ ამის სიმღერებს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვიცი, ცხოვრობდე საზოგადოებაში, და ფეხებზე გეკიდოს საზოგადოება? რამდენადაა ეს გამართლებული? თუ გინდა აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა , წადი ბატონო სადმე შორს უკაცრიელ ადგილას ან მონახე შენნაირები და იქ აკეთე რაც გინდა და როცა გინდა. არ ვიცი რამდენად მოსაწონი იქნება რომ ვიყო ამ ფორუმზე და ფეხებზე მეკიდოს ფორუმელები, ვაკეთებდე იმას რაც მინდა და როცა მინდა, არ "მეშინოდეს" საზოგადოებრივი (ამ შემთხვევაში ფორუმელთა) აზრის.

ის რომ არ "გეშინია" საზოგადოების,ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხებზე გკიდია..არც ის ვარგა,ვაიმე ამას ვერ გავაკეთებ,ხალხი რას იტყვის?ეს რომ ვთქვა,რას იფიქრებენ?შენი აზრი მხოლოდ იმიტომ არ უნდა დააფიქსირო,რომ ის განსხვავებულია და საზოგადოება ამას ვერ კი არა,არ გაიგებს?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ის რომ არ "გეშინია" საზოგადოების,ეს იმას არ ნიშნავს რომ ფეხებზე გკიდია..არც ის ვარგა,ვაიმე ამას ვერ გავაკეთებ,ხალხი რას იტყვის?ეს რომ ვთქვა,რას იფიქრებენ?შენი აზრი მხოლოდ იმიტომ არ უნდა დააფიქსირო,რომ ის განსხვავებულია და საზოგადოება ამას ვერ კი არა,არ გაიგებს?

მართალი ხარ სხვადასხვა რამეა. ჩარკვიანს კი სწორედაც რომ ეკიდა. უკაცრავად და შენ მოითმენ როცა ვიღაცა ფეხებზე გიკიდებს? ხოდა ჩარკვიანის ნაირებსაც ნუ სწყინთ საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება მათდამი. ცხოვრებაა ასეთი, ვინც მე მიკიდებს იმას მეც ვიკიდებ. კაცი რომ ჩემ მხარეს გადმოაფურთხებს უმიზეზოდ მე იმას... ნუ მოკლედ გასაგებია არა? ხოდა მეც ვცდილობ არ გადავაფურთხო სხვის მხარეს უმიზეზოდ. ვცდილობ ვიცხოვრო საზოგადოებაში, გუნდური პრინციპით.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თავისუფალი ადამიანი და მომღერალი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა საკუთარ აზრს. ღმერთმა აცხოვნოს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარი კაცია....ძალიან ნიჭიერი რაც მთავარია ორიგინალური და ყველასაგან განსხვავებული :)....

საერთოდ საქართველოში ესეთი სტერეოტიპია რომ მუსიკოს და სერთოდ ხელოვანს სიკვდილის შEმდეგ უფრო აფასებენ :)....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მართალი ხარ სხვადასხვა რამეა. ჩარკვიანს კი სწორედაც რომ ეკიდა. უკაცრავად და შენ მოითმენ როცა ვიღაცა ფეხებზე გიკიდებს? ხოდა ჩარკვიანის ნაირებსაც ნუ სწყინთ საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება მათდამი. ცხოვრებაა ასეთი, ვინც მე მიკიდებს იმას მეც ვიკიდებ. კაცი რომ ჩემ მხარეს გადმოაფურთხებს უმიზეზოდ მე იმას... ნუ მოკლედ გასაგებია არა? ხოდა მეც ვცდილობ არ გადავაფურთხო სხვის მხარეს უმიზეზოდ. ვცდილობ ვიცხოვრო საზოგადოებაში, გუნდური პრინციპით

იცი რა?მე დიდ პატივბს ვცემ ადამიანს რომელიც სტერეოტიპს არღვევს საზოგადოებაში..და მაინც მემგონი უხერხულია ირაკლი ჩარკვიანზე ვისაუბროთ როგორც მხოლოდ ადამიანზე,ის მუსიკოსი და დიდი ინტელექტუალი იყო....შენ არ მოგწონს,პატივს ვცემ შენს აზრს,მაგრამ ის რომ როგორ და რითი მოკვდა რამე გავლენას ახდენს ირაკლის შემოქმედებაზე?ესე თუ ვიფიქრებთ ფრედი მერკური შიდსით დაიღუპა,არადრადიციული ორიენტაციის იყო,ეს იმას ნიშნავს რომ დიდი მუსიკოსი არააა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
იცი რა?მე დიდ პატივბს ვცემ ადამიანს რომელიც სტერეოტიპს არღვევს საზოგადოებაში..და მაინც მემგონი უხერხულია ირაკლი ჩარკვიანზე ვისაუბროთ როგორც მხოლოდ ადამიანზე,ის მუსიკოსი და დიდი ინტელექტუალი იყო....შენ არ მოგწონს,პატივს ვცემ შენს აზრს,მაგრამ ის რომ როგორ და რითი მოკვდა რამე გავლენას ახდენს ირაკლის შემოქმედებაზე?ესე თუ ვიფიქრებთ ფრედი მერკური შიდსით დაიღუპა,არადრადიციული ორიენტაციის იყო,ეს იმას ნიშნავს რომ დიდი მუსიკოსი არააა?

ალბათ სწორად ვერ ავხსენი. ფრედი მერკურიმ იცოდა და შიდსი ისე აიკიდა? მე მგონი არა. ჩარკვიანმა კი იცოდა რას იკეთებდა, თან სტაჟიანი იყო და დოზის განსაზღვრაც არ უნდა გასჭირვებოდა. აქედან გამომდინარე მისი სიკვდილი რამდენად არის უბედური შემთხვევა? ამ კითხვას მე ცხონებასთან დაკავშირებით ვსვავ, წმინდა რელიგიური კუთხით. მე არც ფრედის ორიენტაცია და არც ჩარკვიანის "გატაცება" არ მაინტერესებს მანამ, სანამ პირადად მე არ შემეხება(ეხლა უკვე "ვრიატლი" :)). აი დანარჩენს კი დრო გვანახებს. ამას სარკაზმით არ ვიძახი. ჯერ ცოტა დროა გასული. წესით რაც უფრო გენიალურია ადამიანი უფრო მეტ დროს უნდა გაძლოს მისმა შემოქმედებამ. მე მგონი ასეა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
წესით რაც უფრო გენიალურია ადამიანი უფრო მეტ დროს უნდა გაძლოს მისმა შემოქმედებამ.

ამაში გეთანხმები დრო საუკეთესო შემფასებელია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არა

ძირს მეფე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაი კაცი იყო!

მე შენთან მოვალ - ეგ სიმღერა მაგარია ძაან!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

irakli charkviani me shentan moval

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მე შენთან მოვალ - ეს სიმღერა ყველაზე მეტად მევასება ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარში!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამ ადამიანის შემოქმედებაში ერთადერთი სიმღერა მომწონს, მე შენთან მოვალ, მეტი არაფერი ( თავფარავნელ ჭაბუკს მაგონებს:)) არც შემოქმედება, არც მოქმედება და არც ცხოვრება :) . .. რა იცით კია ამ ადამიანის შესახებ.? ან იცით კია რამე? მე მარტო მისი "დაბოლილი" სიმღერები მაქვს მოსმენილი და ასევე "დაბოლილი" მშვიდი ცურვა წაკიტხული, საიდანაც მარტო ერთი აზრი გამოვიტანე რომ ამ წიგნს აშკარად კაიფში წერდა :) , ჩიბუხას ასი თავით ვეთანხმები რომ ხშირად მისი მოქმედებები პირდაპირ მეუბნებოდა: " მე შენ ფეხებზე მკიდიხარ :)" მე შენ არ მაინტერესებ . .. .. იმიტომ რომ ეს მე ვარ, ირაკლი და მეფე და ჩემნაირები მარტო ცალობით არიან ქმ ქვეყანაზეო . .. .ამ დროს კი სწორედ საზოგადოებისთვის წერდა და ქმნიდა და აკეთEბდა და თუ მართალი გინდათ ამ საზოგადოებითვე არსებობდა. . არ იქნებოდნენ ისინი და არ იარსებებდა თავად ინდივიუალობა "მეფე". . .. .განებივრებული და გატუტუცებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ბოჰემურ ცხოვრებას მიჩვეულისას, 1991 წელს მთელი საქართველო რომ შიმშილობდა ოქსფორდს შეუფარებია თავი საზაფხულო არდადეგებზე.ჰმმმმ . ..ძნელია წარსულზე ილაპარაკო, მაგრამ სალაპარაკოც რომ ბევრია. . .არ მინდა გავჩუმდები :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ადამიანის შემოქმედებაში ერთადერთი სიმღერა მომწონს, მე შენთან მოვალ

+ 1

ეგ მართლა :sm (22):

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჰყავს ორი შვილი, მეუღლე - ქეთათო

მოიცა, ეს ეხლა ვნახე.. ორი? :o და მე რომ ერთი ბუთხუზა გოგო ვიცი? ეკრანებზე ხშირად აჩვენებდნენ... მეორე როდიდან ტოო? ეგ ერთიც წვალებით გააჩინეს...

ნუ მეც გვანცას და ჩიბუხას ვეთანხმები.. უბრალო ხშირად არ მიყვარს ამის დაფიქსირება, რადგან ფანების მეშინის.. ნაამეტანი აგრესიო ფანები ყავს :D დაიცა, თუ ღმერთი გწამს... დრო ყველაფერს აჩვენებს....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოიცა, ეს ეხლა ვნახე.. ორი? და მე რომ ერთი ბუთხუზა გოგო ვიცი? ეკრანებზე ხშირად აჩვენებდნენ... მეორე როდიდან ტოო? ეგ ერთიც წვალებით გააჩინეს...

უფროსი შვილი ყავს....ასე 20 წლისა დაახლოებით თუ მეტის არა ,, ,,,ქეთათო და ის ბიჭი (ირაკლი ქვია მგონი), და ძმად ეკუთვნიან ერთმანეთს. ..დაახლოებით, , მაგრამ ეგ რა მოსატანია აქ .. ღმერთებს ყველაფერი შეუძლიათ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქეთათო და ის ბიჭი (ირაკლი ქვია მგონი

მაქსიმე ქვია, თითქმის ქეთათოს ხელაა

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაქსიმე ქვია, თითქმის ქეთათოს ხელაა

აა ხოო. . ირაკლი ხომ მამამისია .. სულ დამავიწყდა. . .

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არც შემოქმედება, არც მოქმედება და არც ცხოვრებ

არ გეთნხმები...ეს სუბიექტურია,რადგან შენთვის ირაკლის შემოქმედებაც,მოქმედებაც და ცხოვრებაც უმნიშვნელოა.პირადად ჩემთვის კი მისი შემოქმედება ყველაფერია,ძალიან მიყვარს...მოქმედებას და ცხოვრებას რაც შეეხება ეს თითოეული ადამიანისთვის პირადულია.ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა როგორ იქცეოდა და როგორ ცხოვრობდა,მთავარია რომ მომწონს ირაკლის შემოქმედება

ხშირად მისი მოქმედებები პირდაპირ მეუბნებოდა: " მე შენ ფეხებზე მკიდიხარ

კონკრეტულად რა მოქმედება იყო,რომელმაც გაგრძნობინა ეს?

ნუ მეც გვანცას და ჩიბუხას ვეთანხმები.. უბრალო ხშირად არ მიყვარს ამის დაფიქსირება, რადგან ფანების მეშინის.. ნაამეტანი აგრესიო ფანები ყავს დაიცა, თუ ღმერთი გწამს... დრო ყველაფერს აჩვენებს....

მემგონი ამ ფორუმზე ცოტაა ისეთი ადამიანი ვისც ირაკლის შემოქმედება უყვარს ასე რომ თამამად შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი:Dიმაში მართლა გეთანხმები,რომ დრო თავის სათქმელს იტყვის

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მემგონი ამ ფორუმზე ცოტაა ისეთი ადამიანი ვისც ირაკლის შემოქმედება უყვარს ასე რომ თამამად შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი

მერე ლექსო? :D მახსოვს ადრე რა დაკა-დაკა გქონდათ სხვებთან... :) ააარა..

ეს სუბიექტურია,რადგან შენთვის ირაკლის შემოქმედებაც,მოქმედებაც და ცხოვრებაც უმნიშვნელოა.

რა სუბიექტური, გენაცვალე? :o არ გამაგიჟოთ... მე შეიძლება არ მომწონდეს გამსახურდიას ცხოვრება და პიროვნება, მაგრამ ეს ის მას არ ნიშნავს რომ შემოქმედებას არ ვაფასებდე მისას, რადგან რაც გენიაა, ის აუცილებლად რჩება..

________________ :( ___________

მოდილიანიც იყო ლოთი და ოპიუმს სწევდა, მაგრამ როცა ამას აკეთებდა მაშინ არ ხატავდა!!

პ.ს. მე არც ახალი პანჩო არ მომწონს.. ძველი უკეთესი იყო.. "100 წლის შემდეგ"-ს როცა წერდა, და არა ახლა, როცა "დედა ვატირე"-ს მღერის :( :o

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერე ლექსო? მახსოვს ადრე რა დაკა-დაკა გქონდათ სხვებთან... ააარა..

ლექსომ შეგაშინა?:Dმე კიდე ხო ხედავ რა ბულკივით გოგო ვარ:D

რა სუბიექტური, გენაცვალე? არ გამაგიჟოთ... მე შეიძლება არ მომწონდეს გამსახურდიას ცხოვრება და პიროვნება, მაგრამ ეს ის მას არ ნიშნავს რომ შემოქმედებას არ ვაფასებდე მისას, რადგან რაც გენიაა, ის აუცილებლად რჩება..

________________ ___________

მოდილიანიც იყო ლოთი და ოპიუმს სწევდა, მაგრამ როცა ამას აკეთებდა მაშინ არ ხატავდა!!

პ.ს. მე არც ახალი პანჩო არ მომწონს.. ძველი უკეთესი იყო.. "100 წლის შემდეგ"-ს როცა წერდა, და არა ახლა, როცა "დედა ვატირე"-ს მღერის

ან შეიძლება პირიქით იყოს,არც მოგწონდეს ცხოვრება და შესაბამისად შემოქმედებაც.იგივე გამსახურდიას მაგალითი ავიღოთ,რამდენმა თქვა რომ არ მოსწონს ცხოვრების წესი და ამის გამო მისი შემოქმედებაც უმნიშვნელოა...ყველაფერი შედარებითია და გემოვნების საკითხია,მე მომწონს მისი სიმღერები არა იმიტომ რომ მომწონდა ირაკლის ცხოვრება,უბრალოდ როგორც მუსიკოსი მუმწონს

რაც შეეხება პანჩოს,მეც რამდენიმე სიმღერა მომწონს და ეგ რაღაც "დედა ვატირე" ვერ გავიგე საერთოდ რა არის

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0