Sign in to follow this  
Followers 0

მეორე მსოფლიო ომი

36 posts in this topic

მეორე მსოფლიო ომი დავწეროთ ინფორმაციები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საბჭოთა ფრონტები:

ბელორუსიის პირველი ფრონტი

ბელორუსიის მეორე ფრონტი

ბელორუსიის მესამე ფრონტი

უკრაინის პირველი ფრონტი

უკრაინის მეორე ფრონტი

უკრაინის მესამე ფრონტი

უკრაინის მეოთხე ფრონტი

დასავლეთის ფრონტი

ჩრდილოეთის ფრონტი

ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი

სამხრეთის ფრონტი

სტალინგრადის ფრონტი

კალინინის ფრონტი

ბრიანსკის ფრონტი

ვოლხოვის ფრონტი

კარელიის ფრონტი

საფუძველი [რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდგომ გერმანიის შეარაღებული ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა ვერსალის შეთანხმების თანახამად 100.000-მდე შემცირდა (პლუს 15.000 მეზღვაური). გერმანიის არმიას მძიმე იარაღის, მძიმე არტილერიის, ტანკების და ავიაციის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ამ შეთანხმების საფუძველზე დაარსებულ იქნა რაიხსვერი.

მიუხედავად ამისა რაიხსვერის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა ამ შეთანხმებაზე გვერდის ავლით არმია ბრძოლისუნარიან დამრტყმელ ძალად ექცია. დახმარება წითელმა არმიამ აღმოუჩინა. რაპალოს შეთანხმების საფუძველზე გერმანია უნდა დახმარებოდა სსრკ-ს ინდუსტრიის აღმშენებლობის საქმეში და წითელი არმიის მეთაურები სამხედრო განათლებას მიიღებდნენ გერმანიის გენშტაბის აკადემიაში. სამაგიეროდ რაიხსვერს შეეძლო ტყვია-წამალი დაემზადებინა, აღეზარდა სატანკო და საავიაციო კადრები და დაემზადებინა ქიმიური იარაღი საბჭოთა კავშირში.

ამასთან ერთად რაიხსვერის შემადგენლობაში საოცრად ბევრი ოფიცერი მსახურობდა, რამაც შემდგომში გერმანიას საშუალება მისცა არმია სწრად დროში გაეათმაგებინა.

შეიარაღებული ძალების რაოდენობა და შემადგენლობა [რედაქტირება]

ისტორიკოს რიუდიგერ ოფერმანსის გამოთვით «ვერმახტში» მსახურობდა 18,2 მილიონი ჯარისკაცი, რომლებიც გაწვეულ იქნენ ომის განმავლობაში, თუმცა ერთდროულად არ მსახურობდნენ.

შემადგენლობა [რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში «ვერმახტის» შემადგენლობაში იბრძოდნენ აგრეთვე უამრავი არაგერმანელი "მოხალისე". მათ შორის ფოლკსდოიჩეები, ელზასელები, ჰოლანდიელები, ბალტები, ბალკანელები, ბელორუსები, უკრაინელები, რუსები და კავკასიელები. ეს უკანასკნელები გაერთიანებული იყვნენ ოსტლეგიონებში ან რუსეთის განმანთავისუფლებელ არმიაში, რომელთაც «ოკჰ»-ში "მოხალისეთა შენაერთების გენერალი" (გერმ. General der Freiwilligenverbände) მეთაურობდა. მოხალისეები «ვერმახტის» მთელი შემადგენლობის 5% შეადგენდნენ.

არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა [რედაქტირება]

არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა ცოტათი ქაოსური იყო, რადგან ერთიდაიგივე არმია სხვადასხვა დროს სხვადასხვა არმიათა ჯგუფში სედიოდა.

არმიათა ჯგუფები "ა"-დან "ჰ"-მდე:

არმიათა ჯგუფი "ა" (გერმ. Heeresgruppe A): მე-2 არმია , მე-4 არმია, მე-9 არმია, მე-12 არმია, მე-16 არმია, მე-17 არმია; 1-ლი სატანკო არმია, მე-4 სატანკო არმია

არმიათა ჯგუფი "ბ" (გერმ. Heeresgruppe B): მე-4 არმია, მე-18 არმია, მე-17 არმია

არმიათა ჯგუფი "ც" (გერმ. Heeresgruppe C): 1-ლი არმია, მე-2 არმია, მე-6 არმია, მე-7 არმია

არმიათა ჯგუფი "დ" (გერმ. Heeresgruppe D): 1-ლი არმია, მე-7 არმია, მე-15 არმია

არმიათა ჯგუფი "ე" (გერმ. Heeresgruppe E)

არმიათა ჯგუფი "ფ" (გერმ. Heeresgruppe F)

არმიათა ჯგუფი "გ" (გერმ. Heeresgruppe G)

არმიათა ჯგუფი "ჰ" (გერმ. Heeresgruppe H)

რაფ-ის ისტორია [რედაქტირება]

«როიალ ეარ ფორსის» ისტორია იწყება 1912 წლის 13 მაისს, როცა სამეფო ბრძანების საფუძველზე დაარსდა "სამეფო მფრინავი შენაერთები" (ინგლ.:Royal Flying Corps - RFC). ამ შენაერთებმა შეცვალეს მანამდე არსებული "სამეფო ინჟინრების" მფრინავთა შტაბი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა "სამეფო საზღვაო საჰაერო სამსახური" (ინგლ.:Royal Naval Air Service (RNAS), რომელიც სამეფო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში შედიოდა და მისი შემადგენლობიდან კომპლექტდებოდა. 1918 წლის 1 აპრილს საჰაერო მიმოსვლის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ეს ორი ორგანიზაცია შეერთდა და ამიერიდან ეწოდებოდა "სამეფო საჰაერო ძალები" - «როიალ ეარ ფორსი». მსოფლიო ომებს შორის პერიოდში «რაფ»-ს ევალებოდა ფოსტის და ტვირთის ტრანსპორტირება. სამხედრო ოპერაციებში მას მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1928 წლის მარტში ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას.

«რაფ»-ს ყველა სხვა ქვეყნის სამხედრო საერო ძალებისაგან განსვავებით საკუთარი სამხედრო რანგირების სისტემა გააჩნია. ჩვეულებრისამებრ სამხედრო ჩინები საჰაერო ძალებში სახმელეთო ჯარებიდანაა ნასესხები, «რაფ»-ში კი არა:

"რაფ"-ის ოფიცერთა წოდებები [რედაქტირება]

პაილოტ ოფისერ (Pilot Officer) = ლეიტენანტი

ფლაინგ ოფისერ (Flying Officer) = უფროსი ლეიტენანტი

ფლაით ლეფტენატ (Flight Lieutenant) = კაპიტანი

სქუადრონ ლიდერ (Squadron Leader) = მაიორი

უინგ ქომანდერ (Wing Commander) = ვიცე-პოლკოვნიკი

გრუფ ქეპტენ (Group Captain) = პოლკოვნიკი

ეარ ქომოდორ (Air Commodore) = ბრიგადის გენერალი

ეარ ვაის მარშალ (Air Vice Marshal) = გენერალ-მაიორი

ეარ მარშალ (Air Marshal) = გენერალ-ლეიტენანტი

ეარ ჩიფ მარშალ (Air Chief Marshal) = გენერალი

2000 წლიდან დღემდე [რედაქტირება]

2001 წელს «რაფ»-ი მონაწილეობას იღებდა ავღენეთის ომში. უპირველეს ყოვლისა ეს დაზვერვით და რეკოგნოსცირებით ხასიათს ატარებდა. ერაყის მეორე ომში 2003 წელს «რაფ»-ის მხრიდან 100-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას. ომის განმავლობაში «რაფ»-მა მხოლოდ ერთი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ტორნადო GR4 სამხედრო დავალებიდან ბრუნდებოდა, როცა ამერიკული პატრიოტის ტიპის რაკეტით შეცდომით იქნა ჩამოგდებული. 2004 წლის დეკემბრიდან 2005 წლის იანვრამდე «რაფ»-ის 20-მდე სატრანსპორტო და მეტეოროლოგიური კვლევის თვითმფრინავი მაშველ ოპერაციებს ატარებდა სამხერთ აზიაში მომხდარი ცუნამის დროს. მათ გადაჰქონდათ მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები და ევაკუაციას უკეთებდნენ ტურისტებს და დაზარალებულებს.

სამომავლო გეგმები [რედაქტირება]

XXI საუკუნეში «როიალ ეარ ფორსის» მიზანია ტექნიკური აღჭურვის მხრის არ ჩამორჩეს აშშ-ის საჰაერო ძალებს. ამ მხრივ ბრიტანელები თავიანთ დავალებას ჩინებულად ასრულებენ და არაფრით ჩამოუვარდებიან ამერიკელებს. «რაფ»-ი უყოყმანოდ სეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საჰაერო ძალად. ეს მიღწევა ბრიტანულ მოსახლეობას დიდი გადასახადების ფასად უჯდება და მისი დაფინანსება დღითიდღე პრობლემატური ხდება. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან «რაფ»-მა თავისი შეიარაღების გადახალისება დაიწყო და მომდევნო 10 წელიწადში გეგმით მთელი საჰაერო ფლოტი უნდა შეიცვალოს.

დამატებით «რაფ»-ი იძენს სატვირთო "ც-17 გლოუბმასტერ III" ტიპის თვითმფრინავებს და "ვაჰ-64 აპაჩი ლონგბოუ" ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებს. 2015 წლისათვის ტორნადო გრ4-ები უნდა შეიცვალოს "უცავ" - უპილოტო საფრენი აპარატებით.

კრიგსმარინე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიგსმარინე (გერმ. Kriegsmarine) ეწოდებოდა გერმანიის სამხედრო ფლოტს მესამე რაიხის ხანაში. 1935 წლის 1 ივლისს გერმანიის იმპერიის დროინდელ «რაიხსმარინეს» გადაერქვა სახელი და ეწოდა «კრიგსმარინე». ამ დღიდან ფლოტმა ოფიციალურად მიიღო სვასტიკიანი დროშა, რომლის მარცხენა ზედა კუთხეში რკინის ჯვარი იყო გამოსახული.

ვერმახტის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი იყო, რომელიც შემდეგ რაიხსმარშალი გახდა.

ლუფტვაფეს სტრუქტურაში უმაღლეს საფეხურად ითვლებოდა საჰაერო ფლოტი (Luftflotte). თავდაპირველად არსებობდა ხუთი საჰაერო ფლოტი, 1943-44 წლებში ჩამოყალიბდა კიდევ სამი ფლოტი. საჰაერო ფლოტის სარდალს ჰქონდა ნეგერალ-ობერსტისა და გენერალ-ფელდმარშალის წოდება.

ფაქტობრივად, ამ სახის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1933 წელს. 1935 წლის მარტში ლუფტვაფეში 1888 სამხედრო მანქანა და 20 ათასი მომსახურე პერსონალი ითვლებოდა.

ლუფტვაფეს შემადგენლობაში შედიოდა "ფორშუნგზამტი" (Forschungsamt; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი) — უშიშროებისა და კონტრუშიშროების სამსახურის სახელწოდება. ასევე კრიპტოგრაფიისა და დეშიფრაციის განყოფილებები.

ოპერაცია "ბარბაროსა" (გერმ.: Fall Barbarossa) იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანია-სსრკ-ს ომის ოფიციალური გერმანული კოდური დასახელება . იგი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს ვერმახტის მიერ სსრკ-ზე თავდასხმით. საბჭოთა კავშირში ამ ომს "დიდი სამამულო ომი" (რუს.: Великая Отечественная Bойна) ეწოდება.

რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მონისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა და სსრკ-ს მხრიდან საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა.

ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler) (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ-ამ-ინი, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) - იყო «ნსდაპ»-ის ფიურერი, ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერი 1933 წლიდან და როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“ მესამე რაიხის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური 1934 წლიდან.

ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.

სექციების სია [ჩვენება]

1 ადრეული წლები

1.1 წარმომავლობა

1.2 ბავშვობა

1.3 წლები ვენასა და მიუნხენში

1.4 პირველ მსოფლიო ომში

2 აღმავლობა

2.1 პირველი პოლიტიკური ნაბიჯები

2.2 პუტჩი და საპყრობილე

2.3 «ნსდაპ»-ის ხელახალი დაარსება და აღმასვლა

2.4 გზა კანცლერობისაკენ

3 დიქტატორი

3.1 დიქტატურის დამყარება

3.2 რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა

3.2.1 ებრაელთა დევნა

3.2.2 ეუთანაზია

3.3 შეიარაღებისა და ექსპანსიის პოლიტიკა

3.4 ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი

3.4.1 ომის დაწყება

3.4.2 ომის მიმდინარეობა

3.5 დასასრული ბუნკერში

4 ჰიტლერი თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში

5 თანამედროვე გერმანელი ავტორები ჰიტლერზე

6 ვიდერშტანდი

7 ტერაქტები ჰიტლერზე

8 ჰიტლერის ოჯახი

9 ლიტერატურა

9.1 ნაშრომები

9.2 ბიოგრაფიები

9.3 სხვადასხვა

10 იხილე აგრეთვე

ადრეული წლები [რედაქტირება]

თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ“ - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუტარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «მაინ კამპფში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.

წარმომავლობა [რედაქტირება]

ალოის ჰიტლერიადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.

«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.

ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-ია წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმც არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.

ბავშვობა [რედაქტირება]

ჰიტლერი სკოლაშიალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.

მოგვიანებით ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს“, ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

წლები ვენასა და მიუნხენში [რედაქტირება]

კლარა ჰიტლერი1905 წლიდან ჰიტლერი ობლებისათვის განკუთვნილ პენსიითა და დედის ფინანსური დახმარებით უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა. 1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადამიაში მისარები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარ პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.

1909 წელს, 20 წლის ასაკში ჰიტლერი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად გაეცნო კიდეც ცნობილი რასისიტის და ანტისემიტის იორგ ლანც ფონ ლიბენფელსის ფსევდომეცნიერულ და ნეორელიგიურ ნაშრომებს. იგი მოხიბლული იყო საყოველთაო გერმანული მოძრაობის ლიდერის რაინდ გეორგ ფონ შიონერერის და ქ. ვენის ბურგომისტრის კარლ ლუეგერის პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჰიტლერის მანია “არიული რასის” უპირატესობის შესახებ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. მიუხედავად პოლიტიკისადმი მისი დიდი ინტერესისა ახალგაზრდა ადოლფ მეორე უფრო დიდი ჰობი ჰქონდა. მისი მაშინდელი მეგობრის აუგუსტ კუბიცეკის მიხედვით იგი ტოტალურად გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერის ოპერებით.

ხელოვნების აკადემიაში მისაღები გამოცდების ხელმეორედ ჩაბარებისას ჩაჭრის შემდეგ ჰიტლერი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და 1909 წელს იძულებული გახდა უსახლკაროთა თავშესაფარში, ხოლო 1910 წლიდან მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა. ამ პერიოდში იგი თავს ვენის ღირშესანიშნაობათა მცირე ზომის ნახატების გაყიდვით ირჩენდა. მისი ანტისემიტიზმი ამ პერიოდში ისეთი სახით არ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, როგორც თვითონ წერს “მაინ კამპფში”, ვინაიდან მას ნახატების გაყიდვაში ებრაელი მეზობელი გვარად ჰანიში ეხმარებოდა.

1913 წელს ჰიტლერმა მამის მემკვიდრეობა მიიღო და მიუნხენში გადასახლდა. მიუნხენში ცხოვრების პერიოდში იგი არქიტექტურით და რასისტი მწერლის ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლეინის ნაშრომების კითხვით იყო გატაცებული. ჰიტლერის მიუნხენში გადასვლა განპირობებული იყო აგრეთვე ერთი მიზნით - თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური ავსტრია-უნგრეთის არმიაში. მას სურდა გერმანულ-ნაციონალურ არმიაში ემსახურა და ამიტომაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე მოხალისედ ჩაეწერა გერმანიის იმპერიის ბავარიულ არმიაში.

პირველ მსოფლიო ომში [რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.

ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: “ ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”

1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.

ჰიტლერის სულიერი მდგომარეობის იდენტურ შეფასებას ვხვდებით ჰაიდენის ნაშრომში, სადაც ეს უკანასკნელი ციტირებას უკეთებს ჰიტლერის ასმეთაურს: “ამ ჰისტერიკს მე არასოდეს ამ გავხდი უნტეროფიცერს!” ასე რომ ჰიტლერის ომში არ დაწინაურებას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მის ავსტრიულ წარმოშობასთან. სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა “ერთადერთუ განათლება” იყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.

აღმავლობა [რედაქტირება]

პირველი პოლიტიკური ნაბიჯები [რედაქტირება]

პუტჩი და საპყრობილე [რედაქტირება]

«ნსდაპ»-ის ხელახალი დაარსება და აღმასვლა [რედაქტირება]

გზა კანცლერობისაკენ [რედაქტირება]

დიქტატორი [რედაქტირება]

დიქტატურის დამყარება [რედაქტირება]

რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა [რედაქტირება]

ჰიტლერის პოლიტიკის მტავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.” (გერმ.: „Würde Deutschland jährlich eine Million Kinder bekommen und 700.000 bis 800.000 der Schwächsten beseitigt, dann würde am Ende das Ergebnis vielleicht sogar eine Kräftesteigerung sein.“)

ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად. იგი მისი პოლიტიკის ხერხემალი იყო და არა “გვერდითი ასპექტი”, როგორც ბევრი ამამორჩეველი 1933 წელს ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში 12.000 გერმანელი ებრაელი დაიღუპა იგი წარმოუდგენელი სიძულვილით წერდა «მაინ კამპფში»: “ ომის დაწყებისას და მის განმავლობაში, რომ თორმეტი, თხუთმეტი ათასი ეს ერის წამბილწველი ებრაელი მომწმლავი აირით გაგვეგუდა, ისე როგორც ეს ასობით ათას ჩვენს საუკეთესო მუშას ბრძოლის ველზე დაემართა, მაშინ ეს ფრონტზე გაღებული მილიონობით მსხვერპლი უქმად არ ჩაივლიდა.” მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეფიციტს წარმოადგენდა ფრონტიდან მასობრივად იხსნებოდა და ებრაელტა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებას ხმარდებოდა. თავის პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერი “რასობრივი კანონების პუნკტუალურ ასრულებას” ითხოვდა.

ებრაელთა დევნა [რედაქტირება]

ეუთანაზია [რედაქტირება]

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.

გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.

შეიარაღებისა და ექსპანსიის პოლიტიკა [რედაქტირება]

ვაიმარის რესპუბლიკის დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად ჰიტლერის უპირველესი საგარეო პოლიტიკური ამოცავა ვერსალის ხელშეკრულების გაუქმება იყო. თუმც განსვავებით დემოკრატებისაგაც ჰიტლერი ამ მიზნის მისაღწევად ახალ სამხედრო კონფლიქტს დასაშვებად მიიჩნევდა. ახალ ომამდე საქმე არ მისულა. ევროპის სახელმწიფოებმა გერმანიასთან ახალი სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებები გააფორრმეს (მაგ.: ინგლის-გერმანიის საზღვაო ხელშეკრულება, გერმანია-პოლონეთის 1934 წლის თავდაუსხმელობის პაქტი და სხვ.).

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 1934 წელს, რაინის ოლქის დაკავება 1935 წელს და «რაიხსვერის» ვერსალის ზავის პირობებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტად გაზრდა წარმოადგენდა ზავის პუნქტების უხეშ დარღვევას, თუმც ამას ევროპის ქვეყნების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია.

ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი [რედაქტირება]

ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ზალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.

გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნებია ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც ტავის მხრივ გადამწყვეტი ომისატვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის სემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.

ომის დაწყება [რედაქტირება]

ომის მიმდინარეობა [რედაქტირება]

დასასრული ბუნკერში [რედაქტირება]

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებული ჰიტლერი წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომელის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორთავემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს,დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით აიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდ. ელბაში იქნა გადაყრილი.

ჰიტლერი თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში [რედაქტირება]

თანამედროვე გერმანელი ავტორები ჰიტლერზე [რედაქტირება]

ვიდერშტანდი [რედაქტირება]

სრული ინფორმაციისთვის იხილე «ვიდერშტანდი»

ომის დაწყებისთანავე მესამე რაიხის იატაქვეშეთში სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო საწინააღმდეგო მოძრაიბა ჩამოყალიბდა, რომელსაც «ვიდერშტანდი» (გერმ.: Widerstand) ეწოდებოდა. გერმანიის კომუნისტური პარტია, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია «წითელი კაპელა» და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ 1933 წლიდან ცდილობდნენ «ვიდერშტანდის» ორგანიზირებას და კოორდინირებას. პოლიტიკური ორგანიიზაციების გარდა ცალკეული მოქალაქეებიც იჩენდნენ პირად ინიციატივას. მაგ.: და-ძმა შოლი, რომლებმაც მიუნხენში პლაკატებითა და პროკლამაციებით მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეს. 1942 წლის მიწურულს ისინი გამცემის წყალობით «გესტაპომ» დააპატიმრა. და-ძმა შოლი და მათი ნამამოააზრეები ორგანიზაცია «თეთრი ვარდიდან» 1943 წლის თებერვალში ე.წ. „სახალხო სასამართლომ“ საჯაროჯო-საჩვენებელ პროცესზე გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყველა მათგანი იმავე დღეს დახვრიტეს.

ტერაქტები ჰიტლერზე [რედაქტირება]

დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმც იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.

1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაში "ვოლფშანცეში" გრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა.

ჰიტლერის ოჯახი [რედაქტირება]

ევა ბრაუნი (1912-1945) - ჰიტლერის მეუღლე.

ალოის ჰიტლერი (1837-1903) - ჰიტლერის მამა.

კლარა ჰიტლერი (1860-1907) - ჰიტლერის დედა.

ალოის ჰიტლერი უმცროსი (1882-1956) - ჰიტლერის ნახევარძმა.

ანგელა ჰამიჩი (1882-1949) - ჰიტლერის ნახევარდა.

გუსტავ ჰიტლერი (1885 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.

იდა ჰიტლერი (1886 - 1888) - ჰიტლერის უფროსი და.

ოტო ჰიტლერი (1887 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.

ედმუნდ ჰიტლერი (1894 – 1900) - ჰიტლერის უმცროსი ძმა.

პაულა ჰიტლერი (1896 – 1960) - ჰიტლერის უმცროსი და.

უილიამ პეტრიკ ჰიტლერი (1911 – 1987) – ჰიტლერის ძმისშვილი.

გელი რაუბალი (1908-1931) - ჰიტლერის დისშვილი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დანარჩენს მერე დავწერ :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ორთავემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

"ოღონდ ეგ პოზა დამანახეთ და შპროტის ბანკა ვიყო ცარიელი, თუ ვინმეს ვუთხრა"

თუთიყუში მარჩელო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უმთავრესი შეცდომა ეს რუსეთტან და შტატებტან ომის დაწყება იყო.

ინგლისთან უნდა მომეთვრებინა საბოლოოდ და მერე დაერტყა რუსეთისთვიუს. და იმ იაპონელების გამო ამერიკისთვის ომი არ უნდა გამოეცხადებინა. არამგონია რუზველტს იქით გამოეცხადებინა ომი ანდა ამას თუ გააკეთებდა დააგვიანებდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
უმთავრესი შეცდომა ეს რუსეთტან და შტატებტან ომის დაწყება იყო.

არამარტო ჰიტლერს, ნაპოსაც ეგრე მოუვიდა და მიიღო კიდეც რუსული "წარმატება" :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites

კაცო ნაპოსთან სხვა იყო. ჰიტლერთან სხვა. ჰიტლერს ომი რო არ გამოეცხადებინა ამერიკა პირველი ვერ გამოუცხადებდა ომს კრგა ხანი და ამასობაში კი მიაკლავდა ბრიტანიას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კაცო ნაპოსთან სხვა იყო. ჰიტლერთან სხვა. ჰიტლერს ომი რო არ გამოეცხადებინა ამერიკა პირველი ვერ გამოუცხადებდა ომს კრგა ხანი და ამასობაში კი მიაკლავდა ბრიტანიას.

რა ვიცი ამერიკამ ორივე შემთხვევაში კი ძაან მაგრად იხეირა და

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გერმანელები მაგრად მიყვარს, გიტლერიც როგორც პიროვნება ზანიან მაგარი იყო.

მაგრამ ნერვები ბიძიკო -ნერვები.

ნეტა გერმანული მენტალიტეტი მოგვცა ქართველებს, 2 მსოფლიო ომი გადაიტანა და მსოფლიოში ერთ-ერთი უფლიერესია ეხლაც, თუ არა უძლიერესი.

-1

Share this post


Link to post
Share on other sites

ლაშა ბაქრაძე

ქართველები გერმანელების მხარეზე მეორე მსოფლიო ომში

2005 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან 60 წელი შესრულდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა ჩემი მოხსენება, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში წავიკითხე. მოხსენება ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდას როგორც გერმანიის, ისე საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ, პროპაგანდის მეთოდიკა და ტექნოლოგიები თავისთავად არის საინტერესო თემა.

ბავარიის მთავარ სახელმწიფო არქივში (მიუნხენი) კავკასიასა და საქართველოში პროპაგანდისთვის გამიზნულ, ნაცისტურ პლაკატებს წავაწყდი და სურვილი გამიჩნდა, ისევ დავბრუნებოდი ჩვენში ჯერ კიდევ თითქმის უცნობ თემას - გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას, კოლაბორაციას მეორე მსოფლიო ომში.

ბავარიის არქივის პლაკატების ასლების და ეროვნული ბიბლიოთეკის ომისდროინდელი საბჭოთა პლაკატების გამოფენა გოეთეს ინსტიტუში 9 მაისს გაიხსნა. მასში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა, რომელშიც ომისდროინდელი საბჭოთა პლაკატების საინტერესო კოლექცია ინახება. გამოფენილ პლაკატთა შორის, სამი სპეციალურად საქართველოსთვის იყო გაკეთებული. სულ ვიპოვე 6 გერმანული პლაკატი, რომელიც სპეციალურად კავკასიაში პროპაგანდისთვის დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ვერ მოასწრეს საქართველოს დაპყრობა და კავკასიაში მხოლოდ რამდენიმე უღელტეხილის დაკავება მოახერხეს, პროპაგანდისთვის კარგად მომზადებული იყვნენ (იხ. I პლაკატი). შემდეგ სურათზე კარგად ჩანს, როგორ დებენ ფიცს ქართველები გერმანულ დროშაზე. ახლა დავუბრუნდეთ მოხსენებას:

1941 წლის 22 ივლისს იოზეფ გოებელსმა გერმანელ ხალხს ფიურერის მოწოდება წაუკითხა რადიოში (სხვათა შორის იმავე დღეს, საბჭოთა კავშირშიც მოლოტოვმა და არა სტალინმა მიმართა საბჭოთა ხალხს.):

"... გერმანელო ხალხო! ამ მომენტში მიმდინარეობს შეტევა, რომელიც გაშლილობითა და მასშტაბით უდიდესია მსოფლიოს ისტორიაში... ამიტომ მე გადვწყვიტე გერმანიის იმპერიის და ჩვენი ხალხის ბედი და მომავალი ისევ ჩვენს ჯარისკაცებს მივანდო. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი მშველელი სწორედ ამ ბრძოლაში!"

გერმანია-საბჭოეთის ხელშეკრულების შემდეგ დამდგარი 22 თაფლობის თვე დამთავრდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. თავის მოკავშირე ბენიტო მუსოლინის ჰიტლერმა 21 ივნისს, ომის წინა დღეს, აცნობა საბჭოეთზე თავდასხმის გადაწყვეტილება: "ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ამ ტანჯვისგან (გულისხმობდა "მეგობრობის" თვეებს) გავთავისუფლდი." ჰიტლერი არ ენდობოდა მუსოლინის და სწორედ ამიტომ შეატყობინა ომის დაწყება წინა დღეს. ჰიტლერს ეწინააღმდეგებოდა მთელი რიგი გენერლები - ახსენებდნენ ბისმარკის ანდერძს იმის თაობაზე, რომ გერმანიამ არასდროს არ უნდა დაიწყოს ომი ერთდროულად ორი მიმართულებით. ასეთი ტოტალური რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და, მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, ომისთვის მზადება დაიწყო. ჰიტლერმა ეს ომი პრევენციულად გამოაცხადა. მისი განმარტებით, თუ გერმანია თავს არ დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს, მაშინ საბჭოთა კავშირი დაასწრებდა. აქედან იღებს სათავეს ლეგენდები იმის შესახებ, თითქოს, პირველად საბჭოთა კავშირი დაესხა თავს გერმანიას. ცნობილია "ყინულმჭრელის" თეორია , რომელიც სსრკ-დან გაქცეულმა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა სუვოროვმა (ფსევდონიმია) დაწერა. ასეთი მოსაზრება 1941 წლისთვის არსებობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტალინს 22 ივლისამდე არ სჯეროდა, რომ გერმანია თავს დაესხმებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ფარულად მაინც ემზადებოდა - ომის დაწყებისას საზღვარზე თანაბარი ძალები იყო. ამ ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და ახლა ორი ტოტალიტარული რეჟიმი ერთმანეთის პირისპირ იდგა. ჰიტლერის გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსათვის რუსეთი და კავკასია უნდა აეღოთ და ურალამდე მისულიყვნენ. გერმანია მომზადებული არ იყო იმისთვის, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მმართველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამაგიეროდ მომზადებულნი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც, ომის მოგების შემდეგ, თანამდებობებზე უნდა დანიშნულიყვნენ.

1940 წლის ივლისიდან გერმანია აღმოსავლეთში ომისთვის ემზადებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, გენერალური შტაბის და სხვა უწყებების მაღალჩინოსანთა გაფრთხილებების მიუხედავად, ფიურერის 1940 წლის 18 დეკემბრის სრულიად საიდუმლო ბრძანებით "ოპერაცია ბარბაროსა" (საბჭოთა კავშირზე თავდასხმა) გადაწყვეტილი საქმე იყო.

"როცა ბარბაროსა დაიწყება მსოფლიო სუნთქვას შეიკრავს" ადოლფ ჰიტლერი

ჰიტლერი დარწმუნებული იყო ჩქარ გამარჯვებაში და ოკუპირებული ტერიტორიების მოწყობაზე, მოსახლეობის ბედზე, მათ გადმოსაბირებლად ან მათ შორის პროპაგანდის წარმოებაზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებდა. 1941 წლის 30 მარტს ჰიტლერმა 250 გენერლის წინაშე მომავალი ომი "ორ მსოფლმხედველობას შორის ბრძოლად" და "გამანადგურებელ ომად" გამოაცხადა. ის ითხოვდა "ბოლშევისტური კომისრებისა და კომუნისტური ინტელიგენციის განადგურებას". მაგრამ, ამ გეოპოლიტიკურ "საცხოვრებელ სივრცეში" (Lebensraum) კავკასია არ მოიაზრებოდა, ერთი ზოგადი გეგმა არ არსებობდა. ამის გამო, გერმანიის სხვადასხვა უწყებები თავიანთ "კავკასიურ გეგმებს" ადგენდნენ.

დაპირისპირება გერმანულ უწყებათა შორის კავკასიის მაგალითზე

ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1933 წელს გერმანელი ოფიცრების წინაშე გერმანიის მომავალ მიზნად "აღმოსავლეთში საცხოვრებელი სივრცის" მოპოვება და მისი გერმანიზირება დასახა. ეს ეთნო-სოციალ-დარვინისტული საფუძვლის მქონე გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა, მიზნად ისახავდა საბჭოთა ტერიტორიიდან რასობრივად არასასურველი, 30 მილიონამდე აბორიგენის გაძევებას (პრაქტიკულად კი ამოწყვეტასაც) და აქ გერმანელების დასახლებას. (მართალია, ეს საკითხი არც გერმანელ ხალხთან იყო შეთანხმებული - აღმოსავლეთში გადასახლების მსურველი ძალიან ცოტა თუ იქნებოდა.) ჰიტლერი იმდენად იყო შეპყრობილი ამ იდეით, რომ 1945 წლის 29 აპრილს, თვითმკვლელობის წინა დღეს, თავის უკანასკნელ მიმართვაში არმიას ისევ "აღმოსავლეთში საცხოვრებელი სივრცის" მოპოვებისკენ მოუწოდებდა. გერმანელების უხეში, პრიმიტული, რასისტული იდეოლოგიით გაჟღენთილი პოლიტიკა გერმანიის დამარცხების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი გახდა.

საინტერესოა ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გადაწყვეტილებებს ჰიტლერი იღებდა, მისადმი დაქვემდებარებულ სამინისტროებში დიდი დაპირისპირება იყო. გერმანიის ხელისუფლება არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთ მონოლითურ ძალად. კომპეტენციები კარგად გამიჯნული არ ყოფილა – ნაციონალ-სოციალისტურ პარტიასა და სხვადასხვა უწყებათა შორის კონკურენცია უფრო სუფევდა, ვიდრე თანამშრომლობა. ომის დროს გერმანულ უწყებათა და მათ ხელმძღვანელთა შორის განსაკუთრებით აღმოსავლეთის პოლიტიკაში გაჩნდა დაპირისპირება, შეიძლება ითქვას მტრობაც. პატარა ფიურერები ერთმანეთს ექიშპებოდნენ დიდი ფიურერის წინაშე თავის გამოჩენისა და გავლენათა სფეროს გაფართოების მიზნით. გარდა ამისა, თუ ჰიტლერის მთავარი არქიტექტორისა და ომისდროინდელი შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერის სიტყვებს მოვიშველიებთ - " დამოკიდებულება სხვადასხვა მაღალჩინოსან ფიურერს შორის შესაძლებელია გასაგები გახდეს მხოლოდ მაშინ, თუ მათ ფიქრსა და მიზნებს ავხსნით, როგორც ბრძოლას ჰიტლერის მემკვიდრეობისთვის."

კავკასიასთან დაკავშირებით სამი რამ იყო ომის დასაწყისში ცხადი: გერმანიას სჭირდებოდა კავკასიის ნავთი (გროზნო და ბაქო), რასისტული თეორიის თვალსაზრისით, კავკასია ძირითადად არიელებით იყო დასახლებული (სომხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა) და კავკასიელების გადასახლება არ იგეგმებოდა.

ომის დაწყებისას, ჰიტლერმა თქვა:

"კავკასია, თუ მისი ნავთის მიღება გვინდა, უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ავიყვანოთ. რადგანაც, სხვა პირობებში, ამ სისხლის აღებით დაორსულებულ სივრცეში, ტომებს შორის მტრობა შეუძლებელს გახდის ყოველგვარ სარგებლიან ექსპლუატაციას."

ვინ იყვნენ ის ქართველები, რომლებიც, მეტ-ნაკლებად ახდენდნენ გავლენას გერმანიის პოლიტიკაზე? ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებული აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი, ბალტიელი გერმანელი ალფრედ როზენბერგი (სურათი1) კარგად იცნობდა ემიგრანტულ წრეებს და გარკვეულწილად მათ გავლენასაც განიცდიდა. ყოფილი საბჭოთა ტყვეები, ძირითადად, ომის შუა პერიოდში შემოვიდნენ სცენაზე. როზენბერგთან განსაკუთრებით დაახლოებული ალექსანდრე ნიკურაძე იყო . მას გერმანელი ცოლი ჰყავდა და კარგად იცნობდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ნიკურაძე გერმანიის მოქალაქე და 1934 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი, განათლებით ელექტროფიზიკოსი იყო, მაგრამ ჰაუსჰოფერითა და შპენგლერით გატაცებული ბუნებისმეტყველებისა და გეოპოლიტიკის შეთავსებას ცდილობდა. ძველმა ნაცნობმა, ალფრედ როზენბერგმა მას "კონტინენტალური ევროპის კვლევის ინსტიტუტი" შეუქმნა, სადაც ამ თემის კვლევას აწარმოებდნენ ჰაუსჰოფერის თეორიის ჭრილში. როზენბერგს ძალზე მოსწონდა ნიკურაძის შეხედულებები. ნიკურაძის თანამოაზრე იყო მისი ძმაც, იოანე.

ალექსანდრე ნიკურაძე ფსევდონიმით - "ა. ზანდერსი" - რამდენიმე გეოპოლიტიკური შინაარსის წიგნის ავტორია, მათ შორის, წიგნისა "კავკასია" (სამჯერ გამოიცა: მიუნხენი 1938, 1942, 1944), რომელშიც ის კავკასიისთვის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოაჩენს. მისი წარმოდგენით, საქართველოს, როგორც ცენტრალურ და პოლიტიკურ ყველაზე უნარიან ქვეყანას, კავკასიაში იგივე როლი ენიჭებოდა, როგორც გერმანიას ევროპაში. მის გავლენას უნდა მივაწეროთ როზენბერგის პროქართული შეხედულებები - იგი, ჯერ კიდევ 1927 წელს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას კავკასიის რუსეთისგან გამოყოფას, ხოლო 1941 წლის აპრილში წერდა, რომ "კავკასიის ხალხებს შორის ქართველები ისტორიულად უთუოდ წამყვანები იყვნენ" და ამიტომ "ქართველები, შეიძლება ითქვას, მასპინძელი ხალხი უნდა გახდეს კავკასიური სახელმწიფოების კონფედერაციისა, ... რომლებმაც შესაძლებელია გერმანიას თხოვონ მათი კულტურული და ეროვნული არსებობის დაცვა." რასაკვირველია, გერმანია ასეთ პასუხისმგებლობას არ გაექცეოდა. როზენბერგის წარდგინებით, 1941 წლის 16 ივლისს ჰიტლერმა კავკასიის მომავალ რაიხსკომისრად როზენბერგივით ბალტიელი გერმანელი, არნო შიკედანცი დანიშნა. (ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ წითელი კომისრების განადგურებისკენ მოწოდებების მიუხედავად, გერმანელები იგივე სიტყვას ხმარობდნენ. ეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უნდობლობასაც იწვევდა). ეს პრიმიტიული რასისტი, საშუალო დონის ჟურნალისტი და უნიათო მოხელე შიკედანცი ნიკურაძის გავლენის ქვეშ იყო და ომის დროს სხვა არაფერი გაუკეთებია საკუთარი საგუბერნატორ-საკომისრო სასახლის გეგმების შედგენის გარდა, რომელიც, რასაკვირველია, კავკასიის დედაქალაქ თბილისში უნდა წამოეჭიმათ. შიკედანცს, ომის დროს, ფეხი არ დაუდგამს კავკასიაში. სამწუხაროდ, ამ სასახლის გეგმა არ მოგვეპოვება.

როზენბერგს იმდენად სჯეროდა ალექსანდრე ნიკურაძის, რომ 1944 წელს (!) დაავალა, მთელი შტაბით პარიზში გადასულიყო ფრანგ მოაზროვნე საზოგადოებაში როზენბერგის ევროპული იდეების საქადაგებლად. ამ დროისთვის გერმანელები ხედავდნენ, რომ პრობლემები იქმნებოდა და ომი მათთვის ცუდად დამთავრდებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი მოელოდა გერმანიის ასეთ სასტიკ დამარცხებას.

აღმოსავლეთის სამინისტროს (ასე ერქვა შემოკლებით როზენბერგის სამინისტროს) პროქართული განწყობა ძალიან აღელვებდათ სხვა კავკასიელ ემიგრანტებს, რომელთა შორის ისედაც დიდი აზრთა შეხლა-შემოხლა იყო კავკასიის მომავლის თაობაზე. ზოგი ფედერაციის, ზოგიც კონფედერაციის, სხვები კი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების ან კიდევ პროთურქული ორიენტაციის მომხრენი იყვნენ. მათ აზრს ისედაც არავინ უგდებდა ყურს გერმანულ უწყებებში. განსხვავებით პირველი მსოფლიო ომის პერიოდისგან, ემიგრანტულ გაერთიანებებს ნაცისტები თავიდანვე უნდობლობით ეკიდებოდნენ, გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის დროს მათი მოქმედება უაღრესად შეიზღუდა, ომის დაწყების შემდეგ კი, ფაქტობრივად, აიკრძალა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰიტლერს არ სურდა ემიგრანტებთან თანამშრომლობა და გამარჯვების სხვასთან განაწილება. ნაცისტებს არ სიამოვნებდათ ულტრამემარჯვენე ემიგრანტთა მიერ ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება და კრძალავდნენ ამას, ისევე როგორც უნიფორმების და ორდენების ქუჩაში ტარებას ან ემიგრანტთა შორის ნაცისტურ მიმართვებს (მაგ.: Parteigenosse-ამხანაგო), ხოლო გერმანიის მოქალაქეებს ემიგრანტული ორგანიზაციების წევრობა ეკრძალებოდათ.

მაგრამ, 1941 წელსვე, ტყვეთა ბანაკებში პროპაგანდა დაიწყო მათი გადმობირებისათვის. ქართველი ემიგრანტები 1941 წლიდან აფრთხილებდნენ გერმანელებს, რომ ყურადღებით მოპყრობოდნენ ტყვეებს. მიუხედავად ამისა, ტყვეებს იმდენად ცუდ პირობებში ამყოფებდნენ (ბანაკებში მასობრივად იხოცებოდნენ ტყვეები, გერმანიის მხარე არ აღმოჩნდა სათანადოდ მომზადებული), რომ მათი გადმობირება შემდგომში გაძნელდა.

როზენბერგის მიხედვით, კავკასიური ფედერაცია თანასწორი პარტნიორი უნდა ყოფილიყო "შავიზღვისპირეთის სახელმწიფოთა გვირგვინში", რასაკვირველია გერმანიის ხელმძღვანელობით. კავკასია, უკრაინა, რუმინეთი და კაზაკთა ტერიტორია ევროპის "გაგრძელება" გახდებოდა, როგორც თავის დროზე გოთების სახელმწიფო იყო. (ნაცისტი ფიურერების ევროპული რიტორიკა, თუ რასისტულ გადახვევებს ამოვიღებთ, დიდად წააგავს დღევანდელი ევროპელი ლიდერების პროევროპულ სიტყვებს). მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ნათელი მომავალი, პირველი ეტაპი მაინც მკაცრი გერმანული კონტროლი უნდა ყოფილიყო და რაიხსკომისარიატის სტატუსი კავკასიისთვის, ისე როგორც უკრაინისთვის, მოსკოვეთისთვის და ოსტლანდისთვის (ბალტიის ქვეყნები ბელორუსიითურთ) დიდად სახარბიელო არ იყო. ომის პირობებში, აღმოსავლეთის სამინისტროს გეგმებით დიდად თავს არავინ იწუხებდა.

გერმანულ წრეებში მეორე გავლენიანი ქართველი მიხეილ ახმეტელი იყო, რომელიც, ძმები ნიკურაძეებისა და მრავალი სხვა ქართველის მსგავსად, 1920 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის სტიპენდიით უცხოეთში წავიდა სასწავლებლად. იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლის, გასაბჭოების შემდეგ ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელის, შემდეგში კი კავკასიის სამეკავშირეო კომიტეტის, გნებავთ შტაბის (გერმანულად: Verbindungsstab) – ანუ მთელი კავკასიური ემიგრაციის წარმომადგენლობის თავმჯდომარე - ვლადიმერ ახმეტელის ძმისშვილი იყო. ის საბჭოთა ეკონომიკის (პირველ რიგში სოფლის მეურნეობის) სპეციალისტი გახდა და შემდგომი ბრესლაუს (პოლონურად: ვროცლავი) სახელგანთქმულ აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში მუშაობდა. ეს ინსტიტუტი იმ დრისოთვის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის საუკეთესო ინსტიტუტი იყო. როგორც ჩანს, ადრიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა დონის ნაცისტ მოხელეებთან, რომლებიც მას საბჭოეთის საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევდნენ. ქართველ ემიგრანტს ჰიმლერთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მისი საკონტაქტო პირი მაინც ჰაიდრიხი იყო. ჰაიდრიხი ნამდვილი ინტელექტუალი იყო, რაც ხელს არ უშლიდა ბოროტმოქმედებაში. მას ჰიმლერის ტვინსაც უწოდებდნენ. ანეგდოტიც არსებობდა ოთხი H -ს შესახებ - Himmlers Hirn heisst Heydrich – ჰიმლერის ტვინს ჰაიდრიხ ჰქვია. 1937 წლის დასაწყისში, სს-ის მაღალჩინოსნებისა და ახმეტელის შეთანხმებისამებრ, სს-ის და გესტაპოს მოხელეებმა გერმანიის ყველაზე დიდი რუსეთ-საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ბიბლიოთეკა პირწმინდად გაწმინდეს (გაქურდეს) და მისი 33 ათასზე მეტი ტომი ბერლინში გადმოიტანეს, სადაც საბჭოთა კავშირის კვლევის ინსტიტუტი - შენიღბვის მიზნით "არქეოლოგიური კვლევის ცენტრის" სახელქვეშ შექმნეს. ამ ინსტიტუტის შეფი მიხეილ ახმეტელი გახდა. ახმეტელს გერმანელი ცოლი ყავდა, გერმანიის მოქალაქე და 1937 წლიდან ნაცისტური პარტიის წევრი იყო, გერმანელობდა და ქართველებთან კონტაქტს ერიდებოდა. ამბობენ, რომ სს-ში მხოლოდ იმიტომ არ შევიდა, რომ შემოთავაზებული ჩინი იუკადრისა. ის არ უყვარდათ ქართველებს და სძულდათ გერმანელ მეცნიერებს, რომლებიც მას დილეტანტიზმში, კოლეგათა დასმენებში და მაქინაციებში ადანაშაულებდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და ემიგრანტები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის დასაწყისში ცდილობდა აღმოსავლეთის მიმართულებით გავლენა მოეხდინა. ეკონომიკისთვის პასუხისმგებელი გიორინგის მთავარი მიზანი კი იყო ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ექსპლუატაცია, რომელიც მისი ხელმძღვანელბით ტარდებოდა. როდესაც კავკასიას მიუახლოვდნენ, გერმანელები მიხვდნენ, რომ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორ პოლიტიკას აწარმოებდნენ. მაგალითად, უკრაინელები გერმანელებს თავიდან როგორც გამანთავისუფლებლებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი, რასისტული პოლიტიკის გამო, ჩამოშორდნენ მათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველებს გულშემატკივრობდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო მცოდნე, გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. ის პირველ მსოფლიო ომამდე თბილისში გერმანიის კონსული იყო, ომის დროს ქართველ ემიგრანტებთან თანამშრომლობდა და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გერმანიის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი იყო საქართველოში. შულენბურგი იყო გერმანიის ბოლო ელჩი მოსკოვში, იგი რუსეთთან გერმანიის ომის წინააღმდეგი იყო და სტალინის გაფრთხილებასაც კი სცდილობდა. შულენბურგი 1944 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს.

შულენბურგი კარგად ხედავდა ომის პირობებში საბჭოთა კავშირის ქვეყნების ემიგრანტებთან ურთიერთობის აუცილებლობას. მისი ინიციატივით, ბორმანის, როზენბერგისა და სხვათა წინააღმდეგობის მიუხედავად, 1941 წელს, აპრილ-მაისში, ბერლინის სასტუმრო "ადლონში" ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფების კონფერენცია მოეწყო. მას შემდეგ, რაც როზენბერგის (და მის ზურგს უკან ნიკურაძის) ჩარევის შედეგად, ჰიტლერმა თავყრილობა აკრძალა, შულენბურგის მოწინააღმდეგეებმა ამ ღონისძიებას დაცინვით "ადლონიადა" უწოდეს. ჰიტლერმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საკითხებში ჩარევაც აუკრძალა, სამაგიეროდ ემიგრანტებთან კონტაქტი შედგა და გერმანული უწყებები მათ ადვილად ვეღარ მოიშორებდნენ თავიდან. ემიგრანტები აღმოსავლეთის სამინისტროს გადააბარეს, სადაც მათ ძირითადად ორ მათდამი განსაკუთრებულად კარგად განწყობილ მოხელესთან ჰქონდათ ურთიერთობა – დოქტორ ოტო ბროიტიგამთან (ყოფილი კონსული) და ორიენტალისტიკის პროფესორ გერჰარდ ფონ მენდესთან.

ადლონის კონფერენციაზე რომიდან ჩამოვიდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც შულენბურგის ფავორიტი იყო ჯერ კიდევ დასაარსებელი ქართული კომიტეტის თავჯდომარეობაზე. როზენბერგი მას "დეგენერირებულ არისტოკრატს" ეძახდა და შულენბურგს მის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს შეკრება, ფაქტობრივად, ჩაშალეს.

"პოლიტიკური ომის საწარმოებლად" გერმანია კარგად მომზადებული არ იყო, მაგრამ გარკვეული უწყებები, რასაკვირველია, ამაზეც მუშაობდნენ.

როგორც მოგახსენეთ, გერმანელები მიხვდნენ, რომ კავკასიაში არ გამოადგებოდათ ისეთი პოლიტიკა, როგორსაც სლავებით დასახლებულ ტერიტორიაზე ატარებდნენ. 1941 წლამდე ვერმახტი არაოფიციალურად ცდილობდა ემიგრანტების გადმობირებას, 1941 წლიდან კი ოფიციალურად დაუშვა მათი და საბჭოთა ტყვეებისგან შემდგარი ლეგიონების შექმნა. 1942 წელს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ლეგიონი, ჩამოყალიბდა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ლეგიონები, ასევე, შერეული ლეგიონიც, მაგალითად, "ბერგმანი". მასში გაერთიანებული იყვნენ სხვა კავკასიელებიც, ნახევარი გერმანელი და ნახევარი ქართველი მეომრებისგან შედგებოდა.

"ბერგმანში" მოღვაწეობდა ცნობილი გერმანელი პროფესორი ობერლენდერი, რომელიც მანამდე პრაღაში მუშაობდა. მან ჩამოაყალიბა "ბერგმანი" , რომლის შეფიც თავად იყო. იმ პერიოდისთვის, როდესაც გერმანელებმა საქართველომდე მოაღწიეს, თეოდორ ობერლენდერმა რამდენიმე მოხსენება გაუგზავნა ჰიტლერს, რისთვისაც ის ყოვლეგვარ საქმიანობას ჩამოაშორეს. ობერლენდერს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა კავკასიელებთან, მათ იცავდა, მეგობრობდა გივი გაბლიანთან და სხვა ემიგრანტებთან. თავის მოხსენებებში ის აღნიშნავდა, რომ კავკასიის მიმართ პოლიტიკა შესაცვლელი იყო და კავკასიელები მოკავშირეებად უნდა ჩაეთვალათ. მართლაც, ომის დროს, ჩრდილოეთ კავკასიაში ავტონომიური ხელისუფლებები ჩამოყალიბდა და კოლმეურნეობები გაუქმდა. ამ ავტონომიებში ჩერქეზებს, ყაბარდოელებს და სხვა უმცირესობებს სიტყვის უფლება ჰქონდათ. გერმანელებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ყალმუხებთან, იმდენად, რომ ყალმუხების უზარმაზარ სტეპს მხოლოდ 500 გერმანელი აკონტროლებდა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის მიერ გამოგონილი პარტიზანული მოძრაობა სინამდვილეში არც ყოფილა კავკასიაში.

გერმანელები თავიდანვე საკმაოდ ადვილად მივიდნენ კავკასიის უღელტეხილებამდე (თუ არ ჩავთვლით ნოვოროსიისკის და ... ბრძოლებს). 1942 წლის ზამთარში, როდესაც სტალინგრადთან ბრძოლაში გერმანელები საბჭოთა ჯარმა გაანადგურა, ფაქტობრივად, კავკასიის ფრონტის მოწყვეტის საშიშროება შეიქმნა. გენერალმა კლაისმა, ოპერაციის მეთაურმა ( რატომღაც, ამ ოპერაციას BLAU ანუ ლურჯი ერქვა) განაცხადა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რადგან "მათ უკან ზურგი არ იყო, წინ კი მტერი".

საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი გერმანელი მწერალი ერნსტ იუნგერი 1942 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთებში, დღიურში ჩაიწერს, რომელსაც შემდეგში "კავკასიურ ჩანაწერების" სახელით გამოსცემს:

"მშობლიური იყო; ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ასეთ მუხიან ფერდობზე წინათაც ხშირად ვყოფილვარ. კავკასია არა მარტო ძველი განძთსაცავია ხალხების, ენების, რასებისა; მასში, როგორც კიდობანში ასევე ჩასვენებულია ცხოველები, მცენარეები, ლანდშაფტის ხატები ევროპისა და აზიის შორეული მხარეებიდან."

პროპაგანდა

გოებელსის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტრომ 1941 წლის აპრილში აღმოსავლეთში ომის მზადებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთის განყოფილების, შემდეგში კი აღმოსავლეთის სივრცის გენერალური რეფერატის შეფის, ცნობილი პროპაგანდისტის, ებერჰარდ ტაუბერტის თაოსნობით შექმნა ახალი სამმართველო კოდური სახელწოდებით "ვინეტა". "ვინეტა" ამზადებდა პროკლამაციებს, პლაკატებს, ფილმებს, ფირფიტებსა და რადიოგადაცემებს აღმოსავლეთში პროპაგანდის მიზნით. ომის წინ, ინფორმაციის გამჟღავნების შიშით, ტაუბერტს თავისი თანამშრომლები ფაქტობრივად დამწყვდეული ჰყავდა. ეს ორგანიზაცია მთელი ომის განმავლობაშიც სასტიკად გასაიდუმლოებული დარჩა.

ომის წინა კვირაში, 10-12 რუსი, უკრაინელი, კავკასიელი, შუააზიელი და საბჭოთა კავშირის სხვა ხალხთა წარმომადგენელი ინტენსიურად იწერდა ფირფიტებზე ტექსტს საბჭოთა ჯარისკაცებისადმი იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების მოწოდებით. პროპაგანდის სამინისტრო სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდა, ვერმახტ-პროპაგანდას განყოფილებასთან. სამხედრო თვითმფრინავები საბჭოთა ტერიტორიაზე ყრიდნენ პროკლამაციებს და ბროშიურებს, 1943 წლიდან კი მტრის ზურგში პროკლამაციების გასავრცელებლად სპეციალურ რაკეტასაც იყენებდნენ. ომის პირველ დღეებში 8 მილიონი პროკლამაცია ჩამოიყარა საბჭოთა ადამიანების თავზე. პროპაგანდაში აღმოსავლეთის სამინისტრო და, ზოგჯერ, საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობდა. ზოგიერთ პროკლამაციებზე გამოსახული იყო ტყვეობაში მყოფი სტალინისა და მოლოტოვის შვილებიც.

სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, ამიტომ პროპაგანდაზე საუბარს აქ შევწყვეტ და მოხსენების ბოლო ნაწილზე გადავალ.

ქართული სამეკავშირეო შტაბი, რომელიც 1942 წელს შეიქმნა, მთელი ომის განმავლობაში ცდილობდა, აღიარებული ყოფილიყო გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობად, ემიგრანტულ, განმათავისუფლებელ მთავრობად (როგორც I მსოფლიო ომის დროს). 1945 წლის მარტში, როდესაც გერმანიის დამარცხება ყველასთვის ცხადი გახდა, გერმანიამ აუსრულა სურვილი ქართველებს. ეს ფაქტობრივად, დაცინვა და განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო. ქართველებთან ერთად, გერმანელებთან მსახურობდნენ ვოლგისპირელი თათრები, თურქისტანელები და ვლასოვის უზარმაზარი არმია. გერმანელებს სურდათ, რომ ვლასოვის არმიაში შესულიყო ყოველი ზემოხსენებული კავკასიური დაჯგუფება, მაგრამ კავკასიელებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე. ამ შტაბების საერთო სპიკერი იყო მიხეილ კედია. მას, ისევე როგორც გივი გაბლიანს, ყველა გერმანულენოვან წრებში დიდ პატივს სცემდნენ.

გერმანელების მხარეს იყო გადაბირებული ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი - სამხედრო ტყვეები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ გერმანელებთან მოკავშირეობით საქართველო დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა ან უბრალოდ ტყვეთა ბანაკიდან გაღწევა უნდოდათ. ქართველების გადაბირებაში ქართველი ემიგრანტებიც მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანის ბედი ბოლომდე დღესაც არ არის გარკვეული და ეს თემა კიდევ ბევრ მუშაობას მოითხოვს. რაც შეეხება გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, გამოდიოდა გაზეთი "საქართველო" და მისი დამატება ჟურნალი "საქართველო"; იბეჭდებოდა მათი კონკურენტი ჟურნალი, უფრო მაღალი ხარისხისა და შინაარსის გამოცემა "ქართველი ერი" ; გამოდიოდა სხვადასხვა წიგნები ქართველი ლეგიონერებისათვის, მაგალითად, "ჩვენი სიმღერები", რომელშიც ძალიან მდარე გემოვნების ლექსები დაიბეჭდა. ლეგიონერებისთვის გამოსცეს შოთა რუსთაველიც. გერმანელები მიიჩნევდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ენებს შორის ქართული ენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. გერმანელი ჯარისკაცებისთვის გამოვიდა ილუსტრირებული "გერმანულ-რუსულ-უკრაინულ-ქართული ლექსიკონი". ეს მიგვითითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გერმანელებისთვის ქართული ენა რუსულისა და უკრაინულის შემდეგ.

საბჭოთა კავშირის მხარეზე დაახლოებით 700 ათასი ქართველი იბრძოდა, გერმანელების მხარეს კი შეუდარებლად ნაკლები, 32 ათასამდე და, მათ შორის, 500 ემიგრანტი.

ძალიან ბევრმა ქართველმა იცოდა, რომ ჰიტლერი მაშინვე დამოუკიდებელს არ გახდიდა საქართველოს - მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი მუდმივად არ იქნებოდა გერმანიის ლიდერი. მათთვის მთავარი იყო, რუსეთი და ბოლშევიზმი დაემარცხებინათ. ფიქრობდნენ, რომ საქართველო გერმანიის პროტექტორატის ქვეშ მყოფი საქართველო უფრო ადვილად გახდებოდა დამოუკიდებელი. რამდენად რეალური იყო მათი ჩანაფიქრი, ეს ჯერ კიდევ კამათის საგანია, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა ისეთივე თავდადებითა და რწმენით იბრძოდა, როგორც მეორე მხარეს მდგომი ქართველობა. ორივე მოწინააღმდეგე ბანაკში მებრძოლები ერთნაირი პატივისა და გახსენების ღირსნი არიან.

ალფრედ როზენბერგი (ტალინი, 1893-1946) არქიტექტურასა და საინჟინრო საქმეს რევალსსა (ტალინსა) და მოსკოვში სწავლობდა. 1918 წელს გერმანიაში გაიქცა. ჰიტლერის გაცნობის შემდეგ 1920 წლიდან იყო ნსმშგ-ის წევრი. ანტისემიტური და ჟიდომასონების მსოფლიო შეთქმულების წინ მიმართული ნაწარმოებები, გამოაქვეყნა ცნობილი "ფალშივკა" "სიონის ბრძენთა ოქმები". დიტრიხ ეკარტის გარდაცვალების შემდეგ "ფოლკ.ბეობ." მთავარი რედაქტორი. 1924 წელს 1923 წლის პუტჩის შემდეგ ჰიტლერი მას ციხიდან თავის მოადგილედ ნიშნავს. 1930 წელს აქვეყნებს სქელტანიან წიგნს - "მეოცე საუკუნის მითი", რომელიც ჰიტლერის "მაინ კამპფის" შემდეგ ნაციონალსოციალიზმის მთავარი წიგნია. 1933- 1945 ნსმშგ-ის საგარეო პოლიტიკის ამტის უფრ. 1934 წ.-დან "ფიურერის რწმუნებული ნსმშგ-ის მთელი სულიერი და მსოფლმხედველობითი სწავლისა და აღზრდის სამეთვალყურეოდ". 1941-45 მინისტრ. 1946 ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად სიკვდილით დასაჯეს.

არნო შიკედანც (რიგა 1893 – თავი მოიკლა "ფიურერის ბუნკერში" 1945), სტუდენტური გაერთიანება "რუბონიას" წევრი (მიიღეს 2.3.1911-ში ალფრედ როზენბერგთან ერთად), 1918 წელს გერმანელ მხედართა რეგიმენტის მოხალისე, ომის შემდეგ 1923 წლამდე მაქს ფონ შოიბნერ-რიხტერის თანამშრომელი, მის. საგარეო პოლიტიკის ორგანიზაცია "აუფბაუში". 1923 წელს ბავარიიდან გააძევს სხვებთან ერთად, ჰიტლერ-ლუდენდორფის პუტჩში მონაწილეობის მიღების გამო. 20-იან წლებში "ფოლკიშე ბეობახტერის" რედაქტორი, როზენბერგის მთავარი რედაქტორობის დროს. 1927 წელს დაწერა "ებრაელები ანტირასა" .

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეს არის ცნობილი რუსი ებრალი ჟურნალისტის ლეონიდ რაძიხოვსკის სტატია მეორე მსოფლიო ომის შესახებ, საკმაოდ დიდია მაგრამ წაკითხვა ღირს, არ ინანებთ, კომენტარებიც დატოვეთ :rolleyes:

http://blogs.mail.ru/mail/georgeivan/5161F3972A8B7606.html

პ.ს. შეგიზლიათ აქედან წაიკითხოთ, უფრო ადვილია

Леонид Радзиховский: Последняя война.

21 июня 2006, 20:21

22 июня – самый страшный день в истории России. Звучит банально, но если вдуматься на секунду – совсем не так банально. Не было раньше ни таких вторжений – ни таких поражений. Бывало, что и Москву захватывали (поляки, Наполеон), и страну покоряли (татары). Но, как известно, во времена татар не было единого государства и единого разгрома. Наполеон шел «тонкой кишкой»: не было тотальной оккупации страны. Поляки выступали не как собственно оккупанты-иноземцы, а под прикрытием Лжедмитрия.

И никто никогда не ставил перед собой ТАКИХ целей. Цели немцев в отношении России и русских известны. Цели определялись твердо идеологией. РАСОВЫЕ цели. Русские – унтерменши. Ликвидация их государства, письменности (только вывески и приказы читать), культуры, рабский труд. «Русская Африка». С той разницей, что когда Белые Джентльмены высадились на Берег Слоновой Кости, там действительно не было – ни развитой культуры, ни государства, а были полудикие племена. А русских предстояло СИЛОЙ ПРЕВРАТИТЬ в полудикое племя.

«На танке надо воевать, а на грузовике можно драпать. Вермахт держался за танки, Красная армия в 1941 – за грузовики…» Когда рассказывают (а очевидцы и их дети это рассказывают очень часто), что немцы с нашими обращались «хорошо» (шоколадку дали), это, конечно, правда. Только говорит это о том, что «добрый немец» попался. Такой и кошку погладит и унтерменша погладит. Но твердых целей германского государства это не отменяет – смолоть русских в песок, в рабский навоз для рейха. Все. Других целей не было.

Так что Россия стояла не на пороге военного поражения, не на пороге порабощения, а на пороге полного УНИЧТОЖЕНИЯ, АННИГИЛЯЦИИ как государство, как культура, как нация. Больше никто и никогда таких целей в отношении России не ставил.

(Тем более мило смотреть на «чисто русских» скинхедов, вытягивающих ручки в нацистском приветствии, отмечающих «день фюрера» и жалеющих, что он проиграл, т. е. не всех евреев отправил в газовые печи).

Но эти немецкие цели, в общем, всем, кроме бритых ублюдков, известны. А вот маштабы разгрома, степень близости этих целей к исполнению – до сих пор не до конца понятны.

Официальные историки (прежде всего военные) рассекречивают правду по капле. И может быть правильно делают. Точнее – правильно делали. Теперь-то, через 65 лет, эту правду все-таки, наверное, можно рассказать.

А раньше, действительно, нельзя было. Потому что нельзя так УНИЖАТЬ НАЦИЮ. Унижать – страшной ПРАВДОЙ. Тем более – нельзя унижать тех, кто действительно геройски воевал. А рассказать все это в полном объеме – значило бы просто сбить с ног ветеранов войны. Я и сейчас это пишу в надежде, что ветераны не прочитают. Не потому, что ложь, – а потому, что, трижды увы, но ПРАВДА.

Впрочем, правду эту скрывали не из уважения к героям войны. Когда это наше государство их (и кого-либо еще из своих подданных!) уважало. Государство скрывало эту правду только из страха, из инстинкта самосохранения. Потому что, что ветерану – больно, то Советскому государству – смертный приговор.

Ясное дело, факты, о которых ниже пойдет речь, можно оспорить. Нарыл их некий историк-любитель из Самары, какой-то неведомый мне Марк Солонин. Книжка называется «22 июня».

Самоучки, открывающие вечный двигатель, эликсир молодости, находящие библиотеку Ивана Грозного и Янтарную комнату, разоблачающие всемирные заговоры и т. д. хорошо известны. Максимум самомнения, истерический стиль, ссылки на никому неведомые «источники» и т. д. В общем, «я милого узнаю по походке».

Так вот – это НЕ ТОТ случай.

Меня часто раздражал стиль этого Солонина, излишне бойкий, беллетризованный (или, наоборот, зарывающийся в описание «трансмиссий», двигателей внутреннего сгорания и т. п. непонятные мне детали). Но ощущение большого и добросовестного труда осталось. И главное – на самом деле ничего такого уж совершенно нового его книга-то и не содержит. Это вам не Суворов – здесь нет открытия Сталинского плана покорения Европы и т. п. Нет, Солонин пишет только о фактах, очень часто хорошо известных. Просто когда они собраны «до кучи», волосы все-таки встают дыбом. У меня. А вы – судите сами.

Обложка книги Марка Солонина «22 июня»

Как представляют 22 июня в кино?

Наш боец с винтовкой и коктейлем Молотова бросается под гусеницы немецкого танка и стальное чудище полыхает. Так мы и воспринимаем: у них – механическая сила грозной техники, у нас – сила бессмертного духа.

Самый страшный вывод этого самого Солонина (черт бы его подрал, с его выводами!): все было совсем не так. Точнее – почти НАОБОРОТ…

Заранее надо оговориться. История – такая точная наука, что ни по одной цифре два историка не сойдутся (ну, кроме исторических дат, наверное). Поэтому ясно, что по любой из многих приводимых ниже цифр вполне возможно опровержение, спор. Я сам отнюдь не считаю Солонина каким-то новым Геродотом. В отдельных цифрах ошибки вполне вероятны. Но, думаю, ошибки на проценты, но не в разы. А значит, общий смысл – сохраняется.

К 22 июня в Советской Армии было 13 000 танков, в вермахте – 3300. При этом новейших танков Т-34 и КВ, не имевших аналога, превосходивших лучшие немецкие по всем параметрам было – 3000. Почти столько, сколько ВСЕХ немецких.

В боях «за 2 недели Юго-Западный фронт потерял 4000 танков» – а противостоявшая ему танковая группа Клейста за два с половиной месяца войны (к 4 сентября) потеряла 186 танков!

Типичные цифры: «Уже к 8 июля из 211 танков в строю осталось 2 танка Т-34 и 12 БТ – и это при том что в единственном бою 28 июня дивизия потеряла никак не более 20 танков».

С винтовками не менее интересно. Солонин подсчитал, что в 1944-м в Красной армии «один миллион солдат «терял» в месяц 36 000 единиц стрелкового оружия, следовательно, по всей армии за 6 месяцев 1941 года «нормальные» потери не должны были превысить 650-700 000 единиц. А реально «потеряно» Красной армией за этот период 6 300 000 единиц стрелкового оружия. Отсюда естественный вопрос: оружие было потеряно в бою или брошено разбежавшимися кто куда бойцами и командирами Красной армии?»

Зато «суммарное число затерявшихся и сломавшихся грузовиков не превысило и 10% от общего количества». Экое чудо техники! Убогая «полуторка» (никаких «студебекеров» еще в помине не было) ломается в колхозе 5 раз на дню – а тут на тебе! Надежней танка – и болота проходит, и атаки с воздуха ее не берут. И горючее для машины всегда есть, а для танков вечно «кончилось».

Что за дела?

«Ответ очевиден, хотя и очень неприличен: для деморализованной, охваченной паникой толпы танки и пушки, пулеметы-минометы являются ОБУЗОЙ. Мало того, что танки ползут медленно, они самим фактом своего наличия заставляют воевать». Да, на танке надо воевать, а на грузовике можно драпать. Вермахт держался за танки, Красная армия в 1941-м – за грузовики…

Но самое жуткое, когда от железа (кстати, не по всем видам вооружений у нас было превосходство над немцами. Они, очевидно, имели преимущество в средствах связи – а это была одна из главных ахиллесовых пят нашей армии) переходишь к людям. Вот самое главное – людские потери.

Красная армия потеряла в 1941 году как минимум 8 500 000 человек.

Из них: погибли на поле боя, умерли в госпиталях от ран – 567 000 (меньше 7% общих потерь).

Еще 235 000 погибло от неназванных «происшествий» (?) и умерло от болезней.

Раненых и заболевших – 1 314 000.

Итого: убитые и раненые – 2 100 000 человек (25% потерь).

Пленные – 3 800 000 (в том числе 63 генерала). Около 45% всех потерь! В том числе официально зарегистрировано 40 000 перебежчиков.

Пленные – 3 800 000 (в том числе 63 генерала). Около 45% всех потерь!

«Десятки летчиков перелетели к немцам на своих боевых самолетах. Позднее из них была сформирована «русская» авиачасть люфтваффе под командованием полковника Мальцева». (Так может, скинхеды с нацистским салютом – не такая уж «ошибка природы»? Может, это их внуки-правнуки?) Для сравнения: немцев в 1941-44 годах перебежало на нашу сторону – 29. Не 29 000, а ровнехонько – 29 человек ! Это, кстати, при том, что в вермахте были тысячи, десятки тысяч бывших немецких коммунистов…

Еще около 1 000 000 – 1 500 000 – дезертиры. После Указа о мобилизации (22 июня) на призывные пункты на Украине и в Белоруссии не явилось, согласно официальным данным, 5 631 000 человек! И это не спишешь на то, что немцы захватывали территорию раньше, чем люди успевали прийти на призывной пункт: ведь Белоруссию и Украину оккупировали лишь к концу июля и в сентябре 1941-го соответственно. «По Харьковскому военному округу на 23 октября 1941 прибыло всего 43% призывников». А из числа призванных в Сталинском военкомате Сталинской области (ныне Донецкая) сбежало (согласно справке военкома) 35% призванных!

Итого: пленные плюс дезертиры – 56-62% всех потерь.

Наконец, согласно Солонину, около 1 000 000 – «раненые, брошенные при паническом бегстве, и убитые, неучтенные в донесениях с фронта».

Впрочем, что там Солонин… Степень общей паники и бардака легко оценить по общеизвестному факту: «драпанул» из Кремля на Ближнюю дачу сам Верховный главнокомандующий, заперся, спрятался, никого не принимал (согласно «журналу посещений») целых два дня. Это в такой-то момент! А «дорогих братьев и сестер» со стучащими со страху об стакан зубами вымучил из себя только 3 июля…

Чего же тогда ждать от 18-летнего призывника в Харьковской области?..

Да, «что-что, а ПОРЯДОК при Сталине был». Это уж точно.

Солонин приводит многочисленные примеры (в том числе из опубликованных в СССР мемуаров) того, как «рыба гнила с головы»: первыми драпали секретари обкомов и начальники областных управлений НКВД, погрузив в свои машины не раненых, а барахло, кинув свои области на произвол судьбы… И делали это, как правило, совершенно безнаказанно! Да, это вам не японские шпионы-троцкисты-меньшевики…

«Маршал Кулик приказал всем снять знаки различия, выбросить документы, затем переодеться в крестьянскую одежду, и сам переоделся. Предлагал бросить оружие, а мне лично ордена и документы. Однако, кроме его адъютанта, никто документов и оружия не бросил». Кулика пальцем не тронули, звание маршала оставили, звезду Героя выдали новую – и он продолжал губить сотни тысяч солдат, пьянствовать, шкурничать на фронте, пока, провалив несколько фронтовых операций, не был разжалован, в 1942-м, в генерал-майоры, а уже после войны расстрелян – но не за шкурничество и бездарно-преступное командование, а… по ложному обвинению в «заговоре против Сталина». Сейчас «посмертно реабилитирован», «маршала» и «Героя» опять вернули…

Можно еще долго приводить ужасные факты, в том числе о наших, воевавших на стороне немцев. Ведь знаменитые «власовцы» – это лишь ничтожная часть. Реально во вспомогательных и полицейских немецких частях воевало больше миллиона «наших»…

Ужасная картина. Хаос и МАССОВОЕ НЕЖЕЛАНИЕ воевать «за Родину, за Сталина». Такого никогда не было в русской армии. Царская армия достигла подобного разложения только к 1917 году…

А немцы это «вычислили»!

На это (а не на чисто военную победу) и был расчет Гитлера и его «консультантов по русскому колоссу на глиняных ногах»: русский солдат (не говоря уж о «нерусском» с Украины, Кавказа или из Средней Азии) за Советскую власть воевать не хочет и не будет. Гитлер мечтал повторить опыт Ленина – превратить в России войну внешнюю в войну гражданскую. Не было Парвуса, не было Ленина, не было большевиков, не было оппозиции, но расчет был на другое.

Танковая группа Клейста за два с половиной месяца войны потеряла всего 186 танков!

Россия в 1941-м – по-прежнему страна крестьянская. А что крестьянин видел от Советской власти? ВКП(б) – Второе Крепостное Право (большевиков). Не будет русский крестьянин воевать за колхозы. Немцы только кулаком собьют замок с этой системы – а народ разбежится во все стороны сам!

Расчет не вполне оправдался. Но и не вполне провалился! Немецкие листовки «Бей жида-политрука, просит морда кирпича!», «Слева молот, справа – серп. Это ваш советский герб. Хочешь жни, а хочешь куй, все равно получишь – … !» неплохо ложились на душу простому солдату. Потому что он – по жизни – видел, что за этим стоит какая-то правда. Паршиво он жил за «жидами-политруками» (а кто они там по «этническим признакам», его не слишком-то волновало, – «жиды» одно слово!) и не много получал на трудодни от своего серпа-молота …

А вот немецкого «рабочего в солдатской форме» оставляли каменно-равнодушным десятки миллионов написанных на безупречном немецком языке листовок, обличавших «Гитлера и его кровавую свору». Почему? Геббельсовская пропаганда была талантливей? Может быть… Но главное, он – как и русский солдат – судил «по жизни». А «по жизни» немец получил за свой «серп и молот» от своих «национал-политруков» совсем не то, что русский. Ограбление всей Европы (а до того – евреев Германии) пошло не только рейху, но и в карман и в брюхо каждому конкретному немцу! В течение всей войны (до 1945-го), если не считать бомбежек, уровень жизни в Германии НЕ ПАДАЛ. Я не располагаю цифрами, но из многочисленных разговоров с немцами знаю – уровень жизни резко упал после поражения Гитлера! Поэтому, до начала «экономического чуда» в 1950-е, несмотря на все ужасы войны… Гитлер был популярен среди немцев! А вот когда стали жить прилично – популярность его резко пошла вниз. Так, увы, устроен человек – на большинство действуют не моральные рассуждения, а импульсы из желудка…

И когда у нас, при Советской власти, диссиденты говорили: «Вот как живут ПОБЕДИТЕЛИ, а вот как ПОБЕЖДЕННЫЕ», это была пустая фраза. Такого разрыва в уровне жизни, как ВО ВРЕМЯ ВОЙНЫ, не было потом никогда. Именно поэтому (а не только из мести за погибших родных) обалдевали и зверели наши солдаты, входя в 1945-м в немецкие дома – ОНИ ТАКОГО СРОДУ НЕ ВИДЕЛИ. Гитлер ограбил всю Европу – и поделился со своими «сверхчеловеками». А «власть трудящихся» не делилась никогда…

Почему же немцы все-таки проиграли, а мы – выиграли?

Я не знаю никаких «оригинальных» причин. По-моему на эту тему все давно сказано.

Тут и «глупое зверство» немцев, которые не распустили колхозы и обращались с русскими, действительно, как с животными. Как того и требовала их расовая теория – все по науке! Не статьи Эренбурга и Шолохова, а вот эта ПРАВДА, которую солдатский телеграф перенес через линию фронта, поднимала ненависть к врагу. А когда русский солдат станет драться по-настоящему, его не остановит УЖЕ НИКТО. И НИЧТО. Это – не хвастливая пропаганда. Это – опыт ВСЕЙ ИСТОРИИ РОССИИ. Русского медведя, как известно, трудно раздразнить ВСЕРЬЕЗ. Ну а если раздразнил – ВСЕ. Аллес капут.

Тут и постепенно улучшившееся управление войсками.

Тут и умение полководцев, рожденных войной, начиная с великого и беспощадного Жукова.

Маршал Жуков вместе с командующими Советской АрмиейИ союзники. И реально «руководящая и направляющая» роль партии, которая как раз к руководству в военных условиях была приспособлена куда лучше, чем в мирное время. Сюда же отнесем и зверства «вооруженного отряда партии» – НКВД, с его заградительными батальонами, ГУЛАГом. И погода. И расстояния. И дороги. И все, все, все, о чем написаны все, все, все книги про войну.

Да, все это достигалось с невероятными затратами, о которых тоже почти все сказано. Иначе эта система не умела… не понимала, и не хотела. Система известна: «в драке не поможет – в войне победит».

Да, про войну сказано очень много правды – и чем ближе к концу войны, тем больше. Но про обидную, позорную, страшную правду 22 июня мы по-прежнему знаем далеко не все.

Еще раз повторяю – десятки лет эта «ложь во спасение» была оправданна. Это была не только ложь во спасение Советской власти. Эта ложь сберегала и национальную гордость солдат – да, они многое видели своими глазами, но общий масштаб разгрома… и, прямо скажем… предательства… они, к счастью, не представляли.

Но сейчас эту правду надо потихоньку открывать. И вот еще зачем эту правду надо знать. Чтобы излечить общество от «синдрома 22 июня». Потому что, если НОРМАЛЬНЫЙ человек будет реально представлять ВСЕ – и степень сумасшествия немецкой «расовой идеи», и масштаб жертв, и «отрицательную цену» человеческой жизни, и все остальное, то это должно у него вызвать не просто ужас и не конвульсивное сжатие кулаков и «оборонного сознания». У трезвомыслящего человека сравнение того невероятного, что было, с днем сегодняшним должно, как мне кажется, вызвать совсем иную мысль.

ТАКОГО БОЛЬШЕ НЕ БУДЕТ – НИ-КО-ГДА. Не потому, что «я так не хочу», «мне так не нравится», а по вполне рационально-сухим соображениям. Просто то, что было тогда, сравнить сегодня НЕ С ЧЕМ.

Нет сейчас на Земле никакого аналога нацизма. Про Европу (НАТО!) не смешно даже заикаться. Но и самые оголтелые исламисты – это тоже далеко «не то». ТАКОГО два раза не бывает.

НЕСОПОСТАВИМА, ну вот просто – НЕСОПОСТАВИМА – цена человеческой жизни. ТА война (как и та эпоха в целом) была высшей точкой в графике истории человеческого безумия. И на той войне что-то в сознании людей изменилось. Как выражался автор той войны, «кулак судьбы открыл ему глаза». Да, ТАКОЙ УДАР все же открыл газа Человечеству. То была ПОСЛЕДНЯЯ война. В Европе – бесспорно. Но и во всем мире ТАКИХ войн 60 лет нету – и есть все основания думать, что их и не будет.

И поэтому синдром «возможного нападения», синдром 22 июня, которым нас десятки лет потчевала пропаганда (да и сейчас он возрождается!) – это просто «обман трудящихся». Конечно, сегодня уже сила этого синдрома далеко не та, что еще в 1980 годы (не говоря о более ранних). Но для окончательного психологического выздоровления нашего общества нужно, как мне кажется, знать правду о 22 июня. И трезвое восприятие этой правды как раз и способно излечить от синдрома 1941 года. Узнайте, прочувствуйте всю правду о той панике – и так вы излечитесь от психологической паники сегодня. А это во многом изменило бы наше общественное сознание в целом…

Edited by IberiaSPQR
0

Share this post


Link to post
Share on other sites

თქვენის აზრით მეორე მსოფლიო ომი უფრო საბჭოთა კავშირმა მოიგო თუ ამერიკამ? ჩემის აზრით უფრო საბჭოთა კავშირმა რადგან უმეტესად ბრძოლები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოდიდოდა ...... :) :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

trw

ცალ-ცალკე არავის მოუგია ... მოიგო ყველამ ერთად ... მარტო საბჭოეთს გატეხავდა გერმაანია ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მარტო საბჭოეთს გატეხავდა გერმაანია ...

და ამერიკას რატომ ვერ გატეხავდა? (44-45 წლებშI საბჭოთა კავშირმა მაგრა ამოქაჩა სამხედრო ტექნიკის მხრივ და ამერიკულ ტექნიკას ყველაფერში ჯობნიდა ამიტომ მაინც ცოტა შანსი იქნებოდა გატეხვის.თანაც გერმანელებს რუსულმა ზამთარმა მოუსწრო)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

trw

კი მაგრამ ომის წარმოებისთვის რომ მარტო იარაღი არაა საკმარისი ამის ახსნა მგონი არაა საჭირო ... ფული და სურსათი უმნიშვნელოვანესია ომში .... საბჭოეთი კი მაშინ უკვე თითქმის შიმშილის პირას იყო მისული ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
trw

კი მაგრამ ომის წარმოებისთვის რომ მარტო იარაღი არაა საკმარისი ამის ახსნა მგონი არაა საჭირო ... ფული და სურსათი უმნიშვნელოვანესია ომში .... საბჭოეთი კი მაშინ უკვე თითქმის შიმშილის პირას იყო მისული ;)

მართალი ხარ მაგრამ ამერიკის ტერიტორიაზე მასიური ბრძოლები არ ყოფილა მხოლოდ მოხდა 2 შეტევა 1 პერ ჰარბორი სადაც ამერიკას რამოდენიმე საპატრულო კატარღა აუფეთქდა და სამოქალაქო გემები და მეორე კი 1944 წელს იაპონელებმა ბუშტებზე მიმბული ბომბებით რომელიც მხოლოდ რამოდენიმემ მიაღწია და ტეხასში ჩამოვარდა

ფული და სურსათი უმნიშვნელოვანესია ომში

სურსათს რაც შეეხება სტალინგრადში როცა გერმანელებს ზამთარმა მოუსწრო საშინელი პრობელემები შეექმნათ რადგან იყინებოდნენ და რუსებს კიდევ არაყს და სალას აძლევდნენ თავის სამხედროებს და არაფელი მოსდიოდათ(ბოლოს საერთოდ გერმანელ სამხედროებს სხეულში ცხიმი გამოელიათ და დაიხოცა ძალიან ბევრი შემდეგ ჰიტლერმა გაუგზავნა ცხიმიანი საჭმელები თუმცა შემდეგ სხეულში ცხიმის უეცარმა მომატებამ უფრო მეტი გერმანელი ამხედრო მოკლა P.S historis დოკუმენტური ფილმიდან)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საბჭოეთზე გადავიდა ძირითადად მაგრამ მარტო არ მოუგია.

ვილისები და სხვა იარაღი საიდან გაჩნდა წითელ არმიაში? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საბჭოეთზე გადავიდა ძირითადად მაგრამ მარტო არ მოუგია.

ვილისები და სხვა იარაღი საიდან გაჩნდა წითელ არმიაში? :)

ომის დასაწყისში ამერიკა ეხმარებოდა თუმცა მერე როცა ამერიკაც ჩაერთო ბრძოლაში უკვე აღარ და საჭოთა კავშირიც ეხმარებოდა კერძოთ მე რაც ვიცი ბმ 24 ით (შერმანზე დაყენებული კატიუშა)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

42 წლამდე ლენდ ლიზით ამერიკა ეხმარებოდა

ეს არ იყო მასიური მაგრამ იყო მხარდაჭერა, პრაქტიკული.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

trw

მართალი ხარ მაგრამ ამერიკის ტერიტორიაზე მასიური ბრძოლები არ ყოფილა

და საბჭოეთისაზე რადგან იყო არ ნიშნავს იმას რომ ომი საბჭოეთმა მოიგო ...

სურსათს რაც შეეხება სტალინგრადში როცა გერმანელებს ზამთარმა მოუსწრო საშინელი პრობელემები შეექმნათ რადგან იყინებოდნენ და რუსებს კიდევ არაყს და სალას აძლევდნენ თავის სამხედროებს და არაფელი მოსდიოდათ

რა მოსდიოდათ ეს ჯერ კიდევ საკითხვია ;) გერმანელებს მითუმეტეს ....

P.S historis დოკუმენტური ფილმიდან

ამაზე მეტად სანდო წყაროებიც არსებობს ისე ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამაზე მეტად სანდო წყაროებიც არსებობს ისე

მეტი რაღა სანდო გინდა ამერიკული დოკუმენტარული ფილმია რუსული ხომ არა :D

გერმანელებს მითუმეტეს ....

მე რაც გითხარი ეგ ყველამ იცის ვინც საბჭოთა კავშირში ცხოვრიბდა :e:

და საბჭოეთისაზე რადგან იყო არ ნიშნავს იმას რომ ომი საბჭოეთმა მოიგო ...

ხო ნუ რავიცი აბა მთელი გერმანია კი საბჭოთა კავშირმა აიღო და ამერიკელებმა კიდევ იაპონია ვერ დაამარცხა მანამ სანამ 2 ატომური ბონბი არ ჩამოაგდო

0

Share this post


Link to post
Share on other sites

trw

მეტი რაღა სანდო გინდა ამერიკული დოკუმენტარული ფილმია რუსული ხომ არა

ამერიკული ??? ჰმ ... ეს არ ნიშნავს სანდოს ;) მითუმეტეს რომ ეგ ფილმები ძირითადად ებრაელების გაკეთებულია ;) დააკვირდი ჰისტორის გადაცემებს, რატომაა ნახევარი ებრაელი ერის სიდიადეზე, ვაჟკაცობაზე და გაძლების უნარზე ???

მე რაც გითხარი ეგ ყველამ იცის ვინც საბჭოთა კავშირში ცხოვრიბდა

მოიცა შენ მართლა ესეთი წყაროებიდან მელაპარაკები ამდენი ხანი ??? მაგას ჯობს მითხრა მე მოვიგონეო :D

ხო ნუ რავიცი აბა მთელი გერმანია კი საბჭოთა კავშირმა აიღო და ამერიკელებმა კიდევ იაპონია ვერ დაამარცხა მანამ სანამ 2 ატომური ბონბი არ ჩამოაგდო

ორმხირივ შეტევის გარეშე და ნორმანდიაში გასახდომის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა საბჭოეთს ... იაპოანია და მათი დამოკიდებულება ბრძოლისადმი უკვე სხვა თემაა ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოიცა შენ მართლა ესეთი წყაროებიდან მელაპარაკები ამდენი ხანი ??? მაგას ჯობს მითხრა მე მოვიგონეო

რა თქმა უნდა არა მაგ დოკუმეტურ ფილმში იყო :D უბრალოდ ისე ვთქვი

ამერიკული ??? ჰმ ... ეს არ ნიშნავს სანდოს მითუმეტეს რომ ეგ ფილმები ძირითადად ებრაელების გაკეთებულია დააკვირდი ჰისტორის გადაცემებს, რატომაა ნახევარი ებრაელი ერის სიდიადეზე, ვაჟკაცობაზე და გაძლების უნარზე ???

ეგ აღარ მახსოვს ებრაელის იყო თუ ვისი მაგრამ რაც თქეს მაგას გეუბნები

ორმხირივ შეტევის გარეშე და ნორმანდიაში გასახდომის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა საბჭოეთს ... იაპოანია და მათი დამოკიდებულება ბრძოლისადმი უკვე სხვა თემაა ...

გეთანხმები რომ ძალიან გაუჭირდებოდა მაგრამ მე იმას ხომ არ ვამბობ რომ მარტო საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო მოიგებდა მარტო რომ ებრძოლა ამერიკას რამოდენიმე კვირაში მოსპობდა გერმანია (პ.ს. ჰიტლერს ყველაზე ძალიან სტალინის ორღანი ანუ კატუშა არ უყვარდა)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0