Sign in to follow this  
Followers 0

ძიუდო

58 posts in this topic

[i]ძიუდო
ევროპის თასი[/i]
[b]ჭაბუკები[/b]
ანთალია
17-18 მარტი

ვაჟები

50 კგ
1 ელნურ აბასოვი (აზერბაიჯანი)
2 სადიგ გურბანოვი (აზერბაიჯანი)
[b][u]3 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)[/u][/b]
3 პაველ პატაკოვი (რუსეთი)

55 კგ
[u][b]1 ბექა ნათათრალიშვილი (საქართველო)
2 ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო)
3 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)[/b][/u]
3 საბუხი გაჯიევი (რუსეთი)

60 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
[u][b]2 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)[/b][/u]
3 სამველ ჩაკრა (რუსეთი)
3 მანუჩარ კოდირი (რუსეთი)
[b][u]7 ბექა სეხნიაშვილი (საქართველო)
7 ბექა უდესიანი (საქართველო)[/u][/b]

66 კგ
[u][b]1 ზაზა მეგრელიშვილი (საქართველო)
2 ბაჩანა ბოლქვაძე (საქართველო)[/b][/u]
3 პეტარ ზადრო (ბოსნია ჰერცეგოვინა)
3 მუსა კოძოევი (რუსეთი)

73 კგ
1 რუსლან გოდიზოვი (რუსეთი)
2 ზაურ რამაზანოვი (რუსეთი)
3 ისლამ აბანოზი (თურქეთი)
3 გამზატ ზურგარაევი (რუსეთი)
[u][b]5 ვანო ჩურჩხელაშვილი (საქართველო)[/b][/u]

81 კგ
1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
2 მაგომედრასულ კუზგოვი (რუსეთი)
[u][b]3 ნიკა მოველიძე (საქართველო)[/b][/u]
3 იზმაელ ნაგოევი (რუსეთი)
[u][b]5 ბექა შერაზადაშვილი (საქართველო)
7 კახი ლიპარტელიანი (საქართველო)[/b][/u]

90 კგ
1 კარლენ პალიანი (რუსეთი)
[u][b]2 დავით რამაზაშვილი (საქართველო)
3 გიორგი გველესიანი (საქართველო)[/b][/u]
3 ალექსანდრ ვორობიევი (რუსეთი)
[u][b]7 დავით ოზბეთელაშვილი (საქართველო)[/b][/u]

+90 კგ
1 მაჰამედ ხასიევი (რუსეთი)
[u][b]2 ზაზა გოჯიაშვილი (საქართველო)
3 გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)[/b][/u]
3 რუსლან შაკბაზოვი (რუსეთი)
[u][b]5 ბაქარ კუხიანიძე (საქართველო)
7 გიორგი ფარადაშვილი (საქართველო)
[/b][/u]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა ნაკრები დაამარცხა. 5-შეხვედრიან დაპირისპირებაში ქართველებმა 3:2 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი თურქეთის 5:0 განადგურებით გახსნა, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთს 3:2 აჯობა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
10 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად, დელეგატთა ხმების უმრავლესობით, დავით ქევხიშვილი აირჩიეს, რომელიც ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ქევხიშვილის დანიშვნას მხარი ძიუდოს ფედერაციის დღევანდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრაში 41 დელეგატი მონაწილეობდა.

საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტის პოსტზე დავით ქევხიშვილის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი განიხილებოდა - თემურ ხუბულური და ირაკლი ცირეკიძე, თუმცა ყრილობის მიმდინარეობისას ორივე მათგანმა კანდიდატურა ქევხიშვილის სასარგებლოდ მოხსნა.

როგორც ახალი პრეზიდენტი აცხადებს, მუშაობას უკვე ხვალიდან შეუდგება. მისი თქმით, აქვს კონკრეტული გეგმები, ხედვები, სტრატეგია და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნება აღმასრულებელ კომიტეტთან, ქევხიშვილის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძიუდოს ოჯახის სასარგებლოდ.

ამასთან, როგორც ქევხიშვილი აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, რომ საზოგადოებისთვის ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ამ დრომდე არსებობდა ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით, მოიხსნას.

http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/42818-davith-qevkhishvili-dziudos-federaciis-prezidentia.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='kent055' post='242573']
ორანჟისფერი (ვერ ვთარგმნე :D :D )
[/quote]
ძველი პოსტი კია, მაგრამ კიდევ თუ ვინმე ვერ თარგმნის - ნარინჯისფერია ქართულად : ))))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მორიგი ოლიმპიური ციკლის საწყის სეზონს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალი წესებით ხვდება, რომელთა უმრავლესობაც არსებითია და ძირეულად ცვლის საჭიდაო სტილს. ჯერჯერობით ლაპარაკია საექსპერიმენტო პერიოდზე - რეფორმები დაიწყება 2013 წლის 9-10 თებერვალს პარიზში გასამართ "დიდ მუზარადზე" და გაისადვე, 26-31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის ჩათვლით იმოქმედებს.

ამ პერიოდში დააკვირდებიან, რამდენად გაამართლებს, რომელი პუნქტი იქნება წარმატებული, რომელი - არა, შემდეგ კიდევ იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

[color="#FF0000"]იყო მსოფლიო, გახდა კონტინენტური[/color]
თავიდან ისეთ ცვლილებებზე ვთქვათ, რომელიც უფრო ტექნიკურ მხარეს ეხება და არა სა­ჭიდაო სტილს. კერძოდ, კვლავ ბრუნდება დამამშვიდებელი ეტაპი, რომელიც ბოლო წლებ­ში მასტერსზე, "დიდ მუზარადსა" და "დიდ პრიზზე" არ მოქმედებდა - ამიერიდან უკლებ­ლივ ყველა შეჯიბრებაზე იმოქმედებს.

თუმცა სანუგეშოში კვლავაც მეოთხედფინალში დამარცხებულები გადავლენ და არა ად­რინდელ ეტაპზე წაგებულები. მსოფლიოს თასებს ამიერიდან კონტინენტური თასები ეწო­დება.

შეიცვალა ქულათა დარიცხვის სისტემაც. აქ უცვლელად მხოლოდ კონტინენტური შეჯიბ­რებების შეფასება დარჩა - ჩემპიონი კვლავაც 100 ქულას მიიღებს, დანარჩენ ტურნირთა შეფასებები კი გაიზარდა. ამიერიდან "დიდი პრიზის" გამარჯვებული 300 ქულას მიიღებს ძველი 200-ის ნაცვლად, მეორე-მესამე პრიზიორები, შესაბამისად, 180-120-ს.

"დიდ მუზარადზე" ეს მაჩვენებელი 500, 300, 200 და ასე შემდეგ ქულით განისაზღვრება, მასტერსზე - 700, 420, 280, კონტინენტურ პირველობებზე - 400, 240, 160, მსოფლიოს ჩემ­პიონატზე - 900, 540, 360, ოლიმპიადაზე - 1000, 600 და 400.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ საპრიზო სამეულები ჩამოვთვალეთ, თორემ მონაწილე­ებს გარკვეული ოდენობის ქულები უკლებლივ ყველა ტურნირზე დაერიცხებათ. უმეტეს შეჯიბრებებში მხოლოდ მონაწილეობისთვისაც კი მიიღებენ მიზერულ შეფასებას.

ოლიმპიურ რეიტინგში 5 საუკეთესო ტურნირის შედეგი შევა, ოღონდ აქ იმოქმედებს 5+1 ფორმულა. ეს იმ შემთხვევისთვის, როცა რამდენიმე მონაწილე თანაბარ ქულას დააგრო­ვებს. ამ შემთხვევაში მეექვსე დამატებითი შეჯიბრება მასტერსი ან კონტინენტური ტურნი­რი იქნება.

[color="#FF0000"]გადავლება აქტიურდება[/color]
სერიოზული ცვლილებებია საშეჯიბრო წესებშიც. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, რომ ამიერიდან გადავლება, თუ მას მყისვე, კომბინაციაში ილეთიც არ მიჰყვა, გაფრთხი­ლებით დაისჯება.

არადა, ამ ხერხს ხშირად იყენებდა ვალერი ლიპარტელიანი, ხოლო ირაკლი ცირეკიძისთ­ვის (ბევრი უცხოელის გახსენებაც შეიძლება) სულაც საფირმო მანევრი იყო. ცხადია, ამ სტილის მოყვარულთ სასწრაფოდ მოუწევთ ახალ მეთოდზე გადაწყობა.

ასევე გაფრთხილებით დაისჯება ქამარზე ჩავლების დროს, თუ მას სწრაფადვე არ მიჰყვე­ბა გდება; დაისჯება ჩავლების ორი ხელით გაშვებაც, თუმცა ამათგან ზოგი წესი აქამდეც მოქმედებდა... აქ ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი ბექა ღვინიაშვილიც უნდა გავიხსენოთ, რომლის არსენალშიც ქამარში ჩავლებიდან აყვანა ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

მას ეს არც მომავალში აეკრძალება, ოღონდ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უნდა გააკე­თოს. თან ილეთის მცდელობად არც ის ჩაითვლება, ქამარში ჩავლებულმა მეტოქე წრეზე რომ ატარო - ეს ფალსტარტია. ამასთან, ამ მდგომარეობიდან გდება აუცილებლად ძიუ­დოს სტილში უნდა გაკეთდეს და მკვეთრად უნდა გაემიჯნოს "თავისუფალს" - შეგახსე­ნებთ, რომ სწორედ ამ უკანასკნელთან მსგავსების გამო არ ჩაუთვალეს ოლიმპიადაზე ის უნაკლო ილეთი ბეთქილ შუკვანს ფრანგ სოფეინ მილოსთან.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ გადავლება იქნებ მართლაც აყოვნებდა შეხვედრის ტემპს, მაგრამ ქამრიდან აყვანა საკმაოდ ლამაზი ფანდია.

მაშ, რატომ ცდილობს ძიუდოს სამყარო მას შეელიოს? საქმე ისაა, რომ ეს არაა ძველისძვე­ლი, ავთენტური ძიუდო და ის, როგორც წელში შესვლა და ბევრი სხვა ილეთი, ნაციონა­ლური ან სხვა ჭიდაობებიდანაა შესული ძიუდოში. ახლა იქაურები იაპონელთა მეთაურო­ბით ცდილობენ, ძიუდოს სწორედ ის პირვანდელი სახე დაუბრუნონ და ასეთი "შეპარუ­ლი" ილეთებისგან გაწმინდონ.

თუ დავაკვირდებით, ახლანდელი ცვლილებები მიმართულია სისწრაფის გაზრდის, დინა­მიკურობისა და ილეთების, სანახაობის მომატებაზე, ხოლო რა იქნება რეალურ ცხოვრება­ში, ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

[color="#FF0000"]შიდოს ბედი...[/color]
ამიერიდან შიდო ქულით არ შეფასდება, ანუ 3 შიდოს შემთხვევაში მეტოქე ქულას ვერ მი­იღებს. გაფრთხილებას ის მნიშვნელობა ექნება, რომ მეოთხე შიდო კვლავაც დისკვალიფი­კაციას, ანუ შეხვედრიდან მოხსნას ნიშნავს.

როგორც ვხედავთ, ქულის მოსაპოვებლად ძიუდოისტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს გდება. საამისოდ სხვა შანსი არ აქვს. თუ შეხვედრა ფრედ მთავრდება, მაშინ გამარჯვებუ­ლად გამოცხადდება ის, ვისაც მეტი ტექნიკური ქულა ექნება.

თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მაშინ ის იგებს, ვისაც ნაკლები შიდო აღმოაჩნდება. თუ ესეც თანაბარია, შეხვედრა დამატებითში გაგრძელდება, ის კი პირველივე ქულის ან გაფრ­თხილების შემთხვევაში შეწყდება.

ამასთან, დამატებითი დროის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია, ეგრეთ წოდებული, ჰან­ტეი გაუქმებულია, ანუ მსაჯები აღარ გამოავლენენ მოგებულს.

შიდოს ახლებურ ვერსიას იქნებ ერთი ნაკლი ახლავე ვუპოვოთ. როგორც ვხედავთ, ერთი იუკო ჯობნის სამ შიდოს, ანუ თუ რომელიმე მეტოქე შეხვედრის მიწურულს მოიპოვებს იუკოს, მერე შეიძლება, უბრალოდ, ირბინოს ტატამზე და თამამად მიიღოს სამი გაფრთხი­ლება, რაც ძიუდოს სანახაობრიობას აუცილებლად დაუკარგავს.

დაგვეთანხმებით, ქულათა დიდი ნაწილი ორთაბრძოლის ბოლოს კეთდება, დრო კი იმდე­ნად ცოტა შეიძლება იყოს დარჩენილი, ოთხი შიდო, უბრალოდ, ვერ მოესწროს. არადა, რო­გორც ზემოთ გითხარით, იუკოს მხოლოდ ეს თუ გადაწონის.

[color="#FF0000"]მცირდება არბიტრთა რაოდენობაც [/color]
ამიერიდან ტატამზე მხოლოდ ერთი რეფერი იქნება, მეორე კი ვიდეოკონტროლით დაკავ­დება, ხოლო ერთმანეთთან კავშირი ყურსასმენით ექნებათ.

როგორც გითხარით, ახალი წესების გამოცდა პარიზიდან დაიწყება, ანუ 2-3 თებერვალს თბილისში გასამართავი კონტინენტური თასი კვლავ ძველი წესებით ჩატარდება.

თუმცა ეს ჩვენს ძიუდოისტებს (როგორც - სხვებს) დამშვიდების უფლებას არ აძლევს - მათ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად აქტიურად უნდა იზრუნონ ახალ სტილზე გადასასვ­ლელად. თუ ეს წესები ასეც დარჩა, მაშინ ძიუდო შედარებით უფრო ძალისმიერი გახდე­ბა, კიდევ უფრო გაიზრდება ჩავლების როლი, ეს კომპონენტები კი ჩვენთვის "აქილევსის ქუსლია".

http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/42949-dzisusdom-risomsde-akhasli-tsessesbi-dasadsgisna.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="6"][color="#FF0000"]საქართველოს პირველობა: ახალმა სიომ ძიუდოსაც დაჰბერა.[/color][/size]


18 დეკემბერს "არენაში" დაიწყო საქართველოს პირველობა ძიუდოში, რომლის პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში და ახალი თაობის ზეობით ჩაიარა.

დეკემბერი ის პერიოდია, როცა სეზონი არც იქითაა და არც - აქეთ: ძველი დამთავრდა, ახალი კი ახლა იწყება.

ცხადია, ეს ეტყობოდა სპორტსმენთა გამოსვლებსაც, თუმცა ჩემპიონატის დონეს დაბალსაც ვერ ვუწოდებთ - იყო საკმაოდ დაძაბული, ლამაზი და საინტერესო შეხვედრები, რასაც გამთბარი დარბაზიც დაემატა და "არენაში" კარგი საშეჯიბრო ატმოსფერო იდგა.

18 დეკემბერს ვაჟთა სამი ქვემჩატე წონის ფალავნები ჭიდაობდნენ - 60-ის, 66-ისა და 73-ის და ყველას აკლდა რამდენიმე ლიდერი, თუმცა ახალგაზრდების წარმატებას მთლად მათ არყოფნასაც ვერ მივაწერთ, რადგან კარგად იასპარეზეს და მაღალი დონე აჩვენეს.

სამი წონიდან ორში ამ ახლებმა იმარჯვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (60) და ტრისტან ფეიქრიშვილმა (66), თუმცა ვეტერანი არც მათზე სულ ცოტათი უფროს ნუგზარ ტატალაშვილს (73) ეთქმის, ვინც 73-ში იმარჯვა.

ამათ გარდა, მედალოსანთა უმეტესობაც ასევე ახალგაზრდაა. ეს კი ის თაობაა, რომელიც ჯერ კიდევ 20-წლიანთა ნაკრებში გამოდის (მაგალითად, მარგველაშვილი ამ ასაკში წლეულს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა) ან ბოლო ორ წელიწადში ჭიდაობდა იქ.

არადა, ასაკოვანსა და გადაბერებულს ვერც ნაკრების ძველ შემადგენლობას ვუწოდებთ. ასე მაგალითად, წლეულს აგვისტოში ლონდონის ოლიმპიადაზე ნაჭიდავები შემადგენლობიდან ყველაზე უფროსები (ოფიციალური ვერსიით) 24-24 წლის ბეთქილ შუკვანი (60) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) იყვნენ, ყველაზე უმცროსი - მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველთა შორის ამ ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი, 19 წლის ლაშა შავდათუაშვილი (66).

ბედის ირონიით, ჩემპიონატში ამჯერად არც ერთი მათგანი არ ჭიდაობს. ამათგან ოლიმპიური ჩემპიონი საზარდულის ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის; შუკვანისა და ამბაკო ავალიანის (73) გამოუსვლელობის ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით; ჟორჟოლიანი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება და როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, მისი გამოუსვლელობა ძირითადად ამან განაპირობა.

თანამდებობას და სპორტსმენობას ვერ შეითავსებსო, თქვა ქევხიშვილმა და დაამატა, ახლა ჟორჟოლიანის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევსო.

თვითონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და არც მას გადაუჭრია, რა გზას დაადგეს... თავისი საქმისა თვითონ იცის, მაგრამ 24 წლის ასაკში სპორტიდან წასვლა ნაადრევი გვგონია.

დაგვეთანხმებით, ასეთი ხალხის გამოსვლა ჩემპიონატის დონეს აამაღლებდა და უდავოდ საინტერესო იქნებოდა, მათთან პაექრობაში რას იზამდნენ მედალოსანთა შორის მოხვედრილი ახალგაზრდები, თუმცა კიდევ ვიმეორებთ - უმცროსი თაობის ამ წარმომადგენლებს ცუდად არ უასპარეზიათ.

შეიძლება ითქვას, ძიუდოში მოვლენები კანონზომიერად ვითარდება და თაობათა ცვლის რთული პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს - ახალი ოლიმპიური ციკლი იწყება და ახალი სახეების გამოჩენა გარდაუვალია იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ ლიდერთა ტახტზე ლამის მათივე თანატოლები ხვდებიან.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში დიდი წარმატებით ჭიდაობს პირველხარისხოვან შეჯიბრებებში და მისი წევრების უფროსებში ასე უპრობლემო ადაპტაცია სავსებით კანონზომიერი გვგონია.

ტურნირის მეორე ინტრიგა ფავორიტთა სუსტი გამოსვლა გამოდგა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს გუნდურ პირველობაში ჩინებულად ნაჭიდავები შალვა ქარდავა იმერეთის გუნდის წარმომადგენელ გიორგი კაცაძესთან წააგებდა!

ასევე მოულოდნელი იყო ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილის მარცხი მარგველაშვილთან.

გარკვეულწილად, ძნელი წარმოსადგენი იყო ასევე 20-წლიანთა შორის მსოფლიოს პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილის წაგება არსენ მაჭარაშვილთან.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ჩემპიონატის წინ ამბობდა, ვინც ახლა სამეულში ვერ შევა, ევროპის პირველობის ჩათვლით, ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდებაო.

მასთან 18 დეკემბერს არ გვისაუბრია, მაგრამ მხოლოდ 18 დეკემბერს ისეთ ფალავნებს მოეცარათ ხელი, ვეჭვობთ, პირვანდელ გადაწყვეტილებას შეცვლის და შანსს სხვებსაც მისცემს.

მედალოსანთა გარდა, 18 დეკემბერს ისეთი ახალგაზრდებიც საკმაოდ ვიხილეთ, მედლები რომ ვერ მოიპოვეს, მაგრამ კარგად იჭიდავეს. მაგალითად, ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორმა მიხეილ ჩოხელმა დაძაბული ბრძოლა გაუმართა ტატალაშვილს, რომელსაც მერე ამავე ასაკში ევროპის ვერცხლისმედალოსანმა ფრიდონ გიგანმაც დაძაბული ორთაბრძოლა გაუმართა (ტატალაშვილმა გაფრთხილებებით მოიგო).

ამავე წონაში გამონათებად იქცა გიორგი პაპუნაშვილი. გიორგი გასიტაშვილი კი, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ვფიქრობთ, საქართველოს შარშანდელმა პრიზიორმა მარგველაშვილმა 18 დეკემბერს ყველაზე ძნელი გზა გაიარა ჩემპიონობამდე - ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი, მერებაშვილი, ფინალში კი უფროსებში ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი - სხვებთან ერთად ასეთი დონის ფალავნებსაც აჯობა.

ფინალში პაპინაშვილმა ორი იუკო კი მიითვალა, მაგრამ ცოტა ხანში მარგველაშვილმა ვაზარით გამოასწორა ვითარება.

შეხვედრის ბოლოს პაპინაშვილმა გდება გააკეთა, როცა კისრით დასცა ტატამზე, მაგრამ ის არც სუფთა გდება იყო და თან როგორც ვიდეოჩანაწერზე მსაჯებმა განსაჯეს, სწორად არ შევიდა ილეთზე.

ფაქტია, რომ ამ წონაში პაპინაშვილ-შუკვანის დუეტს მარგველაშვილ-ბროლაშვილიც დიდ კონკურენციას გაუწევს (ალბათ, მესაბლიშვილიც, თუ ჩართავენ ნაკრებში).

ტრისტან ფეიქრიშვილი ახალგაზრდებში ეროვნული რეიტინგის მეორე ნომერია. მას ფინალში კარგა ხანს წარმატებით ებრძოდა მინდია ლილუაშვილი, თუმცა დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ფეიქრიშვილმა კარგად მოიგდო ხელში და უზადო იპონი მიითვალა.

ტატალაშვილსაც გაუჭირდა მაჭარაშვილის ძლევა, თუმცა იუკოთი კი დაწინაურდა თავიდანვე. სირენამდე 6-იოდე წამით ადრე მანაც იპონი მიითვალა, თუმცა იმ ეპიზოდში მაჭარაშვილიც ვა-ბანკზე წავიდა.

19 დეკემბერს "არენაში" ვაჟთა მორიგი ოთხი წონის ფალავნები და ქალები იჭიდავებენ, რითაც არაერთხელ გადატანილი ჩემპიონატიც დასრულდება.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1). ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი); 2). ამირან პაპინაშვილი (აჭარა); 3). გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი).
66 კგ. 1). ტრისტან ფეიქრიშვილი (შიდა ქართლი); 2). მინდია ლილუაშვილი (იმერეთი); 3). ვანო თოთლაძე (შიდა ქართლი), თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
73 კგ. 1). ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი); 2). არსენ მაჭარაშვილი (იმერეთი); 3). ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი), გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი).

http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/43214-saqarthvelos-pirveloba-akhalma-siom-dziudosac-dahbera.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გადაწყვეტილება საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახლახან, აღმასკომის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მთავარი სიახლე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების გაერთიანებაა. ახალი ნაკრების თავკაცებად კი ირაკლი ცირეკიძე და დავით ბოდაველი დაინიშნენ.
ძიუდოს ფედერაციისვე გადაწყვეტილებით, ორივე სპეციალისტს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ექნება და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის სტატუსიც არ იარსებებს.
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გია გუგავა მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. ამიერიდან მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთად ნაკრებს ხუთი კურატორი მოამზადებს: გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი, გიორგი ბაინდურაშვილი, გია გუგავა და ბიძინა მოხევიშვილი, რომელიც აქამდე გუგავას მსგავსად ახალგაზრდულ ნაკრებში საქმიანობდა.
გასულ სეზონში უზნაძის სამწვრთნელო შტაბში გურამ მოდებაძეც შედიოდა. ახლა ის უკვე გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მომზადებაში მონაწილეობას გიორგი ვაზაგაშვილი და ლაშა ყიზილაშვილიც მიიღებენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გამოცოცხლდი :D

[color=#8F8F8F][size=2]
22:03 | 4.02.2015 | ნანახია 2083 - ჯერ[/size][/color][color=#00598C][size=5]
სოფიაში 23-კაციანი გუნდით[/size][/color]
[color=#000000]


[/color][color=#333333]


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალ სეზონს მომავალ უქმეებზე, სოფიაში გასამართი ევროპის ღია ტურნირით გახსნის. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით უკვე დაასახელა ბულგარულ ტატამზე გასაყვანი შემადგენლობა. ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, მომავალ შიჯიბრებაში 23 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში: 60, 66, 81 და 100 კილოგრამებში კიმონოს ოთხ-ოთხი ქართველი მოირგებს. 90 და +100 კილოგრამებში სამ-სამი მონაწილე გვეყოლება, ხოლო 73-ში – მხოლოდ ერთი.
წინასწარვე იყო ცნობილი, რომ სოფიაში ქართული გუნდი ლიდერების გარეშე ჩავიდოდა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) საერთაშორისო სატურნირო ასპარეზს ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებიან. ბულგარეთში კი საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდი ჩავა. მედალოსნებს დაემატებიან ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ). ჩხვიმიანმა საქართველოს პირველობაზე მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო მსხალაძე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

[b]საქართველოს ნაკრები[/b]

[b]60კგ[/b]
ლაშა გიუნაშვილი
პაატა მერებაშვილი
გიორგი ბროლაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი

[b]66კგ[/b]
ვაჟა მარგველაშვილი
მინდია ლილუაშვილი
გიორგი გუგულაშვილი
ბაქარ გულბიანი

[b]73კგ[/b]
ფრიდონ გიგანი

[b]81კგ[/b]
ზებედა რეხვიაშვილი
უშანგი მარგიანი
გიორგი პაპუნაშვილი
ამბაკო ავალიანი

[b]90კგ[/b]
ზვიად გოგოჭური
პაატა ღვინიაშვილი
ნოდარ ბერიანი

[b]100კგ[/b]
ლაშა გურული
ალექსანდრე ზაალიშვილი
იასონ ნემსაძე
ალექსანდრე მსხალაძე

[b]+100კგ[/b]
ონისე ბუღაძე
ვახტანგ ოქრუაშვილი
გიორგი ბოლოთაშვილი[/color]

ჩემი უსაყვარლესი ძიუდოისტია ოლიმპიური ჩემპიონი და 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი მარკ ჰუიზინგა ფოტოც მაგისაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0