Sign in to follow this  
Followers 0

ძიუდო

58 posts in this topic

Graf Monte Christo

ხაბარელის ასე გაშვება დიდი შეცდომა იყ

ხო გეთანხმები, მაგრამ არავინ არ იცის სინამდვილეში რა მოხდა ხოდა დაზუსტებით ვერავინ იტყვის სიმართლეს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Beorn

გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ უვარჯიშებელი ხალხი წააყვანინეს მსოფლიო ჩემიონატზ, ამ წარუმატებლობაში მისი ბრალი მინიმალურია, იმენა ხაბულიანმა და ბერძენიშვილმა შეწამეს ეს კაცი, მე არ ვამბბ რომ უფრთო ანგელოზია მაგრამ, ერთის მჯერა რომ გარე პიროვნებებმა დსაღუპეს ყველაფერი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Graf Monte Christo

გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ უვარჯიშებელი ხალხი წააყვანინეს მსოფლიო ჩემიონატზ, ამ წარუმატებლობაში მისი ბრალი მინიმალურია, იმენა ხაბულიანმა და ბერძენიშვილმა შეწამეს ეს კაცი, მე არ ვამბბ რომ უფრთო ანგელოზია მაგრამ, ერთის მჯერა რომ გარე პიროვნებებმა დსაღუპეს ყველაფერი.

თვითონაც საკმაოდ ჯიუტი ადამიანია და ზოგჯერ უაზროდ პრინციპულიც :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Beorn

აქ ხაბარელლში რომ რ არის პრობლემა ყველა კარგად ხვდება, სპორცმენებმა და რაგბის სამყარო უნდა აიმაღლოს ხმა იმ უმზგავსოებებზე რაც ძიუდოში ხდება. ვინც იააღებით და დანებით დადიოდა შეკრებებზე ყველა უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან, მაგარ მაგალითს აძლევენ უმცროს თაობას.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ირაკლი ცირეკიძე კარიერას ამთავრებს... მოტივაცია დავკარგეო და მივდივაროო. ირაკლის ბოლო ტურნირი პარიზის დიდი სლემი იქნება 6-7 თებერვალს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ხაბარელის გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იყო, ეს ტოტიკაშვილი ნიტოა რა, მაგა მეწყინა რომ ქართულ ძიუდოს ასეთ დღეში ვხედავ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პრაღაში კი გაჩემპიონდა ლიპარტელიანი მაგრამ ძალიან სსტი მოწინაღმდეგეეები ყავდამ ვნახოთ რაიქნება შემდეგში.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]სოსო ლიპარტელიანმა თითო ოქრო-ვერცხლით დაამთავრა გამოსვლა ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში თავის სადებიუტო ტურნირში, როტერდამის "დიდ პრიზზე" - პარასკევს ამირან პაპინაშვილის (60) მიერ მოპოვებულ ოქროს გუშინ ვერცხლი ვალერი ლიპარტელიანმა (90) შეჰმატა.[/b] არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, შეჯიბრება ორი ოქროთი დამთავრებულიყო, მაგრამ ლიპარტელიანის წაგებულ ფინალში იქნებ ცოტ-ცოტა მსაჯთა ხელიც ურევია. არა, მათ მეტოქისთვის დაუმსახურებელი ქულა არ მიუციათ, მაგრამ ფრედ დასრულებული შეხვედრის ბოლოს იაპონელ იუია იოშიდას რატომ მისცეს მოგება, ცოტა ძნელი სათქმელია. მართალია, ლიპარტელიანმა ქულა ვერ გააკეთა, მაგრამ განა იოშიდამ რა ქნა ასეთი, მოგება რომ დაიმსახურა?! თუმცა უკვე ვერაფერს შევცვლით, ლიპარტელიანს კი ისღა დარჩენია, სამომავლოდ ფინალებში უფრო იაქტიუროს და მოგება არა მარტო მეტოქეს, მსაჯებსაც გამოსტაცოს.
მთლიანობაში ტურნირი სოსო ლიპარტელიანს დადებითად კი ჩაეთვლება, მაგრამ სამუშაოც რომ თავსაყრელი ელოდება, ესეც ფაქტია. როტერდამში წასული შემადგენლობიდან უმეტესობამ უსუსურად იჭიდავა, მათგან კი რამდენიმე ნაკრების ლიდერია. საერთოდ, მწვრთნელს ჰოლანდიაში უძლიერესი გუნდი არ წაუყვანია, მაგრამ მაინც ლამის ოპტიმალურ შემადგენლობას უხმო და ნაკრების სამომავლო კონტურებზეც გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნიდა. ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა - წინ ახალი სეზონისთვის მზადების ეტაპია, რაც, როგორც გვპირდებიან, სრულიად ახალ ვითარებაში, ბევრად გაზრდილი დატვირთვებით და ასევე გაზრდილი პასუხისმგებლობით ჩაივლის. ვნახოთ, ვინ როგორ დასძლევს მას, მაგრამ, `თავისუფალი~ და ბერძნულ-რომაული ნაკრებებისა არ იყოს, "ახალი სისხლის" საჭიროება ზოგიერთ წონაში აქაც აუცილებელი გვგონია - რამდენიმე ლიდერი ერთ ადგილზე გაჩერდა და ზედიზედ რამდენიმე სეზონია, შედეგს ვერ აჩვენებს. მწვრთნელთა საქმეში არ ვერევით, მაგრამ იქნებ სჯობდეს, მათ ნაცვლად უფრო თამამად ენდონ ახალგაზრდებს. თუმცა საქართველოს ჩემპიონატსაც დაველოდოთ, რომელიც, ალბათ, გარკვეულ საკადრო გადაადგილებებს ისედაც გამოიწვევს, მწვრთნელთა ჩარევის გარეშე. ქვეყნის პირველობა ნოემბრის ბოლოს ჩატარდება. სავარაუდოდ, თბილისში, მანამდე კი ჩვენს ძიუდოისტებს მსოფლიოს გუნდური პირველობა ელით - 30-31 ოქტომბერს ტარდება ანთალიაში.
73 კგ
ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ნუგზარ ტატალაშვილის გამოსვლამ ახლაც გაორებული გრძნობა დაგვიტოვა - უმედლოდ დარჩა, მაგრამ ვერც სუსტად გამოსვლას დავაბრალებთ. პირველ წრეში ძლიერი მეტოქე არ ჰყავდა - იტალიელი ლუკა პოეტა, მაგრამ სასიხარულოა, რომ პირწმინდად დაჩაგრა და თუმცა ვაზარი დაკარგა, თვითონ ორი სოლიდური გდება გაუკეთა, რომელთაგანაც ერთი ვაზარი იყო, მეორე - იპონი. ჩვენებური მეორე წრეში დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, მასპინძელ დექს ელმონტთან. ჰოლანდიელმა შარშან თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე ვერცხლი მოიპოვა, წლეულს კი ამავე სინჯის მედალს მსოფლიოს პირველობაზე დაეუფლა, ანუ კარიერის პიკზეა, მაგრამ ტატალაშვილმა არაფერი დაუთმო. ამას ისიც მოწმობს, რომ მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა (თვითონაც ამდენივე გაფრთხილება მიიღო), ბოლოს კი უფრო გამოუცდელობით დამარცხდა, თორემ ელმონტს კლასის ხარჯზე ნამდვილად არ მოუგია. აქვე გეტყვით, რომ შაბათს ამ ტურნირის ფინალში ელმონტთა ოჯახის მეორე წევრი, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონი ხიიომ ელმონტიც (81) გავიდა და, უმცროსი ძმისგან განსხვავებით, ფინალი მოიგო.
ამ წონაში წარუმატებლად გამოვიდა ზაზა კედელაშვილი - პირველივე შეხვედრა წააგო ქართული წარმოშობის ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან.
81 კგ
სამწუხაროდ, ამ წონაში იოსებ წელაურიც და ლევან წიკლაურიც ძალზე ცუდად გამოვიდნენ. წელაური საქართველოს ჩემპიონია, თუმცა აქამდე უცხოეთში თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლეოდა. სოსო ლიპარტელიანმა გარკვეულწილად ის ამ ხარვეზის შესავსებად წაიყვანა, თუმცა ეს მხოლოდ საკომპენსაციო სვლა არ ყოფილა - მწვრთნელი შეგირდს ვარჯიშებზეც აკვირდებოდა და მიიჩნია, რომ იმსახურებდა შანსს. სამწუხაროდ, შეგირდმა იმედები ვერ გაუმართლა - პირველივე წრეში უტიტულო ფინელ ანტი ვირტასთან წმინდად დამარცხდა. არადა, იმ საბედისწერო იპონამდე ანგარიში თანაბარი იყო - თითო ვაზარი და თითო გაფრთხილება. ევროპის პრიზიორმა წიკლაურმა პირველი შეხვედრა ვაზარ-იპონით მოიგო თურქ ჰალილ ოზერლერთან, მაგრამ ფრანგ ალენ შმიდტს უკვე ვეღარ გასცდა - იპონით დამარცხდა.
90 კგ
ამ წონაში დიუსელდორფის "დიდი პრიზის" წლევანდელი გამარჯვებული იაპონელი იუია იოშიდა ბედისწერად გვექცა - ზვიად გოგოჭურს მეოთხედფინალში მოუგო, ვალერი ლიპარტელიანს - ფინალში. გოგოჭურს მასთან აქამდე დადებითი ბალანსი ჰქონდა - შარშან ბუდაპეშტის დიდ პრიზზე მოუგო, ლიპარტელიანი კი მას არასოდეს შეხვედროდა.

ვალერი სუსტად არ გამოსულა და რიგ შეხვედრებში საკმაოდ მაღალი დონე წარმოაჩინა. მეტოქეებიც არ იყვნენ სუსტები, თუმცა თავიდან სწორედ ასეთს შეხვდა - ვენესუელელ ხოსე კამაჩოს და ძალიან მალე იპონითაც გაისტუმრა ტატამიდან. ასეთივე დღე აყარა 23-წლიანებში ევროპის პოლონელ ჩემპიონ კშიშტოფ ვეგლარცსაც. აქ ცოტა მსაჯებიც სცოდავდნენ მასთან მიმართებაში - ერთთავად გაქცევაზე გამეცადინებულ პოლონელს არა და არ აფრთხილებდნენ, თუმცა ჩვენებურმა, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდა, მაშინვე დააიპონა. მესამე წრეში სახელიანი ესპანელი დავიდ ალარზა ელოდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს - შარშან თბილისში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოუგო. გუშინ ამ სასიამოვნო ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შეემატა - ლიპარტელიანმა მორიგი იპონი და იოლი გამარჯვება მიითვალა. ჩვენებურმა ნახევარფინალში რუსი კირილ ვოპროსოვი იუკოთი დაამარცხა, თუმცა, ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა. რაც შეეხება ფინალს, ის აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მსაჯთა გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამივემ იაპონელს მისცა მოგება. არადა, მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, უპირატესობა რომ მიეცათ.

გოგოჭური უმედლოდ დარჩა, მაგრამ მისი გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. სხვა თუ არაფერი, მარტო ის რად ღირს, რომ პირველ წრეში სულ რაღაც 25 წამში მშვენივრად დააიპონა შვედი არტურ ნიმანი, რომელმაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში ლიპარტელ;იანი დაგვიმარცხა. ის ნამდვილად არაა ურიგო მოჭიდავე და იქნებ ბევრს არც სჯეროდა მასთან წარმატებისა. გოგოჭურმა შვედს საკმაოდ გამოცდილი შვეიცარიელი დომინიკ ჰიშირიც მიაყოლა ასევე წმინდა მოგებით, იოშიდასთან კი ძალზე თანაბარ ბრძოლაში წააგო. ამანაც - უფრო გამოუცდელობით. გოგოჭურის გამოსვლა იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მას მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც მუდამ ჟინიანად და შემართებით ჭიდაობს. ის როტერდამში საკუთარი ხარჯით წავიდა, თუმცა მასთან დაკავშირებით ლამის მუდამ ასე ხდება.

100 კგ
დავით ლორიაშვილმა გაგვაკვირვა - შედარებით ძლიერ უკრაინელთან, 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონ არტემ ბლოშენკოსთან მოიგო და რუს სერგეი სამოილოვიჩთან წააგო! მართალია, მეხუთეზე მაინც დარჩა ავტომატურად, რადგან ამ წონაში ბევრი ხალხი არ გამოდიოდა და თან, ხოლო ამ რანგის ტურნირებში სანუგეშო წრე არ ტარდება, მაგრამ არა მგონია, ეს შედეგი, უპირველესად, მას აკმაყოფილებდეს.

+100 კგ.
სუსტად გამოვიდა ადამ ოქრუაშვილიც. პირველ შეხვედრაში მასპინძელ ბენჯამინ ვან ლეეუვაარდეს ვაზარი ამოუქაჩა და იპონით მოუგო, მაგრამ ლატვიელ ვლადიმირს ოსნაჩსთან წმინდად დამარცხდა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
კვარცხლბეკი. ვაჟები.
73 კგ. 1. ჟოაო პინა (პორტუგალია), 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია), 3. ტომაშ ადამიეცი (პოლონეთი), მურატ კოძოკოვი (რუსეთი).
81 კგ. 1. ხიიომ ელონტი (ჰოლანდია), 2. ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია), 3. ანტონიო ჩიანო (იტალია), სერგეი ტომა (მოლდოვა).
90 კგ. 1. იუია იოშიდა (იაპონია), 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 3. მილან რანდლი (სლოვაკეთი), კირილ ვოპროსოვი (რუსეთი).
100 კგ. 1. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. ევგენიუს ბოროდავკო (ლატვია), 3. მარტინ პაცეკი (შვედეთი), სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი).
+100 კგ. 1. ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია), 2. ვლადიმირს ოსნაჩსი (ლატვია), 3. პაოლო ბიანჩესი (იტალია), სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა).
ქალები.
63 კგ. 1. ელიზაბეტ ვილბოორდსე (ჰოლანდია), 2. ურსკა ზოლნირი (სლოვენია), 3. კლაუდია მალზანი (გერმანია), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია), 2. ერიკა ბარბიერი (იტალია), 3. ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია), მარიე პასკო (საფრანგეთი).
78 კგ. 1. აკარი ოგატა (იაპონია), 2. ოდრი შუმო (საფრანგეთი), 3. კაილა ჰარისონი (აშშ), კატრინ ჯასკო (ბელგია).
+78 კგ. 1. გულსაჰ კოცათურქი (თურქეთი), 2. ანე-სოფიე მონდიერე (საფრანგეთი), 3. ბელკის ზერა კაია (თურქეთი), ლუსია ტანგორე (იტალია).

http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/4342-lipartelianebma-verckhlith-daasrules.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე მედლები 3 წონით კატეგორიაში გათამაშდა. დღეს სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამებზე 60, 66 და 73 კილოგრამებში მოჭიდავე სპორტსმენები გავიდნენ. უმსუბუქეს წონაში ჩემპიონის ტიტულს ქვემო ქართლის სახელით მოჭიდავე დავით ასუმბანი დაეუფლა. ფინალში იგი ასევე ქვემო ქართლის გუნდის წევრს, ბეთქილ შუკვანს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო.
66 კილოგრამის ფინალში რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა, შალვა ქარდავამ კახელ გიორგი შოშიაშვილს აჯობა. 73-ის გადამწყვეტ შეხვედრაში კი ერთმანეთს თენგიზ პაპოშვილი და ზურაბ ნოზაძე დაუპირისპირდნენ და პაპოშვილმა იმარჯვა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13074&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდა. ჩემპიონის ტიტულს გიორგი ბაინდურაშვილი (81კგ), ლაშა გურული (90), ლევან ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) დაეუფლნენ. ბაინდურაშვილმა ფინალში პაატა ღვინიაშვილი დაამარცხა. გურულმა სანდრო გავაშელიშვილს სძლია, ჟორჟოლიანმა – დავით ლორიას, ხოლო ხანჯალიაშვილმა - ადამ ოქრუაშვილს.
ბრინჯაოს პრიზიორები 81 კგ-ში დავით კარბელაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდნენ. 90-ში არჩილ შინჯიკაშვილი და გიორგი ცოციაშვილი 100-ში რევაზ ჩიკოიძე და კონსტანტინე მუკვანი, ხოლო მძიმე წონაში ვახტანგ ზოიძე და ნოდარ მეტრეველი.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13114&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“[size="5"][b]ზაზა კედელაშვილისთვის და ირაკლი ცირეკიძისთვის ნაკრების კარი საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატამდე დაიხურა. მათ მომავალ სეზონში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსი ამ პირველობის გაცდენით ავტომატურად დაკარგეს[/b][/size]” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა, სპორტის სასახლეში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე. ლიპარტელიანს პირველობის შეჯამება ვთხოვეთ.
- დაახლოებით 2 თვეა, რაც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. მინდოდა კარგად დავკვირვებოდი შვიდივე წონას და ამიტომაც მოვითხოვე, ყველას ეჭიდავა. უკვე გამოიკვეთა გაფართოებული შემადგენლობა და ამ სიაში შესულ ძიუდოისტებს შანსს საერთაშორისო ტურნირებზე მივცემთ. ვინც თავს უკეთ წარმოაჩენს, ევროპირველობაზე წამსვლელ შემადგენლობაშიც მოხვდება.
- რამდენ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას გეგმავთ?
- ევროპის ჩემპიონატამდე 5-6 ტურნირზე ვაჭიდავებ ნაკრების კანდიდატებს.
- იანვარში ჩასატარებელ თბილისის მსოფლიოს თასზე საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები მიიღებენ მონაწილეობას?
- აუცილებლად. მაგრამ შესაძლოა რამდენიმე ტაქტიკური ცვლილებაც განვახორციელოთ და ზოგიერთ მედალოსანს პირდაპირ უცხოურ შეჯიბრზე მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ამაზე კონკრეტულად საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
- ირაკლი ცირეკიძე კენჭისყრის ბადიდან ბოლო მომენტში ამოიღეს. ხომ არ გისაუბრიათ მასთან?
- არა. რაც მოხდა, უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი. წონა ვერ ჩააბარა, თან დასაშვებზე 4 კილოგრამით მეტი აღმოჩნდა. მგონი ამით ისედაც ყველაფერი ნათქვამია. რაც შეეხება კედელაშვილს, შევიტყვე რომ დაოჯახდა და მინდა მივულოცო. ნაკრების კარი კი მისთვის მინიმუმ ერთი წლით დახურულია, ისევე, როგორც ცირეკიძისთვის.
- ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა გუჯეჯიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრებს თავი აარიდეს. ტრავმები მიიღეს?
- ლიპარტელიანს პირადად ვესაუბრე და ჩემი თვალით ვნახე, რომ მცირე ტრავმა მართლაც მიიღო. გუჯეჯიანზე დაზუსტებულად არაფერი ვიცი, მაგრამ არამგონია რამე საგანგაშო იყოს. სამეულს მიღმა დარჩენის მიუხედავად, საერთაშორისო ტურნირებზე ორივეს მიეცემა შანსი.
- 10-12 დეკემბერს ჩასატარებელ ტოკიოს დიდ სლემზე აპირებთ გამგზავრებას?
- იაპონიაში აუცილებლად ვიჭიდავებთ. შემადგენლობა თითქმის გარკვეულია, მაგრამ საბოლოოდ ამ დღეებში ჩამოვყალიბდები და ორშაბათს გამოვაცხადებ.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=13129&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძიუდოისტთა ნაკრების ფაქტობრივმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში, "დიდ პრიზზე" წასაყვანი გუნდი დაასახელა. წინასწარ გეტყვით - [b]შემადგენლობაშია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც [/b](100). ამდენად, ის დიდ სპორტს უბრუნდება.

საერთოდ, ზაიზენბახერის ეს შემადგენლობა ფრიად საინტერესოა. თავად განსაჯეთ - ცირეკიძის გარდა, გერმანიაში ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე - 60), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) იჭიდავებენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს ზაინზენბახერი არ მომწონს რაღაც,შეიძლება კარგი სპეციალისტია სემედიცინო დარგში,მაგრამ ვთვლი რომ ჩვენ ნაკრების გაძღოლა არ უნდა მიენდოთ.

სხვათაშორის ძალიან გამაოცა ზვიადაურის შემართებამ ახალ ამპულაში,თუ სწორი დასკვნები გამოიტანა თავისი შეცდომებისგან,შესაძლებელია რომ კარგი მწვრთნელი გამოვიდეს,მას მართლაც ზღვა გამოცდილება აქვს,რომელიც ახალგაზრდების სწავლა-განათლებისტვის აუცილებელიცაა და საჭიროც.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე – მომავალ უქმეებზე ვარშავაში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიელი მწვრთნელ-კონსულტანტის, პიტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.

[b]ვარშავაში გუნდს ზურაბ ზვიადაური ჩაიყვანს.[/b]

რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კიმონოს კვლავ მოირგებს თბილისური მსოფლიოს თასის ჩემპიონი, ამბაკო ავალიანი (73 კგ), რომელსაც მცირე ტრავმის მიუხედავად, სავარჯიშო პროცესი თითქმის არ შეუწყვეტია. მის გარდა პოლონეთში იჭიდავებენ: დავით ასუმბანი (60 კგ), გიორგი შოშიაშვილი (66 კგ), თენგიზ პაპოშვილი (73 კგ), პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

წყარო: http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=16891&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვარშავაში, ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჯერ მეოთხედფინალებიც არ ჩამთავრებულა, საქართველოს ნაკრების წევრთათვის კი ტურნირი უკვე დასრულებულია.
დღეს პოლონურ ტატამზე პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. შედარებით უკეთ ლორიაშვილმა იჭიდავა, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მერვედფინალში დამარცხდა რუს დავიდ ბიტიევთან. ღვინიაშვილმა და ცოციაშვილმა მხოლოდ თითოჯერ იმარჯვეს და ორივესთვის უნგრელი მეტოქე აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ოქრუაშვილმა კი პირველსავე მეტოქესთან – ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან წააგო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ვარშავაში, ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჯერ მეოთხედფინალებიც არ ჩამთავრებულა, საქართველოს ნაკრების წევრთათვის კი ტურნირი უკვე დასრულებულია.
დღეს პოლონურ ტატამზე პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. შედარებით უკეთ ლორიაშვილმა იჭიდავა, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მერვედფინალში დამარცხდა რუს დავიდ ბიტიევთან. ღვინიაშვილმა და ცოციაშვილმა მხოლოდ თითოჯერ იმარჯვეს და ორივესთვის უნგრელი მეტოქე აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ოქრუაშვილმა კი პირველსავე მეტოქესთან – ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან წააგო.[/quote]
ვერცერთ წონაში ვერ ავიღეთ მედალი ხო? :angry:
არ გინდოდათ ხაბარელი და იყავით ეხლა ეგრე :angry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
27 მარტს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრება და ქალაქ ანკარაში 6 დღიან შეკრებას გაივლის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქართული ძიუდოს "ზედა ეშელონებში" იმდენი სიბინძურეა, რომ ლოგიკურია ასეთი ჩავარდნა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ქვედა ეშელონებშიც ვერაა მთლად კარგად საქმე, ამიტომაც "ზედა ეშელონს" გასდის ყველაფერი რაც უნდა.

ზაიზენბახერის დედაც მოვსდღან მე, ვიღაც ყველი ავსტრიელი ექიმი ჩამოათრიეს აქ.
მეტის ღირსები ვართ!!! Edited by მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ' timestamp='1318796259' post='655063']
ქვედა ეშელონებშიც ვერაა მთლად კარგად საქმე, ამიტომაც "ზედა ეშელონს" გასდის ყველაფერი რაც უნდა.

ზაიზენბახერის დედაც მოვსდღან მე, ვიღაც ყველი ავსტრიელი ექიმი ჩამოათრიეს აქ.
მეტის ღირსები ვართ!!!
[/quote]
არადა ცოტა ხნის წინ თითქმის გადაწყვეტილი იყო მაგ ავსტრიელის გაშვება და ხაბარელის დაბრუნება, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაერივნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და არაფერი გამოვიდა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ფორუმელი"][/b],
[quote name='ფორუმელი' post='655065']
არადა ცოტა ხნის წინ [b]თითქმი[/b]ს გადაწყვეტილი იყო მაგ ავსტრიელის გაშვება და ხაბარელის დაბრუნება, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაერივნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და არაფერი გამოვიდა
[/quote]
არც გამოვა სანამ სისტემა არ შეიცვლება.
ეს თითქმისაა ყველაფერს რომ ნიშნავს. . .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კეიპტაუნში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მესაბლიშვილი მესამე ადგილზე გავიდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' post='657952']
კეიპტაუნში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მესაბლიშვილი მესამე ადგილზე გავიდა.
[/quote]
:(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ობერვარტი. ავსტრია
11 თებერვალი

60 კგ
[b]1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)[/b]
2 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 ჯინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
3 ვენ-ჯიმ კიმი (სამხრეთ კორეა)
5 პაატა მერებაშვილი (საქართველო)

66 კგ
1 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
2 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
3 ჯუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)

73 კგ
1 შოჰეი ონო (იაპონია)
2 იო-ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ვონ-იუნგ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
[b]5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
7 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)[/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან სლაბი ტურნირია ასე რომ აქედან დასკვნების სწორ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ახ მინიმუმ საპრიზო ადგილს თუ ვერ დაიკავებ ესეიგი არაფერზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია.

ისე შუკვანის წარმატება მისასალმებელია და იმედია მოუმატებს თორე ასე შორს ვერ წავა ნამდვილად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0