Перейти к содержимому


ვახუშტი კოტეტიშვილი


გამოხმაურებები თემაში: 29

#1 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......
დადებული სურათი

ვისაუბროთ ვახუშტი კოტეტიშვილზე,მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე :)

ვახუშტი კოკეტიტშვილი იყო ფოლკლორისტი,ფილოლოგიურ მეცნოერებათა დოქტორი,აღმოსავლეთმცოდნე და ადამიანი,რომელიც ხშირად გვანებივრებდა ხალხური საღამოებით :)მისი დიდი დამსახურებაა,რომ დღევანდელ ახალგაზრდებში პოპულარულია კაფია,შAირობა .2005წელს გამოსცა კრებული"მოუკრეფავნი",სადაც ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები გამოსცა.

ვახუშტი კოტეტიშვილი 2008წლის 7აგვისტოს გარდაიცვალა,სწორედ იმ დროს როდესაც საქართველოში უმძიმესი სიტუაცია იყო :(


მკაფიო კაფია

გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!

*************************************
წუთისოფელმა გამხადა
შაირ-სიტყვათა მესტვირე,
ყოფა ვერავის ვუტირე,
ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე.
სამარის ქვაზე თარიღებს
ტირე რომ უზის, ეს ტირე
ჩვენი ცხოვრება ყოფილა,
ამას რომ მივხვდი, შევსტირე.
თურმე ვინა ვარ? - მარტოდენ
ამ მოკლე ტირეს მესტვირე.


#2 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..


#3 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..


#4 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
ვახუშტი კოტეტიშვილი

ს ა ღ ი მ ი ლ ო ნ ი

მთაში პატარა სოფელო,

ციცქნა სახელით: “ინო“!

ქალაებ კარგებ დაგიდის:

მზია, განძა და ნინო.

გომურებში კი ნუ სჩქმალავ,

სუ ბან-ბან უნდა ჰფინო.

ერთხელ მეც დამაძლევინო

მაგათი ბაგის ღვინო,

მერე კი მოფშავლებული

ერთ-ერთთან დამაწვინო.

5.04.07.
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი

#5 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......
:D


#6 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
ninikela
ვახ ის საღამო რომ დავდო, არაკორექტული იქნებ ჩემი მხირდან ხო? :D
არადა ისეთია, სიცოცხლეს აიხანგრძლივებს კაცი რა :D
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი

#7 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

გამოხმაურების ნახვაninikela (25th April 2009 - 09:34 PM) писал:

ხალხური საღამოები
უნიჭიერესი ადამიანები აღმოაჩინა ასეთ ხალხურ საღამოებზე, მათ შორის ხალხური მთქმელი -იოსებ ბაიაშვილი და ცნობილი პოეტი ეთერ თათარაიძე.მგონი მისი თაოსნობით გამოვიდა ხალხური პოეზიის კრებული "ლექსო ნუ დაიკარგები." მგონი იქიდან მახსოვს იოსებ ბაიაშვილის ერთი ლექსი:

ტიალო წუთისოფელო
შაგჭამე ხინკალივითა
შამამერია სიბერე
მღერა ვერა ვთქვი კრინითა
ცალ თვალში ეშმაკი მამხვდა
დამშუშხა ჭინჭარივითა
ცალას თვალას ღა ვაბჟუტებ
მიბინდულ ცისკარივითა

Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#8 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......

გამოხმაურების ნახვაNUKA (25th April 2009 - 07:01 PM) писал:

უნიჭიერესი ადამიანები აღმოაჩინა ასეთ ხალხურ საღამოებზე, მათ შორის ხალხური მთქმელი -იოსებ ბაიაშვილი და ცნობილი პოეტი ეთერ თათარაიძე.მგონი მისი თაოსნობით გამოვიდა ხალხური პოეზიის კრებული "ლექსო ნუ დაიკარგები."
თუარ ვცდები 2008 წელს ჩატარდა საღამო რუსთაველის თეატრში ეთერ თათარაიძესთან ერთად "ლექსო ნუ დაიკერგები",კარგი იყო :)

BeQUshA
მიდი დადე,ვისაც არ უნდა არ უყუროს :D

#9 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

გამოხმაურების ნახვაninikela (25th April 2009 - 10:07 PM) писал:

საღამო რუსთაველის თეატრში ეთერ თათარაიძესთან ერთად "ლექსო ნუ დაიკერგები",კარგი იყო
კიი საღამოებიც ტარდებოდა და ეს ლექსების კრებულიც არსებობს მგონი ორტომეულია...თუ ვიქტორინაში გაიმარჯვებ -სუპერ პრიზი ჩემზეა:)
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#10 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......

გამოხმაურების ნახვაNUKA (25th April 2009 - 07:11 PM) писал:

კიი საღამოებიც ტარდებოდა და ეს ლექსების კრებულიც არსებობს მგონი ორტომეულია...თუ ვიქტორინაში გაიმარჯვებ -სუპერ პრიზი ჩემზეა
კი კრებულიც არის ვიცი :)
ხო აი სათამაშოდ სტიმული მომეცა :user:

#11 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling
და აბა რატომ დაღონდი?:(((
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#12 OFFLINE   ninikela

    ...მეც გავთოვლდები...

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9651 წერილები:
  • სქესი:ქალი
  • მდებარეობა:......

გამოხმაურების ნახვაNUKA (25th April 2009 - 07:18 PM) писал:

და აბა რატომ დაღონდი?
ვფიქრობ :D

#13 OFFLINE   BeQUshA

    აქტიური მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 3381 წერილები:
  • სქესი:კაცი
ninikela

ვერ დავდებ ვერა :D



ვახუშტი კოტეტიშვილის საკარგყმო



სამშობლოზე შეყვარებულმა კარგმა მწერლებმა მაშინ იციან წასვლა, როცა ძალიან გვიჭირს:
თბილისის ომისას გარდაიცვალა რეზო ინანიშვილი.
ერთ-ერთი მორიგი არეულობისას გამოგვეცალა ხელიდან ზაზა თვარაძე.
და ახლა, ამ ულმობელი რუსული ოკუპაციის დაწყებამდე მიგვატოვა ვახუშტი კოტეტიშვილმა.

ეტყობა, იმიტომ მიდიან ამისთანა დროს, რომ უკეთ მოახსენონ ზეციურებს ჩვენ გასაჭირზე…

ეს ვახუშტი კოტეტიშვილის საკარგყმო არის, იმისივე ნაჩუქარი “მიცუბიშის კალამ კომპანიის” კალმით დაწერილი - ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას მაჩუქა ბატონმა ვახუშტიმ, - ამითიო სუ კარგი რამეები უნდა თარგმნოო, და თუ ამ გამოსათხოვარის დასაწერად დამჭირდებოდა, რას ვიფიქრებდი…

ეჰ, თარგმნა ისეთი უნდა, თავად რომ გვითარგმნა ომარ ხაიამი:

***
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ.

აჰა, ესეც დიდებული თარგმანი, სამუდამოდ რომ გაიყოლებს ბატონი ვახუშტის სამშობლო:

***
ერთ დროს ეს ჩემი ხელადა ალბათ ჩემსავით ღელავდა,
მზეთუნახავის ნაწნავი ბორკავდა ქცეულს ხელადა,
ხელი რომ უდევს დოინჯად, ასე არ ჰქონდა ძველადა,
მიჯნურის ყელზე ეხვია, ლაღად და უდარდელადა.

ისიც ხომ საფიქრალია, თუ როგორი მოამგეები მისცა ჩვენს ხელი-ხელ საგოგმანებელ ფოლკლორს კოტეტიანთ გვარმა - ჯერ მარტო ვახტანგ კოტეტიშვილის მოღვაწეობა ღირს ერთ რამედ და, მერე და მერე ხომ ვეღარავის წარმოგვედგინა ფოლკლორული საღამოები ბატონი ვახუშტის ბჟღრიალა ხმის გარეშე…

თავადაც როგორ ჩინებულად წერდა - გამოცდილი ოსტატის ხელით:
ციკლიდან “წუთისოფლისანი”

* * *
ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი, უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.

ბატონი ვახუშტი იყო უამრავი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი, ქართულ ენაზე სპარსული პოეზიის დიდოსტატი მთარგმნელი, ამასთან გადმოქართულებული ჰქონდა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.

ცოტა ხნის წინ გამოიცა მისი ერთი შეხედვით მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, სინამდვილეში კი თვალმოუცილებლად საკითხავი რომანი - ”ჩემი ცხოვრება”.

საიმქვეყნიოდ გამგზავრების წინ მიიღო მან ბოლო ჯილდო, ”საბას”
პრემია - ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.



ამ სურათზე კარგად ჩანს მარტო ბატონი ვახუშტის კი არა, მთელი საქართველოს გაუტეხავი სული - ეს სურათი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში გადაუღო ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, იური როსტმა - აკი მაშინაც რუსმა ჯარისკაცებმა მთავრობის სახლის წინ ბარებით აგვიჩეხეს და მხუთავი გაზით მოგვიწამლეს თავისუფლბისთვის გამოსული ჩვენი შვილები…

და ასე მგონია, რომ ბატონი ვახუშტი სწორედ ამგვარი გამეხებული იერით მოახსენებს ზეციურებს საქართველოს კარზე ჩამომდგარ დიდ გასაჭირზე - ჩვენი სისხლით გაუმაძღარი რუსი რომ ვეღარ გაგვიყვანია ვენებგადახსნილი ქართლიდან…

ეს ვახუშტი კოტეტიშვილის საკარგყმო არის…

აი, ეს კი ორმოცდამეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ბატონი ვახუშტის საიტი - http://publish.dlf.ge/vaxtangvi/kotetishvi...ushti/index.htm
ნახეთ, თქვენც მოგეწონებათ.

2008



ვახუშტი კოტეტიშვილი

ს ა ღ ი მ ი ლ ო ნ ი


* * *

მთაში პატარა სოფელო,

ციცქნა სახელით: “ინო“!

ქალაებ კარგებ დაგიდის:

მზია, განძა და ნინო.

გომურებში კი ნუ სჩქმალავ,

სუ ბან-ბან უნდა ჰფინო.

ერთხელ მეც დამაძლევინო

მაგათი ბაგის ღვინო,

მერე კი მოფშავლებული

ერთ-ერთთან დამაწვინო.

5.04.07.



* * *

ერთ დროს მეც ვიყავ ჯეელი,

ქვეყნად არ მყავდა ბადალი,

გულის ფანცქალით მელოდა

ბევრი თვალშურთხა წაწალი.

იმათი ეშხით მთა-ბარში

არ მბეზრდებოდა წანწალი.

ეხლა კი ვის რად ვუნდივარ

ბეჩავ-ბებერი, საწყალი,

არც რამ შამამრჩა, დამხედეთ,

ფეხთ წინდები მცვავ ცალ-ცალი.

15.04.07.



* * *

ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,

როგორც ბორბალში ციყვები,

ან როგორც წყალში ნაფოტი,

დროის დინებას მივყვებით.

შხამა სოკოებს ვაწყდებით,

მაგრამ გვგონია ნიყვები,

ეს ან ქალების ბრალია,

ან კაცები ვართ ბრიყვები?!

9.09.07.



* * *

თუ გიდგას ღვინო ხელადით,

განსაკუთრებით - “პინო“,

გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,

დუდუკით მოილხინო,

თუ აგიკრძალეს ქალები,

თუ აგიკრძალეს ღვინო,

რა ჭირად გინდა დუდუკი,

ან რა გაქვს საღიღინო?!

9.09.07.



* * *

ლექსის საღერღელაშლილი

დავბზუი, როგორც ფუტკარი,

დავაფრთხე ჩემიანები:

” - გაიტრუნენით!” - ვუთხარი.

მე კი ლექსშეკეთებული

ვღუოდი, როგორც ბუხარი,

ლექსს ხომ ვერ იტყვი უგულოდ,

დაუმწვარ-დაუთუთქარი.

25.09.07.



* * *

წუთისოფელმა გამხადა

შაირ-სიტყვათა მესტვირე,

ყოფა ვერავის ვუტირე,

ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე.

სამარის ქვაზე თარიღებს

ტირე რომ უზის, ეს ტირე

ჩვენი ცხოვრება ყოფილა,

ამას რომ მივხვდი, შევსტირე.

თურმე ვინა ვარ? - მარტოდენ

ამ მოკლე ტირეს მესტვირე.

24.09.07.



* * *

ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ

წამება არ გვამყოფინა,

ზოგს სულ წაგვაჭრა თავები,

ზოგს ყულფში გაგვაყოფინა.

აღარც ცოცხლებში ჩაგვწერა

და მკვდრებშიც არ გვამყოფინა.

მე დე-იურე მეგონა,

თურმე დე-ფაქტო ყოფილა.

21.09.09.



ვახუშტი - ალექსი ჭინჭარაულს


ლექსო, ეს ჩემი სიტყვები

არ გახლავს სახუმარონი.

მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ,

როგორც მოსესთან არონი.

მტრები ვერაფერს გვიზამენ,

გინდაც გვითხარონ ხარონი,

ისეთ კაფიებს ვაჯახებთ,

გავხადოთ სახარხარონი,

თავის სიტყვები გაირჭონ,

როგორც სიმინდის ტარონი.

შენ კაფიების ლორდი ხარ,

მე – შაირების ბარონი!

10.11.07.



80 წლის ალექსი ჭინჭარაულს


ვულოცავ იუბილარსა

სიტყვის ჯადოქარს, მისანსა.

პაპა ალექსის ნალექსი

მუდამ აღწევდა მიზანსა.

მე აბა რა მათქმევინებს

მის აუგსა და მის ავსა,

და თუ წამამცდა, ბებერი

რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?!

25.12.06.



* * *

ვახუშტი კოტეტიშვილი

ერთი უბრალო კაცია,

თავზე ახურავს ბერეტი,

გაქექილ ჯინსებ აცვია,

ლექსების ფარას მოდენის

როგორც რო მწყემსი ქაცვია.

მისთვის კაცია მთავარი,

არა ჯური თუ ნაცია.

ხან საქმე უკეთებია,

ხან ცოტა უზარმაცია,

თავისას არ იშურებდა,

სხვისი არ წაუტაცია,

ყველაფერს წერდა მარჯვენით,

არ უხმარია ცაცია.

კარგ ლექსებს იჭერს შორითვე,

თითქოს ყურს უდგას რაცია.

პურ-მარილისას დინჯია,

მთვრალს არსად ურაცრაცია.

ბუნებით დარბაისელი

ქალებთან ცოტა ანცია.

შეუნდეთ, ჯეელობისას

თუკი რამ უქიცმაცია.

პ.ს. იმედია copy-ს არ მიწყენთ :)
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი

#14 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling
შენც უფრო მხიარულად იფიქრე- ანუ ყოველმხრივ. აი ასე :ms (7):
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#15 OFFLINE   nino darbaiseli

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 275 წერილები:
  • სქესი:კაცი
პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
თავიდან ძიას ვეძახდი,მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ,უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად,
საქმე მაშინ გამიჭირდა.''ბატონო ვახუშტის'' ვერ დავუძახებდი,არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება,ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
მერე თანდათან მივეჩვიე..ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო,რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
''ხვატიტ,ბოგა რაძიაო!''


ვაჰ,დრონი,დრონი...

გამოხმაურება რედაქტირებულია nino daarbaiseli: 26 April 2009 - 00:11


#16 OFFLINE   nino darbaiseli

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 275 წერილები:
  • სქესი:კაცი
მოგონებათა ნამცვრევიდან:

ჩემი ''ნათლობა''

საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია,იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია,მე - იმის გაწვრთნილი კატა.
/არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე,ჩვენს შემთხვევაში ,მართლა, პირიქით იყო/.
კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა ,ლექციებზე ვკაფიობდით.მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
პირველი შეგონება,რაც ჩემი დედამთილისგან - ''ნინო დედასგან'' მივიღე, ასეთი იყო:''საცა შეხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო''.
ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს ,''შენა !'' უნდა დაუძახოს,მამამთილს არ დაელაპარაკოს,იმის სკამზე არამც და არამც,არ დაჯდეს,ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,''სირცხვილ ას!.''..მოკლედ,მთელი ძველი კოდექსი,რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.
აუღებელი სუფრა გვედგა.ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით,ლელა თათარაიძის გარმონით...
ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია,სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს,თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ''ნიადე'',მთელ ქვეყანას გააძღობ...
დიასახლისი ,ჰა-და ჰა,როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი,მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან.სუფრაზე დაჯდომა ხო -'' წეს არ ასა'', სირცხვილია!
ჰოდა, ვხინკლაობთ და მე, როგორც ახალი პატარძალი,ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს, რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო
ჩუმად ''საქუჩებელს'' გადავკრავთ./ ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები/.
''ამაჰყრიან''თუ არა , ხინკლებს, დიდი , ქაფქაფა ''ბლუდა'' სირბილით მიმაქვს ჯერ თამადისკენ...
- ო-პა-პა-პა ,რა ხინკალია, წიქავ,რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.
პაპა ლექსო ღიმილით,ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს ,ჩემკენ ანიშნებს :
- ეე-ჰ,რაღა ხინკალი,შიგ ყველა ხელს ურევს!
- რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!
ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.
-მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის.- - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!
/ხევსურები ყველა არახევსურს ''კახს'' ეძახიან/.
მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან.ხუმრობა საქმე ხომ არ არის.ნათლობა კი მივიღე.მაგრამ თბილისის ''ხრუშოვკაში'' დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე,საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი,ლექსობაც გავუბედე!
სადაც მიველ,იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე,მაგრამ ეტყობა,ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.

გამოხმაურება რედაქტირებულია nino daarbaiseli: 07 May 2009 - 14:42


#17 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

გამოხმაურების ნახვაnino darbaiseli (7th May 2009 - 05:41 PM) писал:

პაპა ლექსო ჭინჭარაულია

გამოხმაურების ნახვაnino darbaiseli (7th May 2009 - 05:41 PM) писал:

ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
არ გამაგიჟო ვააახ! ლექსო უახლოესი ადამიანი იყო მამაჩემის მეჯვარე იყო :D
ნინოვ, ვააა :D
ტა ტა ტა :D აკიო გათხოვილი არა ვარო? :P
შემოკაფიავდი რა გიქნა მენა შენა მანეკენა :D
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#18 OFFLINE   nino darbaiseli

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 275 წერილები:
  • სქესი:კაცი

გამოხმაურების ნახვაgorgasali:) (May 7 2009, 02:58 PM) писал:

არ გამაგიჟო ვააახ! ლექსო უახლოესი ადამიანი იყო მამაჩემის მეჯვარე იყო :D
ნინოვ, ვააა :D
ტა ტა ტა :D აკიო გათხოვილი არა ვარო? :P
შემოკაფიავდი რა გიქნა მენა შენა მანეკენა :D
ეგ როდისღა გითხარი? :o
მაგის მერე,რახანია,მესამე ქმარყოფას შევუდექი. :P
მაშინ ოცისა ვხდებოდი,ახლა,ორ წელიწადში ორმოცდაათისა ვიქნები,ოცდარვა წლის შვილი და სამი წლის შვილიშვილი მყავს. :D

გამოხმაურება რედაქტირებულია nino daarbaiseli: 07 May 2009 - 18:46


#19 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

გამოხმაურების ნახვაnino darbaiseli (7th May 2009 - 09:47 PM) писал:

ეგ როდისღა გითხარი?
გაგახსენებ ჭიკ არტში :D
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня

#20 OFFLINE   gorgasali:)

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8010 წერილები:
  • სქესი:Not Telling

გამოხმაურების ნახვაnino darbaiseli (7th May 2009 - 09:47 PM) писал:

,მესამე ქმარყოფას შევუდექი.
რომ შესდექ სამგზის ქმარყოფას,
სახეზე გატყობ კმა ყოფას :D

გამოხმაურების ნახვაnino darbaiseli (7th May 2009 - 09:47 PM) писал:

,ოცდარვა წლის შვილი და სამი წლის შვილიშვილი მყავს
ღმერთმა გაგიმრავლოს, გაიხარეთ:)
მაგრამა ჭიკ არტში მაინც ჩემი ლუკმა ხარ ეგრე ადვილად არ დაგეხსნები :D
Бьется пульс в моей груди-
Слово Христа В глубине души
Молчу пред тобой как камень Я
Пусть ритм сердца скажет за меня




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი